განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
330100118002542928
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/3----18

N0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-----–------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–----------------------–-–--–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაბადებული 1----–-–---- სექტემბერს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, მ--------------------------------------------ში.

 

ადვოკატები - ნ---------–-----------------------–---

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2017 წლის მაისში ა-–-----------–-–--–---–ი, როგორც სამშენებლო-სარემონტო კომპანიის შპს „ც-–-ას“ წარმომადგენელი, მ--------------ესთან მისამართზე - ქ.თბილისი, ჟ---------ას ქ.-------ის მოპირდაპირედ მ-------------–-------------ში მივიდა, რომელსაც დაპირდა, რომ მისი კომპანია 45 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულ ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფდა, რისთვისაც საჭირო იყო 20 270 ლარი. შეთავაზებულ წინადადებაზე ეს უკანასკნელი დათანხმდა. 2017 წლის 2 ივნისს ა-–-----------–-–--–---–მა, როგორც ფიზიკურმა პირმა, მისი სახელით მ--------------ესთან ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა, რაც მ--------------ისთის მიუღებელი აღმოჩნდა.

2017 წლის 4 ივნისს, ა-–-----------–-–--–---–ი მ--------------ეს დაუკავშირდა და თავისი დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით ახალი ხელშეკრულების ნოტარიული წესით გაფორმება შესთავაზა, რისთვისაც დამატებით 900 ლარი მოსთხოვა. იმავვე დღეს, ა-–-----------–-–--–---–ი მ--------------ესთან ზემოხსენებულ მისამართზე კვლავ მივიდა და 2017 წლის 4-------- თარიღით, შპს „ც-–-ას“ დირექტორის ლ--------–---–ის სახელით მის მიერ წინასწარ ხელმოწერილ ყალბ ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი, რომლის თანახმადაც თანხის 20 270 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო სამ ეტაპად, ხოლო შესასრულებელი სამუშაოებისათვის კი 21 695,51 ლარის ოდენობის ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. ამასთან, ა-–-----------–-–--–---–მა მ--------------ეს განუმარტა, რომ თანხის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო სს „თ----------ის“ მის კუთვნილ ანგარიშზე GE 30 TB 7---------------. მ--------------ემ ყოველივე აღნიშნული ირწმუნა და 2017 წლის 7-8 ივნისს, ა-–-----------–-–--–---–ს მითითებულ ანგარიშზე ჩაურიცხა 7435 ლარი, ხოლო 2017 წლის 7 აგვისტოს, დეიდის - ნ-------–-----ას მეშვეობით კვლავ ჩაურიცხა 7435 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ა-–-----------–-–--–---–ს მხოლოდ 8179,87 ლარის ღირებულების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაო ჰქონდა შესრულებული, მ--------------ეს არწმუნებდა, რომ მხოლოდ თანხის სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში უზრუნველყოფდა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებას. მ--------------ემ ირწმუნა რა აღნიშნული, 2017 წლის 4 სექტემბერს, თანხის დარჩენილი ნაწილი - 5400 ლარი, კვლავ დეიდის - ნ-------–-----ას მეშვეობით ჩაურიცხა მითითებულ ანგარიშზე. ამის შემდგომ, ა-–-----------–-–--–---–ი მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, 2017 წლის 11 ოქტომბერს, მ--------------ეს მოტყუებით კვლავ დამატებით 3000 ლარი ჩაარიცხინა.

ა-–-----------–-–--–---–ი 2017 წლის 8 ივნისიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში, ქ.თბილისში, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის და გლდანის რაიონებში 12 სხვადასხვა მისამართებზე განთავსებული სს „თ-----------კის“ ბანკომატებიდან, თაღლითურად დაეუფლა რა მ--------------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 15.090 ლარს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, პირობა არ შეასრულა და მიიმალა.

 

2018 წლის 2-------ს, ა-–-----------–-–--–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ზუსტ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, კერძოდ: 2018 წლის 2-------ს 21.45-22.05 საათების შუალედში ქ.თბილისში, მ------------------ის #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა გამჭირვალე მინის ფლაკონი, მასში მოთავსებული ხსნარით, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00299 გრამს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა-–-----------–-–--–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 2-------ს, ა-–-----------–-–--–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ზუსტ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას „ჰეროინს“, კერძოდ: 2018 წლის 2-------ს 21.45-22.05 საათების შუალედში ქ.თბილისში, მ------------------ის #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა გამჭირვალე მინის ფლაკონი, მასში მოთავსებული ხსნარით, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00299 გრამს.

 

რაც შეეხება ა-–-----------–-–--–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, იგი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმ-----ი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ა-–-----------–-–--–---–ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში ჰქონდა ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ფ-------–-–ი, ჟ-------------------------------------–--------------ში, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად, 38-39 კვ.მ და 18 კვ.მ. ბინა იყო შავი კარკასის მდგომარეობაში. მას სურდა სარემონტო სამუშაოების შესრულება და ეძებდა ფირმას, რომელიც შეასრულებდა სარემონტო სამუშაოებს. ინტერნეტის მეშვეობით იპოვა ფირმა, ინტერნეტ საიტზე „პ----–--.ჯი“-ზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ესაუბრა მამაკაცს, რომლის ვინაობაც არ იცის. აღნიშნულმა მამაკაცმა დაუდასტურა, რომ მათი ფირმა ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, გადასცა ა-–-----------–-–--–---–ის ტელეფონის ნომერი და სთხოვა დაკავშირებოდა. დაუკავშირდა ა-–-----------–-–--–---–ს და შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელიც შეხვედრაზე მივიდა ვინმე „მ-–--თან“ ერთად, რომლის გვარიც არ იცის. ა-–-----------–-–--–---–ს ესაუბრა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელმაც უთხრა, რომ ნახავდა ბინას, გააკეთებდა ხარჯთაღრიცხვას და შემდეგ აცნობებდა თანხის ოდენობას. ა-–-----------–-–--–---–ი დაუკავშირდა რამდენიმე დღეში, რომელმაც უთხრა, რომ სარემონტო სამუშაოებს დასჭირდებოდა დაახლოებით 20 300 ლარი, რაზეც დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ თანხას გადაიხდიდა სამ ეტაპად, 35%, 35% და ბოლოს 30%-ს, ხოლო რემონტი დასრულდებოდა 45 დღეში. 2017 წლის 7 ივნისს სს „თ----ი“ ბანკში ა-–-----------–-–--–---–ის პირად ანგარიშზე ჩარიცხა 5000 ლარი, ხოლო 2500 ლარი ჩარიცხა მეორე დღეს. მეორე ეტაპზე თანხა 7435 ლარი ჩაურიცხა მისმა დეიდამ - ნ-------–-----მა, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაურიცხა 2017 წლის 4 სექტემბერს. ბოლო თანხის ჩარიცხვის შემდეგ ა-–----------- მიმართ გაუჩნდა უნდობლობა. თანხის ჩარიცხვის დასრულების შემდეგ ა-–-----------–-–--–---–მა განუმარტა, რომ ბევრი მასალა გამოიყენა, რომელშიც დაეხარჯა თანხა და დამატებით მოსთხოვა 3000 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, თუმცა ვინაიდან დარწმუნებული იყო მის კეთლისინდისიერებაში და ნდობა ჰქონდა ბრალდებულის მიმართ, 2017 წლის 11 ოქტომბერს ჩაურიცხა თანხა. ა-–-----------–-–--–---–ს ჯამში გადასცა დაახლოებით 23 000 ლარი, თანხის ოდენობა ზუსტად არ ახსოვს. დაზარალებულის ჩვენებით, მან 2017 წლის 2 ივნისს ა-–-----------–-–--–---–თან გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ფირმა. აღნიშნულზე ესაუბრა დედას, რომელმაც ურჩია, რომ ხელშეკრულება გაეფორმებინა ფირმასთან, რის გამოც ა-–-----------–-–--–---–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ფირმის სახელით გაფორმება. ა-–-----------–-–--–---–ი დაპირდა, რომ ხელშეკრულება ორ დღეში იქნებოდა მზად, მაგრამ დაემატებოდა სანოტარო მომსახურების 900 ლარი, რაზეც დათანხმდა. 2017 წლის 4 ივნისს ა-–-----------–-–--–---–მა მიუტანა ახალი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილი იყო კომპანიის დირექტორის ლ--------–---–ის მიერ. თავად ლ--------–---–ს არ იცნობდა. თავადაც მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რის შემდეგ ა-–-----------–-–--–---–მა ხელშეკრულებაზე მისი თანდასწრებით დასვა ბეჭედი. ხელშეკრულებას ერთვოდა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, რომელშიც დაახლოებით 21 000 ლარი იყო მითითებული. ა-–-----------–-–--–---–მა დაიწყო მასთან მუშაობა, თავიდან კარგად მუშაობდა და არ ჰქონდა მის მიმართ პრეტენზია. მან ბინაში შეასრულა შემდეგი სამუშაოები: კარები შეცვალა, გადაიტანა სხვა ადგილზე, დააყენა რკინის კარი, დაანგრია კედლები და ააშენა ახალი კედელი, გაადიდა აბანო, შეცვალა დეკორაცია, დაასხა „სტიაშკა“, კედლები გაილესა ცემენტით და გაჯით, ნახევრად გააკეთა ჭერი, გაიყვანა ელექტროობა, „გაშპაკლა“ კედლები, გაიყვანა გათბობის მილები, შეიძინა და მიიტანა რადიატორები. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოებიდან არ დაუსრულებია ჭერი, აბაზანაში და აივანზე არ დაუსხია „სტიაშკა“, არ შეუძენია კაფელ-მეტლახი და კარები. 2017 წლის აგვისტოს ბოლოს წაიყვანეს კაფელ-მეტლახის შესარჩევად, რომელიც შეარჩია, მაგრამ არ შეუძენიათ, რადგან არ იყო ის რაოდენობა, რამდენიც სჭირდებოდათ და უნდა შეეძინათ მოგვიანებით. მეორედაც იყვნენ წასული ასარჩევად, მაგრამ აღნიშნული არ შეუძენიათ. შავი კარკასის მდგომარეობიდან ბინა დღეის მდგომარეობით არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში. მოწმის ჩვენებით, იგი ა-–-----------–-–--–---–ს ხშირად ურეკავდა, მაგრამ იგი ტელეფონს არ პასუხობდა. როდესაც ესაუბრა, ა-–-----------–-–--–---–მა უთხრა, რომ სხვა სამუშაო ჰქონდა აღებული და მერე დაიწყებდა მისი ბინის გაკეთებას. ბოლოს საერთოდ ვერ უკავშირდებოდა, რადგან ტელეფონი ჰქონდა გამორთული. მიაკითხა მას საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დახვდა ალ.ც-–-ი–---–-ს მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ მასთან არ ცხოვრობდა და არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. შემდეგ მიაკითხა ლ--------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ იცნობდა ა-–-----------–-–--–---–ს, თუმცა არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ლ--------–---–ის განმარტებით, ხელშეკრულების თაობაზე ინფორმირებული საერთოდ არ იყო და არც ხელმოწერა ეკუთვნოდა მას. მოწმის ჩვენებით, ხელშეკრულება ფირმის სახელით რომ არ ყოფილიყო გაფორმებული, რემონტის გაკეთებას არ დათანხმებოდა, რადგან მას უნდოდა ფირმასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომ არ მოტყუებულიყო და პასუხისმგებელი ყოფილიყო ფირმა. აღნიშნულის შემდეგ განცხადებით მიმართა პოლიციას იქიდან გამომდინარე, რომ სურდა ა-–-----------–-–--–---–ის პოვნა და სამუშაოების დასრულება. მას არ ეშინოდა თანხის დაეკარგვის, უბრალოდ უნდოდა სარემონტო სამუშაოების სწრაფად დასრულება და ბინაში საცხოვრებლად გადასვლა. გამოძიებაში წარადგინა ხელშეკრულებები და ქვითრები. მოწმის განმარტებით, იგი არ ითხოვს ბრალდებულის დასჯას, ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ--------------ე არის მისი დისშვილი. მისი და - გ---–---------–---ევა 12 წელია ცხოვრობს და მუშაობს საბერძნეთში, რომელმაც გაუფორმა მინდობილობა, რომლის საფუძველზე მისი დისშვილისთვის ქ.თბილისში, ფ-------–-–ი, ჟ---------ას ქუჩა N21-23-ის მოპირდაპირედ შეიძინა ბინა. ვინაიდან ბინა იყო შავი კარკასის მდგომარეობაში, გადაწყვიტეს ბინაში სარემონტო სამუშაოების შესრულება. ინტერნეტით მოიძიეს ფირმა „პ----–--.ჯი“-ზე, რომელიც არემონტებდა ბინებს, მოიძიეს ტელეფონის ნომერი და დაუკავშირდნენ. მითითებულ ნომერზე უპასუხა მამაკაცმა, რომელმაც გადასცა ა-–-----------–-–--–---–ის ნომერი და სთხოვა მას დაკავშირებოდნენ. ა-–-----------–-–--–---–ს შეხვდნენ 2017 წლის მაისის ბოლოს და დაათვალიერებინეს ბინა, რომელმაც უთხრა, რომ დაითვლიდა ხარჯებს და აცნობებდა სამუშაოების მთლიან ღირებულებას. მ--------------ესა და ა-–-----------–-–--–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც არ ჰქონდა ბეჭედი, რის გამოც მ----მ მოითხოვა მეორე ხელშეკრულების გაფორმება. ა-–-----------–-–--–---–მა განუმარტა, რომ სანოტარო ბიუროში ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში დაემატებოდა 900 ლარი. აღნიშნულის შემდგომ შპს „ც-–-ას“ დირექტორს ლ--------–---–ს და მ--------------ეს შორის გაფორმდა მეორე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 3 ეტაპად 35%, 35% და 30% უნდა გადაეხადათ 20 270 ლარი, ხოლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 45 დღეში. მან ორჯერ ჩარიცხა თანხა, პირველად 2017 წლის 7 აგვისტოს თვეში 7435 ლარი, ხოლო მეორედ 2017 წლის 5 სექტემბერს 5400 ლარი. მოგვიანებით ა-–-----------–-–--–---–ს დამატებით გადაუხადეს 3000 ლარი. ჯამში ა-–-----------–-–--–---–ისთის გადახდილი აქვთ 23 270 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან ა-–-----------–-–--–---–ს არ გაუკეთებია აბანო, აივანი, მხოლოდ დაასხა „სტიაშკა“, მოჭიმა ჭერი და „დაშპაკლა“ კედლები. ა-–-----------–-–--–---–მა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე წაიყვანა მ--------------ე კაფელ-მეტლახის ასარჩევად, რა დროსაც აარჩიეს აღნიშნული, თუმცა არ შეუძენიათ. მ--------------სგან იგებდა რემონტის მიმდინარეობის თაობაზე. მ---- ეუბნებოდა, რომ ალ. ც-–-იშვილს მეორე ბინაც ჰქონდათ აღებული გასარემონტებლად, ნელა მუშაობდნენ და ამიტომ ვერ ასრულებდნენ რემონტს. მ--------------ემ მიაკითხა ლ--------–---–ს, რომელმაც განუმარტა, რომ იცნობდა ა-–-----------–-–--–---–ს. შემდეგ მ---- მივიდა ა-–-----------–-–--–---–ის მეუღლესთან, რომელმაც უთხრა, რომ ა-–---------- მასთან აღარ ცხოვრობდა. მათ ბინაში ა-–-----------თან ერთად მუშაობდა მუშა, სახელად „მ-–-“, რომელსაც ეკონტაქტებოდა და სთხოვდა, რომ დაეკავშირებინა ა-–-----------–-–--–---–თან. იგი პირდებოდა, რომ დააკავშირებდა მასთან, თუმცა არავინ დაკავშირებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–-----------–-–--–---–ს იცნობს ბავშვობიდან, მეზობლები იყვნენ და ერთად მუშაობდნენ. ა-–---------- იყო ე.წ. „პრარაბი“ (სამუშაოთა მწარმოებელი), ხოლო თვითონ იყო მუშა. მათ მოვალეობაში შედიოდა სარემონტო სამუშაოების შესრულება, სამუშაოს ხან ერთად იღებდნენ, ხან ცალ-ცალკე. მის მოვალეობაში შედიოდა სამშენებლო მასალების ბინაში ატანა, დანგრევა და სამშენებლო ნარჩენების გატანა. ა-–-----------–-–--–---–თან მუშაობდა 2017 წლის ზაფხულში, ზუსტი დრო არ ახსოვს, სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ, ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. ა-–-----------–-–--–---–თან ერთად შეხვდა მ------ში ბინის მეპატრონე - მ-----, რომლის გვარიც არ იცის. შეთანხმდნენ, რომ ა-–---------- დაათვალიერებდა ბინას, გაეკეთებდა ხარჯთაღრიცხვას და მიაწვდიდა მესაკუთრეს. მისთვის ცნობილი არ არის ა-–----------- და მ----- შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები, რადგან ხელშეკრულების გაფორმებას არ დასწრებია. ბინა იყო შავი კარკასის მდგომარეობაში. სამშენებლო მასალებს ყიდულობდა ა-–-----------–-–--–---–ი. მან ბინაში შეასრულა დანგრევის სამუშაოები, მის მიერ მოხდა კედლის დანგრევა, გაერთიანდა ოთახი, გაიტანა სამშენებლო ნარჩენები და აიტანა სამშენებლო მასალები, რის სანაცვლოდ ყოველდღიურად ა-–---------- უხდიდა 25 ლარს, ხოლო ჯამში გადაუხადა 300 ლარამდე თანხა. ა-–-----------–-–--–---–ის თხოვნით მ--------------ეს გაყვა ელიავას ბაზრობაზე, აარჩიეს კაფელ-მეტლახი, თუმცა არ შეუძენიათ. მას არავინ დაკავშირებია და არც ა-–-----------–-–--–---–ი უკითხავთ. ლ--------–---–ს იცნობს ბავშვობიდან, არიან მეზობლები და მეგობრები. ლ--- მეუღლისგან გაიგო, რომ ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით დაბარებული იყო დაკითხვაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის მარტის თვეში ა-–-----------–-–--–---–მა და მისმა ყოფილმა მეუღლემ გ----------------–---–მა დაარსეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ფირმა შპს „ც-–-ა“. მის მეუღლეს ჰქონდა ბანკთან პრობლემები, რის გამოც ფირმის დირექტორის თანამდებობაზე ფორმალურად დანიშნეს თავად, თუმცა ვინადან მას არ ჰქონდა დრო, თავიდანვე იყვნენ შეთანხმებული, რომ ყველანაირი საქმიანობა უნდა ეწარმოებინა ა-–-----------–-–--–---–ს, რომელსაც მისცა უვადო მინდობილობა ყველანაირი უფლებით. ფირმის დაარსებიდან რამდენიმე თვე ალ.ც-–-იშვილმა და მისმა მეუღლემ იმუშავეს ერთად, თუმცა შემდეგ რაღაც საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და აღარ მუშაობდნენ ერთად. ფირმა აგრძელებდა თუ არა ფუნქციონირებას, მისთვის არ არის ცნობილი. ერთობლივად საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ა-–-----------–-–--–---–ს სთხოვა, რომ გაენთავისუფლებინა დირექტორის მოვალეობისგან, რაზეც იგი დათანხმდა და ეგონა, რომ უკვე აღარ იყო დირექტორის თანამდებობაზე. ერთ დღეს მასთან მივიდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ეძებდა ა-–-----------–-–---–---–ს, რომელმაც აჩვენა საბუთი მისი ხელმოწერით, სადაც მითითებული იყო, რომ ფირმა აწარმოებდა სამუშაოებს. გოგონას აუხსნა, რომ მას ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. მოწმის ჩვენებით, იგი ცდილობდა ა-–-----------–-–--–---–თან დაკავშირებას, თუმცა იგი ვერ იპოვა და მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისი, მ------ის დასახლება მ--------, პირველ კორპუსში, ოჯახთან ერთად. მისი მეუღლეა ლ--------–---–ი. 2016 წელს ა-–-----------–-–--–---–თან ერთად დაარსა სამშენებლო ფირმა შპს „ც-–-ა“. ვინაიდან სს „ს----------–--------–ი“ დაყადაღებული იყო მისი კუთვნილი ანგარიში, ფირმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა მეუღლე - ლ--------–---–ი. მათ ფირმას ჰქონდა ბეჭედი, რომელიც ინახებოდა ა-–-----------–-–--–---–თან. შპს „ც-–-ას“დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი იყო ა-–-----------–-–--–---–ი. ფირმის დარეგისტირებიდან რამდენიმე დღეში ლ--------–---–მა ა-–-----------–-–--–---–ს გადასცა მინდობილობა, რომლის საფუძველზე მიანიჭა ყველა უფლება. ფირმამ იმუშავა ერთი წელი, ხოლო შემდეგ შეწყვიტეს ერთობილივი საქმიანობა. მეუღლისგან გადმოცემით გაიგო, რომ სახლში მივიდნენ მისთვის უცნობი პირები, რომლებმაც აჩვენეს ხელშეკრულება მისი ხელმოწერით, თუმცა რეალურად ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. მის მეუღლეს დატოვებული ჰქონდა იმ პირის ტელეფონის ნომერი, რომელსაც დაუკავშირდა. აღნიშნულმა პირმა აუხსნა, რომ იყო ადვოკატი, ა-–-----------–-–--–---–ი აკეთებდა რემონტს, თუმცა შუა გზაში მიატოვა. ადვოკატი სთხოვდა ა-–-----------–-–--–---–თან შეხვედრას. იგი ცდილობდა ა-–-----------–-–--–---–ის ადგილსამყოფელის დადგენას, მაგრამ იგი ვერ იპოვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ--------------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მის მიერ მოწმის სახით დაკითხული იქნა მ--------------ე, ნ-------–-----ა, მ-----–-------–-–---–ი, ლ--------–---–ი, გ----------------–---–ი და ა-–-----------–-–--–---–ი. მის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შპს „მ----------დან“, შპს „ჯ------–-დან“, სს „თ----------იდან“ და ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

 

ხ--––---ის ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ც-------------ამ და განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ს-------------------------------––---ის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციაზე. შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მე-4 განყოფილების დეტექტივის-თანამშემწე გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დანიშნული იქნა ხ--––---ის ექსპერტიზა. გამოსაკვლევად წარდგენილი იყო 2017 წლის 4 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება და დასმული იყო კითხვა: ხელშეკრულებაზე შემსრულებლის გრაფაში არსებული ხელმოწერა ქართულ ენაზე შესრულებულია თუ არა ლ--------–---–ის, ა-–-----------–-–--–---–ის ან სხვა პირის მიერ?. მის მიერ ჩატარებული იქნა კვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ ხელმოწერა, ლ--------–---–ის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული: ხელშეკრულებაზე 2017 წლის 04-------- თარიღით, მეორე გვერდზე, გრაფაში: „შემსრულებელი“, შესრულებულია არა ლ--------–---–ის, არამედ შესრულებულია ა-–-----------–-–--–---–ის მიერ.

 

ს---–-------------------ის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–----------–-–---–მა და განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტის პოზიციაზე. 2018 წლის მაისის თვეში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დანიშნული იქნა ს---–-------------------ა, ქ.თბილისში, ჟ---------ას ქუჩა N-------ის მოპირდაპირედ ბინა N33-ში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით. მის მიერ ობიექტი ადგილზე იქნა შესწავლილი, რა დროსაც ჩაატარა აზომვითი სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების და ზუსტი მოცულობების დასადგენად. კვლევის დროს გამოყენებული იქნა მის მიერ აზომვის შედეგად მიღებული მონაცემები და წარდგენილი დოკუმენტაცია, რაშიც გულისხმობს ხარჯთაღრიცხვებს და შესრულებული სამუშაოების აქტებს. ერთ შემთხვევაში ხარჯღათრიცხვა წარდგენილი იყო 20270 ლარზე, ხოლო მეორე იყო 21675, 51 ლარზე. ელექტრონული ღირებულება დააკორექტირა ერთადერთ შემთხვევში, რადგან სამუშაო არ იყო სრულად შესრულებული და არ იყო ხარჯთაღრიცხვაში ჩათვლილი ელექტოობა, დააკორექტირა სანტექნიკა-გათბობის სამუშაოები, მაგრამ სამუშაო ფაქტობრივად ნახევრად იყო შესრულებული, მოცულობა დააკორექტირა, თუმცა ერთეულ ღირებულებას არ შეხებია. მის მიერ შედგენილი იქნა ფორმა N2-ები, რომელშიც შეიტანა ის მოცულობები, რაც მის მიერ იქნა გაზომილი და დადგენილი. იყო სამუშაეობი, რომელიც განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას. ფარულ სამუშაოდ მიიჩნევა ის სამუშაო, რომელთა დადგენა ექსპერტიზის ჩატარების დროს შეუძლებელია, ასეთი იყო მაგ: დემონტაჟის სამუშაოები, რაც უკვე გადაფარულია მეორე სამუშაოთი და ვიზუალურად აღარ ჩანს. აღნიშნული მოცულობის მიხედვით შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 8179,87 ლარი. გაუთვალისწინებელ ხარჯებს წარმოადგენს ხარჯები, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოებისას წარმოიშვას, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმ ხარჯებს, რაც ჩამოთვლილის გარდა შეიძლება მომავალში წარმოიშვას. ხარჯთაღრიცხვაში ეს სამუშაოები პროცენტულად არის განსაზღვრული, რომელიც მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ამ სამუშაოებში არ იგულისხმება ის სამუშაოები, თუკი გაუთვალისწინებელი სამუშაო გამოჩნდა. ბინაში გარკვეული გამოუყენებელი მასალები იყო, მაგრამ თვითონ აფასებს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, როდესაც მასალის გადაცემა ხდება ერთი ფიზიკური პირიდან მეორეზე, მიღება-ჩაბარება უნდა გაკეთდეს, გამოუყენებელი მასალის შეფასება მისი კომპეტენცია არ არის და შესაბამისად მისი ღირებულება არ განსაზღვრულა. სახლი მთლიანად იყო დაშპაკლულ მდგომარეობაში. შესაბამისად, რეალურად არ ჩანდა კედლები გაჯით იყო ნალესი თუ ცემენტით. მოცემულ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვაში მითითებული იყო გაჯით ლესვა და ავტომატურად ჩათვალა, რომ გაჯით იყო ნალესი და შესაბამისად, კვლევაც ჩაატარა ამ მიმართებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის - ა-–-----------–-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წელს მეგობართან ერთად დაარსა ფირმა შპს „ც-–-ა“, რომლის დირექტორად დანიშნეს მისი მეგობრის ყოფილი მეუღლე ლ--------–---–ი, რომელმაც მისცა მინდობილობა და მათი საქმიანობის შესახებ მან არაფერი იცოდა. შპს „ც-–-აში“ ერთად იმუშავეს ერთი წელი, შემდეგ დაიშალნენ, თუმცა ფირმამ გააგრძელა მუშაობა. შეკვეთით ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს. დაზარალებულმა მ--------------ემ დარეკა ფირმა „პ----–--ში“, სადაც გადასცეს მისი ტელეფონის ნომერი. დაუკავშირდა მ--------------ე, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა სარემონტო სამუშაოების შესრულება. მ-----თან ერთად მივიდა ბინის სანახავად და შეთანხმდნენ, რომ გააკეთებდა ხარჯთაღრიცხვას. სამი დღის შემდეგ მ----- აჩვენა ხარჯთაღრიცხვა და მოგვიანებით გაფორმდა ხელშეკრულება მასსა და მ--------------ეს შორის. მეორე თუ მესამე დღეს მ----მ უთხრა, რომ ფირმასთან უნდოდა ხელშეკრულების გაფორმება. ამის შემდეგ მიუტანა შპს „ც-–-ას“ სახელით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მხარეებს წარმოადგენდნენ დირექტორი ლ--------–---–ი და მ--------------ე. 2017 წლის 4 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, მივიდა მ------ში მ--------------ის ნათესავის ბინაში, მიიტანა ხელშეკრულება, რომელსაც ლ--------–---–ის სახელით მოაწერა ხელი და მ----- თანდასწრებით დაარტყა ბეჭედი. ხელშეკრულების მიტანისას მ--------------ისათვის ნოტარიუსისთვის თანხა არ მოუთხოვია. ლ--------–---–ის ნაცვლად მისი სახელით რომ მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე, ამის უფლება ჰქონდა, რადგან მას ჰქონდა მინდობილობა. ლ--------–---–ის სახელით ხელი რატომ მოაწერა არ იცის, თუმცა ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისას თაღლითობის ჩადენის მიზანი არ ჰქონია. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე თავად იყო პასუხისმგებელი მ--------------ის წინაშე. გ----------------–---–მა მოსთხოვა ფირმის დირექტორობიდან გაენთავისუფლებინა მისი მეუღლე, მაგრამ ვერ მოიცვალა. 2018 წლის იანვარ-თებერვალში როცა ტენდერში მიიღო მონაწილეობა, დირექტორი შეცვალა და თავად გახდა ფირმის დირექტორი. მ--------------ის ბინაში მუშაობა დაიწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე თუ მესამე დღეს, კერძოდ: ბინაში გააკეთა დემონტაჟი, დაშალა ტიხრები, გაიტანა ნარჩენები, აზიდა ტიხრის ბლოკები, ააშენა კედლები, კარებს შეუცავალა ადგილი, დააყენა ახალი კარები, გააკეთა აბაზანა-ტუალეტი, შეცვალა შესასვლელი, დაქსელა ელექტროობა და სან-ტექნიკა, დაყარა პენზა, დაასხა „სტიაშკა“, „დაშპაკლა“, გააკრა თაბაშირმუყაო, დაკიდა რადიოატორები. გასაკეთებელი დარჩა კაფელ-მეტლახი, ლამინატი, ორი კარი, გათბობის ქვაბი და შეღებვა. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მასალა ნაყიდი არ ჰქონდა. კაფელ-მეტლახის ასარჩევად ორჯერ ჰყავდათ მ---- წაყვანილი ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარედ სავაჭრო ცენტრში. პირველად როდესაც ჰყავდათ მიყვანილი, შეარჩია მოდელი, მაგრამ რამდენიც სჭირდებოდათ, ის ოდენობა არ იყო. უნდა ჩამოეტანათ, მაგრამ ვერ ჩამოიტანეს და მეორედ წაიყვანეს, რომ შეეცვალა და სხვა აერჩია. მ-–--------–-–---–მა მიიყვანა მ----, აირჩია სასურველი მოდელი, სურათი გადაიღო და გაისტუმრა მ----. ბრალდებულის ჩვენებით, მას შეექმნა პრობლემები, ვეღარ იყიდა მასალა, თანხა დახარჯა პრობლემების გამო. მანვე განმარტა, თანხა დასაბრუნებელი აქვს მ--------------ისათვის. მ----- მიერ გადარიცხულ თანხებს იღებდა სს „თ----------ის“ სხვადასხვა ფილიალებიდან. მ----- მიერ გადარიცხული იქნა 23 000 ლარი, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული იყო 21 000 ლარი და ბოლოს 2000 დამატებით ჩაარიცხინა. მ----- მისთვის არ უთქვამს, სხვისი სახელით რატომ არ იყო ხელშეკრულება და მან რატომ მოაწერა ხელი, მ----- პრეტენზია რომ გამოეთქვა, ლ--------–---–ის მიერ გაცემულ მინდობილობას აჩვენებდა ან მიიყვანდა დირექტორს და მაინც გაფორმდებოდა ხელშეკრულება. მან სამუშაოების დასრულება ვერ შეძლო პირადი პრობლემების გამო. მარტის თვეში დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელსაც უთხრა, რომ ან თანხას გადასცემდა ან რემონტს დაასრულებდა, მაგრამ მ---- 15 000 ლარს ითხოვდა, რაზეც უთხრა, რომ ამდენი არ ჰქონდა გადასახდელი. ამ ეტაპზე ზიანი ანაღაურებული არ აქვს. მ-----თვის არ განუმარტავს ხელშეკრულების გაფორმების დეტალები, რადგან იცოდა, რომ ფირმის დამფუძნებელი თავად იყო და პრობლემა არ იყო. მ----- არ უკითხავს და არც ჩათვალა მიზაშეწონილად, რომ აეხსნა მ-----თვის, რომ ფორმალურად ფირმის დირექტორი სხვა იყო. მ----მ როდესაც მოსთხოვა მეორე ხელშეკრულების გაფორმება, მ-–-მ უთხრა, რომ ფირმა მას ეკუთვნოდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა ფირმასთან გააფორმებდა თუ პირადად მასთან, რაზეც მ----მ უთხრა, რომ დედამ მოსთხოვა ფირმასთან ხელშეკრულების გაფორმება.

 

2017 წლის 2-------- სამუშაოს შესყიდვის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ა-–-----------–-–--–---–ს და მ--------------ეს შორის, რომლის საფუძველზე, შემსრულებელი იღებს ვალდებულებას ქ.თბილისში, მდებარე საცხოვრებელი ბინის შიდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულების ღირებულებას წარმოადგენს 20 270 ლარი. გადახდა სრულდება სამ ეტაპად პირველი სამუშაოების დაწყებისას მთლიანი თანხის 35%, მეორე 35% და დასრულებისას 30%.

 

2017 წლის 4-------- ხელშეკრულებით დგინდება, რომ მ--------------ესა და შპს „ც-–-ას“ დირექტორ ლ--------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შემსრულებელი იღებს ვალდებულებას ქ.თბილისში, მდებარე საცხოვრებელი ბინის შიდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულების ღირებულებას წარმოადგენს 20270 ლარი. გადახდა სრულდება სამ ეტაპად პირველი სამუშაოების დაწყებისას მთლიანი თანხის 35%, მეორე 35% და დასრულებისას 30%.

 

2016 წლის 2---------ს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ც-–-ას“ დირექტორია ლ--------–---–ი, ხოლო მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი - ა-–-----------–-–--–---–ი.

 

2016 წლის 1-------- მინდობილობით დადგენილია, რომ შპს „ც-–-ას“ დირექტორმა ლ--------–---–მა ა-–-----------–-–---–---–ს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად მიანიჭა ხელისმოწერის უფლება ნებისმიერ დოკუმენტზე, ხელშეკრულებაზე, შეთანხმებაზე და მიანიჭა უფლებამოსილება შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია მოცემული დავალების შესრულებასთან. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით.

 

2018 წლის 23 მაისის ხ--––---ის ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დგინდება, რომ ხელმოწერა, ლ--------–---–ის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული: ხელშეკრულებაზე 2017 წლის 04-------- თარიღით, მეორე გვერდზე, გრაფაში: „შემსრულებელი“, შესრულებულია არა ლ--------–---–ის, არამედ შესრულებულია - ა-–-----------–-–--–---–ის მიერ.

 

2018 წლის 24 მაისის ექპერტიზის #0-------- დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ჟ---------ას ქ.-------ის მოპირდაპირედ (22/016) ბინა #---–- (--------------------------------- ბინის მესაკუთრე/მოსარგებლის დაკვეთით, შპს „ც-–-ას“ მიერ შესრულებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 8179,87 ლარს, ნაცვლად მხარეებს შორის შეთანხმებული 21 695,51 ლარისა.

 

2018 წლის 22-------- პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ა-–-----------–-–--–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ა-–-----------–-–--–---–ის კრემისფერი შორტის მარჯვენა წინა პატარა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელზეც მიკრულია სტიკერი რუსული წარწერით მათ შორის „BAMEPNAHЫ ЗKCTRAKT“, ფლაკონი დახურულია თეთრი ფერის საცობით, ხოლო ფლაკონის ძირში მოთავსებულია მცირე რაოდენობის მუქი ფერის სითხე. ასევე, ა-–-----------–-–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს შორტის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „CAT“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდი 3------------------------------. ასევე პირადი ჩხრეკის დროს მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 110 (ას ათი ) ლარი. აქედან ერთი ცალი ას ლარიანი კუპიურა #B-------- და ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა D--------.

 

2018 წლის 22-------- ლაბორატორიული დასკვნით 7------ დგინდება, რომ ა-–-----------–-–--–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

2018 წლის 2-------ის ქიმიური ექპერტის N1--------------- დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ა-–----------------------–-–--–---–ის (პ/ნ 0----------) პირადი ჩხრეკისას ამოღებულ, უფერო, გამჭვირვალე მინის ფლაკონში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო, მღვრიე 0,15 მლ. სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,00299 გრამს.

 

2019 წლის 2-------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5--------- წერილით დგინდება, რომ მოხდა სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 24 მაისს გაცემული #0-------- დასკვნის (შემსრულებელი: ი-----–----------–-–---–ი) დანართის გადაანგარიშებით დადგინდა, რომ ქ.თბილისი, ჟ---------ას ქ.-------ის მოპირდაპირედ (22/016) ბინა #---–- (--------------------------------), ბინის მესაკუთრე/მოსარგებლის (მ--------------ე) დაკვეთით, შპს „ც-–-ას“ მიერ შესრულებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 9525,24 ლარს. აღნიშნულ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების აქტში გაჯით ლესვის ღირებულების ნაცვლად გათვალისწინებულია ქვიშა-ცემენტის ხსნარით ლესვის ღირებულება.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ა-–-----------–-–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმ-----ი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ა-–-----------–-–--–---–ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულ ა-–-----------–-–--–---–ის მხრიდან სახეზეა სამოქალაქო ვალდებულების შესურულებლობა. მ--------------ესთან ხელშეკრულების დადების დროს ა-–-----------–-–--–---–ი მიზნად არ ისახავდა დაზარალებულის მოტყუებას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედებაში (სსკ-ის 180-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში) დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არ იკვეთება.

 

სასამართლოს განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს თაღლითობა და სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა. თაღლითობის შემთხვევაში ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს ქმედების გახორციელებას, ბრალდებულს უნდა ამოძრავებდეს სურვილი, რომ დაზარალებული წინასწარ შეიყვანოს შეცდომაში, მოიპოვოს მისი ნდობა და მოპოვებული ნდობის საფუძველზე მოტყუებით დაეუფლოს დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

როგორც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, მ--------------ის მიზანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება იყო და იგი ითხოვდა ა-–-----------–-–--–---–ისაგან მასზე დაკისრებული ვალდებულების სრულად შესრულებას. თავის მხრივ ა-–-----------–-–--–---–ი უარს არ აცხადებდა სამუშაოს შესრულებაზე, მან განაცხადა, რომ პირადი პრობლემების გამო ხელი შეეშალა სარემონტო სამუშაოების დროულად შეესრულებაში და ითხოვდა დამატებით დროს სამუშაოს შესრულებისთვის. დაზარალებულმა დაკითხვისას დაადასტურა, რომ ა-–-----------–-–--–---–მა უთხრა, რომ სხვა სამუშაო ჰქონდა აღებული, დაასრულებდა და შემდეგ განაახლებდა სარემონტო სამუშაოებს.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 4-------- ხელშეკრულების გაფორმებისას ლ--------–---–ის ნაცვლად განხორციელებული ხელმოწერით ფაქტიურად ბრალდებულმა შეცდომაში შეიყვანა დაზარალებული, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, თავად ლ--------–---–ისა და ბრალდებულის ჩვენებებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ლ--------–---–ი წარმოადგენდა შპს „ც-–-ას“ ფიქტიურ დირექტორს და მას ა-–-----------–-–--–---–ისათვის დელეგირებული ჰქონდა უფლება მისი სახელით განეხორციელებინა სხვადასხვა მოქმედებები. ლ--------–---–მა ა-–-----------–-–---–---–ს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად მიანიჭა ხელისმოწერის უფლება ნებისმიერ დოკუმენტზე, ხელშეკრულებაზე და შეთანხმებაზე. ლ--------–---–ის ჩვენებით დადგინდა ისიც, რომ იგი თავად შპს-ს საქმიანობაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა და შპს „ც-–-ას“ ხელმძღვანელობდა და მის საქმიანობას წარმართავდა სწორედ ალ. ც-–-ი–---–-. შესაბამისად, მ--------------ის წინაშე სამუშაოს ჯეროვან შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი იყო სწორედ ალ. ც-–-ი–---–-. მასვე, ჰქონდა უფლება საკუთარი სახელითაც გაეფორმებინა ხელშეკრულება, თავად იყო შპს „ც-–-ას“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი. შესაბამისად, ა-–-----------–-–--–---–ის მიზანს არ წარმოადგენდა მ--------------ის შეცდომაში შეყვანა, თუკი მ--------------ე ხელს არ მოაწერდა ხელშეკრულებას, ა-–-----------–-–--–---–ი ან ლ--------–---–ის მიერ გაცემულ მინდობილობას წარუდგენდა ან თავად ლ--------–---–ს მიუყვანდა დამკვეთს. 2017 წლის 18 მაისის გამოკითხვის ოქმში ა-–-----------–-–--–---–ი განმარტავს, რომ კლიენტს რომ არ მოეთხოვა მისგან დამატებითი საბუთები ფირმაში მის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ამიტომ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი თავად. შესაბამისად, ხელშეკრულება მაინც გაფორმდებოდა მხარეთა შორის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თაღლითობის შემთხვევაში დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ა-–-----------–-–--–---–ს წინასწარ უნდა ჰქონოდა განზრახული, რომ მას არ შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება სრულიად საპირისპირო, კერძოდ: მხარეები არ უარყოფენ სამუშაოს შესრულებისათვის ა-–-----------–-–--–---–ის მზაობას და მის მიერ ნაწილი სამუშაოების ჯეროვნად შესრულებას. ა-–-----------–-–--–---–ს არ ჰქონია განზრახვა შესასრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვაში შეეტანა არასწორი მონაცემები, მან სამუშაო ნაწილობრივ შეასრულა, თუმცა ვერ დაასრულა.

 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ--------------ეს არავითარი ეჭვი არ შეუტანია ა-–-----------–-–--–---–ის ქმედებაში, იმის მიუხედავად, რომ იგი დროულად ვერ ასრულებდა სამუშაოს, ის ენდობოდა ბრალდებულს და ურიცხავდა თანხებს. სწორედ აქ გადის ზღვარი თაღლითობასა და სამოქალაქო სამართლებრივ ვალდებულებას შორის. რადგან საქმის გარემოებები მოწმობენ, რომ პირი გარიგების დადებისას მიზნად არ ისახავდა ქონების უკანონო დაუფლებას, ან ქონებაზე უფლების მიღებას მოტყუებით და მას სურდა აღებული ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება თაღლითობად ვერ მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში ა-–-----------–-–--–---–ი არის ხელშეკრულების დამრღვევი, რომელსაც შესაძლოა დაეკისროს ვალდებულება მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს თაღლითობის კვალიფიკაციას. მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების დამდებს ეკისრება სამოქალაქო სამართლწარმოების წესით.

 

ბრალდების ფორმულირების მიხედვით თითქოსდა ა-–-----------–-–--–---–მა მ--------------ე შეიყვანა შეცდომაში, რადგან ხელშეკრულება მიუტანა მის მიერ ხელმოწერილი, რომლის ნოტარიულად დასამოწმებლად დამატებით 900 ლარი გამოართვა. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ როგორც 2017 წლის 2--------, ისე 2017 წლის 4-------- ხელშეკრულებებში, მხარეები შეთანხმდნენ შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ 20 270 ლარის ოდენობით თანხის გადახდასთან დაკავშირებით. დაზარალებულის მიერ მითითებული 900 ლარი ა-–-----------–-–--–---–ს ჩათვლილი ჰქონდა მის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში. რაც შეეხება თანხის დამატებას მოგვიანებით, თავად დაზარალებულმაც და ბრალდებულმაც განმარტეს, რომ ხარჯთაღრიცხვაში გათავლისწინებულზე მეტი სამუშაოს შესრულება დასჭრიდა ბრალდებულს და მხარეთა შეთანხმებით შესაბამისად თანხაც გაიზარდა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ა-–-----------–-–--–---–ი არ დამალვია გამოძიებას, როდესაც მას აცნობეს საგამოძიებო ორგანოში მ--------------ის განცხადების არსებობის თაობაზე, გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და დადო პირობა სამუშაოს დასრულების თაობაზე. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მანვე თავად დაადასტურა, რომ მას არასრულად აქვს შესრულებული ვალდებულება მ--------------ის წინაშე და გამოთქვა მზადყოფნა დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

რაც შეეხება ა-–-----------–-–--–---–ის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, საქმეზე გამოკველეული მტკიცებულებების შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „ც-–-ას“ მიერ შესრულებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 9525,24 ლარს, რაც დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 24 მაისის ექპერტიზის #0-------- დასკვნითა და 2019 წლის 2-------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5--------- წერილით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში) ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ა-–-----------–-–--–---–ის განზრახვის არსებობა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ფულად თანხას. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ა-–-----------–-–--–---–ის მიზანი თუკი დაზარალებულის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლება იყო, იგი საერთოდ არ შეასრულებდა სარემონტო სამუშაოებს და დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას დაეუფლებოდა მთლიანად.

 

სასამართლოს შეფასებით, პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმ-----ი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასებით, ა-–-----------–-–--–---–ი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნა გამართლდეს.

 

რაც შეეხება ა-–-----------–-–--–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდების ამ ნაწილში ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ. სასამართლოს დასკვნა ა-–-----------–-–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა-–-----------–-–--–---–ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ი-----–---------ას, გ--------------–---–ის გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნას, ა-–-----------–-–--–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ა-–-----------–-–--–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ ა-–-----------–-–--–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზემოთ მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. შეძენა უკანონოდ მიიჩნევა, თუ ნარკოტიკული საშუალება არ არის შეძენილი სპეციალური ლიცენზიის მქონე აფთიაქებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში სპეციალური რეცეპტით ან კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფლის მიჩნევა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-–-----------–-–--–---–ს არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის არც სამედიცინო და არც სპეციალური უფლებამოსილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მას აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ა-–-----------–-–--–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–-----------–-–--–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–-----------–-–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არაფრით არ არის შებღალული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–-----------–-–--–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებები.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ლ--------–---–ის ხ--––---ის და ხელმოწერის ნიმუშები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ა-–-----------–-–--–---–ის ხ--––---ის და ხელმოწერის ნიმუშები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- შპს „მ----------ს“ ინფორმაცია 1 CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ალ.ც-–-ი–---–-ს პირადი ჩრეკისას ამოღებული მინის ფლაკონში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება დალუქული სახით, რომელიც ინახება ქ.თბილისის შსს ი-------------ის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- ალ.ც-–-ი–---–-ს პირადი ჩრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 110 ლარი, რომელიც ინახება ქ.თბილისის შსს ი-------------ის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–-------- ც-–-ი–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ა-–-------- ც-–-ი–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა-–-----------–-–--–---–ს 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

4. ა-–-------- ც-–-იშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2-------იდან.

 

5. ბრალდებულ ა-–-----------–-–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ლ--------–---–ის ხ--––---ის და ხელმოწერის ნიმუშები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ა-–-----------–-–--–---–ის ხ--––---ის და ხელმოწერის ნიმუშები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- შპს „მ----------ს“ ინფორმაცია 1 CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ალ.ც-–-ი–---–-ს პირადი ჩრეკისას ამოღებულ მინის ფლაკონში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება დალუქული სახით, რომელიც ინახება ქ.თბილისის შსს ი-------------ის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- ალ.ც-–-ი–---–-ს პირადი ჩრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 110 ლარი, რომელიც ინახება ქ.თბილისის შსს ი-------------ის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი