განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ლევან ჟორჟოლაძის,ადვოკატის --------------–-----,ბრალდებულის – კ--- ლ------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
კ--- ა--------- ძე ლ------, დაბადებულის - 1--- წლის 0--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ------–-----–--–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–-------–-–----------------–---------ს მ-----------------–-------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ კ--- ლ----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა 1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ და 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 დეკემბერს, კ--- ლ------ მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ნ----- ბ-------–---–თან მიახლოვება და მასთან ტექნიკური საშუალებებით კომუნიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 06 და 07 იანვარს კ--- ლ----ე მივიდა ქ.თბილისში, დ--------------–---–ის გ-------ი კორპუსი №1----, ბინა №1---ში ნ----- ბ-------–---–ის საცხოვრებელი ბინაში, რომელსაც დაემუქრა მოკვლით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. ყოფილი მეუღლის ქმედებების გამო ნ----- ბ-------–---–ს გაუჩნდა მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარების თხოვნით მიმართა პოლიციას, ხოლო კ--- ლ----ემ დატოვა ბინა. რამდენიმე საათში, კერძოდ, 2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 01:25 საათზე, კ--- ლ----ე კვლავ მივიდა ქ.თბილისში, დ--------------–---–ის გ-------ი №1-----ის საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც იგი პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.
ჩადენილი ქმედებისათვის კ--- ლ----ე 2019 წლის 09 იანვრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა კ--- ლ----ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები და 2----–-–----------------- შემაკავებელი ორდერი, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა კ--- ლ----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
კ--- ლ------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
კ--- ლ------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ კ--- ლ----ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ--- ლ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 10 200 (ათი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, კ--- ლ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 200 (ათი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 08 იანვრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით), შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. კ--- ლ------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი