გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.04.2019
საქმის ნომერი
190310018002768534
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-388-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.04.2-19 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო-----

მოსარჩელე- ვ----- გ--------,წარმომადგენელი - ლ-–- პ--------–---–ი, მ-----– ლ---------–---–ი,მოპასუხე- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო,წარმომადგენელი: ნ----ლ------------ე, მ---------–---–ი,დავის საგანი- ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (თვითმმართველის ქალაქ რუსთავის საკრებულოს) 2-14 წლის 2- იანვრის №2-- დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გეგმის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-14 წლის 2--------ს №2-- დადგენილების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავში, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ 02.0-.02.9-- მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1-ის სტატუსი.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. რუსთავი, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ს. კ.02.0-.02.9-- 56 კვ.მ. ფართის. კუთვნილ მიწაზე შენობა-ნაგებობა, მსუბუქი კონსტრუქცია-პავილიონის განთავსების მიზნით 2-18 წლის 2- სექტემბერს განცხადებით მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარდგენილი არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტის (ესკიზის) შეთანხმებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემის თაობაზე, რაზედაც ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში და აღნიშნულ ზონაში მსუბუქი კონსტრუქციის პავილიონის მშენებლობა დაუშვებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვინაიდან გასაჩივრებული აქტები გამოცემულია სადავო პერიოდში მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. 2-13 წელს USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" მიზანს წარმოადგენდა ხელისუფლების ყველა დონეზე გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინსტიტუციური ეფექტიანობის გაუმჯობესება. ასევე, მიზნად ისახავდა მოქალაქეებისათვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდების, სამთავრობო უწყებების, დაინტერესებულ მხარეების, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. მოქალაქეთა ჩართულობით განხორციელდა რუსთავის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისთვის კონცეფტუალური საფუძვლების შექმნა; ქალაქის ოპტიმალური ეფექტიანი საზოგადოების მოთხოვნილებებისა და მისწრაფებების შესაბამისი ურბანული განვითარების მოდელის წინაპირობის შემუშავება; ქალაქთმშენებლობის დაგეგმარების პროცესში საჯაროობის ხელმისაწვდომობის და ჩართულობის პრინციპების დანერგვა. აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო არა მარტო ქალაქ რუსთავის მერია, მერიის სამსახურები და საკრებულო, არამედ დაინტერესებული მხარეები - მოქალაქეები. გათვალიწინებული იქნა მათი ძირითადი ხედვები და ამოცანები. ამან ყველაფერმა ასახვა ჰპოვა რუსთავის ურბანული დაგეგმარების სტრატეგიულ გეგმასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში. ამასთან, სადაო რეგულირებით ხდება საკუთრების უფლების ობიექტის გამოყენების გარკვეული შეზღუდვა, თუმცა მესაკუთრეს მისი ფლობა და სარგებლობა შეუძლია და არ ხდება საკუთრების უფლების იმგვარი შეზღუდვა, რაც საკუთრების არსის დარღვევას იწვევს. მით უფრო როდესაც მოქალაქეს შეუძლია სატრანსპორტო ზონის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქ. რუსთავი, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 56 კვ.მ ს. კ. 02.0-.02.9--, 2-14 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენს ვ----- გ--------ს საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-16);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 17-18);

 

3.1.2. 2-18 წლის 2- სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემის მიზნით, რაზედაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 2-18 წლის 27 სექტემბრის №02------ წერილით ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის 2-14 წლის 2--------ს №2-- დადგენილების შესაბამისად მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში. რაც შეეხება, აღნიშნულ ზონაში მსუბუქი კონსტრუქციის პავილიონის მშენებლობას, დაუშვებელია მშენებლობის განხორციელება, ვინაიდან სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს, (მათ შორის ტროტუარებს) მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს და მატარებლის სადგომ ტერიტორიებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-16);

- განცხადება (ტომი I, ს. ფ. 19-2-);

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის 2-18 წლის 27 სექტემბრის №02------ წერილი (ტომი I, ს. ფ. 22);

 

3.1.3. ქ. რუსთავის საკრებულოს 2-14 წლის 2--------ს #2-- დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები". 2-14 წლის 11 ივლისის #2-- დადგენილებით ცვლილებები შევიდა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2-14 წლის 2--------ს #2-- დადგენილებაში: ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"; ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში, ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით.

 

2-18 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოსარჩელემ სარჩელით მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ,,ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-14 წლის 25 ივნისის №2-- დადგენილების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (თვითმმართველის ქალაქ რუსთავის საკრებულოს) 2-14 წლის 2- იანვრის №2-- დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გეგმის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1-ის სტატუსი. ქალაქ რუსთავის მიწათსარგებლობის გეგმა მოიცავს ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და ძირითადი დებულებებით" განსაზღვრული ზოგადი ფუნქციური ზონებიდან სატრანსპორტო ზონას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-16);

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-14 წლის 25 ივნისის №2-- დადგენილება (ტომი II, ს. ფ. 37-57)

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (თვითმმართველის ქალაქ რუსთავის საკრებულოს) 2-14 წლის 2- იანვრის №2-- და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-14 წლის 2--------ს №2-- დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავში, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ 02.0-.02.9-- მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1-ის სტატუსი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების გარეშე, ნორმატიული აქტის სადავო ნაწილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს საკუთრების უფლებას იმ ხარისხით, რომ შინაარსს უკარგავს საკუთრების უფლებას, როგორც ობიექტურ ღირებულებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ სტანდარტებთან; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სადავო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად სადავო ტერიტორიის სატრანსპორტო ზონა 1-ით (ტრ-1) განსაზღვრას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი; ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტს, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ისევე როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის დეფინიციიდან ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმულირებიდანაც უნდა გამოიყოს ელემენტები, რომლებიც საერთო ჯამში ჰქმნიან ცნების ზოგად ხასიათს. ესენია: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო; ბ) საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და გ) ქცევის ზოგადი წესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალურ, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს, დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

 

ამგვარად, ნორმატიული აქტით, მოწესრიგებული ურთიერთობის ყველა ასპექტი, განსაკუთრებით კი - ის დებულებები, რომლებიც ზღუდავს კერძო ინტერესს, უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2-14 წლის 2- იანვრის №2-- და 2-14 წლის 11 ივლისის №2-- დადგენილებების ის ნაწილები რომლითაც ქ. რუსთავში, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ 02.0-.02.9-- მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1-ის სტატუსი. სადავო ნორმატიული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონი.

 

ამდენად, სასამართლო ამოწმებს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის საკითხს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავოა ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების მატერიალურ - შინაარსობრივი კანონიერება, რა დროსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმებისას მოწმდება არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში. ამ კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები არის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს. დასახელებული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები, ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, კი დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების ტერიტორიის ნაწილებისათვის ან მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა.

 

მითითებული კანონის 27-ე მუხლის პირველი-მესამე პუნქტების თანახმად, დასახლებათა მიწათსარგებლობის (უფლებრივი ზონირების) დაგეგმვის არსია დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა, მისი დაყოფა ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად). მიწათსარგებლობის თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდება: ა) მიწათსარგებლობის ზონების შესაძლო სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი; ბ) ცალკეულ ზონებში ტერიტორიების გამოყენების სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები. ტერიტორიების განაშენიანების თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდება: ა) თითოეული ზონისათვის განაშენიანების (სამშენებლო განვითარების) პარამეტრები და მათი მაქსიმალური ან/და მინიმალური მაჩვენებლები; ბ) განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა (საჭიროების შემთხვევაში).

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2-11 წლის 11 მარტის №7- დადგენილებით დამტკიცებულია თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები. აღნიშნული წესის მე-17 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), (ჩამონათვალის ფარგლებში - ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს).

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საკუთრების უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა" და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის დასაშვები ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს, ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 17--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და მითითებას ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კანონის ეს დანაწესი გაგებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჩარჩოების ფარგლებში.

 

გარდა აღნიშნულისა, მესაკუთრეს ერთმევა შესაძლებლობა, მიწის ნაკვეთი გამოიყენოს სამშენებლოდ, ამასთან, ქონების დანიშნულების განსაზღვრა ხდება იმგვარი სარგებლობისათვის, რომელიც შინაარსობრივად მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება და ვერანაირად ვერ იქნება გამოყენებული მესაკუთრის მიერ. შეზღუდვა ეხება სარგებლობის უფლებას, რაც საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. შეზღუდვის თავისებურებიდან გამომდინარე, მოცემული სახის შეზღუდვა ეჭვქვეშ აყენებს საკუთრების უფლების არსს, რადგან სატრანსპორტო ზონა 1-ის სტატუსის მინიჭებით ვ----- გ-------ს ეკრძალება ყოველგვარი მშენებლობის წარმოება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საკუთრების უფლების იმ ხარისხით შეზღუდვის ფაქტი, რაც შინაარსს უკარგავს მას, რადგან საკუთრება სარგებლობის უფლების გარეშე მხოლოდ ფორმალურად რეგისტრირებულ უფლებად იქცევა. სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატრანსპორტო ზონა 1-ით (ტრ-1) განსაზღვრას. ამასთან სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჭიროებას ასაბუთებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო. მოცემულ შემთხვევაში ასეთი არ დგინდება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, დარღვეულია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრების მიმდებარე ტერიტორიაზე განთვასებულია მესამე პირთა კომერციული ფართები. (ტომი II, ს. ფ. 210-217)

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-14 წლის 2- იანვრის №2-- დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გეგმის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-14 წლის 2--------ს №2-- დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც ქ. რუსთავში, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ 02.0-.02.9-- მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1-ის სტატუსი, ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას.

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-17 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ----- გ--------ს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2-14 წლის 2- იანვრის №2-- დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გეგმა იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავი, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ----- გ--------ს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ს.კ. 02.0-.02.9-- მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1-ის სტატუსი; ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2-14 წლის 2--------ს №2-- დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ,,ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა" იმ ნაწილში, რომლითაც ქ. რუსთავი, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ----- გ--------ს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ს. კ. 02.0-.02.9-- მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1-ის სტატუსი;

 

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6) .

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი