განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002651176
საქმე N1-886/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.03.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლე-------------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ზა------------–ი
მამის სახელი: და-----
დაბადების თარიღი: 0--05.1991 წელი
პირადი ნომერი: 6---------6
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, სუ-–----------------
ადვოკატი - პა-----–---ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171140818026
1.ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1.1 ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ დ ა ა დ გ ი ნ ა:
2018 წლის 14 აგვისტოს საღამოს საათებში, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბათუმში პუ–----ს ქ. N---ში მდებარე ტოტალიზატორ „ბ------------ი“ში ზა------------–მა ხელების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომელს გე-–-----–------–ს, რის შედეგადაც გე-–-----–------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2. ქ მ ე დ ე ბ ი ს ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი ა ღ წ ე რ ა;
საქმის განხილვისას დაზარალებულმა გე-–-----–------–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. ბათუმში პუ–----ს ქ. #3--ში მდებარე ტოტალიზატორში სახელწოდებით „გ----------ი“ (ამჟამად „ ბ------------ი“) დაცვის სამსახურში; 2018 წლის 14 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ; საღამოს საათები იყო, ზა------------–ი შემოვიდა ნასვამ მდგომარეობაში და რამდენჯერმე თხოვა დაეტოვებინა დარბაზ სამჯერ თუ ოთხჯერ მიმართა, რაც არ გაითვალისწინა, მოხდა შეხლა შემოხლა; ზ----მ მაისური წამოუწია ორივე ხელით და დაარტყა სახეში; შემდეგ კიდე ორჯერ დაარტყა სახის არეში; ამ ფაქტს შეესწრო იქვე მყოფი პირებიც; დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს დარბაზიდან; დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი; ზა------------–ს კარგად იცნობს, ოჯახთან მეგობრობს, რამდენიმე დღეში მიმართა კიდეც პროკურატურის ორგანოს იმის თაობაზე რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და სურდა შერიგება; ამჟამადაც აცხადებს, ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვს; ადასტურებს, რომ დარტყების შედეგად ნამდვილად განიცადა ფიზიკური ტკივილი , თვალთან დაზიანება ეტყობოდა მეორე დღესაც, როცა ექსპერტმა შეამოწმა; ექიმთან არ წასულა, ისეთი დაზიანება არ ჰქონია, სახლის პირობებში თავად მკურნალობდა ე.წ. კომპრესებით; (იხ ოქმი 10.01.2019 წ ; 12:30:12სთ-12:45:41სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას და------------–--ლმა განაცხადა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს ის მუშაობდა ტოტალიზატორ „სპორტბეთში“ მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე ; საღამოს საათებში მისი სამუშაო მაგიდის წინ დახლთან მივიდა ზა------------–ი, რომელიც იყო ტოტალიზატორის ხშირი კლიენტი; ის იყო ნასვამ მდგომარეობაში, იგინებოდა ხელმძღვანელობის მისამართით; მასთან მივიდა დაცვის თანამშრომელი, გე-–-----–------–ი, რომელიც თხოვდა ზ----ს დამშვიდებას და შენობის დატოვებას; დაინახა, რომ ზ----მ ორივე ხელი მოკიდა გე-–-----–------–ის მაისურის ქვედა ბოლოს და მასზე ხელის გაუშვებლად აუწია და დაარტყა სახის არეში; გ--–-ს მისთვის საპასუხოდ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია; ამის შემდეგ ზ----მ კიდე დაარტყა გ--–-ს სახეში ორჯერ ხელი, არ ახსოვს ზუსტად სახის რა ნაწილში, მაგრამ დაინახა, რომ სახეში დაარტყა; ამის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა ზა------------–ი გაიყვანეს გარეთ; ეს ყველაფერი ხდებოდა მისი სამუშაო მაგიდის წინა და დაინახა თავად ეს ფაქტი; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 22.03.2019წ);
საქმის განხილვისას მოწმე მზ---------–--ემ დაადასტურა, რომ მუშაობდა „ ბ------------იში“ მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე, 2018 წლის 14 აგვისტოს, საღამოს საათებში, ზა------------–ი იმყოფებოდა ტოტალიზატორში ნასვამ მდგომარეობაში, მას იცნობს იქედან გამომდინარე, რომ ხშირად დადიოდა ტოტალიზატორში ; მან დაიწყო ხმაური , გინება, გე-–-----–------–ი ამშვიდებდა და თხოვდა გასულიყო შენობიდან, დარბაზში ამ დროს იყვნენ სხვა მოქალაქეებიც; შემოსასვლელ კარებთან, როცა ცდილობდნენ მის გაყვანას, შემობრუნდა ისევ, გე-–-----–------–ი კვლავ თხოვდა დამშვიდებას; ამ დროს ხელი წაავლო გე-–-----–------–ის მაისურს ხელებით აუწია და მაისურისთვის ხელის გაუშვებლად დაარტყა სახეში ხელი; ამის შემდეგ კიდე ორჯერ დაარტყა გ--–-ს სახეში ხელი; ზა------------–ი დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს შენობიდან; მას სხვა ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 06.03.2019წ);
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0-------8, 19.09.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით (15.08.2018წ) გე-–-----–------–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე არასწორი ფორმის მუქი მოიისფრო ფერის 2,41,7 სმ ზომის; არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ ს.ფ. 130-133) ;
საქმის განხილვისას ექსპერტმა ღუ--------------–--ლმა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე; (იხ ოქმი 17.01.2019წ)
სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების გამომძიებლები - გ--–- ბა---–--------–----------ძე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ; (იხ სხდომის ოქმი 17.01.2019წ);
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით 15.08.2018წ დადგენილია, რომ გამოძოებლის გ--–- ბასილაძის მიერ ექსპერტების და მოწმის რო-–--------–--–ის მონაწილოებით დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმში პოუ–----ს ქ. #3--ში მდებარე ტოტალიზატორი „გ----------ი“, რაც დასურატებული იქნა და დაერთო სდათვალიერების შედეგად შედგენილ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს;
არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რო-–--------–--–მა დაადასტურა მისი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედება - შენობის დათვალიერებაში; განმარტა, რომ დათვალიერდა ასევე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების განთავსების ადგილი; (იხ სხდომის ოქმი 12.02.2019წ);
ასევე საქმის განხილვისას დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის გამოსაკვლევი მტკიცებულებები: მოწმეების თენ------------–-----------------–--–------------------–--------------–------------------------------------------–---------------–--------------ას ჩვენებები და მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, მათთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტაცია;
ბრალდებულმა ზა------------–მა აღიარა ჩადენილი ქმედება და წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ; (იხ სხდომის ოქმი) ;
სასამართლო საქმის განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებებით მიიჩნევს, რომ ზა------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია;
სასამართლოს დასკვნა ზა------------–ის მიერ მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ზა------------–ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, დაზარალებულის გე-–-----–------–ის, მოწმეების: და------------–--ლის, თამ--–-----------ის, მზ---------–--ის ჩვენებებს და გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმებს; 2018 წლის 15 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის ნაწილ მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
3. ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი შ ე ფ ა ს ე ბ ა
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ზა------------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს საღამოს საათებში, ქ. ბათუმში პუ–----ს ქ. N---ში მდებარე ტოტალიზატორ „ბ------------ი“ში ზა------------–მა ხელების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომელს გე-–-----–------–ს, რის შედეგადაც გე-–-----–------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ზა------------–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა------------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზა------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ზა------------–ის პასუხისმგებლობის მკვეთრად დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა
5. ს ა ს ჯ ე ლ ი ს დ ა ნ ი შ ვ ნ ი ს დ ა ს ა ბ უ თ ე ბ ა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზა------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ზა------------–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-იდან 180 საათამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
ბრალდებულ ზა------------–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, დაზარალებულს არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია და შერიგებულია ბრალდებულთან, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულმა განახორციელა ძალადობა, ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულის ხასიათზე, რომ მას ზოგჯერ არ შეუძლია კონტროლი გაუწიოს თავის ქცევას, რაც მიუთითებს ზა------------–ის პიროვნულ მახასიათებლებზე და მის არაკანონმორჩილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ ბრალდბული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ; შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ზა------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ითვალისწინებს ქმედების ჩადენის სპეციფიკას და ხასიათს, დაზარალებულის პოზიციას - შესაბამისად მას დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; სასჯელის ზომის განსაზღვრისას კი მხედველობაში მიიღება ზემოთაღნიშნული პიროვნული მახასიათებლები და ბრალდებულის პიროვნება; სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და დანიშნულების შესრულებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ზა------------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზა------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ზა------------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 აგვისტოდან.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე