გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411310018002703446; 411310019002816846
საქმე № 3/35-18; 3/5-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი: ლ--–- მ-----–-–---–-
მოპასუხეები: მ--- შ-------–---–ი, ო-–-- კ--------ი
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ--- შ-------–---–ისათვის ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 100 (ასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის თანახმად, მ--- შ-------–---–ის (პირ. № 2----------) ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 3 წევრზე.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ მ--- შ-------–---–ის ოჯახის წევრს - ბ--- მ-------–--ეს (პირ. № 2----------) დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2018 წლის მაისის თვეში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 100 (ასი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
1.2. ო-–-- კ--------ისათვის ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის – 10 (ათი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
ო-–-- კ--------ის (პირ. № 2----------) ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 1 წევრზე.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ ო-–-- კ--------ის ოჯახის წევრს - ვ------- კ--------ს (პირ. № 2----------) დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2018 წლის ივლისის თვეში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 10 (ათი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ, რის გამოც მათი პოზიცია უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მ--- შ-------–---–ის ოჯახს 2016 წლის 18 ნოემბრიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 3 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 60980-ს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე მ--- შ-------–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.3 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მ--- შ-------–---–ის ოჯახის წევრს - ბ--- მ-------–--ეს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი.
მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 5 ივნისის N 04/32757 და 2018 წლის 30 ივლისის N 04-13-04/1886 წერილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია;
3.2.4. მ--- შ-------–---–ის ოჯახის მიერ 2018 წლის მაისის თვეში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 100 (ასი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
3.2.5. ო-–-- კ--------ის ოჯახს 2017 წლის 30 მაისიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 1 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 93590-ს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.6. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე ო-–-- კ--------მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.7. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ო-–-- კ--------ის ოჯახის წევრს - ვ------- კ--------ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი.
მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 9 აგვისტოს N 04/44438 და 2018 წლის 7 ნოემბრის N 04-13-04/2713 წერილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია;
3.2.8. ო-–-- კ--------ის ოჯახის მიერ 2018 წლის ივლისის თვეში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 10 (ათი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მოსარჩელე მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოპასუხეებმა მიიღეს საარსებო შემწეობის თანხა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N 145-ე დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი"; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.
,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე, ხოლო იმავე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტისა (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედ.) და მე-4 ნაწილის მიხედვით, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება დამატებით 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
დადგენილია, რომ მ--- შ-------–---–ის ოჯახს 2016 წლის18 ნოემბრიდან 3 წევრზე, მათ შორის 1 არასრულწლოვან წევრზე, სულ - ყოველთვიურად 100 ლარი.
იმავე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტისა (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედ.) და მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ო-–-- კ--------ის ოჯახს 2017 წლის 30 მაისიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 1 არასრულწლოვან წევრზე - ყოველთვიურად 10 ლარი.
მითითებული წესის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
დადგენილია, რომ მ--- შ-------–---–ის ოჯახის წევრი - ბ--- მ-------–--ე მუშაობდა შპს ,,მ-------–--"-ში და შპს ,,ბ----------–-------"-ში, რის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებია.
დადგენილია, ასევე რომ ო-–-- კ--------ის ოჯახის წევრი - ვ------- კ--------ი მუშაობდა შპს ,,თ-------------------ში", რის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებია.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება;
მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ამდენად, მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ, ეცნობებინათ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილებისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებებისა და გაუმჯობესების შესახებ.
მ--- შ-------–---–ის ოჯახისათვის ზედმეტად გამოყოფილი სოციალური დახმარება შეადგენს 100 (ასი) ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი და რომელიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
ო-–-- კ--------ის ოჯახისათვის ზედმეტად გამოყოფილი სოციალური დახმარება შეადგენს 10 (ათი) ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი და რომელიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღეს მოპასუხეებმა – მ--- შ-------–---–მა 100 (ასი) ლარი და ო-–-- კ--------მა 10 (ათი) ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინათ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებისათვის დახმარების გაცემის საფუძვლებში ცვლილებების შესახებ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების სარჩელი მ--- შ-------–---–ის და ო-–-- კ--------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მ--- შ-------–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის მაისში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;
3. ო-–-- კ--------ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის ივლისში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 10 (ათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი