განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ალექსანდრე ჩხეიძის,ადვოკატის - მ-----------------,ბრალდებულის – მ------ დ---–--–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
მ------ მ--------ს ძე დ---–--–---–ის, დაბადებულის - 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----–-, ტ------ ქუჩა №1--ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ მ------ დ---–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და 2. ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ------ დ---–--–---–მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 0,8616 გრამი ,,ბუპრენორფინი“ და ნარკოტიკული საშუალება 0,0387 გრამი ,,ჰეროინი“, რომლებიც 2018 წლის 17 ნოემბერს, შუადღის საათებში, ს-----ის ს----------------–---- პუნქტის გამოვლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
2018 წლის 17 ნოემბერს, 13:55 საათიდან 14:35 საათამდე დროის პერიოდში, მ------ დ---–--–---–ს ხ--–--------ის რაიონის სოფელ ს-----ში, ს----------------–---- პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ქ.თბილისის პო-–-–------------------------–-----------–------- სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება 0,8616 გრამი ,,ბუპრენორფინი“ და ნარკოტიკული საშუალება 0,0387 გრამი ,,ჰეროინი“.
ჩადენილი ქმედებისათვის მ------ დ---–--–---–ი 2----–-–-------ოემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ბრალდებულმა მ------ დ---–--–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ინფორმაცია საზღვრის კვეთის თაობაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი და ქიმიური ექსპერტიზის №3--------------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მ------ დ---–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
მ------ დ---–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
მ------ დ---–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ მ------ დ---–--–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
<
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ დ---–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ დ---–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
3. მ------ დ---–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ნოემბრიდან.
4. მ------ დ---–--–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. ნივთმტკიცება:
- ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი მასალა და მ------ დ---–--–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს ქ.თბილისის პო-–-–------------------------–-----------–------- სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- საქართველოს ფ------------------------–--------–-------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი