გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310018002559318
№ 3/94-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბო-–----
შესავალი ნაწილი
ბო-–----ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ელენე თაგაური
მოსარჩელე: ქეი----------–--ვი;
მოსარჩელის წარმომადგენელი: ვახ-------–----ე;
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
მოპასუხის წარმომადგენელი: კა----------------–-ძე;
თარჯიმანი სუ-------------–--ლი;
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი 80.01.50.2-- 2006 წლის 14 აპრილს განხორციელებულ რეგისტრაციაში ცვლილების რეგისტრაცია, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღადგინოს მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათში, (რეგისტრაციის N800600850, 14.04.2006) პირველადი ჩანაწერი ჩანაწერი და ნაცვლად 0,42 ჰა. ფართობისა მიწის ფართობად განისაზღვროს - 0,70 ჰა. და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (იხ.დაზუსტებულის არჩლი);
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2006 წლის 15 მარტს, მოსარჩელე ქეი----------–--ვმა და მისმა 13 თანასოფლელმა, ქ. მა-------–ში მიმართეს ნოტარიუსს ნუ--- ჩი---–--ლს და გააფორმეს სანოტარო აქტი N1-2330, რითაც დადასტურდა მათი ხელმოწერების სინამდვილე შეთანხმებაზე იმის შესახებ, რომ ბო-–----ს რაიონის თა------ის საკრებულოს მიერ სპეციალურ აუქციონზე გამოტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის N13, ფართობი: 18,82 ჰა. აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით, მხარეებმა ერთ-ერთ მხარეს ალიევი კუმრახს მიანიჭეს უფლებამოსილება წარადგინოს მათი ინტერესები აუქციონზე. მხარეების აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საერთო ფართობიდან თითოეული მხარის წილი განისაზღვროს შემდეგი სახით და თითოეული ფიზიკური პირის გვარისა და სახელის გასწვრივ განისაზღვროს მის მიერ მისაღები მიწის ფართი. 2006 წლის 4 აპრილს შედგა აუქციონი მათ მიერ შეძენილი იქნა მიწის ნაკვეთი სარეგისტაციო ნომრით N800501998 და გაცემული იქნა ,,მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N33 ოქმი, რის შემდეგაც განაწილებული იქნა მიწის ნაკვეთები და შესაბამისად ყველამ მიიღო შესაბამისი ფართის მიწის ნაკვეთი, მათ შორის მოსარჩელე ქეი----------–--ვმაც - 0,7 ჰა, რაზეც არავის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია და იგი შეუდგა აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობას 2017 წლის დასაწყისამდე. შემდეგ მეზობლების მხრიდან დაიწყო გარკვეული ხელისშეშლა, რომლის გამოსწორებას ცდილობდა საკუთარი ძალებით მაგრამ უშედეგოდ.
2013 წლის 13 თებერვალს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტი. კერძოდ, 2006 წლის 14 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი საიდანაც ირკვევა, რომ საკადასტრო კოდი N80.01.50.2---ით მოსარჩელის ქეი----------–--ვის საკუთრებაში დარეგისტრირდა ბო-–----ს რაიონის სოფელ თა------ში მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით - 0,70 ჰა, რომელიც შემდეგ გადაშლილია ფანქრით და მიწერილია 0,42 ჰა.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გამოცვლილია შეთანხმების მე-2 გვერდი და ის შედგენილია სულ სხვა პიროვნების მიერ, განსხვავებული ხელწერით და ამ შეცვლილ ფურცელში უკვე #1 -ის გასწვრივ დაფიქსირებულია - 2,26 ჰა-ს ნაცვლად - 2,97 ჰა, #8-ის გასწვრივ - 1,30 ჰა-ს ნაცვლად 0,87 ჰა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება არის გაყალბებული.
2. მოპასუხის პოზიცია
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შესაგებელში განმარტა, რომ 2005 წლის 16 დეკემბერს განაცხადის N882005001998 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბო-–----ს რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მომართვის საფუძველზე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 80.01.50.1--- დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად ფართი 18,82 ჰა. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N33-ის საფუძველზე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 80.01.50.1-- დარეგისტრირდა კუ--------–---ის, მა---------------ის, სო---------ს, მაზ----------------ის, სე-------–---ას, ხა----–----ს, ქე-----------–---ას, ურ-----------------ის, არ---------------ს, ფარმა----–----ს, შა-–--–--–---ის და გუ---ნ გუ-------ის თანასაკუთრებად.
აღნიშნულ სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი იქნა 2006 წლის 15 მარტის შეთანხმება, ნოტარიუს ნუ--- ჩი---–--ლის მიერ დამოწმებული, რეესტრის N1-2330, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს ქეი----------–--ვს 18,82 ჰა მიწის ნაკვეთიდან გადაეცა 518-ე მიწის ნაკვეთი ფართით - 0,70 ჰა. საჯარო რეესტრში ასევე დაცულია შეთანხმება დამოწმებული ასევე ნოტარიუსს ნუ--- ჩი---–--ლის მიერ, ასევე რეესტრის N1-2330 რომლის თანახმადაც მოსარჩელეს ქე-----------–---ის 18,82 ჰა მიწის ნაკვეთიდან გადაეცა 518-ე მიწის ნაკვეთი ფართით - 0,42 ჰა.
2006 წლის 14 აპრილის N882006000850 განაცხადის და წარმოდგენილი შეთანხმებების საფუძველზე შედგა სააღრიცხო ბარათი ქეი----------–--ვის სახელზე ფართით ჯერ 0,70 ჰა, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღიცხვისა და პრივატიზების ბო-–----ს რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 5 აპრილს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N33 ოქმისა და მასზე თანდართული შეთანხმების საფუძველზე ფართი შესწორდა 0,42 ჰა-ზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2005 წლის 16 დეკემბერს განაცხადის N882005001998 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბო-–----ს რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 80.01.50.1--) დარეგისტრდა სახელმწიფოს საკუთრებად ფართი 18,82 ჰა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათი;
- საკადასტრო გეგმა;
4.1.2. დადგენილია, რომ 2006 წლის 15 მარტს, ბო-–----ს რაიონის სოფელ ცურტავში მცხოვრებმა პირებმა და მათ შორის მოსარჩელე - ქიეგუბად ალიევმა მოითხოვეს სპეციალურ აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 18,82 ჰა მიწის ნაკვეთის ფართობის შესაძენად და მათი ინტერესების წარსადგენად შეთანხმებაზე მათი ხელმოწერების სინამდვლის დადასტურება.
დადგენილია, ასევე რომ 2006 წლის 15 მარტს ნოტარიულ ნუ--- ჩი---–--ლის მიერ ქეი----------–--ვის და სხვათა მიმარათ წარდგენილი შეთანხმებაზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურდა, რის გამოც შედგა ორი სანოტარო აქტი რეესტრში რეგისტრაციის N 1-2330.
2006 წლის 5 აპრილს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გაიცა ქეი----------–--ვის და სხვათა მიმართ შედგენილი თანდართული შეთანხმების საფუძველზე სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N33.
4.1.3. დადგენილია, რომ 2006 წლის 14 აპრილს (განაცხადის რეგისტარციის N88200600722) მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N33-ის საფუძველზე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 80.01.50.1-- 18.81 ჰა დარეგისტრირდა კუ--------–---ის, მა---------------ის, სო---------ს, მაზ----------------ის, სე-------–---ას, ხა----–----ს, ქე-----------–---ას, ურ-----------------ის, არ---------------ს, ფარმა----–----ს, შა-–--–--–---ის და გუ---ნ გუ-------ის თანასაკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათი;
-საკადასტრო გეგმა;
4.1.4. დადგენილია, ასევე რომ 2006 წლის 14 აპრილის N800600850 განაცხადისა და წარდგენილი შეთანხმების საფუძველზე შედგა სააღრიცხო ბარათი ქეი----------–--ვის სახელზე ფართით ჯერ 0,70 ჰა, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღიცხვისა და პრივატიზების ბო-–----ს რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 5 აპრილს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N33 ოქმისა და მასზე თანდართული შეთანხმების საფუძველზე ფართი შესწორდა 0,42 ჰა-ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათი;
- საკადასტრო გეგმა;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვალს ქეი----------–--ვმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების გასწორება, კერძოდ-0.42 ჰა შესწორებულიყო 0,70 ჰა-თი. ცენტრალიზებულმა რეგისტრაციის სამსახურმა 2018 წლის 2 მარტის N106580 წერილით აცნობა, რომ მის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება N80.01.50.2-- საკადასტრო კოდით, რომლის ფართიც შეადგენდა 4200 კვ.მ და ნაკვეთის წინა ნომრად მითითებული იყო 80.01.50.1-- საკადასტრო კოდი, ამასთან სარეგისტრაციო სამსახურში 80.01.50.287 საკადასტრო კოდზე რომელიც წარმოადგენდა 080.01.50.1-- კოდის დანაყოფს დაცული იყო შესწორებული შეთანხმება N1-2330 (2006 წლის 15 მარტს დამოწმებული ნოტარიუსის ნუ--- ჩი---–--ლის მიერ) რომლითაც ქეი----------–--ვისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ფართად დგინდება 4200 კვ.მ ხოლო შეთანხმებაში დაფიქსიებული იყო სახელის და გვარის გასწვრივ ქეი----------–--ვის ხელმოწერა. ამასთან, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მითითებული ფართების დათვლის შედეგად მიღებული ფართობი ედრება მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმით (N33) საკუთრებაში გადაცემულ მიწის ფართობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება;
- ცენტრალიზებულმა რეგისტრაციის სამსახურის მიმართვა;
4.1.6. დადგენილია, რომ 2006 წლის 15 მარტს, მა-------–ის ნოტარიუს ნუ--- ჩი---–--ლის მიერ დამოწმებულია ორი შეთანხმება, კერძოდ, 2006 წლის 15 მარტით დათარიღებული შენთანხმების თანახმად აუქციონში გამარჯვების შემთვევაში მიწის ნაკვეთის საერთო ფართობიდან ქეი----------–--ვის წილი განისაზრვრა 0.42 ჰა. მიწის ნაკვეთის ოდენობით, ხოლო თარიღის გარეშე დამოწმებული შენთნხმებით, მას განესაზღვა 0.70 ჰა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო აქტები N1-2330, დამოწმების თარიღი: 15.03.2006 წ. ნოტარიუსი ნუ--- ჩი---–--ლი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც გახდებოდა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქეი----------–--ვის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
- ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია;
7. სამართლებრივი შეფასება;
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
7.2. სადაო უძრავ ნივთზე განხორციელებული რეგისტრაციის პერიოდში მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველადი რეგისტრაცია არის საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის სარეგისტრაციო განცხადებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე;
ამავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი არის სარეგისტრაციო წარმოების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ასახავს უძრავი ნივთის საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემებს, რეგისტრირებული უფლებებისა და შესაბამისი უფლებების მქონე პირების, უძრავი ნივთის დანიშნულების შესახებ დოკუმენტურ მონაცემებს;
ხოლო ამავე მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, მის გადაცემას ან მიტოვებას, აგრეთვე საკუთრების უფლებაზე რაიმე ზეგავლენის წარმოშობას, შეჩერებას, მასში ცვლილების შეტანას ან შეწყვეტას;
ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მდებარე ბო-–----ს რაიონი სოფელი თა------ში, საკადასტრო კოდი N80.01.50.1--) რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გამოცხადდა სპეციალური აუქციონი.
2006 წლის 15 მარტს, ბო-–----ს რაიონის სოფელ ცურტავში მცხოვრებმა პირებმა და მათ შორის მოსარჩელე - ქიეგუბად ალიევმა მოითხოვეს სპეციალურ აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 18,82 ჰა მიწის ნაკვეთის ფართობის შესაძენად და მათი ინტერესების წარსადგენად შეთანხმებაზე მათი ხელმოწერების სინამდვილის დადასტურება და მიმართეს ნოტარიუსს.
დადგენილია, რომ 2006 წლის 15 მარტს ნოტარიუს ნუ--- ჩი---–--ლის მიერ დამოწმებული შეთანხმებები წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში 2006 წლის 14 აპრილს. 2006 წლის 15 მარტით დათარიღევული შენთნხმების მიხედვით ქეი----------–--ვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი განსაზღვრულია 0.42 ჰა. ხოლო თარიღის გარეშე შეთნხმების თანახად, ქეი----------–--ვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი განსაზღვრულია 0.70 ჰა. ოდენობით. მხარეების მიერ წარდგენილი ორივე შეთანხმება დამოწმებულია 2006 წლის 15 მარტს ნოტარიუსის ნუ--- ჩი---–--ლის მიერ სანოტარო აქტი - N1-2330;
დადგენილია, რომ 2006 წლის 5 აპრილს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გაიცა ქეი----------–--ვის და სხვათა მიმართ შედგენილი თანდართული შეთანხმებების (დამოწმებული სანოტარო აქტი - N1-2330) საფუძველზე, სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N33.
დადგენილია, რომ 2006 წლის 14 აპრილს, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაიცა სააღრიცხო ბარათი, სადაც მესაკუთრედ მითითებული ქეი----------–--ვი, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართობად ჯერ მითითებულია 0.70- ჰა, რომელიც გადაშლილია და მის გვერდით მითითებულია 0,42 ჰა მიწის ფართობი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია სარეგისტრაციო განცხადება (შემდგომში - განცხადება). სარეგისტრაციო წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქეი----------–--ვის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა ორივე შეთანხმება დამოწმებული სათანადო წესით სადაც ქეი----------–--ვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის - ფართობი განსაზღვრულია ერთ შემთვევაში - 0.70 ჰა და ხოლო მეორე შემთვევაში - 0.42 ჰა, რამაც გამოიწვია სააღიცხო ბარათში ცვლილების და დამატების შეტანა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-45 მუხლის მე-14 ნაწილის თანამხად, რეგისტრაცია არ წარმოებს იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, ან/და გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და აღნიშნული შესწორებანი არ არის სათანადო წესით დამოწმებული.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-45 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება მოიცავს რეგისტრაციის პროცესს, კერძოდ, სარეგისტრაციო განცხადების მიღებას, აგრეთვე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას, შეწყვეტას, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, სააღრიცხვო ბარათში რეესტრის ჩანაწერის, ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, ტექნიკური ხასიათის ხარვეზის შესწორებას, ჩანაწერის გაუქმებას და სხვა.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და ინსტრუქციით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას იწვევს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თუკი მხარის მიერ სადავოდ არ იქნება ქცეული ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ცვლილების განუხორციელებლობის გარეშე მხოლოდ სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სასამართლოში წარმოდგენილ სარჩელზე ვერ მიიღწევა მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში 0,70 ჰა. ფართობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს შეთანხმება N1-2330, დამოწმების თარიღი: 15.03.2006 წ ნოტარიუსი ნუ--- ჩი---–--ლის მიერ, ხოლო 0,42 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველს ასევე წარმოადგენს შეთანხმება N1-2330, დამოწმების თარიღი: 15.03.2006 წ ნოტარიუსი ნუ--- ჩი---–--ლის მიერ, აღნიშნული შეთანხმებები ძალაშია და არ გაუქმებულა. ამდენად, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მონაცემები სრულ შესაბამისობაშია დასახელებულ შეთანხმებაში აღნიშნულ შინაარსთან, რის შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოზე დასახელებულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის დავალდებულების საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქეი----------–--ვის სარჩელი ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ქეი----------–--ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქეი----------–--ვის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი 2006 წლის 15 მარტით დათარიღებული შეთანხმებები დედნის სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) ბო-–----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.ბო-–----, სულხან-საბა ორბელიანის ქ.№113) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე