გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - გ---–----ა ო-------ა
წარმომადგენელი - ე-–--- ჩ--–----ა, ვ----– მ--------ე
მოპასუხე - სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი - თ------- ფ------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ჩამოწერილ იქნეს უკანონოდ დარიცხული დავალიანება 1------ ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი სააბონენტო ნომერი 2------, რეგისტრირებული მისამართზე, თბილისი, ე------ ზ------იას პირველი შ-------ი №-- აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. გ---–----ა ო-------ას არ განუცხადებია თანხმობა რომ ქვითარი აღრიცხულიყო მის სახელზე. დავალიანება არ წარმოშობილა მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის გახარჯვით.
აღნიშნული სააბონენტო ქვითარი აღრიცხული იყო მოსარჩელის გარდაცვლილი ბიძის რ----- უ--------ის სახელზე, რომელმაც ქონება გაასხვისა ლ-–ა გ----აზე. მოსარჩელე გარდაცვლილი ბიძის არც მემკვიდრეა და არც ნება გამოუხატავს ხელი მოეწერა რაიმე ხელშეკრულებაზე.
2------ სააბონენტო ნომერზე რიცხული დავალიანება აღიარა რ----- უ--------მა, დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გაფორმებით. მოსარჩელეს ნება დავალიანების გადანაწილების თაობაზე არ გამოუხატავს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეა გ---–----ა ო-------ა, უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებულია მრიცხველი, რომელიც მიბმულია სააბონენტო ნომერზე 2------. სემეკის მე-20 დადგენილებს თანახმად, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
2--- წლის 03 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა სემეკს და მოითხოვა ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერა, რითიც მას ეს დავალიანება აღიარა. სემეკმა განიხილა საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, ვიანიდან 2--- წლის 24 სექტემბერს გაფორმებული დავალიანება სადავო არ გამხდარა, მხარემ აღიარა კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ”თ--–--ის” სააბონენტო ნომერზე 2------ აბონენტად რეგისტრირებულია გ---–----ა ო-------ა, უძრავი ქონების მისამართზე: ე------ ზ-----იას I შ-------ი, სახლი 2-.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
- №------- აბონენტის ბრუნვის ისტორია, აბონენტი ო------ა გ---–----ა, (ს.ფ. 48-57).
3.1.2. 2--- წლის 24 სექტემბერს სს „თ--–--სა“ და უ-------- რ-----ს შორის 2------ სააბონენტო ნომერზე გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის მიხედვით სს „თ--–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება 3------0 ლარი, უ-------- რ-----ს გადაუნაწილდა 120 თვეზე, ყოველთვიურად 2---- ლარის გადახდით, გადახდა უნდა დაწყებულიყო 2--- წლის ოქტომბრის თვიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
- გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (ს.ფ. 17).
- №------- აბონენტის ბრუნვის ისტორია, აბონენტი ო-------ა გ---–----ა, (ს.ფ. 48-57).
3.1.3. 2011 წლის 17 თებერვლის თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებით (საქმეზე №-/6----10) მოსარჩელე გ---–----ა ო-------ი (ზ----ა ო-------ის უფლებამონაცვლე, მოპასუხეები ლ-–ა გ----ა, დ--–ი გ-------–---–ი, რ----- უ--------ი) აღირიცხა თბილისი, პ-----–------ის I შ-------ში, №---ში 531 კვ/მ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილი, აღნიშნული ქონების ნაწილი დარჩა ლ-–ა გ----ას საკუთრებაში.
გ---–----ა ო-------ა 2011 წლის 04 ივლისიდან აღირიცხა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი პ-----–------ის I შ-------ი, №--, დაზუსტებული ფართობი 266 კვ/მ მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის №--ის მესაკუთრედ; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად რეგისტრირებულია შეთანხმება, დამოწმების თარიღი 2---------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საოქმო განჩინება №-/6----10, დამოწმების თარიღი 1--------1, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------.
ლ-–ა გ----ა 2011 წლის 04 ივლისიდან აღირიცხა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი პ-----–------ის I შ-------ი, №--, დაზუსტებული ფართობი 265 კვ/მ მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის №--ის მესაკუთრედ; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად რეგისტრირებულია შეთანხმება, დამოწმების თარიღი 2---------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2002 წლის 5 სექტემბერს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 17 თებერვლის თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინება (საქმეზე №-/6----10) (ს.ფ. 22-24).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (0---------------) (ს.ფ. 25).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (0---------------) (ს.ფ. 26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2------ სააბონენტო ნომერზე არსებული დავალიანება არ წარმოადგენს გ---–----ა ო-------ას მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილ დავალიანებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გ---–----ა ო-------ა უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა 2011 წელს, მანამდე ვიდრე რ----- უ--------ი №------- აბონენტის დავალიანებაზე სს „თ--–--თან“ გააფორმებდა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებას. აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ---–----ა ო-------ას მიერ #2------ სააბონენტო ნომერზე გახარჯული ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტს.
დამატებით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, იმის შესახებ, რომ მოსარჩელის გარდაცვლილი ბიძის რ----- უ--------ის უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენს გ---–----ა ო-------ა, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან დგინდება, რომ აღიარებული და გადანაწილებული დავალიანება (3316,20 ლარი) მოხმარებულია 2011 წლის 10 თებერვლამდე (ამ დროისათვის დარიცხულია 3362,78 ლარი, რაც შემდგომში შემცირებულია ვაუჩერებით), ანუ მოხმარებულია მოსარჩელის მესაკუთრედ აღრიცხვამდე.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 15 იანვრის შემდეგ სააბონენტო ნომერზე ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება. ვალის აღიარებიდან 2013 წლის 15 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგია შეადგენს 15,84 ლარს (98,76-(3*2----)).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 28 მარტის №--/-- გადაწყვეტილებით სს „თ--–--ის“ მიმართ №------- აბონენტის ელექტროენერგიის დავალიანება 438,08 ლარი მიჩნეული იქნა ხანდაზმულად. შესაბამისად, მიმდინარე დავალიანება აბონენტს არც ერიცხება, გარდა რ----- უ--------ის აღიარებული და გადანაწილებული პორციებისა, რაც ყოველთვიური დარიცხვით შეადგენს მიმდინარე დავალიანებას.
რამდენადაც არ დგინდება მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი, ასევე მოსარჩელე არ წარმოადგენს რ----- უ--------ის უფლებამონაცვლეს და ამასთან, მოსარჩელეს არ გამოუხატავს ნება #2------ აბონენტად რეგისტრაციაზე და/ან დავალიანების აღიარებაზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---–----ა ო-------ა არ წარმოადგენს აბონენტზე დარიცხული დავალიანების მომხმარებელს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ გ---–----ა ო-------ას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სს „თ--–--ის“ მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №-0 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №-0 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”.
აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
აღნიშნული წესების მე-4 მუხლი განსაზღვრავს მომსახურების გაწევის საფუძველსა და პირობებს. ამ მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით; პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს; საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.
დადგენილია, რომ სს ”თ--–--ის” სააბონენტო ნომერზე 2------ აბონენტად რეგისტრირებულია გ---–----ა ო-------ა, უძრავი ქონების მისამართზე: ე------ ზ-----იას I შ-------ი, სახლი 2-; 2--- წლის 24 სექტემბერს სს „თ--–--სა“ და რ----- უ--------ს შორის 2------ სააბონენტო ნომერზე გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის მიხედვით სს „თ--–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება 3------0 ლარი, უ-------- რ-----ს გადაუნაწილდა 120 თვეზე.
განსახილველ შემთხვევაში, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით გ---–----ა ო-------ას განცხადებით არ მიუმართავს სს „თ--–--ისათვის“; ამასთან, როგორც დადგენილია, მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი დადასტურებული არ არის.
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-9 მუხლი განსაზღვრავს ელექტროენერგიის ღირებულების და მომსახურების დარიცხვისა და გადახდის წესს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა, ზოგადი წესის თანახმად, ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში სს „თ--–--მა“ 2--- წლის 24 სექტემბერს მომხმარებელთან რ----- უ--------თან გააფორმა ხელშეკრულება დავალიანების აღიარებისა და განაწილვადების შესახებ აბონენტის ნომერზე 2------. აღნიშნულ ნომერზე დავის განხილვის დროისათვის აბონენტად რეგისტრირებულია გ---–----ა ო-------ა, რომელსაც განაწილების ლიცენზიატისათვის არ მიუმართავს განცხადებით და არც წერილობითი თანხმობით გამოუხატავს ნება მომხმარებლის რ----- უ--------ის მიერ აღიარებული დავალიანების მისთვის გადაკისრების შესახებ. გ---–----ა ო-------ა 2011 წლის 04 ივლისიდან აღირიცხა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი პ-----–------ის I შ-------ი, №--, დაზუსტებული ფართობი 266 კვ/მ მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის №--ის მესაკუთრედ.
აღნიშნული წესების, ისევე როგორც სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს ანუ დავალიანების გადახდის ვალდებულება ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტს უკავშირდება. განსახილველ შემთხვევაში გ---–----ა ო-------ას შემთხვევაში ამგვარი ფაქტობრივი მოცემულობა არ არსებობს.
შესაბამისად, გ---–----ა ო-------ა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებისა და სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს სს „თ--–--ის“ წინაშე 2------ სააბონენტო ნომერზე არსებული დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, რის გამოც იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის მოპასუხის მიერ დარიცხული მიმდინარე დავალიანების 1686,4 ლარის ჩამოწერა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50,00 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50,00 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარ-----ლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---–----ა ო-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გ---–----ა ო-------ას ჩამოეწეროს სს ,,თ--–--ის’’ მიერ დარიცხული დავალიანება 1686,40 ლარი.
3. დაეკისროს სს ,,თ--–--ს’’ მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ---–----ა ო-------ას ე-–--- ჩ--–----ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100,00 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50,00 ლარი (საგადახდო დავალება 0, 2---------).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარ-----ლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე