გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-54-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.03.2019 წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ეთ---------ა
წარმომადგენელი - სო---------–----ა
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნე---------------ე
მესამე პირები - ევ-------–---------ი, კო-------------–---------ი, ლა-------–---------ი, მე-–------–---------ი
წარმომადგენელი - ნი-----------–---–ი
მესამე პირი - კა------------–---–ი
წარმომადგენელი - ნი-----------–---–ი
მესამე პირი - ლე--------–---–ი
წარმომადგენელი - რო--------–---–ი
მესამე პირი - ბე-–-----–-–---–ი
წარმომადგენელი - სო---------–----ა
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი მესამე პირების ევ----ა, კო----------ე, მე-–---ა და ლა-------–---------ების სახელზე 14.03.2018 წელს განხორციელებული ჩანაწერი (148.85 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე), მდებარე ქალაქი რუსთავი ფ--–--–---–------------ში, საკადასტრო კოდით 0----------------------------
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირების ევ-------–---------ის, კო-------------–---------ის, ლა-------–---------ის და მე-–------–---------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3.2 მესამე პირის კა------------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3.3 მესამე პირის ლე--------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3.4 მესამე პირის ბე-–-----–-–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.1 დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 1996 წლის 6 მარტს კ.ს. ,,გ--–-–---–------------ნიის'' 1996 წლის 21 თებერვლის №2 დამფუძნებელ პარტნიორთა კრების №1 ოქმის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია შემდეგი ჩანაწერით: კომანდიტური საზოგადოება ,,გ--–-–---–------------ნია''; საზოგადოების პარტნიორები: ალ--------–-–---–ი (34 პროცენტი), ალ-----------------–--ლი (33 პროცენტი) და არხ--–----–---------ი (33 პროცენტი). 1999 წლის 21 იანვრის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების №2 ოქმის საფუძველზე 1999 წლის 26 თებერვლის ცვლილების შესახებ დადგენილებით, საზოგადოების პარტნიორთა რიგებიდან გავიდა ალე-----------------–--ლი და გაიტანა თავისი წილი საზოგადოების ქონებიდან. საზოგადოების კომანდიტის არხ--–----–---------ის წილი საზოგადოებაში 50%-ია, ხოლო კომპლემენტარის ალ--------–-–---–ის წილი წარმოადგენს ასევე 50%-ს. აღნიშნულ ცვლილებას წინ უძღოდა 1999 წლის 17 თებერვლის ნატურით გაყოფის ხელშეკრულება, რომლითაც, ალე-----------------–--ლს გადაეცა მისი წილის პროპორციულად საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონებიდან 33%, ე.ი. არსებული ფართის 150 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რეგისტრაციის შესახებ დადგენილება (ტ.4, ს.ფ 16-17)
- 1999 წლის 17 თებერვლის ნატურით გაყოფის ხელშეკრულება (ტ.4, ს.ფ 56-58)
4.1.2 ქ. რუსთავში, ფ--–--–---–---------ში მდებარე ყოფილი მაღაზიიდან 150 კვ.მ ფართი მიჩნეული იქნა ალ--------–-–---–ისა და ეთ---------ას თანასაკუთრებად, საიდანაც 75 კვ. მ მიჩნეული იქნა ეთ---------ას საკუთრებად, ხოლო დარჩენილი 75 კვ.მ სამკვიდრო მასის შემადგენელ ნაწილად და თანაბრად იქნა განაწილებული პირველი რიგის მემკვიდრეებს ეთ---------ას, ლ--–- და ბე-–-----–-–---–ებს შორის, შემდეგი პროპორციით: ეთ---------ას მიეკუთვნა სამკვიდრო მასიდან 25 კვ.მ ფართი. აღნიშნულს მიემატა მისი კუთვნილი წილი საკუთრების უფლებით 75 კვ.მ და საბოლოოდ ეთ---------ას წილი მაღაზიაში განისაზღვრა 100 კვ.მ-ით, ხოლო ლ--–- და ბე-–-----–-–---–ების წილი 25-25 კვ.მ-ით. მხარეთა შორის ასევე განაწილდა ინვენტარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2004 წლის 09 ივლისის №2-24-2004 გადაწყვეტილება (ტ. 4, ს. ფ. 123-128);
4.1.3. 2013 წლის 02 ივლისის მდგომარეობით ქ. რუსთავი, ფ--–--–---–---------ში მდებარე უძრავი ქონება - ფართი 149,85 კვ.მ ს.კ 0---------------------------- საკუთრების უფლებით 2013 წლის 26 ივნისის №1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღრიცხულია კა------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება (ტ.4, ს.ფ 112-118)
4.1.4 ქ. რუსთავი, ფ--–--–---–---------ში მდებარე უძრავი ქონება - ფართი 92,28კვ.მ ს.კ. 02.04.02.059.01/500 საკუთრების უფლებით 2008 წლის 20 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ბე-–-----–-–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.4, ს.ფ 140)
4.1.5. ქ. რუსთავი, ფ--–--–---–---------ში მდებარე უძრავი ქონება - ფართი 59,18კვ.მ ს.კ. 0---------------------------- საკუთრების უფლებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 09 ივლისის №2-24-04 გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 01 ივნისის №1-------- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ბე-–-----–-–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.4, ს.ფ 141)
4.1.6 2017 წლის 8 დეკემბერს ლა-------–---------ის წარმომადგენელმა ნი-----------–---–მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქალაქ რუსთავში, ფ--–--–---–------------ში მდებარე უძრავი ნივთის პირველ სართულზე არსებულ 148.85 კვ.მ ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტ.4, ს.ფ 14-48)
4.1.7. 2017 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სადაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ: მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი საკუთრების უფლების მოწმობა გაცემული იყო ალ--------–-–---–ის სახელზე, რაც ასევე მითითებული იყო ტექბიუროს ცნობა დახასიათებაში, ხოლო უძრავი ქონება აღრიცხული იყო კომანდიტური საზოგადოება "გ--–-–---–------------ნია“-ს სახელზე, შესაბამისად გაურკვეველი იყო საკუთრების უფლების №39/230-ა მოწმობის თანახმად, ვის გადაეცა სარეგისტრაციო უძრავი ნივთი.
ამავე გადაწყვეტილებით რეესტრმა განმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მისამართზე, რეგისტრირებული იყო ბე-–-----–-–---–ისა და კა------------–---–ის საკუთრების უფლებები შემდეგი მონაცემებით: 1) საკადასტრო კოდი - 0---------------------------- - 149.85 კვ.მ, მესაკუთრე - კა------------–---–ი; 2) საკადასტრო კოდი - 0---------------------------- - 92.28/1027.1, მესაკუთრე - ბე-–-----–-–---–ი; 3) საკადასტრო კოდი -0---------------------------- - 59.18 კვ.მ, მესაკუთრე - ბე-–-----–-–---–ი, შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა სარეგისტრაციო უფლების ობიექტი მოიცავდა თუ არა უკვე რეგისტრირებულ ფართებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 14 დეკემბრის №8------------05 გადაწყვეტილება (ტ.4, ს.ფ 79-80)
4.1.8. 2017 წლის 22 დეკემბერს მესამე პირების ევ-------–---------ის, კო-------------–---------ის, ლა-------–---------ის და მე-–------–---------ის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოში წარადგინა განცხადება №8------------05 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამასთანავე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2018 წლის 10 იანვრის №1------- ადმინისტრაციული საჩივრით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 22 დეკემბრის განცხადება (ტ.4, ს.ფ 81-96)
-2018 წლის 10 იანვრის №1------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.4, ს.ფ 103-110)
4.1.9. 2018 წლის 17 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------11 გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№8------------11 გადაწყვეტილება (17.01.2018) (ტ.4, ს.ფ 111)
4.1.10. 2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა №1------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად ცნო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------05 და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------11 გადაწყვეტილებები და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაავალა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება (ტ.4, ს.ფ 112-118)
4.1.11 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 14 მარტს მიიღო რეგისტრაციის შესახებ №8------------14 გადაწყვეტილება, რომლითაც ევ----ა, კო--------------–--------------–-----–-----------ზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა 148.85 კვ.მ ფართის ოდენობის არასაცხოვრებელი ფართი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა 2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება და სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№8------------14 გადაწყვეტილება (14.03.2018) (ტ.4, ს.ფ 120)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.4, ს.ფ 121-122)
4.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1 №8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ სამკვიდრო ქონებას ასევე წარმოადგენს არხ--–----–---------ის კუთვნილი 50 %-იანი წილი კომანდიტური საზოგადოება "გ--–-–---–------------ნია“-ს საწესდებო კაპიტალში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სამკვიდრო მოწმობა (ტ.4, ს.ფ 19-22)
4.2.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებაში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქ რუსთავში, ფ--–--–---–------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს კომანდიტური საზოგადოება „გ--–-–---–------------ნია“. საკუთრების მოწმობით უძრავი ქონება გადაცემულია ალ--------–-–---–ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დახასიათება (ტ.4, ს.ფ 74)
4.2.3 1998 წლის 8 სექტემბერს გაცემული საკუთრების უფლების №39/230-ა მოწმობით, ალ--------–-–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ რუსთავში, ფ--–--–---–------------ში მდებარე მაღაზია №-- (საფუძველი: 1996 წლის 6 თებერვლის №27 აუქციონის შედეგების ოქმი და 1996 წლის 9 თებერვლის №200 მიღება-ჩაბარების აქტი), რის შემდგომაც აღნიშნული ქონების ბაზაზე ალ--------–-–---–ის, ალე-----------------–--ლისა და არხ--–----–---------ის მიერ დაფუძნებულ იქნა კომანდიტური საზოგადოება "გ--–-–---–------------ნია” (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------).
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობეს ის ფაქტი, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში ქალაქ რუსთავში, ფ--–--–---–------------ში მდებარე მაღაზია №-- (ფართობი 455 კვ.მ) აღირიცხა კომანდიტური საზოგადოება "გ--–-–---–------------ნიას” სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება (ტ.4, ს.ფ 112-118)
4.2.4 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიღებული 2018 წლის 12 მარტის №1----- და 2018 წლის 14 მარტის რეგისტრაციის შესახებ №8------------14 გადაწყვეტილებები, კომანდიტურ საზოგადოებაში, საზოგადოების ლიკვიდაციის შემდგომ საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის შენატანის წილის პროპორციულად გადანაწილებას დააფუძნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება (ტ.4, ს.ფ 112-118)
-№8------------14 გადაწყვეტილება (14.03.2018) (ტ.4, ს.ფ 120)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეთ---------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
7.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.7. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ამასთანავე, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“, „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-142 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ხოლო საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
7.8 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი განმარტავს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას - სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას;
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ №8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ სამკვიდრო ქონებას ასევე წარმოადგენს არხ--–----–---------ის კუთვნილი 50 %-იანი წილი კომანდიტური საზოგადოება "გ--–-–---–------------ნია“-ს საწესდებო კაპიტალში. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით, ქალაქ რუსთავში, ფ--–--–---–------------ში მდებარე მაღაზია №-- (ფართობი 455 კვ.მ) აღრიცხულია კომანდიტური საზოგადოება "გ--–-–---–------------ნიას” სახელზე. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი, ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას არ უმსჯელია საკითხზე, საზოგადოების ლიკვიდაციის შემდეგ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე სადავო ქონება უნდა განაწილებულიყო თუ არა საზოგადოების პარტნიორებს შორის საზოგადოებაში არსებული წილების პროპორციულად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 14 მარტს მიიღო რეგისტრაციის შესახებ №8------------14 გადაწყვეტილება, რომლითაც ევ----ა, კო--------------–--------------–-----–-----------ზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა 148.85 კვ.მ ფართის ოდენობის არასაცხოვრებელი ფართი. უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულ იქნა 2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“, „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა და ვერ განმარტა, თუ რატომ გამოიყენა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კანონის მიზნებიდან და მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ შეიძლება ჩაითვალოს იმ სარეგისტრაციო დოკუმენტად (სამართლებრივ აქტად), რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნისა და შესაბამისად საკუთრების უფლებას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი გარემოებები, არც კი უმსჯელია და შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ ფაქტებთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად სახეზეა მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.
7.9 მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-5 მუხლის პირველ პუნქტში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
7.10 სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
7.11 სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
7.13 ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადგილი არ ჰქონია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლას, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება და მესამე პირების ევ----ა, კო----------ე, მე-–---ა და ლა-------–---------ების სახელზე 14.03.2018 წელს განხორციელებული ჩანაწერი (148.85 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე), მდებარე ქალაქი რუსთავი ფ--–--–---–------------ში, საკადასტრო კოდით 0---------------------------- რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ეთ---------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის №1----- გადაწყვეტილება და მესამე პირების ევ----ა, კო----------ე, მე-–---ა და ლა-------–---------ების სახელზე 14.03.2018 წელს განხორციელებული ჩანაწერი (148.85 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე), მდებარე ქალაქი რუსთავი ფ--–--–---–------------ში, საკადასტრო კოდით 0---------------------------- და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი