განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119002855645
N1/50-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
25 მარტი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - მ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატები: ლ--–----------–---–ი და მ--------------–---–ი
ბრალდებული: შ----- უ-------–---–ი
მამის სახელი: ვ-–-
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი შ--–--ა
მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი შ--–--ა
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 17 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თელავში, ა-–----ის გამზირზე N28ა-ში მდებარე დედის და დის საცხოვრებელ, ნაქირავებ ბინაში სტუმრად მისულმა შ----- უ-------–---–მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დის - შ------- უ-------–---–ის მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობა. კერძოდ, შ----- უ-------–---–ი იყო ძალიან აგრესიული, გაღიზიანებული, შ------- უ-------–---–ს დაუწყო ყვირილი და ცემა, რა დროსაც თავის და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმებით ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ამავე დღეს, ყელზე მოუჭირა ხელი და ანჯღრევდა. შედეგად, შ------- უ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
2. ასევე, 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2018 წლის 19 ნოემბრამდე დროის პერიოდში, შ----- უ-------–---–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დას - შ------- უ-------–---–ს სისტემატურად აგინებდაა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი ამგვარი ქმედებები განპირობებული იყო გენდერული სტერეოტიპის გავლენით, რადგან შ----- უ-------–---–ის მოსაზრებით შ------- უ-------–---–ს, როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის და გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ამავე დროს, შ------- უ-------–---–ი ძმის დაუკითხავად სახლიდან არ უნდა გასულიყო და მისი ნებისმიერი ნაბიჯი შ----- უ-------–---–თან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ზემოთაღნიშნული ქმედებებით დაზარალებული განიცნიდა ტანჯვას.
3. 2019 წლის 17 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თელავში, ა-–----ის გამზირზე N28ა-ში მდებარე დედის და დის საცხოვრებელ, ნაქირავებ ბინაში, შ----- უ-------–---–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა თავისი დის - შ------- უ-------–---–ის მიმართ. კერძოდ, დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. ბრალდებულმა შ----- უ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
5. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ შ------- უ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების თ------ წ----–-–---–ის, ზ----------ის, ა-------------–---–ის, ნ-----–- ვ-------–---–ის, ა---–-- ი-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სამედიცინო ეპქტერიზის დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
6. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ----- უ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
7. შ----- უ-------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. სასამართლოს ბრალდებულ შ----- უ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ამიაჩნია, რომ აღიარებს დანაშაულს.
9. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
11. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ შ----- უ-------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
12. შ----- უ-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
13. შ----- უ-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ----- უ-------–---–ს დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
15. შ----- უ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
16. შ----- უ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
17. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
18. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური