გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
281210018002720166
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №281210018002720166 (2/206-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.03.2019 წ. ქ. ჩხოროწყუ

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი მალინა ჩიტაია

მოსარჩელე ან----------–-ა

წარმომადგენელი სო--------–-------ა

მოპასუხე ბე–-----–-----–--ა

წარმომადგენელი ლა-–-----–---ა

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბე–-----–-----–--ასთვის მისი არასრულწლოვანი შვილის ნი----–------–-----–---ს სარჩოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ბე–-----–-----–--ა ნაწილობრივ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ ალიმენტის სახით 50 ლარის გადახდის შესაძლებლობა აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ან----------–-ა და ბე–-----–-----–--ას ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ნი----–------–-----–--- დაბ. 10.06.2017 წელს.

 

3.2. მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

3.3. მოსარჩელე ან----------–-ა არის აფხაზეთის ა/რ-დან იძულებით გადაადგილებული პირი.

 

3.4. ბავშვი ნი----–------–-----–--- ცხოვრობს დედასთან.

 

3.5. ბე–-----–-----–--ა არ მონაწილეობს მისი შვილის რჩენასა და აღზრდაში.

 

3.6. ბე–-----–-----–--ა თავის საცხოვრებელ ადგილას ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აქვს გარკვეული შემოსავალი. ამასთან, იგი პერიოდულად მუშაობს ხის გადამამუშავებელ საამქროში და ერიცხება ხელფასი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი,-შესაგებელი

-ნი----–------–-----–---ს დაბადების მოწმობა

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების დანაწესებით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემობების და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიაჩნია ყოველთვიურად 100 ლარის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელი აღძრულია 12.11.2018 წ-დან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებით მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ან----------–-ას სარჩელი ბე–-----–-----–--ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ბე–-----–-----–--ას მისი არასრულწლოვანი შვილის ნი----–------–-----–---ს (დაბ დაბ. 10.06.2017) სარჩენად (კანონიერი წარმომადგენელი ან----------–-ა) სარჩელის აღძვრის დღიდან 12.11.2018 წ-დან დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად, თვეში 100 ლარის ოდენობით.

 

4. ბე–-----–-----–--ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე- 6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში) სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა