გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
330210117002235735
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3-----17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე

მოსარჩელე - შპს „გი-----------------–--ი“

წარმომადგენლები - თ------------------–---–ი, თამ--------------–---ი

მოპასუხე -„და-ი“

წარმომადგენელი - თა-------------–---–ი

დავის სა-ანი თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „და-ის“ შპს „გი-----------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 21 200 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. შპს „და-ის“ შპს „გი-----------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანის დღემდე მიუღებელი შემოსავლის სახით 360.22 ლარი; ასევე იჯარისა და მომსახურების ხელშეკრულებით ასანაზღაურბელი თანხის 0.0274 პროცენტის ანაზღაურება ყოველ დღეზე დავალიანების საბოლოოდ აღსრულებამდე.

 

2017 წლის 4 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო ს-------- ტექნიკის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარემ, შპს „გი-----------------–--მა“ იკისრა ვალდებულება მოიჯარისთვის შპს „და-ისთვის“ იჯარით გადაეცა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ს-------- ტექნიკა შემდეგი მახასიათებლებით: მოდელი - ლი---------------6, სარეგისტრაციო ნომერი - NN---2, გამოშვების წელი - 2---, ფერი - ნ-------------------, ტიპი - ს--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - #01--------.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, საიჯარო ქონებით სარგებლობის საფასური ყოველი დღისათვის განისაზღვრა 500 ლარით, ხოლო ტექნიკის მობილიზაცია/ დემობილიზაციის ხარჯი/საფასური 1400 ლარით. საიჯარო ქირის საბოლოო ოდენობა დგინდება მიღება-ჩაბარების აქტში, სადაც დაფიქსირდებოდა საიჯარო ქირის ოდენობა შესაბამისი თვის მანძილზე. მოიჯარემ ასევე აიღო ვალდებულება უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადაეხადა მეიჯარისთვის ტექნიკის სარგებლობის საფასური მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მა-რამ მინიმუმ 10 კალენდარულ დღეზე გაანგარიშებით და გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში.

 

2017 წლის 4 სექტემბერს ამავე მხარეებს შორის ასევე დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ, როგორც შემსრულებელმა იკისრა მოპასუხის ობიექტზე სვ-----ში მომსახურების შესრულება 2017 წლის სექტემბრის თვეში, რაც გულისხმობდა ტექნიკის ოპერატორის მომსახურებას. ერთი დღის ღირებულება განისაზღვრა 100 ლარით. ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ხოლო ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამასთან, ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას და შემსრულებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს.

 

ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 5 სექტემბერს საიჯარო ქონება დაიტვირთა ქ. ფოთში სატრანსპორტო საშუალებაზე და მძღოლის მე-----–--–--–---–ის მიერ, იმავე დღეს ჩაყვანილი იქნა სვ-----ში, სოფელ ჭუბერში და ჩაბარდა მოიჯარის წარმომადგენელს მე-----------ს. ტექნიკის მიღება დადასტურდა შესაბამის აქტზე ხელმოწერით.

 

საიჯარო ქონება მოპასუხეს სარგებლობაში ჰქონდა 2017 წლის 8 ოქტომბრამდე, რაც დასტურდება ტექნიკის დაბრუნების თაობაზე შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერს მე-----------ი. საიჯარო ქონება 2017 წლის 8 ოქტომბერს დაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაზე და დაბრუნებული იქნა ქ. ფოთში, რაც ასევე დადასტურებული იქნა შესაბამისი აქტით.

 

შესაბამისად, საიჯარო ქონება მოპასუხის დროებით სარგებლობაში იმყოფებოდა 33 დღის განმავლობაში. ტექნიკის ოპერატორიც ამავე დროის განმავლობაში ასევე იმყოფებოდა სვ-----ში დამკვეთის დაქვემდებარებაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში მოიჯარეს არ მიუმართავს მეიჯარისთვის და არ უცნობებია, რომ საიჯარო ქონება აღარ ესაჭიროებოდა და სურდა მისი დაბრუნება. ასევე არ უცნობებია, რომ აღარ ესაჭიროებოდა ოპერატორის მომსახურებით სარგებლობა. ამდენად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი საიჯარო ქირა შეადგენს 16 500 ლარს, რასაც ემატება ტექნიკის მობილიზაცია/ დემობილიზაციის ხარჯი/საფასური 1400 ლარი, ხოლო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ოპერატორის მომსახურების ღირებულება შესაბამის პერიოდზე (33 დღე) გაანგარიშებით შეადგენს 3300 ლარს, ჯამში ასანაზღაურებელი თანხაა 21 200 ლარი.

 

მოპასუხის პოზიციით, ტექნიკით სარგებლობისთვის გადასახდელი თანხა შეადგენს მხოლოდ 5000 ლარს, ვინაიდან მან ტექნიკით ისარგებლა მხოლოდ 7 დღე, ხოლო ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, მას უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 10 დღეზე გაანგარიშებით, ხოლო ოპერატორის მომსახურებით სარგებლობისთვის 1000 ლარი მომსახურების ღირებულების 10 დღეზე გაანა-რიშებით. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს დავალიანების ანაზღაურების შესახებ, თუმცა შპს „და-იმ“ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მითითებული თანხების დროულად აუნაზღაურებლობის გამო განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსალის სახით, რომლის მიღებაც მას შეეძლო საბანკო ანაბარზე განთავსების შედეგად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესა-ებლით სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 4 სექტემბერს დაიდო ს-------- ტექნიკის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ოპერატორის მომსახურების ხელშეკრულება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. თუმცა არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ გაანგარიშებული დღეების მიხედვით არსებული დავალიანების ოდენობას.

 

მოპასუხისთვის უცნობია რამდენი დღე იმყოფებოდა ტექნიკა სოფელ ჭუბერში. კომპანიაში საქმეთა მწარმოებელი ყოველი თვის ბოლოს ავსებს შესაბამის ტაბელს, სადაც უთითებს რამდენი დღე აქვს ნამუშევარი თითოეულ დაქირავებულ პირს და ტექნიკას, რას შეადგენს გადასახდელი თანხა და ა.შ.

 

პანელიდან ნათლად ჩანს, რომ ტექნიკამ იმუშავა 7 დღე. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების 3.2 პუნქტიდან გამომდინარე იკისრა ვალდებულება მინიმუმ 10 დღეზე გაანგარიშებით თანხის გადახდა, მოიჯარეს მიაჩნია, რომ ტექნიკით სარგებლობის თანხა შეადგენს 5000 ლარს, ხოლო ოპერატორის მომსახურების ღირებულების 5.2 პუნქტის მიხედვით დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსრულებელს სამუშაოს ღირებულება, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში. ამდენად, ნამუშევარი დღეების მიხედვით ოპერატორის მომსახურების საფასური შეადგენს 700 ლარს.

 

მხარეთა შორის მიმდინარეობდა მიმოწერა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისა და ამავე აქტებით ასანაზღაურებელი მოცულობის განსაზღვრის თაობაზე, რაც არ განხორციელდა მეიჯარის გამო. მას გაეგზავნა მიღება-ჩაბარების აქტები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც უპასუხოდ დარჩა.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მე-----------ი არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს კომპანიის სახელით ხელი მოაწეროს რაიმე სახის აქტს. შესაბამისად, ეს გარემოებაც მოიჯარის მხრიდან სადავოა. შპს „და-ი“ სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილშიც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 4 სექტემბერს შპს „გი-----------------–--ს“ (მეიჯარე) და შპს „და-ის“ (მოიჯარე) შორის გაფორმდა ს-------- ტექნიკის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარემ იკისრა ვალდებულება მოიჯარის ობიექტზე სვ-----ში სამუშაოების შესასრულებლად იჯარით გადაეცა ს-------- ტექნიკა შემდეგი მახასიათებლებით: მოდელი - ლი---------------6, სარეგისტრაციო ნომერი - NN---2, გამოშვების წელი - 2---, ფერი - ნ-------------------, ტიპი - ს--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - #01--------.

 

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქონების იჯარით გადაცემა-მიღება მოხდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, რომლითაც განისაზღვრება საიჯარო პერიოდი. მეიჯარე იღებს ვალდებულებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ტექნიკის დანიშნულების ადგილზე ჩაყვანა და ასევე უკან დაბრუნება. (2.7.5 პუნქტი)

 

3.1.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, საიჯარო ქონებით სარგებლობის საფასური ყოველი დღისათვის შეადგენს 500 ლარს, ხოლო ტექნიკის მობილიზაცია და დემობილიზაცია შეადგენს 1400 ლარს. საიჯარო ქირის ჯამური ღირებულება დადგინდება მიღება-ჩაბარების აქტში, სადაც დაფიქსირდება საიჯარო ქირის ოდენობა შესაბამისი თვის მანძილზე.

 

3.1.3. მოიჯარე იღებს ვალდებულებას უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადაუხადოს მეიჯარეს ტექნიკის სარგებლობის საფასური მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მა-რამ მინიმუმ ათ კალენდარულ დღეზე გაანა-არიშებით და გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში. (3.2. პუნქტი)

 

მოიჯარე უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება მეიჯარისთვის 2 კვირით ადრე შეტყობინების საფუძველზე. (4.3 პუნქტი)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 23-26)

 

3.1.4. 2017 წლის 4 სექტემბერს შპს „გი-----------------–--ს“ (შემსრულებელი) და შპს „და-ის“ (დამკვეთი) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების ს------ შემსრულებლის მიერ დამკვეთის ობიექტზე, მომსახურების (ტექნიკის ოპერატორით მომსახურება) შესრულება 2017 წლის სექტემბრის თვეში.

 

ერთი დღის მომსახურების ღირებულება შეადგენს 100 ლარს (2.1 პუნქტი)

 

3.1.5. დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსრულებელს სამუშაოს ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტის გაფორმებიდან და მისი შესაბამისი სა-ადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 27-28)

 

3.1.6. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქონება მოიჯარეს გადაეცა 2017 წლის 5 სექტემბერს. კერძოდ, ს-------- ტექნიკა დაიტვირთა ქ. ფოთში და იმავე დღეს ჩაყვანილი იქნა სვ-----ში, სოფელ ჭუბერში. აღნიშნული ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა (საქმისმწარმოებელი) მე-----------მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ტექნიკის მიღების აქტი (ს.ფ 29)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესა-ებელს.

 

ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების სა-ანი). მტკიცების სა-ნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესა-ებელს: მტკიცების სა-ანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესა-ებელს.

კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესა-ებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში ტექნიკის მიღებისა და დაბრუნების აქტით მიხედვით ირკვევა, რომ ს-------- ტექნიკა მოიჯარის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა 33 დღის განმავლობაში 2017 წლის 5 სექტემბრიდან 2017 წლის 8 ოქტომბრამდე.

მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს აღნიშნულ აქტს და განმარტავს, რომ მე-----------ი არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს კომპანიის სახელით ხელი მოაწეროს რაიმე სახის აქტს.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე:

საქმეში მოთავსებულია შპს „და-ის“ და მე-----------ს შორის 2017 წლის 1 მაისს დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მე-----------ი არის საქმეთა მწარმოებელი. ხელშეკრულების დანართი #1-ის მიხედვით, გაწერილია დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი აღწერილობა. კერძოდ, საქმეთა მწარმოებლის ფუნქციებში შედიოდა მის დაქვემდებარებაში არსებული შრომითი რესურსების გამოყენებით სამშენებლო პროცესის წარმოება, სამშენებლო ობიექტზე მიღებული მასალების ინსტურმენტების და სხვა ფასეულობების გაფრთხილება. მასვე ევალებოდა ნებისმიერი სხვა ისეთი ფუნქციის შესრულება, რომელიც აუცილებელი იყო დამსაქმებლის ბიზნეს პროცესების გამართული ფუნქციონირებისთვის.

სასამართლო შეფასებით წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მე-----------ს დამსაქმებლის მხრიდან გააჩნდა გარკვეული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება, რომლის ნათელ მა-ალითსაც წარმოადგენს 2017 წლის 5 სექტემბერს შედგენილი ს-------- ტექნიკის მიღების აქტი, სადაც მოპასუხის მხრიდან აქტზე ხელის მომწერ პირად გვევლინება სწორედ მე-----------ი. დასახელებული ფაქტობრივი გარემოება იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ მას დამსაქმებლისგან მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება აქტზე ხელმოწერით დაედასტურებინა როგორც ტექნიკის მიღების ასევე მისი დაბრუნების ფაქტიც.

ამდენად, მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხეს 33 დღის განმავლობაში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნდა საიჯარო ტექნიკა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ ტექნიკა უფრო ადრე დაბრუნდა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება, დანართი #1 (ს.ფ 86-94)

- ტექნიკის მიღების აქტი (ს.ფ 29)

- ტექნიკის მიღებისა და დაბრუნების აქტი (ს.ფ 30)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს „გი-----------------–--ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 52-ე, 317-ე, 325-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 412-ე, 581-ე, 629-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 581-ე-606-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება ტექნიკის ოპერატორით მომსახურების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ ეთანხმება საიჯარო ქირის ოდენობას და მიაჩნია, რომ ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ 10 დღის შემდგომ მეიჯარის ვალდებულება იყო თავად დაებრუნებინა ტექნიკა, ვინაიდან იჯარის სა-ნის გამოთავისუფლების შეტყობინების ვალდებულება მას არ გააჩნდა.

 

სასამართლოს დასკვნით განსახილველი სამოქალაქო საქმის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია გონივრულად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით დადგენილ ფარგლებში განმარტოს 2017 წლის 4 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულების პირობები.

 

ამ მიზნით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლს, რომლის დანაწესით თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის გათვალიწინებით, სწორედ სასამართლო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია ჩაერიოს კონკრეტულ ურთიერთობაში და მხარეებს განუსაზღვროს სამართლიანი და თანასწორი პირობები. აღნიშნულ ურთიერთობაში ჩარევა უნდა იყოს სოციალურად სამართლიანი და დაბალანსებული. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასაითის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. ამდენად, კერძო სამართლებრივი ხასიათის ქონებრივი ურთიერთობა მხარეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს იურიდიულ თანასწორობას სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტებს შორის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გა-ების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

 

ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, ა-რეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ზოგადად ხელშეკრულება შესრულებაზე ორიენტირებული აქტია, რაც ხაზს უსვამს მისი ქმედითობის საჭიროებას, შესაბამისად, მას ქმედითობის ელემენტი რომ არ დაეკარგოს ხელშეკრულების პირობები, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპების საფუძველზე უნდა განიმარტოს.

 

უდავოა გარემოებაა, რომ მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის 3.1 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა საიჯარო ქირის და ტექნიკის მობილიზაცია და დემობილიზაციის საფასური. აქვე აღინიშნა, რომ საიჯარო ქირის ჯამური ღირებულება დადგინდება მიღება-ჩაბარების აქტში, სადაც დაფიქსირდება საიჯარო ქირის ოდენობა შესაბამისი თვის მანძილზე.

 

მოიჯარე იღებს ვალდებულებას უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადაუხადოს მეიჯარეს ტექნიკის სარგებლობის საფასური მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მა-რამ მინიმუმ ათ კალენდარულ დღეზე გაანა-არიშებით და გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში. (3.2. პუნქტი)

 

წინამდებარე პირობის გაანალიზების შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულების 3.2 პუნქტი გათვალისწინებული იქნა ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც მოიჯარის მხრიდან იჯარის ქონებით 10 დღეზე ნაკლები დროით სარგებლობას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი. აღნიშნულით განისაზღვრა მინიმალური ასანაზღაურებელი ოდენობა თუ ტექნიკის ფლობას ადგილი ექნებოდა 10 დღეზე ნაკლები ვადა. ხოლო ტექნიკის ათ დღეზე მეტი ვადით ფლობის შემთხვევაში ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ტექნიკის ფაქტობრივი ფლობის შესაბამისად და არა ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების მიხედვით.

 

აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შპს „გი-----------------–--ს" საიჯარო ქონება მიღებული ჰქონდა შპს "ნ-----------დან". შესაბამისად, მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ქვეიჯარას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს თავისი წილი ფინანსური პასუხისმგებლობა გააჩნდა მეიჯარესთან და მის ინტერესებში შედიოდა ანაზღაურების პირობის დადგენა საიჯარო ქონების ფაქტობრივი ფლობის მიხედვით.

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ტექნიკის გამოთავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნდა მოიჯარე მხარეს მისივე ინტერესების გათვალისწინებით. ვინაიდან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ყოველი დაყოვნებული დღისათვის, მიუხედავად იმისა ასრულებდა თუ არა ფაქტობრივ სამუშაოებს ტექნიკა თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მოპასუხე მხარეს ტექნიკის ფაქტობრივი ფლობისათვის.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტის მიხედვით, მოიჯარე უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება მეიჯარისთვის 2 კვირით ადრე შეტყობინების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწების მიხედვით დასტურდება, რომ მოიჯარეს ოქტომბრის თვემდე ტექნიკის დაბრუნების შესახებ შეტყობინება არ განუხორციელებია. კერძოდ, მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ელექტრონული მიმოწერის საფუძველზე შეატყობინა მხოლოდ 2017 წლის 9 ოქტომბერს, რომელსაც დაერთო ამავე თარიღით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ტექნიკამ სექტემბრის თვეში ადგილზე იმუშავა 7 დღის განმავლობაში და ასანაზრაურებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 10 000 ლარს, რაც გაანგარიშებული იქნა მხოლოდ 10 დღიანი პერიოდით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისა-ან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.

 

სასამართლოს მოსაზრებით 2017 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა რეალური ურთიერთვალდებულებანი უნდა განისაზღვროს და განიმარტოს არა მხოლოდ გარიგების ტექსტის სიტყვასიტყვითი ანალიზის არამედ, საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ყველა გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხეს 33 დღის განმავლობაში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნდა საიჯარო ტექნიკა. ამგვარი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „და-ი“ ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის ფაქტობრივ მფლობელობაში ყოფნის პერიოდის შესაბამისად განა-არიშებული საიჯარო ქირა 16 500 ლარი და ტექნიკის მობილიზაცია/დემობილიზაციის საფასური 1400 ლარი. ხელშეკრულების ტექსტის სხვა-ვარი განმარტება აშკარად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ტექსტის გონივრულად განმარტების პრინციპს, რომელიც გადმოცემულია სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლში.

 

2017 წლის 4 სექტემბერს შპს „გი-----------------–--ს“ (შემსრულებელი) და შპს „და-ის“ (დამკვეთი) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების ს------ შემსრულებლის მიერ დამკვეთის ობიექტზე, მომსახურების (ტექნიკის ოპერატორით მომსახურება) შესრულება 2017 წლის სექტემბრის თვეში. ერთი დღის მომსახურების ღირებულება შეადგენს 100 ლარს. (2.1 პუნქტი).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დადგინა, რომ მოიჯარის ფაქტობრივ მფლობელობაში საიჯარი ტექნიკა იმყოფებოდა 33 დღის გამავლობაში.

 

მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ოპერატორი სვ-----ში მივლინებული იყო ტექნიკის სამართავად ტექნიკის ადგილზე ყოფნიდან გამომდინარე და აღნიშნულის მიხედვით იქნა განსაზღვრული მომსახრების ოდენობაც. აღსანიშნავია, რომ იჯარის სა-ნის მასთან ყოფნის პერიოდში (33 დღე) მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისთვის, რომ მას ტექნიკა და ოპერატორი აღარ ესაჭიროებოდა და თუნდაც ელექტრონულად 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელისათვის გადაეგზავნა მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ოპერატორის მომსახურების ღირებულება 33 დღეზე განა-რიშებით, რაც ჯამში შეადენს 3300 ლარს.

 

6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს შპს „და-ის“ შპს „გი-----------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანის დღემდე მიუღებელი შემოსავლის სახით 360.22 ლარი; ასევე იჯარისა და მომსახურების ხელშეკრულებით ასანაზღაურბელი თანხის 0.0274 პროცენტის ანაზღაურება ყოველ დღეზე დავალიანების საბოლოოდ აღსრულებამდე. შესაბამისად, გადაწყვეტილებით უნდა გამოირკვეს მოსარჩელეს მიადგა თუ არა მატერიალური ზიანი მოპასუხის ქმედებით.

 

სადავო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია განიმარტოს მიუღებელი შემოსავლის არსი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოსარჩელის მითითებით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად, კრედიტორმა განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. კერძოდ თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლო მიეღო სარგებელი თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით სარგებლის მიუღებლობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაბუთებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოთხოვნის ავტორმა დაამტკიცოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება სხვადასხვა პერიოდში ანგარიშზე თანხის განთავსების შედეგად მიღებული შემოსავლის თაობაზე.

 

სასამართლოს მოსაზრებით დასახელებული გარემოების დადასტურების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რომ სახეზეა უშუალოდ მოპასუხის მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესითაა განსაზღვრული.

 

ამდენად, მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მან დაკარგა შემოსავალი, სასამართლოს მოსაზრებით არ ქმნის მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისა-ან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად სარჩელზე გადახდილი ბაჟი 636 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „გია----------------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს „და-ის“ შპს „გი-----------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 21 200 ლარის ანაზღაურება;

 

3. შპს „გია----------------–--ს“ უარი ეთქვას შპს „და-ისთვის“ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებაზე;

 

4. შპს „და-ის“ შპს „გი-----------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 636 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გა-რძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი