განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/13–2019) 090100119002869846
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - პ---------------
ადვოკატის - მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ პ--------------- მიმართ
მამის სახელი: მ---------
დაბადებული: 2--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: უ-----–--ი;
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი;
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ამბროლაური, ქუჩა/მასივი–წ---–-------------–-----------------;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ამბროლაური, ქუჩა/მასივი–წ---–-------------–-----------------;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 111– 187 მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.პ---------------, წლების განმავლობაში, მათ შორის 2017 წლის 30 ივლისს, 2018 წლის სექტემბერში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), 2019 წლის 10 იანვარს და 2019 წლის 11 იანვარს, ქ. ამბროლაურში, წ---–-----------------–-, სისტემატური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ--------------–---–ს, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
2.2019 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. ამბროლაურში წ---–-----------------–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ---------------, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში ხელის ორჯერ დარტყმით, სცემა მეუღლე თ--------------–---–ი, რომელმაც აღნიშნულით განიცდა ფიზიკური ტკივილი.
3.2017 წლის 30 ივლისს, ზუსტი დრო დაუდგენელია, დაბადების დღის მისალოცი ხშირი სატელეფონო ზარებისა და მიმოწერისათვის განაწყენებულმა პ---------------, საწოლის თავზე დარტყმით, განზრახ დააზიანა მეუღლის, თ-----------------–ის კუთვნილი ,----------------- მოდელის მობილური ტელეფონი, რამაც 875 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 6 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.260–264)
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.პ--------------- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლისაგან 2019 წლის 12 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ პ--------------- მიერ, თ--------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის გამო მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.(ს.ფ.50–56).
6.დაზარალებულ თ--------------–---–ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება პ-------------ესთან. თანაცხოვრების მანძილზე შეეძინათ ორი შვილი: დ-------ე და მ-------. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებით დედამთილთან და მეუღლესთან დაეძაბა ურთიერთობა. დედამთილი მოითხოვდა ხელფასი მთლიანად მისთვის ჩაებარებინა. 10 იანვარს ოჯახში მივიდა გაზის გადახდის ქვითრი 60 ლარის ოდენობით. დედამთილმა მოითხოვა, რომ გადაეხადა, რადგან გაზს ის მოიხმარდა. აუხსნა, რომ საშუალება არ ჰქონდა, რის გამოც მეუღლემ და მისმა დედამ დაუწყეს ლანძღვა. მეუღლე უშვერი სიტყვებით აგინებდა ახლობლების, მათ შორის გარდაცვლილი დედის მისამართთ. 11 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში, დედამთილთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა სახლში და აკეთებდა საოჯახო საქმეს. პ-------------ე ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა. უსაყვედურა, ბავშვი რატომ უყურებდა ტელევიზორს. ვინაიდან აგრესიას გამოხატავდა, რაშიც დედამთილიც ჩაერთო, სცადა განრიდება, რა დროსაც პ-----ამ ხელი ორჯერ გაარტყა სახის არეში, რის გამოც ბავშვები ატირდნენ.
პ---------------აგან ასეთ ქმდებებს სისტემატური ხასიათი აქვს. მათ შორის 2017 წლის 30 ივლისს, 2018 წლის სექტემბერში, 2019 წლის 10 იანვარს და 2019 წლის 11 იანვარს, ქ. ამბროლაურში, წ---–-----------------–-, სისტემატური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იტანჯებოდა.
მანვე, დაბადების დღის მისალოცი ხშირი სატელეფონო ზარებისა და მიმოწერისათვის განაწყენებულმა, საწოლის თავზე დარტყმით, დაუზიანა ,----------------- მოდელის 875 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი. (მოწმის და დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმები, ს.ფ.3–5, 71–73,).
7.მოწმის სახით დაკითხული თ----------------ე (დაზარალებულის და ბრალდებულის მეზობელი) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებით ადასტურებს, რომ პ---------------, ე-–---- კ------სა და თ--------------–---–ის ოჯახთან აქვს ახლო ურთიერთობა. თ-----ს პ---------ან და ე-–-------ან აქვს დაძაბული ურთიერთობა. მეუღლე და დედამთილი ხშირად ეჩხუბებიან თ-----ს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. 2018 წლის 30 ივლისს, თ-----ის დაბადების დღეზე შემოესმა ხმაური და ჩხუბი. გადავიდა მათთან და დაინახა რომ პ-----ა და ე-–---- ეჩხუბებოდნენ თ-----ს. ამ დროს ოთახში ბავშვებიც იმყოფებოდნენ. პ-----ამ ხელი მოჰკიდა სკამს და დაახეთქა იატაკზე. ვინაიდან პ-----ას და თ-----ის შვილი დ-------ე იდგა სკამთან ახლოს, შეეშინდა არ მოხვედროდა და მისკენ გასწია. თ--------------–---–ს პ---------------ა და ე-–---- კ----------ვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია, არც მოუსმენია ასეთის შესახებ (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 76–78);
8.2019 წლის 25 თებერვლის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ პ---------------, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2017 წლის 30 ივლისს, ამავე კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული –2017 წლის 30 ივლისს, 2018 წლის სექტემბერში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), 2019 წლის 10 იანვარს და 2019 წლის 11 იანვარს, ამავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – 2019 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.240 – 243);
9.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–---------------------ოვნული ბიუროს 2019 წლის 17 იანვრის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე თ--------------–---–ს, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით.
დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ.104–107).
10. წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული არასრულწლოვანი დაზარალებულის მ-------------ის, ადვოკატისა და ფსიქოლოგის უშუალო მონაწილეობით გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ არასრულწლოვანი, მიღებული სტრესის გამო იყო ჩაკეტილი, დარცხვენილი და მასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა (ს.ფ. 128);
11. პ--------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 12 იანვრისა და 6 თებერვლის მოწმე ე-–---- კ------ს გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 25 იანვრის მოწმე ლ-------------–ის გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 25 იანვრის მოწმე ბ--------------ის გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 27 იანვრის მოწმე ნ------------ს გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 27 იანვრის მოწმე ა-----------–----ს გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 12 იანვრის, 13 იანვრის, 8 თებერვლის და 25 თებერვლის ბრალდებულ პ--------------- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 11 იანვრის პ--------------- ალკოტესტით შემოწმების ოქმით, თანდართული ამონაწერით; 2019 წლის 11 იანვრის პ--------------- დაკავების ოქმით; 2019 წლის 12 იანვრის დაზარალებულ თ--------------–---–ისათვის უფლებების განმარტების ოქმით, 2019 წლის 13 იანვრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2019 წლის 18 იანვრის ოქმით არასრულწლოვანი დაზარალებულის დ-------ე კ------ს საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 18 იანვრის ოქმით არასრულწლოვანი დაზარალებულის მ-------------ის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 24 იანვრის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანი პ--------------- პასუხისმგებლობის შესახებ; 2019 წლის 15 თებერვლის ოქმით, დაზარალებულ თ--------------–---–თან გასაუბრების შესახებ; 2019 წლის 15 თებერვლის მობილური ტელეფონის ყუთისა და დოკუმენტაციის ამოღების ოქმით, თანდართული ამოღების ამსახველი ფოტოცხრილით და ამოღებული დოკუმენტაციის ქსეროასლებით; 2019 წლის 12 იანვრის დადგენილებით თ--------------–---–ისათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 12 იანვრის დადგენილებით ე-–---- კ----------ვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 25 იანვრის დადგენილებით დაზარალებულ თ--------------–---–ისათვის ამბულატორიული სასამართლო – ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; თ--------------–---–ის ამბულატორიული სასამართლო – ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; საქმეზე დართული საგნებით და ნივთებით: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, მობილური ტელეფონის ყუთი, შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე, მობილური ტელეფონის დოკუმენტაცია; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 12 იანვრის ცნობებით პ--------------- ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2019 წლის 24 იანვრის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან პ--------------- შესახებ; 2019 წლის 9 იანვრის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პ--------------- შესახებ; 2019 წლის 11 იანვრის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; არასრულწლოვანი დ-------ე კ------ს დაბადების მოწმობის ასლით; არასრულწლოვანი მ-------------ის დაბადების მოწმობის ასლით; პ---------------ა და თ--------------–---–ის ქორწინების მოწმობის ასლით; 2019 წლის 11 იანვრის ფორმა N1–თ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 2019 წლის 12 იანვრის დადგენილებით თ--------------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 13 იანვრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2019 წლის 15 იანვრის შეტყობინებით პ--------------- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლების შესახებ; 2019 წლის 18 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვანი დ-------ე კ----------ვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 18 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვან დ-------ე კ------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 18 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვანი მ-----მ კ----------ვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 18 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვან მ-----მ კ------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 24 იანვრის ცნობით სასჯელაღსრულების დეპარტემენტიდან პ--------------- გათავისუფლების შესახებ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით პ--------------- აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ; 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გირაოს სანაცვლოდ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; 2019 წლის 31 იანვრის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით ქონების რეგისტრაციის შესახებ; 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების ჩატარების შესახებ, 2019 წლის 15 თებერვლის შუამდგომლობით ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 21 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ და საქმეზე დართული სხვა პრეიუდიციული მტკიცებულებებით.
12.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა პ--------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
14.სასამართლოს მიაჩნია, რომ პ--------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია– დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187– ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
15.პ--------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, მის მიერ დანაშაულის ნასვამ მდგომარეპბაში ჩადენა.
16. პ--------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დასაქმებული, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ პ-------------ეს ჩადენილი დანაშაულისათვის საბოლოოდ უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე- თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პ--------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე მძიმე ფორმა - თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ პ-------------ე, 12 დღე – ღამის განმავლობაში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებაში, რამაც შეასრულა გარკვეული პრევენციული მისია მისი რესოციალიზაციის პროცესის საწყის ეტაპზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით პ--------------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული პ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111–187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 1 000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ პ-------------ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
2.მსჯავრდებულ პ-------------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 11 იანვარის 22 საათისა და 45 წუთიდან, 2019 წლის 23 იანვარის ჩათვლით.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ პ--------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ პ--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ პ--------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად პ---------------(პ/ნ 0----------)სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფელი ზ-----, ნაკვეთი – 0--- დაზუსტებული ფართობი 1------ კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი – N------------- რომელიც აუდიტორული დასკვნით შეფასებულია 5 500 ლარად.
5.განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში დაცული :
*შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
*მობილური ტელეფონის ყუთი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს
*საქმეზე დართული შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე, მობილური ტელეფონის დოკუმენტაცია დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი