განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიები---------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - დავით ხიზანაიძე
დაცვის მხარე
დამცველი - ი-------------
ბრალდებული - მ-----–- რ-------–--ის ძე მ-------–-–---–ი, დაბადებული - 1--- წლის 2---------ს, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–----–---–-----------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიემებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისი, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარედ, ავტონაქანის გაჩერების გამო, მეზობლებს: გ--- მ--–---–---–ს და რ-------–-- მ-------–-–---–ს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერი შეუარცხყოფის მიყენებაში. იმავდრულად, ხმაურზე სახლიდან გამოვიდა გ--- მ--–---–---–ის შვილი - გ---- მ--–---–---–ი, რომელიც ასევე ჩაერთო კამათში. ყოველივე ზემოაღნიშნულით განაწყენებულმა რ-------–-- მ-------–-–---–ის შვილმა - მ-----– მ-------–-–---–მა, რომელიც იქვე იმყოფებოდა, განიზრახა შური ეძია და მოეკლა მამა-შვილი: გ--- და გ---- მ--–---–---–ები. ამ მიზნით, თანნაქონი დანით, გ---- მ--–---–---–ის განზრახ მოკვლის მიზნით, შურისძიების მოტივით, მას დანა დაარტყა მუცლის არეში, შემდგომ ასევე შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, იმავე დანით, მარცხენა ფერდში მიაყენა ჭრილობა გ--- მ--–---–---–ს, რის შემდეგაც ადგილზე შეკრებილმა მეზობლებმა შეძლეს მათი გაშველება და აღარ მისცეს ბრალდებულს საშულება, რომ დაზარალებულთათვის კიდევ მიეყენებინა ჭრილობები. კონფლიქტის დასრულებისთანავე, მ-----– მ-------–-–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო მძიმედ დაჭრილი გ---- მ--–---–---–ი და გ--- მ--–---–---–ი, დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისი, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარედ, ავტონაქანის გაჩერების გამო, მეზობლებს: გ--- მ--–---–---–ს და რ-------–-- მ-------–-–---–ს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერი შეუარცხყოფის მიყენებაში. იმავდრულად, ხმაურზე სახლიდან გამოვიდა გ--- მ--–---–---–ის შვილი - გ---- მ--–---–---–ი, რომელიც ასევე ჩაერთო კამათში. ყოველივე ზემოაღნიშნულით განაწყენებულმა რ-------–-- მ-------–-–---–ის შვილმა - მ-----– მ-------–-–---–მა განიზრახა დაზარალებულებისთვის სხეულის დაზიანების მიყენება და ამ მიზნით, თანნაქონი დანით, პირველად დანა დაარტყა გ---- მ--–---–---–ს მუცლის არეში, ხოლო შემდგომ გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა გ--- მ--–---–---–ს.
ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებით დაზარალებულმა გ---- მ--–---–---–მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო გ--- მ--–---–---–მა - მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც მ-----– მ-------–-–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაჭრილი გ---- და გ--- მ--–---–---–ები გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოში, სადაც გაეწიათ სამედიცინო დახმარება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მ-----–- მ-------–-–---–ის მიერ გ---- მ--–---–---–ისათვის სხეულის მძიმე ხარისხის, ხოლო გ--- მ--–---–---–ისათვის - მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტს
დაზარალებულ გ--- მ--–---–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, სამსახურიდან დაბრუნდა სახლში და უნდოდა ეზოში მანქანით შესვლა, თუმცა შესასვლელთან გაჩერებული იყო მეზობლის - რ-------–-- მ-------–-–---–ის მანქანა, რომელიც აფერხებდა მოძრაობას. გამოიყენა ხმოვანი სიგნალი, რათა რ-------–--ს გაეწია მანქანა და შეძლებოდა გზის გაგრძელება, თუმცა რ-------–--ი გადმოვიდა მანქანიდან და დაუწყო ყვირილი. ყვირილის ხმაზე გამოვიდნენ მისი შვილი - გ---- მ--–---–---–ი და რ-------–--ის შვილი - მ-----– მ-------–-–---–ი, ასევე ორი მეზობელი: გ------- გ------ე და ზ------ გ--------–ი. გ------- გ------ემ და ზ------ გ--------–მა დაარტყეს გ----ს და მისი საპასუხო რეაქციის შემდეგ, მათ შორის დაიწყო ჩხუბი. ამ დროს მ-----– მ-------–-–---–ი იდგა გვერდზე, რომელმაც გ---- მ--–---–---–ს მუცლის არეში დანა დაარტყა. იგი შვილის დასახმარებლად მისი მიმართულებით წავიდა, რა დროსაც მ-----–მა მასაც დაარტყა დანა, რაც ვერ იგრძნო. მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა რომ დაიჭრა, როდესაც სისხლი დაინახა. დაზარალებულის განმარტებითვე, დანის დარტყმის შემდეგ, მ-----– მ-------–-–---–ი გავიდა და დადგა გვერდზე. მას ჰქონდა საშუალება კვლავ დაერტყა დანა მათთვის, თუმცა ეს არ გაუკეთებია და არ იწევდა მათი მისამართით დანის დასარტყმელად, უბრალოდ იდგა ბიჭებთან ერთად. მისი შვილი კი, მეზობლებმა შეიყვანეს სახლში, ხოლო შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში.
დაზარალებულ გ---- მ--–---–---–ის ჩვენებით მიხედვით, მამის - გ--- მ--–---–---–ის და რ-------–-- მ-------–-–---–ის კამათის ხმაზე გავიდა გარეთ. გასვლისას გაიგონა გ------- გ------ე თუ როგორ აყენებდა მამამისს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს, ზ------ გ--------–ი გადავიდა ავტომანქანიდან და მათ შორის დაუწყო ჩხუბი. ჩხუბის დაწყებისას მ-----–- არ დაუნახავს. იგი დაინახა მაშინ, როდესაც მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, რომელიც ჯერ მას დაარტყა მუცლის არეში, ხოლო შემდეგ - გ--- მ--–---–---–ს გულმკერდის არეში. დარტყმის შემდეგ თავისი ფეხით მივიდა სახლის კართან და მეზობლებმა შეიყვანეს შიგნით. დაზარალებულის განმარტებითვე, მ-----– მ-------–-–---–ი არ მისდევდა მას დასარტყმელად. სავარაუდოდ დანის დარტყმის შემდეგ გაიქცა, რადგან აღარ დაუნახავს.
გ--- მ--–---–---–თან კონფლიქტის ფაქტი დაადასტურა მოწმე რ-------–-- მ-------–-–---–მა და განმარტა, რომ სიგნალის და შელაპარაკების ხმაზე მათთან მივიდნენ გ---ს შვილი - გ---- მ--–---–---–ი და მეზობლები - ზ---- გ--------–ი და გ------- გ------ე. გ---- მ--–---–---–სა და გ------- გ------ეს მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც გ---- მ--–---–---–მა გ------- გ------ეს ჯერ ფეხი ამოარტყა უხერხულ ადგილას, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა. აღნიშნულის შემდეგ, მან დაიჭირა გ---- მ--–---–---–ი ისე, რომ სახით იყურებოდა კედლისკენ და შესაბამისად, არ დაუნახავს გ---- და გ--- მ--–---–---–ების დაჭრის მომენტი. მან თავის შვილი მხოლოდ ჩხუბის დასრულების შემდეგ დაინახა, რომელსაც ა-------- პ-----------ი მიჰყავდა სახლში.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ა-------- პ-----------მა, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ გ---- მ--–---–---–ი იყო ძალიან აგრესიული და ჩხუბიც მან დაიწყო.
მოწმე ზ------ გ--------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს გ---- მ--–---–---–მა გ------- გ------ეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა, რის გამოც გ------- ძირს დაეცა. ამ დროს, რ-------–-- მ-------–-–---–მა დაიჭირა გ---- მ--–---–---–ი და სთხოვდა დაწყნარებულიყო. მან დაინახა თუ როგორ მირბოდა გ--- მ--–---–---–ი გ------- გ------ისკენ და მასაც გ-------სთვის რომ არ დაერტყა, ხელის კვრით გასწია უკან. როდესაც სიტუაცია დაწყნარდა და მოჩხუბრებს შეხედა, დაინახა რომ გ---- მ--–---–---–ს ჰქონდა წითელი ფერის ლაქები და სისხლი მოსდიოდა. ის თავისი ფეხით შევიდა ჭიშკარში, რომელსაც მეზობლები აცილებდნენ. მოწმემ აჩვენა ისიც, რომ მ-----– მ-------–-–---–ი დანის დასარტყმელად დაზარალებულებისკენ არ იწევდა და შესაბამისად, არც თვითონ და არც გ------ე არავის გადაფარებიან.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ------- გ------ემ და დამატებით განმარტა, რომ მას შემდეგ რაც გ---- მ--–---–---–მა უხერხულ ადგილას ამოარტყა ფეხი, ჩაიკეცა და ჩხუბში მონაწილეობა აღარ მიუღია. შესაბამისად, არავინ გაუშველებია და არც ვინმეს გადაფარებია დასაცავად.
მოწმე ი--- ე---------ის ჩვენებით დადგინდა, რომ გაიგონა ყვირილის ხმა, გავიდა გარეთ და დაინახა გ---- მ--–---–---–ი მეზობლის სახლის კედელზე იყო მიყრდნობილი, რომელმაც უთხრა, რომ დაჭრეს. შეიყვანა სახლში და ნახა, რომ ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მუცლის არეში. მის დას სთხოვა დაერეკა სასწრაფოში. მოგვიანებით გ--- მ--–---–---–იც შევიდა სახლში, რომელმაც განაცხადა, რომ ისიც დაჭრილი იყო.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ი--- კ------ემ.
მოწმე კ--- ო------–---–ის ჩვენების მიხედვით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მკვლელობის მცდელობისას გამოყენებული იარაღი და სისხლიანი ტანსაცმელი ინახებოდა რ-------–-- მ-------–-–---–ის ბინაში, მდებარე - ქ. თბილისში, ბ-------------–----–-----------------------------ში.
მოწმე გ---- ს------–---–ის ჩვენების შესაბამისად, მიიღო ოპერატიული ინფორმაცი------------------------------------------------------–------------------------- გ------------- ბინაში, მდებარე - ქ. თბილისი, მ--------–-----------.
მოწმე კ--- გ---–--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მ-----– მ-------–-–---–ი უნდა ყოფილიყო ქ-------–--–------–-----------------------------ში. აღნიშნულ ბინაში უნდა ყოფილიყო ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე თ-------- გ-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ---- მ--–---–---–ს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა მუცლის შიდა კედელზე. მუცლის ღრუს გაკვეთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო კუჭი, ღვიძლი, პანკრიასი და ბადე. პაციენტს გაუკერა ჭრილობა, ჩაუტარდა კლინიკოლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები.
მოწმე ა------- ლ-----–--ას ჩვენებით დადგინდა, რომ გ--- მ--–---–---–ი შეყვანილ იქნა კლინიკაში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით გულმკერდისა და მუცლის საზღვარზე, მარცხნივ. ჭრილობას ჩაუტარდა რევიზია, რა დროსაც აღმოჩნდა დიდი რაოდენობით სისხლი კანქვეშა და ცხიმოვან კუნთოვან შრეში, რის გამოც ჩატარდა ჭრილობის ამორეცხვა და გაკერვა. ამასთან, ჭრილობა არ იყო მუცლის ან გულმკერდის ღრუში შემავალი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების: გ--- მ----–---–ის, ნ---- თ------–---–ის და ი-------–--ს ჩვენებებით დადასტურდა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა და ავთენტურობა.
2018 წლის 10 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, ბ-------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორია და ქ. თბილისი, დ-----–---–-------------ში მდებარე ხ---- მ--–---–---–ის საცხოვრებელი სახლი და ეზო, რა დროსაც ხ---- მ--–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი კარის წინ ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. სახლის მისაღებ ოთახში დივნის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდთან ერთად. ასევე, „NISAN TIDA“-ს ფირმის ავტომობილის უკანა მარჯვენა კარის მინის გარე ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის კვალის ნიმუშები ოთხ ცალ დაქტილოფირზე.
აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ჯ--- მ-----–-–---–მა და ზ------ ჯ------–---–მა.
2018 წლის 11 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების გამომძიებელ ია ბ----–---ს მიერ ამოღებული იქნა რ-------–-- მ-------–-–---–ის მიერ წარდგენილი მისი კუთვნილი ტანსაცმელი, მასზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქებით. კერძოდ, „adidasis“-ის ფირმის ნაცრისფერი ნაჭრის სპორტული შარვალი, რომელსაც რამდენიმე ადგილას აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები და ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, წინა მხარეს წარწერით შავ ფერში „BATTLE“, რომელსაც რამდენიმე ადგილას აღენიშნება სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები.
2018 წლის 11 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შ-------------------–---------------------–------–--------- თანაშემწის - ო----- ა-–----–---–--გან ამოღებული იქნა გ---- მ--–---–---–ის ტანსაცმელი. კერძოდ: შავი ფერის ჯინსის შარვალი მოყავისფრო ფერის ტყავის ქამართან ერთად, მოლურჯო ფერის სვიტერი, რომელიც წინა მხრიდან მთლიან სიგრძეზე არის გაჭრილი და აღენიშნება დაახლოებით 3 სმ. სიგრძის ნაჩხვლეტი. მაისურაზე ასევე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. შავი და ყვითელი ფერებით გაწყობილი ტრუსი, ერთი წყვილი წინდა და ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი წარწერით „PRADA“.
2018 წლის 11 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შ-------------------–---------------------------- თანაშემწის - ო----- ა-–----–---–--გან ამოღებული იქნა გ--- მ--–---–---–ის ტანსაცმელი, კერძოდ: მოთეთრო ფერის მაისური წარწერით „ASWZ“ რომელსაც მარცხენა გვერდზე აღენიშნება დაზიანების კვალი და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. მუქი ფერის სვიტერი წინ ელვა შესაკრავით, რომელსაც მარჯვენა გვერდზე აღენიშნება დაზიანების კვალი და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, რომლებზეც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები და ერთი წყვილი წინდა.
2018 წლის 17 აპრილის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დადგენილია, რომ ხელის თითის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით: 27X27მმ - კვალი N1; 25X26მმ – კვალი N2; 26X27მმ - კვალი N3 და 41X70მმ - კვალი N4, კვალი N5 და კვალი N6 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვლები N1 და N2 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - გ---- გ---ს ძე მ--–---–---–ის (დაბ. 0--------- წელს) სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდისა, კვალი N3 იდენტურია - გ---- გ---ს ძე მ--–---–---–ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა, ხოლო კვლები N4, N5 და N6 იდენტურია – გ---- გ---ს ძე მ--–---–---–ის მარცხენა ხელის უსახელო, შუა და საჩვენებელი თითის ანაბეჭდებისა.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- თ----–---–მა.
2018 წლის 25 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით მოხდა დაზარალებულების: გ--- მ--–---–---–ის და გ---- მ--–---–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება.
2018 წლის 08 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს ნი-------------–-------–----------–- პაციენტის სამედიცინო ბარათი N3--- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ---- მ--–---–---–ს 2018 წლის 10 აპრილს დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის ნაკვეთი შემავალი ჭრილობა კუჭის, პანკრეასის და ღვიძლის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა.
2018 წლის 08 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს ნი-------------–-------–----------–- პაციენტის სამედიცინო ბარათი N3--- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ--- მ--–---–---–ს 2018 წლის 10 აპრილს დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის ნაჩხვლეტ- ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა, რბილი ქსოვილების ჰემატომა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა.
2018 წლის 23 ივლისის ბიოლოგიური, (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: „...N1,2,3 - ასფალტის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, ობ. N4 - მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე, საკონტროლო ანაწმენდთან და დოლბანდის სუფთა ნიმუშთან ერთად...“, მოთავსებულ ასფალტისმაგვარ ფრაგმენტებსა და ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1-4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21; კონვერტი, წარწერით: „გ---- მ--–---–---–ის სისხლის ნიმუში“); პაკეტში, წარწერით: „...რ-------–-- მ-------–-–---–ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მონაცრისფრო, მოკლესახელოებიან მაისურსა ობ. N5,5%,6) და მონაცრისფრო, სპორტული ტიპის შარვალზე (ობ. N7,73,8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N5,55,7,7,8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21). ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21), ხოლო მინორულ წილში გ--- მ--–---–---–ის (ობ. N20) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში, წარწერით: „...გ---- მ--–---–---–ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მოლურჯო-მონაცრისფრო, მთლიანობადარღვეულ სვიტერზე (ობ. N9,10), მუქი მოლურჯო-მოშავო ფერის ჯინსის შარვალსა (ობ. N11,12) და ტყავისმაგვარი მასალის მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N13) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N9,11-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21). ობ. N10-ის (სვიტერის მარჯვენა სახელოს მანჟეტის შიდა ზედაპირზე არსებული ლაქის) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ---- მ--–---–---–ისა (ობ. N21) და გ--- მ--–---–---–ის (ობ. N20) გენეტიკური პროფილებისაგან. მანჟეტის შიდა, მოწითალო-მოყავისფრო ლაქისაგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N103) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21). ამავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალზე, წყვილ წინდასა და მარჯვენა ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; პაკეტში, წარწერით: „...გ--- მ--–---–---–ის ტანსაცმელი.“, მოთავსებულ მოთეთრო ფერის, მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. N14, 15), მოლურჯო ფერის სვიტერზე (ობ. N16,17), მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალსა (ობ. N18) და მოლურჯო ფერის სპორტულ, მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--- მ--–---–---–ს (ობ. N20).
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ქ--------–-–---–მა.
საბოლოო სიტყვით სარგებლობისას, ბრალდებულმა მ-----– მ-------–-–---–მა დაადასტურა მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი და განმარტა, რომ მას გ---- და გ--- მ--–---–---–ების მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, სურდა მხოლოდ მათთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება მამამისთან მოსული კონფლიქტის გამო. გ---ს დანა შესაშინებლად მოუქნია, რათა გ----სთან არ მისულიყო და არ დახმარებოდა, რომელიც ისედაც აგრესიული იყო. მას მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, დაწყებულს ბოლომდე მიიყვანდა, ვინაიდან დაზარალებულებს არავინ იცავდა და არც მას უშლიდა ვინმე ხელს, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული უნდა იქნას, ვინაიდან აღნიშნული სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება სხდომაზე გამოკვლეულ არცერთ მტკიცებულებას.
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ მ-----– მ-------–-–---–თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა თუმცა არა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, არამედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. კერძოდ, მ-----– მ-------–-–---–ის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და მსუბუქი დაზიანების, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენაში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან მ-----– მ-------–-–---–ი თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილი კვალიფიკაციით, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ-----– მ-------–-–---–მა ჩაიდინა: 1. გ---- მ--–---–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და 2. გ--- მ--–---–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
შესაბამისად, ბრალდებულ მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულ მ-----– მ-------–-–---–ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას დამამძიემებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ.
კერძოდ, ბრალდების მხარე მ-----– მ-------–-–---–ს ედავება ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და აცხადებს, რომ არა მეზობლების - ზ------ გ--------–ის და გ------- გ------ის ჩარევა - მოჩხუბრების გაშველება და მათ მიერ დაზარალებულების დაცვა - მათზე გადაფარება, ბრალდებული განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.
ბრალდების მხარის ეს პოზიცია და არგუმენტაცია გაბათილდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, დაზარალებულებმა: გ---- და გ--- მ--–---–---–ებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ბრალდებული დანით მათზე არ იწევდა და ერთხელ დარტყმის შემდეგ, გავიდა და მოშორებით დადგა. მას განმეორებითი დარტყმების განხორციელებაში ხელს არავინ უშლიდა და ისინი თავისი ფეხით შევიდნენ სახლში. რაც შეეხება ფაქტის უშუალო შემსწრე (პირდაპირ) მოწმეთა: ზ------ გ--------–ის და გ------- გ------ის ჩვენებებს, მათ კატეგორიულად უარყვეს გაშველებაში მონაწილეობისა და დაზარალებულთა დაცვის ფაქტი. პირიქით, გ------- გ------ემ განაცხადა, რომ დაზარალებულის მიერ მისთვის უხერხულ ადგილას ფეხის ამორტყმის შემდეგ დაეცა და კონფლიქტში მონაწილეობა აღარ მიუღია. ბრალდებულის პოზიციას, რომ გ--- მ--–---–---–ს დანა შესაშინებლად მოუქნია, ადასტურებს: ა) ბრალდების მოწმის ა------- ლ-----–--ას ჩვენება, რომლის თანახმადაც დაზარალებულზე მიყენებული ჭრილობა არ იყო შემავალი არც გულმკერდის და არც მუცლის ღრუში და ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გ--- მ--–---–---–ზე მიყენებული დაზიანება არის მსუბუქი ხარისხის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭოს დამდგარ შედეგს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩამდენი პირის განზრახვას, მის ქცევას - მიზანმიმართულ ქმედებას დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და იმ ხელის შემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ასევე, ქმედების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ რა პირობებში მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, ბრალდებული არის თუ არა მარტო ქმედების ჩადენისას, შემთხვევის ადგილზე არის თუ არა სხვა პირი, ვინც შესაძლოა ბრალდებულს დახმარება აღმოუჩინოს და მიყენებული ჭრილობების რაოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგინდა რომ მ-----– მ-------–-–---–ს განზრახ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, მითუმეტეს დამამძიმებელ გარემოებაში. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას ხელს არაფერი უშლიდა. მისი ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულთა სიცოცხლის მოსპობისაკენ - დანის ერთხელ დარტყმის (კონფლიქტის განმუხტვის) შემდეგ გადგა გვერდზე და მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი დარტყმების განხორციელების საშუალება ჰქონდა, მას ეს არ გაუკეთებია. ამასთან, ორივე ბრალდებული იდგა ფეხზე და ის ვარაუდი, რომ მას მკვლელობის განზრახვა ბოლომდე მიყვანილად ჩაეთვალა, გამორიცხულია - დაზარალებულები მეზობლებთან ერთად შევიდნენ სახლში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ-----– მ-------–-–---–ის მიერ ჩადენილია: გ---- მ--–---–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და 2. გ--- მ--–---–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და არა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ.
ქმედების გადაკვალიფიცირების ეს შემთხვევა შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების უცვლელობის პრინციპთან, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარგანჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32) და ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სამართლებრივი დაცვა, რომელსაც ემსახურება სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალური ნორმები. ჯანმრთელობის დაზიანებად უნდა ჩაითვალოს ადამიანის სხეულის, მისი ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეიძლება განიმარტოს, როგორც სხვისი სხეულის, ცალკეული ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (განზრახ ან გაუფრთხილებლობით). ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის მიხედვით აღნიშნული დანაშაულები იყოფა სამ ჯგუფად: ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება. დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა. ამიტომ დაზიანების სიმძიმეს სასამართლო დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს. ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, რომელმაც თავის დასკვნაში უნდა განსაზღვროს დაზიანების სიმძიმე. ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაული მატერიალურია, მის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია შესაბამის ნორმაში გათვალისწინებული შედეგის დადგომა ან კონკრეტული საფრთხის (მაგალითად 117-ე მუხლის 1 ნ. — რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) შექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან კონკრეტულ საფრთხეს შორის. ჯანმრთელობის დაზიანების ხერხი და საშუალება შეიძლება სხვადასხვა იყოს. კერძოდ, დამნაშავემ სხვისი ჯანმრთელობის დასაზიანებლად შესაძლებელია გამოიყენოს მექანიკური საშუალება დანა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომლის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად შეფასებისათვის აუცილებელია მძიმე შედეგის დადგომა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ქმედებაში, მძიმე შედეგში, მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ერთ-ერთ აუცილებელ (და არა ერთადერთ) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა. მოქმედი კანონით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, როცა სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად, შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დამტკიცებულად მიიჩნია, რომ მ-----– მ-------–-–---–მა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით დაზარალებულ გ---- მ--–---–---–ს მუცლის არეში დაარტყა დანა, რითაც დაზარალებულს მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება (დაზიანების სიმძიმე დადგენილი იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) და მ-----– მ-------–-–---–ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - გ---- მ--–---–---–ის სხეულის მძიმე დაზიანებასთან.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება, როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. სუბიექტური მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას და ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დაზარალებულ გ--- მ--–---–---–ისათვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი (დაზიანების სიმძიმე დადგენილი იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) და მ-----– მ-------–-–---–ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - გ--- მ--–---–---–ის სხეულის მსუბუქ დაზიანებასთან, რასაც თავად ბრალდებულიც არ უარყოფს (ორივე შემთხვევაში).
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-----– მ-------–-–---–ის მიერ სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენის დადასტურება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ მ-----– მ-------–-–---–მა ჩაიდინა: 1. გ---- მ--–---–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და 2. გ--- მ--–---–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----– მ-------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულებზე მიყენებული მატერიალური ზიანი ანაზღაურებული და შერიგებულია მათთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
სასამართლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის და ხელის კვალის ნიმუშები 02 პაკეტად, რომლებიც ინახება ი----------------------------–-------------------–---ში, 3 ცალი ასფალტის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდთან ერთად, გ---- მ--–---–---–ის და გ--- მ--–---–---–ის სისხლის ნიმუშები, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შ-------------------–------ ამოღებული გ---- მ--–---–---–ის და გ--- მ--–---–---–ის ტანსაცმელი, უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- რ-------–-- მ-------–-–---–ისაგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2. მ-----– მ-------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ-----– მ-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
4. მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 ივნისიდან.
5. ნივთმტკიცება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის და ხელის კვალის ნიმუშები 02 პაკეტად, რომლებიც ინახება ი----------------------------–-------------------–---ში, 3 ცალი ასფალტის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდთან ერთად, გ---- მ--–---–---–ის და გ--- მ--–---–---–ის სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შ-------------------–------ ამოღებული გ---- მ--–---–---–ის და გ--- მ--–---–---–ის ტანსაცმელი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- რ-------–-- მ-------–-–---–ისაგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი