განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
170100118002702427
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/45-18

გამოძიების №0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

26 მარტი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პ---–------------------–-------, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი #5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: ქ. წ--–--, ა-----------------.

 

ადვოკატი - ი-----–-------–---–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; სსკ-ის მე-111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თარჯიმანი - ლ--------–-------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. წ--–--ში, ა------------------ში მდებარე პ--–---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, პ---–-----–-------, სიტყვებით „დაგჭრი, მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ---------–--------, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. 2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. წ--–--ში, ა------------------ში მდებარე პ--–---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო, პ---–-----–-------- მარჯვენა ხელის მუშტის სახის არეში ერთჯერადი დარტყმით იძალადა ყოფილი მეუღლის - ნ---------–-------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა პ---–-----–-------ს მიერ 2018 წლის 23 სექტემბერს მეუღლეზე - ნ---------–---------- ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ასევე ამ უკანასკნელზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

5. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლისა და მე-111 მუხლის მიზნებისთვის (ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე) პ---–-----–------- და ნ---------–------- არიან მეუღლეები და შესაბამისად ერთი ოჯახის წევრები. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების ფორმულირებას იმ ნაწილში, თითქოს ნ---------–------- ბრალდებულის ყოფილი მეუღლეა. საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ბრალდებული და დაზარალებული აღარ არიან მეუღლეები. ორივე მათგანმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ისინი ერთმანეთის მეუღლეები არიან და 21 წელია, მათ შორის 2018 წლის 23 სექტემბრამდეც და მას შემდეგაც ერთად ცხოვრობენ. სასამართლო სხდომაზე არ თქმულა ისეთი რამ, რაც მიანიშნებდა ბრალდების დადგენილებაში აღნიშნული ამ საკითხის შეფასების სისწორეზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ პ---–-----–------- და ნ---------–------- არიან მეუღლეები.

 

ძალადობის ეპიზოდი:

 

6. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისათვის ძალადობა გულისხმობს როგორც ცემას, ანუ არაერთჯერად დარტყმას, ასევე ძალადობის სხვაგვარ ფორმებს, მაგალითად ერთჯერადი დარტყმა. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი შეიძლება დადგინდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმით.

 

7. დაზარალებულმა ნ---------–-------მ განმარტა, რომ ტელეფონის ყიდვას აპირებდა, ხოლო მისი მეუღლე დასდევდა უკან. როცა სახლში შევიდა დაუწყო იმის გარჩევა, თუ რატომ იყო ხელოსანთან, ვინაიდან კვირა დღე იყო, ამასთან უშლიდა კონკრეტულ ქალთან ერთად სიარულს. სახლში დაბრუნებისას შევიდა თავის ოთახში, დაუწყო ჩხუბი, პ---–- იდგა სამზარეულოში, თავად კი დიდ ოთახში შევიდა და უცბად დაარტყა, თავის ტკივილი იგრძნო. შემდეგ დაურეკა პოლიციას. როცა პ---–-მ ჩხუბი დაუწყო მივიდა და მოქაჩა, დაქაჩა, ამის შემდეგ დაარტყა პ---–-მ, პირველად თავად მივიდა, დარტყმის დროს არავინ იყო ოთახში. კამათის შემდეგ 10-15 წუთში დარეკა პოლიციაში. პლასტმასის ცარიელი ბოთლი ჰქონდა ხელში და მოუქნია, თუმცა არ მოხვედრია ბრალდებულს. თავის ტკივილები ისედაც აქვს, ისეც სტკიოდა, უშუალოდ დარტყმის შედეგადაც იგრძნო ტკივილი, წამალს სვამს ყოველ დილას, რომ არ ეტკინოს, თავი ისედაც სტკივა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით (ჩატარდა 2018 წლის 25 სექტემბერს), ნ---------–-------- გამომძიებელს აჩვენა მისაღებ ოთახში, თუ როგორ მივიდა მეუღლესთან, ტანსაცმლის ზედა მხარეს მკერდის არეში მოკიდა ხელი, კერძოდ მწვანე ფერის სპორტულით მოქაჩა მისკენ, რადგან პ---–- უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, რა დროსაც პ---–-მ მას უეცრად დაარტყა მარჯვენა მუშტი სახეში და განიცადა ძლიერი ტკივილი. აღსანიშნავია, რომ შეტყობინების (#2------) მიხედვით, ნ---------–-------მ განაცხადა მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და არა ფიზიკური ძალადობის თაობაზე. სამედიცინო ბარათი #3---ის მიხედვით, ნ---------–------- უჩივის თავის ტკივილს, ვიზუალური დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნება. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა ეფუძნება აღნიშნულ სამედიცინო ბარათს. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ბარათი (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერი) თარიღდება 2018 წლის 24 სექტემბრის, 00:44 საათით, ანუ შეტყობინებიდან 10 საათის შემდეგ პერიოდით, რაზეც ექიმმა მ------------------------- სასამართლოში აღნიშნა, რომ სასწრაფოს გამოძახება მოხდა წ--–--- რაიონის პოლიციის შენობაში, სადაც ითხოვდნენ დაშავებულის ფიზიკურ დათვალიერებას. როგორც ახსოვს პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებისას არანაირი დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზარალებულმა უთხრა, რომ დაარტყეს, თუმცა ვინ არ უთქვამს. 2018 წლის 25 სექტემბრის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, ნ---------–-------- რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. მოწმე ნ-----–----–------- (გამომძიებელი) განმარტებით, დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული, სანამ დაიწყეს გამოკითხვა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოქვეყნდა (რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე) მოწმე ნ-----------–-------- გამოკითხვის ოქმი (ბრალდებულის ნათესავი), რომელიც ჩამოსული იყო დროებით საბერძეთიდან. აღნიშნული ოქმის მიხედვით, პ---–- ხელჯოხით დადის და შორ მანძილზე ვერ გადაადგილდება. 2018 წლის 23 სექტებერს დაახლოებით 15:00 საათისათვის გაიგო ნ------ ყვირილი, რომელიც პ---–-ს მიმართავდა, რომ მას სხვა კაცთან არ აქვს ურთიერთობა, შევიდა მათთან, ისინი კამათობდნენ, ნ------ ახსენა, რომ პ---–-მ დაარტყა, შემდეგ იგივე უთხრა მასაც. პ---–-საც ჰკითხა და მანაც დაუდასტურა, რომ ერთხელ დაარტყა თავში. თავად არ შესწრებია მომხდარს. თავად ბრალდებულის არსებით განხილვაზე მიცემული ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს გასულები იყვნენ რაიონში, მეუღლე უნდა წასულიყო ხელოსნის სანახავად, რომელზეც უთხრა, რომ კვირა დღეს არ მუშაობდნენ და ასეც აღმოჩნდა ადგილზე მისვლისას. სახლში დაბრუნებისას, იქნებოდა დაახლოებით 15:00 საათი, ისევ უთხრა, რომ დასალაგებელი იყო ოთახი, ვინაიდან ხელოსანი მუშაობდა, ფეხზე ძლივს იდგა და თავად არ შეეძლო მილაგება, სწორედ ამ საკითხზე მოუხდა უსიამოვნება მეუღლესთან. ნ------ აგრესიულად ესროლა ჯაგრისი და ხელი მოჰკიდა და ყელზე სწვდა, ტანსაცმელზე. მისი მოშორება უნდოდა, მისთვის არ დაურტყამს. ფეხზე ძლივს იდგა, ვინაიდან სტკიოდა ნაოპერაციები. უბრალოდ უნდოდა, რომ გაეწია და შემთხვევით თითი გაკრა, არ დაურტყამს, მსგავსი არც ყოფილა და არც განზრახვა ჰქონია. მეუღლე მას ანჯღრევდა და არასასიამოვნო გრძნობა იყო და ეცადა მოეშორებინა თავიდან. იმ დროს, როცა თავიდან იშორებდა, გაჰკრა თითები ლოყაზე. დარტყმა არ ყოფილა. ამ დროს ნ------ აიღო ბოთლი და ესროლა, და ამის მერე დაშორდნენ. ის გავიდა სხვა ოთახში, ისტერიულად ყვიროდა, არადა სახლში მარტონი იყვნენ, შეეძლო წყნარადაც ელაპარაკა. თავად უთხრა დაერეკა პოლიციაში. ბიძაშვილი ნ-------- მივიდა მათთან, იმას არ მოუსმენია ყვირილი. ვერ იფიქრებდა, რომ ასეთ რაღაცეებს იტყოდა პოლიციაში მისი მეუღლე, მსგავსი არაფერი ყოფილა, არც დანა, მოგონილია, მას ყავარჯნის მეტი არაფერი ჰქონდა. თავად ჰქონდა დაზიანება გვერდზე, პოლიციაშიც თქვა და ანახა, გაწითლებული ჰქონდა, დღენახევარი პოლიციაში იყო, თავიდან არ აქცევდა ყურადღებას, მერე გაუშავდა დაზიანება. შერცხვა და არ თქვა, რომ ცოლმა დაარტყა. მანვე გამორიცხა, რომ ნ------- პ--–------- უთხრა დარტყმის შესახებ, არ დაურტყამს და როგორ ეტყოდა.

 

8. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ნ---------–--------- ძალადობის ფაქტი. უდავოა, რომ კონფლიქტისას მხოლოდ ბრალდებული და დაზარალებული იყვნენ სახლში, დაზარალებული თავად მივიდა პირველად ბრალდებულთან, ხელი მოკიდა საყელოში და დაქაჩა, ხოლო პ---–-----–-------- გაითავისუფლა თავი მისგან, თუმცა დარტყმის გარეშე, თითები გაკრა ლოყაზე, თუმცა არ დაურტყამს და არც ამის განზრახვა ჰქონია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ თავი სულ სტკივა და ამისათვის მედიკამენტებსაც იღებს, თუმცა დარტყმის დროსაც ეტკინა. ისიც აღსანიშნავია, რომ სასწრაფო არავის გამოუძახებია, ვიდრე შემთხვევიდან 10 საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში არ გახდა მისი გამოძახების „აუცილებლობა“ საჭირო და თანაც, არა იმ მიზნით, რომ დაზარალებულს ტკივილები აწუხებდა, არამედ იმიტომ, რომ მომხდარიყო დაზარალებულის დათვალიერება, როგორც ეს სასწრაფოს ექიმმა განაცხადა. ისიც ფაქტია, რომ დაზარალებული პოლიციისთვის შეტყობინებისას აღნიშნავდა მხოლოდ მუქარას და არა ასევე ძალადობას. ასეთ ვითარებაში რთულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე უტყუარად იმის დადგენა, რომ პ---–-----–-------- იძლადა მეუღლეზე. რაც შეეხება გამოქვეყნებულ გამოკითხვის ოქმს, მოწმე ნ------- პ--–------- თავად არ შესწრებია მომხდარს და მის მიერ მიცემული ინფორმაცია ირიბია თავისი შინაარსით. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს დაზარალებულთანაც კი არ გადაუმოწმებია მოწმე ნ-----------–-------- მიერ მიცემული ინფორმაციის ნამდვილობა, როდესაც იგი ამბობდა, რომ დაზარალებულმაც უთხრა დარტყმის შესახებ, ხოლო ბრალდებულმა გამორიცხა ამგვარი რამ და გაუკვირდა კიდეც, როდესაც ის ნახა პოლიციის განყოფილებაში. ასეთ ვითარებაში ნ-----------–-------- მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვერ დაედება საფუძვლად სადავო ფაქტის უტყუარად დადასტურებას.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პ---–-----–-------ს მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელებას.

 

მუქარის ეპიზოდი:

 

10. სასამართლო აღნიშნავს, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა დასჯადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუქარამ დაზარალებულს გაუჩინა მისი განხორციელების რეალური შიში, რისი შეფასებაც ხდება ყველა გარემოების შეფასებით.

 

11. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის გარდა კონფლიქტს არავინ შესწრებია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ დანით რაღაცეებს ემუქრებოდა, ხელში არაფერი ჰქონდა. მუქარა რეალური არ იქნებოდა იმ დროს, გაბრაზებული იყო. იმ წუთში არ იზამდა, „პროსტა“ ისე ამბობდა, თუმცა ისე თქვა მას შეეშინდა. დარტყმის შეეშინდა. შეტყობინების (#2------) მიხედვით, ნ---------–-------- განაცხადა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ - დანით. სასამართლო ამ შემთხვევაშიც ვერ მიიჩნევს უტყუარად იმ გარემოებას, რომ ბრალდეულის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს. პირველ რიგში, საერთოდ დაუდგენელია, რა მომენტში დაემუქრა პ---–-----–------- მეუღლეს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს დეტალურად არც კი დაუკითხავს დაზარალებული ამ თვალსაზრისით და არ აღმოუფხვრია ის წინააღმდეგობები, რომლებიც ამ მომენტს ახლდა, კერძოდ დანის საკითხს, როდესაც შეტყობინებაში ასახულია რომ მუქარა განხორციელდა დანით, ხოლო დაზარალებულმა უარყო, რომ ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა. ასევე დაზარალებული თან იძახის, რომ პ---–-----–------- არ იზამდა რეალურად და ამასთან განმარტავს, რომ შეეშინდა. ისიც აღსანიშნავია, რომ არც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმშია ასახული რაიმე მუქარის შესახებ და არც რაიმე დანა ამოღებულა მათი სახლიდან. ბრალდებული საერთოდ უარყოფს მსგავს ფაქტს და აღნიშნავს, რომ ხელში ყავარჯნის მეტი არაფერი სჭერია.

 

12. ასეთ ვითარებაში, სასამართლო უტყუარად ვერ ადგენს მუქარას ჰქონდა თუ არა ადგილი, მით უმეტეს ვერ დაადასტურებს ამან დაზარალებულს შეუქმნა თუ არა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პ---–-----–-------ს მიერ წინამდებარე განაჩენის მეორე პუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელებას.

 

14. ფაქტების დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, აგრეთვე მუქარა, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი არაერთი ეჭვის არსებობა დასტურდება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ასევე, სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 149-ე−1511, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. რაც შეეხება სსკ-ის 151-ე მუხლს, აუცილებელია, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

16. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა პ---–-----–-------ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ პ---–-----–-------- განახორციელა ძალადობა მეუღლეზე, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება ( იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

17. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

18. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა პ---–-----–-------ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ---–-----–------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. პ---–-----–------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. პ---–-----–-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პ---–- პოშნაგოვს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი