განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2019
საქმის ნომერი
330100118002412750
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1------

გამოძიების №0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წი--სასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დ----- მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ზაზა კვირკველიას,ბრალდებულის – ვ----– ბ-------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ვ----– ნ-------ის ძე ბ-------ის, დაბადებულის - 1--- წლის 0------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თბილისი, გუ-----–---–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, მ------------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ვ----– ბ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდი--: 1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და 2. ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 01 აპრილს, 00:20 წუთზე, ქ.თბილისში, თ----------- კვარტალი, კორპუსი №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ვ----– ბ-------ე უკანონოდ ი--ხავდა და უკანონოდვე შეძენილ კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ,,F-------ს“ და ნარკოტიკულ საშუალებას - გამომშრალ ,,მარიხუანას“ წონით 7,2 გრამი.

ჩადენილი ქმედებისათვის, ვ----– ბ-------ე 2----–-–------------–-- დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგი-- ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ბრალდებულმა ვ----– ბ-------ემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაეთანხმა ბრალის დადგენილებაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებას. კერძოდ, მოწმეების: ლ---- ფ-----ის, დ----- ჟ----–---–--ის, გ-- გ--–-–---–ის, დ----- ა--–-----ის და ი-- თ-------ს ჩვენებებს, პირადი ჩხრეკის და ამოღების ოქმებს და ქიმიური ექსპერტიზის №7------------- დასკვნას, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ვ----– ბ-------ემ ჩაიდი-- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

ვ----– ბ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და გულწრფელად მოი--ნია ჩადენილი დანაშაული.

ვ----– ბ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწი--აღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწი--აღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ვ----– ბ-------ეს საბოლოოდ უნდა დაენიშნოს საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით, ვი--იდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ----– ბ-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ----– ბ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

3. ვ----– ბ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს ვ----– ბ-------ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - თბილისი, მ----------------------------------------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბი--დრობის ადგილი.

5. ვ----– ბ-------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წი--აღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

6. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს ში--გან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

7. ნივთმტკიცება:

- ვ----– ბ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი სანადირო თოფის სანახევროდ გადაჭრილი მომწვანო ფერის ვაზნა და მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“, ასევე, ვ----– ბ-------ისგან ამოღებული პლასტმასის 0,5 ლიტრი ტევადობის ბოთლი (ქილა) წარწერით ,,ბაკურიანი“, თავსახურზე ვერცხლისფერი ფოლგით და მასში არსებული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ,,F------“, რომლებიც ი--ხება შ-----–-----------–--------------------–-------------------–---–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დ----- მგელიაშვილი