განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
010100118002655647
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002655647

საქმე N1-892/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

27 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–--------------------

ადვოკატი - ი-----–---------–-

თარჯიმანი - ზ-------------------

 

ბრალდებული: რ----------------–----

მამის სახელი: ლ---------

დაბადების თარიღი: 3-.0-.1-----–--–-

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული მისამართი: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქუჩა N10-, ბ 47

ფაქტობრივად მცხოვრები: ხელვაჩაური, ფ. ხალვაშის გამზირი N5

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ----------------–----- ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: რ----------------–----- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა, კერძოდ, 2018 წლის 14 აგვისტოს, 16:50 საათიდან 17:45 საათამდე პერიოდში, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N 71 საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა რ----------------–----ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ნაჭრის ქისა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შემცვლელი 37 აბი, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს, წონით 0, 296 გრამს.

 

1.2 სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა რ----------------–----- სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

რ----------------–----ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების - მ------- ზ--------------------–------------------------- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ბრალდებულ რ----------------–----ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1.3 სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----------------–---- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

რ----------------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს), ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და თვლის, რომ რობერტ არაკელიანს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი მინიმალური ვადით.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რ----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (რვა) წლის ვადით.

 

2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, რობერტ არაკელიანს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

3. რობერტ არაკელიანს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 აგვისტოდან.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, რ----------------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. ნივთმტკიცება - რ----------------–----ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი