განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2019
საქმის ნომერი
330100119002814179
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ზურაბ ლორიას,ადვოკატ დ---------------,ბრალდებულ ლ--–---–--–---–---–-- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ--–---–--–---–---–-- (პირადი #1----------) - დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.ქუთაისში, ი-–-------------------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ--–---–--–---–---–-- ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ.ქუთაისში, ი-----–-----–-------------------ში მდებარე, დ-----–---------------–---------–--- პ------------------ და ქ--------- რ--------–-----------------------------------–----– შენობაში შეიჭრა მოქალაქე ლ--–---–--–---–---–-, რომელიც დაცვის პ---–-–--- თანამშრომელ ლ---------–-------, დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო, ლ---------–------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ლ--–---–--–---–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ლ--–---–--–---–---–--, დაზარალებულ ლ---------–--------, მოწმეების: ი-----–---------------------------–-----------------------------------------------------------------–-----------------–--------------–---------------------------–-–--------–---–----------------------------------–----------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმით; კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #----–- დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ლ--–---–--–---–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, უტყუარადაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ბრალდებული ლ--–---–--–---–---–- დაცვის პ---–-–--- თანამშრომელ ლ---------–-------, დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს დაუყენებია ეჭვქვეშ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--–---–--–---–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ლ--–---–--–---–---–-- მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელებულია დაზარალებულ ლ---------–-------- მიმართ უშუალო დამუქრებით, დ-----–---------------–---------–--- პ------------------ და ქ--------- რ--------–-----------------------------------–----– შენობაში, იმ ფორმით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მისი რეალურად შესრულების შიში, რა დროსაც მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გამიზნული იყო ბრალდებულის მხრიდან ამ მუქარის რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

 

ამავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომელიც, ასევე, უდავოდაა მიჩნეული, ლ--–---–--–---–---–- აღენიშნება შერეული ემოციური და ქცევითი აშლილობა და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წარმოადგენს სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ლ--–---–--–---–---–-- მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ოჯახურ მდგომარეობას, რომ კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა. აღნიშნული გარემოებების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ლ--–---–--–---–---–- დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.

 

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას - დანას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლ--–---–--–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ--–---–--–---–---–-- მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ლ--–---–--–---–---–- დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ლ--–---–--–---–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით - 1 (ერთი) თვე და 23 (ოცდასამი) დღე.

 

ლ--–---–--–---–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დანა განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე