გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1604-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - სს ,--------–----------------–-----------
წარმომადგენლები ----------–--–------------------------------------------
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენლები - ა------–-----–----------------–--------–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ ლ--–--------–---–--თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15; 2019 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №0------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15; 2019 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019წლის 0- თებერვლის №0------ გადაწყვეტილება სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 30 აპრილის №2-- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’ პაციენტ ლ--–--------–---–-- მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15; 2019 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019წლის 06 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 10 ივლისის №3-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილების თანახმად, ,--------–----------------–------------ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტების მარგალიტა შოთაძის და ლ--–--------–---–-- სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’, ასევე, 2013 წლის 12 ივნისის №0------- გადაწყვეტილების თანახმად, ,,სა-----–----------------–-----------’- ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტ ი-–----------–---–ის სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 0- თებერვლის №0------ გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო შემთხვევებზე ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში, ხოლო 2019 წლის 06 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, სააგენტომ არ იხელმძღვანელა აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2017წლის 08ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №9--- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი-ლ--–--------–---–ი(დაბადებული 08.0-.1---–--–---–---------------------) 2017 წლის 0-ოქტომბერს მოათავსეს სს,,სა-----–----------------–-----------’-ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S72.1 მოტეხილობა ციბრუტებზე გავლით; R-- სხვა ზოგადი სიმპტომები და ნიშნები; Z00.0 ზოგადი სამედიცინო გასინჯვა; S72.1 მოტეხილობა ციბრუტებზე გავლით/6---------თანმხლები).
მოკლე ანამნეზი: პაციენტის გადმოცემით სტაციონირების დღეს - 0-.10.17-ში დავარდა სახლში, უჩივის ტკივილს მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში. ვერ ეყრდნობა კიდურს, მოძრაობა შეუძლებელია.
ჩატარებული მკურნალობა: RFRB00 მოძრაობის და ფუნქციონირების მხარდაჭერის დამხმარე ტექნიკური მომსახურება; ZYZA00 სტაციონარი; NFSB20 მენჯ-ბარძაყის სახსრის პირველადი სრული ჩანაცვლება პროთეზით ცემენტის გამოყენების გარეშე; NFSJ41 ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირის, ღეროს, სერკლაჟის ან ლურსმნის გამოყენებით, ბარძაყის ძვლის ციბრუტებზე გამავალი(პერტროქანტერული); WGX500 სისხლის ან ერითროციტების გადასხმა.
პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას(08.10.2017წ.): საერთო მდგომარეობა კარგი, დადის ყავარჯნების დახმარებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №9--- (ს.ფ. 34-53)
- სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2017წლის 08ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(ს.ფ. 54-56)
3.1.2. სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018წლის 0- თებერვლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №8-- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი-ი-–----------–---–ი(დაბადებული 09.0-.1989 წელს, შ----------------------) 2018 წლის 01თებერვალს მოათავსეს სს ,,სა-----–----------------–-----------’- ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: M24.5 სახსრის კონტრაქტურა, M25.7 ოსტეოფიტი(თანმხლები), მარჯვენა მუხლის სახსრის ოსტეოფიტი, მარჯვენა მუხლის სახსრის კონტრაქტურა.
მოკლე ანამნეზი: პაციენტის გადმოცემით რამოდენიმე თვის წინ მიიღო ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რის შემდეგაც მარჯვენა ქვედა კიდურზე ედო თაბაშირის ნახვევი 3 კვირა, შემდეგ ფიქსატორი, რის შემდეგაც, როგორც თვითონ გადმოცემს, შეეზღუდა მარჯვენა მუხლის სახსრის ფუნქცია, აღენიშნება გაშლითი კონტრაქტურა, გაშლა 0 გრადუსი, მოხრა 50 გრადუსი. პალპაციით აღინიშნება ტკივილი მუხლის სახსრის არეში, მკურნალობდა კონსერვატიულად - უშედეგოდ. პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილები. იმყოფება გამაყუჩებლებზე. პაციენტს ჩაუტარდა კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მოთავსდა სტაციონარში ოპერაციული მკურნალობის მიზნით.
ჩატარებული მკურნალობა: NGSH31 მუხლის სახსრის შეხორცებისაგან გამოთავისუფლება - ართროსკოპიული; NGSH51 - მუხლის სახსრიდან სახსრისშიდა ეგზოსტოზის ან ოსტეოფიტის ამოკვეთა - ართროსკოპიული; მარჯვენა მუხლის სახსრის ოსტეოფიტის მოცილება, მარჯვენა მუხლის სახსრის ართროლიზი, ართროსკოპია.
პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას(08.10.2017წ.): სტაბილიზაცია. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №9--- (ს.ფ. 57-64)
- სს ,,სა-----–----------------–-----------’-ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018წლის 0-თებერვლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(ს.ფ. 65-67)
3.1.3. სს ,,სა-----–----------------–-----------’ 2018 წლის 20თებერვლის „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, წარდგენილ შემთხვევას №7--------; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) – 4599, განესაზღვრა სტატუსი- არ ანაზღაურდება.
სს ,,სა-----–----------------–-----------’ 2018წლის 25მაისის „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, წარდგენილ შემთხვევას №1---------; შემთხვევის ტიპი - გეგმიური ქირურგიული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) – 662,5, განესაზღვრა სტატუსი- არ ანაზღაურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,სა-----–----------------–-----------’ 2018წლის 20თებერვლის „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი(ს.ფ. 21)
- სს ,,სა-----–----------------–-----------’ 2018წლის 25მაისის „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი(ს.ფ. 21)
3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი ლ--–--------–---–ი, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 3--ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, 2017 წლის სექტემბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით 0-.10.17-დან 08.01.2017-მდე, დიაგნოზით: S72.1 - S72.1 - მოტეხილობა ციბრუტებზე გავლით. ჩარევები: SUR2177268, NFSB20 - მენჯ-ბარძაყის სახსრის პირველადი სრული ჩანაცვლება ენდოპროტეზით, ცემენტის გამოყენების გარეშე და NFSJ41 ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირის, ღეროს, სერკლაჟის ან ლურსმნის გამოყენებით, ბარძაყის ძვლის ციბრუტებზე გამავალი(პერტროქანტერული).
ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე(როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%). მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, ამ გადაწყევტილების დანართის სახით წარდგენილ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ანაზღაურდება“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(ს.ფ. 19-20)
3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №0------- გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი ი-–----------–---–ი, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 3--ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მკურნალობდა სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გეგმიური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 01.02.18-დან 0-.02.18-ის ჩათვლით. განხორციელდა ოპერაციული ჩარევა: მუხლის სახსრის შეხორცებისაგან გამოთავისუფლება ართროსკოპიული(NGSH31); მუხლის სახსრიდან სახსრისშიდა ეგზოსტოზის ან ოსტეოფიტის ამოკვეთა ართროსკოპიული(NGSH51); დიაგნოზის სახსრის კონტრაქტურა, ოსტეოფიტის გამო. საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ დამატებითი ჩარევის კოდის(NGSH31) მიწოდებით ხელოვნურად გაიზარდა სახელმწიფო მიერ ასანაზღაურებელი თანხა, რის გამოც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი ინტერვენცია, ამასთანავე, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო მიერ ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდა 10%. ამ უკანასკნელ გარემოებას არ დაეთანხმა კლინიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მთლიან შემთხვევას №1--------- მიენიჭა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’ საქართველოს მთავრობის 3--ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №0------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(ს.ფ. 16-17)
3.1.6. 2018 წლის 30 აპრილს, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი- ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის’’ დირექტორმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 0- თებერვლის №0------ გადაწყვეტილებით სს ,,-------–----------------–-----------------------–--------------------–---- 2018 წლის 30 აპრილის №2-- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო შემთხვევებზე ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ს------–----------------–-------------------------–--------------------–---’ დირექტორის 2018 წლის 30 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 25-28)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 0-თებერვლის №0------ გადაწყვეტილება სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 30 აპრილის №2-- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’(ს.ფ. 31-33)
3.1.7. 2018 წლის 10 ივლისს, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი- ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის’’ დირექტორმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 12 ივნისის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებით სს ,,-------–----------------–-----------------------–--------------------–---- 2018 წლის 10 ივლისის №3-- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,-------–----------------–-----------------------–--------------------–---- დირექტორის 2018 წლის 10 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 22-24)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06თებერვლის №0------ გადაწყვეტილება სს ,,სა-----–----------------–-----------’- ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 10 ივლისის №3-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(ს.ფ. 29-30).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 10-.1 მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,სა-----–----------------–-----------’ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №3- დადგენილება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №1---- ბრძანებით დამტკიცებული ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №0------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 0-თებერვლის №0------ გადაწყვეტილება სს,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი- ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის’’ 2018 წლის 30აპრილის №2-- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება სს ,,ს------–----------------–-------------------------–--------------------–---’ 2018 წლის 10 ივლისის №3-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ ლ--–--------–---–--თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12ივნისის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №3- დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის(შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა)საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა)პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №2-- ან/და 2012 წლის 7 მაისის №1-- დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ)ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს(შემდგომში -სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო(შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №3- დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.
საქმეში წარმოდგენილი სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2017წლის 08ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №9--- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი-ლ--–--------–---–ი(დაბადებული 08.0-.1947 წელს, შემთხვევის №7--------) 2017 წლის 0-ოქტომბერს მოათავსეს სს ,,სა-----–----------------–-----------’ - ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S72.1 მოტეხილობა ციბრუტებზე გავლით; R-- სხვა ზოგადი სიმპტომები და ნიშნები; Z00.0 ზოგადი სამედიცინო გასინჯვა; S72.1 მოტეხილობა ციბრუტებზე გავლით/6---------თანმხლები). მოკლე ანამნეზი: პაციენტის გადმოცემით სტაციონირების დღეს - 0-.10.17-ში დავარდა სახლში. უჩივის ტკივილს მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში. ვერ ეყრდნობა კიდურს. მოძრაობა შეუძლებელია. ჩატარებული მკურნალობა: RFRB00 მოძრაობის და ფუნქციონირების მხარდაჭერის დამხმარე ტექნიკური მომსახურება; ZYZA00 სტაციონარი; NFSB20 მენჯ-ბარძაყის სახსრის პირველადი სრული ჩანაცვლება პროთეზით ცემენტის გამოყენების გარეშე; NFSJ41 ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირის, ღეროს, სერკლაჟის ან ლურსმნის გამოყენებით, ბარძაყის ძვლის ციბრუტებზე გამავალი(პერტროქანტერული); WGX500 სისხლის ან ერითროციტების გადასხმა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 30 მარტის №0------- გადაწყვეტილებით ასევე ირკვევა, რომ პაციენტი ლ--–--------–---–ი, 2017 წლის სექტემბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სს ,,სა-----–----------------–-----------’-ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით 0-.10.17-დან 08.01.2017-მდე, დიაგნოზით: S72.1 - S72.1 - მოტეხილობა ციბრუტებზე გავლით. ჩარევები: SUR2177268, NFSB20 - მენჯ-ბარძაყის სახსრის პირველადი სრული ჩანაცვლება ენდოპროტეზით, ცემენტის გამოყენების გარეშე და NFSJ41 ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირის, ღეროს, სერკლაჟის ან ლურსმნის გამოყენებით, ბარძაყის ძვლის ციბრუტებზე გამავალი(პერტროქანტერული). ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, ამ გადაწყევტილების დანართის სახით წარდგენილ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ანაზღაურდება“.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის №3- დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და საქმეში წარმოდგენილი პაციენტ ლ--–--------–---–-- სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ სს ,,-------–----------------–-----------------------–--------------------–---- მიერ თანმხლები ნოზოლოგიური კოდი(6--------) წარდგენილი იქნა პროგრამის პირობების დარღვევით და ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდი. შესაბამისად, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო მითითებული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე(როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%).
რაც შეეხება პაციენტ ი-–----------–---–ის შემთხვევას,- აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ სს ,,სა-----–----------------–-----------’- ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018წლის 0-თებერვლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №8-- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ი-–----------–---–ი(დაბადებული 09.0-.1989 წელს, შ----------------------) 2018წლის 01 თებერვალს მოათავსეს სს ,,სა-----–----------------–-----------’- ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: M24.5 სახსრის კონტრაქტურა, M25.7 ოსტეოფიტი(თანმხლები), მარჯვენა მუხლის სახსრის ოსტეოფიტი, მარჯვენა მუხლის სახსრის კონტრაქტურა. მოკლე ანამნეზი: პაციენტის გადმოცემით რამოდენიმე თვის წინ მიიღო ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რის შემდეგაც მარჯვენა ქვედა კიდურზე ედო თაბაშირის ნახვევი 3 კვირა, შემდეგ ფიქსატორი, რის შემდეგაც, როგორც თვითონ გადმოცემს, შეეზღუდა მარჯვენა მუხლის სახსრის ფუნქცია, აღენიშნება გაშლითი კონტრაქტურა, გაშლა 0 გრადუსი, მოხრა 50 გრადუსი. პალპაციით აღინიშნება ტკივილი მუხლის სახსრის არეში, მკურნალობდა კონსერვატიულად - უშედეგოდ. პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილები. იმყოფება გამაყუჩებლებზე. პაციენტს ჩაუტარდა კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მოთავსდა სტაციონარში ოპერაციული მკურნალობის მიზნით. ჩატარებული მკურნალობა: NGSH31 მუხლის სახსრის შეხორცებისაგან გამოთავისუფლება - ართროსკოპიული; NGSH51 - მუხლის სახსრიდან სახსრისშიდა ეგზოსტოზის ან ოსტეოფიტის ამოკვეთა - ართროსკოპიული; მარჯვენა მუხლის სახსრის ოსტეოფიტის მოცილება, მარჯვენა მუხლის სახსრის ართროლიზი, ართროსკოპია.
სასამართლო ასევე მიუთითებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12ივნისის №0------- გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, პაციენტი ი-–----------–---–ი მკურნალობდა სს ,,სა-----–----------------–-----------’- ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გეგმიური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 01.02.18-დან 0-.02.18-ის ჩათვლით. განხორციელდა ოპერაციული ჩარევა: მუხლის სახსრის შეხორცებისაგან გამოთავისუფლება ართროსკოპიული(NGSH31); მუხლის სახსრიდან სახსრისშიდა ეგზოსტოზის ან ოსტეოფიტის ამოკვეთა ართროსკოპიული(NGSH51); დიაგნოზის სახსრის კონტრაქტურა, ოსტეოფიტის გამო. საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ დამატებითი ჩარევის კოდის(NGSH31) მიწოდებით ხელოვნურად გაიზარდა სახელმწიფო მიერ ასანაზღაურებელი თანხა, რის გამოც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი ინტერვენცია, ამასთანავე, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო მიერ ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდა 10%. ამ უკანასკნელ გარემოებას არ დაეთანხმა კლინიკა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მთლიან შემთხვევას №1--------- მიენიჭა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’ საქართველოს მთავრობის 3-- ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
მოცემულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დამატებითი ჩარევის კოდის(NGSH31) მიწოდებით, ხელოვნურად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა, რის გამოც ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ერთი ინტერვენცია, ამასთან, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო მიერ ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდა 10%. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას, ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №0------- და 2018 წლის 12ივნისის №0------- გადაწყვეტილებები(გასაჩივრებულ ნაწილში), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი შესაბამისი მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების შესახებ.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, სს ,,-------–----------------–-----------------------–--------------------–---- 2018 წლის 30 აპრილის №2-- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 0- თებერვლის №0------ გადაწყვეტილების(პაციენტ ლ--–--------–---–-- მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სს ,,ს------–----------------–-------------------------–--------------------–---’ 2018 წლის 10 ივლისის №3-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 თებერვლის №0------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა თუ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 0-თებერვლის №0------ და 2019 წლის 06 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებების(გასაჩივრებულ ნაწილში) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამდენად, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსს’’ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-158(ას ორმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით. ამასთან, სს ,,სა-----–----------------–-----------’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-7-ე და 3-9-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სა-----–----------------–-----------’ სარჩელი მოპასუხე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი