გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210019002876213
2/120 -2019 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 მარტი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე _ნ---- მ-----–-–---–--
წარმომადგენელი- ნ---- ვ----–---–-;
მოპასუხე _ ლ---- მ-----–---;
წარმომადგენლი-ს-------- კ-------
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ლ---- მ-----–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილის- 2----–-–-- 2------------–- დაბადებული ნ-----–---- მ-----–---- რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისროს 500 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დროიდან, 2018 წლის 30 ივლისიდან.
გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელთანაც შეეძინა ერთი შვილი, 2----–-–-- 2------------–- დაბადებული ნ-----–---- მ-----–---. ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ნ---- მ------–-–---–- ცხოვრობს მშობლებთან ერთად და მათი დახმარებით ზრდის შვილს, თავად უმუშევარია, ხოლო ყოფილი მეუღლე არავითარ მონაწილეობას არ იღებს შვილის აღზრდაში. ლ---- მ-----–--- მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, აქვს საკმაოდ მაღალი ხელფასი, ასევე აქვს თავისი ბიზნესიც და აქვს შესაძლებლობა, რომ შვილს გადაუხადოს ალიმენტის თანხა 500 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შვილს ალიმენტის სახით გადაუხდის 100 ლარს და სხვა მხრივ თავის შვილზე ისედაც იზრუნებს. 2018 წლის აგვისტოდან სამეწარმეო საქმიანობას აღარ ეწევა. მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 780 ლარს, საიდანაც იხდის სესხის თანხას, ასევე აქვს ყოველდღიური ხარჯი სამსახურში მგზავრობისათვის. შესაბამისად, მისი შემოსავლებისა და აუცილებელი ხარჯების გათვალისწინებით, ალიმენტის თანხა 100 ლარი არის ის, რისი გადახდის შესაძლებლობაც ამ ეტაპზე აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ნ---- მ------–-–---–- და ლ---- მ-----–--- 2014 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ, ხოლო 2017 წლის 13 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის მაისის თვიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით 2019 წლის 7 მარტს.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, 2019 წლის 7 მარტის ნაწილობრივ გადაწყვეტილებას.
3.2. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი- 2----–-–-- 2------------–- დაბადებული ნ-----–---- მ-----–---.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, დაბადების მოწმობას.
3.3. ამჟამად ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად, დედის მშობლების სახლში ქ .ზესტაფონში, შ-------------------ში.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებებს.
3.4. ნ-----–---- მ-----–--- არ დადის საბავშვო ბაღში.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებებს.
3.5. ნ---- მ------–-–---–- არ არის დასაქმებული და მას მშობლები ეხმარებიან.
_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, ნ---- მ------–-–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების 2018 წლის 31 აგვისტოს ბრძანება.
3.6. მხარეთა დაშორების შემდეგ, ნ-----–---- მ-----–---- მატერიალური უზრუნველყოფისათვის მამამ რამდენჯერმე გაიღო მინიმალური ხარჯი, რაც არ იყო საკმარისი ყოველთვიური სარჩო ბავშვის სრულყოფილი რჩენა -აღზრდისათვის.
_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას, მოწმე ნ---- ჩ---------–---- ჩვენებას, ნაწილობრივ მოსარჩელის ახსნა-განამრტებას.
3.7. ლ---- მ-----–--- მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მსახურობს ქ. ქუთაისში მ---------------------–- და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 965.78 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 780 ლარს.
_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას, სახელფასო ცნობას.
3.8. ლ---- მ-----–--- ქ. ქუთაისში მდებარე თავის სამსახურში ქ.ზესტაფონიდან დადის ყოველდღიურად, კვირაში ხუთი დღე, თვეში მინიმუმ 20 დღე. ხანდახან არის მორიგე და მორიგეობისას შაბათ-კვირასაც უწევს სამსახურში სიარული. შესაბამისად, ლ---- მ-----–---ს ყოველდღიურად აქვს სამგზავრო ხარჯი, რომელიც თვეში შეადგენს 100 ლარს.
_ სასამართლო დაეყრდნო შესაგებელს, მოპასუხის ახსნა- განმარტებას.
3.9 ლ---- მ-----–--- რეგისტრირებული იყო ინდ. მეწარმედ. სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, 2018 წლის იანვარში, თებერვალში და აპრილში მას ჰქონდა შემოსავლები, თუმცა მაშინ მხარეები ერთად ცხოვრობდნენ. 2018 წლის მაისიდან მას საწარმოში აღარ უმუშავია და რაიმე შემოსავლები არ მიუღია, 2018 წლის აგვისტოს თვეში კი გააუქმა მეწარმის რეგისტრაცია.
_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას, შემოსავლების სამსახურის ცნობას, დეკლარაციებს.
3.10. სარჩელის აღძვრამდე - 2018 წლის 19 ივლისს ლ---- მ-----–---მ, სესხის რეფინანსირებით, გააერთიანა წინა პერიოდებში ტელეფონისა და კომპიუტერის განვადებისათვის სს ,,ს----------–--------------'' აღებული ორი სესხი, ასევე ოვერდრაფტის სესხის თანხაც და მთლიანი სესხის დაფარვისათვის ყოველთვიურად ხელფასიდან იხდის 178.38 ლარს. სესხის საბოლოოდ დაფარვის თარიღია 2021 წლის 26 ივლისი.
_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას, სს ,,ს----------–----------'' მიერ გაცემულ სესხის დაფარვის გრაფიკს.
3.11. ლ---- მ-----–---ს კრედიტორ შპს ,,ს-------------------' მიმართ გააჩნდა დავალიანება 1582.41 ლარი (აღსრულების ხარჯთან ერთად). აღნიშნული დავალიანების დაფარვისათვის, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ლ---- მ-----–---ს 2018 წლის ნოემბერში ხელფასიდან ჩამოაჭრა 400 ლარი, დეკემბერში- 100 ლარი, 2019 წლის იანვარში -200 ლარი, თებერვალსი 401 ლარი, გადასახდელი დარჩა 86 ლარი.
_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ნოემბრის გაფრთხილების წერილს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ნ---- მ------–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებულ იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის მოვალეობისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც არ არის დასაქმებული, თუმცა თავისი მშობლების დახმარებით ზრუნავს შვილზე ფიზიკურადაც და მატერიალურადაც.
ასევე დადგენილია, რომ ლ---- მ-----–--- მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მსახურობს ქ. ქუთაისში მ---------------------–- და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 965.78 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 780 ლარს.
დადგენილია, რომ ლ---- მ-----–---ს ყოვეთვიურად აქვს აუცილებელი ხარჯები: სამსახურში სიარულისათვის მგზავრობის ხარჯი თვეში 100 ლარის ოდენობით და სესხის თანხა ხელფასიდან ეჭრება თვეში 178.38 ლარი. რაც შეეხება მის შემოსავლებს მეწარმეობიდან, დადგენილია, რომ მეწარმეობის შედეგად, 2018 წლის მაისიდან, მას შემდეგ რაც მხარეები დაშორდნენ, მას სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია და რაიმე შემოსავლები არ მიუღია და 2018 წლის აგვისტოს თვეში კი საერთოდ გააუქმა მეწარმის რეგისტრაცია.
ამდენად დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრისა და ასევე საქმის განხილვის პერიოდისათვის ლ. მ-----–---- რეალური შემოსვალი, საიდანაც უნდა მოხდეს ალიმენტის თანხის დაანგარიშება წარმოადგენს თვეში 500 ლარს.
აღნიშნული დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა თვეში 165 ლარი (მოპასუხის რეალური შემოსავლის მესამედი) შეიძლება მიჩნეულ იქნას შვილის რჩენა-აღზრდაში ბავშვთან არმცხოვრები მშობლის მონაწილეობის იმ გონივრულ და სამართლიან ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად. მოპასუხის პრეტენზია კი, რომ მას არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი და შესაბამისად ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრება, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, თანხის სიმცირის გამო, ვინაიდან მოპასუხე დასაქმებულია და მისი შემოსავალი იძლევა შესაძლებლობას, რომ შვილს გადაუხადოს არა 100 ლარი, არამედ 165 ლარი. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
ასევე, საქმეზე დადგინდა, რომ ლ---- მ-----–---ს კრედიტორ შპს ,,ს-------------------' მიმართ გააჩნდა დავალიანება 1582.41 ლარი (აღსრულების ხარჯთან ერთად). აღნიშნული დავალიანების დაფარვისათვის, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ლ---- მ-----–---ს ხელფასიდან 2018 წლის ნოემბერში ჩამოაჭრა 400 ლარი, დეკემბერში- 100 ლარი, 2019 წლის იანვარში -200 ლარი, თებერვალსი 401 ლარი, გადასახდელი დარჩა 86 ლარი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მითითებულ თვეებში, როცა ლ---- მ-----–---- შემოსავალი საგრძნობლად იყო შემცირებული, ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 ლარით. კერძოდ, 2018 წლის ნოემბერში, დეკემბერში, 2019 წლის იანვარში და თებერვალში ლ---- მ------–---- მიერ გადასახდელი ალიმენტის თანხა უნდა იყოს 100 ლარი, ხოლო მანამდე დანარჩენ თვეებში, სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 30 ივლისიდან და შემდგომ 2019 წლის 1 მარტიდან ალიმენტის თანხა უნდა განისაზღვროს 165 ლარით.
6.4. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადაცემა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ალიმენტის თანხა ეს არის ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯი, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მოცემული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამ შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხაა 1980 ლარი,.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელემ ნაწილობრივ - 100 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი, დაკმაყოფილებულ მოთხოვნასა და მოპასუხის მიერ აღიარებულ თანხას შორის სხვაობა არის 780 (1980-1200), რომლის ბაჟი არის 23 ლარი და 40 თეთრი და აღნიშნული თანხა მოსარჩელეს უნდა გადახდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- მ------–-–---–-ს (პ/ნ 1----------- სარჩელი ლ---- მ-----–---- (პ/ნ 1----------) მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ლ---- მ-----–---ს (პ/ნ 1----------) ნ---- მ------–-–---–-ს (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ მათი არასრულწლოვანი შვილის -2----–-–-- 2------------–- დაბადებული ნ-----–---- მ-----–---- (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად დაეკისროს ალიმენტის გადახდა შემდეგი წესით: 2018 წლის აგვისტოში, სექტემბერში და და ოქტომბერში - 165 (ას სამოცდახუთი) ლარი, 2018 წლის ნოემბერში, დეკემბერში, 2019 წლის იანვარში, თებერვალში ყოვლთვიურად 100 (ასი) ლარი, 2019 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად - 165(ას სამოცდახუთი) ლარი, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
3. ლ---- მ-----–---ს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 23 (ოცდასამი ) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 3--------.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე