განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2019
საქმის ნომერი
010100118002595518
დავის ტიპი
353
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002595518

1-748/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1- მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გ------ი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ფ-------------–---ძე

 

ბრალდებული - ბ---- ტ---ძე

ადვოკატი - დ--–-------–---–-

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N172150618002

 

ბრალდებული: ბ---- ტ---ძე

მამის სახელი: გ------

დაბადებული: 3-.1-.1----–--–-----------------------------------------–--------------------–------------–-------–----–---------------–-------------------------------------------------------------–----–------------------–-----------------------–---------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში მცხოვრები ბ---- ტ---ძე, მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად მ------- ა-----ის მუშაობის პერიოდში და მანამდეც, 2014-2015 წლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტზე იყო დაკავებული, რომლის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და არაერთხელ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. ამის გამო, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ბ---- ტ---ძეს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება და მ------- ა-----ეზე, როგორც პოლიციელზე მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იყო განაწყენებული.

 

2018 წლის 15 ივნისს, ღამის საათებში, სოფელ მ-----------ეში ბ---- ტ---ძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზაზე, ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------ან, სატვირთო ავტომანქანებით მიმდინარეობდა არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა, რა დროსაც, შიდა სასოფლო გზაზე ავტომანქანების მოძრაობას და მოქალაქეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქ------–---ის რაიონული სამმართველოსა და ამავე სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსი მ------- ა-----ე. დაახლოებით 03:3- საათზე, ბ---- ტ---ძე საავტომობილო გზაზე ქვეითად გადაადგილებით და არაგაბარიტულ ტვირთთან მიახლოებით ხელს უშლიდა ტვირთის უსაფრთხოდ გატარებას, რის გამოც, პოლიციის განყოფილების უფროსმა მ------- ა-----ემ არაერთხელ მოუწოდა ბ---- ტ---ძეს, მისივე უსაფრთხოების მიზნით გადასულიყო გზიდან და ხელი არ შეეშალა ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის. აღნიშნულ მოწოდებებზე გაღიზიანებულმა ბ---- ტ---ძემ, რომელიც მ------- ა-----ეზე, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მანამდეც იყო განაწყენებული, განიზრახა ამ უკანასკნელის მკვლ--–ობა. ამ მიზნით, ბ---- ტ---ძე მოულოდნელად მივარდა მ------- ა-----ესთან და თან ნაქონი დანის გამოყენებით ზურგის მიდამოში, მარცხენა ხერხემლის გვერდითა ხაზის გასწვრივ მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. მიღებული დაზიანების გამო მ------- ა-----ე შ.პ.ს. ,,უნიმედი აჭარა“ ქ------–---ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით:

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ი---- ლ--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გარდაცვლილი მ------- ა-----ე იყო მისი მეუღლე. 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით ღამის 04 საათიდან 05 საათამდე პერიოდში ეზოში გაიგონა დეიდისა და დეიდაშვილის ძახილი, რომლებმაც უთხრეს რომ მისი მეუღლე, მ------- ა-----ე (ბ-----) იყო დაჭრილი და გადაყვანილი ყავდათ ქ------–---ის საავადმყოფოში. საავადმყოფოში მისვლისთანავე დაინახა, რომ ეზოში შკრებილი იყო ხალხი, მათ შორის ბ-----ს და - ჯ----ან ა-----ე, რომელიც ივედრებოდა ბ-----ს გადარჩენას. რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გაიგო, რომ მისი მეუღლე უკვე აღარ იყო ცოცხალი. დაზარალებულის უფლებამონაცვლე მოითხოვს დამნაშავემ სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.

 

მოწმე რ-------- ც--–---მ ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ------–---ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2018 წლის 14-15 ივნისს ქ------–---ის პოლიციაში შევიდა წერილი მძიმე გაბარიტიანი ტვირთის გადატანის შესახებ, სოფელ მუხაესტატედან ც-–--–-----ის მიმართულებით, რისთვისაც საჭირო იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც საჭიროებდა პოლიციის ძალების დახმარებას. აღნიშნულ პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა ქ------–---ის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, სადაც ასევე იმყოფებოდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის უფროსი მ------- (ბ-----) ა-----ე. დაახლოებით 2018 წლის 15 ივნისის ღამის 01 :00 საათზე ტვირთმა (კერძოდ დიდი მოცულობის ხე) დაიწყო გადანაცვლება მ-----------ედან ც-–--–-----ის მიმართულებით. პროცესი დაკავშირებული იყო გარკვეულ სირთულეებთან, ტვირთის მოცულობიდან გამომდინარე იყო საშიშროება ირგვლივ მყოფი მოქალაქეების დაზიანებისა. პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის მ------- (ბ-----) ა-----ე მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ დაშლილიყვნენ და მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე წასულიყვნენ სახლებში. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მოხდა ტვირთის გადატანის პროცესის შეფერხება, რის გამოც მოუწიათ რამდენიმე წუთით შეჩერება, სადაც კვლავ იმყოფებოდნენ სოფლის მაცხოვრებლები, მათ შორის ერთ-ერთი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი (როგორც შემდგომ დადგინდა) ბ---- ტ---ძე, რომელიც იქცეოდა არაადეკვატურად, გამოხატავდა უკმაყოფილებას ხის გადატანასთან დაკავშირებით და გამოთქვამდა პრეტენზიებს გზის გადაკეტვის გამო, ფეხებს ურტყამდა მანქანას და გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით. ბ----- ა-----ემ მოუწოდა ბ---- ტ---ძეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაშორებოდა ტერიტორიას და შეეწყვიტა მსგავსი ქმედებები. აღნიშნულ მოწოდებაზე ბ---- ტ---ძე განაწყენდა, გახდა უფრო აგრესიული, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია და წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. რამდენიმე წუთში კვლავ განახლდა ხის გადატანის პროცესი, რომელსაც თავად მიუძღვებოდა პოლიციელებთან ერთად, ხოლო რამდენიმე მეტრით წინ ფეხით მიდიოდა ასევე ბ----- ა-----ე. დაინახა, რომ მას გვერდით ჩაურბინა ბ---- ტ---ძემ, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, იგი მხრით დაეჯახა მ------- (ბ-----) ა-----ეს და დაარტყა დანა უკანა მხარეს ზურგის არეში. ბ-----მ ხელი მოიკიდა გულზე და იყვირა დამჭრა, დანა დამარტყაო. დანის დარტყმისთანავე ბ---- ტ---ძე გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. თავად დაედევნა ტ---ძეს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, მათ შორის იყვნენ ს---–--- მ--–------–ი და გ--- გ-----ეც. დაახლოებით 15 მეტრის გარბენის შემდეგ ბ---მ ტ---ძემ ძირს დააგდო დანა და გზიდან გადაუხვია, სადაც მშენებარე ობიექტის გასასვლ--–იდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ შეძლო, რადგან იგი დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომელსაც ადგილზე განემარტა მისი უფლებები. რამდენიმე წუთში ტელეფონის საშუალებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ------- (ბ-----) ა-----ე, მიღებული დაზიანების შედეგად ქ------–---ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბ----- ა-----ე თავისი ქმედებებით და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებით იყო პოლიციის სახე. მას ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ქონდა მოქალაქეებთან. პირადად იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი და თუკი ვინმეს მ-----------ეს პოლიციის განყოფილებაში რაიმე სახის პრეტენზია ექნებოდა მ------- ა-----ის, როგორც პოლიციის უფროსის მიმართ, მას, როგორც ხელმძღვანელს ეს აუცილებლად ეცოდინებოდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა, რადგან ბ----- იყო ძალიან კარგი პოლიციელი და მოქალაქეების მიმართ გამოირჩეოდა თბილი დამოკიდებულებით.

 

ბრალდებულ ბ---- ტ---ძეს დაახასიათა უარყოფითად. აღნიშნა, რომ ბრალდებულს ცუდი დამოკიდებულება ქონდა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ადგილობრივ პოლიციას რამდენჯერმე დაკავებულიც ყავდათ. მოწმის აზრით ბრალდებული იყო კრიმინალური ავტორიტეტი იყო თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატა ბრალდებულის კრიმინალური წარსული დაცვის კითხვას პასუხი ვერ გასცა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ვ------- ტ----–---–მა. დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, მ------- (ბ-----) ა-----ისა და ბ---- ტ---ძის საუბრიდან გამომდინარე, ასევე მანამდეც სმენია, რომ ბრალდებული იცნობდა მ------- ა-----ეს, როგორც პოლიციის უფროსს, გამომდინარე იქიდან, რომ ბ---- ტ---ძე რამდენჯერმე დაკავებული ყავდათ ადმინისტრაციული წესით. მ------- (ბ-----) ა-----ეს ახასიათებს დადებითად, როგორც კარგ პოლიციელს, რომელიც თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა კარგად.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული მოწმის - ს---–--- მ--–------–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ქ------–---ის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილებაში. 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას სოფელ მ-----------ეში. ღამის 11:00 საათიდან მ-----------ეში მოძრაობდა მძიმე ტექნიკა, რის გამოც იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. დაახლოებით ღამის 01:02 საათზე მძიმე ტექნიკა მ-----------ეს ცენტრიდან გადავიდა ც-–--–-----ის მიმართულებით. ბ---- ტ---ძე რამდენჯერმე გამოვიდა ტერიტორიაზე, გააფრთხილეს, რომ მძიმე ტექნიკა მოძრაობდა და გარიდებოდა ტერიტორიას. ტვირთი დიდი გაბარიტების გამო გადაადგილდებოდა ნელ-ნელა. თვითონ, აღნიშნულ ტვირთს ძალიან ნელი სვლით მიყვებოდა სამსახურეობრივი ავტომანქანით - პიკაპით, რომელშიც ასევე ისხდნენ პოლიციის თანამშრომლები ბ------ თ---–--–--ლი, ჯ------- კ---–--–--- და გ--- გ-----ე, ხოლო მ------- (ბ-----) ა-----ე ფეხით მიყვებოდა გზას. დაახლოებით ღამის 03:00-03:3- საათის შუალედში გაიგონა ჩქარი ნაბიჯების ხმა, დაინახა რომ ბ---- ტ---ძემ მხარი გაკრა ფეხით მიმავალ მ------- (ბ----- ) ა-----ეს და მარჯვენა ხელით დაარტყა დანა. ბ-----მ ხელი მოიკიდა და თქვა „ სისხლია, დამჭრა მგონიო“. ფაქტის შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან და გ--- გ-----ესთან ერთად გაედევნა ბ---- ტ---ძეს, ხოლო მანქანაში დარჩნენ ბ------ თ---–--–--ლი და ჯ------- კ---–--–---. დადევნებისას, რამდენიმე მეტრში ბ---- ტ---ძემ დანა ძირს დააგდო და გადაუხვია იქვე არსებულ მშენებარე ობიექტთან, სადაც მოხდა მისი დაკავება. მშენებარე ობიექტთან ელაგა არმატურები, რა დროსაც დაკავების მომენტში წაიქცა და მიიღო დაზიანებები, მათ შორის ბ---- ტ---ძემაც. ბ---- ტ---ძე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და დაკავების დროს აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავების შემდეგ, რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა გამომძიებელი ზ------ ი-----ძე, რომელმაც შეადგინა დაკავების ოქმი და ბ---- ტ---ძე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.

 

მ------- ა-----ეს ახასიათებს დადებითად, როგორც კარგ პოლიციელს და მეგობრულ ადამიანს. მასთან ერთწლიანი მუშაობის პერიოდში ვერ იხსენებს შემთხვევას, რომ მ------- ა-----ეს ვინმესთან რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ--- გ-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ტვირთის გადატანის პროცესში იქვე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, მათ შორის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბ---- ტ---ძე, რომელსაც ახასიათებს უარყოფითად. მ-----------ეს პოლიციის უფროსმა მ------- ა-----ემ შენიშვნა მისცა ტ---ძეს, რომ იგი იყო ნასვამი და წასულიყო სახლში. ამის შემდეგ ტ---ძე წავიდა. თვითონ იმყოფებოდა პოლიციის ავტომანქანაში პოლიციელებთან ერთად, ხოლო მ------- ა-----ე ფეხით ნელა მიყვებოდა მანქანას მარცხენა მხარეს. დაახლოებით 5 წუთში ბ---- ტ---ძე უკან მობრუნდა, ჩაუარა მ------- ა-----ეს, მხარი გაკრა და ზურგის არეში დანა დაარტყა, თან მიაძახა „ჩაძაღლდი შენ ძაღლოო“ და შეაგინა. გ--- გიხიძე გადმოხტა ავტომანქანიდან და ს---–--- მ--–------–თან ერთად გაეკიდა ბ---- ტ---ძეს. დადევნების დროს დაინახა, რომ ბ---- ტ---ძეს ხელში ეჭირა დანა და მობილური ტელეფონი. დაახლოებით 3- მეტრში ბ---- ტ---ძემ ძირს დააგდო დანა, გადაუხვია გზიდან და იქვე მდებარე მშენებარე ობიექტში შევიდა, სადაც ელაგა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები. მათ შორის არმატურები და ფიცრები. ვინაიდან ბ---- ტ---ძე დაკავების დროს უწევდა მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას, დაეცნენ და მიიღეს ფიზიკური დაზიანებები აღნიშნულ მასალებზე წაქცევის შედეგად. ბ---- ტ---ძე აყენებდა ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ილანძღებოდა და ყვიროდა „ხომ მოგიკალით უფროსი“ . მათ დააკავეს ბ---- ტ---ძე და განუმარტეს მისი უფლებები, რამდენიმე წუთში გამომძიებელმა ზ------ ი-----ძემ შეადგინა დაკავების ოქმი და იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ბ------ თ---–--–--ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ქ------–---ის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილებაში. 2018 წლის 14 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით 23:00 საათზე სამსახურეობრივი ავტომანქანით ახორციელებდა შემოვლებს სამოქმედო ტერიტორიაზე. მასთან ერთად იყვნენ პოლიციელები გ--- გ-----ე, ს---–--- მ--–------–ი, მათ შორის აწგარდაცვლილი - მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსი მ------- (ბ-----) ა-----ე. 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე იმყოფებოდა მ-----------ეს ცენტრში, საიდანაც გადაჰქონდათ მძიმე გაბარიტული ტვირთი მ-----------ეს ცენტრიდან ც-–--–-----ის მიმართულებით. თავად იჯდა სამსახურეობრივი ავტომანქანის საჭესთან და ნელი სვლით მიყვებოდა გაბარიტულ ტვირთს. მასთან ერთად იყვნენ ქ------–---ის რაიონული სამმართველოს უფროსი ვ------- ტ----–---–ი და მისი მოადგილე რ-------- ც--–---. მ------- ა-----ე მანქანაში არ იჯდა, იგი ფეხით მოძრაობდა. რადგანაც ტვირთი იყო გაბარიტული, მოუწოდებდნენ იქვე მყოფ ხალხს, რომ გაცლოდნენ ტერიტორიას. მ------- ა-----ე ფეხით მოძრაობდა ავტომანქანის მარცხენა მხარეს დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით, გაიგონა რომ მ------- (ბ-----) ა-----ემ შენიშვნა მისცა ბ---- ტ---ძეს, რომ უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინა ტერიტორია, რაზედაც ტ---ძე გაბრაზდა, ხელი აუქნია და წავიდა. დაახლოებით 4- 5 წუთის გასვლის შემდეგ ჩქარი ნაბიჯებით მომავალი ბ---- ტ---ძე მივიდა ბ----- ა-----ესთან და ზურგიდან ჩაარტყა დანა, თან მიაძახა „ჩაძაღლდი პოლიციელოო“, შეაგინა და გაიქცა. ამის შემდეგ ჯ------- კ---–--–---სთან ერთად ა-----ეს მოჰკიდეს ხელი, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს ქ------–---ის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ავტომანქანაში მ------- (ბ-----) ა-----ემ დარდობდა „როგორ გამომასალმა სიცოცხლეს, ვაი ჩემს შვილებს და მეუღლეს, როგორ დავღუპე ოჯახიო“.

 

მოწმე აზრით ბრალდებული იყო კრიმინალი თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატა ბრალდებულის კრიმინალური წარსული დაცვის კითხვას არ უპასუხა(იხ ოქმი 08.10. 2018 წელი, 16სთ55წთ)

 

მოწმის სახით დაკითხულ ჯ------- კ---–--–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ შემთხვევის დროს თვითონ იმყოფებოდა პოლიციის ავტომანქანაში პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საჭესთან იჯდა ბ------ თ---–--–--ლი, ხოლო მ------- (ბ-----) ა-----ე ფეხით მიყვებოდა ავტომანქანას. ტვირთის გადატანის პროცესში, ბ---- ტ---ძეს შენიშვნა მისცა მ------- (ბ-----) ა-----ემ, რომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გარიდებოდა ტერიტორიას, რაზეც ბ---- ტ---ძე განაწყენდა და წავიდა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. დაახლოებით 4-5 წუთის შუალედში ბ---- ტ---ძე ისევ უკან დაბრუნდა, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, უკნიდან მიეპარა ა-----ეს და ზურგის არეში ჩაარტყა და თან მიაძახა: „ როგორ ჩაგაძაღლე პოლიციელოო“ და გაიქცა. ა-----ემ ხელი მოისვა და სისხლის დანახვაზე დაიყვირა „დამჭრა არაკაცმაო“. გ--- გ-----ე და ს---–--- მ--–------–ი გაეკიდნენ ბ---- ტ---ძეს, ხოლო თავად ბ------ თ---–--–--ლთან ერთად გადმოვიდა ავტომანქანიდან, ჩასვეს ა-----ე ავტომანქანაში და მალევე წაიყვანეს ქ------–---ის საავადმყოფოში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

მოწმე პ----ა ი-----ძის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 14 ივნისს ქ------–---ში, სოფელ გ-------ან ლაითურის მიმართულებით მიმდინარეობდა გაბარიტული ტვირთის გადატანის პროცესი. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ბ----- ა-----ე, ვ------- ტ----–---–ი, რ-------- ც--–--- და ქ------–---ის პოლიციის თანამშრომლები. მ-----------ეში ასვლამდე მოძრაობდა მანქანით, ხოლო მ-----------ეს ცენტრში სვლა გა---რძო ფეხით, თანამშრომლებთან ერთად. ცენტრიდან დაახლოებით 150 მეტრში დაინახა მისთვის კარგად ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ---- ტ---ძე, რომელიც იქცეოდა აგრესიულად პოლიციელების მისამართით, იყო გაღიზიანებული და გამოხატავდა ტვირთის მიმართ უკმაყოფილებას, რასაც გამოხატავდა ფეხის მოქნევით, რაზეც ბ-----მ მისცა შენიშვნა. ბ----ი წავიდა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, ხოლო მათ კი გააგრძელეს სვლა. პერიმეტრი იყო საკმაოდ განათებული, თავად ავტომანქანებით, ასევე გაბარიტული ტვირთის განათებითაც და საკმაოდ კარგად ჩანდა ყველაფერი. რამდენიმე წუთში დაინახა, რომ უკანა მხრიდან მ-------ს (ბ-----ს) მოეპარა ბ---- ტ---ძე, დაინახა რომ მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც ზურგში დაარტყა ბ----- ა-----ეს და გაიქცა, თან მიაძახა „ მოკვდი შე პოლიციელო, ჩაძაღლდი “. ა-----ემ დაუძახა დანა დამარტყაო, რის გამოც სწრაფად მივიდა დასახმარებლად მ------- ა-----ესთან, ჩასვა ავტომანქანაში და გადაიყვანა ქ------–---ის რეფერალურ საავადმყოფოში. მანქანაში ბ----- იმეორებდა „ ამას რა უნდოდა, რატო დამარტყა, რატომ მომკლაო“. მოწმე პ----ა ი-----ძე დამატებით განმარტავს, რომ ბ---- ტ---ძე იცნობდა მ------- ა-----ეს, როგორც პოლიციის უფროსს. მოწმე მ------- (ბ-----) ა-----ეს ახასიათებს დადებითად, როგორც საუკეთესო პოლიციელს და საუკეთესო ადამიანს. არ ახსენდება შემთხვევა, რომ სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე ბ----- ა-----ეს ვინმეს მიმართ ჩაედინა ძალადობა და გადაემეტებინა უფლებები.

 

მოწმე მ----- მ--–------–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე იმყოფებოდა ქ------–---ის რაიონის სოფელ მ-----------ეში პოლიციის თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, სადაც მიმდინარეობდა მძიმე გაბარიტიანი ტვირთის გადატანის პროცესი, სადაც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ იცავდა იქვე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. იქვე იმყოფებოდა ამავე სოფლის მკვიდრი ბ---- ტ---ძე, რომელიც რამდენჯერმე მივიდა მძიმე გაბარიტიან ტვირთან და ხელს უშლიდა სამუშაოს, რაზეც მ------- (ბ-----) ა-----ემ შენიშვნა მისცა მას და უთხრა რომ ვინაიდან ტვირთი იყო გაბარიტული, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაცლოდა ტერიტორიას. ბ-----ს შენიშვნაზე ბ---- ტ---ძე გაბრაზდა და ხელის ქნევით გაშორდა ტერიტორიას. დაახლოებით 4-5 წუთის შემდეგ ბ---- ტ---ძემ უკანა მხრიდან ჩამოუარა, მის წინ მიმავალ ბ----- ა-----ეს მხარი მხარზე გაკრა და მარჯვენა ხელში არსებული დანა ჩაარტყა უკნიდან, რომელიც მაშინვე გამოიღო და დანით ხელში გაიქცა სოფელ ო--------ის მიმართულებით. ბ-----მ დაიძახა - ბ---- ტ---ძემ დამჭრაო. რამდენიმე პოლიციელი დაედევნა ბ---- ტ---ძეს, ხოლო თავად სხვა პოლიციელებთან ერთად მივიდა მ------- (ბ-----) ა-----ესთან, რომელიც ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს ქ------–---ის საავადმყოფოში.

 

მოწმე ზ------–-–--–--ის ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ მუშაობს ხუცუბნის პოლიციის განყოფილებაში უბნის-ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 14 ივნისის დილის 10:00 საათიდან 15 ივნისის დილის 10:00 საათამდე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. სოფელ გ-------ან გადაჰქონდათ გაბარიტული ტვირთი ლაითურის მიმართულებით, რის გამოც პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მათ მოვალეობაში შედიოდა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ტვირთის უსაფრთხოდ გადატანა. მ-----------ეს ცენტრში ტვირთის გადატანის პროცესში დაინახა იქვე მყოფი ბ---- ტ---ძე, რომელიც მივიდა ტვირთან ახლოს, რაზეც პოლიციის უფროსმა მ------- (ბ-----) ა-----ემ შენიშვნა მისცა მას. ბ---- ტ---ძის მხრიდან მსგავს ფაქტს რამოდენიმეჯერ ქონდა ადგილი. ბ-----ს შენიშვნაზე გაბრაზებულმა დატოვა ტერიტორია და წავიდა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ბ---- ტ---ძეს დაბრუნდა უკან და ნათლად დაინახა, თუ როგორ დაარტყა დანა ფეხით მიმავალ მ------- (ბ-----) ა-----ეს დანა ბ---- ტ---ძემ. მ------- (ბ-----) წაიქცა და ძირს დავარდა, ხოლო ბ----ი გაიქცა, რომელსაც დაედევნენ პოლიციის თანამშრომლები.

 

დამატებით აღნიშნავს, რომ ბ---- ტ---ძე იცნობდა მ------- ა-----ეს, როგორც მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსს.

გარდაცვლილ მ------- ა-----ეს ახასიათებს დადებითად, როგორც კარგ პოლიციის უფროსს და თანამშრომელს. განმარტავს რომ შემთხვევის დღეს არანაირი შელაპარაკება ან უთანხმოება არ მოსვლია ბ---- ტ---ძესთან და არც უხეშად მიუმართავს ბრალდებულისთვის.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ზ------ ი-----ძის ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ 2018 წლის 15 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობას. დაახლოებით ღამის 04:00 საათზე დაუკავშირდა ქ------–---ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე რ-------- ც--–--- და შეატყობინა, რომ სოფელ მ-----------ეში ადგილი ქონდა მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსის მ------- ა-----ის მკვლ--–ობის მცდელობის ფაქტს ბ---- ტ---ძის მხრიდან და დაუყონებლივ ასულიყო გამომძიებლებთან ერთად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. შეტყობინების მიღებისთანავე, გამომძიებელ გ--------ი ხ------ესთან ერთად დაახლოებით 10 წუთში ავიდნენ მ-----------ეს ცენტრში. გადაინაწილებს ფუნქციები, რომ თავად შეადგენდა დაკავების ოქმს, ხოლო გოდერძი ხ------ე დაათვალიერებდა შემთხვევის ადგილს. ბ---- ტ---ძე უკვე ავტომობილში ყავდათ დამკავებელ პირებს ს---–--- მ--–------–ს და გ--- გ-----ეს, თხოვა რომ გადმოეყვანათ ავტომანქანიდან დაკავებული. ბ---- ტ---ძეს განუმარტა ბრალდებულის უფლებები, შეადგინა დაკავების ოქმი, ბრალდებულის დაკავების მომენტში ვიზუალურად არსებული დაზიანებები ასახული იქნა მის მერ დაკავების ოქმში, რის შემდეგ დაასრულა ოქმის შედგენა. გაეცნენ ოქმს, რაიმე სახის შენიშვნები როგორც ბრალდებულს, ასევე მონაწილე პირებს - გ--- გ-----ეს და ს---–--- მ--–------–ს არ განუცხადებიათ, რაც ხელმოწერით დაადასტურეს. ადგილზე მალევე მოვიდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ბ---- ტ---ძე გადაყვანილი იქნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მის მიერ მოხდა ბ---- ტ---ძის გამოკითხვა. ბ---- ტ---ძის მიერ მიცემული ჩვენება სრულად იქნა ასახული ბრალდებულის გამოკითხვის ოქმში. გამოკითხვის ოქმზე ბ---- ტ---ძეს რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს, რაც ბრალდებულმა დაადასტურა ხელმოწერით.

 

მოწმე რ-------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ფი----ში „ა---ი“. 2018 წლის 15 ივნისს ღამის საათებში ფი---- „ა---ი“ ახორციელებდა არაგაბარიტული ტვირთის გადატანას სოფელ მ-----------ეში. ტვირთის გადატანის დროს მის გარშემო უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული იყვნენ, როგორც ფი---- ა---ის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი პოლიციის მუშაკები. ტვირთის გადატანისას გზის გვერდით განთავსებული ღობეში გადმოძვრა ბ---- ტ---ძე და მიუახლოვდა ტვირთის გადამტან ავტომანქანას. იმის გამო, რომ უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, რ-------------ემ სთხოვა სოფლის რწმუნებულს ი-----–- ტ---ძეს, რომ განერიდებინა ბ---- ტ---ძე იქაურობას. ი-----–- ტ---ძემ მოარიდა ბ---- ტ---ძე ავტომანქანას და ტვირთის გადატანა გაგრძელდა. მოგვიანებით გაიგო, რომ ბ---- ტ---ძემ მოკლა პოლიციის მუშაკი მ------- (ბ-----) ა-----ე.

 

მოწმე დ------–----–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ------–---ის რაიონის სოფელ მ-----------ეში. 15 ივნისს ღამის საათებში სოფელ მ-----------ეში გადაჰქონდათ ტვირთი. ტვირთის გადატანას ესწრებოდა და თვალყურს ადევნებდა მისი მეგობარი სოფლის გამგებელი ი-----–- ტ---ძე. ი-----–-ს თხოვნით დ------–----–--ეც იქვე იმყოფებდა და ავტომანქანით მიაცილებდა ტვირთს. მასთან ერთად მანქანაში ისხდნენ გ------ი ტ----ე და მისი ძმა ზ------ შ----–--ე. სწორედ ამ დროს მასთან მივიდა ნასვამი ბ---- ტ---ძე და შესთავაზა ი-----–- ტ---ძეს დახმარება, უთხრა მუშებს წყალი ხომ არ უნდათო. ი-----–-მ უთხრა, რომ არაფერი არ იყო საჭირო და სახლში წასულიყო. ბ---- ტ---ძემ წავიდა, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა და სიგარეტი სთხოვა და ისევ წავიდა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გაიგონა ყვირილი „ მოკლეს “ „მოკლესო“. ყველანი გადმოვიდნენ მანაქანიდან და გაიგო, რომ ბ---- ტ---ძემ მოკლა პოლიციის უფროსი მ------- (ბ-----) ა-----ე.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნით დადგენილია, რომ მ------- ა-----ის გვამს გამოკვლევისას აღენიშნებოდა ზურგის მიდამოს, მარცხენა ხერხემლისგვერდითა ხაზის გასწვრივ XI-XII ნეკნების დონეზე მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, კანის, კანქვეშა ქსოვილების, XI-XII ნეკნთაშუა სივრცის რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების, პერიტონეუმის მთლიანობის დარღვევით, ელენთის კარის სისხლძარღვების სრული დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ოდნავ მარკვნიდან მარცხნივ, ოდნავ ქვევიდან ზემოთ, თითქმის ჰორიზონტალურად. ჭრილობის არხის სიგრძეა დაახლოებით 11 სმ. შინაგანი და გარეგანი სისხლდენა, სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, მწვავე სისხნაკლებობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.

მ------- ა-----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა- განვითარებული ზურგის არეში არსებული მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობიდან, დაზიანებული ელენთის კარის სისხლძარღვებიდან, ნეკნთაშუა სისხლძარღვებიდან გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით მ------- ა-----ის სიკვდილი კონსტატირებულია 2018 წლის 15 ივნისს, 05:00 საათზე.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ----------------ძემ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს პირადი შემოწმების მონაცემებით ბ---- ტ---ძეს აღნიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები , რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები-ნაკაწრებ, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ----------------–--ლმა სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა: პაკეტში წარწერით : "... დანა მოწითალო ფერის ლაქებით..." მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობN1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობ.20; სეებ-ის რეგ.N1----------. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობN2) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ---- ტ---ძეს (ობ.N19; პაკეტი, წარწერით : ;... ბ---- ტ---ძის თანხმობის ხელწერილის საფუძველზე აღბული სისხლის ნიმუში...") მინორულ წილში ვლინდება მ------- ა-----ის (ობ.N20) გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

- პაკეტში, წარწერით: "... მოწითალო ფერის ლაქებიდან ანაწმენდი 2 ცალად..." მოთავსებულ ორ ცალ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ:N3,4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობ.N20).

 

-პაკეტში, წარწერით: "... ბ.ტ---ძის ტანსაცმელი..." მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N5,6) მოკლე შარვალზე (ობ.N7,8) და ქვედა საცვალზე (ობ.N9) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N5,7,9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ---- ტ---ძეს (ობ.N19). ობ.N6,8 გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობ.N20).

 

- პაკეტში, წარწერით: "... მ.ა-----ის ტანსაცმელი..." მოტავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N10,11) სპეცდანიშნულების პერანგზე (ობ.N1-,13) კუბოკრულ პერანგზე (ობ.N14), ქვედა საცვალზე (ობ.N15), წყვილ ფეხსაცმელსა (ობ.N16,17) და ერთ-ერთ წინდაზე (ობ.18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N10-1-, 14-18-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობN20). ობ.N13 გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მ------- ა-----ეს (ობ.N20). ობ.N13-ის პროფილში, ბ---- ტ---ძის (ობN19) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

- ბ---- ტ---ძის სისხლის (ობ.N19) მიეკუთვნება A(II) ჯგუფს.

 

სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–----ემ ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დადგინდა: 1(7)-4(10) მ------- ა-----ის ტანსაცმლიდან (პოლიციის უნიფორმის პერანგი, კუბოკრული პერანგი, ჯინსის შარვალი ქამრით, ქვედა საცვალი - ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) მხოლოდ კუბოკრულ პერანგზე, ზურგის მიდამოში არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები ემსგავსება წარმოდგენილი დანის პირის კონსტრუქციულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანით (FCI 446534) მისი განვითარების შესაძლებლობას. საკითხის კატეგორიული გადაწყვეტა შეუძლებელია დაზიანებაში დამაზიანებელი ობიექტის კერძო (ინდივიდუალურ) ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო.

 

ტანსაცმელზე (პერანგზე) არსებული დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება მ------- ა-----ის 28.07.2018წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის ქსეროასლში მითითებულ სხეულზე არსებულ ჭრილობას.

 

2(8).ბ---- ტ---ძის ტანსაცმლიდან (მაისური, მოკლეტოტებიანი შარვალი - ე.წ "შორტი" ქვედა საცვალი - ტრუსი), მხოლოდ მაისურზე და მოკლეტოტებიან შარვალზე - ე.წ "შორტზე", დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: მაისურზე ხევით და რღვევით, ხოლო მოკლეტოტებიან შარვალზე - ე.წ "შორტზე" ხევით. დაზიანებების განვითარების მექანიზმი ემსგავსება ერთმანეთს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს ერთიდაიგივე საგნის მოქმედებით მათი განვითარების შესაძლებლობას.

 

დაზიანებათა განვითარების ვითარების (ჩხუბი, ძალადობა და სხვა) დადგენა არ შედის ექსპერტ-ტრასოლოგის კომპეტენციაში.

 

3(9)-5(11) წარმოდგენილი დანა (FCI 446534) დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს: საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების ცალმხრივლესილი პირის მქონე დანას, რომელსაც გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები, რის გამოც საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 18 ივნისის N35 განკარგულების შესაბამისად, იგი მიჩნეულია ცივ იარაღად.

ლესვის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო, ხოლო ობიექტის დამაზიანებელი თვისებების (ჭრა, ჩხვლეტა) ხარისხის განსაზღვრა არ შედის ექსპერტ-ტრასოლოგის კომპეტენციაში.

 

აღნიშნული ტრასოლოგიური დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით დაკითხულმა ექსპერტმა თ------–--–-----–--ლმა.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N005165118 დასკვნის თანახმად: მ------- ა-----ის ტანსაცმელზე ბ---- ტ---ძის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

 

ბ---- ტ---ძის ტანსაცმლის გამოკვლევა, მისი ზედაპირიდან უცხო ბოჭკოების აღმოჩენის მიზნით, არ ჩატარებულა კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო.

 

დისტანციური წესით დაკითხულმა ექსპერტმა თ------------–--ემ დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

ზემოთ აღნიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- ექსპერტიზის შედეგები სრულ თანხვედრაშია საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ ბ---- ტ---ძემ სწორედ დანის გამოყენებით მოკლა მ------- ა-----ე.

 

2018 წლის 15 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში გ------ ხ----ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც არის მოასფალტებული სამანქანე გზა, რომელიც მ-----------ეს აკავშირებს სოფელ ც-–--–-----ს. გ------ ხ----ას საცხოვრებელი სახლის შესასვლ--–ი ჭიშკრების პირდაპირ მოასფალტებული გზის შუა ნაწილში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. აღნიშნული სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები აღენიშნება გ------ ხ----ას საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლ--–ი ჭიშკრიდან 8 მეტრში და 60 სმ-ში. საიდანაც აღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სპეციალური ჩხირით, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. აღნიშნული სისხლის მსგავსი ლაქებიდან სოფელ ც-–--–-----ის მიმართულებით მოასფალტებული გზის შუა ნაწილში 3 მეტრი და 70 სმ დაშორებით ასევე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქები საიდანაც ასევე სპეციალური ჩხირით აღებულ იქნა ანაწმენდი მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქებიდან. აღნიშნული სპეციალური ჩხირი მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და ორთავე პაკეტი რომლებშიც მოთავსებულია სპეციალური ჩხირები მოთავსებულ იქნა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეციალურ პაკეტში ლუქის ნომრით FCI403-21. აღნიშნული მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქებიდან სოფელ ც-–--–-----ის მიმართულებით 22 მეტრსა და 70 სმ-ში მოასფალტებული გზის მარჯვენა მხარეს დაგდებულია ხისტარიანი დანა, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქები. აღნიშნულ დანას ლათინური ასოებით გააჩნია წარწერა „ S--------------” “S-------g” აღნიშნული დანა ამოღებული იქნა და მოთავსდა სპეციალურ ყუთში რომელიც შემდგომ მოთავსდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეციალურ პაკეტში, ლუქის ნომრით FCI446534.

 

2018 წლის 15 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს ქ------–---ის რეგიონულ საავადმყოფოში, ქ------–---ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მინდია გ--------ის მიერ, ამავე საავადმყოფოს ექთან - დ-----------------ან ამოღებული იქნა გარდაცვლილ მ------- ა-----ის ტანისამოსი, კერძოდ: მუქი შავი ფერის ჯინსის შარვალი, ორი ცალი პერანგი, შავი ფერის წინდები და საცვალი, ფეხსაცმელი.

 

2018 წლის 15 ივნისის ამოღების ოქმით, ქ------–---ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის გ------ი გ-------–--ის მიერ, საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ბ---- ტ---ძისაგან , მისივე თანხმობით ხელწერილის საფუძველზე, ამოღებული იქნა ტანისამოსი, რომელიც მას ეცვა 2018 წლის 15 ივნისს. კერძოდ მწვანე ფერის მაისური შავი ზო-–-ბით, მუქი ლურჯი ფერის შორტი, რომელსაც მარჯვენა მხარეს ჯიბესთან აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა და ქვედა საცვალი.

 

2018 წლის 15 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ ქ------–---ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის ო-–-გ გ--------ის მიერ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ლაბორანტ ლ--–- ი----ის მეშვეობით, 0,5 მლ.გრამიანი ერთჯერადი შპრიცით, ბ---- ტ---ძისაგან ნებაყოფლობით, ხელწერილის საფუძველზე აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ლუქით 26/4 პაკეტებისათვის.

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა აჭარის ა/რ პოლიციიის დეპარტამენტის გამომძიებლებმა ზ------ შ---–---–---------------------------------------------------------------------------------------------------------------–---------–-------------------------------------------–----–---------------------------–---–---------------------------–--------------------ემ სასამართლოს განუმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის საქმეზე მ------- ა-----ის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაში. გამოძიებისას მათი სახელით შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები შედგენილია მათ მიერ, ოქმები სწორად არის შედგენილი, ჩაწერილი შინაარსი ზუსტად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას და შედეგებს და ოქმებზე გაკეთებული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. გამოძიების მიმდინარეობისას მათი მხრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ განზრახ, შეგნებულად მეორე ადამიანისათვის სიცოცხლის არამართლზომიერ მოსპობას. განზრახი მკვლელობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ პირს ნამდვილად ქონდა მეორე პირის მოკვლის განზრახვა და პირის სიკვდილი უშუალოდ დამნაშავის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ---- ტ---ძემ მ------- ა-----ეს დანის პირდაპირ დარტყმით განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში - მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, დაზიანებული ელენთის კარის სისხლძარღვებიდან, ნეკნთაშუა სისხლძარღვებიდან გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით. სწორედ ამ დაზიანებისაგან განვითარებულმა მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია მ------- ა-----ის სიკვდილი.

 

აღსანიშნავია, რომ დანით დარტყმის ფაქტი არც ბრალდებულმა ბ---- ტ---ძემ არ უარყო.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელის საქმიანობა ხორციელდებოდა სიცოცხლის ხელყოფის მომენტში, ხელყოფამდე თუ მომავალში უნდა განხორციელებულიყო. კვალიფიკაციისათვის არც იმას აქვს მნიშვნელობა შეეხებოდა თუ არა პოლიციის მუშაკის საქმიანობა უშუალოდ დამნაშავეს, მის ახლობელს თუ გარეშე პირებს ყველა შემთხვევაში მისი სიცოცხლის ხელყოფა უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მკვლელობის მომენტში პოლიციელი მ------- ა-----ე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და სიცოცხლის ხელყოფა მიმართული იყო მისკენ, როგორც პოლიციელისკენ.

 

2015 წლის 01 ოქტომბრის N 2172201 ბრძანებით მ------- ა-----ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად.

 

პოლიციის შესახებ კანონის მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი პირველი ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტის თანახმად : პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებებს პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას; გადაუდებელი ზომების მიღებას პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავადს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;

 

სასამართლომ დაადგინა რომ ნასვამი ბ---- ტ---ძე საფრთხეს უქმნიდა პირველ რიგში საკუთარ თავს და პოლიციელმა მ------- ა-----ემ პოლიციის შესახებ კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მიიღო შესაბამის პრევენციული ზომა ბ---- ტ---ძის უსაფრთხოებისათვის რათა ეს უკანასკნელი განერიდებინა იქაურობას.

 

სწორედ ეს კანონიერი მოთხოვნა გახდა მიუღებელი ბ---- ტ---ძისათვის და დამატებითი მოტივი მკვლელობის ჩასადენად.

 

იმისათვის რათა პირი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, აუცილებელი დადასტურდეს, რომ პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ხელყოფა მიმართული იყო სწორედ სიცოცხლის მოსპობისკენ. ეს გარემოება სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სრულად დადასტურდა.

 

თავის დასკვნით სიტყვაში ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა ბრალდებულ ბ---- ტ---ძის ქმედება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან საქ. სსკ-ის 108-ე მუხლზე, რადგან ბ---- ტ---ძის დანაშაულებრივი ქმედება არ იყო მიმართული მ------- ა-----ის კანონიერი საქმიანობის წინააღმდეგ, არამედ გამოწვეული იყო დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მძიმე შეურაცხყოფით.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზით დგინდება, რომ დანაშაული ჩადენის მომენტში (აწ გარდაცვილი) პოლიციელი მ------- ა-----ე იმყოფებოდა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქმედებდა მართლზომიერად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქ. სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით აუცილებელია დადგინდეს, რომ პოლიციელის საქმიანობა უნდა იყოს პირობა, რომლის გარეშეც დამნაშავე მის სიცოცხლეს არ ხელყოფდა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს პირობა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის დროსაც გამოიკვეთა და უფრო მეტი დამაჯერებლობა შეიძინა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში აშკარად წარმოჩინდა, რომ ბ---- ტ---ძემ პოლიციელი მ------- ა-----ე მოკლა არამარტო 2018 წლის 15 ივნისს შემთხვევის ადგილზე ტვირთის გადატანისას მ------- ა-----ის უსაფრთხოების ზომების დაცვის მოთხოვნით გაღიზიანებულმა (იმ წუთიერად) წარმოშობილი წყენის გამო, არამედ ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე მ------- ა-----ის საქმიანობასთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულების გამო. ამდენად სასამართლო თვლის, რომ მკვლელობის მიზეზი იყო წლების განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი დამოკიდებულება და მოტივი შურისძიება პოლიციელ მ------- ა-----ის საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ბ---- ტ---ძე ჯერ კიდევ 2015 წელს საჯაროდ და აშკარა გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას მ------- ა-----ის საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოში გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერებით ირკვევა, რომ 2015 წელს სოფელ მ-----------ეში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა ბ---- ტ---ძე, შიმშილობდა და მოითხოვდა პოლიციის უფროსის მ------- ა-----ის გათავისუფლებას.

 

2014 წლის 19 დეკემბრის ქ------–---ის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსის პოლიციის მაიორის მ------- ა-----ის სახელზე შედგენილი პატ---თ ირკვევა, რომ უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ვ-–-----------ემ 2014 წლის 18 დეკემბერს სოფელ მ-----------ეს ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავა 1--- წელს დაბადებული ბ---- ტ---ძე.

 

2014 წლის 19 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ---- ტ---ძე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2015 წლის 26 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ---- ტ---ძის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით შემთხვევის არ არსებობის გამო. ბ---- ტ---ძე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2015 წლის 17 ოქტომბრის ქ------–---ის რაიონული სამმართველოს მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსის პოლიციის მაიორის მ------- ა-----ის სახელზე შედგენილი პატ---თ ირკვევა, რომ უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ჯ------- კ---–--–---მ 2015 წლის 17 ოქტომბერს სოფელ მ-----------ეს ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავა 1--- წელს დაბადებული ბ---- ტ---ძე.

 

2015 წლის 17 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ---- ტ---ძის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით შემთხვევის არ არსებობის გამო. ბ---- ტ---ძე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის გ----------------ნის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2018 წლის 15 ივნისს საინფორმაციო საშუალებით შეიტყო ბ---- ტ---ძის მიერ პოლიციელის მკვლელობის შესახებ და თავის სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მაშინვე გაემართა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულთან შესახვედრად. მისვლისას პოლიციელებმა განუცხადეს, რომ დაკავებულთან მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და მაშინვე ვერ შეხვდა ბ---- ტ---ძეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ცალკე ოთახში შეხვდა ბ---- ტ---ძეს, რომელიც იყო შეშინებული და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. ბ---- ტ---ძის განმარტებით დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ცემეს იგი და მიაყენეს დაზიანებანი. ბ---- ტ---ძე განიცდიდა, რომ მის ქმედებას ა-----ის სიკვდილი მოყვა. გ----------------ნის კითხვაზე თუ რამ გამოიწვია დანაშაულის ჩადენა ბ---- ტ---ძემ უპასუხა, რომ მასზე გადაკიდებული იყო მ-----------ეს პოლიცია და რამდენჯერმე უმიზეზოდ დაკავებული ყავდათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო და იმ ღამესაც დანის დარტყმამდე პოლიციელმა მ------- (ბ-----) ა-----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელების მხრიდან ბ---- ტ---ძეზე განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით მასალები სახალხო დამცველის აპარატიდან გადაიგზავნა პროკურატურაში და წარიმართა გამოძიება.

 

მოწმე გ------ი ტ---ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----------ეში, არის ქ------–---ის მერიის თანამშრომელი. იცნობს, როგორ ბ---- ტ---ძეს ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ-----) ა-----ეს. 2018 წლის 15 ივნისს ღამის საათებში სოფელ მ-----------ეში გადაჰქონდათ ტვირთი. სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე ტვირთის გადატანას ესწრებოდა და თვალყურს ადევნებდა. ტვირთის უსაფრთხო გადატანაში მონაწილეობდნენ პოლიციელები მათ შორის სოფელ მ-----------ეს პოლიციის უფროსი მ------- (ბ-----) ა-----ე. ტვირთის გადატანისას მასთან მივიდა ბ---- ტ---ძე და იქვე მყოფ პირებს სიგარეტი სთხოვა და ამის შემდეგ ისევ წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგო, რომ ბ---- ტ---ძემ დაჭრა პოლიციელი მ------- (ბ-----) ა-----ე. მ------- (ბ-----) ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად. სოფლის მოსახლეობის ნაწილი პოლიციის მუშაობით არ იყო კმაყოფილი. სოფლის მოსახლეობა გამოთქვამდა უკმაყოფილებას პოლიციელების მიმართ, რადგან ადგილი ქონდა პოლიციელების მხრიდან ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობაში მონაწილეობას იღებდა ბ---- ტ---ძეც. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს, აწ გარდაცვლილ მ------- (ბ-----) ა-----ეს მასთან შეხება არ ქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცის თანასოფლ--–ებისგან.

 

მოწმე ი-----–- ტ---ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----------ეში, მუშაობს ქ------–---ის მუნიციპალიტეტის მ-----------ეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენლად, იცნობს, როგორ ბ---- ტ---ძეს ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს ბ----- ა-----ეს. 2018 წლის 15 ივნისს ღამის საათებში სოფელ მ-----------ეში გადაჰქონდათ ტვირთი. სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე ტვირთის გადატანის ესწრებოდა და თვალყურს ადევნებდა. ტვირთის უსაფრთხო გადატანაში მონაწილეობდნენ საქართველოს „ენერგოპროს“ წარმომადგენლები და პოლიციელები მათ შორის სოფელ მ-----------ეს პოლიციის უფროსი მ------- (ბ-----) ა-----ე. ტვირთის გადატანისას მას მიუახლოვდა ბ---- ტ---ძე და შესთავაზა დახმარება. ი-----–- ტ---ძემ განუმარტა, რომ არაფერი იყო საჭირო, სთხოვა თავისივე უსაფრთხოებისათვის განრიდებოდა ავტომანქანას, რომლითაც ტვირთი გადაჰქონდათ. ბ---- ტ---ძე წავიდა, წყალი მოიტანა და მომუშავე პერსონალს დაალევინა. ამის შემდეგ ისევ წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონზე დაურეკეს და აუწყეს რომ ბ---- ტ---ძემ დაჭრა პოლიციელი მ------- (ბ-----) ა-----ე. ხალხისგან შეიტყო, რომ მ------- (ბ-----) ა-----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბ---- ტ---ძეს, რაც გახდა მიზეზი დანაშაულის ჩადენის თუმცა პირადად არ შესწრებია და დანამდვილებით არ იცის. მ------- (ბ-----) ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქე პირადად მოუყვა მას, რომ მ------- (ბ-----) ა-----ე აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხოფას, აგინებდა დედის მისამართით, ავიწროვებდა პოლიტიკური ნიშნით და თავისი ქცევით იწვევდა მოქალაქეებს. პოლიციის უფროსის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის მოსახლეობამ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს აწ გარდაცვლილ მ------- (ბ-----) ა-----ეს მასთან შეხება არ ჰქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლელებისგან ხ---ა მ---------–---–--გან, ლევან ქ---------გან, ს---–--- კი-----–----აგან, დავით ვ-----სგან და სოფლის სხვა მაცხოვრებლებისგან. სოფელში შექმნილი ამგვარი ვითარების გამო პირადად მოუყვა სოფლის დეპუტატს საკრებულოში იმედო ხაჯიშვილს და ნაილი ლაზიშვილს, რომლებიც შეპირდნენ, რომ პოლიციის უფროსთან ზაქარია გ--------თან განიხილავდნენ ამ საკითხს, მაგრამ საბოლოოდ დეპუტატებმა უთხრეს, რომ მათ ძალებს აღემატებოდა ამ პრობლემის მოგვარება. ი-----–- ტ---ძე პირადად ესაუბრა ასევე მ------- (ბ-----) ა-----ეს, რომელმაც უარყო სოფლის მაცხოვრებელთა ბრალდებები.

 

მოწმე ვ-–- ტ---ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ არის პენსიონერი. ცხოვროს სოფელ მ-----------ეს ცენტრში პოლიციის შენობასთან ახლოს. იცნობს, როგორ ბ---- ტ---ძეს, ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ-----) ა-----ეს. 2018 წლის 15 ივნისს მასთან სახლში მივიდა თანასოფლ--–ი და მის შვილიშვილს ელაპარაკა. მისი შვილიშვილი არის სოფლის დეპუტატი. სწორედ მისი შვილიშვილსგან შეიტყო, რომ ბ---- ტ---ძემ დანით დაზიანება მიაყენა პოლიციელს მ------- (ბ-----) ა-----ეს. მ------- (ბ-----) ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქე პირადად მოუყვა მას, რომ მ------- (ბ-----) ა-----ე აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, სცემდა და აფურთხებდა. პოლიციის უფროსის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის მოსახლეობამ აქცია მოაწყო და მიმართეს სოფლის გამგებელსაც. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს, აწ გარდაცვლილ მ------- (ბ-----) ა-----ეს მასთან შეხება არ ჰქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლელებისგან გელა ც-–--–---სგან, ნოდარ მ–------ისგან და სოფლის სხვა მაცხოვრებლებისგან. ბ---- ტ---ძეს ახასიათებს დადებითად. ბ---- ტ---ძე ეხმარებოდა სოფლის მოსახლეობას მუშაობდა ფიზიკურად. კრიმინალური წარსული მქონე პირებთან შეხება არ ქონია. ბ---- ტ---ძეს და მ------- (ბ-----) ა-----ის შორის დაპირისპირება და უთანხმოება არსებობდა, რადგან პოლიციელს მ------- (ბ-----) ა-----ეს ბ---- ტ---ძე რამდენჯერმე უკანონოდ ყავდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

 

მოწმე თ----- ტ---ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობაზე. ცხოვრობს სოფელ მ-----------ეში. იცნობს, როგორ ბ---- ტ---ძეს, ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ-----) ა-----ეს. ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქე პირადად მოუყვა მას, რომ ა-----ე აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხოფას. უშუალოდ პოლიციის უფროსს აწ გარდაცვლილ ა-----ეს მასთან შეხება არ ქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლ--–ებისგან. ბ---- ტ---ძეს ახასიათებს დადებითად. იგი კარგად იცნობს ბ---- ტ---ძეს, რადგან თითქმის ერთი ასაკისანი არიან, სწავლობდნენ ერთ სკოლაში და სტუდენტობისას ერთი წელი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ თბილისში.

 

მოწმე ნ------ ტ---ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----------ეში. იცნობს, როგორ ბ---- ტ---ძეს, ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ-----) ა-----ეს. მ------- (ბ-----) ა-----ე მუშაობდა მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქემ პირადად მოუყვა მას, რომ მ------- (ბ-----) ა-----ემ შეიყვანა პოლიციის შენობაში, ემუქრებოდა იარაღის „ჩადებით“, აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხოფას, აგინებდა დედის მისამართით აიძულებდა მისი გადანერწყვილი აელოკა. პოლიციის უფროსის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის მოსახლეობამ აქცია მოაწყო სადაც თვითონაც მონაწილეობად. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს, აწ გარდაცვლილ მ------- (ბ-----) ა-----ეს მასთან შეხება არ ჰქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლ--–ებისგან ნ------------------–---–-----------–--------------–---–---------------------------–---–---ან, დ--------სგან და სოფლის სხვა მაცხოვრებლებისგან.

 

მოწმე ს---–-----------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----------ეში. იცნობს, როგორ ბ---- ტ---ძეს ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ-----) ა-----ეს. ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. სოფლის მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მოქალაქე პირადად მოუყვა მას, რომ მ------- (ბ-----) ა-----ე აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხოფას, აგინებდა დედის მისამართით, სცემდა და აფურთხებდა. უშუალოდ პოლიციის უფროსს აწ გარდაცვლილ მ------- (ბ-----) ა-----ეს მასთან შეხება არ ქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლ--–ებისგან. მ------- (ბ-----) ა-----ემ სცემა და შეაფურთხა თ-------ე გ---–---ეს სოფელ მ-----------ეში სკოლის წინ. სცემა ასევე ბ---- ტ---ძეს და სულიკო შ----–--ეს. ბ---- ტ---ძეს ახასიათებს დადებითად.

 

მოწმე თ----- ტ---ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----------ეში. იცნობს, როგორ ბ---- ტ---ძეს ასევე იცნობდა აწ გარდაცვლილ პოლიციელს მ------- (ბ-----) ა-----ეს. 2018 წლის 15 ივნისს ღამის საათებში სოფელ მ-----------ეში გადაჰქონდათ ხე. ხეს მისი სახლის წინ უნდა ჩაევლო ამიტომ მის გადატანას თვალყურს ადევნებდა. ხის გადატანას ესწრებოდნენ რამდენიმე თანასოფლ--–იც. დაახლოებით 3--40 მეტრით როდესაც გასცდა მის სახლს ტვირთი მოშორებით ყვირილის და ხმამაღალი შეძახილების ხმა გაიგო. იმ ადგილიდან სადაც თვითონ იდგა არ ჩანდა თუ რა ხდებოდა. დაინახა, რომ ვიღაც გამორბოდა და უკან პოლიციელები მოსდევდნენ. გაიგონა ხმებიც „ესრო-–-თ მოკალით“ მაგრამ ვინ იძახდა და ვისი მისამართით ვე გაერკვა. მაშინვე გაემართა დანახულისკენ ნახა რომ პოლიციელებს ბ---- ტ---ძე ყავდათ დაკავებული ხალხისგან შეიტყო, რომ ბ---- ტ---ძემ დანით დაზიანება მიაყენა პოლიციელს ბ----- ა-----ეს. მაშინვე დაურეკა სოფლის ი-----–- ტ---ძეს და შეატყობინა მომხდარის შესახებ. მ------- (ბ-----) ა-----ე მუშაობდა სოფელ მ-----------ეს პოლიციის განყოფილების უფროსად და მისი მუშაობის მეთოდით სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ იყო კმაყოფილი. იგი პირადად შეესწრო, როდესაც პოლიციელები უკრძალავდნენ ბ---- ტ---ძეს ქუჩაში ყოფნას და შეურაცხყოფილი სიტყვებით მიმართავდნენ წასულიყო სახლში. ბ---- ტ---ძე რამდენჯერმე პოლიციამ ნარკოლოგიურ შემოწმების მიზნით გადაიყვანა შესამოწმებლად, მაგრამ ბ---- ტ---ძეს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა. პოლიციის მუშაობის ასეთი მეთოდების გამო სოფლის მოსახლეობამ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის უფროსი გადაეყვანათ სხვა პოლიციის განყოფილებაში. უშუალოდ პოლიციის უფროსს აწ გარდაცვლილ მ------- (ბ-----) ა-----ეს მასთან შეხება არ ქონია და მუშაობის ამგვარი მეთოდების შესახებ იცი თანასოფლ--–ებისგან.

 

დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N46 დასკვნის თანახმად ბ---- ტ---ძეს აღნიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა /F 07.0/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, ამჟამინდელი კვლევის შედეგები: უიმედობა, გუნებ-განწყობის დაქვეითება, მომატებული შფოთვიანობა, ძილის დარღვევა, საკუთარი თავის მიმართ ბრალეულობის განცდა. ობიექტურად ორმხრივი ჰორიზონტალური ნისტაგმი, ფოტორეაქციები დუნე, ღრმა რეფლექსები დუნე, ანიზორეფლექსია მხარეების გარეშე, აქსილარული რეფლექსები გაცხოველებული, გამოხატული ორმხრივი პირამიდული და ცერებრალური სიმპტომატიკა.

ინკრიმინირებული შემთხვევის მიმართ რა დროსაც შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებებისათვის და ეხელმძღვანელა მათთვის უნდა ჩაითვალოს შერაცხადად.

სავარაუდოდ მისი იზოლაციის პირობებში ყოფნა დაამძიმებს მის ფსიქიკურ მდგომარეობას. ფსიქიკური მდგომარეობის სავარაუდო დამძიმების შესაძლო შედეგების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა თ-----------------------–---–--------------–--–---–--.

 

ამრიგად დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კონკრეტული ფაქტი, რომ პოლიციელმა მ------- ა-----ემ დაუშვა რაიმე არამართლზომიერი ქმედება ვერ დადასტურდა. მართალია ყველა მოწმე პოლიციელ მ------- ა-----ეს ახასიათებს უარყოფითად, მაგრამ ბ---- ტ---ძესთან მიმართებაში მ------- ა-----ის მხრიდან განხორცილებული რაიმე კონკრეტული უკანონო მოქმედება ვერ დაადასტურეს. აქედან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ ბ---- ტ---ძის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე. დაცვის მხარისვე წარმოდგენილი დასკვნით ინკრიმინირებული შემთხვევის მიმართ რა დროსაც შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებებისათვის და ეხელმძღვანელა მათთვის უნდა ჩაითვალოს შერაცხადად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ---- ტ---ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - პოლიციელის სიცოცხლის მოსპობით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ---- ტ---ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ბ---- ტ---ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით არის სასჯელის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად იარაღი – არის მ--–------–ობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად;

 

ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად;

 

ამრიგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩასადენად ბ---- ტ---ძემ გამოიყენა დანა, რაც სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა.

 

ბ---- ტ---ძის მიმართ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, რის გამოც უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ---- ტ---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ---- ტ---ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 15 ივნისიდან.

 

ბ---- ტ---ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ------ი გრატიაშვილი