გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
330210018002630248
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26812-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - შსს ს-------–--------–-–-------------------ი

წარმომადგენელი - ლ----------–--ე

მოპასუხე - სს „---------------------------–----

წარმომადგენელი - ა-–-------------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე შსს ს-------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის (SUZUKI JIMNY, სახელმწიფო ნომერი: S--------) სრული განადგურებისათვის - 18076.79 ლარის ანაზღაურება;

1.2. სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე შსს ს-------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის (დაზიანებული ავტომობილი - FORD TRANZIT, სახელწმიფო ნომერი: C------) 6 000 ლარის ანაზღაურება;

1.3. სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე შსს ს-------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის (FORD RANGER, სახელმწიფო ნომერი: S--------) აღდენის ხარჯის - 14859.6 ლარის ანაზღაურება.

1.4. სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე შსს ს-------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მკურნალობის ხარჯის - 491 ლარის ანაზღაურება;

1.5. სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე შსს ს-------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის - 240 ლარის ანაზღაურება;

1.5. სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე შსს ს-------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს აღსრულების ხარჯის - 174.8 ლარის ანაზღაურება;

1.6. სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე შსს ს-------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1190.62 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 22 მარტს შსს ს-------–--------–-–-------------------სა და სს „---------------------------–-----ს შორის გაფორმდა სახლმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ე----------), რომლის 2.1 პუნქტის შესაბამისად, „ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #2-ით გასაზღვრული შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევების მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულების და დანართი #1, #2, #3, #4, #5 და #6-ის შესაბამისად“.

 

2017 წლის 09 ივლისს შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილს (SUZUKI JIMNY, სახელმწიფო ნომრით: S--------) და მოქალაქის ავტომობილის (FORD TRANZIT, სახელწმიფო ნომერი: C------) შორის მოხდა ავტოავარია. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 15 000 ლარი, ხოლო მოქალაქის ავტომობილის ზიანმა 6000 ლარი, ასევე დაზიანდა ავტომობილში მჯდომი მეორე მოქალაქე, რომლის მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 491 ლარი. სს „---------------------------–-----მ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. დაზარალებულმა მოქალაქეებმა შსს ს-------–--------–-–-------------------ის და დეპარტამენტის თანამშრომლის (მძღოლის) წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სადაც მესამე პირად ჩართული იყო სს „---------------------------–----. 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შსს ს-------–--------–-–-------------------ს დაეკისრა ავტომობილისათვის ზიანის მიყენების - 6000 ლარის, მკურნალობის ხარჯის - 491 ლარის და იურიდიული მომსახურების - 240 ლარის ანაზღაურება მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების მიერ მიექცა აღსასრულებლად და შსს ს-------–--------–-–-------------------მა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯამში გადაურიცხა 6905.8 ლარი. ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის (SUZUKI JIMNY, სახელმწიფო ნომრით: S--------) ღირებულება შეფასებულია 18076.79 ლარით, ამდენად, მასზე მიყენებული ზიანი 15 000 ლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულების 65%-ს აღემატება, რაც სრულ განადგურებად ითვლება, რის გამოც ხელშეკრულების შესაბამისად სს „---------------------------–-----მ შსს ს-------–--------–-–-------------------ს უნდა აუნაზღაუროს 18076.79 ლარი.

 

2017 წლის 01 ოქტომბერს შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილსა (FORD RANGER, სახელმწიფო ნომერი: S--------) და მოქალაქის ავტომობილს (OPEL, სახელმწიფო ნომრით: A--------) შორის მოხდა ავტოავარია, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული ავტომობილები. შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის აღდენითმა ხარჯმა შეადგინა - 14859.6 ლარი, რის ანაზღაურებაზე მოპასუხე სს „---------------------------–---- უარს აცხადებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 2017 წლის 09 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლმა, დ---------------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-1 პუნქტი „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“. 2018 წლის 27 აპრილის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის (საქმე 1/220-18) საფუძველზე დ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი ათავისუფლებს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან, თუ შემთხვევა გამოწვეულია დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ს-------–--------–-–-------------------ის მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ს-------–--------–-–-------------------თან ერთად, სოლიდარულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.

რაც შეეხება 2017 წლის 01 ოქტომბერს მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევას, აღნიშული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შსს ს-------–--------–-–-------------------ის ბალანსზე რიცხული ავტომობილის მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, კერძოდ, დ--------------ემ ავტომანქანის მობრუნების (უკან გამობრუნების) მიზნით მოუხვია მარცხენა მხარეს, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც იმის გათვალისწინებით, რომ მის წინ მოძრაობდა ავტომანქანა ფორდი, ვერ შენიშნა საწინააღმდეგო ზოლში მოძრავი ავტომანქანა ოპელი. მძღოლმა არ გათვალისწინინა ხილვადობა და გზის საკმაოდ რთული მონაკვეთი. გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა მოძრავ ავტომანქანას (OPEL, სახელმწიფო ნომრით: A--------). ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი გახდა მძღოლის მიერ მოძრაობის მთელი რიგი წესების დარღვევა. დ--------------ის მიერ ასევე დარღვეული იქნა ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა და ამასთანავე გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი. სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მძღოლი ვადებულია ავტომობილის მართვა განახორციელოს განსაკუთრებული ყურადღებით, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ორივე სატრანსპორტო შემთხვევის დროს შსს ს-------–--------–-–-------------------ის სახელზე რიცხული ავტომობილის მძღოლები - დ---------------ე და დ--------------ე მოიქცნენ უხეში გაუფრთხილებლობით, რაც მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შსს ს-------–--------–-–-------------------სა და სს „---------------------------–-----ს შორის გაფორმდა სახლმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ე----------), რითაც დაზღვეული იქნა შსს ს-------–--------–-–-------------------ის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.03.2017 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდების შესახებ (ე----------) C---------- სადაზღვევო მომსახურებები.

 

3.1.2. 2017 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 72-ე კილომეტრზე, შსს ს-------–--------–-–-------------------ზე რიცხული ავტომანქანა (SUZUKI JIMNY, სახელმწიფო ნომრით: S--------), რომელსაც მართავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის განყოფილების თანამშრომელი სერჟანტი დ---------------ე, შეეჯახა ავტომანქანას (FORD TRANZIT, სახელწმიფო ნომერი: C------), რომელსაც მართავდა მძღოლი ვ--------–-----------ი. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 15 000 ლარი, ხოლო მოქალაქის ავტომობილის ზიანმა - 6000 ლარი, ასევე დაზიანდა ავტომობილში (FORD TRANZIT, სახელწმიფო ნომერი: C------), მჯდომი მგზავრი ჯანპოლად ალახვეროდვი, რომლის მკურნალობის ხარჯმა შეადგინა - 491 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ექსპერტის დასკვა #1-----;

- ექსპერტის დასკვა #1-----;

- სს „---------------------------–-----ს წერილი #1953;

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2/1111-17.

 

3.1.3. შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის (SUZUKI JIMNY, სახელმწიფო ნომრით: S--------) ღირებულება შეფასებულია - 18076.79 ლარით, ამდენად, მასზე მიყენებული ზიანი - 15 000 ლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულების 65%-ს აღემატება, რაც სრულ განადგურებად ითვლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 22.03.2017 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდების შესახებ (ე----------) C---------- სადაზღვევო მომსახურებები, ხელშეკრულების დანართები.

 

3.1.4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გატაწყვეტილების (სამოქალაქო საქმე #2/1111-17) თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–-------------------ს და დ---------------ეს (მძღოლი) ვ--------–-----------ის (ავტომანქანის - FORD TRANZIT, სახელწმიფო ნომერი: C-------ის მძღოლი) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება - 6000 ლარის, მკურანლობისათვის გაწეული ხარჯის - 491 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 240 ლარის ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და შსს ს-------–--------–-–-------------------მა, აღსრულების ხარჯის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯამში ჩაურიცხა 6 905.8 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (სამოქალაქო საქმე 2/1111-17);

- 09.08.2018 წლის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (A----------------) ;

- 06.08.2018 წლის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (A----------------);

- საგადახდო მოთხოვნები (#201796; #201799; #201814; #201823;.

 

3.1.7. 2017 წლის 01 ოქტომბერს, ახალციხე-ვალის საბაჟი გზის 81-ე კილომეტრზე, შსს ს-------–--------–-–-------------------ის სახელზე რიცხული ავტომანქანა (FORD RANGER, სახელმწიფო ნომერი: S--------), რომელსაც მართავდა დ--------------ე (შსს ს-------–--------–-–-------------------ის თანამშრომელი) შეეჯახა ავტომანქანას (OPEL, სახელმწიფო ნომრით: A--------), რომელსაც მართავდა გ---------------–---–ი. ავარიის შედეგად დაზიანდა ორივე ავტომანქანა. შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის აღდგენითმა ხარჯმა შეადგინა - 14859.6 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახნა-განმარტება;

- დ--------------ის ახსნა-განმარტება;

- გურამი ხითარიშვილის ახსნა-განმარტება;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

- ავტოავარიის სქემა;

- საჯარიმო ქვითარი;

- შეკეთების ხარჯის ინვოისები;

- სს „---------------------------–-----ს წერილი;

- შსს ს-------–--------–-–-------------------ის წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევევბი გამოწვეულია შსს ს-------–--------–-–-------------------ის თანამშრომლების - დ---------------ის და დ--------------ის ქმედებით, რომელიც განპირობებულია უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთან მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა უხეში გაუფრთხილებლობის დროს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებაში დანართი 3 აღწერილია დაზრევული რისკების ჩამონათვალი სადაც მითითებულია, რომ დაზრვეულ რისკს წარმოადგენს მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდება ავარია). სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ გულისხმობს რომ დაზღვეულ რისკს წარმოადგენს დამზღვევის უფლებამოსილი პირის უხეში გაუფრთხილებლობა.

 

რაც შეეხება საკუთრივ უხეშ გაუფთხილებლობას, სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად.

 

მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

 

უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.

 

სს „---------------------------–-----სა და შსს ს-------–--------–-–-------------------ს შორის 2017 წლის 22 მარტის სახელმწიფო შესყიდების შესახებ ხელშეკრულების (ე----------) 12.2 პუნქტის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 72-ე კილომეტრზე, შსს ს-------–--------–-–-------------------ზე რიცხული ავტომანქანა (SUZUKI JIMNY, სახელმწიფო ნომრით: S--------), რომელსაც მართავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის განყოფილების თანამშრომელი სერჟანტი დ---------------ე, შეეჯახა ავტომანქანას (FORD TRANZIT, სახელწმიფო ნომერი: C------), რომელსაც მართავდა მძღოლი ვ--------–-----------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, საპატრულო პილიციის ქვემო ქართლის სამმართველოში, 2017 წლის 09 ივლისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნის თანახმად, დ---------------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთვევას ადგილი არ ექნებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ვ--------–-----------ი, მის განკარკულებაში არსებული მანძლის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი ათავისუფლებს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან, თუ შემთხვევა გამოწვეულია დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ს-------–--------–-–-------------------ის მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ს-------–--------–-–-------------------თან ერთად, სოლიდარულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.

 

აღნიშულ საქმეზე, სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაიწყო გამოძიება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინების თანამხად, ს-------–--------–-–-------------------ის მძღოლი დ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

3.2.2. 2017 წლის 01 ოქტომბერს, ახალციხე-ვალის საბაჟი გზის 81-ე კილომეტრზე, შსს ს-------–--------–-–-------------------ის სახელზე რიცხული ავტომანქანა (FORD RANGER, სახელმწიფო ნომერი: S--------), რომელსაც მართავდა დ--------------ე (შსს ს-------–--------–-–-------------------ის თანამშრომელი) შეეჯახა ავტომანქანას (OPEL, სახელმწიფო ნომრით: A--------), რომელსაც მართავდა გ---------------–---–ი. ავარიის შედეგად დაზიანდა ორივე ავტომანქანა. შსს ს-------–--------–-–-------------------ის ავტომობილის აღდენითმა ხარჯმა შეადგინა - 14859.6 ლარი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შსს ს-------–--------–-–-------------------ის ბალანსზე რიცხული ავტომობილის მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, კერძოდ, დ--------------ემ ავტომანქანის მობრუნების (უკან გამობრუნების) მიზნით მოუხვია მარცხენა მხარეს, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც იმის გათვალისწინებით, რომ მის წინ მოძრაობდა ავტომანქანა ფორდი, ვერ შენიშნა საწინააღმდეგო ზოლში მოძრავი ავტომანქანა ოპელი. ავტოავარიის შედეგად დაზიანდა ორივე ავტომობილი. ავტომობილის მძღოლების ახსნა-განმარტებიდან და საჯარიმო ქვითრიდან ირკვევა, რომ ბრალეული ქმედება ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან მიუძღვის მხოლოდ დ--------------ეს (შსს ს-------–--------–-–-------------------ის თანამშრომელი).

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის მძღოლის დ--------------ის მიერ დარღვეული იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-1 პუნქტი „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“. მძღოლმა არ გათვალისწინინა ხილვადობა და გზის საკმაოდ რთული მონაკვეთი. გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა მოძრავ ავტომანქანას (OPEL, სახელმწიფო ნომრით: A--------). ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი გახდა მძღოლის მიერ მოძრაობის მთელი რიგი წესების დარღვევა. დ--------------ის მიერ ასევე დარღვეული იქნა ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა და ამასთანავე გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---------------ის და დ--------------ის მიერ დარღვეულია უსაფრთხო გადაადგილების მინიმალური სტანდარტი და მათი ქმედება ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.03.2017 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდების შესახებ (ე----------) C---------- სადაზღვევო მომსახურებები;

- ექსპერტის დასკვა #1-----;

- ექსპერტის დასკვა #1-----;

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (სამოქალაქო საქმე 2/1111-17);

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება (საქმე #2/220-18)

- დ--------------ის ახსნა-განმარტება;

- გურამი ხითარიშვილის ახსნა-განმარტება;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

- ავტოავარიის სქემა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 799-ე, 829-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდების შესახებ (ე----------).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოდგენს, ის ფაქტი, რომ 2017 წლის 09 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2018 წლის 27 აპრილის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის (საქმე 1/220-18) საფუძველზე დ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ს-------–--------–-–-------------------ს და დ---------------ეს (მძღოლი) სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა, რის გამოც ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დ---------------ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ს-------–--------–-–-------------------თან ერთად, სოლიდარულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად დაადგინა, რომ წლის 01 ოქტომბერს, ახალციხე-ვალის საბაჟი გზის 81-ე კილომეტრზე, შსს ს-------–--------–-–-------------------ის სახელზე რიცხული ავტომანქანა (FORD RANGER, სახელმწიფო ნომერი: S--------), რომელსაც მართავდა დ--------------ე (შსს ს-------–--------–-–-------------------ის თანამშრომელი) შეეჯახა ავტომანქანას (OPEL, სახელმწიფო ნომრით: A--------), რომელსაც მართავდა გ---------------–---–ი. მხარეთა ახსნა-განმარტყებებით და საჯარიმო ქვითრით ირკვევა, რომ დ--------------ემ ავტომანქანის მობრუნების (უკან გამობრუნების) მიზნით მოუხვია მარცხენა მხარეს, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც იმის გათვალისწინებით, რომ მის წინ მოძრაობდა ავტომანქანა ფორდი, ვერ შენიშნა საწინააღმდეგო ზოლში მოძრავი ავტომანქანა ოპელი. მძღოლმა არ გათვალისწინინა ხილვადობა და გზის საკმაოდ რთული მონაკვეთი, გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა მოძრავ ავტომანქანას (OPEL, სახელმწიფო ნომრით: A--------). ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი გახდა მძღოლის მიერ მოძრაობის მთელი რიგი წესების დარღვევა. დ--------------ის მიერ ასევე დარღვეული იქნა ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა და ამასთანავე გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი.

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-1 პუნქტის თანახმად „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განხრაზი ან უხეში გაუფრთხილებლობა შეფასებითი კატეგორიაა და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის მონაწილის – პირის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, კონკრეტული მოქმედებების დადგენით და აღნიშნული მოქმედებებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი დამოკიდებულებით. პირის რაიმე სახით არსებული უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, რომელსაც ადილი აქვს მომეტებული საფრთხის შემცველი სატრანპორტო საშუალების მართვისას აღიქმება უხეშ გაუფრთხილებლობად, ვინაიდან საგზაო მოძრაობისას კანონით დადგენილი უსაფრთხო მანევრირება, თუ მოძრაობისას შესაბამისი წინდახედულობის გამოჩენა მძღოლის მხრიდან წარმოადგენს სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთა დაცვა მძღოლის ვალდებულებას წარმოადგენს და შესაბამისად, მისი დარღვევა შესაბამისი სანქციის გამომწვევი გარემოებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ მოქმედებათა ერთობლიობა მეტყველებს მოსარჩელე მხარის ბრალეულობაზე და თავის მხრივ, გამორიცხავს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების სამართლებრივ საფუძველს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება როგორც დამზღვევზე, ასევე უფლებამოსილ მძღოლზე, რომელიც ასევე მითითებული სადაზღვევო პოლისში. შესაბამისად მითითებული სამართლებრივი ნორმის რეგულაციის სფეროში ექცევა როგორც დამზღვევი, ასევე უფლებამოსილი მძღოლი, რომლის უხეშ გაუფრთხილებლობას შედეგად მოჰყვა დაზღვევით გათვალიწინებული შემთხვევა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა მოსარჩელის მხრიდან, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული კანონისმიერი დათქმა, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ავტომანქანა წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების თაობაზე კანონის დანაწესების უგულებელყოფა უნდა ჩაითვალოს უხეშ გაუფრთხილებლობად, რომელსაც განსახილველ შემთხვევაში შედეგად მოჰყვა როგორც მანქანის დაზიანება, ასევე მეორე სადაზღვევო შემთვევასთან დაკავშირებით, როგორც მანქანის ასევე, ჯანმრთელობის დაზიანება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ადგილი არა აქვს, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ასევე, ვინაიდან არ არსებობს მზღვეველის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შსს ს-------–--------–-–-------------------ის სარჩელი მოპასუხე სს „---------------------------–-----ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე