განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100118002629172
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: გ-------– ბ----–-–---–-

ადვოკატები: გ---- გ----–---, თ------- ნ---–---

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ლ---- ჩ---–--ე

მამის სახელი: მ------

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ბ---------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–------------------------------------–--–-----------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1----------–.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 14.06.2018 წ. 1050 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ლ---- ჩ---–--ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი: ლ---- ჩ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 0430 საათზე თ---–--–--–--------------------------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ლ---- ჩ---–--ემ შურისძიების მოტივით, ხის ძელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში დ----- გ--------–---–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- გ--------–---–მა განმარტა, რომ 14 ივნისს 0930 საათზე დაურეკა დის შვილმა - ლ-–- ც------–მა და უთხრა, რომ დის მეუღლე ინსულტით დაიღუპა. მამიდაშვილებთან - მ------ და ი----- ვ-----–---–ებთან ერთად თბილისში ჩასულმა გაიგო, რომ რეალურად მისი შვილი მოკლეს. მალევე მეზობლებისგან, მათ შორის მამა-შვილ გ--- და გ------- ხ--------–---–ებისგან გაიგო, რომ ლ---- ჩ---–--ემ მოკლა მისი შვილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ხ--------–---–მა განმარტა, რომ გარდაცვლილი დ----- გ--------–---–ი იყო მისი მეზობელი და მეგობარი. 2018 წლის 14 ივნისს 0500 საათამდე პერიოდში სახლში - ც--------------------------------ში, გაიგო რკინის ფირფიტაზე დარტყმის ხმა და გაეღვიძა. სასწრაფოდ გადაიხედა ფანჯრიდან და მამასთან ერთად დაინახა, რომ მისთვის უცნობი პიროვნება იქნევდა ჯოხს. დაუყვირა - ,,გაჩერებულიყო’’ და პარალელურად ჩაიცვა, დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერზე - 112, ოპერატორს სთხოვა მალე მისულიყვნენ და გათიშა. სადარბაზოდან გასულმა დაინახა ადამიანი, რომელიც მიგდებული იყო რკინის ღობეზე, გონება დაკარგული ქონდა, სისხლს ასხამდა პირიდან და ხროტინებდა. პირი, რომელიც ჯოხს ურტყამდა, იქ აღარ იყო. პიროვნება მთლიანად სისხლიანი იყო და დაგლეჯილი ქონდა სახე. იფიქრა, სისხლისგან არ გაგუდულიყო, კისერზე მოკიდა ხელი და წამოაწვინა, პირიდან წამოუვიდა სისხლი. მალევე მასთან მივიდნენ მეზობლები. დაახლოებით 5-10 წუთში ადგილზე ჯერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. მოწმემ განმარტა, რომ თავიდან არ იცოდა, ვინ იყო დაზიანებული პირი, თუმცა მოგვიანებით, როდესაც განყოფილებაში აჩვენეს მისი სურათი, იცნო - დ----- გ--------–---–ი. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი ვერც მეზობლებმა იცნეს. თავდამსხმელს ხელში ეჭირა ხის ნაგლეჯი. ვის ურტყამდა, ვერ ხედავდა, რადგან დარტყმისას ხედავდა მხოლოდ ხელებს, მიხვდა, რომ ჩხუბი იყო. სისხლიანი ჯოხი შემდეგ პოლიციამ იქვე იპოვა დაგდებული. მოწმემ განმარტა, რომ მისი სახლის ფანჯარა პირდაპირ უყურებს შემთხვევის ადგილს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- ხ--------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისს გამთენიისას გაიგო რკინის ფირფიტაზე დარტყმის ხმა, რამაც ასევე გააღვიძა მისი შვილი გ------- ხ--------–---–იც. გადაიხედეს ფანჯრიდან, რკინის ფირფიტის (ღობის) ქვედა ნაწილიდან ისმოდა ხმაური, ასევე ჩანდა ჯოხის აწევა და დარტყმა. გ-------მ დაიყვირა - ,,რას შვები?“, ,,გაჩერდი“. მანვე ჩაიცვა, პარალელურად დარეკა სასწრაფო სამედიცნო დახმარებაში და ჩავიდა ეზოში. ამ დროის მანძილზე თავად მოწმე ფანჯრიდან იყურებოდა. შესაბამისად, დაინახა, რომ თავდამსხმელი მოტრიალდა და ცენტრალური ქუჩისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯით. მას გზა აერია და ასფალტის ჩავარდნილ ადგილას ჯოხი გაუვარდა, შემდეგ გზისკენ გავარდა და კინო ,------------–---- მხარეს წავიდა. მას ღია ფერის მაისური ეცვა. აღნიშნულის შემდეგ თავადაც ჩავიდა ეზოში, გ------- ხ--------–---–ს დაზიანებული მამაკაცის თავი ეჭირა ხელში, სახე სულ სისხლიანი ქონდა, ფაქტობრივად გარდაცვლილი იყო, მალევე მივიდნენ მეზობლები. მოწმემ განმარტა, რომ მან ფანჯრიდან დაინახა ბრალდებული, როცა ის გარბოდა, მას ჯოხი ეჭირა ხელში, თუმცა როგორც აღნიშნა, ჯოხი ხელიდან გაუვარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ დაახლოებით 10 წუთში. გარდაცვლილი ვერ იცნო. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ნახეს საფულე, რომელიც ეკუთნოდა ვინმე ჩ---–--ეს, ამიტომ თავიდან იფიქრეს, რომ გარდაცვლილი იყო ჩ---–--ე, და ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი დ----- გ--------–---–ი იყო, რომელსაც კარგად იცნობდა, გაიგო პოლიციაში დაკითხვისას. ერთ-ერთმა პოლიციელმა აჩვენა სურათი. სწორედ სურათით ამოიცნო გარდაცვლილი. შემთხვევის ადგილთან ახლოს ნახეს სისხლიანი ჯოხიც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ ზ--------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, გამთენიისას, დაახლოებით 0430 საათზე, გააღვიძა რკინის ფირფიტების ხმაურმა - ბრახუნის ხმამ. ფანჯრიდან დაინახა, რომ დ----- გ--------–---–ი ძირს ეგდო, გვერდზე ქონდა თავი, უცნობი კი ურტყამდა ჯოხს, თუმცა მალევე გაიქცა მთავარი გზისკენ, ჯოხი კი მიაგდო იქვე. მოწმემ განმარტა, რომ დ----- გ--------–---–ი ცხოვრობდა მისი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს. მეზობლები უკვე ეზოში იყვნენ, როდესაც მოწმე ეზოში ჩავიდა. დაახლოებით 3 მეტრით მიუახლოვდა გარდაცვლილს, სისხლის დანახვაზე ცუდად გახდა და საპატრულო პოლიციის მისვლამდე სახლში დაბრუნდა. თავდამსხმელი იყო დაბალი, მოკლე თმით და წვერით, მოთეთრო-მოცისფრო, წარწერიანი, მოკლე მკლავიანი მაისურით. მოწმემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში და ამოიცნო თავდამსხმელი, თუმცა სასამართლო დარბაზში ბრალდებულის ამოცნობა არ შეუძლია. ე.წ. ბეისბოლის ჯოხი დ----- გ--------–---–თან ეგდო და ბრალდებულს არ გადაუგდია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------- ფ---------მა განმარტა, რომ გარდაცვლილ დ----- გ--------–---–ს იცნობდა. 2018 წლის 14 ივნისს, გამთენიისას, გაეღვიძა ხმაურზე - გინების ხმაზე, ფანჯრიდან ქ--------–-–---–ის ქუჩის მხარეს დაინახა, რომ ორი ახალგაზრდა იდგა ჯოხებით ხელში, იმავდროულად მათ ჯოხები დაარტყეს ერთმანეთს. პ------–- დარტყმისთანავე ორივე გადავარდა, თუმცა ერთ-ერთი უცებ ადგა და თავში ჩაარტყა ჯოხი ერთი-ორჯერ მეორეს. მოწმე ყვიროდა, არ დაერტყა, მეზობლებიც ყვიროდნენ აქეთ-იქიდან, რის შემდეგაც დამნაშავემ გადააგდო ჯოხი და გაიქცა ც----------------- მიმართულებით. გამოიძახეს პატრული და სასწრაფო დახმარება, თუმცა შემოწმებისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ გარდაცვლილი იყო მათი მეზობელი დ----- გ--------–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ თავად ეზოში არ ჩასულა, რადგან ცუდად გახდა. როდესაც სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მაშინ გაიგო, რომ გარდაცვლილი დ----- გ--------–---–ი იყო. შემთხვევის ადგილზე იყო ორი პირი, სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაინახავდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ი-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისს მეწყვილესთან გ------- მ---–-–---–თან ერთად დაახლოებით 0500 საათზე მიიღო შეტყობინება, რომ კ------- პარკთან იყო ჩხუბი. აღნიშნულ ტერიტორიასთან მიახლოებისას დ------------- შენიშნეს პიროვნება, რომელიც იყო სისხლიანი. კერძოდ, სისხლიანი ქონდა ტანსაცმელი და ხელები. კითხვაზე პირმა უპასუხა, რომ იყო ლ---- ჩ---–--ე და შელაპარაკება მოუვიდა უცხოელებთან. აღნიშნული პირი იყო ნასვამი, ბარბაცებდა და უჭირდა საუბარი, იყო არაადეკვატური, კითხვებს აგრესიით პასუხობდა. შემდეგ ცუდად გახდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა ბრალდებული, თუმცა მოწმე და გ------- მ---–-–---–ი არ გაყვნენ. მალევე გაიგეს, რომ ქ--------–-- ქუჩაზე მომხდარი იყო მკვლელობა. შესაბამისად, მან და გ-------მ მათ მიერ შეჩერებული, სისხლიანი ლ---- ჩ---–--ე დაუკავშირეს მომხდარ ფაქტს. ბრალდებულის შეჩერების ადგილი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრით არის დაშორებული. ბრალდებულს ეცვა: თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, წინა მხარეს წარწერით, მოკლე შარვალი ე.წ. ,,ბრიჯი’’ და ბოტასი. ლ---- ჩ---–--ეს ადგილზევე მოსთხოვეს საბუთები, მაგრამ თან არ ქონდა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- მ---–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ გასაუბრებისას ბრალდებულმა განმარტა, რომ უცხოელებთან მოუვიდა ჩხუბი, შემდეგ ცუდად გახდა - ქონდა ღებინება, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მალევე საპატრულო ეკიპაჟმა ჩაიარა, უთხრეს, რომ კ------- პარკის ზედა მხარეს მოხდა მკვლელობა. შესაბამისად, საქმის კურსში ჩააყენეს ხელმძღვანელი. ბრალდებულს სისხლი ქონდა ხელზე და სახეზე. მას მიმალვა არ უცდია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------- გ---–------მა განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში, ტანსაცმლის ამოღებაში და ნიმუშის აღებაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულის მონაწილე პირი გადაყვანილი იყო გ------------ ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში - ს---------------------–-----–-. შესაბამისად, მეწყვილე დ----- ჩ-----–--ესთან ერთად მივიდა საავადმყოფოში, სადაც ექიმებთან გასაუბრებისას დადგინდა, რომ ლ---- ჩ---–--ის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასთან გასაუბრება შესაძლებელი იყო და წერდნენ კლინიკიდან. შესაბამისად, როდესაც ის გამოუშვეს კლინიკიდან, დააკავეს კლინიკის ეზოში ბრალდებულის სახით. დაკავებისას პიროვნებას ქონდა მიღებული დაზიანებები, რაც მიეთითა დაკავების ოქმში. კითხვაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ დაზიანებები მიიღო შელაპარაკების დროს, რაც ასევე მიეთითა ოქმში. პ---–-–--------------------- შენობაში ბრალდებულისგან ამოიღეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. ოქმზე გაკეთდა შენიშვნა, რომ პროცედურა ჩატარდა იძულების წესით, ადვოკატის თანდასწრებით. ბრალდებულს სახიდან აუღეს ასევე ანაწმენდები, რასაც ასევე ესწრებოდა ადვოკატი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ჩ-----–--ემ განმარტა, რომ ბრალდებული ლ---- ჩ---–--ე დააკავა ს------------------ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენობის გარეთ კ------------- გ---–------თან ერთად. დაკავების ოქმი შედგენილია მის მიერ. ლ---- ჩ---–--ის დაზიანებები მითითებულია ოქმში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- ტ----–---–მა განმარტა, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მათ შორის: შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ლ---- ჩ---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, ლ---- ჩ---–--ისგან ნიმუშების აღებაში, დ----- გ--------–---–ის ტანსაცმლის ამოღებაში, ასევე გამოითხოვა ვიდეო ჩანაწერი სააფთიაქო ქსელ ,,პ-------‘’, სუპერმარკეტიდან რომელიც დ--------- მდებარეობს. მოხდა ჩანაწერების ამოღება და დათვალიერება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ--------–-–---–ის ქუჩაზე. დანაშაული მოხდა დაახლოებით 0440 საათზე, შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა, როგორც შემდეგ გაირკვა, დ----- გ--------–---–ის გვამი, რომელიც ცხოვრობდა იქვე - N----ში. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. დათვალიერება მიმდინარეობდა ექსპერტი-კრიმინალისტების მონაწილეობით. სააფთიაქო ქსელ ,,პ-------“ და მაღაზია ,,ე---------------“ ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ლ---- ჩ---–--ე და დ----- გ--------–---–ი შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მოძრაობდნენ კ------- ბაღიდან შემთხვევის ადგილის მიმართულებით, კ------- ბაღის გავლის შემდეგ შევიდნენ მაღაზიაში, სიარულზე ეტყობათ, რომ იყვნენ ნასვამები, იყიდეს სპირტიანი სასმელი და დაახლოებით 0236 საათზე გავიდნენ მაღაზიიდან. მოწმემ განმარტა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ კადრში პირების იდენტიფიცირება ძალიან ადვილად მოხდა და თვალსაჩინო იყო ყველაფერი, დამატებით აღარ დანიშნეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა საფულე, რომელშიც იყო ლ---- ჩ---–--ის სახელზე გაცემული სხვადასხვა დოკუმენტები, მათ შორის პირადობის მოწმობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ც--------- განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მის მიერ ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხა მოწმეები და დალუქა ლ---- ჩ---–--ის ნივთები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------- ჟ------–---–მა განმარტა, რომ მოცემულ ს/ს საქმეზე მის მიერ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. ასევე, ჩატარებული აქვს ბრალდებულისგან ნიმუშების აღება და ტანსაცმლის ამოღება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე პ------ დ---–---–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისს დაახლოებით 0600 საათზე შევიდა შეტყობინება ქ--------–-–---–ის ქუჩაზე დ----- გ--------–---–ის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მოწმე და ლ---- პ---–---–ი. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დაასურათეს და ამოიღეს: სხვადასხვა ნივთები, მათ შორის შუშის ბოთლი, ჭიქა, ხის საგნები, ხელის კვლები და სხვა. გვამთან ახლოს ეგდო ბეისბოლის ე.წ. ,,ბიტა“, რაც ასევე ამოიღეს. დათვალიერდა გარდაცვლილი და გადასვენებული იქნა პროზექტურაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებამ გასტანა დაახლოებით 6 საათი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ჯ------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: დ----- გ--------–---–ის სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია სისხლით და სისხლის კოლტებით - განვითარებული სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობის და დაზიანებული რბილი ქსოვილებიდან მასიური სისხლდენის შედეგად.

დ----- გ--------–---–ის გვამზე არსებული დაზიანებები: სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობები თავზე/სახეზე, დიფუზური სისხლჩაქცევები პირის ღრუს ლორწოვანში და მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები ღრძილებზე და ტუჩებზე, კბილების მრავლობითი მოტეხილობა და ამოვარდნილობა, მსხვილკეროვანი სისხლჩაქცევები თავის რბილ საფარში აღნიშნულ მიდამოში არსებული ჭრილობების შესაბამისად, მარჯვნივ შუბლის ძვლის წიაღის გარეთა კედლის იმპრესიული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, არაინტენსიური კეროვანი სუბარქნოიდული სისხლჩაქცევები ორმხრივ შუბლის წილის შესაბამისად, კეროვანი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა მარჯვნივ საფეთქლის წილის შესაბამისად თავის ტვინის ამავე წილის (რუხი ნივთიერება) კეროვანი დაჟეჟილობის უბნით, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ტორსზე და კიდურებზე - სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლეს პერიოდში.

თავზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, ხოლო დანარჩენი დაზიანებები (ტორსზე და კიდურებზე არსებული მრავლობითი ნაჭდევები და სისხლანაჟღენთები) იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და არ იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

დ----- გ--------–---–ის გვამის ტანსაცმელი და პირადი ნივთები (ბეჭედი), ასევე სისხლის, თმის, ფრჩხილის, ნაცხის ნიმუშები (პირის ღრუდან და უკანა ტანიდან) და ნიკაპის მიდამოში არსებული ჭრილობებიდან ამოღებული უცხო სხეულები (ხის ნაწილაკები) - დაილუქა ოთხ პაკეტად.

ქიმიურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ----- გ--------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,96% ეთილის სპირტი, შარდში - 3,98% ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში, შარდში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და გვამი მისი დათვალიერებულია. დ----- გ--------–---–ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 2,96 პრომილე ეთილის სპირტი ნიშნავს იმას, რომ გარდაცვლილი შემთხვევამდე იმყოფებოდა მძიმე ხარისხის თრობაში. ყველა დაზიანება არის სიცოცხლის დროინდელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ფ------–--ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 9 აგვისტოს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ლ---- ჩ---–--ე დაავადებულია შიზოტიპიური აშლილობით (კოდი-F21; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო შიზოტიპიური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ლ---- ჩ---–--ეს ჩაუტარდა სტაციონალური სასამართლო ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ის კვლევაზე იმყოფებოდა 18 დღე და თითქმის ყოველდღე ხდებოდა მისი გამოკითხვა. ლ---- ჩ---–--ე მთლად ჯანმრთელი არ არის, ბავშობიდანვე არ იყო კარგად, ასევე 2013 წლიდან მკურნალობდა. მისი დაავადება არის ქრონიკული, გართულებები მოყვება იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება იქნება სტრესულ მდგომარეობაში და არ მიიღებს მედიკამენტებს. კლინიკური გასაუბრებით დადგინდა, რომ ლ---- ჩ---–--ე გამოჯანმრთელდა და მისი მდგომარეობა დანაშაულის მოხდას ხელს არ უშლის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----- ბ------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 9 აგვისტოს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: 1. ლ---- ჩ---–--ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების - ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში; 2. ლ---- ჩ---–--ე არ იმყოფებოდა აფექტის ან სხვა არაპათოლოგიური ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ფიზიოლოგიური აფექტი სამი ფაზით ხასიათდება, ერთი ფაზის ამოვარდნაც კი გამორიცხავს აფექტს. მოცემულ შემთხვევაში კი არ იყო არცერთი ფაზა. საუბრისას ბრალდებულმა განუმარტა, რომ ახსოვს მხოლოდ კეფაში დარტყმა, რის გამოც შექანდა, აღნიშნულის შემდეგ ვერ იხსენებს ვერაფერს და გონზე მოდის საავადმყოფოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- კ---------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 6 ივლისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ,,შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პაკეტი N- ერთი ცალი სპირტიანი სასმელის ბოთლი, მასში მოთავსებული გამჭირვალე სითხე, დალუქული პაკეტში F----------’’ წარმოადგენს მაღალ ალკოჰოლურ სასმელს, რომელშიც ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 30,8%-ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- გ----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 4 სექტემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: F-------- პაკეტში მოთავსებული გამჭირვალე მინის ბოთლის (წარწერით ,,ხლებნაია ვოდკა“) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების მრავლობითი კვლები, სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებისა და კვალთა ზედდების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული გამჭირვალე, პოლიმელური მასალის ჭიქის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების მრავლობითი კვლები, რომელთაგან ხელის თითის ორი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (პირობითად კვალი N1, N2).

პირობითად კვალი N1 იდენტურია დ----- გ--------–---–ის გვამის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის თითის ანაბეჭდის.

პირობითად N2 იდენტურია 0--------- წელს დაბადებული ლ---- მ------ს ძე ჩ---–--ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარცხენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის.

F-------- პაკეტში მოთავსებული სამი ცალი, გახსნილი შეფუთვის (წარწერით :,, CAUCASUS CHIPS FRIXX....) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებისა და კვალთა ზედდების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული მოყვითალო-ღია მოყავისფრო, ხისმაგვარი მასალის საგნის (ჯოხი) ზედაპირზე, ალაგ-ალაგ, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული ხის მასალის ფრაგმენტის (ნაჭერი) ზედაპირზე აღინიშნება, მოწითალო-მოყავისფრო ნივთიერებით დაშრევებული, ხელის დვრილოვანი ხაზების ფრაგმენტული კვალი, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო საფულის შიდა ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ფრაგმენტებისა და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებულ 3(სამი) ცალ დაქტილოფირზე გადატანილი ხელის კვლებიდან:

ა) დაქტილოფირზე, მაქსიმალური ზომით 33x42მმ (კონვერტიდან წარწერით: ,,ამოღებული ხელის კვლები 2 (ორი) ცალ დ/ფ-ზე ა/მ-ის წინა მარცხენა კარის მინის გარე ზედაპირიდან’’) გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

ბ) დაქტილოფირზე მაქსიმალური ზომით 31x33მმ (კონვერტიდან წარწერით: ,,ამოღებული ხელის კვლები 2(ორი) ცალ დ/ფ-ზე ა/მ წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან’’), გადატანილი ხელის დვრილოვანი ხაზების კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

გ) დაქტილოფირზე, მაქსიმალური ზომით 31x46მმ (კონვერტიდან წარწერით: ,,ამოღებულია ხელის კვლები 1(ერთი) ცალ დ/ფ ზე ა/მ-ის წინა მარცხენა კარის წინ საყრდენიდან“) გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საკვლევად გადაეცა 9 პაკეტი, მათ შორის 2 პაკეტით დაქტილობარათები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- ქ--------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

- პაკეტში წარწერით: ,,...ამოღებულია ერთი ცალი შუშის ბოთლი მასში მოთავსებული გამჭირვალე ფერის სითხით ა/მ ტოიოტა პრიუსის სახ ნომ.Q-------- მარჯვენა მხარეს ავტოფარეხის კართან ბეტონის ზედაპირიდან ...’’, მოთავსებულ არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50; პაკეტი წარწერით: ,,... ნერწყვის ნიმუში ბრალდებული ლ---- მ------ს ძე ჩ---–--ის დაბ.0---------–- პირის ღრუდან ...’’), ხოლო მეორე წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51 ; პაკეტი, წარწერით: ,,... სისხლის ნიმუში 0----------- ... დ----- გ--------–---–ი“).

- პაკეტში, წარწერით: ,,...ამოღებულია ერთი ცალი პოლიეთილენის ჭიქა კორპუსის უკანა ეზოში ნიადაგიდან ...’’, მოთავსებულ ჭიქის პირზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51), ხოლო მინორული წილი ლ---- ჩ---–--ეს (ობN50).

- პაკეტში წარწერით: ,,...ამოღებულია სამი ცალი პოლიეთილენის შეფუთვა გახსნილ მდგომარეობაში ა/მ ტოიოტა პრიუსის სახ. ნომ.Q-------- მარცხენა მხარეს მიწიანი ნიადაგის ზედაპირიდან...,’’ მოთავსებულ მთლიანობადარღვეულ, პოლიმერული მასალის სამ შეფუთვაზე არსებული ბიომასალის (N3) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N3-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ლ---- ჩ---–--ისა (ობ.N50) და დ----- გ--------–---–ის (ობ.N51) გენეტიკური პროფილისგან.

- პაკეტში, წარწერით: ,,... ამოღებულია ერთი ცალი ხის საგანი მოწითალო ფერის ლაქებით გვამისა და თუნუქის ღობეს შორის ადგილიდან...“, მოთავსებულ ჯოხზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები (ობ.N-) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N--ისა და ჯოხის ვიწრო ნახევარზე (მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე) არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ. N50). ჯოხის ფართე ნახევარზე (მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე) არსებული ბიომასალის (ობ.N-) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობN50), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ. N51).

- პაკეტში, წარწერით: ,,...ამოღებულია ხის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით...“, მოთავსებულ ხის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7,8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50). ობ. N7-ისა და მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N7,9-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50).

- პაკეტში წარწერით: ,,...ამოღებულია ერთი ცალი მოყავისფრო ფერის საფულე, მასში მოთავსებული სხვადასხვა პირადი ნივთებით - გვამის მიმდებარედ თუნუქის ღობის საყრდენად გამოყენებული საბურავიდან ...’’, მოთავსებულ საფულესა და მასში მოთავსებულ ნივთებზე არსებული ბიომასალის (ობ.N10,11) გენეტიკური პროფილი შერეულია ობ. N 10,11-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

- პაკეტში , წარწერით: ,,... ამოღებულია ობიექტი N2, N-, N5, N7 და N8 მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუშები სტერილურ ჩხირზე. ასევე ამოღებულია ობიექტი N9, N10, და N11 მოწითალო ფერის ლაქები სტერილურ ჩხირზე...’’, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N12 -19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს.

ობ. N12 ,14-19-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ. N50), ხოლო ობ. N13-ის (,,...გვამის მიმდებარედ ასფალტის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი გუბიდან) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

- პაკეტში წარწერით: ,,,...ანაწმენდები დოლბანდზე 3(სამ) ცალად საკონტროლო დოლბანდთან ერთად ბრალდებულ ლ---- ჩ---–--ისაგან დაბ. 0--------- .....“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N20,21,22) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51);

- პაკეტში წარწერით: ,,...ანაწმენდები 8 (რვა) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ა/მ ტოიოტას, სახ. ნომ. Q-------- კარების გარე სახელურიდან ...“, მოთავსებულ: ანაწმენდებზე ,,წინა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან“, წინა მარცხენა კარის გარე სახელურიდან“ და ,,უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან“ არსებული ბიომასალის (ობ.N23,25,26,) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51); ანაწმენდებზე ,,უკანა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან“ (ობ.N24), გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით : ,,0----------- ლ. ჩ---–--ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ შორტზე (ობ.N27,28,29) და მაისურზე (ობ.N30,31,32) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N28-32-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50). ობ.N27-ის (მარჯვენა ტოტის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

- პაკეტში წარწერით: ,,..ლ. ჩ---–--ის სპორტული ფეხსაცმელი...“, მოთავსებულ წყვილ ბოტასზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N33,34) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობN50).

- პაკეტში წარწერით: ,,...დ----- გ--------–---–ის ტანსაცმელი და პ/ნივთები...“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N35,36,37), გრძელსახელოებიან პერანგზე (ობ.N38,39,40,41) და წყვილ კედზე (ობ.N-2,43) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N35-37,42,43-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობN50). ობ. N39,41-ის, პერანგიდან ამოღებული თმის ღერებისა (ობ.N-1ა) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მოოქროსფრო მეტალის ბეჭედზე არსებული ბიომასალის (ობ. N-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). ობ.N38,40-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). იმავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალსა და წყვილ წინდაზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

- პაკეტში, წარწერით: ,,...თმის და ფრჩხილის ნიმუშები და უცხო სხეულები (ხის ნაწილაკები) ნიკაპის ჭრილობიდან...“, მოთავსებულ ხისმაგვარ ნაწილაკებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N-7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N-7-ის და იმავე პაკეტში მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე, მარჯვენა ხელიდან, არსებული ბიომასალის (ობ.N-5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). ფრჩხილის ფრაგმენტებზე, მარცხენა ხელიდან, არსებული ბიომასალის (ობ.N-6) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). ობ.N-6-ში ლ---- ჩ---–--ის (ობ.N50) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

- პაკეტში, წარწერით: ,,...ნაცხის ნიმუშები პირის ღრუდან და უკანა ტანიდან...’’, მოთავსებულ ნიმუშზე, პირის ღრუდან, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N-8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N-8-ში და უკანა ტანიდან აღებულ ნიმუშზე, მოყვითალო ფერის ლაქებში, (ობ.N-9) სპერმა არ აღმოჩნდა. ობ.N-8,49-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბიომასალა არის ყველა უჯრედიდან მიღებული გენეტიკური პროფილი. ბიომასალასთან კონტაქტი თუ მოხდა, შესაძლებელია დარჩეს გენეტიკური პროფილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 6 დეკემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,ლ. ჩ---–--ის“: მოკლე სახელოებიანი მაისურის და შორტის ზედაპირზე აღინიშნება მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ----- გ--------–---–ის გრძელსახელოებიანი პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ----- გ--------–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ----- გ--------–---–ის: გრძელსახელოებიანი პერანგის და ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოლურჯო-მოიისფრო ვისკოზას ბოჭკოები და მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,ლ. ჩ---–--ის“ შორტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ----- გ--------–---–ის: მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრებში ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საერთო გვარობრივი კუთვნილება ეწოდება ისეთ ბოჭკოებს, რომლებსაც გააჩნიათ ერთნაირი გვარობრივი თვისებები. კონტაქტის გზით შესაძლებელია ერთი ბოჭკო გადავიდეს მეორე ბოჭკოზე, ორი ტანსაცმლის ურთიერთქმედების შედეგად ბოჭკო შეიძლება გადავიდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- ნ-----–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ბრალდებულ ლ---- მ------ს ძე ჩ---–--ის, სამედიცინო დოკუმენტების მონაცემების, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების, სპეციალისტთა რეკომენდაციების, გარეგნული დაზიანებების დიაგრამის მონაცემების შესწავლის, შეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ადვოკატის განცხადებაში დასმული კითხვების შესაბამისად დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, ქუჩაში, მიწაზე, პირნაღებ მასებსა და სისხლში პირისახით მწოლიარე ლ---- ჩ---–--ეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას და 05:45სთ-ზე კლინიკაში მიყვანისას დაუდგინდა დიაგნოზი: ალკოჰოლური სიმთვრალე დაუზუსტებელი, ალკოჰოლის ტოქსიური ეფექტი, თავის დახურული ტრავმა, თავის ზედაპირული ტრავმა, ძილიანობა, ცხვირიდან სისხლდენა, ნაჭდევები სახის მიდამოში. სტაციონარში მიყვანისას ლ---- ჩ---–--ე ჩივილებს ვერ წარმოადგენდა, ცნობიერების შეფასება ვერ ხერხდებოდა, საფეთქელთან აღენიშნებოდა სისხლი, სახე და ტუჩები დასვრილი იყო სისხლით.

14.06.2018წ. შსს ქ. თ---–-----------------------------------–-------–- გარეგნული დათვალიერებით ლ---- ჩ---–--ეს აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში, ოვალური ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, მრავლობითი ხაზოვანი ნაჭდევები (ნაკაწრები): მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირის, მარჯვენა მხრის წინა ზედაპირის, მარცხენა მაჯის, მარცხენა და მარჯვენა მტევნის მიდამოებში, სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე.

ლ---- ჩ---–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი ზემოქმედებით სახის (ცხვირი, საფეთქელი), მრავალჯერადი ზემოქმედებით მარჯვენა მხრის, წინამხრის, მარცხენა მაჯის, ორივე ხელის მტევნის მიდამოებში, ზემოქმედებით მარჯვენა მუხლის მიდამოში. ამ დაზიანებების ნაწილი შესაძლოა წარმოქმნილიყო ფართო ზედაპირის მქონე მკვრივ, ბლაგვ საგნებზე (ასფალტი, გრუნტი) დაცემით.

ლ---- ჩ---–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები, სამედიცინო დოკუმენტებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ დროის პერიოდს.

ლ---- ჩ---–--ის უგონო მდგომარეობა შესაძლებელია, გამოწვეული ყოფილიყო როგორც მისი თავისა და სახის მიდამოს დახურული ტრავმით, ასევე ზოგადად, შესაძლოა გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ტოქსიური ეფექტით, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი. ალკოჰოლური სიმთვრალის დიაგნოზს ექსპერტიზა იზიარებს, მაგრამ ალკოჰოლის ტოქსიური ზემოქმედების დიაგნოზს უდავოდ ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ლ---- ჩ---–--ეს არ ჩატარებია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ანუ, ეთილის სპირტის კონცეტრაცია ლ---- ჩ---–--ის სისხლში ლაბორატორიული მეთოდებით ობიექტურად დადგენილი არ არის. ამის გამო ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს ლ---- ჩ---–--ის ალკოჰოლური სიმთვრალის ხარისხზე, და შესაბამისად, მის უგონო მდგომარეობაში სიმთვრალის როლზე და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციაზე.

ექსპერტიზას ასევე უდავოდ არ შეუძლია ჩ---–--ის უგონო მდგომარეობა პირდაპირ დაუკავშიროს მის მიერ მიღებულ ქალა-ტვინის ტრავმას, ვინაიდან მას არც სტაციონარში და არც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ნეიროქირურგის და ყბა-სახის ქირურგის მიერ რეკომენდებული კვლევები არ ჩატარებია (თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ცხვირის ძვლების რენტგენოლოგიური კვლევა.)

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ---- ჩ---–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივნისს იმყოფებოდა ,,ნ----–-----–-’’ მეგობარ - დ--–--–------სთან, სადაც დაჰყო 0000 საათამდე. სატელეფონო საუბრისას ძმამ და ნათლიამ უთხრეს, რომ იყვნენ კ-------- და მიიპატიჟეს მწვადზე. ბრალდებული ჩავიდა დ--------- და რაღაც პერიოდი ცდილობდა ტაქსის გაჩერებას, თუმცა არავინ გაუჩერა. შემდეგ ჩავიდა კ------- ბაღის კუთხეში, შეამჩნია გაჩერებული ტაქსი, მძღოლს ასაუბრა ნათლია და სთხოვა კ-------- გაყვანა, თუმცა უარი მიიღო. დაახლოებით 5-6 მეტრში სიბნელეში შენიშნა მამაკაცი, რომელიც მასთან მივიდა და კითხა, რამე პრობლემა ხომ არ ქონდა. ასევე, კითხა სადაური იყო და ნ----–-----–- ვის იცნობდა. თავის მხრივ უცნობმა უთხრა, რომ დ----- ერქვა და დალევა შესთავაზა. მისი უარის შემდეგ, უცნობმა უთხრა, რომ ცუდად იყო და დალევა უნდოდა. სწორედ ამიტომ უარი ვეღარ უთხრა და წავიდნენ მაღაზიაში, სადაც იყიდა სიგარეტი, არაყი და ჭიქა. დაბრუნდნენ შეხვედრის ადგილას და დასხდნენ სკოლის წინ ბეტონის მოაჯირზე, საიდანაც შეძლებდნენ გამვლელი ტაქსის დანახვასაც. დ-----მ დაასხა არაყი და დალია, ბრალდებული არ სვამდა. დ-----მ კიდევ დალია 2 ჭიქა. ვინაიდან ტაქსი არ მიდიოდა, დ-----ს უთხრა, რომ ქვემოთ ჩავიდოდა, თავის მხრივ დ-----მ უთხრა, რომ თავისი მეგობარი უნდა გაეცნო მისთვის. გზად უთხრა, რომ გვარად იყო გ--------–---–ი და თუ რამე დაჭირდებოდა, მის გვერდში იქნებოდა. დ--------- და ქ--------–-–---–ის კუთხეში უნდა ასულიყვნენ და დ-----ს თავისი მეგობარი მიეყვანა, დ----- წინ მიდიოდა, თან ტელეფონით რეკავდა, რომ დროულად მოსულიყო მეგობარი. ავტოფარეხებთან მისვლისას ბრალდებულმა უთხრა, რომ სხვა დროს გაიცნობდა მის მეგობარს, რადგან გვიანი იყო, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დაშორდნენ. თავად წამოვიდა, დ----- კი ავტოფარეხთან დარჩა. რაღაც მანძილის გავლის შემდეგ ზურგის მხრიდან თავში მოხვდა მძიმე საგანი და ძირს დაეცა. უკან მოხედვისას ცხვირშიც მოხვდა, რის შემდეგაც გაითიშა და მხოლოდ სავადმყოფოში მოვიდა გონს. სავადმყოფოში ძალიან ცუდად იყო, თავბრუ ეხვეოდა და თავი საშინლად ტკიოდა. მასთან მივიდა 2 პოლიციელი, ექთანს კითხეს, რამდენ ხანში გამოკეთდებოდა. ექთანმა უპასუხა, რომ კიდევ ერთი გადასხმა უნდა გაეკეთებინათ და ტომოგრაფიაზე შეეყვანათ, რადგან დაზიანება ქონდა თავზე. საბოლოოდ, ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ კარგად იყო, არ ჭირდებოდა კვლევები და პოლიციის დაჟინებით, ხელი მოაწერინა დოკუმენტზე, რის შემდეგაც წაიყვანეს. განყოფილებაში კომპიუტერში ანახეს სურათი და კითხეს, იცნობდა თუ არა მასზე გამოსახულ მამაკაცს. მან უთხრა, რომ იცნობდა დ-----ს, რის შემდეგაც უთხრეს, მოეყოლა, თუ რატომ მოკლა აღნიშნული პირი. ბრალდებულმა განმარტა, რომ დ----- გ--------–---–თან არ უჩხუბია, არაფერი ჩაურტყამს, ჯოხი საერთოდ არ უნახავს, რომ თბილად დაშორდნენ ერთმანეთს. ბრალდებულმა განმარტა, რომ მხოლოდ ლუდი დალია მეგობართან და ნასვამი არ იყო, დ----- გ--------–---–ი კი ცოტათი იყო ნასვამი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

- 2018 წლის 14 ივნისის ელ-სმენის შეტყობინების თანახმად, ლ---- ჩ---–--ე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ც----------------- ქ. N----დან შპს პ------–- ს---------------------–-----–-, რომელიც არის ნაცემი.

- 2018 წლის 14 ივნისის ელ-სმენის შეტყობინების თანახმად თბილისში, ქ--------–-–---–ის ქ. N--თან დახვდათ მამაკაცის, სავარაუდოდ დ----- გ--------–---–ის გვამი, რომელსაც სახის არეში ეტყობოდა დაზიანებები, გვამთან ეგდო ხის ხელკეტი და საფულე.

- 2018 წლის 14 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ქ--------–-–---–ის ქ. N--ისა და ც------------ ქ. N----ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქ--------–-–---–ის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-5 სადარბაზოს მოპირდაპირეს, თუნუქის ღობის გვერდით ასფალტზე გულაღმა მდგომარეობაში ასვენია მამრობითი სქესის გვამი. გვამს სახე მოსვრილი აქვს მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი მასებით, ნიკაპის მიდამოში, ქვედა ტუჩის მიდამოში, ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ, ასევე შუბლზე მარჯვნივ, შუბლთხემის საზღვარზე მარჯვნივ სისხლის მასების ქვეშ შეინიშნება მრავლობითი ჭრილობები, თავზე და სახეზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. გვამური ლაქები მოლურჯო-მოიისფრო ფერის გამოსახულია სხეულის უკანა და გვერდით ზედაპირზე. ორივე მტევანზე შეინიშნება ნაჭდევები. გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნება 1 ნაჭდევი, განივი უსწორო ფორმის ნაჭდევი. კორპუსის მე-5 სადარბაზოდან გაყოლებული შიგნითა მხარეს ხარაჩოების მიმართულებით მე-4 სადარბაზოს მიმდებარედ ასფალტის ზედაპირზე ნანახი იქნა ხის ნაჭერი, რომელზეც აღინიშნება მოწითალო სისხლის მაგვარი ლაქები. ხის ნაჭერს თითქმის თავში დაჭედებული აქვს ლურსმანი, დეფორმირებულ მდგომარეობაში. დაახლეობით 1 მეტრში ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, მოცემული ობიექტიდან ქვედა მიმართულებით ც----------------- ქუჩის მხარეს მესამე სადარბაზოს ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. ც------------ ქ. N----ე კორპუსის მე-2 სადარბაზოს მოპირდაპირედ ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, აღნიშნული ობიექტიდან დაახლოებით 25 მეტრში ფეხით მოსიარულეთა ადგილზე, ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სხვადასხვა საგნები.

- 2018 წლის 14 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------ ზ--------ემ ამოიცნო ბრალდებული ლ---- ჩ---–--ე და განმარტა, რომ მის მიერ ფოტოზე ამოცნობილმა პირმა ხის ნაჭრის დარტყმით მოკლა დ----- გ--------–---–ი.

- 2018 წლის 14 ივნისის თ---–----------–-–-------------–------------------------------–- ს------------------ კლინიკის გენერალური დირექტორის გ------- ა-----ის ცნობის თანახმად: ლ---- ჩ---–--ე კლინიკაში შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. დიაგნოზი: ალკოჰოლური სიმთვრალე დაუზუსტებელი, თავის ტრავმა ძილიანობა, კვლევების და ინფუზიური და ვიტამინოთერაპიის ფონზე მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, გახდა კონტაქტური, ადექვატური, ორიენტირებული დროსა და გარემოში. შეთავაზებული იქნა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და დაკვირვება დინამიკაში, რაზეც პაციენტმა განაცხადა კატეგორიული უარი და ხელწერილის საფუძველზე დატოვა კლინიკა. ამჟამად, მასთან საგამოძიებო მოქმედების შესრულება შესაძლებელია.

- 2013 წლის 9 ოქტომბრის ლ---- ჩ---–--ის განცხადების თანახმად, რომლითაც ის მიმართავს შპს ,,ქ----------------------------------–------–-------ს“ დირექტორს, ითხოვს მკურნალობას, რადგან აქვს უძილობა, ესმის ხმები, ესაუბრება საკუთარ თავს, აქვს შიშები, ადვილად ღიზიანდება და ჩხუბობს, სახლიდან ვერ გადის მარტო.

- 2013 წლის 19 ნოემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100ა-ს თანახმად, ლ---- ჩ---–--ეს დაუდგინდა დიაგნოზი: პარანოიდული შიზოფრენია.

- 2013 წლის 12 დეკემბრის ჯანმრთელობის მდგოამრეობის შესახებ ცნობა N100ა-ს თანახმად, პაციენტი ლ---- ჩ---–--ე გაეწერა ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით, საჭიროებს ამბულატორიულ მკურნალობას.

- 2018 წლის 4 ივლისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა თ----- გ--------–---–ი.

- 2018 წლის 5 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ც------------ ქუჩა N--------ში მდებარე შპს „ე---------------“ გამოთხოვილი ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოფაილი. ჩანაწერი იწყება 2018 წლის 14 ივნისს 0200 საათზე და მთავრდება 2018 წლის 14 ივნისს 0300 საათზე. ჩანაწერის დათვალიერებისას 14.06.2018 02:31:00 საათზე კადრში ც------------ ქუჩაზე, მარჯვენა მხრიდან შემოდის ლ---- ჩ---–--ე, რომელსაც აცვია ღია ფერის მაისური და მუქი ფერის შორტი. სიარულისას ფეხი ერევა, შედის სუპერმარკეტ ,,ე----------–-“. მასვე უკან მოყვება დ----- გ--------–---–ი, რომელსაც სიარულისას შესამჩნევად ერევა ფეხი და რომელსაც აცვია გრძელ მკლავიანი მაისური, მუქი ფერის შარვალი. მაისურზე გაკეთებული აქვს სათვალე. მარცხენა ხელში უჭირავს სავარაუდოდ მობილური ტელეფონი. დ----- გ--------–---–იც შედის სუპერმარკეტ „ე----------–-“. ლ---- ჩ---–--ე ყიდულობს ერთ ბოთლ სპირტიან სასმელს და ერთ კოლოფ სიგარეტს, რაშიც მოლარეს აძლევს 1 ცალ 20 ლარიან კუპიურას. მოლარე უკან უბრუნებს 5 ლარიან კუპიურას, ხოლო ხურდა ფულს უმატებს მოლარეს ლ---- ჩ---–--ე. აღნიშნულის შემდეგ ლ---- ჩ---–--ე და დ----- გ--------–---–ი გამოდიან სუპერმარკეტიდან 02:36:00 საათზე. გამოსვლისას კადრში მოჩანს თუ როგორ ხსნის ბოთლს ლ---- ჩ---–--ე და იწყებს დალევას. იგი ელოდება დ----- გ--------–---–ს და ორივე ერთად მიემართებიან მარჯვენა მხარეს კ------- პარკის მიმართულებით და გადიან ჩანაწერის არეალიდან.

- 2018 წლის 21 აგვისტოს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------------------–--------------------------------------–--–---–------------------------------–-----------------–--- დასკვნის თანახმად:

დ----- გ--------–---–ის სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია სისხლით და სისხლის კოლტებით - განვითარებული სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობის და დაზიანებული რბილი ქსოვილებიდან მასიური სისხლდენის შედეგად.

ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით დ----- გ--------–---–ის სიკვდილიდან მისი გვამის გამოკვლევამდე გასული იყო დაახლოებით 4-სთ-დან 6-სთ-მდე ინტერვალი.

დ----- გ--------–---–ის გვამზე არსებული დაზიანებები: სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობები თავზე/სახეზე, დიფუზური სისხლჩაქცევები პირის ღრუს ლორწოვანში და მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები ღრძილებზე და ტუჩებზე, კბილების მრავლობითი მოტეხილობა და ამოვარდნილობა, მსხვილკეროვანი სისხლჩაქცევები თავის რბილ საფარში აღნიშნულ მიდამოში არსებული ჭრილობების შესაბამისად, მარჯვნივ შუბლის ძვლის წიაღის გარეთა კედლის იმპრესიული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, არაინტენსიური კეროვანი სუბარქნოიდული სისხლჩაქცევები ორმხრივ შუბლის წილის შესაბამისად, კეროვანი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა მარჯვნივ საფეთქლის წილის შესაბამისად თავის ტვინის ამავე წილის (რუხი ნივთიერება) კეროვანი დაჟეჟილობის უბნით, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ტორსზე და კიდურებზე - სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლეს პერიოდში.

ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას თავზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, ხოლო დანარჩენი დაზიანებები (ტორსზე და კიდურებზე არსებული მრავლობითი ნაჭდევები და სისხლანაჟღენთები) იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და არ იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

დ----- გ--------–---–ის გვამის ტანსაცმელი და პირადი ნივთები (ბეჭედი), ასევე სისხლის, თმის, ფრჩხილის, ნაცხის ნიმუშები (პირის ღრუდან და უკანა ტანიდან) და ნიკაპის მიდამოში არსებული ჭრილობებიდან ამოღებული უცხო სხეულები(ხის ნაწილაკები) - დაილუქა ოთხ პაკეტად.

ქიმიურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ----- გ--------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,96% ეთილის სპირტი, შარდში - 3,98% ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში, შარდში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტემინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბენზოდიაზეპანისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ციკლოპიროლონის ნაწარმიდან - ზოპიკლონი, იმიდაზოპირიდინის ნაწარმებიდან - ზოლპიდემი, პირაზოლოპირიმიდინის ნაწარმებიდან - ზალეპლონი.

- 2018 წლის 9 აგვისტოს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------------–---------------------------------- დასკვნის თანახმად: ლ---- ჩ---–--ე დაავადებულია შიზოტიპიური აშლილობით (კოდი-F21; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო შიზოტიპიური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

ლ---- ჩ---–--ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების - ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში; ლ---- ჩ---–--ე არ იმყოფებოდა აფექტის ან სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

- 2018 წლის 6 ივლისის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------------------------–---------------------------------------------------------------------------------–----------–-------–-------------–-------–---------–------------------------------–--- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ,,შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პაკეტი N- ერთი ცალი სპირტიანი სასმელის ბოთლი, მასში მოთავსებული გამჭირვალე სითხე, დალუქული პაკეტში F----------’’ წარმოადგენს მაღალ ალკოჰოლურ სასმელს, რომელშიც ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 30,8%-ს.

- 2018 წლის 4 სექტემბრის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------–-----------------------------------------------–----------------------–----------------------–-----------------------------------------–--- დასკვნის თანახმად:

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: F-------- პაკეტში მოთავსებული გამჭირვალე მინის ბოთლის (წარწერით ,,ხლებნაია ვოდკა“) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების მრავლობითი კვლები, სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებისა და კვალთა ზედდების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული გამჭირვალე, პოლიმელური მასალის ჭიქის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების მრავლობითი კვლები, რომელთაგან ხელის თითის ორი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (პირობითად კვალი N1, N2).

პირობითად კვალი N1 იდენტურია დ----- გ--------–---–ის გვამის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის თითის ანაბეჭდის.

პირობითად N2 იდენტურია 0--------- წელს დაბადებული ლ---- მ------ს ძე ჩ---–--ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარცხენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის.

F-------- პაკეტში მოთავსებული სამი ცალი, გახსნილი შეფუთვის (წარწერით :,, CAUCASUS CHIPS FRIXX....) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებისა და კვალთა ზედდების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული მოყვითალო-ღია მოყავისფრო, ხისმაგვარი მასალის საგნის (ჯოხი) ზედაპირზე, ალაგ-ალაგ, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული ხის მასალის ფრაგმენტის (ნაჭერი) ზედაპირზე აღინიშნება, მოწითალო-მოყავისფრო ნივთიერებით დაშრევებული, ხელის დვრილოვანი ხაზების ფრაგმენტული კვალი, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო საფულის შიდა ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ფრაგმენტებისა და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

F-------- პაკეტში მოთავსებული 3(სამი) ცალ დაქტილოფირზე გადატანილი ხელის კვლებიდან:

ა) დაქტილოფირზე, მაქსიმალური ზომით 33x42მმ (კონვერტიდან წარწერით: ,,ამოღებული ხელის კვლები 2 (ორი) ცალ დ/ფ-ზე ა/მ-ის წინა მარცხენა კარის მინის გარე ზედაპირიდან’’) გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

ბ) დაქტილოფირზე მაქსიმალური ზომით 31x33მმ (კონვერტიდან წარწერით: ,,ამოღებული ხელის კვლები 2(ორი) ცალ დ/ფ-ზე ა/მ წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან’’), გადატანილი ხელის დვრილოვანი ხაზების კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

გ) დაქტილოფირზე, მაქსიმალური ზომით 31x46მმ (კონვერტიდან წარწერით: ,,ამოღებულია ხელის კვლები 1(ერთი) ცალ დ/ფ-ზე ა/მ-ის წინა მარცხენა კარის წინ საყრდენიდან“) გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

- 2018 წლის 15 ოქტომბრის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ბ----–------------------------------------------ დასკვნის თანახმად: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

პაკეტში წარწერით: ,,...ამოღებულია ერთი ცალი შუშის ბოთლი მასში მოთავსებული გამჭირვალე ფერის სითხით ა/მ ტოიოტა პრიუსის სახ. ნომ.Q-------- მარჯვენა მხარეს ავტოფარეხის კართან ბეტონის ზედაპირიდან ...’’, არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50; პაკეტი წარწერით :,,... ნერწყვის ნიმუში ბრალდებული ლ---- მ------ს ძე ჩ---–--ის დაბ.0---------–- პირის ღრუდან ...’’), ხოლო მეორე წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51 ; პაკეტი, წარწერით : ,,... სისხლის ნიმუში 0----------- ... დ----- გ--------–---–ი ‘’).

პაკეტში, წარწერით :,,... ამოღებულია ერთი ცალი პოლიეთილენის ჭიქა კორპუსის უკანა ეზოში ნიადაგიდან ...’’, მოთავსებულ ჭიქის პირზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51) , ხოლო მინორული წილი ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50).

პაკეტში წარწერით: ,,...ამოღებულია სამი ცალი პოლიეთილენის შეფუთვა გახსნილ მდგომარეობაში ა/მ ტოიოტა პრიუსის სახ. ნომ.Q-------- მარცხენა მხარეს მიწიანი ნიადაგის ზედაპირიდან ...,’’ მოთავსებულ მთლიანობადარღვეულ, პოლიმელური მასალის სამ შეფუთვაზე არსებული ბიომასალის (N3) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N3-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ლ---- ჩ---–--ისა (ობ.N50) და დ----- გ--------–---–ის (ობ.N51) გენეტიკური პროფილისგან.

პაკეტში, წარწერით: ,,... ამოღებულია ერთი ცალი ხის საგანი მოწითალო ფერის ლაქებით გვამისა და თუნუქის ღობეს შორის ადგილიდან...“, მოთავსებულ ჯოხზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები (ობ.N-) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N--ისა და ჯოხის ვიწრო ნახევარზე (მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე) არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50). ჯოხის ფართე ნახევარზე (მოწითალო-მოყავისფრო) ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N-) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

პაკეტში, წარწერით: ,,...ამოღებულია ხის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით...“, მოთავსებულ ხის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7,8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ობ.N7-ისა და მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.N7,9-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50).

პაკეტში წარწერით: ,,...ამოღებულია ერთი ცალი მოყავისფრო ფერის საფულე, მასში მოთავსებული სხვადასხვა პირადი ნივთებით - გვამის მიმდებარედ თუნუქის ღობის საყრდენად გამოყენებული საბურავიდან ...’’, მოთავსებულ საფულესა და მასში მოთავსებულ ნივთებზე არსებული ბიომასალის (ობ.N10,11) გენეტიკური პროფილი შერეულია ობ.N10,11-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

პაკეტში, წარწერით: ,,... ამოღებულია ობიექტი N2, N-, N5, N7 და N8 მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუშები სტერილურ ჩხირზე. ასევე ამოღებულია ობიექტი N9, N10, და N11 მოწითალო ფერის ლაქები სტერილურ ჩხირზე...’’, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N12 -19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N12 ,14-19-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო ობ. N13-ის (,,...გვამის მიმდებარედ ასფალტის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი გუბიდან) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

პაკეტში წარწერით: ,,,...ანაწმენდები დოლბანდზე 3(სამი) ცალად საკონტროლო დოლბანდთან ერთად ბრალდებულ ლ---- ჩ---–--ისაგან დაბ. 0--------- .....“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N20,21,22) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

პაკეტში წარწერით: ,,...ანაწმენდები 8 (რვა) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ა/მ ტოიოტას, სახ. ნომ. Q-------- კარების გარე სახელურიდან ...“, მოთავსებულ: ანაწმენდებზე ,,წინა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან“, წინა მარცხენა კარის გარე სახელურიდან“ და ,,უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან“ არსებული ბიომასალის (ობ.N23,25,26,) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51); ანაწმენდებზე ,,უკანა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან“ (ობ.N24), გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში წარწერით: ,,0----------- ლ. ჩ---–--ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ შორტზე (ობ.N27,28,29) და მაისურზე (ობ.N30,31,32) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N28-32-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50). ობ.N27-ის (მარჯვენა ტოტის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

პაკეტში წარწერით: ,,..ლ. ჩ---–--ის სპორტული ფეხსაცმელი...“, მოთავსებულ წყვილ ბოტასზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N33,34) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50).

პაკეტში წარწერით: ,,...დ----- გ--------–---–ის ტანსაცმელი და პ/ნივთები...“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N35,36,37), გრძელსახელოებიან პერანგზე (ობ.N38,39,40,41) და წყვილ კედზე (ობ.N-2,43) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N35-37, 42,43-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50). ობ. N39,41-ის, პერანგიდან ამოღებული თმის ღერებისა (ობ.N-1ა) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მოოქროსფრო მეტალის ბეჭედზე არსებული ბიომასალის (ობ. N-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). ობ.N38,40-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). იმავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალსა და წყვილ წინდაზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

პაკეტში, წარწერით: ,,...თმის და ფრჩხილის ნიმუშები და უცხო სხეულები (ხის ნაწილაკები) ნიკაპის ჭრილობიდან...“, მოთავსებულ ხისმაგვარ ნაწილაკებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N-7 ) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N-7-ის და იმავე პაკეტში მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე, მარჯვენა ხელიდან, არსებული ბიომასალის (ობ.N-5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). ფრჩხილის ფრაგმენტებზე, მარცხენა ხელიდან, არსებული ბიომასალის (ობ.N-6) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). ობ.N-6-ში ლ---- ჩ---–--ის (ობ.N50) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

პაკეტში, წარწერით: ,,...ნაცხის ნიმუშები პირის ღრუდან და უკანა ტანიდან...’’, მოთავსებულ ნიმუშზე, პირის ღრუდან, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N-8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N-8-ში და უკანა ტანიდან აღებულ ნიმუშზე, მოყვითალო ფერის ლაქებში, (ობ.N-9) სპერმა არ აღმოჩნდა. ობ.N-8,49-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

- 2018 წლის 6 დეკემბრის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ქ----------------–-----------------------------------------------------------------–-------------------------–-------------------------------------–--- დასკვნის თანახმად:

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,ლ. ჩ---–--ის“: მოკლე სახელოებიანი მაისურის და შორტის ზედაპირზე აღინიშნება მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ----- გ--------–---–ის გრძელსახელოებიანი პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ----- გ--------–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკობთან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ----- გ--------–---–ის: გრძელსახელოებიანი პერანგის და ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოლურჯო-მოიისფრო ვისკოზას ბოჭკოები და მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,ლ.ჩ---–--ის“ შორტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ----- გ--------–---–ის: მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრებში ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

- შპს ,,რ---–----------ს“ დასკვნის თანახმად: ბრალდებულ ლ---- მ------ს ძე ჩ---–--ის, პირადი N0----------, მამრ., დაბ. 0---------., სამედიცინო დოკუმენტების მონაცემების, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების, სპეციალისტთა რეკომენდაციების, გარეგნული დაზიანებების დიაგრამის მონაცემების შესწავლის, შეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ადვოკატის განცხადებაში დასმულ კითხვების შესაბამისად დგინდება:

2018 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, ქუჩაში, მიწაზე, პირნაღებ მასებსა და სისხლში პირსახით მწოლიარე ლ---- ჩ---–--ეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას და 05:45სთ-ზე კლინიკაში მიყვანისას დაუდგინდა დიაგნოზი: ალკოჰოლური სიმთვრალე დაუზუსტებელი, ალკოჰოლის ტოქსიური ეფექტი, თავის დახურული ტრავმა, თავის ზედაპირული ტრავმა, ძილიანობა, ცხვირიდან სისხლდენა, ნაჭდევები სახის მიდამოში. სტაციონარში მიყვანისას ლ---- ჩ---–--ე ჩივილებს ვერ წარმოადგენდა, ცნობიერების შეფასება ვერ ხერხდებოდა, საფეთქელთან აღენიშნებოდა სისხლი, სახე და ტუჩები დასვრილი იყო სისხლით.

14.06.2018წ. შსს ქ. თ---–-----------------------------------–-------–- გარეგნული დათვალიერებით ლ---- ჩ---–--ეს აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში, ოვალური ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, მრავლობითი ხაზოვანი ნაჭდევები (ნაკაწრები): მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირის, მარჯვენა მხრის წინა ზედაპირის, მარცხენა მაჯის, მარცხენა და მარჯვენა მტევნის მიდამოებში, სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე.

ლ---- ჩ---–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი ზემოქმედებით სახის (ცხვირი, საფეთქელი), მრავალჯერადი ზემოქმედებით მარჯვენა მხრის, წინამხრის, მარცხენა მაჯის, ორივე ხელის მტევნის მიდამოებში, ზემოქმედებით მარჯვენა მუხლის მიდამოში. ამ დაზიანებების ნაწილი შესაძლოა წარმოქმნილიყო ფართო ზედაპირის მქონე მკვრივ, ბლაგვ საგნებზე (ასფალტი, გრუნტი) დაცემით.

ლ---- ჩ---–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები, სამედიცინო დოკუმენტებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ დროის პერიოდს.

ლ---- ჩ---–--ის უგონო მდგომარეობა შესაძლებელია, გამოწვეული ყოფილიყო როგორც მისი თავისა და სახის მიდამოს დახურული ტრავმით, ასევე ზოგადად, შესაძლოა გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ტოქსიური ეფექტით, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი. ალკოჰოლური სიმთვრალის დიაგნოზს ექსპერტიზა იზიარებს, მაგრამ ალკოჰოლის ტოქსიური ზემოქმედების დიაგნოზს უდავოდ ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ლ---- ჩ---–--ეს არ ჩატარებია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ანუ, ეთილის სპირტის კონცეტრაცია ლ---- ჩ---–--ის სისხლში ლაბორატორიული მეთოდებით ობიექტურად დადგენილი არ არის. ამის გამო ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს ლ---- ჩ---–--ის ალკოჰოლური სიმთვრალის ხარისხზე, და შესაბამისად, მის უგონო მდგომარეობაში სიმთვრალის როლზე და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციაზე.

ექსპერტიზას ასევე უდავოდ არ შეუძლია ჩ---–--ის უგონო მდგომარეობა პირდაპირ დაუკავშიროს მის მიერ მიღებულ ქალა-ტვინის ტრავმას, ვინაიდან მას არც სტაციონარში და არც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ნეიროქირურგის და ყბა-სახის ქირურგის მიერ რეკომენდებული კვლევები არ ჩატარებია (თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ცხვირის ძვლების რენტგენოლოგიური კვლევა.)

- სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები და ნივთიერი მტკიცებულებები.

 

ასევე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლო სხდომაზე შეთანხმდნენ როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარის ცალკეულ მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, რამაც შეიძინა პრეიუდიციული შინაარსი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ეს მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, რომლის შედეგია სიკვდილი. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედების განზრახ მკვლელობით კვალიფიკაცია ვერ მოხდება.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ დადასტურებულია, რომ 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 0430 საათზე თ---–--–--–--------------------------------- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარმოქმნილი კონფლიქტისას, ლ---- ჩ---–--ემ შურისძიების მოტივით, ხის ძელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში ძირს დაგდებულ დ----- გ--------–---–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ----- გ--------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისს გაიგო, რომ მისი შვილი - დ----- გ--------–---–ი მოკლეს. მეზობლებისგან, მათ შორის მამა-შვილ გ--- და გ------- ხ--------–---–ებისგან გაიგო, რომ მისი შვილი მოკლა ლ---- ჩ---–--ემ.

მოწმე გ------- ხ--------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისს 0500 საათამდე პერიოდში რკინის ფირფიტის ხმაზე გაეღვიძა, ფანჯრიდან მამასთან ერთად დაინახა, რომ მისთვის უცნობი პიროვნება სხვა ადამიანს ურტყამდა ჯოხს, თუმცა ხედავდა მხოლოდ ხელებს, მიხვდა, რომ ჩხუბი იყო, დაუყვირა გაჩერებულიყო და პარალელურად დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერზე და ჩავიდა ეზოში. დ----- გ--------–---–ი, რომელიც იმ დროისთვის ვერ იცნო, მიგდებული იყო რკინის ფირფიტაზე, გონება დაკარგული ქონდა, სისხლს ასხამდა პირიდან, ხროტინებდა, დაგლეჯილი ქონდა სახე და მთლიანად სისხლიანი იყო. პირი, რომელიც ურტყამდა, იქ აღარ იყო.

გ--- ხ--------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 ივნისს გამთენიისას რამდენჯერმე გაიღვიძა ხმაურზე, ბოლოს რკინის ფირფიტის ხმაზე გაეღვიძა და შვილთან -გ------- ხ--------–---–თან ერთად გადაიხედა ფანჯრიდან. რკინის ფირფიტის ღობიდან ისმოდა ხმაური, ასევე ჩანდა ჯოხის აწევა და დარტყმა, გ-------მ დაიყვირა - ,,რას შვები?“, ,,გაჩერდი“ და ჩავიდა ეზოში. თავად კვლავ ფანჯრიდან იყურებოდა, შესაბამისად დაინახა, რომ თავდამსხმელი მოტრიალდა და ცენტრალური ქუჩისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯით, მას გზა აერია და ასფალით ჩავარდნილი ადგილას ჯოხი გაუვარდა, გზისკენ გავარდა და კინო ,------------–---- მხარეს წავიდა. გარდაცვლილი ვერ იცნო და მხოლოდ განყოფილებაში გაიგო, რომ ის იყო დ----- გ--------–---–ი. შემთხვევის ადგილზე ნახეს საფულე, რომელიც ეკუთნოდა ვინმე ჩ---–--ეს.

გ------ ზ--------ემ განმარტა, რომ მისი სახლის ფანჯრიდან პირდაპირ ჩანს შემთხვევის ადგილი. 2018 წლის 14 ივნისს დაახლოებით 0430 საათზე გააღვიძა რკინის ფირფიტების ბრახუნის ხმამ. ფანჯრიდან დაინახა, რომ დ----- გ--------–---–ი დაბლა ეგდო, გვერდზე ქონდა თავი, უცნობი კი ურტყამდა ჯოხს, თუმცა მალევე გაიქცა მთავარი გზისკენ, ჯოხი მიაგდო იქვე. ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო თავდამსხმელი.

ნ-------- ფ---------მა ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 ივნისის გამთენიისას გაეღვიძა ხმაურზე - გინების ხმაზე, ფანჯრიდან ქ--------–-–---–ის ქუჩის მხარეს დაინახა, რომ ორი ახალგაზრდა ჯოხებს ურტყამდა ერთმანეთს, დარტყმისთანავე ორივე გადავარდა, თუმცა ერთ-ერთი უცებ ადგა და მეორეს ერთი-ორჯერ თავში ჩაარტყა ჯოხი. მოგვიანებით შეიტყო, რომ გარდაცვლილი იყო მათი მეზობელი დ----- გ--------–---–ი. ამასთან, შემთხვევის ადგილზე გარდა ამ ორი პირისა, სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაინახავდა.

გამომძიებლებმა ლ---- ი-----–---–მა და გ------- მ---–-–---–მა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 14 ივნისს დაახლოებით 0500 საათზე მიიღეს შეტყობინება, რომ კ------- პარკთან იყო ჩხუბი, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მეტრში მიახლოებისას დ------------- შენიშნეს სისხლიანი (ტანსაცმელი, ხელები) პიროვნება, რომელიც შემდგომ ლ---- ჩ---–--ე აღმოჩნდა, რომელმაც გასაუბრებისას განმარტა, რომ უცხოელებთან იჩხუბა. ბრალდებული იყო ნასვამი, ბარბაცებდა, უჭირდა საუბარი და იყო არაადეკვატური.

გარდა ამისა, 2018 წლის 4 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამჭირვალე, პოლიმელური მასალის ჭიქის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების მრავლობითი კვლები, რომელთაგან ხელის თითის ორი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, პირობითად კვალი N1 იდენტურია დ----- გ--------–---–ის გვამის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის თითის ანაბეჭდის და პირობითად კვალი N2 იდენტურია ლ---- ჩ---–--ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარცხენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის.

2018 წლის 15 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი: შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ შუშის ბოთლზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს, ხოლო მეორე წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს. პოლიეთილენის ჭიქის პირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს, ხოლო მინორული წილი ლ---- ჩ---–--ეს. ხის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7,8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს, ობ. N7-ისა და მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.N7,9-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50). შემთხვევის ადგილზე აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუშები სტერილურ ჩხირზე, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, მათგან ნაწილის (ობ.N12,14-19-ის) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს, ხოლო ობ.N13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს.

ამავე დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე გვამსა და თუნუქის ღობეს შორის აღმოჩენილ და ამოღებულ ხის ჯოხზე, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წამოადგენს ადამიანის სისხლს. ჯოხის ვიწრო ნახევარზე (მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს. ჯოხის ფართე ნახევარზე (მოწითალო-მოყავისფრო) ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ ამოღებულ ჯოხთან შემხებლობაში იყო როგორც ლ---- ჩ---–--ე, ისე დ----- გ--------–---–-, თანაც იმ ფორმით, რომ მასზე აღმოჩენილი იქნა აღნიშნული პირების სისხლის კვლები.

გარდა ამისა: ლ. ჩ---–--ის შორტზე (ობ.N27,28,29) და მაისურზე (ობ.N30,31,32) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N28-32-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს. ობ.N27-ის (მარჯვენა ტოტის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს, მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს, ხოლო დ----- გ--------–---–ის ჯინსის შარვალზე (ობ.N35,36,37), გრძელსახელოებიან პერანგზე (ობ.N38,39,40,41) და წყვილ კედზე (ობ.N-2,43) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N35-37,42,43-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს. ობ.N39,41-ის, პერანგიდან ამოღებული თმის ღერებისა (ობ.N-1ა) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მოოქროსფრო მეტალის ბეჭედზე არსებული ბიომასალის (ობ.N-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51). ობ.N38,40-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს (ობ.N51).

აღნიშნული დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ ბრალდებულის სისხლი აღმოჩენილი იქნა დ----- გ--------–---–ის ტანსაცმელზე და პირიქით, ამ უკანასკნელის სისხლის გენეტიკური პროფილი აღმოჩენილი იქნა ლ---- ჩ---–--ის ტანსაცმელზე, კერძოდ: ლ. ჩ---–--ის შორტზე და მაისურზე, დ----- გ--------–---–ის ჯინსის შარვალზე, გრძელსახელოებიან პერანგზე და წყვილ კედზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ლ. ჩ---–--ის შორტზე (მარჯვენა ტოტის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში) არსებული სისხლის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს, მინორული წილი კი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს. დ----- გ--------–---–ის ჯინსის შარვალზე არსებულის სისხლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს, ხოლო გრძელსახელოებიან პერანგზე არსებული სისხლის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---- ჩ---–--ეს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ----- გ--------–---–ს.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ის მშვიდობიანად და თბილად დაშორდა დ----- გ--------–---–ს და წამოსვლისას, მოულოდნელად ვიღაცამ დაარტყა რაღაც საგანი თავში, რის შემდეგაც მოხვდა საგანი ცხვირში, გაითიშა და გონებაზე მოვიდა მხოლოდ საავადმყოფოში, რადგან ასეთი დაშვების პირობებში, ჩნდება ობიექტური კითხვა, საიდან აღმოჩნდა მათი სისხლის კვლები ერთმანეთის ტანსაცმელზე და შემთხვევის ადგილზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაშორებულია ლ---- ჩ---–--ის მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული ე.წ. ,,მასზე მოულოდნელი თავდასხმის’’ ადგილიდან.

ის ფაქტი, რომ ბრალდებული მის მიერ გადმოცემულ ვითარებაში არ გათიშულა, დადასტურებულია ლ---- ი-----–---–ის და გ------- მ---–-–---–ის ჩვენებით, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან 50 მეტრში ც------------ ქუჩაზე შეხვდნენ დასისხლიანებულ ბრალდებულს და გაესაუბრნენ, რომელიც თავს ცუდად გრძნობდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გაუშვეს საავადმყოფოში. თავის მხრივ, მოწმე ნ-------- ფ---------მა დაადასტურა, რომ ბრალდებული გაიქცა ც----------------- ქუჩის მიმართულებით. ასევე, გ------ ზ--------ემაც განმარტა, რომ ბრალდებული მალევე გაიქცა მთავარი გზისკენ და ამ ფონზე კიდევ უფრო არადამაჯერებელი და არასარწმუნოა თითქოსდა ,,გათიშული’’ ჩ---–--ის მიერ სწრაფი ნაბიჯით, ან სირბილით გადაადგილება.

ამასთან, მნიშვნელოვანია 2018 წლის 21 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის შეფასებაც, რომლის თანახმადაც, დ----- გ--------–---–ის სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია სისხლით და სისხლის კოლტებით - განვითარებული სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობის და დაზიანებული რბილი ქსოვილებიდან მასიური სისხლდენის შედეგად და ცხადია, ეს დაზიანებები არ და ვერ იქნებოდა მიყენებული ერთი მოქმედებით და ხაზს უსვამს ქმედების მრავალჯერადობას.

აღნიშნული დასკვნა შესაბამისობაშია თვითმხილველი მოწმეების ჩვენებასთან, იმ ნაწილში, რომ კონკრეტული პირი დ----- გ--------–---–ს ურტყამდა თავისა და სახის მიდამოში, რომ გარდაცვლილს სახე ისე ქონდა დაზიანებული და დასისხლიანებული, რომ მეგობარმა და ახლო მეზობლებმა ვერც კი იცნეს. ნ-------- ფ---------მა კი სხვა მოწმეებისგან განსხვავებით დროში უფრო ადრე დაინახა მოჩხუბრები, კერძოდ წაქცევამდე, მაშინ როცა ბრალდებული და გარდაცვლილი ჩხუბობდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ ჯოხებს, რის შემდეგაც ორივე მათგანი წაიქცა, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთმა შეძლო წამოდგომა, რის შემდეგაც ძირს დაგდებულს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი. გარდა ამისა, მოწმე გ------ ზ--------ემ ამოიცნო ბრალდებული.

ზემოაღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 14 ოქტომბერს ღამის საათებში შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს შეხვნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ----- გ--------–---–ი და ლ---- ჩ---–--ე, შეიძინეს ალკოჰოლური სასმელი და დალიეს. მათ შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ლ---- ჩ---–--ემ წაქცეულ დ----- გ--------–---–ს თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხის ძელი. შედეგად დ----- გ--------–---–მა მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. შესაბამისად, დ----- გ--------–---–ის სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია სისხლით და სისხლის კოლტებით - განვითარებული სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობის და დაზიანებული რბილი ქსოვილებიდან მასიური სისხლდენის შედეგად.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ ის იყო ფხიზელი და დღის განმავლობაში მეგობართან დალია მხოლოდ ლუდი, დ----- გ--------–---–თან ერთად ყოფნისას კი აღარ დაულევია, რადგან 2018 წლის 5 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმისა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შპს „ე---------------“ გამოთხოვილი ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ 14.06.2018წ. 02:31:00 საათზე ლ---- ჩ---–--ე შედის სუპერმარკეტ ,,ე----------–-“, სიარულისას ფეხი ერევა, მასვე უკან მიყვება დ----- გ--------–---–ი, რომელსაც სიარულისას ასევე შესამჩნევად ერევა ფეხი. ლ---- ჩ---–--ე ყიდულობს ერთ ბოთლ სპირტიან სასმელს და ერთ კოლოფ სიგარეტს. 02:36:00 საათზე ლ---- ჩ---–--ე და დ----- გ--------–---–ი გამოდიან სუპერმარკეტიდან, რა დროსაც ლ---- ჩ---–--ე ხსნის ბოთლს და იწყებს დალევას, ელოდება დ----- გ--------–---–ს და ორივე ერთად მიემართებიან მარჯვენა მხარეს კ------- პარკის მიმართულებით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას - მოწმეთა ჩვენებების არასანდოობის, არასრულფასოვანი გამოძიების, რიგი საგამოძიებო მოქმედებების არ ჩატარების და აქედან გამომდინარე და ამ საფუძვლით ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

დაცვის მხარე მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისთვის პარალელს ავლებს კონკრეტული მოწმის წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან, თუმცა იქვე განმარტავს, რომ მოწმის ჩვენებაა მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ის მტკიცებულებები, რომლებზეც აპელირებს დაცვის მხარე, ვინაიდან ეს მტკიცბულებები არ იქნა გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე.

გარდა ამისა დაცვის მხარე არასრულყოფილად ჩატარებული გამოძიების კუთხით, მიანიშნებს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დამატებით ჩატარებაზე, გამომძიებლების ლ---- ი-----–---–ის და გ------- მ---–-–---–ის მიერ სამსახურებრივი ვალდებულების არასრულფასოვნად შესრულებაზე, იმ კუთხით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ქონდათ შეტყობინება შემთხვევის ადგილას მიმდინარე ჩხუბის შესახებ, 50 მეტრში შეჩერებული ტანსაცმელსა და ხელებზე სისხლიანი ბრალდებული მხოლოდ საავადმყოფოში გაგზავნეს, ასევე გამოძიებისას არ დაადგინეს, სად რეკავდა გარდაცვლილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ დააფიქსირეს კონკრეტული მოწმეების ფანჯრიდან ჩანდა თუ არა შემთხვევის ადგილი და სხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს - რა თქმა უნდა ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება თუ ის ინფორმატიულია მომხდარ ფაქტთან მიმართებაში, მხოლოდ წაადგება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის კუთხით, თუმცა ასეთი მოქმედებები არ არის ამომწურავი და რიგ შემთხვევაში საქმეზე უკვე მოპოვებული მტკიცებულებების პირობებში არ მოითხოვს დამატებითი მოქმედებების ჩატარებას. მაგალითისთვის სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის და მასზე გამოსახული საქმისთვის საინტერესო პირების ფიქსაციის ხარისხი, არ მოითხოვდა მასზე დამატებით ჰაბიტოსკოპიურ კვლევას, რადგან ლ---- ჩ---–--ის და დ----- გ--------–---–ის იდენტიფიკაცია მოცემულ შემთხვევაში არ მოითხოვდა სპეციალურ ცოდნას ან რაიმე პროგრამულ დახმარებას, რადგან ის გარჩევადი და მარტივად აღქმადი იყო ობიექტური თვალისთვის.

გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაც ობიექტურად გახდებოდა მოწმეთა ჩვენებებში თუნდაც ეჭვის შეტანის საფუძველი, ანუ რატომ უნდა დაედასტურებინა თითოეულ თვითმხილველ მოწმეს ფაქტი, რომელიც დაცვის მხარის ვერსიით, მათ არ დაუნახავთ.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შეიძლება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ფარგლებში დამნაშავედ ცნობის წინაპირობა გახდეს - სახეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარე წარმოდგენილ მტკიცებულებებს გარკვეულწილად სუბიექტურად აფასებენ, ე.წ. ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნების, ვიდეოჩანაწერებისა და ნივთიერი მტკიცებულების ობიექტური შეფასებით, სრულად დასტურდება ლ---- ჩ---–--ის მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მისი განმარტებები არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნების და სხვა არაერთი მტკიცებულების შინაარსთან, იგი არ შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს და მიმართულია ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე მყარი კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია და საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ მას შემდეგ, რაც თითქოსდა ბრალდებული დაშორდა დ----- გ--------–---–ს, ზურგის მხრიდან თავში მოხვდა მძიმე საგანი და ძირს დაეცა, უკან მოხედვისას მოხვდა ცხვირშიც, რის შემდეგაც გაითიშა და მხოლოდ სავადმყოფოში მოვიდა გონს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის ქმედებაზე, ლურსმნიანი ხის ჯოხის დაზარალებულისათვის თავის არეში (ხარისხობრივად მაღალი რისკის და სხეულის სასიცოცხლო ორგანო) არაერთ დარტყმაზე. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს ბრალდებულის განზრახვის მოტივზე - შურისძიებაზე, რომელიც ჩხუბის ნიადაგზე წარმოეშვა და მიზანზე - მოესპო სიცოცხლე დ----- გ--------–---–ისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის მიერ საერთოდ არ იქნა გაჟღერებული კვალიფიკაციის საკითხი და ბრალდებულმა სრულად გამორიცხა მისი მკვლელობასთან რაიმე სახით შეხება, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული ჩხუბის შედეგად თავად ბრალდებულსაც აღენიშნება რიგი დაზიანებები, სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკაში ყოველთვის პრობლემურია ქმედების სწორი კვალიფიკაცია, როდესაც ერთის მხრივ ადგილი აქვს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტს, რომლის ე.წ. დამწყები პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია, შედეგად კი ობიექტურად სახეზეა - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, სასიკვდილო შედეგი. ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციის გამიჯვნის შესაძლებლობას იძლევა დამნაშავის რეალური განზრახვის დადგენა, თუ რისკენ იყო მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამასთან, უნდა გაანალიზდეს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება კონკრეტულ ქმედებამდე, დაზიანებების მიყენების მომენტში და შემდგომ, მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილთან მდებარე კორპუსებში არაერთი მოქალაქე გააღვიძა ჩხუბის, გინების და ბრახუნის ხმამ, ფანჯრიდან კი დაინახეს ხის ჯოხის არაერთი დარტყმა, გარდაცვლილის მიმართ, რომელიც ძირს ეგდო, ამ დროისათვის კი მისი მხრიდან ადგილი არ ქონია არათუ დარტყმას, არამედ თავის დაცვასაც კი. შესაბამისად, ამ მიმართულებით შეუძლებელია საუბარი ბრალდებულის მხრიდან შესაძლო აუცილებელი მოგერიებასა, თუ მისი ფარგლების გადაცილების საკითხზე.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ---- ჩ---–--ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების - ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში; ლ---- ჩ---–--ე არ იმყოფებოდა აფექტის ან სხვა არაპატოლოგიური ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო შიზოტიპიური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ხოლო ალტერნატიული საექსპერტო კვლევით დადგენილია, რომ ლ---- ჩ---–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები, სამედიცინო დოკუმენტებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ დროის პერიოდს.

დაცვის მხარის მიერ მკვლელობის განზრახვის ეჭქვეშ დაყენების კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციფიურ განათლებას არ საჭიროებს ინფორმაციის ქონა - ადამიანის სხეულის ნაწილის - თავის, სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მიმართ ლ---- ჩ---–--ის დამოკიდებულება გამოიხატებოდა სწორედ განზრახვაში, ანუ ის სხეულის სასიცოცხლო ორგანოებში - თავში ლურსმნიანი ხის ჯოხის არაერთი დარტყმისას, როგორც მინიმუმ, ითვალისწინებდა დ----- გ--------–---–ის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდებულის სრულად გამართლების ნაწილში, იმაზე მინიშნებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი.

რაც შეეხება ლ---- ჩ---–--ის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან დაინტერესებული პირის ინფორმაცია შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს კონკრეტული საკითხის დაფარვის, მისი ან სხვა პირის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენა გრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდებულის ჩვენება არ შეესაბამება სხდომაზე გამოკვლეულ არცერთ მტკიცებულებას და ეწინააღმდეგება მათ.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულის აღნიშნული ჩვენება მისი მხრიდან განპირობებულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასტურდება, რომ ლ---- ჩ---–--ემ თავისა და სახის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანება დ----- გ--------–---–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ლ---- ჩ---–--ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ვადით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ბრალდებულ ლ---- ჩ---–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო შიზოტიპიური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).

სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ლ---- ჩ---–--ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ---- ჩ---–--ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ---- ჩ---–--ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 14 ივნისის 10 საათი და 50 წუთიდან.

 

ლ---- ჩ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - გარდაცვლილ დ----- გ--------–---–ის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. ოთხი სუნის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს. ს----------–------------- გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ერთ ლაზერულ დისკზე, ,,პ-------ს“ აფთიაქის გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ერთ ლაზერულ დისკზე, ე-----------ს გარე და შიდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ერთ ლაზერულ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ორი ცალი ლაზერული დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები: პაკეტი №1 - ობიექტი №1 - ერთი ცალი მოყავისფრო ფერის საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. პაკეტი №2 - ობიექტი №3 - ერთი ცალი მოყვითალო ფერის ხის ნაჭერი, რომელზეც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, პაკეტი №3-ობიექტი №2, №4, №5, №7, №8, №9, №10 - მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, პაკეტი №4 - ობიექტი №6 - ერთი ცალი ხის ნაჭერი, რომელიც ამოღებული იქნა ც------------ ქუჩა №315-ე კორპუსი, მე-4 სადარბაზოს მიმდებარედ ასფალტის ზედაპირიდან, პაკეტი №6 - ერთი ცალი სპირტიანი სასმელის ბოთლი, მასში მოთავსებული გამჭირვალე სითხით, რომელიც ამოღებული იქნა ა/მანქანის გვერდით ბეტონის ზედაპირიდან, პაკეტი №7 - სამი ცალი პოლიეთილენის შეფუთვა (ჩიფსი) გახსნილ მდგომარეობაში, პაკეტი №8 - აღებული იქნა ა/მანქანა ტოიოტა პრიუსის გარე სახელურებიდან 8 ცალი სტერილურ ჩხირზე 4 ნიმუში, პაკეტი №9 - ერთი ცალი პოლიეთილენის ჭიქა, პაკეტი №10 - ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ დათვალიერებისას ამოღებული იქნა ხელის კვლები სამ დ/ფირზე, კერძოდ: ორი ცალი წინა მარცხენა კარის მინის გარე ზედაპირიდან და ერთი ცალი წინა მარცხენა კარის წინ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს. პ------–- ს------------------ კლინიკიდან ამოღებული ლ---- ჩ---–--ის პირადი ნივთები, შეფუთული ერთ ფუთად, ლ---- ჩ---–--ის ფეხსაცმელი შეფუთული ერთ ფუთად, ლ---- ჩ---–--ის მაისური და შარვალი შეფუთული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. ლ---- ჩ---–--ის ანაწმენდების ნიმუში, ლ---- ჩ---–--ის ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს. გარდაცვლილ დ----- გ--------–---–ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. გარდაცვლილ დ----- გ--------–---–ის ნიმუშები და უცხო სხეული, ლ---- ჩ---–--ის დაქტილობარათი, დ----- გ--------–---–ის დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს. ლ---- ჩ---–--ის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე