გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
330210017002199455
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელი

27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე - თე-------------–---ი

წარმომადგენელი - იუ----–--------–ი

მოპასუხეები -გი-----------------ე, თე--------------------ე, მარ-------–----–---–ი, ირ-----------–---–ი

წარმომადგენელი- პა-----------ე

დავის საგანი- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გი-----------------ეს, თე--------------------ეს, მარ-------–----–---–ს და ირ-----------–---–ს თე-------------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე გი-----------------ეს თე-------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 2500 აშშ დოლარი.

 

სარჩელის მიხედვით, გი-----------------ეს და თე-------------–---ს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 15 000 აშშ დოლარი. შეთანხმებისამებრ მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა მოთხოვნისთანავე. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებმა თე--------------------ემ, მარ-------–----–---–მა და ირ-----------–---–მა სოლიდარულად აიღეს ვალდებულება გი-----------------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე.

 

2016 წლის 20 სექტემბერს თე-------------–---ს და გი-----------------ეს შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 2100 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 20 ოქტომბრამდე.

 

ამავე მხარეებს შორის 2016 წლის 1 ოქტომბერს შედგა ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს გადაეცა 400 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 4 ოქტომბრამდე.

 

მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მხარეები არ იმყოფებიან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობაში და არც თანხის (სესხის სახით) გაცემის და მიღების ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

 

მხარეებს შორის არსებობს ერთობლივი საქმიანობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის კონკრეტულ საგანს წარმოადგენს მწ----------–---ბა და შესაბამისი ფერმერული საქმიანობა. საქმიანობის ფარგლებში მხარეთა თანამონაწილეობა წარიმართა იმგვარად, რომ მოსარჩელის შენატანს წარმოადგენდა ფინანსური უზრუნველყოფა, ხოლო მოპასუხე გი-----------------ის - მენეჯმენტი და საქმიანობის სამეურნეო მხარის უზრუნველყოფა.

 

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მხარეთა შორის არსებული საქმიანი ურთიერთობა სხვა მასშტაბებშიც გადაიზარდა, თუმცა სარჩელის წარმოდგენით ეჭვგარეშე გამოიკვეთა, რომ მოსარჩელემ მოპასუხე მხარე შავი საქმეების მწარმოებლად გამოიყენა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 29 ივნისს შედგენილი ხელწერილის შინაარსის მიხედვით, გი-----------------ემ თე-------------–---ისგან სესხის სახით მიიღო 15 000 აშშ დოლარი, რომელსაც გამსესხებელს დაუბრუნებს პირველივე მოთხოვნისთანავე.

 

3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს მოპასუხეებმა თე--------------------ემ, მარ-------–----–---–მა და ირ-----------–---–მა სოლიდარულად აიღეს ვალდებულება გი-----------------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილები (ს.ფ 15-16)

 

3.1.3. 2016 წლის 29 ივნისს შედგენილი ხელწერილის მიხედვით, გი-----------------ემ თე-------------–---ისგან ისესხა 2100 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაეხადა 2016 წლის 20 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილი (ს.ფ 17)

 

3.1.4. 2016 წლის 1 ოქტომბრის ხელწერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ გი-----------------ემ თე-------------–---ისგან ისესხა 400 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 4 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილი (ს.ფ 18)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს.

კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოპასუხეები არ ეთანხმებიან სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელისგან თანხა მიღებული აქვთ სესხის სახით. მოპასუხე გი-----------------ემ არ უარყო თანხის მიღების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ იგი გამომდინარეობს ერთობლივი ფერმერული საქმიანობიდან. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დაადგინოს რა სამართალურთიერთობაში იმყოფებიან მხარეები.

 

მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ბე---------–----–---–ი და ნუ--------------ე.

 

მოწმე ბე---------–----–---–მა განმარტა, რომ გი-----------------ე არის მისი დი-–---–ი. თე-------------–---ს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ გი-----------------ეს და მას ჰქონდათ ერთობლივი ბიზნესი, რაც გულისხმობდა მწ----------–---ბას. ამ მიზნით მათ შეიძინეს მწ------------–ის სათავსო.

 

მოწმის ჩვენებით, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა დასთან, მარ-------–----–---–თან და სწორედ ამ დროს ეხმარებოდა გ-----------–-------- გაზრდაში. გ------------ ერთად მთელი ოჯახი იღებდა მონაწილეობას ამ საქმიანობაში. მისთვის უცნობია მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის შესახებ.

 

მოწმე ნუ--------------ის ჩვენებით, თე-------------–---ს და გი-----------------ეს ჰქონდათ მწ------ ბიზნესი. გი-----------------ე არის მისი ბ---–--ლი. ერთობლივი საქმიანობის დაწყების მიზნით, მწ------ის მოშენება დაიწყეს თე-------------–---ის დი-----ში მდებარე სახლში. მისთვის ცნობილია, რომ ფინანსური უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მოსარჩელეს, ხოლო შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რეალიზაცია უნდა ეწარმოებინა გი-----------------ეს.

 

მოწმის განმარტებით, გი-----------------ეს ეხმარებოდა სარეალიზაციო ობიექტების მოძიებაში. საქმეში მოთავსებულ ხელწერილებთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი შედგენილია ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე. გი-----------------ეს გააჩნდა თუ არა მოსარჩელის ვალი არ იცის.

 

მისთვის ცნობილია, რომ მოპასუხე მარ-------–----–---–მა ერთხელ სესხის სახით მიიღო 500 აშშ დოლარი, რომელიც მისი ინფორმაციით დაბრუნებული აქვს უკან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ არ უარყო ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის არსებობდა გარკვეული ურთიერთობა, რომელიც გულისხმობდა მწ------ის მოშენებას და შემდგომში რეალიზაციას, თუმცა გი-----------------ე მასში ჩართული იყო როგორც დამხმარე და არა ბიზნეს პარტნიორი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამოდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის პირველი წინადადებით მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.

 

საქმეში წარმოდგენილია ინვოისი იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ გი-----------------ემ ერთობლივი საქმიანობის მიზნით შეიძინა მწ------------–ხის სათავსო, რომელსაც სასამართლოს შეფასებით მოცემულ დავასთან კავშირი არ გააჩნია. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მათ შორის წარმოშობილი ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობის ფარგლებში მოხდა თე-------------–---ის მიერ გი-----------------ისათვის თანხის გადაცემა და რომ მხარეებს შორის არ არსებობდა სასესხო ურთიერთობა. სასამართლო განმარტავს, რომ მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა უნდა მოხდეს საერთო სამეურნეო მიზნების მისაღწევად, რაც მსგავსი ტიპის ურთიერთობისათვის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. საერთო საქმიანობის წევრების ინტერესები მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისაკენ.

 

განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ხელწერილებით გადაცემული თანხა განკუთვნილი იყო საერთო საქმიანობის განსახორციელებლად და თე-------------–---ის მიერ ფინანსური უზრუნველყოფის სახით გამოყოფილი თანხები იხარჯებოდა ერთობლივის საქმიანობის განვითარებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილები (ს.ფ 15-18)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენებები (სხდომის ოქმი, 10.07.2018წ)

 

ამასთან საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე თე-------------–---სა და მოპასუხე გი-----------------ეს შორის არსებობდა ასევე სხვა სასესხო ურთიერთობა, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული 2016 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.92-95)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების შინაარსის, მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის წაროშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თე-------------–---ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 463-ე, 623-ე, 891-ე, 892-ე, 930-ე, 932-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა განმარტებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დადასტურდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ გადასცა შეთანხმებ(ებ)ით დადგენილ ვადაში სესხის თანხა. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 29 ივნისის ხელწერილის უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს მოპასუხეებმა თე--------------------ემ, მარ-------–----–---–მა და ირ-----------–---–მა სოლიდარულად აიღეს ვალდებულება გი-----------------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში. შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ მოვალესაც უნდა დაეკისროს.

 

ასევე გი-----------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უდნა დაეკისროს 2016 წლის 29 ივნისს და ამავე წლის 1 ოქტომბერს შედგენილი ხელწერილებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების, ჯამში 2500 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები - ყველა სარჩელზე. საქმეში წარმოდგენილი ს-------- მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელე არის მეორე ჯ-------------–---- უვადოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1219.50 ლარის გადახდა. ასევე მოპასუხე გი-----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 203 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. 8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თე-------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეებს გი-----------------ეს, თე--------------------ეს, მარ-------–----–---–ს და ირ-----------–---–ს თე-------------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე გი-----------------ეს თე-------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს - 2500 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხეებს გი-----------------ეს, თე--------------------ეს, მარ-------–----–---–ს და ირ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 1219.50 ლარის გადახდა.

 

3. გი-----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს - 203 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი