გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე -შპს მი----------------------------–--------------------ი’’
წარმომადგენელი -მი----------------–ი
მოპასუხე - ლა–------------ა
წარმომადგენლები -მე--–-----------–--ნი, ხა-----------ა
დავის საგანი თანხის დაკისრება, დაგირავებული ნივთების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ლა–------------ას შპს მი----------------------------–--------------------ი’’-ს სასარგებლოდ 2015 წლის 12 აგვიატოს #9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 3000 აშშ დოლარი და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, დარჩენილი ნაშთი გადახდევინებულ იქნას მოპასუხის სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
1.2. დაეკისროს ლა–------------ას შპს მი----------------------------–--------------------ი’’-ს სასარგებლოდ 2015 წლის 12 აგვიატოს #9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 1350 აშშ დოლარი და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, დარჩენილი ნაშთი გადახდევინებულ იქნას მოპასუხის სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
1.3. დაეკისროს ლა–------------ას შპს მი----------------------------–--------------------ი’’-ს სასარგებლოდ 2015 წლის 12 აგვიატოს #9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 3000 აშშ დოლარი და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, დარჩენილი ნაშთი გადახდევინებულ იქნას მოპასუხის სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
სარჩელი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 12 აგვისტოს შპს მი----------------------------–--------------------ი’’-ს და ლა–------------ას შორის დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 7350 აშშ დოლარი, 6 თვით ყოველთვიურად სესხის 2% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ძვირფასი (ოქროს) ნივთებით, რომელთა აღწერილობა განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართულ შეფ---------------ში.
სარჩელის წარმოდგენისას მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაგირავებულi ძვირფასი ნივთები 2016 წლის 1 მარტს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით ამოღებული იქნა. შესაბამისად, გირავნობის ნივთები მოსარჩელესთან აღარ იმყოფება და ვერ ხერხდება მათი რეალიზაცია.
მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლა–------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე დაეთანხმა მასსა და მოსარჩელეს შორის სალომბარდე სესხის ხელშეკრულების დადების და ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს.
მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდგომ გირავნობის ნივთები მოსარჩელესთან აღარ იმყოფება. მოპასუხის განმარტებით, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ გირავნობის საგნები საგამოძიებო ორგანოდან კვლავ დაბრუნდა მოსარჩელე კომპანიაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 12 აგვისტოს შპს მი----------------------------–--------------------ს“ და ლა–------------ას შორის დიადო სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები:
2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა N9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით: სესხის თანხა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი 2%.
2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა N9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით: სესხის თანხა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი 2%.
2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა N9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით: სესხის თანხა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი 2%.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ხელშეკრულების დანართში - „შეფ---------------ში“ აღწერილი ნივთებით. (გირავნობის საგანი), რომლებსაც კლიენტი მფლობელობაში გადასცემს და აძლევს მას უფლებას, ისარგებლოს აღნიშნული ნივთების დაგირავების უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი სესხის და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ 19-21)
- დაგირავებული ნივთების ჩამონათვალი;
3.1.3. 2016 წლის 1 მარტს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით დაგირავებული ძვირფასი ნივთები დათვალიერდა და დაილუქა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დათვალიერების ოქმი (ს.ფ 22-27)
3.1.4. 2018 წლის 24 ნოემბერს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--- განყოფილების მიერ გაცემული წერილის თანახმად, დაგირავებული ნივთები 2017 წლის 30 მაისს შესანახად ჩაბარდა შპს მ------------------------ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვ---------------–----------------–--- განყოფილების წერილი (ს.ფ 57)
3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და ჯამში სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 7350 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 28)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს მ------------------------’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 361-ე, მე-400, 623-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ დაარღვია სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და ჯამში სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 7350 აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
წინამდებარე ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ხელშეკრულების დანართში - „შეფ---------------ში“ აღწერილი ნივთებით. (გირავნობის საგანი), რომლებსაც კლიენტი მფლობელობაში გადასცემს და აძლევს მას უფლებას, ისარგებლოს აღნიშნული ნივთების დაგირავების უფლებით.
სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის და სასამართლოს მოსაზრებით ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით დაგირავებული ძვირფასი (ოქროს) ნივთების რეალიზაციის მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული სალომბარდე სესხის ხელშეკრულებ(ებ)ის 2.3 პუნქტს, რომლის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი სესხის და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.
სახელშეკრულებო პირობის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ასევე დასაბუთებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებლის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილშიც.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 540 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს მის-----------------------’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. დაეკისროს ლა–------------ას შპს მი----------------------------–--------------------ი’’-ს სასარგებლოდ 2015 წლის 12 აგვიატოს N9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 3000 აშშ დოლარი და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, დარჩენილი ნაშთი გადახდევინებულ იქნას მოპასუხის სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
1.2. დაეკისროს ლა–------------ას შპს მი----------------------------–--------------------ი’’-ს სასარგებლოდ 2015 წლის 12 აგვიატოს N9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 1350 აშშ დოლარი და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, დარჩენილი ნაშთი გადახდევინებულ იქნას მოპასუხის სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
1.3. დაეკისროს ლა–------------ას შპს მი----------------------------–--------------------ი’’-ს სასარგებლოდ 2015 წლის 12 აგვიატოს N9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 3000 აშშ დოლარი და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, დარჩენილი ნაშთი გადახდევინებულ იქნას მოპასუხის სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
2. ლა–------------ას შპს მი----------------------------–--------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 540 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი