გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.10.2018
საქმის ნომერი
330310015001008380
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4----15

საქმე № 3-----------------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივანე აღნიაშვილი

სხდომის მდივნები - ნათია ფურელიანი, ნინო გუგავა, ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელეები - ა----------------ძე

წარმომადგენელი - ზ-----------ია

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ქ--------------–-–--ლი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - ს--–-----------ძე

 

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - ქ--------------–-–--ლი

 

მესამე პირი - ამხანაგობა ,,ვ------------------“, ა----------–---ა, არ---–---------–---–ი, გ-------–-----–----ნი, გ-----------–---–ი, გ-----------------ძე, დ-------------–---–ი, დ----------–----ნი, ე---------------–---–--ლი, ვ--–------------ძე, ვლ-----------------ძე, ზ-------------–-ძე, ზ---------–---–---ძე, ზ--------------–---–ი, თ---------–---ძე, თ-------------ლი, მ-----------ე, მ------–-----–-ა, მ---------–-ა, ნ------------–--ე, ნ-----–--–-----------------–---–ი, ნ-------------ე, ნ-----–----------ძე, რ----------–----–---, ქ------–-----------–-----–--–----------–---–---–--------------–---–--------–---------------- ხ-------------–-ა, ჯ----–----------ე, ვლ-----------------ძე, ი-------------–---–ი, დ--–---------ე, გ-------------–---–ი და ნ-------------–---–ი.

(მესამე პირები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულან)

 

მესამე პირის - ქ------–-----------–--ის წარმომადგენელი პ-----------ძე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2011 წლის 20 იანვრის #-- განკარგულება, ქ.თბილისში, ვ----------- ქ.N14-ში არსებული მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის, ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 აგვისტოს N------ ბრძანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგრგმარების საქალაქო სამსახურის წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმოდგენელემა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განინებებით აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ამხანაგობა ,,ვ------------------“; ა----------–---ა, არ---–---------–---–ი, გ-------–-----–----ნი, გ-----------–---–ი, გ-----------------ძე, დ-------------–---–ი, დ----------–----ნი, ე---------------–---–--ლი, ვ--–------------ძე, ვლ-----------------ძე, ზ-------------–-ძე, ზ---------–---–---ძე, ზ--------------–---–ი, თ---------–---ძე, თ-------------ლი, მ-----------ე, მ------–-----–-ა, მ---------–-ა, ნ------------–--ე, ნ-----–--–-----------------–---–ი, ნ-------------ე, ნ-----–----------ძე, რ----------–----–---, ქ------–-----------–-----–--–----------–---–---–--------------–---–--------–---------------- ხ-------------–-ა, ჯ----–----------ე, ვლ-----------------ძე, ი-------------–---–ი, დ--–---------ე, გ-------------–---–ი და ნ-------------–---–ი (აღნიშნული მესამე პირები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულან, მათთვის სხდომის დღე ცნობილი იყო საჯარო შეტყობინების/პუბლიკაციის მეშვეობით)).

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა პ-----------ძემ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, კერძოდ, 2018 წლის 3 აპრილის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია 03/04/2018 წ. N8-----------) მიხედვით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, გ-------–-------ის ქ.N14, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 885.00 კვ.მ. მესაკუთრეებს წარმოადგენს ა----------–---ა, არ---–---------–---–ი, გ-------–-----–----ნი, გ-----------–---–ი, გ-----------------ძე, დ-------------–---–ი, დ----------–----ნი, ე---------------–---–--ლი, ვ--–------------ძე, ვლ-----------------ძე, ზ-------------–-ძე, ზ---------–---–---ძე, ზ--------------–---–ი, თ---------–---ძე, თ-------------ლი, მ-----------ე, მ------–-----–-ა, მ---------–-ა, ნ------------–--ე, ნ-----–--–-----------------–---–ი, ნ-------------ე, ნ-----–----------ძე, რ----------–----–---, ქ------–-----------–-----–--–----------–---–---–--------------–---–--------–---------------- ხ-------------–-ა, ჯ----–----------ე და ამხანაგობა ,,ვ--------------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი ().

 

4.1.2. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2011 წლის 12 იანვრის №- სხდომის ოქმით დგინდება, რომ სხდომაზე განხილული იქნა ქ.თბილისში, ვ---------------–--ს რაიონში, ვ----------- ქ.N14-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის შესახებ. არსებული ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მისაღებ ოდენობად განისაზღვრა: კ 2=3,3.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2011 წლის 12 იანვრის №- სხდომის ოქმი - ს/ფ 363-372 (ტომი 1).

 

4.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 იანვრის N-- განკარგულებით, ქ.თბილისში, ვ----------- ქ.N14-ში არსებული მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის, ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ვ----------- ქ.N14-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის, ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ2=3,3.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2011 წლის 20 იანვრის N-- ბრძანება - ს/ფ 360-361 (ტომი 1).

 

4.1.4. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 22 მაისის №------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი - ს----------–--, ვ----------- ქ.N14, ამხანაგობა ,,ვ----------- ქ.N14“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის ს/კ N0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 21 მაისიდან 2013 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 21 მარტის №------ ბრძანება - ს/ფ 234-236 (ტომი 1).

 

4.1.5. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ცნობით დგინდება დგინდება, რომ ქ.თბილისი, ვ----------- ქ.N14-ში (ს/კ 0---------------) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ადგილზე შემოწმებით დადგინდა, რომ: -3.60 ნიშნულზე სართულის იატაკის ფილა მოსაწყობია, „დ-ბ“ მონაკვეთში „ბ-ბ“ ღერძზე გაუქმებულია ორი კოლონა, ხოლო „2-2“ ღერძზე „ბ-ა1“ მონაკვეთში გაუქმებულია მონოლითური კედელი ხოლო ფართი დაკავშირებულია პანდუსის ქვეშ სივრცესთან, ხოლო ამავე ღერძზე დამატებულია ერთი კოლონა. „ა1-ა1“ და 2-2“ ღერძების გადაკვეთაზე მონოლითურ კედელზე მოწყობილია ღიობი, „3-3“ და „2-2“ ღერძებს შორის გაზრდილია მანძილი 0.35მ-ით. ეზო მოსაპირკეთებელია და შეცვლილია ტერიტორიის კეთილმოწყბობა.

- +0.00 ნიშნულზე „ა-ა“ ღერძის გარეთ „5-6“ მონაკვეთში მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქცია გადახურვით, ამავე ღერძთან გაუქმებულია ერთი საფეხური ხოლო მეორე საფეხურზე შეცვლილია კონფიგურაცია, შენობის მთელ სიმაღლეზე შიდა კიბე ნაცვლად მონოლითურისა მოწყობილია ლითნის შველერებზე ანაკრები საფეხურებით, „5-4“ მონაკვეთში აივანზე მდებარე შუაკედლისი მონაცვლებულია“ „3-3“ ღერძისკენ 0.20მ-ით, „დ-მ“ მონაკვეთში „5-5“ ღერძის გარეთ აივანზე მოწყობილია კუთხის კედელი.

- +2.70 ნიშნულიდან ზემოთ შენობის მთელ სიმაღლეზე „1-4“ მონაკვეთში შეცვლილია აივნების კონფიგურაცია და გაბარიტი.

- +21.90 ნიშნულზე მანსარდში შიდა სივრცეში კოლონები არ არის მოწყობილი მთელ სიმაღლეზე, ასევე შეცვლილია გადახურვის კონსტრუქციული სქემა და ნაწილი სახურავის კონფიგურაცია. „დ-დ“ ღერძთან „4-5“ მონაკვეთში გაუქმებულია ლიფტის ამოსვლა, მის ადგილზე მოწყობილია სამანქანო.

- „6-1” ფასადზე „6-5“ მონაკვეთში -3.60 ნიშნულზე კედელი შესალესია, მის მიმდებარედ შეცვლილია სამი კარის ნახატი და გაბარიტი, +0.00 ნიშნულზე გაუქმებულია ერთი კონდენციონერი, აღნიშნულ ნიშნულზე ფასადის კედლის ნაწილი შეღებილია განსხვავებულ ფერში, „6-5“ მონაკვეთში აივნის სივრცე შევსებულია გისოსებით და გადახურულია მსუბუქი გადახურვით, +2.70 ნიშნულზე „6-6“ ღერძთან ფანჯარაზე მოწყობილია გისოსი. „5-5“ ღერძთან სადარბაზოს ფრამუგებს მონაცვლებული აქვს ადგილი, +12.30 ნიშნულზე აივანზე დამატებულია სვეტი, ხოლო „6-6“ ღერძთან განთავსებულია სატელიტური ანტენა, აღნიშნული ანტენის მიმდებარედ შეცვლილია ფანჯრის ნახატი, +18.70 ნიშნულზე „5-3“ მონაკვეთში აივნის თავზე მოწყობილია ლითონის კონსტრუქცია მსუბუქი გადახურვით. +21.90 ნიშნულზე „5-5“ ღერძთან სადარბაზოში ღიობი ფრამუგის ნაცვლად მოწყობილია მინაბლოკით.

- „ა-ვ" ფასადზე -3.60 ნიშნულზე „დ-ვ“ მონაკვეთში კედელი შესალესია, +0.00 ნიშნულზე „დ-ე“ მონაკვეთში შეცვლილია კარის ნახატი. +18.70 ნიშნულზე „დ-ვ, მონაკვეთში აივანზე მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქცია რომელიც გადახურულია მსუბუქი გადახურვით.

„1-6“ ფასადზე +0.00 ნიშულზე ვიტრაჟებზე არ არის მოწყობილი მეტალის ჟალუზები, ნიშნულის ზემოთ აივანზე მოწყობილია სარეკლამო ბანერი, +2.70 ნიშნულზე „5-6“ მონაკვეთში აივანზე მოწყობილია გისოსები, ხოლო 1-3“ მონაკვეთში აივანზე მოწყობილია ლითონის სვეტი. აღნიშნულ ფასადზე აივნებზე დამატებულია ლითონის სახელურები. ხოლო ნაწილზე გაუქმებული. +18.70 ნიშნულზე „4-6“ მონაკვეთში აივანზე მოწყობილია ლითონის კონსტრუქცია მსუბუქი გადახურვით. ამავე ნიშნულზე „1-1“ ღერძთან შეცვლილია აივანზე გამავალი ვიტრაჟის ნახატი. +21.90 ნიშნულზე „1-3“ მონაკვეთში შემცირებულია აივნის მოაჯირი სიმაღლეში 0.30მ-ით.

„ვ–ა“ ფასადზე +0.00 ნიშნულზე შემცირებულია კაპიტალური მოაჯირის სიმაღლე, +2.70 ნიშნულზე „გ-ა“ მონაკვეთში აივანზე დამატებულია სვეტები. +18.70 ნიშნულზე „ა-ა“ ღერძთან შეცვლილია ვიტრაჟის ნახატი, ასევე ნახატი შეცვლილია +9.10 ნიშნულზე.

ფასადებზე დამატებულია გამწოვი მილები, გამათბობლები და კონდენციონერები, ასევე ნაწილი კარებისა და ფანჯრის ღიობების მონაცვლებული აქვთ ადგილი და შეცვლილია მათი მასალა. ფასადის კედლების მოპირკეთება არ შეესაბამება საპროექტოს. ღობის ნაწილი გასულია საკადასტრო წითელი ხაზების გარეთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ცნობა - ს/ფ 18-19 (ტომი 1).

 

4.1.6. 2013 წლის 08 აგვისტოს A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და მოითხოვა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნის მიღება. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 09 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის საკითხი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, შეაფასა საკითხთან დაკავშირებული მასალები, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურში შესული 2013 წლის 08 აგვისტოს NA-------- ელექტრონულ განცხადებაზე თანდართული ფოტომასალა, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ცნობა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1031-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გასცა დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ ღობის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 09 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება - ს/ფ 16-17 (ტომი 1).

 

4.1.7. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 29 აგვისტოს N--------------- ბრძანებით დგინდება, რომ მიღებული იქნა ექსპლუატაციაში ქ.თბილისში, სექტორი - ს----------–--, ვ----------- ქ.N14-ში (ს/კ N0---------------) მდებარე მშენებლობა დამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი ღობისგან დამოუკიდებლად (გარეშე).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე (3/4----15) ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 29 აგვისტოს N--------------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 29 აგვისტოს N--------------- ბრძანება - ს/ფ 11 (ტომი 1).

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება - ს/ფ 55-60 (ტომი 2).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

6.1. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2011 წლის 20 იანვრის #-- განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 აგვისტოს N------ ბრძანება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.

 

7.3. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა („თანაბარი შესაძლებლობების სივრცე’’).

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ, - დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა)ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება „განაშენიანების ძირითადი დებულებებითა“ და „განაშენიანების რეგულირების წესებით“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც არეგულირებს ქ.თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული ნორმატიული აქტის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად);

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლები გადამეტებულ შეიძლება იყოს განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების საფუძველზე, თუ: ა) ამას მოითხოვს დედაქალაქის ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული, აგრეთვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) გადამეტება წონასწორდება ან კომპენსირდება გარკვეული ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობის მშენებლობა გამართლებულია დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებულ მიზეზებთან (სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით), დასაშვებია კოეფიციენტის (ტერიტორიის განაშენიანებისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი პროექტის, მშენებლობის ნებართვის გამცემის შესაბამისი სამსახურის და ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს ქ.თბილისის მერი.

 

ხსენებული ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური ზონალური შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის განაშენიანებისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსიურობის (კ-2) კოეფიციენტების მაჩვენებლების გაზრდას, აგრეთვე გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებას, რომელნიც ამ წესების მოთხოვნებით საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის ნებისმიერ სტადიაზე.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის’’ პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭო“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭოს კომპეტენციათა სფეროს შესაძლებელია განეკუთვნებოდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა;

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2011 წლის 12 იანვრის №- სხდომის ოქმით, ქ.თბილისში, ვ---------------–--ს რაიონში, ვ----------- ქ.N14-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით თანხმობა მიეცა განმცხადებელს. ასევე დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 იანვრის N-- განკარგულებით, ქ.თბილისში, ვ----------- ქ.N14-ში არსებული მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის, ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ვ----------- ქ.N14-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის, ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ2=3,3. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, ქ.თბილისის

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება თბილისის მერის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება და განმარტავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებას, რომელიც მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზნები და კონკრეტული გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. განსახილველ შემთხვაავში სასამართლო მიიჩნევს, რომ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევის მისი გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი პიროებები, რის გამოც მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ ფარგლებს წარმოადგენს ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭოროებს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.

 

7.5. საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერის ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესამე პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

7.6. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღების მიზანს წარმოადგენს კონკრეტული პირობებით მშენებლობის ნებართვის მოპოვება, რომელიც გაიცემა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის N 24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისადა მისი წესდების (დებულების) (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: უზრუნველყოს ქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული) მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, “გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის N4-32 გადაწყვეტილებით დადგენილი გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება, ხოლო ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.

 

ამასთან, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1031 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, (ცვლილება შესულია 2013 წლის 28 ივნისს) ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა) და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა), თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის შემოწმების ჩატარებას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აფორმებს წერილობით და უგზავნის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნის მიღების მიზნით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო იხილავს დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობას და გასცემს დასკვნას განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო აგრეთვე უფლებამოსილია გასცეს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის პირობით. დადებითი დასკვნის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო: ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე; ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ან იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა წარმოადგენს ერთგვარ საგამონაკლისო ნორმას, რომლის ფარგლებშიც სამსახურს ეძლევა უფლებამოსილება დაადასტუროს სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნასთან შესაბამისობა.

 

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ.თბილისში, ვ----------- ქN14-ში მდებარე მრავალბინიანი სახლი ნაწარმოებია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პროექტის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა არ ნიშნავს, რომ დამკვეთის მხრიდან აუცილებლად დარღვეულია ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 08 აგვისტოს A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და მოითხოვა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნის მიღება. ასევე დადგენილია, რომ განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა ობიექტის შემოწმების შესახებ ცნობა. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის საკითხი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, შეაფასა საკითხთან დაკავშირებული მასალები, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურში შესული 2013 წლის 08 აგვისტოს NA-------- ელექტრონულ განცხადებაზე თანდართული ფოტომასალა, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ცნობა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1031-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გასცა დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ ღობის გარეშე.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოცემულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული იქნა მათი კანონშესაბამისობა, ხოლო მოსარჩელის მიერ ვერ იქნა მითითებული სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით.

 

აღნიშნული გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მის მიმართ დაინეტრესებულ პირს გააჩნია კანონიერი ნდობა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (სადავო განკარგულების საფუძველზე მიმდინარეობს მშენებლობა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალში განსაკუთრებული ადგილი უკავია კანონიერი ნდობის პრინციპს. აღნიშნული განპირობებულია ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის სპეციფიკით, მათი უფლება-მოვალეობების ფართო სპექტრით. წარმოადგენს რა საჯარო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ადმინისტრაციულ ორგანოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, არა მარტო დაიცვას კანონის მოთხოვნა, არამედ ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მიერ კანონის სწორად აღქმასა და შესრულებას, რაც, პირველ რიგში, გამოხატულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის დანაწესის სწორი ინტერპრეტაციით, პირისთვის საკანონმდებლო ნორმის შინაარსის დაუმახინჯებლად და სწორად მიწოდებაში. ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას, რამდენადაც ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის ქმედების ფაქტის არსებობის ხაზგასმა, გულისხმობს სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის – კანონიერი ნდობის უფლების პატივისცემას. ამასთან, მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიმართ. აღნიშნული პრინციპის დაუცველობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული წეს-წყობილების არსებობას. თუკი პირს არ ექნება კანონიერი ნდობა შემოსავლების სამსახურის მიმართ, საგადსახადო ურთიერთობები მიიღებს ქაოტურ ხასიათს, დაკარგავს სამართლებრივ ჩარჩოებს და მათი იურიდიული მოწესრიგება გართულდება. სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საჯარო მმართველობის კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, პირის კანონიერი ნდობის უფლებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე განხორციელების გზით.

 

საჯარო მმართველობის მიზნიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებული პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების სტანდარტთან შესაბამისობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №ბს-238-235(კ-14).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს პირის კანონიერი ნდობის უფლება, ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-192-184 (3კ-13) საკასაციო სასამართლომ დაადგინა ამ ინსტიტუტის გამოკვლევისა და შეფასების სტანდარტი, რომელშიც განმარტა: ,,თუ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, ანუ ადრესატმა დახარჯა ის ფინანსური შემოსავლები (უმუშევრობის დახმარება, სტიპენდია, ერთჯერადი სოციალური დახმარებები და ა.შ.), რომელიც მან მიიღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ან მისი ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება ამ სიკეთეს, არ შეიძლება ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამ საფუძვლებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომლისკანონიერი ნდობაც ამ აქტის მიმართ არის დაცვის ღირსი, უნდა აუნაზღაურდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი''.

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მმართველობის კანონიერების პრინციპსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდინონ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და წარმოების სახე (წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფრო მეტ ნდობას იმსახურებს ვიდრე ზეპირი. ასევე, რაც უფრო ფორმალურია ადმინისტრაციული წარმოება, მით უფრო მეტია პირისკანონიერი ნდობის ხარისხი), მისი უკანონობის სიმძიმე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო. ყოველივე ამის გათვალისწინებით შესაძლებელია შეიზღუდოს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობები''.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურებაკანონიერი ნდობის დაცვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, თუ ამგვარი აქტი არსებითად არღვევს მესამე პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის) კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატისკანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან. აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის _ კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

დმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზღაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელწიფო ბაჟი (08.07.2015 წ. საკრედიტო საგადახდო დავალება N1) 100 ლარის ოდენობით, იმ პირობებში როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა----------------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ივანე აღნიაშვილი