გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7366-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - რ------------–---–-
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ-------------------
მესამე პირი - ნ------------ი(ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი - თ-----------–------
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014წლის 20 იანვრის №--------------- გადაწყვეტილების და 2015 წლის 18 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ 2-18).
მოსარჩელის განმარტებით, ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №--------------- გადაწყვეტილების და 2015 წლის 18 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით, დ-------------–- მდებარე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 3---- კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №------------- ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №---------------(20.01.2014) და №---------------(----------- გადაწყვეტილებები, კერძოდ: გაუქმდა №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები №-----------------------–-- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ნივთთან ზედდების ნაწილში. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების(საკ.კოდი: №------------- 3---- კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილი, დაახლოებით - 9--კვ.მეტრი დარეგისტრირდა ფიზიკური პირის ნ------------ის საკუთრებად(საკადასტრო კოდი: №--------------
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2014 წლის 20 იანვარს - დ-------------–-, ს----–---------------–- მდებარე 3---- კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების(საკადასტრო კოდი: №------------- თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო, ხოლო 2015 წლის 18 თებერვალს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგველი უფლებამოსილი ორგანოს 2015 წლის №------- ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულს. ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №--------------- გადაწყვეტილების და 2015 წლის 18 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №------ კანონშეუსაბამო/უკანონო გადაწყვეტილებთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს მიადგა ზიანი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირი, ითხოვს მის ბათილობას.
შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირთა პოზიცია
2.2.1. მესამე პირმა - ნ------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2.2. მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, მესამე პირი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზეც. შესაბამისად, მისი პოზიცია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2005 წლის 24 მარტს დ------------- საკრებულოს მიერ გაცემული იქნა №--- ცნობა ნ------------ის სახელზე მასზედ, რომ მას დ-------------–- აწერია 0,08 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.
საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 18 აპრილის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ დ------------- საკრებულოს 2005 წლის 24 მარტის №--- ცნობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: გ---------------------ი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 0-----, 2005წლის 18 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ------------- საკრებულოს 2005 წლის 24 მარტის №--- ცნობა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 41)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 18-------5(იხ. ტომი 1, ს.ფ. 38-39)
3.1.2. 2013წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მ---------------ემ №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013წლის 10დეკემბრის №-------- ბრძანების საფუძველზე მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის დ-------------–-, ი------–---------------–- მდებარე 3----კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა №-------------03 გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’, რომლითაც დაინტერესებულ პირს მოეთხოვა საკადასტრო აზომვით ნახაზზე თანდართული წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთისა და მასზე მდებარე შენობა ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ, დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის(ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.
2014 წლის 14 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მ---------------ემ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით წარადგინა მიწის ნაკვეთის კორექტირებული აზომვითი ნახაზი და შენობების შიდა აზომვითი ნახაზები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014წლის 20 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის დ-------------–-, ი------–----------------–- მდებარე(3---- კვ.მეტრი) მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, კო--------------–---------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, დაზუსტებული ფართობი: 3----კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართი- 3--------.მეტრი; №2 საერთო ფართი - 3-------ვ.მეტრი; №3 საერთო ფართი----------მეტრი, 2014 წლის 20 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 10 დეკემბრის №-------- ბრძანება ,,უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 152)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მ---------------ის 2013 წლის 23 დეკემბრის №------------ სარეგისტრაციო განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 149-150)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №-------------03 გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 155)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მ---------------ის 2014 წლის 14 იანვრის განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 156)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 20 იანვრის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 175)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 177-178)
3.1.3. 2015 წლის 17 თებერვალს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 11 თებერვლის №------- ბრძანების საფუძველზე მოითხოვა №------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015წლის 18 თებერვლის რეგისტრაციის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის დ-------------–-, ი------–----------------–- მდებარე(3---- კვ.მეტრი) მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, კო--------------–---------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, დაზუსტებული ფართობი: 3----კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართი- 3--------.მეტრი; №2 საერთო ფართი - 3-------ვ.მეტრი; №3 საერთო ფართი- 3------ვ.მეტრი, 2015 წლის 18 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 11 თებერვლის №------- ბრძანება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 181)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015წლის 17 თებერვლის №------------ სარეგისტრაციო განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 179-180)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 182)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 183-184)
3.1.4. 2017წლის 03 აგვისტოს, ნ------------მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ--------------.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 24 ოქტომბრის №------ წერილით, №------------ სარეგისტრაციო განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი(შესრულებული ინდ. მეწარმე კ----–-------------- მიერ 2017 წლის 28ივლისს) და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნა მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით(№------------ საკადასტრო კოდით გახსნილი სააღრიცხვო ბარათი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ------------მა 2017წლის 03 აგვისტოს №------------ სარეგისტრაციო განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 243-244)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ოქტომბრის №------ წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 267)
3.1.5. 2018წლის 13 აპრილს, ნ------------მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ მოთხოვნაზე საქმის წარმოების განახლება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ--------------, 9-- კვ.მეტრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ------------ის 2018წლის 13 აპრილის №------------ სარეგისტრაციო განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 31-33)
3.1.6. ქ.თბლისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018წლის 17 აპრილის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის №------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ დადგინდა ნ------------ის №------------ სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - მიწის ნაკვეთის 2005 წლის 18 აპრილის №--------- სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია №--------- ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ნ------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გააჩნია მყარი სასაზღვრო მიჯნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბლისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 აპრილის №------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 270-271)
- №--------- ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 51-56)
3.1.7. 2018 წლის 03 აგვისტოს, ნ------------ის წარმომადგენელმა თ-----------–------მ №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ სახელმწიფომ სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, ხელმეორედ დაირეგისტრირა კონკრეტულ ფიზიკურ პირზე უკვე რეგისტრირებული უძრავი ნივთი. შესაბამისად, მოითხოვა ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №--------------- და 2015 წლის 18თებერვლის №--------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 04 სექტემბრის №------ და 09 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებების საფუძველზე, დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014წლის 20 იანვრის №--------------- და 2015 წლის 18 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ------------ის წარმომადგენლის თეიმურაზ წიქვაძის 2018 წლის 03აგვისტოს №--------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 185-193)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 სექტემბრის №------ გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 206-208)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 213-215)
3.1.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №--------------- და 2015 წლის 18თებერვლის №--------------- გადაწყვეტილებები, კერძოდ, გაუქმდა №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები 2018 წლის 13აპრილის №------------ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ნივთთან ზედდების ნაწილში და დაევალა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №------------ და №------------ განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 24 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014წლის 20 იანვრის №--------------- გადაწყვეტილების და 2015 წლის 18თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 23-28)
3.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N---------------, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ 2018 წლის 13 აპრილს ნ------------ის მიერ წარდგენილ №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი, თბილისი, დ-------------- 9--კვ.მეტრი,- ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N--------------- ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ 2018 წლის 13 აპრილს ნ------------ის მიერ წარდგენილ №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი, თბილისი, დ-------------- 9-- კვ.მეტრი,- დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ 2018წლის 24 ოქტომბრის N------ გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის N--------------------------- და N--------------------------- გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით N------------ განცხადებით მიმდინარეობს N------------ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უფლების ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოება განახლდება N------------ განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N---------------- რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ 2018 წლის 13 აპრილს ნ------------ის მიერ წარდგენილ №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი, თბილისი, დ-------------- 9-- კვ.მეტრი,- ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N---------------, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 13 აპრილს ნ------------ის მიერ წარდგენილი №------------ სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი, თბილისი, დ-------------- 9-- კვ.მეტრი,- ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ--------------, დაზუსტებული ფართბი-9-- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება N--------------- ,,სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ’’(იხ. ტომი 2, ს.ფ. 34)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება N--------------- ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(იხ. ტომი 2, ს.ფ. 35)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება N--------------- ,,სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ’’(იხ. ტომი 2, ს.ფ. 36)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება N--------------- ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. ტომი 2, ს.ფ. 37)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1--------8(იხ. ტომი 2, ს.ფ. 39-40)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010წლის 15 იანვრის №4 ბრძანება; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 24 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20იანვრის №--------------- გადაწყვეტილების და 2015 წლის 18 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის-ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში - საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა)მიწის მართლზომიერი მფლობელობის(სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ)მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ)საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ)დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად(მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით(ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18იანვრის No48 დადგენილების შესაბამისად სოფლის(დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის(დაბის) ყრილობაზე(საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის(მმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია(საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება(მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს(არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
6.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 2013 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მ---------------ემ №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 10 დეკემბრის №-------- ბრძანების საფუძველზე მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის დ-------------–-, ი------–---------------–- მდებარე 3----კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 20 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის დ-------------–-, ი------–----------------–- მდებარე(3---- კვ.მეტრი) მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება;
- 2015 წლის 17 თებერვალს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 11 თებერვლის №------- ბრძანების საფუძველზე მოითხოვა №------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 თებერვლის რეგისტრაციის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის დ-------------–-, ი------–----------------–- მდებარე(3----კვ.მეტრი) მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება;
- 2017წლის 03 აგვისტოს, ნ------------მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ--------------;
- №------------ სარეგისტრაციო განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი(შესრულებული ინდ. მეწარმე კ----–-------------- მიერ 2017 წლის 28 ივლისს) და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია 2017 წლის 24ოქტომბრის №------ წერილით გადაგზავნილ იქნა მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (№------------ საკადასტრო კოდით გახსნილი სააღრიცხვო ბარათი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად;
- 2018 წლის 13 აპრილს ნ------------მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ მოთხოვნაზე საქმის წარმოების განახლება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, დ--------------, 9--კვ.მეტრი;
- ქ.თბლისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018წლის 17 აპრილის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის №------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ დადგინდა ნ------------ის №------------ სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - მიწის ნაკვეთის 2005 წლის 18 აპრილის №--------- სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა;
- საქმეში ასევე წარმოდგენილია №--------- ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ნ------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გააჩნია მყარი სასაზღვრო მიჯნა;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქრთველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამავე მუხლის 62 პუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის №------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული(საკადასტრო კოდი: №------------) და ნ------------ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების იდენტურობა დადასტურდა, სახეზე იყო ისეთი ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №--------------- და 2015 წლის 18 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014წლის 20 იანვრის №--------------- და 2015 წლის 18 თებერვლის №--------------- გადაწყვეტილებები, კერძოდ,- გაუქმდა №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები 2018 წლის 13 აპრილის №------------ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ნივთთან ზედდების ნაწილში და დაევალა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №------------ და №------------ განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014წლის 20 იანვრის №--------------- გადაწყვეტილების და 2015წლის 18თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014წლის 20 იანვრის №--------------- გადაწყვეტილების და 2015 წლის 18თებერვლის №--------------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნ------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ--------------, დაზუსტებული ფართობი: 9--.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------- სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით(განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების(განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით ამ ეტაპზე, მაშინ როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს,- შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ აღძრულ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების- ნ------------ის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნ------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ--------------, დაზუსტებული ფართობი: 9--.00კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------- სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი