განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
330100118002626046
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შ--------ე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------–---–------ე

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - ა-–---------- ა-–----------ს ძე ბ-----–---–ი - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------------------------–------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–----------------–--–---------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილი

 

ადვოკატები - ი--------------–---–ი, თ-----------–--ი

 

2. ბრალდებული - ა-–---------- გ-------–ის ძე მ------ე - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------–--–---–----------------ში

 

ადვოკატები - ბ--------------–---–ი, ტ------–--------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. სისხლის სამართლის საქმეზე, ა-–---------- ბ-----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა-–---------- ბ-----–---–ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თბილისში, შ----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჩიხში, ა-–---------- ბ-----–---–მა თავისა და სახის არეში რამდენიმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა მ----- ვ-–----ეზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2. ა-–---------- მ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

1.2.1. ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის;

 

1.2.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის;

 

1.2.3. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

ა-–---------- მ------ის ზ/აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თბილისში, შ----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–---------- მ------ე ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მ----- ვ-–----ის ოქროს ცეპსა და ჯვარს და ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ----- ვ-–----ეს მიადგა 3900 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ა-–---------- მ------ე, 2--- წლის 24 ივნისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ზ-----–--–---–--------------------------ში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, სროლისთვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური წარმოების 5.6მმ კალიბრის რევოლვერ „kobra“-ს და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ ქარხნული წესით დამზადებულ 5.6მმ კალიბრის გამოსაყენებლად ვარგის 4 (ოთხი) ცალ ვაზნას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ა-–---------- მ------ე, 2--- წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ქ---------------------, „დ-----------ის“ „ბ“ ბლოკის მესამე სადარბაზოს მეცხრე სართულზე უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2--- წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე ქ. თბილისში, შ----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩიხში, ა-–---------- ბ-----–---–მა თავისა და სახის არეში რამდენიმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა მ----- ვ-–----ეზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ა-–---------- მ------ე 2--- წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, დაკავებული იქნა ქ. თბილისში, ქ---------------------, „დ-----------ის“ „ბ“ ბლოკის მესამე სადარბაზოს მეცხრე სართულზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.

 

2.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ა-–---------- მ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-–---------- მ------ის ბრალეულობას ზ/აღნიშნულ ქმედებებში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ მ----- ვ-–----ის ჩვენებით, ა-–---------- ბ-----–---–ს იცნობს დაახლოებით ოთხი წელია, მასთან ჰქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, რაც მოგვიანებით მათ შორის მტრობაში გადაიზარდა (რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მ---–----ემ ა-–--------–---–ს მიჰყიდა „ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანა, რომლის თანხასაც არ აძლევდა ეს უკანასკნელი).

 

დაზარალებულის ჩვენებით, 2--- წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე მივიდა ვაკეში, შ----–--------ზე მდებარე მის საცხოვრებელ კორპუსთან, გააჩერა ა/მანქანა და გადავიდა. მოულოდნელად მასთან მივიდნენ ა-–---------ე და ა-–--------–---–ი. ა-–---------ემ დანა დაადო ზურგზე, ა-–--------–---–მა წამოარტყა თავში ხელი, ორივე მხრიდან ხელმკლავი გაუკეთეს და სცადეს მისი მანქანაში ჩატენვა. დაზარალებულის განმარტებით, მის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ შეძლეს მანქანაში ჩასმა და ამის შემდეგ შეიყვანეს იქვე მდებარე ჩიხში. ჩიხში ბრალდებულები დაახლოებით ხუთ ადამიანთან (მათ შორის მ-------- ფ--------ეც) ერთად გაუსწორდნენ ფიზიკურად და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემეს და ძირს დავარდნილს სწორედ ა-–--------ემ წაართვა ოქროს ცეპი ჯვართან ერთად, ამოუტრიალა ჯიბეები და ამოაცალა მობილური ტელეფონი, მანქანის გასაღები და დაახლოებით 200 ლარამდე ფულადი თანხა. დაზარალებულის ჩვენებით, მაშინ, როდესაც მის მიმართ ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა, დაახლოებით ათი ახალგაზრდა ისე იყო განლაგებული, რომ ქუჩაში მოძრავ ხალხს კონფლიქტი არ დაენახა. დაზარალებულის განმარტებით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ყველა აყენებდა, თუმცა განსაკუთრებულად აქტიურობდა ა-–-ბ-----–---–ი, ა-–--------ეს დაახლოებით 15 სმ სიგრძის ვერცხლისფერი, გასაშლელი დანა ეჭირა ხელში და ემუქრებოდა, ხელი ერთი-ორჯერ შემოარტყა. დაზარალებულმა მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით განმარტა, რომ ოქროს ცეპისა და ჯვრის ღირებულებაა დაახლოებით 1000-1500 აშშ დოლარი, რაც შეეხება ძალადობის შედეგად მიღებულ დაზიანებებს, აღნიშნულის გამო იმყოფებოდა კლინიკაში და ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2--- წლის 24 ივნისს, განხორციელდა მოწმე მ---–----ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიუთითა ქ.თბილისში, შ----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ადგილას გადავიდა იგი ავტომანქანიდან, რა დროსაც მასთან მივიდნენ ა-–--------–---–ი და ა-–---------ე, ამ უკანასკნელმა ზურგის არეში მიადო დანა, შემდეგ შეიყვანეს შ----–---------------ის მიმდებარედ არსებულ ჩიხში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდნენ სახისა და მუცლის არეში, დააგდეს ძირს, რა დროსაც ა-–---------- მ------ემ ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ცეპი ჯვართან ერთად, ჯიბიდან ამოაცალა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით და დატოვეს შემთხვევის ადგილი (გამომძიებელი გ-----------ე, ექსპერტი თ.ა----–---–ი და ადვოკატი ლ. ბ----ე).

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ქ.თბილისში, შ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადზე დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დათვალიერებით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

· ჩანაწერი ასახავს 2--- წლის 22 ივნისის 20:30-21:40 სთ დროის მონაკვეთს.

· 20:30 საათიდან კადრში ჩნდებიან ა-–-ბ-----–---–ი, ა-–--------ე და გამოძიებით დაუდგენელი რამდენიმე პირი, რომლებიც საუბრობენ.

· 21:07:00 საათზე მ---–----ე მიემართება საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსკენ, რა დროსაც ა-–-ბ-----–---–ი და ა-–--------ე უახლოვდებიან მას, ორივე მხრიდან უკეთებენ ხელმკლავს, 21:07:27 საათზე ა-–-ბ-----–---–ი თავის არეში ურტყამს დაზარალებულს ხელს და ხელის კვრით მიჰყავთ იქვე მდებარე ჩიხისკენ, რა დროსაც კადრში აღარ ჩანან. 21:14:18 საათზე კადრში ჩნდება მ----- ვ-–----ე, რომელიც შედის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში.

· ვიდეოჩანაწერში ა-–--------ის ხელში ფიქსირდება რაღაც ნივთი, თუმცა შეუძლებელია მისი გარჩევა (დაზარალებულის განმარტებით, ეს არის დანა, ხოლო ბრალდებულის განმარტებით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას), ამასთან დაზარალებულის ჩვენებით, მას ა-–--------ემ დანა მიადო ზურგის არეში, თუმცა ა-–--------ის ხელის ამგვარი მიმართულებით (დაზარალებულის ზურგისკენ) მოძრაობა ჩანაწერში არ ფიქსირდება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს „ა----. ნ-----–--ის სახელობის ს---------------------–------“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №6----ის მიხედვით, მ----- ვ-–----ემ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2--- წლის 24 ივნისს 05:10 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი, მარცხენა ლოყის ლორწოვანის ჭრილობა.

 

2--- წლის 25 ივნისს, მ----- ვ-–----ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების (მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე, მარცხენა მხრის შუამესამედში), ნაჭდევის (მარჯვენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე) და ერთი ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (მარცხენა ლოყის ლორწოვანზე).

 

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ქ.თბილისის ვ---------------–ოს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შ----- ყ----–---–მა დაადასტურა მის მიერ ხელმძღვანელის სახელზე 23.06.2---წ შედგენილი პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, მოწმე მ---–----ის მიერ დასახელებული პირებიდან (ა-–--------ე, ა-–-ბ-----–---–ი და მ.ფ--------ე) ერთ-ერთი თავის საცხოვრებელ ბინაში უნდა ინახავდეს მ---–----ისაგან დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ ოქროს ცეპსა და ჯვარს; ამასთან, ა-–--------ე უნდა იმყოფებოდეს ქ.თბილისში, ქ----------------, „დ-----------ის“ „ბ“ ბლოკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 23 ივნისს 23:47 საათზე, ქ.თბილისში, ქ---------------------, „დ-----------ი“ „ბ“ ბლოკში, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაკავებული იქნა ა-–---------- მ------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ქაღალდში გახვეული, მომწვანო-მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, ჯინსის შარვლის წინა მხარეს უბიდან - შავი ფერის ტარისა და პირის მქონე დანა ქარქაშით, დანის ტარზე წარწერით „Glock“, ხოლო პირზე წარწერით „Made i№ Austria Glock 78“, MAURI CE LACROIX“ ფირმის მაჯის საათი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის ქამარი, თეთრი ფერის ცხვირსახოცი, შავი ფერის თოკზე დაკიდებული მრგვალი ფორმის ჯვრიანი მეტალის ხატი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ.კ-------იძე, მონაწილე პირები: დ.გ-------–---–ი და დ.ო----–---–ი).

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------ი კ-------იძემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა ლ---- კ--–------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული, 2--- წლის 24 ივნისის №1----–- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ა-–---------- მ------ის პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის წინა მხარეს უბიდან ამოღებული შავი ფერის ტარისა და პირის მქონე დანა (დანის პირსა და სახელურზე წარწერით „Made i№ AUSTRIA, Glock, 78“,) ქარქაშით, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 24 ივნისს, ჩატარდა ა-–---------- მ------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე: თბილისში, ზ. ფ--–--–---–--------------------------ში, რა დროსაც საძინებელ ოთახში განთავსებული ტანსაცმლის კარადიდან ამოღებული იქნა ხის ტარის მქონე მომცრო ზომის პისტოლეტი წარწერით „KOBRA“, „C-----“, რომელსაც გააჩნია ბარაბანი, რომელშიც მოთავსებულია ოთხი ცალი ვაზნა, რაც დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ ფიქსირდება (გამომძიებელი გ.კ-----ე, მონაწილე პირები: დ.გ-------–---–ი, დ.ო----–---–ი და ა-–--------ის ბებია რ----------ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ----- გ-------–---–მა დაადასტურა ა-–--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, აგრეთვე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მანვე დამატებით განმარტა, რომ თანამშრომლებთან ერთად მყოფმა დაინახა როგორ შევიდა ა-–--------ე ქ---------ის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, რომლის ერთ-ერთ სართულზე (ზუსტად არ ახსოვს) დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს შავი ფერის ქარქაშიანი დანა, რაც დაილუქა, ბრლდებულს დანასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბინის ჩხრეკისას საძინებელი ოთახის კარადიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რაც დაილუქა სათანადო წესით. ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულის ბებია, რომლის თანდასწრებითაც ა-–--------ემ განმარტა, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა დ-------- ც-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, 2--- წლის 24 ივნისის №1----- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

· ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების 5.6 მმ (22Lr) კალიბრის, უნომრო რევოლვერი „Kobra“ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის 5.6მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნებით (22 LR);

· ქარხნული წესით დამზადებული, 5.6მმ (22LR) კალიბრის რგოლური აალების ოთხი ვაზნა განკუთვნილია ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, კარაბინების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. ოთხივე ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად დანიშნულებისამებრ და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

მოწმე რ--------- მ--------ის ჩვენებით, ბრალდებულ ა-–--------ის ბებიაა. ცხოვრობს ქ.თბილისში, ფ--–--–---–------------------------ში ქალიშვილთან თ-- მ--------ესთან (ბრალდებულის დედა), მის მეუღლესთან გ-------– მ------ესა (ბრალდებულის მამა) და შვილიშვილთან (ბრალდებულის და) ერთად, ა-–--------ე კი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ (2--- წლის მარტის თვე) მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში ქ---------ის ქუჩაზე და ხანდახან მიდიოდა მათთან. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 24 ივნისს, მის საცხოვრებელ ბინაში მისივე მონაწილეობით ჩატარდა ჩხრეკა კანონის სრული დაცვით, რა დროსაც მისი ქალიშვილისა და სიძის საძინებელი ოთახის კარადიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რაც დაილუქა სათანადო წესით და რ----------ემ ხელი მოაწერა როგორც ლუქს, ისე ჩხრეკის ოქმს. მოწმის ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ იარაღის ამოღებისას ა-–--------ე გაკვირვებული იყო, თუმცა განმარტა, რომ პისტოლეტი მას ეკუთვნოდა. რ----------ის ჩვენებით, მისი ინფორმაციით ხსენებულ სახლში ინახებოდა სიძის, გ-------– მ------ის ბიძის მიერ მიტანილი, უვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი, ვინაიდან ეს უკანასკნელი იყო ა---------ის ომის მონაწილე. მოწმის განმარტებით, არ იცის 2--- წლის 24 ივნისს სწორედ ეს იარაღი იქნა თუ არა ამოღებული პოლიციის თანამშრომლების მიერ. მოწმის ჩვენებით, ბინაში ჩხრეკის ჩატარების დროს ბრალდებულის მამა, გ-------– მ------ე იმყოფებოდა მ–----აში.

 

მოწმე თ-- მ--------ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, ფ--–--–---–-----------------------ში მეუღლესთან - გ-------– მ------ესათან, ქალიშვილთან და დედასთან - რ--------- მ--------ესთან ერთად. უფრო ხშირად მ–----აში იმყოფება თავად მეუღლესთან ერთად, მისი შვილი ა-–---------ე კი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ (2--- წლის მარტის თვე) მეუღლესთან ერთად ცხოვრობს საბურთალოზე, ნაქირავებ ბინაში და იშვიათად სტუმრობდა მათ. მოწმემ განმარტა, რომ შ---–----აში ყოფნისას, 2--- წლის 24 ივნისს შეიტყო შვილის, ა-–--------ის დაკავების, მისი პირადი ჩხრეკისას დანის, ხოლო ბინის ჩხრეკისას - ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების თაობაზე, რომლის წარმომავლობა მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, ცნობილია, რომ დედამთილის ძმის კუთვნილი იარაღი ინახებოდა მის სახლში, თუმცა რას ბედი ეწია ხსენებულ ნივთს არ იცის და არც იმის თქმა შეუძლია, აღნიშნული იარაღი იქნა თუ არა ამოღებული ჩხრეკის დროს. მოწმემ განმარტა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა მისი და მისი მეუღლის საძინებელი ოთახის კარადიდან, თუმცა თავად მას არასოდეს უნახავს კარადაში ხსენებული ნივთი.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე გ-------– მ------ის 04.09.2---წ გამოკითხვის ოქმის თანახმად, ქ. მ–----აში, გ-----------------------ში ცხოვრობს მარტო. მისი შვილი ა-–---------- მ------ე ბებიასთან, რ--------- მ--------ესთან და დედასთან თ-- მ--------ესთან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისში, ფ--–--–---–ის ქუჩა №------ში. ყოფილ მეუღლესთან, თ----------ესთან განქორწინებულია. 2--- წლის ივნისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა-–--------ე დააკავეს ბრალდებულის სახით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის. თუ საიდან ჰქონდა ა-–--------ეს იარაღი, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს პოლიციელებმა, მისთვის უცნობია. რ----------ისგან იცის, რომ ა-–--------ე ბინის ჩხრეკას უშუალოდ ესწრებოდა და პოლიციელებისთვის განუცხადებია, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა. მოწმისათვის უცნობია, თუ რა მოდელის და სისტემის იარაღი ჰქონდა მის შვილს, ან საიდან ჰქონდა ის. მოწმის ჩვენებით, ა-–--------ესთან ერთად არ ცხოვრობს და პირად ნივთებს მის საცხოვრებელ სახლში არ ინახავს, ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის და ა-–--------ის საცხოვრებელ სახლში არ შეუნახავს. ხსენებული ფაქტის შესახებ ესაუბრა ყოფილ მეუღლეს თ----------ეს, რომელმაც ასევე არაფერი იცის ცეცხლსასროლი იარაღის წარმომავლობაზე. როგორც მოწმისათვის ცნობილია, ა-–--------ე იარაღს ინახავდა საძინებელი ოთახის ტანსაცმლის კარადაში, რ----------ესა და თ----------ეს აღნიშნული ნივთი ნანახი არ ჰქონდათ.

 

ბრალდებულმა ა-–---------- მ------ემ წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

· 2--- წლის 22 ივნისს ნამდვილად იმყოფებოდა შ----–--------ზე, რა დროსაც ა-–-ბ-----–---–თან ერთად შეხვდა მ---–----ეს. ა-–-ბ-----–---–ი და მ---–----ე ცალკე გავიდნენ სასაუბროდ, თავად კი საკმაოდ მოშორებით გაჩერდა და მათ საუბარში არ ჩარეულა, არავითარი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაზარალებულისათვის არ მიუყენებია და არც ძარცვა ჩაუდენია. შ----–--------ზე ყოფნისას მას ცივი იარაღი არ ჰქონია და ვიდეოჩანაწერში მის ხელში არსებული ნივთი (რომელიც თითქოსდა სინათლეს ირეკლავს) სავარაუდოდ არის მობილური ტელეფონი ე.წ. „ნიკელის ნოკია“, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.

· 2--- წლის 24 ივნისს, ფ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, მამის გ-------– მ------ის საძინებელი ოთახის კარადიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რასთან დაკავშირებითაც პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა. ბრალდებულის განმარტებით, მისი პოზიცია განაპირობა ოჯახის წევრებისათვის პრობლემების თავიდან არიდების სურვილმა, რომ არ მომხდარიყო ვინმეს დაკავება. ბრალდებულის ინფორმაციით, ბებიის ძმამ ა---------იდან ჩამოტანილი იარაღი აჩუქა მამამისს და ინახებოდა მათ ოჯახში. ბრალდებულმა ასევე დაადასტურა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ფ--–--–---–ის ქუჩაზე აღარ უცხოვრია, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ---------ის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში.

· 2--- წლის 23 ივნისს, მეგობრის ნაჩუქარი დიდი ზომის დანა, რომელიც მოთავსებული ჰქონდა შარვლის უბეში, მანქანიდან აიღო და მიჰქონდა სახლში, რა დროსაც საცხოვრებელი სადარბაზოს მე-9 სართულზე დააკავეს და პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ხსენებული ცივი იარაღი.

 

გარდა ზ/აღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულებას, აგრეთვე დაცვის მხარის მტკიცებულებებს, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ:

 

Ø სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერი და სხვ.) ერთობლიობა ა-–---------- ბ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ა-–---------- ბ-----–---–მა გამოძიების ეტაპზე და საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში (საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე, სხდომა გაგრძელდა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან მას სხვა სს საქმეზე ა/ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა), ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავო არ გაუხდია და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში. ცემა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებითა და თავად ბრალდებულ ა-–-ბ-----–---–ის განმარტებით, უტყუარად დადასტურდა, რომ 2--- წლის 22 ივნისს, ა-–-ბ-----–---–სა და მ---–----ე შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ა-–-ბ-----–---–ი ფიზიკურად გაუსწორდა მ---–----ეს, კერძოდ, თავისა და სახის არეში არაერთჯერადი დარტყმებით მიაყენა დაზიანებები სისხლჩაქცევების, ნაჭდევის და ერთი ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების ლოკალიზაციისა და ხარისხის, ასევე დაზარალებულის ჩვენების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ---–----ემ ა-–--------–---–ის მიერ განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------- ბ-----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

Ø სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–---------- მ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:

 

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განაჩენით დადგენილია, რომ ა-–---------- მ------ე ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მყოფი ა-–--------ე 2--- წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ქ---------------------, „დ-----------ის“ „ბ“ ბლოკის მესამე სადარბაზოს მეცხრე სართულზე დაკავებული იქნა, რა დროსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და შარვლის წინა მხარეს უბეში აღმოაჩნდა შავი ფერის ტარისა და პირის მქონე დანა ქარქაშით, რომელიც 2--- წლის 24 ივნისის №1----–- დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ა-–--------ის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი გარდა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმისა, დასტურდება ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის დ.გ-------–---–ის და თავად ბრალდებულ ა-–--------ის ჩვენებებით.

 

Ø სახეზეა არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–---------- მ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ:

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ძარცვას, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს ნივთის დაუფლებას თვალნათლივ, როგორც მესაკუთრისათვის, მფლობელის ან მოსარგებლისათვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ძარცვა მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა განკარგოს დაუფლებული ქონება. მაკვალიფიცირებელ გარემოებებს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი და ქმედების ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებიდან ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებულ მ---–----ის ჩვენება მიუთითებს ა-–--------ეზე როგორც საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირზე, სხვა არცერთი მოწმე, წერილობითი მტკიცებულება და ვიდეოჩანაწერი არათუ პირდაპირ, ირიბადაც კი არ ადასტურებს ა-–--------ის მიერ ძალადობის გამოყენებით, მ---–----ისაგან ოქროს ცეპისა და ჯვრის, ფულადი თანხისა და მობილური ტელეფონის აშკარად დაუფლების ფაქტს. უფრო მეტიც, ა-–--------ის მხრიდან მ---–----ის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და ძარცვის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ გამოძიების ეტაპზე დაკითხული ა-–-ბ-----–---–ი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, დაცვის მხარის მოწმეთა: დ---------–-----------------------–---------------------–-–---–----------------–------–---–ის გამოკითხვის ოქმები, კერძოდ, ხსენებული პირები ადასტურებენ, რომ 2--- წლის 22 ივნისს, ქ.თბილისში, შ----–---------------თან მდებარე ჩიხში კონფლიქტი მიმდინარეობდა ა-–-ბ-----–---–სა და მ---–----ეს შორის, ა-–--------ე იდგა მოშორებით და კამათში არ ჩარეულა, მის ხელში მობილური ტელეფონის გარდა სხვა ნივთი არ დაუნახავთ. აღნიშნულ პირთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია თავად ა-–--------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერში კი ა-–--------ის მიერ ძალადობის გამოყენებით, მ---–----ის ძარცვის ფაქტი არ ფიქსირდება.

 

ამდენად, ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ მ---–----ის ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით, უფრო მეტიც, წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, ვერ დაედება საფუძვლად ა-–--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს:

1. დანაშაულის სუბიექტი ანუ პირი, რომელმაც განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა;

2. ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალაზე მფლობელობის მოპოვება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესის დარღვევით;

3. დანაშაულის სუბიექტმა შენახვის კანონიერი უფლების გარეშე უნდა მიუჩინოს ადგილსამყოფელი უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ფაქტი, რომ 2--- წლის 24 ივნისს ქ.თბილისში, ზ.ფ--–--–---–ის ქ№-----, ბინა №14-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც სროლისათვის ვარგისი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით (მათ შორის ბრალდებულის განმარტებით), ისე საგამოძიებო მოქმედების ოქმით. თუმცა იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტი. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეები: თ----------ე და რ----------ე, აგრეთვე თავად ბრალდებული ა-–--------ე განმარტავენ, რომ ქ.თბილისში, ზ.ფ--–--–---–ის ქ№-----, ბინა №14-ში ცხოვრობდნენ რ----------ე, თ----------ე, მისი მეუღლე გ.მ------ე და ქალიშვილი, ა-–--------ე კი 2--- წლის მარტის თვიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად ქ.თბილისში, ქ---------ის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში (სწორედ იმ მისამართზე, სადაც მოხდა მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა). რ----------ე და თ----------ე, ისევე როგორც ა-–--------ე კატეგორიულად უარყოფენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრალდებულისადმი კუთვნილებას და განმარტავენ, რომ მათი ოჯახის წევრმა, ბრალდებულის ბებიის ძმამ წლების წინ ჩამოიტანა ა---------იდან და მას ეკუთვნოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბინის ჩხრეკის დროს ა-–--------ის განმარტება იარაღის მისდამი კუთვნილების თაობაზე ამ უკანასკნელმა ახსნა იმით, რომ არ სურდა ოჯახის რომელიმე წევრს შექმნოდა პრობლემა (ყურადსაღებია, რომ ბრალდებულის ხსენებული განმარტება არ არის დაფიქისრებული არც ბინის ჩხრეკის ოქმზე შენიშვნის სახით). რაც შეეხება გ----------ის ჩვენებას, აღნიშნული წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რომელიც მიუთითებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ა-–-მ-----ისადმი კუთვნილებაზე, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმე გ----------ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ იყო მისი კუთვნილება (მით უფრო თუ ამოღებული ნივთების მისდამი კუთვნილების ფაქტის აღიარება ფაქტობრივად იქნებოდა საკუთარი თავის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემა) და რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ა-–--------ის ჩვენება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ეკუთვნოდა, რაც სრულ შესაბამისობაშია თ----------ისა და რ----------ის ჩვენებებთან. სს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება და ვერცერთი მოწმე პირდაპირ ვერ მიუთითებს ა-–--------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, ამასთან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია ბრალდებულის მშობლების საძინებელი ოთახიდან, ხსენებულ ბინასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი უარყოფს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ა-–--------ე ცხოვრობდა სხვა მისამართზე და ამ პირობებში მხოლოდ გ----------ის საჯაროდ წაკითხული ჩვენება ვერ გახდება ა-–--------ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს ევროსასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიღებულია ისეთ პირობებში, როდესაც დაცვის უფლება არაა უზრუნველყოფილი. ზოგიერთ გარემოებაში შეიძლება საეჭვო გახდეს გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებებზე მითითება მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია პირის ჩვენებებზე, რომლის უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, რაც მისცემდა სასამართლოს საშუალებას, რომ ერთმანეთისათვის შეედარებინა მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებები და ეჭვი შეეტანა მათ სანდოობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა მოწმე გ-------– მ------ის ჩვენება (მისი სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხერხდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიებაში მიცემული ჩვენებები) და უშუალოდ შეეფასებინა მისი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მის მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

... დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja a№d Tahery v. the U№ited Ki№gdom), განაცხადები №os. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 118). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე, რადგან ეს უკანასკნელი გარდაიცვალა და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bo№ev v. Bulgaria), განაცხადი №o. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 40). აღნიშნულ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hor№castle a№d others v. the U№ited Ki№gdom), განაცხადი №o. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 130).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას, უპირატესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა, იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (i№ter alia, გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfge№ v. Germa№y), განაცხადი №o. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, § 162.

 

ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი №o. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27).

 

1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი. მოწმის გარდაცვალების შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს სტანდარტული ფრაზაა, რომ იმის გამო, რომ მოწმე ვერ იკითხება სასამართლოზე, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს.

 

2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშნველოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131).

 

3) თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja a?d Tahery v. the U?ited Ki?gdom ), განაცხადები №os. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).

 

საქმეზე ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ, პირი, რომელმაც გამომძიებელს განმცხადებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, გარდაიცვალა და მისი დაკითხვა სასამართლოზე ვერ მოხერხდა. ამის გამო მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი არ უნდა ეგო, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საგულდაგულოდ გაანალიზეს ბრალდების მოწმის ჩვენებები და დაასკვნეს, რომ ისინი გამყარებული იყო რიგი სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების საქმე განიხილა სამართლიანმა სასამართლომ და მათ მიმართ არ ჰქონდა კოვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ (Ferra№telli a№d Sa№ta№gelo v. Italy), განაცხადი №o. 19874/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 52-53).

 

საქმეზე ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებელმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა თავის ნაცნობს, რასაც შედეგად მოყვა სიკვდილი. განმცხადებელს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განმცხადებელი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უსამართლო იყო, ვინაიდან მას არ შეეძლო ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც მსჯავრდების ძირითად საფუძველს შეადგენდა. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებლის მსჯავრდება დააფუძნეს სამი მოწმის ჩვენებას და ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. სამი მოწმიდან ორი მოწმე იყო თვითმხილველი და არცერთი მათგანის ჯვარედინი დაკითხვა სასამართლოში არ მოხერხდა, ვინაიდან ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ ჰქონდა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მესამე მოწმე ირიბ ჩვენებას იძლეოდა. ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება პირის მსჯავრდება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ემყარებოდეს. შესაბამისად, ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებისთვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტორები: მოპასუხე სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოწმე გარდაიცვალა და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო განხილვისას, მაგრამ მიიჩნია, რომ მეორე თვითმხილველი მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები, რის შედეგადაც ბრალდებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებასაც ძირითადად დაეყრდნო სასამართლო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებაში და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დანიშვნაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bo№ev v. Bulgaria), განაცხადი №o. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 44-45).

 

საქმეზე მიკა შვედეთის წინააღმდეგ, განმცხადებელს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში. დაზარალებულმა განაცხადი შეიტანა პოლიციაში და დაიკითხა. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ისარგებლა ქალთა კლინიკის კონსულტანტის მომსახურებით. თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაზარალებულმა თავი მოიკლა. განმცხადებელი თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს და წარუდგინეს ბრალი გაუპატიურებაში. ამ დროისთვის ბრალდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის სამედიცინო შემოწმების დასკვნა, კონსულტანტის შენიშნვები, დაზარალებულის წერილობითი ჩვენება. დაკავების შემდეგ, ჩატარდა განმცხადებლის სისხლის ნიმუშის დნმ-ის ანალიზი და დადგინდა იდენტობა დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ სპერმას შორის.

 

მოცემულ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებული გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და შვედეთის ხელისუფლებას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ამასთან, დაზარალებული გარდაიცვალა განმცხადებლისთვის ბრალის წარდგენამდე და ამიტომ ამ უკანასკნელს მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონია არც გამოძიების ეტაპზე, რაზეც სახელმწიფო ასევე არ აგებს პასუხს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, მტკიცებულებად დაეშვა დაზარალებულის ჩვენება, მოცემული პოლიციის პატაკში, თავისთავად არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid. § 37).

 

ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, ხომ არ ემყარებოდა მთლიანად ან ძირითადად, განმცხადებლის მსჯავრდება დაზარალებულის ჩვენებას ისე, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე დარღვეულად ჩათვლილიყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, ვინაიდან ეროვნულ სასამართლოს წინაშე სხვა მოწმეებიც წარსდგნენ და წერილობითი მტკიცებულებაც იქნა განხილული (Ibid. § 38).

 

რაც შეეხება მეორე კითხვას, ხომ არ იყო დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის მსჯავრდებისთვის და საქმეში არსებობდა რიგი სხვა მტკიცებულებები, დოკუმენტებისა თუ ჩვენებების სახით, რომლებიც დეტალურად იქნა გამოკვლეული ეროვნული სასამართლოების მიერ; ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო ნივთმტკიცებულებებით და ამიტომ დაზარალებულის ჩვენებას განმცხადებლის მსჯავრდებაში ძირითადი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა ისარგებლა სამართლიანი სასამართლოთი და მას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები არ დარღვევია (Ibid . §§ 39-42).

 

საქმეზე ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განმცხადებლების წინააღმდეგ საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოძიების დროს დეპონირებული ჩვენება. დაზარალებულის გარდაცვალების გამო, ბრალდებულებს არ შეეძლოთ მისი სასამართლო განხილვის დროს დაკითხვა. ამასთან, დაზარალებული იყო რეგისტრირებული ალკოჰოლიკი, განმცხადებლების მიერ მასზე სავარაუდო თავდასხმის დროს ის ნასვამი იყო და თავად მისივე ჩვენების თანახმად, „ბუნდოვნად“ ახსოვდა თავდასხმის დეტალები (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hor№castle a№d others v. the U№ited Ki№gdom), განაცხადი №o. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება).

 

ევროპულმა სასამართლომ იმის შეფასებისას, იყო თუ არა დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი განმცხადებლების ბრალდებისთვის, ყურადღება მიაქცია ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდება ემყარებოდა დაზარალებულის ჩვენებას. სააპელაციო სასამართლომ, დაზარალებულის ჩვენების გარდა, რიგ სხვა არსებით მტკიცებულებებზე მიუთითა (Ibid . § 141). თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროპულმა სასამართლომ მთავარი აქცენტი გადაიტანა საპროცესო გარანტიებზე და მათ გამოყენებაზე, ვინაიდან, თუნდაც მტკიცებულება გადამწყვეტი ყოფილიყო მსჯავრდებისთვის, ეს თავისთავად მე-6 მუხლს არ დაარღვევდა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ განიხილა შუამდგომლობა დაზარალებულის ჩვენების მტკიცებულებად დაუშვებლობის შესახებ მის გამოქვეყნებამდე; დეტალური დასაბუთებით გაამყარა თავისი უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; მოსამართლემ განუმარტა ნაფიც მსაჯულებს დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელობა და მისცა მითითება, ყურადღებით მოკიდებოდნენ ინფორმაციას; აუხსნა, თუ როგორ შეიზღუდა დაცვის უფლება იმის გამო, რომ დაზარალებულის გარდაცვალების გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. ბრალდებულებს შეეძლოთ, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა, მათ ეცნობათ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული დეტალები და შეეძლოთ ჩვენების უტყუარობაზე დავა დაზარალებულის ალკოჰოლიზმსა და „ბუნდოვან“ მეხსიერებაზე მითითებით. საბოლოო ჯამში, ევროპული სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების გამოყენებით, ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ სამართლიანად და ჯეროვნად შეეფასებინათ დაზარალებულის ჩვენება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid . §§ 142-143).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე გ----------ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო), მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ა-–---------- მ------ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში, ამასთან მოწმის ჩვენების უტყუარობასა და სანდოობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები თ----------ისა და რ----------ის ჩვენებებთან წინააღმდეგობისა და შესაძლო დაინტერესებულობის გათვალისწინებით (გ----------ე შესაძლოა ფაქტობრივი გარემოებებს აძლევდეს სასურველ ინტერპრეტაციას შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან მისი შემხებლობის გამორიცხვის გამო).

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ----------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ა-–---------- მ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შესაბამისობაშია როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

 

ცეცხლსასროლი იარაღის კუთვნილების უტყუარად დადგენის საკითხთან მიმართებაში, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასაც, კერძოდ:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის №294აპ-15 განაჩენის თანახმად, არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატამ მსჯავრდებული რ. ა-ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). პალატამ განმარტა, რომ „...ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“.

 

მართალია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ა-–--------ისადმი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კუთვნილება და შესაბამისად, მის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ა-–--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება არასწორია, ვინაიდან 2--- წლის 24 ივნისს (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სავარაუდო დანაშაულის თარიღი) მოქმედ საქართველოს სსკ-ის რედაქციაში აღნიშნული დანაწესი არ არსებობდა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდა მხოლოდ 2--- წლის 27 ივნისიდან.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ:

1. ა-–---------- ბ-----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

2. ა-–---------- მ------ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

3. სახეზეა არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–---------- მ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ა-–---------- ბ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;

 

6.2. ა-–---------- მ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესასრულებლად, ა-–---------- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა-–---------- მ------ეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი, არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული (მნიშნვნელოვანია ის გარემოება, რომ განზრახი დანაშაულების, მათ შორის ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრი ქვეშ მყოფი ა-–--------ე კვლავ ატარებდა ცივ იარაღს, რაც მიუთითებს, რომ ბრალდებული არაკანონმორჩილი პირია), რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–--------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განაჩენი, კერძოდ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განაჩენით, ა-–---------- მ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2--- წლის 2 აპრილიდან, პრობაციის ბიუროში კი აღრიცხვაზეა 2--- წლის 30 მარტიდან.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–--------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---------- ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ა-–---------- ბ-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

ა-–---------- მ------ე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ა-–---------- მ------ე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ა-–---------- მ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–---------- მ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- მ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- მ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 23 ივნისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· ა-–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნედლი მარიხუანა და დანა ქარქაშით (ინახება ვ---------------–ოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ა-–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, მობილური ტელეფონი, ქამარი, ცხვირსახოცი და ხატი (ინახება ვ---------------–ოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

· ა-–--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და 2 (ორი) ცალი ვაზნა (ინახება ვ---------------–ოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

· ცეცხლსასროლი იარაღიდან ამოღებული ანაწმენდები, ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, ა-–--------ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ვიდეოჩანაწერი და ა/მანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

· ა/მანქანა (ინახება ვ---------------–ოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მსჯავრდებულ ა-–---------- მ------ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ ა-–---------- ბ-----–---–ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნ.ნ-----ია