გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5997-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - შპს ,-------–------ი’’
წარმომადგენელი - ბ-----------–---–-
მოპასუხეები - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ი--------------------
მესამე პირი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური(ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-
მესამე პირი - შპს ,,ფ--------–ა’’(ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი - ნ-------------–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14სექტემბრის №--- ბრძანება ,,შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის
წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-15; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 83-98).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ.დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 83-98).
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,-------–------ს’’ საკუთრებაში ერიცხება რ----------------–---–------–-----–------------ე არსებული 3831კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(საკ.კოდი: №------------------ საიდანაც 1----ვ.მეტრზე წლების წინ რეგისტრირებული იყო საზოგადოებრივი დანიშნულების სერვიტუტი. 2013 წლის 07ნოემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა საზოგადოებრივი დანიშნულების სერვიტუტის გაუქმება, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით და 2013 წლის 27დეკემბრის №------- ბრძანებით გაუქმდა №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დატანილი საზოგადოებრივი დანიშნულების სერვიტუტი. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო მის მომიჯნავედ მდებარე კომერციული ფართების მესაკუთრე შპს ,,ფ--------–ასთვის’’ 2013წლიდან, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზების გამო ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მერიას და მოითხოვა ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობა. ამ უკანასკნელმა კი არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები: ხანდაზმულობის საკითხი, იურიდიული ინტერესის არ არსებობის ფაქტი და 2018 წლის 14 სექტემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება და 2013 წლის 27დეკემბრის №------- ბრძანება და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილებით აღდგენილი იქნა სერვიტუტის უფლება ქ.თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე მდებარე №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სათანადო გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.1.2. მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირების პოზიცია
2.2.1. მესამე პირს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,-------–------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო.
2.2.2. მესამე პირმა - შპს ,,ფ--------–ას’’ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, რ----------------–-------------------–-----–---------–--–-- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 7---- კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------------------ 2003 წლის 09 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ფ--------–ას’’ სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, რ----------------–-------------------–-----–---------–--–-- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 6---- კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------------------ 2003 წლის 09 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ფ--------–ას’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 40)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 41)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ------–-----------------------–---–------–-----–------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 0---------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------, 2013წლის 20 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს,-------–------ის’’ სახელზე. ამავე ამონაწერის თანახმად ირკვევა, რომ 2013წლის 18სექტემბრის №------------ განცხადების გათვალისწინებითა და ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 2 სექტემბრის N---------- დადგენილების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის 3831 კვ.მეტრიდან 1----ვ.მეტრი დატვირთული იყო სერვიტუტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 20/09/2013(იხ. ტომი 1, ს.ფ. 32-34)
3.1.3. 2013 წლის 07 ნოემბერს, ნ-----–-----–--------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს სერვიტუტის გაუქმების თაობაზე ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემის მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა ასევე რ----------------–---–------–-----–------------ე, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3830 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის გეგმა, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები და შპს,-------–------ის’’ დირექტორის ლია პირველის განმარტება იმის თაობაზე, რომ სერვიტუტის არსებობის საჭიროება აღარ არსებობს, ვინაიდან შესყიდული იქნა ის მიწის ნაკვეთები, რომელთა მომსახურების მიზნითაც დადებული იქნა სერვიტუტი.
ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013წლის 14ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №----------------) მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სერვიტუტის გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,-------–------ის’’ დირექტორის ლია პირველის განმარტება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 88)
- №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3----ვ.მეტრი მიწის ნაკვეთის გეგმა და ფოტოსურათები(იხ. ტომი 2, ს.ფ. 89-94)
- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 25-26)
3.1.4. 2013 წლის 15 ნოემბერს, ნ-----–-----–--------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წლის მომზადებულ გეგმაზე, ქალაქ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, რ----------------–---–------–-----–------------ე, შპს,,------–-----–---------- 2----ვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე დატანილი სერვიტუტის გაუქმება.
ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013წლის 27დეკემბრის №------- ბრძანებით, გაუქმდა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წლის მომზადებულ გეგმაზე, ქალაქ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, რ----------------–---–------–-----–------------ე, შპს ,,------–-----–---------- 2----ვ.მეტრ მიწის ნაკვეთის გეგმაზე დატანილი სერვიტუტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 27 დეკემბრის №------- ბრძანება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 27-28)
- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 22 აპრილის №------- ბრძანება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 209-210)
3.1.5. 2014 წლის 04 ივნისს, შპს ,-------–------ის’’ წარმომადგენელმა ნ-----–-----–--------–---–მა №------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სერვიტუტის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, რ----------------–---–------–-----–------------
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ივნისის №-------------08 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე მდებარე №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სერვიტუტის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,-------–------ის’’ წარმომადგენლის ნ-----–-----–--------–---–ის 2014 წლის 04 ივნისის №------------ განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 207-208)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ივნისის №-------------08 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 228)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 13/06/2014(იხ. ტომი 1, ს.ფ. 229-231)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 04 და 05 ივლისის რეაგირების ოქმები, საიდანაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე, შპს ,-------–------ის’’ კუთვნილ ტერიტორიაზე იდგა ავტომანქანა, რომელიც ხელს უშლიდა შპს ,,ფ--------–ას’’ საკუთრებაში არსებულ ფართში შესვლას, ავტომანქანის მფლობელი კი უარს აცხადებდა გაყვანაზე მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შპს-ს მფლობელს ეზღუდებოდა მის ფართში შესვლის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის რეაგირების ოქმი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 49-50)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 05 ივლისის რეაგირების ოქმი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 47-48)
3.1.7. 2018 წლის 06 ივლისს, ,,შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენელმა ნ-------------–---–მა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14ნოემბრის №------ გადაწყვეტილების და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 27 დეკემბრის №------- ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს 2018 წლის 06 ივლისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება და 2013 წლის 27 დეკემბრის №------- ბრძანება და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს 2018 წლის 06 ივლისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 20-24)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანება ,,შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 59-70)
3.1.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 26 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილებით აღდგენილი იქნა სერვიტუტის უფლება ქ.თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე მდებარე №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 101)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 103-105)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა მის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,-------–------ის’’ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის(სააგენტოს) წესდება(დებულება)(სადავო პერიოდში მოქმედი), ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი”(სადავო პერიოდში მოქმედი), ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანება ,,შპს,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 26 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო მიუთითებს ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე’’(სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც არეგულირებს ქ.თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროცესში, ტერიტორიისათვის შესაძლებელია დადგენილ იქნეს საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ასევე განმარტოს თავად სერვიტუტის ცნება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული(დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ(სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამშენებლო სამართალურთიერთობა იცნობს მხოლოდ საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტის ინსტიტუტს, რა დროსაც სარგებლობის კანონისმიერი ფარგლები უფლებამოსილი პირებისათვის მიწის ნაკვეთის სარგებლობის მიზნით, შეღავათის შექმნაა. ზოგადად, სერვიტუტის არსი მდგომარეობს უფლებამოსილი პირის მიერ სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, ან/და დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ზოგიერთი უფლების გამოყენების აკრძალვაში.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წლის მომზადებულ გეგმაზე ქალაქ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, რ----------------–---–------–-----–------------ე(საკ.კოდი: №----------------) დატანილი იქნა სერვიტუტი.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის’’ 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად(სადავო პერიოდში მოქმედი), ,,საზოგადოებრივი სერვიტუტი დგინდება ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ეფუძნება განაშენიანების რეგულირების გეგმების და ამ წესების მოთხოვნებს თუ ისინი განპირობებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით.
განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე(საკ.კოდი: №----------------) არსებულ მიწის ნაკვეთზე დატანილი სერვიტუტი წარმოადგენდა საზოგადოებრივს, ვინაიდან, უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის მიზანი იყო საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფა.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2008წლის 22დეკემბრის №24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის(სააგენტოს) წესდება (დებულება) (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის მე-2 მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ.თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)ქალაქის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება. გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ა“ და ,,ფ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის ფუნქციებია: არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე; ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილების შეფასება. ამავე დებულების მე-7.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ,,ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის მომზადება.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს კონკრეტული მოთხოვნის მიზანშეწონილობის საკითხი, კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, ვინაიდან კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს კანონით დადგენილ ფარგლებში მისი განხორციელების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 07 ნოემბერს ნ-----–-----–--------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს სერვიტუტის გაუქმების თაობაზე ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემის მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა ასევე რ----------------–---–------–-----–------------ე, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3----ვ.მეტრი მიწის ნაკვეთის გეგმა, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები და შპს ,-------–------ის’’ დირექტორის ლია პირველის განმარტება იმის თაობაზე, რომ სერვიტუტის არსებობის საჭიროება აღარ არსებობს, ვინაიდან, შესყიდული იქნა ის მიწის ნაკვეთები, რომელთა მომსახურების მიზნითაც დადებული იქნა სერვიტუტი, ხოლო ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №----------------) მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სერვიტუტის გაუქმება.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, რ----------------–-------------------–-----–---------–--–-- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 7550.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 5, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №---------------------12(ფართი 78.46კვ.მეტრი) და №---------------------13(ფართი 62.27კვ.მეტრი), 2003 წლის 09 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ფ--------–ას’’ სახელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემის მოთხოვნაზე 2013 წლის 07 ნოემბრის №--------- განცხადებით ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავდა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წლის მომზადებულ გეგმაზე დატანილ სერვიტუტთან დაკავშირებით არსებულ რეალობას, ვინაიდან, როგორც განმცხადებელი უთითებდა, მათ მიერ შესყიდული იქნა ყველა ის მიწის ნაკვეთი,რომელთან მისასვლელადაც დატანილი იყო სერვიტუტი, თუმცა სინამდვილეში შპს,,ფ--------–ას’’ საკუთრება გააჩნდა 2013 წლის მდგომარეობითაც. ყოველივე აღნიშნული გარემოება კი ჰქმნის იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14ნოემბრის №------ გადაწყვეტილება გამოცემულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს შპს,-------–------ისგან’’ არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული შესყიდულ საკადასტრო ერთეულებთან მიმართებით.
რაც შეეხება ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013წლის 27 დეკემბრის №------- ბრძანების კანონიერების საკითხს,- აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილია, რომ 2013 წლის 15 ნოემბერს ნ-----–-----–--------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წლის მომზადებულ გეგმაზე, ქალაქ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, რ----------------–---–------–-----–------------ე, შპს ,,------–-----–---------- 2----ვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე დატანილი სერვიტუტის გაუქმება. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 27 დეკემბრის №------- ბრძანებით კი, გაუქმდა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წლის მომზადებულ გეგმაზე, ქალაქ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, რ----------------–---–------–-----–------------ე, შპს ,,------–-----–---------- 2500 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთის გეგმაზე დატანილი სერვიტუტი. ამასთან, ამავე აქტის სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთებისათვის მისასვლელი გზის მოსაწყობად დატანილი სერვიტუტის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენდა №------ გადაწყვეტილება და მიმდებარე მიწის ნაკვეთების ალტერნატიული გზით უზრუნველყოფა.
მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს ის გარემოება, თუ რამდენად იქნა დაცული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სერვიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებით კანონმდებლობის მოთხოვნები და დაირღვა თუ არა რაიმე ფორმით მესამე პირის უფლებები, ვინაიდან მითითებული გარემოების გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმდენად, რამდენადაც ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14ნოემბრის №------ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი ეჭქვეშ იქნა დაყენებული, არასრული ინფორმაციის მიწოდების კუთხით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მესამე პირს შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, მისასვლელი გზის არქონის გამო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ფ--------–ას’’ საკუთრებაში არსებულ №---------------------13 და №---------------------12 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ფართებთან დაკავშირება შესაძლებელია შპს ,-------–------ის’’ საკუთრებაში არსებული №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. სწორედ ხსენებული მიწის ნაკვეთის მისასვლელ გზად სარგებლობის მიზანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წლის მომზადებულ გეგმაზე დატანილი სერვიტუტი. ამასთან, 2013 წლის 07 ნოემბრის №--------- განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის მსგავსად, 2013 წლის 15 ნოემბრის №--------- განცხადების მოთხოვნაზეც დაფიქსირებული იქნა შპს ,,ფ--------–ას’’ საკუთრებაში არსებული საკადასტრო კოდებისა და ალტერნატიული გზის არარსებობის ფაქტი.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით(ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით დგინდება, რომ შპს ,,ფ--------–ას’’ ფაქტობრივად შეეზღუდა საკუთრების უფლება, ვინაიდან სერვიტუტის არ არასებობის გამო არ აქვს საკუთრებასთან მისასვლელი გზა. ხსენებულ გარემოებას შპს ,,ფ--------–ა’’ ადასტურებს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 04 და 05ივლისის რეაგირების ოქმებით, საიდანაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე, შპს,-------–------ის’’ კუთვნილ ტერიტორიაზე იდგა ავტომანქანა, რომელიც ხელს უშლიდა შპს ,,ფ--------–ას’’ საკუთრებაში არსებულ ფართში შესვლას, ავტომანქანის მფლობელი კი უარს აცხადებდა გაყვანაზე მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შპს-ს მფლობელს ეზღუდებოდა მის ფართში შესვლის უფლება. ყოველივე აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013წლის 14 ნოემბრის №------ გადაწყვეტილების მსგავსად, 2013 წლის 27დეკემბრის №------- ბრძანების გამოცემაც განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
6.4. სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013წლის 27დეკემბრის №------- ბრძანება წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობა კი არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–-----–--------–---–ის მიერ ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემისა და სერვიტუტის გაუქმების მოთხოვნაზე ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2013 წლის 07 ნოემბრის №--------- და 2013 წლის 15 ნოემბრის №--------- განცხადებებით წარდგენილი დოკუმენტაცია ემყარება არასწორ, მცდარ ინფორმაციას, რამდენადაც განმცხადებლის მიერ მითითებულ დოკუმენტაციაში არ იქნა ასახული სრულყოფილი მონაცემები შესყიდულ და დარჩენილ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით და ადგილი ჰქონდა განმცხადებლის უკანონო ქმედებას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მან სადავო აქტების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რამაც, საბოლოო ჯამში, არსებითი ზეგავლენა იქონია მოცემულ სამართალურთიერთობაზე. ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურში სწორი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენის პირობებში, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, კერძოდ, ასეთ შემთხვევაში, სერვიტუტის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახური განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაუდგენდა ხარვეზს და განუსაზღვრავდა მას ვადას შპს ,,ფ--------–ას’’ თანხმობის წარსადგენად. სასამართლო იზიარებს მოპასუხის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14ნოემბრის №------ გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 27 დეკემბრის №------- ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებისთვის გამორიცხავს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ პირის კანონიერ ნდობას და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას, რომლის კომპეტენციაც გააჩნდა სწორედ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აღნიშნული სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეპირისპირების მიზნით. ამასთან, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ის გარემოებაც, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002წლის მომზადებულ გეგმაზე სერვიტუტის დატანის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფა, რათა თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელებით გადაადგილება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სწორად იქნა მიღებული გასაჩივრებული- 2018 წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანება, რომლთაც დაკმაყოფილდა შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს 2018 წლის 06 ივლისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება, 2013წლის 27 დეკემბრის №------- ბრძანება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა, რამეთუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის №10-16 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების ამოქმედებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული განვითარების მიმართულებით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სამსახურად განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, ხოლო მიმდინარე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
ამდენად, შპს ,-------–------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა ,,შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 26 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის-ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს(შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის(მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში(21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძლებს. კერძოდ,- სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:
ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას;
ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას;
გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი;
ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას;
ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე;
ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია;
ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ)ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ)ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე)არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ)წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილებით აღდგენილი იქნა სერვიტუტის უფლება ქ.თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე მდებარე №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 სექტემბრის №--- ბრძანება ,,შპს ,,ფ--------–ას’’ დირექტორის ფ-------------–----ის წარმომადგენლის ნ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’, სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სწორად მოახდინა რეგისტრაცია, რომლითაც აღადგინა სერვიტუტის უფლება ქ.თბილისში, რ----------------–---–------–-----–------------ე მდებარე №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,-------–------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,-------–------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ- გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,-------–------ის’’ სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის, შპს ,,ფ--------–ას’’ მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი