განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/767-18 (N069090718002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18.03.2019 წელი ქ--------
ქ--------ს საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპა--ძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- შ------–--ე
მამის სახელი: ა-–----------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
გა--თლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქ--------, ე-----–---–ის ქ. N25
მცხოვრები: ქ. წ---–-------, დ. გ-------–---–ის ქ. N1/59
ადვოკატი - ნ----- ჩ-------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- შ------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 ივლისს, საღამოს საათებში, წ---–-------ში, ც--------–------------- შესასვლელთან გ------- შ------–--ემ შელაპარაკების გამო იძალადა დედაზე - ი----- შ------–--ეზე. (ხელი ჰკრა, ასევე ხელი მოუჭირა ყელის არეში). ძალადობის შედეგად ი----- შ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმეების თ----- ქ---–------ს და ნ---- ფ--–----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თა--ხმად ისინი არიან ა-- დ-----ის მეგობრები. შემთხვევის დღეს 2018 წლის 09 ივლისს საღამოს საათებში ისინი მოძრაობდნენ წ---–-------ში პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ---- ფ--–----ს ავტომანქანით, რა დროსაც შეამჩნიეს უცნობი ქალბატონი(მოგვიანებით გაიგეს, რომ იყო ა--ს მეუღლის დედა) ა--ს ლანძღვადა უშვერი სიტყვებით, რაზეც ა-- არ პასუხობდა, ხოლო ა--ს მეუღლე გ------- ამის გამო ეკამათებოდა მის დედას. მათ საკუთარ მანქა--ში ჩაისვეს ა-- და სიტუაციას გა--რიდეს. მათ არ დაუნახავთ, რომ კონფლიქტის დროს გ-------ს დაერტყა დედამისისთვის და არც პირიქით - დედამისს დაერტყა გ-------სთვის. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ე------ ჯ----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თა--ხმად, იგი არის ტაქსის მძღოლი, თავისუფალ დროს დგებოდა წ---–-------ში პ-------–--------–------–------–--–-ს მოპირდაპირე მხარეს. 2018 წლის 09 ივლისს საღამოს პარკის შესასვლელთან გაჩერდა ჯიპი, მალევე იქ შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, შუა ხნის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი კამათობდნენ სიტყვიერად, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მას არ დაუფიქსირებია არცერთი მხრიდან. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ბ------ ნ--–-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თა--ხმად იგი არის ტაქსის მძღოლი, იგი დგებოდა წ---–-------ში პ-------–--------–------–------–--–-ს მოპირდაპირე მხარეს. 2018 წლის 09 ივლისს საღამოს პარკის შესასვლელთან იყო ჩოჩქოლი და მანქანის მინების გატეხვის ხმა. ის ამ ფაქტს უყურებდა შორიდან, დაახლოებით 70 მეტრი მანძილიდან და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დაუფიქსირებია ქალბატონის მიმართ (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1------ 10/07/2018 11:08 შეტყობინების რეგისტრაციის თა--ხმად ,,112“-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე წ---–-------ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ გ-------– კ------–---–მა შეატყობინა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს ვ------- ჩ---------–--ეს მასზე, რომ წ---–-------ს ცენტრში, პარკის წინ მოქალაქე ი----- შ------–--ე ითხოვდა პოლიციის დახმარებას ტელეფონის ნომრიდან 5--------, ვინაიდან სხვა ქალბატონის გამო სცემა შვილმა, ხოლო სასწრაფოს გამოძახებაზე უარს აცხადებდა. (ს.ფ.2).
მოწმე ვ------- ჩ---------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თა--ხმად ის შემთხვევის დროს მუშაობდა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თა--მდებობაზე. მან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ წ---–-------ს ცენტრში, პარკის წინ მოქალაქე ი----- შ------–--ე ითხოვდა პოლიციის დახმარებას, ვინაიდან სხვა ქალბატონის გამო სცემა შვილმა, მან გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც მოუყვა მისი შვილის გ------- შ------–--ის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე წ---–-------ს ცენტრში, რომლის მიზეზიც იყო მისი უხეში საქციელი გ-------ს მიმართ. თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი გა--ცხადა. მოწმემ დაზარალებულს გულმკერდისა და კისრის არეში ნაკაწრები შეამჩნია.(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თა--ხმად, 2018 წლის 09 ივლისს დეტექტივის თა--შემწე-გამომძიებელმა ა-–---------- ქ------მ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. წ---–-------ში, რუსთაველის ქუჩა, ც--------–------------- შესასვლელის მიმდებარედ ჩრდილო-დასავლეთის მხარეს და წარმოადგენს გზის სავალ ნაწილს, სადაც გზის კიდეზე წინა ნაწილით აღმოსავლეთისკენ დგას რუხი ფერის ,,N-------------“-ს მარკის, ჯიპის მოდელის ავტომანქა--, სახელმწიფო ნომრით D--------, ავტომანქა--ს აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: მარცხენა ნაწილში ჩამსხვრეულ აქვს წინა საქარე მინა, დეფორმირებული აქვს წინა მარჯვენა ფრთა, სადაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, რაც ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ და დაილუქა საექსპერტო ლუქის ბეჭდით N FCD864633 (პაკეტი N1). ავტომანქა--ს ასევე დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა მაშუქი ფარის მინა, ჩამსხვრეული აქვს უკა-- მარჯვენა კარის ფანჯრის მინა, რომლის ნამსხვრევებიც მობნეულია უკა-- სავარძელზე. მცირე ზომის დეფორმაციები აღენიშნება წინა და უკა-- მარჯვენა კარს. ავტომანქანის უკა-- მარჯვენა საბურავთან გზაზე დევს ავტომანქანის პლასტმასის დეტალი, რაც ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ და დაილუქა საექსპერტო ლუქის ბეჭდით N FCD800870 (პაკეტი N2). დათვალიერების შემდეგ ამოღებული იქნა თავად ავტომანქა-- ,,N-------------“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით D--------, რომელიც დაილუქა N33/6 ლუქის ბეჭდით და გადაყვანილი იქნა წ---–-------ს საჯარიმო სპეცავტოსადგომზე. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტების მიერ. (ს.ფ. 8-12).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები სრულად დაადასტურა გამომძიებელმა ა-–---------- ქ------მ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 13 ივლისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თა--ხმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ------- შ------–--ემ დედას ი----- შ------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემაკავებელი ორდერის თა--ხმად გ------- შ------–--ეს აეკრძალა ი----- შ------–--ესთან მიახლოვება. ( ს.ფ. 126-128).
დაზარალებულმა ი----- შ------–--ემ და მოწმეებმა ა-–---------- შ------–--ემ და ა-- დ-----ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად შვილის და მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თა--ხმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თა--ხმად, გამამტყუნებელი გა--ჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ------- შ------–--ემ ჩაიდინა ძალადობა, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.
ამასთან, დაზარალებულ ი----- შ------–--ეს, სხვა პირდაპირ მოწმეებს, ა-–---------- შ------–--ეს და ა-- დ-----ეს და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებიათ რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით გა--ცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკა--სკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
საქმეზე დაკითხული მოწმეები: თ----- ქ---–------ და ნ---- ფ--–---- შემთხვევით შეესწრნენ იმ ფაქტს, რომ დაზარალებული ი----- შ------–--ე უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მათ მეგობარ ა-- დ-----ეს, რომელსაც გამოესარჩლა ა--ს მეუღლე, გ------- შ------–--ე და ის ამის გამო ეკამათებოდა თავის დედას. მათ საკუთარ მანქა--ში ჩაისვეს ა-- და სიტუაციას გა--რიდეს. მოწმეებს არ დაუნახავთ, რომ კონფლიქტის დროს გ-------ს დაერტყა დედისთვის. მოწმეები: ე------ ჯ---- და ბ------ ნ--–-----ე აჩვენებენ, რომ შუა ხნის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი კამათობდნენ სიტყვიერად, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მათ არ დაუფიქსირებიათ არცერთი მხრიდან და ადასტურებენ მხოლოდ ჩოჩქოლისა და მანქანის მინების მტვრევის ფაქტს. ასევე, არ არიან ძალადობის ფაქტის თვითმხილველნი მოწმის სახით დაკითხული პოლიციელები ა-–---------- ქ------ და ვ------- ჩ---------–--ე. კერძოდ, ვ. ჩ---------–--ემ სასამართლოს მოუთხრო ი----- შ------–--ისაგან მიღებულ ინფორმაციის შესახებ, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, ხოლო ა. ქ------მ სასამართლოს უჩვენა შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარემოებების და დაზიანებული ავტომანქანის შესახებ. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად ვ. ჩ---------–--ის ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ამდენად, ოჯახური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ დეტექტივ-გამომძიებლის ვ------- ჩ---------–--ის ირიბი ჩვენება, და--შაულის შეტყობინება და შემაკავებელი ორდერის მასალები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც ოჯახური კონფლიქტის უშუალო მონაწილე პირები არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტს - ხელის კვრას და ყელში ხელის მოჭერას და საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან იძლევა დაეჭვების საფუძველს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს და--შაულის ფაქტს და გ------- შ------–--ის ბრალეულობას ამ და--შაულში.
სასამართლო განმარტავს, რომ და--შაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი გა--ჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი გა--ჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს და--შაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების და--შაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ამასთან, ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი ძალადობის ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც მოცემული და--შაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე მიუთითებს, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილის შეგრძნება ჰქონდა. ასევე, წარმოდგენილი არ არის ფიზიკური ზიანის დამადასტურებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ამდენად, ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს ვერც დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტს და მხოლოდ ვარაუდობს ამის შესახებ. სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად კი არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გ------- შ------–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდა--შაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, გ------- შ------–--ე უდა--შაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- შ------–--ე ცნობილ იქნეს უდა--შაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ------- შ------–--ის მიმართ ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ა-- დ-----ეს პ/ნ 5----------) გა--ჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
3.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანის პლასტმასის დეტალი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ხოლო მოწითალო ლაქა, რაც ინახება წ---–-------ს რაიონულ სამმართველოში - გა--დგურდეს.
4. გამართლებულ გ------- შ------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ა--ზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპა--ძე