განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი,სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–----------ა,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლა--------------–---–ი,ბრალდებული: ნო---------------–--ლი - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. თბილისი, ლ---------------------–----------------–------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2015 წლის 28 მაისს ღამის საათებში ნო---------------–--ლმა და გო-----------მ განიზრახეს ქ. თბილისში ნ--------–----------------------- პირველ სართულზე არსებული მა-----------–---–-ს კუთვნილი სურსათის მაღაზიის გაქურდვა. ამ მიზნით ნო---------------–--ლმა ფიზიკური ძალის გამოყენებით გააღო მაღაზიის სარკმელი. აღნიშნულ სარკმელში გადაძვრა გო-----------, რომელიც მაღაზიიდან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ხუთ კოლოფ შავი ფერის სიგარეტ ,,სობრანიეს“, შვიდ კოლოფ ლურჯი ფერის სიგარეტ ,,სობრანიეს“, ერთ კოლოფ სიგარეტ ,,ქემელს“, რვა კოლოფ სიგარეტ ,,პარლამენტს“, ცამეტ კოლოფ სიგარეტ ,,მარლბოროს“, 2 ბოთლ ლუდს, ასევე 11 ცალ 2 ლარიან მონეტას, 70 ცალ 1 ლარიან მონეტას, 25 ცალ 50 თეთრიან მონეტას, 78 ცალ 20 თეთრიან მონეტას, 58 ცალ 10 თეთრიან მონეტას და 22 ცალ 5 თეთრიან მონეტას. ნო---------------–--ლის და გო----------ის ქმედებით მა-----------–---–ს მიადგა 258 ლარის და 70 თეთრის მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ნო---------------–--ლს არ დაუდასტურდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
დაზარალებულმა მა-----------–---–მა განაცხადა, რომ 2015 წლის 28 მაისს მას გაუქურდეს მაღაზია, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნ--------–----------------------- პირველ სართულზე. მას მომხდარი ქურდობის ფაქტი შეატყობინეს პოლიციის თანამშრომლებმა. მაღაზიიდან წაღებული იყო სხვადასხვა ფირმის სიგარეტები, ლუდის ბოთლები და ფულადი თანხა ლარიანი და ორ ლარიანი მონეტების სახით. მას მიადგა 258 ლარის და 70 თეთრის მატერიალური ზიანი. მანვე განმარტა, რომ მის მაღაზიაში ხშირად შედიოდა სხვადასხვა სახის სურსათის შესაძენად ნო---------------–--ლი.
მოწმე გო-----------მ განმარტა, რომ 2015 წლის 27 მაისს ღამის საათებში, ის ლე--------ია და ნო---------------–--ლის იმყოფებოდნენ სკვერში და მიირთმევდნენ ლუდს. მათ სპონტანურად მოაფიქრდათ მაღაზიის ქურდობის იდეა. მაღაზია განთავსებული იყო სკვერის წინ, კორპუსის პირველ სართულზე. ლე--------ია სხვა უბანში დარჩა, რადგან არ ესაჭიროებოდათ, ხოლო მან და ნო---------------–--ლმა გადაწყვიტეს მაღაზიის გაქურდვა. ნო---------------–--ლმა სახლიდან გამოიტანა მისი კუთვნილი ხელჩანთა. ნო---------------–--ლმა მაღაზიის მეტალოპლასტმასის კარის ფანჯარა გააღო, თავად კი შევიდა მაღაზიაში, ხელჩანთაში ჩაყარა ხურდა ფული, სხვადასხვა ფირმის სიგარეტები და ორი ცალი ლუდის 1.5 ლიტრიანი ბოთლები. მან ხელჩანთა მიაწოდა ნო---------------–--ლს და მათ შემთხვევის ადგილი დატოვეს. ისინი შეხვდნენ ლე--------იას და წავიდნენ სკვერში, სკვერამდე არ მისულები დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებისას ხელჩანთა ნო---------------–--ლს ჰქონდა. თავდაპირველად ორმა პოლიციის თანამშრომელმა დააკავეს, ხოლო შემდეგ სხვა პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ დაკავების ადგილზე. მანვე განმარტა, რომ ხელჩანთა ნო---------------–--ლის იყო. ქურდობამდე ხელჩანთა ნო---------------–--ლისგან არ უნათხოვრებია.
მოწმე ლე--------იას ჩვენებით, მან, გო-----------მ და ნო---------------–--ლმა ჩაიდინეს ქურდობა. მათ გადაწყვიტეს გაექურდათ მაღაზია, მაღაზიაში შევიდა თავად, მაღაზიაში მხოლოდ ის იყო შესული, საიდანაც მისი კუთვნილი ჩანთით გამოიტანა სხვადასხვა დასახელების პროდუქტები და ფულადი თანხა. გო----------- და ნო---------------–--ლი მას გარეთ ელოდებოდნენ. მაღაზიის ტერიტორიის დატოვებისთანავე, ისინი წავიდნენ აფრიკის დასახლების მიმართულებით, რა დროსაც გზაში შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. პოლიციელების შეძახილზე გადაწყვიტა გაქცეულიყო, როდესაც გარბოდა, მას ჩანთა დაუვარდა, ის დაახლოებით 30-40 მეტრში დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ადგილი თუ სად დაუვარდა ჩანთა არ ახსოვს. დაკავების დროს რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, პოლიციელებს მათზე არ უძალადიათ, ასევე არ გაუსვრიათ იარაღიდან. ხელჩანთა მისი საკუთრება იყო და მან წამოიღო სახლიდან. ხელჩანთა იყო ,,ადიდასის“ ფირმის.
მანვე ჯვარედინი დაკითხვის დროს განმარტა, როდესაც ისინი ბაღში იმალებოდნენ თავდაპირველად მან და გო-----------მ გადაწყვიტეს ქუჩაში გასულიყვნენ, ნო---------------–--ლი მათთან ერთად იმ დროს არ იყო. ჯერ ისინი დააკავეს, შემდეგ კი მივიდა მათთან ნო---------------–--ლი. როდესაც ის და გო----------- დააკავეს პოლიციელების მხრიდან მათზე განხორციელდა ძალადობა, ძალადობის დროს მივიდა ნო---------------–--ლი. ასევე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.
მოწმე კა------–------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 28 მაისს გამთენიისას ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მის თანამშრომლებთან თა-----------–---–--ან და კა-----------–---–---ნ ერთად. ისინი ქი----------–-ს ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ ფეხით. მათ მიერ შემჩნეული იქნა სამი ახალგაზრდა პირი, რომლიდანაც ერთ-ერთი ნო---------------–--ლი მისმა თანამშრომელმა იცნო. ნო---------------–--ლს ხელში ეკავა შავი ფერის ზურგჩანთა. მან და მისმა თანამშრომლებმა სიტუაცია მიიჩნიეს საეჭვოდ და გადაწყვიტეს სამივე ახალგაზრდა შეეჩერებინათ. მოწოდებისთანავე ისინი გაიქცნენ, ამ დროს ნო---------------–--ლმა ზურგჩანთა დააგდო ძირს. მათ სამივე ახალგაზრდა მალევე შეაჩერეს. როდესაც ზურგჩანთასთან მივიდნენ მასში მოთავსებული იყო ხურდა ფული და სიგარეტის კოლოფები. შეკითხვაზე თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული ნივთები სამივე დაკავებულმა განაცხადა, რომ მათ მაღაზიიდან მოიპარეს. რის შემდეგაც მათ მოახდინეს სამივე პირის დაკავება. მან ბრალდებულის სახით ნო---------------–--ლი დააკავა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა თა-----------–---–მა და კა-----------–---–მა.
მოწმე ბე--------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის მაისის თვის ერთ-ერთ დღეს ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად, ეძინა. გაიგონა ზარის ხმა, დაახლოებით 5-6 საათი იქნებოდა, გავიდა სახლიდან და დაინახა ორი პოლიციის თანამშრომელი, ისინი ეძებდნენ ჩანთას, რომელიც კართან იპოვეს და წაიღეს. მათ (პოლიციელებს) ადგილზე არ შეუდგენიათ არავითარი დოკუმენტი. გამოართვეს ტელეფონის ნომერი და უთხრეს, თუ საჭირო იქნებოდა გამოიძახებდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ დამნაშავეებს დასდევდნენ, რომლებმაც ჩანთა გადააგდეს. ასევე განუცხადეს, რომ იყვნენ მოსკოვის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებიდან. მანვე განმარტა, რომ ჩანთა იყო შავი ფერის, ეგდო კუთხეში ჭიშკართან, იქ როგორ მოხვდა მისთვის უცნობია.
ბრალდებულმა ნო---------------–--ლმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ გვიან ღამე მას შეხვდა გო----------- და ლე--------ია, რომლებსაც ჰქონდათ ლუდი და ჩანთა. შესთავაზეს დაელიათ და დრო ერთად გაეტარებინათ. მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ აფრიკის დასახლებაში. გადაადგილებისას ჩაუარა მწვანე ფერის ა/მანქანამ, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოუწოდეს შეჩერებისკენ. ვინაიდან ისინი სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ, არ გაჩერდნენ და გააგრძელეს გზა. ამაზე პირებმა დაიწყეს ყვირილი და მოწოდება, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ გაისროლეს მისი და მისი თანხმლები პირების მიმართულებით. იგი, გო----------- და ლე--------ია დაიბნენ და გაიქცნენ, მათ თავი შეაფარეს კერძო მესაკუთრის ბაღს, სადაც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. შემდეგ შეთანხმდნენ, რომ გო----------- და ლე--------ია ერთად გააგრძელებდნენ გზას, ხოლო თვითონ სხვა გზით წავიდოდა. წასვლამდე გო-----------მ ჩანთა იქვე მოქალაქის ბაღში დატოვა. მან გადაადგილების დროს დაინახა, რომ გო----------- და ლე--------ია პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შეეცოდა ისინი და გადაწყვიტა მათთან მისვლა, რა დროსაც მოუწოდა პოლიციის თანამშრომლებს შეეწყვიტათ ძალადობა, ხოლო ის კი ყველა მათ კითხვას უპასუხებდა, რა დროსაც ისინი დააკავეს. სამივეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდათ. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ ჰქონდათ ჩანთა, რომელიც გო-----------მ დატოვა მოქალაქის ბაღში. აღნიშნულის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მას პოლიციის შენობაში აიძულებდნენ ეღიარებინა ქურდობის ფაქტი, მოუწოდებდნენ განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე, რომ ,,მოეწერა ხელი და არ გადაეყოლებინა ბიჭები“. როდესაც თავდაპირველად მან უარი განაცხადა აღიარებაზე მას გაუსწორდნენ ფიზიკურად, რის შემდეგაც იძულებული იყო ეღიარებინა დანაშაული.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (დაცვის მხარის მიერ ჩატარებული) თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნო---------------–--ლის, ნი------–---–---–-ს და ზვ--------–--------ის მონაწილეობით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნო---------------–--ლისგან მიღებული ინფორმაციისა და გამოძიების პროცესში წარმოებული ვერსიის შესამოწმებლად. ნ.ტა------------ს მითითებით მივიდნენ იმ ადგილას (ქ.თბილისი, ქი----------–-ს ქუჩა), სადაც იმ ღამით იდგა ,---------“ ფირმის მწვანე ფერის ა/მანქანა, რომელშიც ისხდნენ პოლიციის თანამშრომლები. ნ.ტა-----------მა განმარტა, რომ როდესაც ა/მანქანას გასცდნენ დაახლოებით 25 მეტრით ის, გო----------- და ლე--------ია, ა/მანქანიდან პოლიციის თანამშრომლები გადმოვიდნენ და მათ დაუძახეს, რომ შეჩერებულიყვნენ და მისულიყვნენ მათთან. ისინი არ დაემორჩილნენ და განაგრძეს სვლა და როდესაც 60 მეტრი გაიარეს, იმყოფებოდნენ ,,ბა---------------–-----თან“, პოლიციის თანამშრომლებმა მათი შეჩერების მიზნით გაისროლეს ოთხჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან. აღნიშნულზე შეშინდნენ და ნ.ტა------------, გ.აფ----ე და ლ.ჯ---ა გაიქცნენ ქი----------–-ს ქუჩის გაგრძელებისკენ და N1--–- მდებარე სახლის ეზოში გადახტნენ. გარკვეული დროის განმავლობაში იმალებოდნენ იქვე მდებარე ეზოებში, ერთ-ერთ ეზოში მათ დააგდეს მათ ხელთ არსებული ზურგჩანთა და მის გარეშე გადაწყვიტეს ქუჩაში გასვლა. გ.აფ----ე და ლ.ჯ---ა წავიდნენ პირველად, ხოლო ნ.ტა------------ მათ შემდეგ წავიდა. ნ.ტა-----------მა განმარტა, რომ როდესაც ქი----------–-ს ქუჩაზე გადაადგილდებოდა დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ გო----------- და ლე--------ია, რომლებსაც აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ნ.ტა------------ მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან და მოუწოდა შეეწყვიტათ გ.აფ----ის და ლ.ჯ---ას ცემა, ხოლო თუ რაიმე კითხვა ჰქონდათ პოლიციელებს მასთან მზად იყო გაეცა პასუხი. ნ.ტა-----------მა განმარტა, რომ სამივე დაკავებული პოლიციის თანამშრომლებმა ისე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რომ არცერთს არ ჰქონდათ ზურგჩანთა. მათ ზურგჩანთა დატოვეს ერთ-ერთ ეზოში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დადგინდა, რომ იმ ადგილიდან სადაც პოლიციის ა/მანქანა იდგა ნ.ტა-----------მა, გ.აფ----ემ და ლ.ჯ---ამ გაიარეს 640 მეტრი კერძო პირების ბაღებამდე. ასევე დადგინდა, ის ადგილი სადაც მათ ერთ-ერთი კერძო პირის ეზოში შიგნით დატოვეს მათ ხელთ არსებული ზურგჩანთა, კერძოდ ქი----------–-ს ქუჩა N10-ში, მცხოვრები ბე--------------------ს სახლის ეზოში.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2015 წლის 28 მაისს 05:35 საათზე ქ. თბილისში, ქი----------–-ს ქუჩა N10ა-სთან ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნო---------------–--ლი.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა 2015 წლის 28 მაისს ქ. თბილისში, ქი----------–-ს ქუჩა N10ა-ს მ/ტერიტორიაზე ნო---------------–--ლის მიერ გაქცევისას დაგდებული მუქი ლურჯი ფერის ზურგჩანთა წარწერით ,,ადიდასი“ მასში არსებულ ნივთებთან ერთად, კერძოდ: ორი ცალი ნაცრისფერი და შავი ფერის ე.წ. ,,კაპიშონიანი“ მოსასხამები; ხუთი ცალი სიგარეტი ,,სობრანიე“ შავი ფერის; შვიდი ცალი სიგარეტი ,,სობრანიე“ ლურჯი ფერის; ერთი ცალი ქემელი; რვა ცალი სიგარეტი ,,პარლამენტი“ ცამეტი ცალი სიგარეტი ,,მალბორო“; ხურდა ფული 11 ცალი 2 ლარიანი მონეტა, 70 ცალი 1 ლარიანი მონეტა, 25 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, 78 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 58 ცალი 10 თეთრიანი მონეტა და 22 ცალი 5 თეთრიანი მონეტა.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის 4-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ნ--------–-----------------------ში მდებარე მა-----------–---–-ს კუთვნილი სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან, კერძოდ: მაღაზიაში შესასვლელი კარების გარეთა მხარეს მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და შესასვლელიდან ხელმარჯვნივ კარების გვერდით მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ნო---------------–--ლისგან, გ---- აფ----ისგან და მათი შესაძლო თანამონაწილე პირის ლე--------იასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა----------------მ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის მტკიცებულებები (მოწმეების კა------–------–---–-ს, თა-----------–---–ის, კა-----------–---–ის, გ---- აფ----ის და ლე--------იას ჩვენებები,) ნო---------------–--ლის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ ისინი ვერ იქნება გაზიარებული და მიღებული უტყუარ მტკიცებულებებად. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა კა------–------–---–-ს, თა-----------–---–ის და კა-----------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები თანხვედრილია, ისინი ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებს, მათ შორის ნეიტრალური მოწმის ჩვენებას, ხოლო ლე--------იას და გ---- აფ----ის ჩვენებები წინააღმდეგობრივია როგორც საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ასევე ერთმანეთთან, ისინი აბსოლუტურად საწინააღმდეგო გარემოებებს განმარტავენ ჩვენებებში საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, ლე--------ია თავისავე პირდაპირი წესით მიცემულ ჩვენებას ეწინააღმდეგება ჯვარედინ დაკითხვაში, როდესაც ის ადვოკატის კითხვებს პასუხობს. სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული მოწმეთა ჩვენებების შინაარსობრივ მხარეზე იმ ნაწილში, სადაც ისინი აღწერენ ბრალდებულის დაკავების საკითხს. კერძოდ: კა------–------–---–-ს, თა-----------–---–ის და კა-----------–---–ის ჩვენებების მიხედვით, შემჩნეული იქნა სამი ახალგაზრდა, მათ შორის ნო---------------–--ლი, რომლებიც გვიან ღამით გადაადგილდებოდნენ ზურგჩანთით, ვინაიდან აღნიშნული გარემოება მიიჩნიეს საეჭვოდ, მათ მიერ ხსენებული პირები შეჩერებულნი იქნენ, ზურგჩანთაში, რომელიც ნო---------------–--ლმა ძირს დააგდო აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების პროდუქტები და ფული, რაზეც ზემოთ მითითებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ნივთები იყო მოპარული, რის შემდეგაც მოხდა სამივე მათგანის დაკავება. ანალოგიური განმარტეს გო-----------მ და ლე--------იამ დაკავებასთან დაკავშირებით, იმ განსხვავებით, რომ ზურგჩანთა ამ უკანასკნელს ჰქონდა დაკავების დროს და მას გაუვარდა, ხოლო გო----------- უთითებს, რომ ზურგჩანთა ჰქონდა ნო---------------–--ლს. სრულიად საპირისპირო განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნო---------------–--ლმა და ზურგჩანთასთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ჩვენებაში ნეიტრალური მოწმე - ბე--------------------. ნო---------------–--ლმა აღნიშნა, რომ ლე--------ია და გო----------- ლუდით და ზურგჩანთით გზაში შეხვდნენ, ზურგჩანთა კი მათ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში (ბაღი) დატოვეს, როდესაც პოლიციელების მოწოდებას შეჩერებასთან დაკავშირებით არ დაემორჩილენ და გაიქცნენ. როგორც ბრალდებულის ადვოკატის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით ირკვევა პირი, რომელზეც ნო---------------–--ლი ჩვენებაში უთითებს და რომლის ეზოშიც ის, გო-----------სთან და ლე--------იასთან ერთად იმყოფებოდა ბე-------------------- აღმოჩნდა, რომელმაც თავის მხრივ განმარტა, რომ შავი ფერის ზურგჩანთა პოლიციის თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაგდებული იპოვეს. პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ეძებდნენ დამნაშავეების მიერ გადაგდებულ ჩანთას. პოლიციელებს რაიმე დოკუმენტი ზურგჩანთასთან დაკავშირებით არ შეუდგენიათ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოს უნდა წარუდგინოს ბრალდების მხარემ, თანაც ისე, რომ საქმეში არსებული ყველა საეჭვო გარემოება აღმოიფხვრას. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული მოწმე ბე--------------------ს ჩვენება, რომელიც უთითებს, რომ პოლიციელებმა ზურგჩანთა, რომელსაც ეძებდნენ იპოვეს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბე-------------------- არ ფიგურირებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებში და არც დასაკითხ პირთა სიაში შეიყვანა ბრალდებამ. ამ უკანასკნელის არსებობის შესახებ ბრალდებულის ადვოკატისთვის ცნობილი გახდა არა პოლიციის თანამშრომლებისგან, არამედ ბრალდებულ ნო---------------–--ლისგან, რაც აჩენს ლოგიკურ კითხვას - თუკი ბე-------------------- თავის ჩვენებაში არ მიუთითებს ზურგჩანთაზე, რაც ბრალდებამ წარადგინა სასამართლოში მტკიცებულებად და ბრალდებული ნო---------------–--ლი გო-----------სთან და ლე--------იასთან ერთად არ იმყოფებოდა ბე--------------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, როდესაც ისინი გაიქცნენ, აგრეთვე მათ მიერვე არ იქნა ზურგჩანთა დატოვებული ბე--------------------ს ეზოში (ბაღი), რომელზედაც პოლიციელები განმარტავენ, რომ თითქოს ნო---------------–--ლს ჰქონდა და მას დაუვარდა დაკავებამდე და ეს ზურგჩანთა დატოვებულია სულ სხვა პირების მიერ, მაშინ საიდან უნდა სცოდნოდა ბრალდებულ ნო---------------–--ლს, ბე--------------------ს საცხოვრებელი სახლი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის ეზოში ზურგჩანთის არსებობის შესახებ? მით უფრო, როდესაც ბე-------------------- საერთოდ არ იცნობს ბრალდებულს და იგი პირველად ნახა სასამართლო სხდომაზე (ასეთი განმარტება მისცა მან ჩვენების მიცემამდე, როდესაც სასამართლო მოწმის და ბრალდებულის ურთიერთობით დაინტერესდა). აღსანიშნავია ზურგჩანთის ფერი. ბე--------------------ს განმარტებით, ზურგჩანთა იყო შავი ფერი, ხოლო საქმეზე დართული ნივთმტკიცება (ზურგჩანთა შიგთავსით) როგორც საქმის მასალებით დგინდება, მათ შორის დათვალიერების ოქმით არის მუქი ლურჯი ფერი, რაც პირდაპირ მოწმის აღქმადობასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მუქი ლურჯი ფერი და შავი ფერი პირმა შესაძლოა ერთ ფრად აღიქვას, მითუმეტეს თუ პირი ნივთს ღამის საათებში ნახულობს (ბე--------------------ს ჩვენებით დადგენილია დრო, როდესაც პოლიციელები იმყოფებოდნენ მისი სახლის ეზოში, დაახლოებით 05 საათი), შესაბამისად, ღამის დროს მუქი ლურჯი და შავი შეუძლებელია სხვადასხვა ფრად აღიქვას ადამიანმა, თუმცა შესაძლოა დღის შუქზეც ვერ განასხვავოს პირმა შავი და მუქი ლურჯი ერთანეთისგან. ამასთან, ის გარემოება, რომ ბრალდებული ნო---------------–--ლი ლე--------იასთან და გო-----------სთან ერთად ნამდვილად გაიქცა და თავი ბე--------------------ს სახლის ეზოს შეაფარა დასტურდება ლე--------იას ჩვენებითაც, რომელიც ჯვარედინი დაკითხვისას პირდაპირ უთითებს - ,,როდესაც ისინი ბაღში იმალებოდნენ თავდაპირველად მან და გო-----------მ გადაწყვიტეს ქუჩაში გასულიყვნენ, ხოლო ნო---------------–--ლი მათთან ერთად არ იმყოფებოდა“. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, რეალურად მომხდარი ფაქტობრივი გარემოების დადგენის კუთხით, ბე--------------------ს ჩვენება მნიშვნელოვანია და სასამართლო მას სრულად იზიარებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი, თუ რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მისი (ბე--------------------) ჩვენება. ბე-------------------- არ არის ნო---------------–--ლის ოჯახის ახლობელი ან ნათესავი, ის სრულიად ნეიტრალური მოწმეა. მას რაიმე ინტერესი საქმის შედეგის მიმართ არ გააჩნია და არც შეიძლება, რომ გააჩნდეს, ვინაიდან ბრალდებული მისთვის უცხო პირია (არ იცნობს), ის ასევე გაფრთხილებულია ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სასამართლოსთვის გაუგებარია რა მოტივაცია უნდა ამოძრავებდეს მას, რომ ბრალდებულის გამო მართლმსაჯულების წინააღმდეგ წავიდეს და მიცემული იქნას პასუხისგებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების, აგრეთვე მოწმეთა გ---- აფ----ის და ლე--------იას ჩვენებები, ისევე როგორც დათვალიერების ოქმი ბრალდებულ ნო---------------–--ლის დაკავების ნაწილში, ასევე ზურგჩანთის საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა პოლიციელების განმარტებით, აღმოჩენილი იქნა ნო---------------–--ლის დაკავების ადგილის მიმდებარედ (მაშინ, როდესაც დასტურდება სრულიად საპირისპირო გარემოება), არ შეიცავს რეალურ ფაქტებს და არ ასახავს რეალობას. პოლიციელების მიერ გავრცელებული ვერსიის და ნეიტრალური მოწმის ჩვენების შეჯერების შედეგად, სასამართლოს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ნივთმტკიცება (ზურგჩანთა შიგთავსით) ნო---------------–--ლს შეძლებისდაგვარად ახლოს ,,დაუდეს“ მეტი დამაჯერებლობისთვის და საქმის ,,გასამყარებლად“. ცალსახაა, რომ ამ ტიპის ჩვენებები სანდოობის და სარწმუნოობის თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს და მათ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად სასამართლო საფუძვლად ვერ დაუდებს.
თუმცა, გარდა იმ წინააღმდეგობებისა, რაც არსებობს ბრალდების (კა------–------–---–ის, თა-----------–---–ის, კა-----------–---–ის, გ---- აფ----ის და ლე--------იას ჩვენებები) და დაცვის (ნო---------------–--ლი, ბე--------------------) მტკიცებულებებს შორის, სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა გო-----------ს და ლე--------იას ჩვენებებს შორის არსებულ არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებზე, რაც კიდევ უფრო უკარგავს ჩვენებებს, როგორც დამაჯერებლობას, ასევე სანდოობას, კერძოდ:
გო-----------მ განაცხადა, რომ მან და ნო---------------–--ლმა გაქურდეს სურსათის მაღაზია, ხოლო ლე--------ია კი სხვა უბანში დარჩა.
მოწმე ლე--------იამ განმარტა, რომ ის ნო---------------–--ლი და გო----------- ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც სურსათის მაღაზიას ქურდავდნენ.
აქ წინააღმდეგობა მდგომარეობს შემდეგში: გო----------- უთითებს, რომ ლე--------ია სხვა უბანში დარჩა, თავის მხრივ ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ სამივენი ერთად იმყოფებოდნენ.
გო-----------მ ჩვენებაში მიუთითა - ზურგჩანთა იყო ნო---------------–--ლის, რომელმაც იგი სახლიდან მიიტანა.
ლე--------იამ აჩვენა, რომ ზურგჩანთა არა ნო---------------–--ლის, არამედ მისი იყო და მან მიიტანა სახლიდან.
აქ წინააღმდეგობა მდგომარეობს შემდეგში: გო----------- ამბობს, რომ ზურგჩანთა ნო---------------–--ლის იყო და მან მიიტანა სახლიდან, ხოლო ლე--------ია კი აცხადებს, რომ ზურგჩანთა მისი კუთვნილებაა და მან მიიტანა.
გო-----------მ განმარტა, რომ მხოლოდ ის შევიდა სურსათის მაღაზიაში, ზურგჩანთაში მოათავსა სხვადასხვა პროდუქტები, რის შემდეგაც ზურგჩანთა მიაწოდა ნო---------------–--ლს, რის შემდეგაც წავიდნენ სკვერის მიმართულებით.
ლე--------ია კი უთითებს, რომ სურსათის მაღაზიაში არა გო-----------, არამედ ის იმყოფებოდა და მან მოათავსა ნივთები ზურგჩანთაში.
თუ გ---- აფ----ის ჩვენების ლოგიკას მივყვებით ლე--------ია არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ის სურსათის მაღაზიაში ვერ შევიდოდა, თუმცა თუ გათვალისწინებული იქნება ლე--------იას ჩვენება, მაშინ გამოდის, რომ იგი შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა და სურსათის მაღაზიაშიც ის შესულა და არა გო-----------. გარდა ამისა, საინტერესოა რამდენი ,,თვითმხილველი“ მოწმის ჩვენება წარუდგინა სასამართლოს ბრალდების მხარემ ნო---------------–--ლის მიმართ. თუ გო-----------ს დავუჯერებთ, მაშინ მხოლოდ ის თვითონ, ხოლო თუ სასამართლო გაიზიარებს ლე--------იას ჩვენებას, გამოდის რომ ორი.
გარდა ამისა, გო----------- უთითებს, რომ დაკავებისას ზურგჩანთა ხელში ნო---------------–--ლს ეჭირა, ხოლო ლე--------იას განმარტებით, ზურგჩანთა მას ეჭირა ხელში და დაკავებისას ხელიდან გაუვარდა.
ყველაფერთან ერთად, ლე--------ია სრულიად საპირისპირო და წინააღმდეგობრივ ჩვენებას იძლევა პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის დროს, კერძოდ:
პირდაპირი ჩვენებისას, ლე--------იამ განმარტა, რომ დაკავების დროს რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, პოლიციელებს მათზე არ უძალადიათ, ასევე არ გაუსვრიათ იარაღიდან.
ჯვარედინი დაკითხვისას, ლე--------იამ განაცხადა, რომ დაკავების მომენტში პოლიციელების მხრიდან მათზე ადგილი ჰქონდა, როგორც ძალადობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან მათი მისამართით გასროლას.
ამდენად, ლე--------იას და გ---- აფ----ის ჩვენებები იმდენად წინააღმდეგობრივია, შეუთანხმებელი და არადამაჯერებელი, რომ შეუძლებელია რაიმე ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დადგენა, მით უფრო შეუძლებელია მათი არასანდო და არასარწმუნო ჩვენებებით რომელიმე კონკრეტული პირის მსჯავრდება და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ნო---------------–--ლის დასახელება სავარაუდო დანაშაულის ჩამდენად საკმარისი არ არის. მათი ჩვენებები ასევე შეთანხმებული და თანხვედრილი უნდა იყოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც შეეხება სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების დაწყებიდან დაკავებამდე პერიოდს. არცერთი მათგანის ჩვენება, ასევე მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომელზედაც სასამართლომ ზემოდ უკვე იმსჯელა, არ წარმოადგენენ სანდოობის და სარწმუნოობის ისეთ ხარისხს, რომლითაც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა პირის - ნო---------------–--ლის ბრალეულობა
ჩვენებებს შორის არსებულ მნიშვნელოვან წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, რაც არსებობს ბრალდების და დაცვის მოწმეების ჩვენებებს შორის, აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქმეზე ილგარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (No. 2) ((Ilgar Mammadov v. Azerbaijan), განაცხადი no. 919/15, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება).
აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს დაცვის მოწმეთა ჩვენებები, რადგანაც მიიჩნიეს, რომ დაცვის მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ, რათა დახმარებოდნენ ბრალდებულს, „თავი აერიდებინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის“ (გადაწყვეტილების პუნქტი 227). ეროვნული სასამართლოების განაჩენების თანახმად, დაცვის მოწმეები პირადად იცნობდნენ ბრალდებულს და „მასთან ურთიერთობა აკავშირებდათ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ თუნდაც დაეშვა, რომ დაცვის ორ მოწმეს - რომლებსაც ის შეხება ჰქონდათ ბრალდებულთან (რომელმაც შემდგომში ევროპულ სასამართლოს მიმართა, როგორც განმცხადებელმა), რომ უბრალოდ იმგზავრეს მასთან ერთად - აკავშირებდათ ახლო პროფესიული თუ მეგობრული ურთიერთობა, მაინც გაუგებარი რჩებოდა, თუ რატომ და რა კონკრეტული საფუძვლით მიიჩნიეს ეროვნულმა სასამართლოებმა, რომ დაცვის ყველა სხვა დანარჩენ მოწმეს ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა განმცხადებელთან; ან ასეთ დასკვნას რატომ უნდა გამოეწვია ის ვარაუდი, რომ მოწმეები აუცილებლად ცრუ ჩვენებას მისცემდნენ სასამართლოში და ამით ბრალდებულის გულისთვის მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას გარისკავდნენ (იქვე, გადაწყვეტილების პუნქტი 227). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოწმე ბრალდებულს არ იცნობს.
ზემოაღნიშნული გარემოებების ჭრილში, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების ის დასკვნა, რომ ყველა მოწმე, რომელმაც ბრალდებულის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, ცრუ და მიკერძოებული იყო - არ იყო საკმარისად დასაბუთებული. იმავდროულად, როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, ეროვნულ სასამართლოს მცდელობაც კი არ ჰქონია, რომ გულმოდგინედ შეემოწმებინა ბრალდების მოწმეთა ჩვენებებისთვის დამახასიათებელი სერიოზული ხარვეზები (პუნქტი 227). პირიქით, ბრალდებულის მსჯავრდებისას ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს და დაეყრდნენ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს. მთელი სამართალწარმოების განმავლობაში დაცვა კითხვის ქვეშ აყენებდა ამ ჩვენებების სანდოობას მოცემული საქმისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ფაქტობრივი ალოგიკურობის და უზუსტობის გამო, რასაც ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. რაც შეეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იგი დაეთანხმა, რომ ფაქტებს რომლებიც ეროვნულ სასამართლოებს მხედველობიდან გამორჩათ, შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა ბრალდების მოწმეთა ჩვენებების სანდოობა (გადაწყვეტილების პუნქტი 213).
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის უფლება დასაბუთებულ განაჩენზე დარღვეული იყო. ბრალდებულის მსჯავრდება ეფუძნებოდა ხარვეზიან და დამახინჯებულ მტკიცებულებებს და მისი არგუმენტები აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს. ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღებოდა ან სათანადო დასაბუთების გარეშე, ან აშკარად დაუსაბუთებლად. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ილგარ მამადოვის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევა (გადაწყვეტილების პუნქტები 237 და 239).
ხოლო რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც ნო---------------–--ლის მხრიდან სურსათის მაღაზიის გაქურდვის ფაქტს დაადასტურებდა. აღნიშნული მტკიცებულება შესაძლოა მხოლოდ მის ყოფნას ადასტურებდეს შემთხვევის ადგილზე და არა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, თან სულაც არ არის აუცილებელი ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მაინცდამაინც შემთხვევის დროს ყოფილიყო, ვინაიდან სუნის კვალი შემთხვევის ადგილზე შესაძლოა რამდენიმე დღე ან ერთი კვირაც კი დარჩეს, თუ რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობდა. აღნიშნული გარემოება კი არ გამორიცხავს ნო---------------–--ლის მიერ შემთხვევის ადგილზე სუნის კვალის დატოვებას შემთხვევამდე ერთი ან რამდენიმე დღით ადრე, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ გარემოებას თვით დაზარალებულიც ადასტურებს თავის ჩვენებაში, რომელიც უთითებს, რომ იცნობს ნო---------------–--ლს, რომელიც მის მაღაზიაში ხშირად შედიოდა სხვადასხვა სახის სურსათის შესაძენად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და არ არის საკმარისი ნო---------------–--ლის ბრალეულობის დასადგენად .
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნო---------------–--ლის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279 - ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნო---------------–--ლი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნო---------------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნო---------------–--ლის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
დისკები - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ფულადი თანხა და სიგარეტები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ხელჩანთა - განადგურდეს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი დარახველიძე