განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
160100118002559206
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002559206

საქმე #1/194-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მარტი 2019 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ჯემალ კოპა-–-ანი

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ინ------რ ბა----ი (დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი #2----------, ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ი, ჯა------ა, ორ--------ს ქუჩა #2--ში),ადვოკ-ტი - დი------ი ნა–--–-–---–ი

 

კვა-–-ფიკ-ცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი

 

თარჯიმანი - ნა--–ი იბ---------ა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ინ------რ ბა----ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------ში მდებარე ბა----ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის პირველი სართულის აივანზე, მიწის ნაკვეთის სხვა შვილიშვილისათვის ჩუქების გამო განაწყენებულ-- ინ------რ ბა----მა მარჯვენა ფეხის, მარცხენა ბარძაყზე რამდენიმე დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ბებიის სუ----ა ბა----ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულ-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------ში მდებარე ბა----ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის პირველი სართულის აივანზე, ინ------რ ბა----ის მიერ თავისი ბებიის სუ----ა ბა----ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტა------ტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კ-ნონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ინ------რ ბა----ის მიერ ბებიის - სუ----ა ბა----ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად (რაშიც ინ------რ ბა----ს ბრა-–- ედება), ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულ - სუ----ა ბა----ას გამოკითხვის ოქმები, მოწმეები ეკ- ბუ–-------ე, ელ---რ ბო-–----ე, ელ--რ კ--–---ი, გი-----ი ოქ-----–---–ი, ოქმი ვიზუალური დათვა-–-ერების შესახებ, შემთხვევის ვითარების აღდგენის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახი დაკითხულ-- დაზარალებულ-- სუ----ა ბა----ამ განმარტა, რომ ცხოვრობს მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------აში, არის ინ------რ ბა----ის ბებია და დაავადებულია ეპილეფსიით. ინ------რი ცხოვრობს მასთან ერთად. 2018 წელს თვე და რიცხვი არ ახსოვს, ინ------რ ბა----ის მეუღლემ და სიდედრმა მისი შვილიშვილის წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი. მან კი თავის მხრივ ინ------რ ბა----ის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი თითქოსდა ინ------რმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სინამდვილეში ინ------რ ბაბევს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაც შეეხება დაზიანებას იგი დაცემის შედეგად მიიღო. ინ------რ ბა----ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასოდეს არ მიუყენებია.

 

3.7. მა-------–ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ-- ელ---რ ბო-–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მა-------–ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს ხათუნა ბარბაქაძეს წარმოებაში ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე ოჯახურ ძალადობასთან დაკ-ვშირებით. მოცემულ სისხლის საქმეზე ჩართული იყო ჯგუფში და თანამშრომლებთან ერთად გავიდა ინ------რ ბა----ის დასაკ-ვებლად, რა დროსაც მშვიდ წყნარ ვითარებაში დაკ-ვებული იქნა ინ------რ ბა----ი. მანვე მონაწილეობა მიღო ვითარების აღდგენის ექსპერიმენტში რა დროსაც სუ----ა ბა----ამ მიუთითა როგორ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ინ------რ ბა----მა.

 

3.8. მა-------–ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ-- ელ--რ კ--–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, ინ------რ ბა----ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ინ------რ ბა----ის დაკ-ვებასა და მის პირად ჩხრეკ-ში. საგამოძიებო ექსპერიმენტისას სუ----ა ბა----ამ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც წაუკითხა გამომძიებელ--, ასევე მიუთითა რომ ინ------რ ბა----მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თვითონ აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია და აღნიშნულის შესახებ იცის ტავად სუ----ა ბა----ასა და გამომძიებლისგან.

 

3.9. მა-------–ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ გამომძიებელ-- ეკ- ბუ–-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს მა-------–ის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სუ----ა ბა----ას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოძიებას ხელმძღვანელობდა გამომძიებელი ხათუნა ბარბაქაძე, მოცემულ საქმეზე მან მოწმის სახით დაკითხა ამ--ა აბ-----–----.

 

3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ინ------რ ბა----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: ხათუნა ბარბაქაძის, ნანული გოგიანის, ვასიფ პარაბაშოვის მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯა-–-ლ ნა--------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------აში. ინ------რ ბა----თან ერთად საცხობში მუშაობდა, 2018 წლის 8 ივლისს ის და ინ------რ ბა----ი დილის რვა საათზე მივიდნენ მა-------–ის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში მდებარე პურის საცხობში, როგორც წესი ისინი ყოველ დღე მუშაობენ დილის 8 საათიდან საღამოს რვა საათამდე. პურს არიგებენ ა/მანქანით მა-------–ისა და თეთრწყაროს რაიონებში.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იუ---ფ ბა----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------ში და არის ინ------რ ბა----ის მამა. ინ------რ ბა----ი საცხობში მუშაობდა, 2018 წლის 8 ივლისს მისი შვილი დილის 8 საათიდან სარამოს 7-8 საათამდე იმყოფებოდა საცხობში, ხოლო მისი დედა სუ----ა ბა----ა ნემსის გასაკეთებლად დილით 12 საათზე წავიდა მის დასთან ფარიდასთან და მეორე დღეს დაბრუნდა. მისი განმარტებით სუ----ა ბა----ას მისი შვილი ინ------რ ბა----ი დედას ეძახდა ვინაიდან ის და მეუღლე თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ ხოლო შვილებს სუ----ა ბა----ას უტოვებდნენ. მის შვილს ინ------რ ბა----ს სუ----ა ბა----ასთვის შეურაცხყოფა არასოდეს არ მიუყენებია და არც არასოდეს მიაყენებს.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ამ--ა აბ-----–----ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------ში და არის ინ------რ ბა----ის მეუღლე 2018 წლის 9 ივლისს მათი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მიზნით, სახლში შევიდა ინ------რ ბა----ის ბიძაშვილი პუნხან ბა----ი. მან მის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი 10 ივლისს. 15 ივლისს მასთან მივიდა სუ----ა ბა----ა და დაემუქრა სამაგიეროს გადახდაში იმ შემთხვევაში თუ საჩივარს უკ-ნ არ გამოიხმობდა. საჩივარი არ გამოიხმო, რის გამოც სუ----ა ბა----ამ საჩივარი შეიტანა ინ------რ ბა----ის წინააღმდეგ ვითომდა ინ------რმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით მისი მეუღლე ინ------რ ბა----ი 2018 წლის 8 ივლისს 12 სათიდან საღამომდე იმყოფებოდა სამსახურში, სუ----ა კი 2018 წლის 8 ივლისიდან 15 ივლისამდე მის ქა-–-შვილთან ფარიდასთან იმყოფებოდა. რაც შეეხება ინ------რ ბა----ს მას არასოდეს ბებიის მიმართ ხელი არ აღუმართავს. ისინი სუ----ა ბა----ასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

 

3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეკ- ბუ–-------ე, ელ--რ კ--–---ი, ელ---რ ბო-–----ე მონაწილეობდნენ მოცემულ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. ისინი მიუთითებენ თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ ასევე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. მათ სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების დროს მოწმეთა დაკითხვის პროცესში და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მათგან მიღებული (მოყოლილი) ინფორმაცია. არცერთი მათგანი ინ------რ ბა----ის მიერ სუ----ა ბა----ას მიმართ, სავარაუდოდ ჩადენილ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, შესაბამისად აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი თვითონ არ არიან.

 

3.15. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები (თვითმხილველები), მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებების - სუ----ა ბა----ას მიმართ ძალადობის განმახორციელებელი და დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). ამასთან, თუ ვინ განახორციელა დაზარალებულებზე ფიზიკური ძალადობა, უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებით, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.17. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვა-–-სწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

318. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკ-ვშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კ-ნონით გათვა-–-სწინებული მკ-ფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკ-ვშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

3.19. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, რომ ინ------რ ბა----მა ფიზიკურად იძალადა სუ----ა ბაბევაზე.

 

3.20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ივლისის #005177718 დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი-----ი ოქ-----–---–ი): პირადი გასინჯვის მონაცემებით (16.07.2018წ.) სუ----ა ბა----ას აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის გარეთა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ასევე ზემოთ აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირის გადმოცემით: 08 07 2018 წ. შუადღეს, სოფ. ჯა------აში, თავისი სახლის ჭიშკ-რთან წაიქცა და მარცხენა გვერდით დაეცა მიწაზე დაგდებულ ქქვაზე.

 

3.21. ექსპერტმა გი-----ი ოქ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული #005177718 ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მანვე განმარტა, რომ შემოწმებისას სუ----ა ბა----ამ განუცხადა, რომ იგი 2018 წლის 8 ივლისს შუადღეს სოფელ ჯა------ში, თავის საცხოვრებელ სახლთან წაიქცა და მარცხენა გვერდით დაეცა მიწაზე დაგდებულ ქვაზე. ქვა კი თავის მხრივ თუ მას არ აქვს კუთხეები მიეკუთვნება მკვრივი-ბლაგვ საგნს.

 

3.22. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესისასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის №42-აპ-16 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.

 

3.23. საქმეში განთავსებული 2018 წლის 15 ივლისს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვიტარების აღდგენის) ოქმის თანახმად დადგენილია, რომ მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------აში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ხათუნა ბარბაქაძის, მოწმე სუ----ა ბა----ას, თარჯიმან ვასიფ პარაბაშოვის, უბნის ინსპექტორ გამომძიებლების ელ--რ კ--–---ისა და ელ---რ ბო-–----ის მონაწილეობით, საღამოს საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ-წყნარ ვითარებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც სუ----ა ბა----ას გაეცნო მისი უფლება მოვალეობები, წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება და მიეცა წინადადება მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. სუ----ა ბა----ამ ხელის დემონსტრირებით მიუთითა მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლზე სადაც 2018 წლის 8 ივლისს დაახლოებით 16:00 საათზე შვილიშვილ-- ინ------რ ბააბევმა ფეხი ჩაარტყა რამდენიმეჯერ და 2018 წლის 15 ივლისს საცხოვრებელი სახლის აივნზე ერთხელ გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე და არ მისცა სახლში შესვლის უფლება და ესროლა სკ-მი. ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტო სურათები.

 

3.2-. სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით ვერ იქნა გამყარებული. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ 2018 წლის 15 ივლისს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არაა საკმარისი მტკიცებულება, ბრალდებულ ინ------რ ბა----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

3.25. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკ-რა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მიუხედავად დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებებისა, იმ პირობებში, როდესაც, ბრალდების მხარე მიუთითებს ინ------რ ბა----ის მიერ სუ----ა ბა----ას მიმართ ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკურად ძალადობის ფაქტზე, რაც კ-ტეგორიულად გამორიცხა თავად დაზარალებულ-- სუ----ა ბა----ამ, როგორც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შემოწმებისას. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ-- დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ-- მოწმეებმა ამ--ა აბდულაევმა, იუსიფ ბა----მა და ჯა-–-ლ ნამაზოვმა დაადასტურეს, რომ ინ------რ ბა----ი 2018 წლის 8 ივლის დილის რვა საატიდან საღამოს 8 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში და მა-------–ის და თეთრიწყაროს რაიონებში მდებარე მაღაზიებში ახორციელებდა პურის დისტრიბუციას. სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა ინ------რ ბა----ის მხრიდან ბებიაზე სუ----ა ბააბევაზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დადგენა.

 

3.26. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულ-- ინ------რ ბა----მა საქმის არსებითი განხილვის დროს მისცა ჩვენება და განმარტა, რომ სუ----ა ბა----ა არის მისი გამზრდელი ბებია, 2018 წლის 8 ივლისს დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე იმყოფებოდა საცხობში, 8 ივლისს სუ----ა არ უნახავს რადგან როცა ის სამსახურში მიდის ყველას ძინავს. იგი სუ----ა ბა----ასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს. მისი განმარტებით სუ----ა ბა----ას მხრიდან მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2018 წლის 8 ივლისს მისი ბიძაშვილი აპირებდა მისი სახლის გაქურდვას რის გამოც მისმა მეუღლემ შეიტანა საჩივარი. საჩივრის შეტანის შემდეგ სუ----ა ბა----ამ უთხრა მის მეუღლეს, რომ საჩივარს თუ არ გამოიტანდა ისიც უჩივლებდა მის მეუღლს, ბებია ასაკშია და გონება ცოტა დაუქვეითდა.

 

3.27. ასევე საბოლოო სიტყვაში ბრალდებულ-- განმარტა, რომ იგი არ აღიარებს ბებიის სუ----ა ბა----ას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.

 

3.28. ბრალდებულის დაკ-ვების ოქმის თანახმად, 2018 წლის 15 ივლისს 20:20 საათზე, მა-------–ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ხათუნა ბარბაქაძის მიერ დაკ-ვებულ იქნა ინ------რ ბა----ი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კ-ნონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინა-–-ზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულ-- განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული მძიმე შედეგი.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრი არის, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.

 

4.3. ამდენად, სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ინ------რ ბა----ა და სუ----ა ბა----ა არიან ოჯახის წევრები.

 

4.4. ანალოგიური მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელ--ც ერთ-ერთ თავის ადრინდელ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ადამიანის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) არ განასხვავებს „კ-ნონიერ“ და „უკ-ნონო“ ოჯახებს (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), განაცხადი no. 6833/74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პლენუმის 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 31). ადამიანის უფლებათა ევროპულ-- სასამართლომ ეს მიდგომა შემდგომ პრაქტიკ-შიც შეინარჩუნა. კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ დაქორწინებულ პირებზე არ ვრცელდება და შეიძლება მოიცავდეს de facto ოჯახსაც, რომლის მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან (ა-–-მი რუსეთის წინააღმდეგ (Alim v. Russia), განაცხადი no. 39417/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 69).

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ინ------რ ბა----ი და სუ----ა ბა----ა არიან ოჯახის წევრები. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ სუ----ა ბა----ას აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის გარეთა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. თუმცა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო უტყუარად დაედასტურებინა, რომ აღნიშნული დაზიანება მას მიაყენა ინ------რ ბა----მა, გასათვა-–-სწინებელია ის გარემოებაც, რომ შემოწმებისას სუ----ა ბა----ამ ექსპერტ გი-----ი ოქ-----–---–ს განუცხადა, რომ იგი 2018 წლის 8 ივლისს შუადღეს სოფელ ჯა------ში, თავის საცხოვრებელ სახლთან წაიქცა და მარცხენა გვერდით დაეცა მიწაზე დაგდებულ ქვაზე. ექსპერტ გი-----ი ოქ-----–---–ის განმარტებით კი ქვა თავის მხრივ თუ მას არ აქვს კუთხეები მიეკუთვნება მკვრივ-ბლაგვ საგნს.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კ-ნონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტა------ტების შესაბამისად.

 

4.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

4.9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კ-ნონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კ-ნონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კ-ნონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყა-–-ბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.10. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკ-რა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კ-ნონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.11. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კ-ვშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკ-რად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღა-–- უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კ-ტეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტა------ტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკ-რა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგა-–-თად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კ-ტეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბა-–- მტკიცებულებითი სტა------ტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტა------ტებს.

 

4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკ-რა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ინ------რ ბა----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ინ------რ ბა----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 76-ე, 82-ე, 92-ე, 169-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272ე, 275-277-ე, 293-ე მუხლების, შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ინ------რ ბა----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ინ------რ ბა----ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კ-ნონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპა-–-ანი