გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.03.2019
საქმის ნომერი
820310018002508854
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310018002508854

№ 3-58/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.03.2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელეები: ლ---- მ--–--ე,გ---–---- ა----–--ე,რ----- მ--–--ე,ნ--- ა----–--ე,თ----- მ--–--ე,ხ----- მ--–--ე,წარმომადგენელი ო---- ხ----–---–-

მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერია,მოპასუხის წარმომადგენელი ი-----–- ხ----–---–-

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №966 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგო----ეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2018 წლის 25 აპრილს, სხდომის ოქმი, №76 გადაწყვეტილება ლ---- მ--–--ის, გ---–---- მ--–--ის, რ-----ი მ--–--ის, ნ--- ა----–--ის, თ----- მ--–--ის და ხ----- მ--–--ის „ეკომიგრანტ ოჯახად“ ცნობაზე უარის თქმის და „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემაზე.

 

1.2. დაევალოს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №966 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგო----ეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისია, სრულყოფილად შეისწავლონ მოსარჩელეების: ლ---- მ--–--ის, გ---–---- მ--–--ის, რ-----ი მ--–--ის, ნ--- ა----–--ის, თ----- მ--–--ის და ხ----- მ--–--ის „ეკომიგრანტ ოჯახის“ ფაქტობრივი გარემოებები და სრულყოფილი გამოკვლევისა და სამართლებრივი საფუძვლების შეჯერებით მიიღონ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და

აღუძრან შუამდგომლობა „ეკომიგრანტ ოჯახების“ საცხოვრებელი უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემაზე.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განმარტებით კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა საკითხი და უარის თქმის საფუძვლა მიუთითა ის გარემოებები, რომ მოსარჩელეებს 2017 წელს საკუთრებაში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერიცხებოდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული საცხოვრებელი ბინები მოსარჩელეებზე აღრიცხული იყო დროებით, ფიქტიური ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელეები ცხოვრობენ ხულოს რაიონის სოფელ ვა–-–-----–- და თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 23----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებების:

 

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.1.2 აჭარის ა.რ. საიჟინრო გეოლოგიური ჯგუფის მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული დასკვნით მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხულო, სოფელი ვა–-–------, მდებარეობს მეწყრულ ფერდზე და განიცდის პერიოდულ აქტივაციას, სახლს მეწყრული პროცესების ზემოქმედების შედეგად მიღებული აქვს დეფორმაცია და საჭიროა საცხოვრებელი სახლის ხის კონსტრუქციის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადატანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებების:

 

მხარეთა განმარტებები, საცხოვრებელი სახლის ვიუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

 

3.1.3 ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №966 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგო----ეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2018 წლის 25 აპრილს გადაწვეტილებით ლ---- მ--–--ის ოჯახის, გ---–---- მ--–--ის, რ-----ი მ--–--ის, ნ--- ა----–--ის, თ----- მ--–--ის და ხ----- მ--–--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და არ აღიძრა შუამდგომლობა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებების:

 

მხარეთა განმარტებები, კომისიის 2018 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმი 76

 

3.1.4 კომისიის მიერ უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის 25 -ე და 2017 წლის 17 თებერვლის 20-ე განკარგულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის " ბ " ქ/პუნქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებების:

 

კომისიის 2018 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმი 76

 

3.1.5 მოსარჩელე ნ--- ა----–--ეს, 2015 წლის 11 სექტემბრიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 29 ივისის ჩათვლით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება 56 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქალაქი ბათუმი, საკადასტრო კოდით 05-----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებების:

 

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები

 

3.1.6 მოსარჩელე რ----- მ--–--ეს, 2013 წლის 25 ოქტობრიდან 2017 წლის 04 ივლისამდე, საჯარო რეესტრის ამონაწერით საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება 62 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქალაქი ბათუმი, საკადასტრო კოდით 05----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებების:

 

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ნ--- ა----–--ისა და რ----- მ--–--ის მხრიდან ალტერნატიული საცხოვრებელი ბინის ფლობის საკითხის გარკვევა შუამდგომლობის აღძვრის დროისთვის.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ბინები რომლის შესახებაც მიუთითებს კომისია, მათ საკუთრებაში იყო რეგისტრირებული ფიქტიური ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მოპასუხის წარმომადგენელი საპირისპიროს განმარტავს და აცხადებს, რომ მოსარჩელეებს შუამდგომლობის აღძვრის დროს საკუთრებაში გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ბინები და შესაბამისად არ ექვემდებარება კომპენსაციას.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად. რამდენად წარმოადგენს ნ--- ა----–--ისა და რ----- მ--–--ის მიერ შუამდგომლობის აღძრვრის დროისთვის მათ სახელზე საჯარო რეესტრის მონაცემებით ალტერნატიული საცხოვრებელი ბინების არსებობა, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, არის სამართლებრივი შეფასების საკითხი, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელეების ლ---- მ--–--ის, გ---–---- ა----–--ის, რ----- მ--–--ის, ნ--- ა----–--ის, თ----- მ--–--ის, ხ----- მ--–--ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 და 2017 წლის 17 თებერვლის 20-ე განკარგულებები, საქართველოს კანონი საჯარო რეესტრის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგო----ეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომის ოქმით მოსარჩელეების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითსასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგო----ეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგო----ეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 25 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებას მოსარჩელეების მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, მათთვის დახმარების გაცემაზე, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარის სახით.

 

ამდენად, ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგო----ეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N76 საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნას განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ

 

ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."

 

7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:

ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;

ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.

2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;

კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);

ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვა–-–-----–- საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა დახმარებისათვის განცხადებით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას და ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგო----ეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N76 სხდომის ოქმით უარი ეთქვათ დადებითი რეკომენდაციის გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ ოჯახის წევრებს საკუთრებში ერიცხებოდათ ალტერნატიული ბინები.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

7.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტით მოცემული დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით, კომისიის მხრიდან ვერ იქნებოდა შეფასებული იმ მიმართებით, რომ კომისიას ემსჯელა და დაედგინა საჯარო რეესტრში მოსარჩელეების სახელზე რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ბინების რეგისტრაციის საფუძვლის, ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებების, ბათილობა, საქართველოს კანონის საჯარო რეესტრის შესახებ მე-5 მუხლის თანახმად კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოთხოვნით, რაც წარმოადგენს არაქონებრივ დავას და აღნიშნული მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს. შესაბამისად მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე , 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-3 მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ლ---- მ--–--ის, გ---–---- ა----–--ის, რ----- მ--–--ის, ნ--- ა----–--ის, თ----- მ--–--ის, ხ----- მ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358 ) მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი