გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.12.2018
საქმის ნომერი
330310017002203058
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8217-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - მარი----------------ვი;

წარმომადგენელი - იუ-------–-----ოვი;

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

წარმომადგენელი - ფატ------–-----ძე;

 

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური (ასკ. 16.1);

წარმომადგენელი - გიო-------------ები;

 

მესამე პირი - ვასილი ტატუ-–-–---–ი (ასკ. 16.2);

წარმომადგენელი - ვახ-----------–-–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის N20-69 დადგენილების N-- პოზიცია, რომლის თანახმად ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) დაზუსტდა კონტური და სატრანსპორტო ზონა 1 შეიცვალა საცხოვრებელ ზონა 5-ით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა, საკრებულოს მეხუთე მოწვევის ბოლო სხდომაზე შეიცვალა სატრანსპორტო ზონა 1 და ამის გამო ტერიტორია, რომლის ნაწილით მოსარჩელე მხარე სარგებლობდა, აღმოჩნდა წურწუმიას 53-ის თანამესაკუთრის ფაქტიურ განკარგვაში. მას მანამდეც დაბლოკილი ჰქონდა გზა მოსარჩელის კარებთან გამოსასვლელამდე. ეს ფაქტები ცნობილი იყო საკრებულოსთვის, თუმცა მათ მიიღეს მოსარჩელისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსარჩელე მხარის უფლებას, ისარგებლოს ამ ტერიტორიით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში არ არის დასაბუთებული, რა უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელეს სადავო ნორმატიული აქტით. უფრო მეტიც, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მოსარჩელემ თავად დაადასტურა, რომ ვას--–---------–-–--ლს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც ხდებოდა ზონის ცვლილება. ეს ნიშნავს, რომ ტატუ-–-–---–ს დიდი ხანია შემოღობილი აქვს ეს ნაკვეთი და აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში. ფაქტობრივი მდგომარეობით იქ გზა არ არის, არამედ აღნიშნული ტერიტორია არის კერძო მესაკუთრის ფაქტობრივ მფლობელობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 73.2 ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის მერი თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა დამუშავებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითრების მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით. სადავო აქტი წარმოადგენს ცვლილებას ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014 წ. N20-105 დადგენილებაში. კანონმდებლობის საფუძველზე დაინტერესებული მხარე მიმართავდა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და ითხოვდა საკითხის ინდივიდუალურად შესწავლასა და მომზადებას ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსგან. საკრებულოს სადავო ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს რეკომენდაცია. მოპასუხემ განმარტა, რომ ვას--–---------–-–--ლის მიერ მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილების მიზანს წარმოადგენდა ქ. თბ--–--–---–----–-------------ში და მის მიმდებარედ არსებული 192 კვ.მ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, კომისიებმა წარადგინეს დასკვნა, რომ მიზანშეწონილად თვლიდნენ ქ. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ N20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გატანილი ყოფილიყო საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - ვას--–---------–-–--ლის წარმომადგენელი წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელის მხრიდან არ იკვეთება იურიდიული ინტერესი. სიცრუეა მოსარჩელის არგუმენტი, რომ სადავო ტერიტორიის ნაწილით ის სარგებლობდა და ეს ტერიტორია აღმოჩნდა ვას--–---------–-–--ლის ფაქტიურ განკარგვაში. ტერიტორია, რომელსაც ფუნქციური ზონა შეეცვალა, არასდროს ყოფილა მოსარჩელის მფლობელობაში (საკუთრებაში) და ეს ტერიტორია იყო ვას--–---------–-–--ლის მფლობელობაში, რაც მოსარჩელე მხარეს კომისიის სხდომაზე დადასტურებული აქვს. მოსარჩელის საცხოვრებელი მისამართი არის თელ-------------0 და მას მუდამ ჰქონდა მისასვლელი თელავის ქუჩიდან საცხოვრებელ სახლზე. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილით იგი სარგებლობდა და სადავო აქტის მიღებით მას შეეზღუდა ამ მიწით სარგებლობა.

 

3.2. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წარმოამდგენელს წერილობითი პოზიცია მარი----------------ვის სარჩელზე არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ქ. თბ--–--–---–----–-------------ში მდებარე შენობის სახელოვნებათმცოდნეო კვლევის მიხედვით, წ----–-------------ში მდებარე შენობა საკმაოდ დიდი ზომის ეზოს მოიცავს, რომელიც მეორე მხრიდან ქურხულის მცირე ზომის ჩიხზე გადის. როგორც საარქივო რუკებით ირკვევა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ხევი გადიოდა, რომელიც დროთა განმავლობაში ამოიქოლა და ცხადია, მოსახლის შიდა ეზოს შემოუერთდა. ამას ადასტურებს მცენარეული საფარიც, რომელიც ძველი ხევის ადგილზე უნდა მდებარეობდეს. თბილისის 1924 წლის რუკაზე ხევი ჯერ კიდევ არსებობს, როგორც ჩანს, მისი ამოვსება 30-40-იან წლებში უნდა განხორციელებულიყო. ამჟამინდელ საკადასტრო რუკაზე არსებულ ეზოზე გზაა დატანილი, რომელიც ახმეტის ჩიხს უერთდება. როგორც ჩანს, სწორედ ძველი მასალების საფუძველზე, სადაც ხევია აღნიშნული, გზა მექანიკურად გადაკეთდა. ის, რომ ეზოზე არანაირი გზა არ გადიოდა, ამას თავად ეზოს სტრუქტურის ავთენტურობა და მრავალწლიანი მცენარეული საფარიც ადასტურებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბ--–--–---–----–-------------ში მდებარე შენობის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, 2014 წ. (ს.ფ. 2-9, ტომი II);

 

3.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის N------- მიმართვით მარი----------------ვს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის არ მიუმართავთ თ--–------------ს და წ----–-------------ს შორის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის N------- მიმართვა (ს.ფ. 217, ტომი I);

 

3.1.3. ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2016 წლის 11 აგვისტოს N-- სხდომის ოქმის თანახმად, უარი ეთქვა ვას--–---------–-–--ლს ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 11 აგვისტოს N-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 37-38, ტომი II);

 

3.1.4. ლია-----------ს და ალე---------–---–ის 2016 წლის 11 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, კლ----------------აიას, ნაი----–---–---რის და ნო---------------აძის 2016 წლის 9 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობისა და ასევე გოგ---------–აძის 2016 წლის 9 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის მიხედვით, აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ქ. თბილისში, წუ--–------------3-ში არსებულ ს.კ. 0--------------- ამჟამად მცხოვრები მესაკუთრეები (რომელთაც წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს ზემოაღნიშნული ქონება) - ვა---–--------–ი და ეკა-------ე ტატუ-–-–---–ები დაახლოებით 40 წელია ფლობენ და განკარგავენ ამ დროისთვის ფაქტიურ საზღვრებში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოსაზღვრული იყო კაპიტალური ღობითა და ზედა და ქვედა რკინის ჭიშკრით. თანხმობის ავტორები ადასტურებენ, რომ ამ ნაკვეთზე არასდროს არ გადიოდა არც სატრანსპორტო და არც საფეხმავლო გზა. ამ ადგილას იყო ხევი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ამოივსო და მოხდა ამ ნაწილის ბუნებრივად მიერთება, როგორც ამ მიწის ნაკვეთთან, ასევე მომიჯნავე ნაკვეთებთანაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ლია-----------ს და ალე---------–---–ის 2016 წლის 11 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (ს.ფ. 10-11, ტომი II);

კლ----------------აიას, ნაი----–---–---რის და ნო---------------აძის 2016 წლის 9 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (ს.ფ. 13, ტომი II);

გოგ---------–აძის 2016 წლის 9 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (ს.ფ. 12, ტომი II);

 

3.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 19 აგვისტოს პასუხის თანახმად, იუ-------–-----ოვს 2016 წლის 16 აგვისტოს N----- წერილის პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა ქურ----–----------–----ვევსა და ახმ----------ს ზედა ნაწილს შორის არსებული ტერიტორიის ზონალური ცვლილების განხილვისას, დაინტერესებულ მხარედ კომისიის სხდომაზე დასწრებას, ეცნობა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს კომისიის სხდომები საჯაროა, რაც აძლევს უფლებას დაესწროს მისთვის საინტერესო თემის განხილვას. ამასთან, ეცნობა, რომ წერილში დაფიქსირებული საკითხი იმ დროისათვის საკრებულოში არ იყო წარდგენილი, ზონალური ცვლილების განსახილველად შემოსვლისა და კომისიის დღის წესრიგში შეტანის შემდეგ, დაუყონებლივ ეცნობებოდა სხდომის თარიღის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 19.08.2016 წ. N----- წერილი (ს.ფ.92, ტ. I);

 

3.1.6. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 21 თებერვლის N---------3 წერილის მიხედვით, ქ. თბ--–--–---------------ნში, წ----–-------------ში სახლთმფლობელობის საკუთრებაში არსებული ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთის საზღვრების ცვლილების თაობაზე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ უმსჯელია. ა. წ----–-------------ში სახლთმფლობელობის საკუთრებაში არსებული ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთის საზღვრების ნაწილზე, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 21 თებერვლის N--------- წერილი (ს.ფ. 305, ტომი I)

 

3.1.7. ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 23 თებერვლის სხდომის N- ოქმის თანახმად, საკითხად განხილულ იქნა ქ. თბილ--–---–----–---------------3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ((ს.კ. 0---------------) ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების შესახებ, საკითხის განხილვაში მონაწილების მისაღებად მიწვეულ იქნა ვახ-----------–-–---–ი, მარ---------------ოვი, იუ-------–-----ოვი. განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თანხმობა მიეცა ქ. თბ--–--–---------------ნში, წ----–-------------ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0---------------) და მის მიმდებარედ ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 23 თებერვლის სხდომის N- ოქმი (ს.ფ. 161-163, ტომი I);

 

3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 1 მარტის N------------- წერილის თანახმად, ს.კ. 0--------------- ტერიტორიაზე ამჟამად არ ფიქსირდება საავტომობილო გზის არსებობა. მეზობლების განმარტებით, ადრეულ წლებში ქურხულის შესახვევი ახმეტის ქუჩიდან საავტომობილო გზით უკავშირდებოდა წუ--–-----------ას, რომელიც ამჯერად წყდება წუ--–------------3-ში მდებარე სახლთფლობელობის სიახლოვეს, მოწყობილია ჭიშკარი და ჭიშკარამდე წუ--–-----------იდან დატოვებულია საფეხმავლო გზა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 1 მარტის N------------- წერილი (ს.ფ. 39, ტომი II);

 

3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის Nბ------------------ ბრძანებით უარი ეთქვა ვას--–---------–-–--ლს ქ. თბილისში, სექტორი ისანი, წ----–-------------ში (ს.კ. 0---------------) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (არსებული შენობის რეკონსტრუქცია (დაშენება)) ექსპლუატაციაში მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის Nბ------------------ ბრძანება (ს.ფ. 301-302, ტომი I)

 

3.1.10. ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის 2017 წლის 06 ივნისის N------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 06 ივნისს გაიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა (ო-------), რომელზეც განხილულ იქნა 2017 წლის 30 მაისის N------- წერილით წარდგენილი ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. (მომხსენებლი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური). დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მე-7 საკითხი (წინადადება) ითვალისწინებდა ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) სატრანსპორტო ზონა 1-სა და საცხოვრებელ ზონა 5-ს შორის კონტურის დაზუსტებას (სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 5-ით ცვლილებას).

წარდგენილი დასაბუთების თანახმად, დაინტერესებული პირი (ვ.ტატუ-–-–---–ი) ითხოვდა ს.კ. 0--------------- საკადასტრო მიწის ნაკვეთზე არსებული ფუნქციური ზონის სატრანსპორტო ზონა 1-ის ცვლილებას საცხოვრებელი ზონა 5-ით, მიწის ნაკვეთის დაკანონების (ლეგალიზების) მიზნით.

 

საკითხის განხილვისას დადგინდა, რომ ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 5-ით ცვლილების წინააღმდეგნი იყვნენ განმცხადებლის (ვ. ტატუ-–-–---–ის) მეზობლები, რომელთა განმარტებით, მოქალაქე ვ.ტატუ-–-–---–მა თვითნებურად დაიკავა და შემოღობა არსებული გზა.

 

განმცხადებლის (ვ.ტატუ-–-–---–ი) და მისი წარმომადგენლის განმარტებით, Nს.კ. 0--------------- საკადასტრო მიწის ნაკვეთი, (დაზუსტებული ფართობი: 353 კვმ.) და მის მიმდებარედ არსებული დაურეგისტრირებელი, სადავო ტერიტორია მემკვიდრეობით გადაეცა მოქალაქე ვ.ტატუ-–-–---–ს და მას, როგორც კანონიერ მფლობელს სურს მიპოვოს საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე.

 

სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის მიზნით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის გადადების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გარემოს დაცვის კომისიის 2017 წლის 06 ივნისის N------- დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 165-170);

 

3.1.11. გარემოს დაცვის კომისიის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 06 ნოემბერს გამართულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე (ოქ------), განხილულ იქნა, კომისიის 2017 წლის 06 ივნისის სხდომის (ო-------) გადაწყვეტილებით, დამატებით შესწავლის მიზნით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და დაინტერესებული პირების მიერ ფუნქციური ზონის ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე დაზუსტებული და დასაბუთებული ინფორმაციის წარდგენამდე გადადებული 2017 წლის 30 მაისის N------- წერილით წარდგენილი ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის წინადადებები. სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე, კომისიამ გადაწყვიტა, დადებითად შეფასდეს და რეკომენდაცია გაეწიოს 2017 წლის 30 მაისის N------- წერილით წარდგენილი ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მე-7 წინადადების (ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------)) და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) სატრანსპორტო ზონა 1-სა და საცხოვრებელ ზონა 5-ს შორის კონტურის დაზუსტების (სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 5-ით ცვლილების) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გატანას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გარემოს დაცვის კომისიის დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 171-174);

 

3.1.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის N20-69 დადგენილების N-- პოზიციის თანახმად, ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) დაზუსტდა კონტური სატრანსპორტო ზონა 1-სა და საცხოვრებელ ზონა 5-ს შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის N20-69 დადგენილება, N-- პოზიცია (ს.ფ. 10-19; 63; ტომი I)

 

3.1.13. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 მაისის N------- გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ვასილი ტატუ-–-–---–ის N---------- განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბ--–--–---–----–-------------ში დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების საკითხს. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 62-ე მუხლის მიხედვით, ახალი მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება II კლასს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას ყოველ 100 კვ.მ ფართობზე 3.0 კვ.მ სიზუსტით. როგორც განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება, შეთანხმებულ პროექტთან მიმართებით საერთო ფართობი შეცვლილია 17.4 კვ.მ-ით. ამასთან, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდგომ შეცვლილია საკადასტრო საზღვრები და მის მიმართ შენობის ადგილმდებარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელს ეცნობა, რომ არქიტექტურის სამსახური ვერ დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას ქ. თბ--–--–---–----–-------------ში დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 მაისის N------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 303-304, ტომი I);

 

3.1.14. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის N10------------ წერილით იუ-------–-----ოვს ეცნობა, რომ დღეის მდგომარეობით ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) და მცირე ნაწილზე სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის N10------------ წერილი (ს.ფ. 31, ტომი II);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც თავის მხრივ კლასიფიცირებულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალური, ისე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს, დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.

 

6.2. ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

 

რაც შეეხება, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ - შინაარსობრივ კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს. გამომდინარე აქედან მატერიალური კანონიერების შემოწმებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

 

6.3. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ,ამავდროულად ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიის ცალკეული ნაწილების გამოყენება და განვითარება უნდა შეესაბამებოდეს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საერთო პირობებსა და მოთხოვნებს, ხოლო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმებას უზრუნველყოფენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები.

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტი განმარტავს სივრცითი მოწყობის ტერმინს და ადგენს, რომ ეს არის ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები, ხოლო ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები არის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს.

 

დასახელებული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების ტერიტორიის ნაწილებისათვის ან მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა.

 

ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დასახლებათა მიწათსარგებლობის (უფლებრივი ზონირების) დაგეგმვის არსია დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა, მისი დაყოფა ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად). მიწათსარგებლობის თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდება: ა) მიწათსარგებლობის ზონების შესაძლო სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი; ბ) ცალკეულ ზონებში ტერიტორიების გამოყენების სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები. ტერიტორიების განაშენიანების თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდება: ა) თითოეული ზონისათვის განაშენიანების (სამშენებლო განვითარების) პარამეტრები და მათი მაქსიმალური ან/და მინიმალური მაჩვენებლები; ბ) განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა (საჭიროების შემთხვევაში).

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს, რომელიც ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას. მისი შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თუ უფლებრივი ზონირების რუკა განსაზღვრავს ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს, და იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.

 

ამავე კანონის 25-ე მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჭიროებას ასაბუთებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესი და თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრებოდა ამ კანონითა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის სპეციალურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება. ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლის შესაბამისად, დედაქალაქის უფლებამოსილებას ამავე მუხლით დადგენილი უფლებამოსილებების გარდა წარმოადგენდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილებები. ამავე კანონის მე-12 მუხლის „კ“ პუნქტით, თბილისის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება. სანამ ქ. თბილისის მერიიდან მოხდება საკითხის წარდგენა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსახილველი საკითხები განიხილება ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაზე. კომისია წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერის სათათბირო-საკოორდინაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოსა და ქალაქ თბილისში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე. მითითებული საკანონმდებლო აქტები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, საქართველოს 02/05/2014 №1958 ორგანული კანონით - ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის’’ 166-ე მუხლის დანაწესით.

 

6.4. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლი ადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და განმარტავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე. მოცემულ მუხლში მითითებული უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას წარმოადგენს დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცება.

 

6.5. ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №20-105 დადგენილების თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს, ხოლო “ჩარჩო გეგმა” – ფუნქციურად და გეგმარებითად ერთიანი დიდი ქალაქთმშენებლობითი ერთეულის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი არასამართლებლივი დოკუმენტი. დადგენილი პროცედურის და პირობების ფარგლებში განსაზღვრავს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი'', რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. ამ კანონის მე-16 მუხლი ეხება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებს და ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება. კანონის 54-ე მუხლი კი ადგენს მერის უფლებამოსილების საკითხებს და განსაზღვრავს, რომ მერის უფლებამოსლება აღმასრულებელი საქმიანობის სფეროებში არის შეიმუშავოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები. სასამართლო ასევე მოიხმობს ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკმბრის N 16-32 დადგენილებას ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ'', რომლის თანახმადაც განსაზღვრულია და დამტკიცებული საბჭოს სტრუქტურა და კომპეტენციები. საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, რომლებიც შეისწავლიან და ამზადებენ რეკომენდაციებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიენების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონების შეთანხმების, ასევე ცალკეულ შემთხვევებში, ქ. თბილისის მუნიციაპალიტეტის გაუშენებელი ტერიტორიების განაშენიანების საკითხებზე შესაბამის დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალების გაცემისათის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება. საბჭო თავის მხრივ წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს კანონის ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ'' და სხვა. მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომის ოქმით დადებითი შეფასების შემთხვევაში, ქალაქის მერი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს დადგენილების პრიექტს და შესაბამისად ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება ძირითად აქტში.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ №14-39 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში – განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების (შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ №14-39 დადგენილების დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო ზონა (ტზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ გზებს/ქუჩებს, მიმდებარე ტერიტორიებს ან/და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს, ხოლო ამავე მუხლის, ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) — საშუალო ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი გარემოს დაცვის კომისიის 2017 წლის 06 ივნისის N------- დასკვნის საფუძველზე, დგინდება, რომ 2017 წლის 06 ივნისს გაიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა (ო-------), რომელზეც განხილულ იქნა 2017 წლის 30 მაისის N------- წერილით წარდგენილი ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მე-7 საკითხი (წინადადება) ითვალისიწინებდა ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) სატრანსპორტო ზონა 1-სა და საცხოვრებელ ზონა 5-ს შორის კონტურის დაზუსტებას (სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 5-ით ცვლილებას). წარდგენილი დასაბუთების თანახმად, დაინტერესებული პირი (ვ.ტატუ-–-–---–ი) ითხოვდა ს.კ. 0--------------- საკადასტრო მიწის ნაკვეთზე არსებული ფუნქციური ზონის სატრანსპორტო ზონა 1-ის ცვლილებას საცხოვრებელი ზონა 5-ით, მიწის ნაკვეთის დაკანონების (ლეგალიზების) მიზნით. საკითხის განხილვისას დადგინდა, რომ ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 5-ით ცვლილების წინააღმდეგნი იყვნენ განმცხადებლის (ვ. ტატუ-–-–---–ის) მეზობლები, რომელთა განმარტებით, მოქალაქე ვ.ტატუ-–-–---–მა თვითნებურად დაიკავა და შემოღობა არსებული გზა. განმცხადებლის (ვ.ტატუ-–-–---–ი) და მისი წარმომადგენლის განმარტებით, Nს.კ. 0--------------- საკადასტრო მიწის ნაკვეთი, (დაზუსტებული ფართობი: 353 კვმ.) და მის მიმდებარედ არსებული დაურეგისტრირებელი, სადავო ტერიტორია მემკვიდრეობით გადაეცა მოქალაქე ვ.ტატუ-–-–---–ს და მას, როგორც კანონიერ მფლობელს სურს მიიპოვოს საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე. სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის მიზნით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის გადადების თაობაზე.

 

დადგენილია, რომ გარემოს დაცვის კომისიის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 06 ნოემბერს გამართულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე (ოქ------), განხილულ იქნა, კომისიის 2017 წლის 06 ივნისის სხდომის (ო-------) გადაწყვეტილებით, დამატებით შესწავლის მიზნით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და დაინტერესებული პირების მიერ ფუნქციური ზონის ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე დაზუსტებული და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენამდე გადადებული 2017 წლის 30 მაისის N------- წერილით წარდგენილი ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის წინადადებები. სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე, კომისიამ გადაწყვიტა, დადებითად შეფასდეს და რეკომენდაცია გაეწიოს 2017 წლის 30 მაისის N------- წერილით წარდგენილი ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მე-7 წინადადების (ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------)) და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) სატრანსპორტო ზონა 1-სა და საცხოვრებელ ზონა 5-ს შორის კონტურის დაზუსტების (სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 5-ით ცვლილების) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გატანას.

 

ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 23 თებერვლის სხდომის N- ოქმის თანახმად, დგინდება, რომ საკითხად განხილულ იქნა ქ. თბილ--–---–----–---------------3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ((ს.კ. 0---------------) ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების შესახებ, საკითხის განხილვაში მონაწილების მისაღებად მიწვეულ იქნა ვახ-----------–-–---–ი, მარ---------------ოვი, იუ-------–-----ოვი. განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თანხმობა მიეცა ქ. თბ--–--–---------------ნში, წ----–-------------ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0---------------) და მის მიმდებარედ ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 1 მარტის N------------- წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ ს.კ. 0--------------- ტერიტორიაზე ამჟამად არ ფიქსირდება საავტომობილო გზის არსებობა. მეზობლების განმარტებით, ადრეულ წლებში ქურხულის შესახვევი ახმეტის ქუჩიდან საავტომობილო გზით უკავშირდებოდა წუ--–-----------ას, რომელიც ამჯერად წყდება წუ--–------------3-ში მდებარე სახლთფლობელობის სიახლოვეს, მოწყობილია ჭიშკარი და ჭიშკარამდე წუ--–-----------იდან დატოვებულია საფეხმავლო გზა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის N20-69 დადგენილების N-- პოზიციის თანახმად, ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) დაზუსტდა კონტური სატრანსპორტო ზონა 1-სა და საცხოვრებელ ზონა 5-ს შორის.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დგინდება, რომ მხარის მიერ სადავოდ გამხდარი დადგენილება წამოადგენს ცვლილებას ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში. ასევე დგინდება, რომ დაინტერესებულმა მხარემ (ვას--–---------–-–--ლმა) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საკითხის ინდივიდუალურად შესწავლა და მომზადება.

 

დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სადავო ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს რეკომენდაცია. კომისიებმა წარადგინეს დასკვნა, რომ მიზანშეწონილად თვლიდნენ ქ. თბილისის მერის მიერ წარდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ N20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გატანილი ყოფილიყო საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და ამ გარემოებათა შეფასების შედეგად მიიღო 2017 წლის 7 ნოემბრის N20-69 დადგენილება, ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის სახელოვნებათმცოდნეო კვლევაზე, რომლის თანახმად, ქ. თბ--–--–---–----–-------------ში მდებარე შენობის სახელოვნებათმცოდნეო კვლევის მიხედვით, წ----–-------------ში მდებარე შენობა საკმაოდ დიდი ზომის ეზოს მოიცავს, რომელიც მეორე მხრიდან ქურხულის მცირე ზომის ჩიხზე გადის. როგორც საარქივო რუკებით ირკვევა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ხევი გადიოდა, რომელიც დროთა განმავლობაში ამოიქოლა და ცხადია, მოსახლის შიდა ეზოს შემოუერთდა. ამას ადასტურებს მცენარეული საფარიც, რომელიც ძველი ხევის ადგილზე უნდა მდებარეობდეს. თბილისის 1924 წლის რუკაზე ხევი ჯერ კიდევ არსებობს, როგორც ჩანს, მისი ამოვსება 30-40-იან წლებში უნდა განხორციელებულიყო. ამჟამინდელ საკადასტრო რუკაზე არსებულ ეზოზე გზაა დატანილი, რომელიც ახმეტის ჩიხს უერთდება. როგორც ჩანს, სწორედ ძველი მასალების საფუძველზე, სადაც ხევია აღნიშნული, გზა მექანიკურად გადაკეთდა. ის, რომ ეზოზე არანაირი გზა არ გადიოდა, ამას თავად ეზოს სტრუქტურის ავთენტურობა და მრავალწლიანი მცენარეული საფარიც ადასტურებს.

 

მოსარჩელე მხარე წარმოდგენილ სარჩელში მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ის დანაწესები, რომლის საფუძველზეც მას ადგება ზიანი, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, თუმცა კონკრეტულად რომელ კანონთან მოდის იგი შეუსაბამობაში მოსარჩელე არ განმარტავს, ასევე ვერ ასაბუთებს რა სახის უშუალო და პირდაპირი ზიანი მიადგა მას სადავო ნორმატიული აქტის მიღებით.

 

სასამართლო დაამტებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განხორციელდა ზონის ცვლილება წარმოადგენდა გზას, ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ არის დადასტურებული.

 

6.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მარი----------------ვის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის N20-69 დადგენილების N-- პოზიციის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ქ. თბ--–--–---------------ნში, წუ--–------------3-ში არსებულ ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარედ (192 კვ.მ) დაზუსტდა კონტური და სატრანსპორტო ზონა 1 შეიცვალა საცხოვრებელ ზონა 5-ით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მარი----------------ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი