განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3-2019
(038231218003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–-----–-–--ლი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–------------------------------–----------------–-----–----------------ში
ადვოკატი - ვ--–---------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ლ-–-----–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2--- წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ლ-–-----–-–--ლმა ხ-–------------------------------–----------------–-----–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, არასრულწლოვანი შვილის - ბ------------–-–---–ის თანდასწრებით, ჩაიდინა ძალადობა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ---------------ის მიმართ; ხელის სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ლ-–-----–-–--ლმა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N0-------- დასკვნა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ლ-–-----–-–--ლმა მეუღლის, ნ---------------ის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-–-----–-–--ლისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა პატიმრობიდან (2----------- მისი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია; დასაქმებულია და მატერიალურად ეხმარება ოჯახს, იგი უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომელია და მას სამმართველოს ხელმძღვანელობა ახასიათებს დადებითად; დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მომხდარ ფაქტამდე ლ-–-----–-–--ლს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია; საქმეს ერთვის დაზარალებულის წერილობითი პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ მას მეუღლის (ბრალდებულის) მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც წარმოადგენს, თავისი არსიდან გამომდინარე, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს. ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ლ-–-----–-–--ლის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 20 ივნისის დადგენილებით მას (ბრალდებულს) ადმინისტრაციული სახდელი დაედო.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ლ-–-----–-–--ლს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, უნდა ჩაითვალოს პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ასევე მოხდეს დაზარალებულისთვის მიყენებული ტკივილის კომპენსირებაც.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
ლ-–-----–-–--ლს გამოძიების ეტაპზევე დაუბრუნდა ის ნივთები, რომელთა ამოღებაც მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად მოხდა. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–-----–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2--- წლის 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად,ჩაითვალოს პირობითად 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ლ-–-----–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი