განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი,ბრალდების მხარე
პროკურორი - ნა-------------,დაცვის მხარე
ადვოკატი - ან---------ი,ბრალდებული: კ-----------------------------
დაბადების თარიღი: 0----------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------
ნასამართლობა: მქონე,რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ნ-----–-----------------------
საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ნ-----–----------------------
სისხლის სამართლის საქმე: 0------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის მხრიდან დედაზე განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, კო-------------------------ეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.
2017 წლის 8 დე-------ს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ნ-----–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კო-------------------------ემ თავისი არასრულწლოვანი შვილის - სა----------------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - მა-----------–--------ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი; ასევე, ამავე წლის 4 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე დროის მონაკვეთში, კო-------------------------ე სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას დედამისს, რაც გამოიხატებოდა მუდმივად უცენზურო სიტყვებით მიმართვაში და ლანძღვაში.
2018 წლის თებერვლის თვეში და ამავე წლის 4 ივნისიდან 6 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, ნ-----–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კო-------------------------ე თავისი არასრულწლოვანი შვილის სა----------------ის თანდასწრებით, სისტემატურად ახორციელებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა დედამისს მა-----------–--------ს, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან გინებისა და ლანძღვაში. აღნიშნულით მა-----------–--------ს მიადგა ფსიქოლოგიური ტრავმა და განიცადა ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული კო-------------------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2018 წლის 4 ივნისიდან 6 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, ნ------–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კო-------------------------ე დაემუქრა დედამისს - მა-----------–--------ს ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
ბრალდების დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მა-----------–--------მ განმარტა, რომ მისი შვილი - კო-------------------------ე მას არასდროს დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, ისევე როგორც ჯანმრთელობის დაზიანებით. მუქარა მდგომარეობდა მხოლოდ თვითმკვლელობაში, რომელსაც კო-------------------------ე განახორციელებდა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა შესრულებული მისი მოთხოვნები და ამით აშანტაჟებდა იგი დაზარალებულს.
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ ქე-------------–---–ი, გუ-–--------------–---–ი, თი------------ე. მოწმე ხა---------------------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო მტკიცებულებათა ნაწილზე მხარეები შეთანხმდნენ და სადავოდ არ მიიჩნიეს. უნდა აღინიშნოს არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას კო-------------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით არ შეიცავს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ბრალდებულ კო-------------------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კო-------------------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
დაზარალებულმა მა-----------–--------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ-----–-----------------------ში, შვილთან კო-------------------------ესთან და შვილიშვილთან სა----------------ესთან ერთად. მისი შვილიშვილი სა----------------ე არის 15 წლის. კო-------------------------ე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ ძალიან აგრესიული იყო, რადგან უარს ეუბნებოდა ფულზე, რომელიც კო-------------------------ეს ნარკოტიკული საშალების შესაძენად სჭირდებოდა. იგი ამას აპროტესტებდა და გამოხატავდა აგრესიას, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის 8 დე-------ს იგი იყო აგრესიულად განწყობილი, რის გამოც დასახმარებლად დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას და შეატყობინა მომხდარი. აღნიშნულ ფაქტზე გაღიზიანებულმა კო-------------------------ემ იძალადა მასზე, კერძოდ იგი უხეშად წვდა ხელებით და არ უშვებდა მას. იგი ეუბნებოდა კო-------------------------ეს, რომ ხელი გაეშვა, რადგან განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ამ ფაქტს ასევე შეესწრო მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი - სა----------------ე, რომელიც იქ იმყოფებოდა. კო-------------------------ის მხრიდან პერიოდულად ასევე გრძელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება. ხოლო 2018 წლის 4 ივნისიდან 6 ივნისამდე დროის მონაკვეთში, კო-------------------------ე იყო აგრესიული, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, თხოვდა საცხოვრებელი სახლის გაყიდვას, რასაც ის ეწინააღმდეგებოდა. ყოველივე აღნიშნულით იგი მორალურად განადგურებული იყო, შერყეული ჰქონდა ფსიქიკა და იტანჯებოდა. ყოველივეს შემსწრე იყო მისი შვილიშვილი, რომელიც მათთან ცხოვრობს და კონფლიქტებს ესწრებოდა, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებდა ამ უკანასკნელზე. იგი იძულებული გახდა მიემართა საპატრულო პოლიციისთვის.
მოწმე ქე-------------–---–მა განმარტა, რომ ის კო-------------------------ის ყოფილი მეუღლეა. მათ ჰყავთ საერთო შვილი სა----------------ე, რომელიც 15 წლის არის. მან თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2017 წლის 8 დე-------ს იმყოფებოდა მა-----------–--------ს სახლში, სადაც შეესწრო კონფლიქტს მა-----------–--------სა და კო-------------------------ეს შორის, რასაც ასევე ესწრებოდა მისი შვილი სა----------------ე. ის ამ დროს ოთახში იმყოფებოდა შვილთან ერთად, როდესაც მოესმა ხმამაღალი საუბარი გამოვიდა ოთახიდან სა----------------ესთან ერთად, რა დროსაც დაინახა, თუ როგორ ჰკრა ხელი კო-------------------------ემ მა-----------–--------ს, რომელიც წაბორძიკდა, მაგრამ არ დაცემულა, ის მოუწოდებდა მის მეუღლეს დამშვიდებულიყო, ხოლო ამ უკანასკნელმა იგი ხელით მოიშორა და წავიდა სახლიდან.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 0--------- წ. მოქ. მა-----------–--------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე/ აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარჯვნივ კისრის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, კო-------------------------ის მიერ მა-----------–--------ს მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია მა-----------–--------ს ფსიქოლოგიური ტანჯვა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თი------------ემ.
ბრალდებულმა კო-------------------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოცხრილით, შემაკავებელი ორდერი N------- მოწმეთა) უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კო-------------------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა კო-------------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ კო-------------------------ე ნასამართლევია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ კო-------------------------ის მიმართ შერაცხული ბრალდებები განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები, ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კო-------------------------ეს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კო-------------------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კო-------------------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
კო-------------------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
კო-------------------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ კო-------------------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კო-------------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კო-------------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 07 ივნისის 02:23 საათიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე