განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
130100118002593211
დავის ტიპი
126 1
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/159-2018

(038210817001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 სექტემბერი, 2018 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ-----------–ია

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ-------------ძე, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული ხ-–------------------------–----------–---ში, ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----–---–-------------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - საჯარო

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

მ-------------ძემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 20 აგვისტოს ხ-–----–---–-------------------ზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის დროს მ-------------ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----------ეს - რამდენჯერმე დაარტყა ხელი კეფისა და ზურგის არეში, რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მ-------------ძემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის აღიარება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N 0-------- დასკვნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ-------------ძემ ნ----------ის მიმართ ჩაიდინა ცემა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-------------ძისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; საქმეშია დაზარალებულის წერილობითი განცხადება, რომლის მიხედვითაც მას (დაზარალებულს) პრეტენზიები არა აქვს ბრალდებულთან და არ არის დაინტერესებული მისი დასჯით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მ-------------ძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ჩაეთვლება პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

მ-------------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი