გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
330210019002809695
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #2/674-2019 21 თებერვალი 2019 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე წარმომადგენელი ილ--------–--ე გ----------–--ე

 

მოპასუხე წარმომადგენელი დავის საგანი ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“ გ-----–---–---–- კომპენსაციის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე ილ--------–--ე ითხოვს დაეკისროს ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“-ს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეზღუდვის გამო გადახდილ ფულად კომპენსაციას და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ კომპენსაციას შორის სხვაობა 1987.28 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 21 ნოემბერს მასსა და ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“-ს შორის გაფორმდა ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ 2-------.--- უნდა წარმოებულიყო 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. ერთ კვადრატულ მეტრში გადაუხადეს 1 ლარი და 20 თეთრი და ჯამში კომპენსაციამ შეადგინა 2587 ლარი და 20 თეთრი. სერვიტუტის ღირებულება განსაზღვრულია შ.პ.ს. „თ-------------------------------“ მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“-მ, მოსარჩელის მომიჯნავედ, მეზობელ ჯ-------------–--ეს 1 კვ.მ. ფართში გადაუხადა 4 ლარი 50 თეთრი. შეფასებაც იმავე შემფასებელ კომპანიას აქვს გაკეთებული. მასთან მიმართებით მოხდა არასწორი კალკულაცია და ნაკლები თანხის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, ჯ-------------–--ის ანაზღაურების მსგავსად უნდა მოხდეს სერვიტუტით დატვირთული ქონების ანაზღაურება 1 კვ.მ. ფართზე 4.50 ლარის ოდენობით, სხვაობა არის 1 კვ.მ. ფართზე 3.30 ლარი, ჯამში _ 7114 ლარი და 80 თეთრი, ვინაიდან მიწის ნაკვეთი სამი პირის თანასაკუთრებაშია, მოსარჩელე ითხოვს 7114.80 ლარის მესამედის _ 2371.6 ლარის ანაზღაურებას 20%-ის დაქვითვით _ 1897 ლარს და 28 თეთრს (სხდომის ოქმი: 21.02.2019).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“-მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არ მომხდარა არასწორი კალკულაცია. სერვიტუტის საკომპენსაციო თანხა გაცემულია კომპანია ,,თ------------------------------“-ს სააუდიტორო დასკვნის საფუძველზე, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე და ჩაერიცხა. შეფასების მიხედვით, მოცემული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 2-------.---) არის მე-4 კატეგორიის, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს არც ისე ახლოს ახალციხე-ბათუმის ავტომაგისტრალთან, დაახლოებით 50 მეტრი ან მეტი ადგილიდან, არ ესაზღვრება ახალციხე-ბათუმის გზას. ნაკვეთებზე იზრდება მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მიწის დამუშავების ნაკვალევით და მოსახლეობა მათზე სასოფლო სამეურნეო კულტურებს ზრდის. მოსარჩელის მიერ დასახელებულ მესაკუთრეს, ჯ-------------–--ეს, აუდიტორული შეფასებით დადგენილი ფასის შესაბამისად მიეცა სერვიტუტის კომპენსაცია 4.50 ლარი. ჯ-------------–--ის ნაკვეთი იყო სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო დანიშნულების და ის აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომლის გამოც მას მიეცა აღნიშნული თანხა. მესაკუთრეებმა თავიანთი ნების გამოვლენით დადეს ხელშეკრულება და დათანხმდნენ საკომპენსაციო თანხას. შეთავაზებული თანხა დადგენილია შესაბამისი აუდიტორული კომპანიის მიერ. მოსარჩელეს მიღებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული სერვიტუტის საკომპენსაციო თანხა. ის გარემოება, რომ ჯ-------------–--ის ნაკვეთი მეზობელი ნაკვეთია, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ერთნაირი ღირებულება გააჩნიათ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 02 ივნისს მიღებული იქნა N998, განკარგულება ახალციხიდან ბათუმამდე 220 კვ-იანი ორჯაჭვიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, საჭირო მიწის ნაკვეთების, ქონების გამოსყიდვის და სხვა სახის კომპენსაციის გაცემის შესახებ. (ს.ფ. 81). 3.1.2 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ----- რაიონში, სოფელ ჭ--------–- მდებარე N2-------.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2157 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N2-------.---, რეგისტრირებულია ილ--------–--ის, დ----------–--ის და ჯ---------–--ის თანასაკუთრებად. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობა, მოსარგებლე: ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“, მესაკუთრეები: დ----------–--ე, ილ--------–--ე, ჯ---------–--ე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 25/11/2016, მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 21/11/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ს.ფ. 25-26). 3.1.3 დადგენილია, რომ ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“-ს და ილ--------–--ეს, ჯ---------–--ეს, დ----------–--ეს შორის 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის ხელშეკრულება. სერვიტუტით დაიტვირთა დ----------–--ის, ილ--------–--ის, ჯ---------–--ის თანასაკუთრებაში არსებული 2-------.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მხარეთა შეთანხმებით, მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის ღირებულება განისაზღვრა ერთჯერადად 2587.2 ლარის ოდენობით გადასახადის ჩათვლით. თანამესაკუთრეებმა თანხმობა განაცხადეს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა გადაცემოდა ილ--------–--ეს (ს.ფ. 17-19). 3.1.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მარტის #2--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, #2-------.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრის _ ჯ---------–--ის სარჩელი ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“-ს მიმართ კომპენსაციის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ს.ფ. 119-121).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. ,,ლ----------------–----------------------------–----------“-ს 2018 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, N2-------.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით 1 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 8 ლარს, შესაბამისად, მთლიანი მიწის ნაკვეთის _ 2157 კვ.მ. ღირებულება განისაზღვრა 17256 ლარით (ს.ფ. 29-39). 3.2.2 დადგენილია, ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“-ს მიერ კომპენსაცია გაცემული იქნა შ.პ.ს. „თ-------------------------------“ შეფასების საფუძველზე, რომლის მიხედვით, მე-4 კატეგორიის 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 8 ლარად (ისევე როგორც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით), ხოლო სერვიტუტიდან გამომდინარე საკუთრების უფლების შეზღუდვის გათვალისწინებით კომპენსაციის ოდენობა დადგენილი იქნა 1 კვ.მ-ზე 1.20 ლარი (ს.ფ. 68-80). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით განსაზღვრული არ არის კომპენსაციის ოდენობა მიწის ნაკვეთის დანიშნულების და საკუთრების უფლების შეზღუდვის გათვალისწინებით სერვიტუტიდან გამომდინარე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ილ--------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 247-ე, 327-ე მუხლები, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-102-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული, რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. საზღაური შესაძლოა განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.

 

6.3 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქ/პუნქტის თანახმად, მიწათმოსარგებლე არის პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაშიც არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანხმად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა“-ს და ილ--------–--ეს, ჯ---------–--ეს, დ----------–--ეს შორის 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ, მხარეები შეთანხმდნენ კომპენსაციის ოდენობაზე (ერთჯერადად 2587.2 ლარი), რაც ჩაერიცხათ და სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დამატებით კომპენსაციის გადახდის შესახებ უსაფუძვლოა.

6.5 მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები.

6.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოსარჩელე ითხოვს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით გამოწვეული საკუთრების უფლების შეზღუდვის გამო გადახდილი კომპენსაციის გაზრდას, მაგრამ მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, თუ რას შეადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის გათვალისწინებით კომპენსაციის ოდენობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ასახავს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, რაც სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება იმავე ოდენობით არის განსაზღვრული შ.პ.ს. „თ------------------------------“-ს დასკვნით, მაგრამ სერვიტუტის გათვალისწინებით კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა სხვა თანხით, ვიდრე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება მოსარჩელის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთს, შეფასების სხვაობა გამოწვეულია მიწის ნაკვეთის კატეგორიებიდან გამომდინარე, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დანიშნულებად მითითბულია ,,სახნავი“ განსხვავებით მოსარჩელის მიერ მითითებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ილ--------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 213.40 ლარი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით მოითხოვა 1897.28 ლარის დაკისრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შესაბამისად, ილ--------–--ის სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 163.40 ლარის ოდენობით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი არ ანაზღაურდება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-11 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ილ--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. ილ--------–--ეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (213.40 ლარიდან) დაუბრუნდეს 163(ასსამოცდასამი) ლარი და 40(ორმოცი) თეთრი (გადახდის თარიღი: 10.12.2018; გადამხდელი გ----------–--ე, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თ-----------“, სახაზინო კოდი: 300773150).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი