გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
330210017001850842
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/7----17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე- ნო-------------ე

მოპასუხე- ვა---–----------------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვა---– კვ------–---–ს ნო-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 3245 ლარი.

 

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისი, სა---------------ჩა 4------------–- მეშ----- სართულზე, ხოლო მოპასუხე ამავე მისამართზე მდებარე #-----------–- მერ-- სართულზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის აგვისტოს თვიდან სექტემბრის 10 რიცხვის ჩათვლით ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ქალაქგარეთ. 2016 წლის 11 სექტემბერს სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ დასველებული იყო სამზარეულოს ჭერი, სამზარეულოს კარადის ზედაპირი და კარები. სამზარეულოს იატაკზე იყო დიდი რაოდენობის წყალი. წყლის ჩამოდინებით ასევე დასველდა სამზარეულოს მომიჯნავე ოთახის ჭერი და კედელი. ბინის დაზიანება გამოწვეული იყო მოპასუხის სამზარეულოს წყლის სისტემის დაზიანების გამო.

 

მოსარჩელემ გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც შეადგინა რეაგირების ოქმი. მომხდარიდან რამოდენიმე დღეში მოპასუხემ უარყო მისი ბინიდან წყლის ჩამოდინების ფაქტი.

 

სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2016 წლის 12 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის ბინაში წყლის ჩამოდინებით გამოწვეული დაზიანების აღსადგენად საჭირო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1350.89 ლარს.

 

ვინაიდან მოპასუხესთან წლების განმავლობაში არსებობდა კარგი მეზობლური დამოკიდებულება მოსარჩელემ გადაწყვიტა თავისი ძალებით აღედგინა საცხოვრებელ ბინაში დაზიანებული ადგილები. თუმცა, 2017 წლის იანვრის თვიდან მცირე ოდენობით კვლავ დაიწყო მოსარჩელის სამზარეულოს ჭერის დასველება, რაც ეცნობა მოპასუხეს, მაგრამ მან კვლავ უარყო მისი მხრიდან წყლის ჩამოდინების ფაქტი. მოსარჩელეს განუმარტა, რომ მოიყვანდა ხელოსანს და გაარკვევდა ბინის კედლების დაზიანების მიზეზს, თუმცა უშედეგოდ.

 

მოსარჩელე იძულებული გახდა 2017 წლის 6 და 12 თებერვალს კვლავ გამოეძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სადაც შედგენილი იქნა სათანადო რეაგირების ოქმები, თუმცა არც აღნიშნულმა გამოიღო შედეგი.

 

ნო-------------ემ დახმარებისთვის მიმართა ქ. თბილისის საპატრულო დეპარტამენტის დ---------------------- სამმართველოს მე-2 განყოფილებას, რის შემდგომაც მოპასუხემ რამოდენიმე დღეში მიიყვანა სან---------სი ვი----------------ი და მასთან თანმხლები ერთი პიროვნება. მათ დაათვალიერეს, როგორც მოსარჩელის ასევე მოპასუხის ბინები.

 

ვი----------------მა მოსარჩელესთან საუბარში აღნიშნა, რომ დაზიანებული იყო მოპასუხის სამზარეულოში წყლის გასასვლელი მილის შეერთების ადგილი, რომელიც შეკეთდა. აღნიშნულის მიუხედავად წყლის ჩამოდინება კვლავ გაგრძელდა მცირე რაოდენობით.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი ხელოსნებთან ერთად იმყოფებოდა მოპასუხის სამზარეულოში, რა დროსაც იატაკზე მიკრული კაფელის „ღრიჭოში“ შეინიშნებოდა სისველე, რის შემდგომაც დადგინდა, რომ სამზარეულოს კედელში ჩამონტაჟებული წყლის ვინტილი იყო დაზიანებული და სწორედ აქედან ხდებოდა მისი გაჟონვა. რომლის შეკეთების შემდგომ წყლის ჩამოდინებას ადგილი არ ჰქონია.

 

სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2017 წლის 2-------ის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მოსარჩელის ბინაში წყლის ჩამოდინებით გამოწვეული დაზიანების აღსადგენად საჭირო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1492.82 ლარს. ვინაიდან მოპასუხე უარს აცხადებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვა---– კვ------–---–ი წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმატებით სარჩელს არ ცნობს. მეტიც ის სადავოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი ექ-------იზის დასკვნებს, მასში დასახელებული ზიანის ოდენობას და მიაჩნია, რომ იგი არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხიმგებელ პირს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარეები არიან მეზობლები. მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისი, სა---------------ჩა 4------------–- მეშ----- სართულზე, ხოლო მოპასუხე ამავე მისამართზე მდებარე #-----------–- მერ-- სართულზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 34-35)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 11 სექტემბერს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დ-------- მესამე ოცეულის ეკიპაჟის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმიდან ირკვევა, რომ ვა---– კვ------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან წყლის ჩამოდინების შედეგად დაზიანდა ნო-------------ის ბინაში არსებული საძინებლის და სამზარეულოს ჭერი, სამზარეულოს კარადები. ბინაში იატაკზე შეიმჩნეოდა წყალიც.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- რეაგირების ოქმი (ს.ფ 20-21)

 

3.2.2. 2017 წლის 6 თებერვალს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დ-------- მესამე ოცეულის ეკიპაჟის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმიდან დგინდება, 2016 წლის სექტემბრის თვეში მერ-- სართულზე მცხოვრები ვა---– კვ-----–---–ის ბინიდან წყლის ჩამოჟონვის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ბინაში სამზარეულოს ჭერი, კარადები, საძინებლის ჭერი და კედლები, რაც აღდგენილი იქნა ნო-------------ის ძალებით. მიმდინარე წლის 20 იანვარს აღნიშნული ფაქტი კვლავ განმეორდა და მას შემდგომ უწყვეტ რეჟიმში ხდება წყლის ჩამოდინება.

 

საპატრულო პოლიციამ ბინაზე გამოცხადებისას დაადასტურა მცირე რაოდენობით წყლის ჩამოდინების ფაქტი სამზარეულოს და საძინებლის კედელზე და ასევე ჭერზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- რეაგირების ოქმი (ს.ფ 31-32)

 

3.2.3. 2017 წლის 12 თებერვალს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დ-------- მეორე ოცეულის შედგენილი რეაგირების ოქმიდან დგინდება, რომ მოსარჩელის ბინაში, მოპასუხის ბინიდან წყლის ჩამოდინების ფაქტს ადგილი აქვს 15 დღეა.

 

საპატრულო პოლიციის განმარტებით ადგილზე გამოცხადებისას როგორც საძინებელში ასევე სამზარეულოში ჩამოდიოდა წყალი. კერძოდ, საძინებელში დასველებული იყო კედელი დაახლოებით სამ კვადრატამდე. ასევე დასველებულია ჭერი. ვა---– კვ-----–---–მა საპარტულო პოლიციას განუმარტა, რომ მისი ბინიდან წყალი არ ჩადის მოსარჩელესთან. აღნიშნული ფაქტის გარკვევის კომპეტენცია კი გააჩნია ექ-------ს და შესაბამის ხელოსანს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- რეაგირების ოქმი (ს.ფ 33)

 

3.2.4. წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება წყლის გამოდინების შედეგად მოსარჩელის უძრავ ნივთზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

მოპასუხეს მტკიცებით იგი არ წარმოადგენს მოსარჩელის ბინის დაზიანების შედეგად წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

 

ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------- სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2017 წლის 17 თებერვალს შედგა ზეპირსიტყვიერი გასაუბრების ოქმი. მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ სადავო ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხული იქნა სან---------სი ვი----------------ი. მისი განმარტებით, 2017 წლის თებერვლის თვეში იმყოფებოდა ქ. თბილისში, სა---------------ჩაზე მდებარე კორპუსში, რომლის მერ-- სართულზე მდებარე ბინაში შეაკეთა წყალგაყვანილობა. ბინაში დაზიანებული იყო სამზარეულოში კანალიზაციის გადაბმის ადგილი. კერძოდ თუჯის და პლასტმასის მილი. აღმოჩნდა, რომ მილზე დასამაგრებლად დატანილი წებო ე.წ „გერმეტიკი“ იყო მოშვებული და ხდებოდა წყლის გაჟონვა. ვი----------------ის განმარტებით დაზიანებული ადგილი შეაკეთა და აღადგინა მისი ჰერმეტულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექ-------თა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზიანის

ანაზღაურების მოთხოვნისას, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი

და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და

დამდგარ ზიანს შორს ) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.

 

ექ-------ის დასკვნაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება და წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ განხორციელებულ შეფასებას.

 

მოპასუხის მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით, 2017 წლის 22 დეკემბერს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------- მიერ გაცემული იქნა დასკვნა.

 

ირკვევა, რომ ექ-------ის მიერ 2017 წლის 21 ნოემბერს დათვალიერებული იქნა ბინა #---ის თავზე განლაგებული ვა---– კვ------–---–ის ბინა, რა დროსაც სამზარეულოს ღიად გამავალ მილსადენზე და კვანძზე არ შეინიშნებოდა რაიმე სახის დაზიანების და სისველის კვალი. ბინაში ასევე მოხდა სამზარეულოს დ საძინებლის ოთახების ვიზუალური დათვალიერება, რა დროსაც მისი კედლების და ჭერის მოპირკეთებულ ზედაპირზე არ შეინიშნებოდა რაიმე სახის სისველის კვალი და ზიანებები. სა---------------ჩა #4- კორპ. ბინა #---ში წყლის ჩადინება და ზემოქმედება თეორიულად შესაძლებელია მომხდარიყო აღნიშნული ბინის თავზე განთავსებული ბინის დაუზიანებლად და გვერდის ავლით შენობის კონსტრუქციაში სიცარიელეების არსებობის შემთხვევაში.

 

წყალსადენი ქსელი წარმოადგენს მილგაყვანილობას, სადაც წყალი მოძრაობს წნევით, ასევე მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინაში პრაქტიკულად საკანალიზაციო დრაგიც მუდმივმოქმედია, შესაბამისად შეუძლებელია დაზიანებული სისტემიდან მისი შეკეთების გარეშე 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე შემწყდარიყო წყლის დენა და 2017 წლის თებერვალში კვლავ განახლებულიყო.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დასკვნის შემდგენი ექ-------ი ოქ---------------ძე, რომელმაც დასმულ შეკითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა, რომ წყალის ჩადინება მომხდარიყო სხვა ბინიდან მოპასუხის ბინის გვერდის ავლით განმარტა, რომ იგი შეიძლება დავუშვათ მხოლოდ თეორიულ დონაზე, რაც არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ნულ პროცენტს უტოლდება. პირობითად, შეუძლებელია წყლის გამოდინება ხდებოდეს მეა--- სართულიდან მეშ----- სართულზე, ისე რომ მერ-- და მეც---- სართული არ დაზიანდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ექ-------ის განმარტების, სან---------ს ვი----------------ის განმარტების და საქმეზე გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონება დაზიანდა მოპასუხის ბინიდან წყლის ჩადინების შედეგად. საგულისხმოა, რომ დადგენილი გარემოების საწინააღმდეგო დასაბუთებული ფაქტები და მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ ნო-------------ემ დაადასტურა მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რაც გააბათილებდა ასეთი ფაქტის არ არსებობას. წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნა (ს.ფ 174-179)

- ზეპირი გასაუბრების ოქმი(ს.ფ 280-281)

- ექ-------ის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.5. ნო-------------ის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 1492.82 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

2016 წლის 12 დეკემბერს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- #0-------- დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს ექ-------ის მიერ ადგილზე შესწავლილი იქნა გამოსაკვლევი ობიექტი, რა დროსაც გამოირკვა, რომ ქ. თბილისში, სა---------------ჩა #4--ში, ბინა #---ში წყლის ჩამოდინების შედეგად დაზიანებულია სამზარეულოს და ერთი საძინებლის თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთებული და შეღებილი ჭერი და საძინებლის შპალერით მოპირკეთებული კედლები. ექ-------მა ბინაში მოახდინა შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარება.

 

დასკვნის მიხედვით, ჭერები და კედლები დაზიანებულია წყლის ზემოქმედებით, რომელთა აღმოსაფხვრელად საჭიროა სამზარეულოში და საძინებელში დაზიანებული ჭერების დამუშავება და ახლიდან შეღებვა, საძინებელში დაზიანებული შპალერის მოხსნა და ახლის მოწყობა. ექ-------ის მიერ მოხდა დაზიანებული კედლების აღსადგენად საჭირო სამუშაოების მოცულობების გაანაგარიშება და მისი განფასება სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად.

 

დადგინდა, რომ ქ. თბილისში, სა---------ის ქ #4--ში, ბინა #---ში წყლის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ჭერების და კედლების აღსადგენად საჭირო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნათა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს 1350.89 ლარს.

 

ამასთან, საქმეში მოთავსებულია სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2017 წლის 2-------ის დასკვნა რომლის მიხედვით, 2016 წლის 30 ნოემბერს ექ-------ის მიერ ადგილზე შესწავლილი იქნა გამოსაკვლევი ობიექტი რა დროსაც გამოირკვა, რომ ქ. თბილისში, სა---------------ჩა #4--ში, ბინა #---ში წყლის ჩამოდინების შედეგად დაზიანებულია სამზარეულოს და ერთი საძინებლის თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთებული და შეღებილი ჭერი, საძინებელში ნაწილობრივ დაზიანებულია გაჯით შელესილი კედელი და საძინებლის შპალერით მოპირკეთებული კედლები. ექ-------მა ფართში მოახდინა შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარება. ჭერები და კედლები დაზიანებულია წყლის ზემოქმედებით, რომელთა აღმოსაფხვრელად საჭიროა სამზარეულოში და საძინებელში დაზიანებული ჭერების დამუშავება და ახლიდან შეღებვა, საძინებელში დაზიანებულ ადგილში გაჯის ნალესის მოხსნა და ახლიდან შელესვა, საძინებელში დაზიანებული შპალერის მოხსნა და ახლის მოწყობა. ექ-------ის მიერ მოხდა დაზიანებული კედლების აღსადგენად საჭირო სამუშაოების მოცულობების გაანაგარიშება და მისი განფასება სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად.

 

საბოლოოდ დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, სა---------ის ქ #4--ში, ბინა #---ში წყლის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ჭერების და კედლების აღსადგენად საჭირო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნათა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს 1492.82 ლარს. ირკვევა, რომ ზემოთ ხსენებული ორივე დასკვნა შედგენილია ექ------- ზ--------------–---–-- მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე ექ-------ის სახით დაკითხული იქნა აღნიშნული პიროვნება. კითხვაზე - ადგილზე დათვალიერების შედეგად დგინდებოდა თუ არა ცალსახად, რომ ორივე შემთხვევაში სახეზე იყო სხვადასხვა დაზიანებები განმარტა, რომ - ორივე შემთხვევაში წყლის გამოდინება მოხდა ერთიდაიგივე ადგილას სამზარეულოს კედელზე და მის მოპირდაპირე მხარეს საძინებლის ჭერზე და კედელზე. თუმცა არ დაადასტურა, რომ დასკვნების მომზადების შუალედში დაზიანებული ადგილები გარემონტდა და ხელმეორედ მოხდა წყლის ჩამოდინება.

 

ექ-------მა ბინაზე მეორედ გამოცხადების დროს კედლებზე სისველე ვერ გაიხსენა, თუმცა დადასტურებით აღნიშნა, რომ დაზიანებები გამოწვეული იყო წყლის ზემოქმედების შედეგად.

 

2016 წლის 12 დეკემბრის დასკვნაში არსებული ფოტოილუსტრაციებით დგინდება, რომ შპალერი კედელზე იყო, თუმცა მეორე დასკვნაში ჩანს, რომ ნაწილზე მოხსნილია და კედლები შელესილია გაჯით. დაზიანების მოცულობები არ შეცვლილა და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ფართებზე შეიმჩნეოდა.

 

ექ-------ის ჩვენებით, დასკვნებს შორის ფასის სხვაობა გამოწვეულია გაჯით შელესვის შედეგად გახარჯული თანხიდან გამომდინარე, რომელიც პირ--ლი დასკვნის შედგენის დროს თვალსაჩინო არ იყო.

 

ექ-------მა დამატებით განმარტა, რომ ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში მიღებული პრაქტიკის და ნორმების და წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით ზიანის ოდენობის დადგენის დროს ითვლება მთლიანი ფართის გარემონტებისთვის საჭირო თანხა. ვინაიდან, ერთიან ფართზე მხოლოდ დაზიანებული ზედაპირის შეცვლით ვერ მოხდება მთლიანი იერსახის დადგენა.

 

მაშასადამე, სახეზეა, ორი დასკვნა, სადაც მიყენებული ზიანის (თანხობრივი) ოდენობა მცირე ოდენობით, თუმცა მაინც განსხვავებულია. სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე დასკვნების, ექ-------ის ჩვენების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად გაზიარებული უნდა იქნეს 2017 წლის 2-------ის ექ-------იზის დასკვნაში დასახელებული ზიანის ოდენობა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა პირ--ლი დაზიანების შემდგომ მეორე დაზიანებამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი. დადგენილია, რომ ორივე შემთხვევაში დაზიანების ადგილები და ზიანის ოდენობა თითქმის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ კედლების გაჯით შელესვისთვის გაწეულ ხარჯშია.

 

ამდენად, ზარალის ოდენობასთან მიმართებაში სასამართლო არ იზიარებს 2016 წლის 12 დეკემბრის სსიპ ”ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------” საინჟინრო-ექ-------იზის დასკვნას და მიზანშეწონილად მიაჩნია დაეყრდნოს ამავე საექ-------ო დაწესებულების მიერ 2017 წლის 2-------ს გაცემულ დასკვნას, სადაც წყლის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ჭერების და კედლების აღსადგენად საჭირო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნათა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს 1492.82 ლარს.

 

მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს ორივე დასკვნას და განმარტავს, რომ მეორე შემთხვევაში ექ-------ი საერთოდ არ გამოცხადებულა მოსარჩელის ბინის შესამოწმებლად, ვინაიდან ორივე დასკვნა ერთმანეთის იდენტურია. მეტიც მას ორივე შეთხვევაში ადგილზე დათვალიერების დროდ დასახელებული აქვს ერთიდაიგივე თარიღი 2016 წლის 30 ნოემბერი, რაც წარმოდგენილ დასკვნებს კიდევ უფრო საეჭვოს ხდის. სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, ექ-------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ადგილი აქვს ტექნიკურ ხარ--ზს, ვინაიდან მეორე შემთხვევაში მოსარჩელის ბინაში ვიზიტი განახორციელა 2017 წლის 28 თებერვალს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნები (ს.ფ 22-30; 36-43)

- ექ-------ის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნო-------------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე, მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირ--ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშვება.

 

დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის დადასტურებისას, კერძოდ: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; დამდგარი ზიანი; მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნო-------------ის უძრავი ქონება ფიზიკურად დაზიანდა მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან წყლის ჩამოდინების შედეგად, ხოლო აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა სასამართლოს მიერ გაზიარებული ექ-------იზის დასკვნის შესაბამისად განსაზღვრულია 1492.82 ლარით.

 

საყურადღებოა, რომ მოპასუხეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია და სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა ზიანის არსებობის ფაქტობრივი გარემოება. ასევე დადასტურებულია მოპასუხის მართლსაწინაამდეგო, ბრალეული ქმედების არსებობაც, რაც მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.

 

სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის პრეტენზიას დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ მიზეზობრივი კავშირი ნიშნავს ადამიანის ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებულ მოვლენათა შორის ისეთ ობიექტურ კავშირს, როდესაც ერთ მოვლენას (შედეგს) იწვევს მეორე (მიზეზი) დროის მიხედვით, მოქმედება წინ უნდა უსწრებდეს მავნე შედეგს. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად, ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემებებისა და მათი მატერიალურ- სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, ნო-------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისროს 1492.82 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირ--ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 46.03 ლარი. ასევე 2017 წლის 2-------ის ექ-------იზის დასკვნის მომზადებისათვის 201 ლარის ანაზღაურება;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნო-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ვა---– კვ------–---–ს ნო-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 1492.82 ლარი;

 

3. ნო-------------ის სარჩელი მოპასუხისთვის 1350.89 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ვა---– კვ------–---–ს ნო-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 46.03 ლარის ანაზღაურება;

 

5. ვა---– კვ------–---–ს ნო-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ექ-------იზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის - 201 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურ--ლი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი