გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
330310018002526948
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/4207-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივნები - მამუკა გიორგანაშვილი,გვანცა გერმანიშვილი, გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - შპს ფ-----------------------------ია

წარმომადგენელი - მ----------–--ა

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენლები - შ-------------–-–---–ი, თ------------–---ი

მესამე პირი - სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

წარმომადგენელი - ა----------------ე

მესამე პირი - ს----–-----------------–----------ო

წარმომადგენელი - ნ------------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს N-----6 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს ფ-----------------------------იაზე გასცეს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

3.2. მესამე პირის - ს----–-----------------–----------ოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნავთობისა და გაზის ლიცენზირების საკითხზე სააგენტოს კომპეტენცია არ ვრცელდება.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 1997 წლის 14 ნოემბერს შპს ფ----------------------------------- გაიცა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის, სერია 4-.4-.3-.3-.4-.4-- ნომერი 0176, ტიპი VI N, საქართველოს ტერიტორიის XII ბლოკზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების აღდგენა და მოპოვების გაზრდა, ტერიტორიის გეოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლა, ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება და ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით, დ--------–--–----ოს, ს-------ის, ს--------ოს, გ---------ის, მ--------–ისა და გ-------ნის ტერიტორიაზე და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი №--------------------- წერტილზე გამავალი სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის შიგნით. ჩამოთვლილი წერტილების X,Y,H ზედა და H ქვედა კოორდინატების ცხრილი ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე. გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე ხუთი ათას სამოცი კვ.კმ-ია, მ--------ის, პა-------–-----ის, ტ-----ის, მ–--------ის, ბ-----სა და ნ-------–--ის ს----------------------------ში მოქცეული A+B+C1 კატეგორიის საბალანსო მარაგების რაოდენობა, მოცულობა შ---------–-----–-----------–------- ათ. ტონაა. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესახებ შპს ფ--------------------ნ ჯორჯიას 1997 წლის 29 ივლისს მიღებული აქვს დ--------–--–----ოს რაიონის გამგეობის N--1 წერილობითი წინასწარი თანხმობა. ამავე ლიცენზიის თანახმად, შპს ფ-----------------------------ია ვალდებულია წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდინოს მიწის მინაკუთვნის გამოყოფა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

დ--------–--–----ოს რაიონის გამგეობის 1997 წლის 29 ივლისის N--1 წერილით, გამგეობა თანხმობას აცხადებდა მის გამგებლობაში შემავალ ტერიტორიაზე შპს ფ-----------------------------იას მიერ გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევითი სამუშაოების ჩატარებაზე, ნავთობისა და გაზის ძიებისათვის. ამასთან, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მიწათსარგებლობაზე ფართობის გამოყოფა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდება არსებული კანონმდებლობის მიხედვით.

 

ლიცენზიის N- დანართით განსაზღვრულია საექსპლუატაციო არეალები, სადაც მოცემულია XII და XIII ბლოკების გეოგრაფიული კოორდინატები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- წიაღით სარგებლობის ლიცენზია (ტ. 2, ს.ფ.29-3-);

- დ--------–--–----ოს რაიონის გამგეობის 1997 წლის 29 ივლისის N--1 წერილი (ტ. 2, ს.ფ. 3-);

- N- დანართი (ტ. 2, ს.ფ. 93-94);

 

4.2. შპს ფ-----------------------------იამ 2015 წლის 28 აპრილს განცხადება წარუდგინა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, რომლითაც მოითხოვდა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ლიცენზიით გამოყოფილი მიწის მინაკუთვნით (რომელიც დატანილია ლიცენზიაზე თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე) სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 28 აპრილის განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით (სააგენტოში რეგ.: 03.05.2016 წ. N---)(ტ. 2, ს.ფ. 128-141);

 

4.3. სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის N------ წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ შპს ფ-----------------------------ია წარმოადგენდა საოპერაციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს ნავთობისა და გ-------------–----------–-–-----სა და ფ----------------------------------ა კორპორეიშენს შორის 1997 წელს გაფორმებული პროდუქტის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტის საფუძველზე. ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო გასცემს ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ, მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. კომპანიაზე მიწის მინაკუთვნი დღემდე არ გაცემულა.

 

იმისთვის, რომ კომპანიას არ შეექმნას შეფერხებები საქმიანობის განხორციელებაში, შპს ფ-----------------------------ია ითხოვს მიწის მინაკუთვნის დარეგისტრირებას. ამისათვის, წერილის ადრესატს გადაეგზავნა ფ-----------------------------იას მიერ წარდგენილი წერილის ასლი თანდართული დოკუმენტაციით და ეთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში განეხილა მოთხოვნილი საკითხი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის N------ წერილი (ტ. 2, ს.ფ. 127);

 

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის N------ წერილით სსიპ ნავთობის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ წარდგენილი მიწის მინაკუთვნის კონტურის ფარგლებში უძრავ ნივთებზე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო გადაწყვეტლებას მიიღებს წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის N------ წერილი (ტ. 2, ს.ფ. 142);

 

4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს N-----6 გადაწყვეტილებით შპს ფ-----------------------------იას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა იყო 2016 წლის 17 მაისის N------ მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

 

სააგენტომ მიიჩნია, რომ მიწის მინაკუთვნის შეზღუდული უფლებით რეგისტრაცია არ წარმოადგენდა სააგენტოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. სააგენტოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ქონების რეგისტრაციის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს უნდა მიეღო მოთხოვნილი მიწის მინაკუთვნის შეზღუდული უფლებით რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს N-----6 გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 60-64);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონი; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. შპს ფ-----------------------------იასათვის ლიცენზიის გაცემის მომენტში წიაღით სარგებლობის, მათ შორის გაზისა და ნავთობის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესს ადგენდა წიაღის შესახებ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლი 1997 წელს მოქმედი რედაქციით შემდეგი შინაარსით იყო მოცემული: 1. წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობათა მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მისი ზომები განისაზღვრება კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით. 2. მიწის მინაკუთვნის ზომებს განსაზღვრავს სამინისტრო მიწათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების ორგანოსთან შეთანხმებით. 4. მიწის მინაკუთვნი წარმოადგენს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს და ავტომატურად გაიცემა წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან ერთად.

 

წიაღის შესახებ საქართველოს კანონის იმჟამად მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები განმარტავდა სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის შინაარსს და მათი გაცემის პირობებს. კერძოდ: 1. წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით. 2. სამთო მინაკუთვნი არის წიაღით სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი წარმოადგენს ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და ავტომატურად გაიცემა ლიცენზიასთან ერთად. 3. გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნის საზღვრებს ადგენს სამინისტრო და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია).

 

დადგენილია, რომ 1997 წლის 14 ნოემბერს შპს ფ-----------------------------იაზე გაიცა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის, სერია 4-.4-.3-.3-.4-.4-- ნომერი 0176, ტიპი VI N, საქართველოს ტერიტორიის XII ბლოკზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების აღდგენა და მოპოვების გაზრდა, ტერიტორიის გეოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლა, ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება და ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით, დ--------–--–----ოს, ს-------ის, ს--------ოს, გ---------ის, მ--------–ისა და გ-------ნის ტერიტორიაზე და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი №--------------------- წერტილზე გამავალი სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის შიგნით ჩამოთვლილი წერტილების X,Y,H ზედა და H ქვედა კოორდინატების ცხრილი ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე. გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე ხუთი ათას სამოცი კვ.კმ-ია; მ--------ის, პა-------–-----ის, ტ-----ის, მ–--------ის, ბ-----სა და ნ-------–--ის ს----------------------------ში მოქცეული A+B+C1 კატეგორიის საბალანსო მარაგების რაოდენობა, მოცულობა შ---------–-----–-----------–------- ათ. ტონაა. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესახებ შპს ფ--------------------ნ ჯორჯიას 1997 წლის 29 ივლისს მიღებული აქვს დ--------–--–----ოს რაიონის გამგეობის N--1 წერილობითი წინასწარი თანხმობა. ამავე ლიცენზიის თანახმად, შპს ფ-----------------------------ია ვალდებულია წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოახდინოს მიწის მინაკუთვნის გამოყოფა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ლიცენზიის N- დანართით განსაზღვრულია საექსპლუატაციო არეალები, სადაც მოცემულია XII და XIII ბლოკების გეოგრაფიული კოორდინატები. შესაბამისად, ლიცენზიაზე თანდართული ტოპოგრაფიული რუკაზე დატანილია №--------------------- წერტილების გეოლოგიური კოორდინატები.

 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მოცემული იყო ლიცენზიის სახეების მიხედვით სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნების გამოყენების პირობები: 4. წიაღის შესწავლის ლიცენზია უფლებას იძლევა შეისწავლონ წიაღი შესაბამისი გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლებში მხოლოდ მასში მითითებული მიმართულებით და მის მფლობელს ანიჭებს თანაბარ პირობებში წიაღით შემდგომი სარგებლობისათვის ლიცენზიის მიღების პრიორიტეტულ უფლებას. 5. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში, იძლევა საბადოს დამუშავების და დამუშავების პროცესში წიაღით მოსარგებლისათვის საინტერესო ნებისმიერი მიმართულებით წიაღის შესწავლის უფლებას.

 

ამავე კანონის მე-19 მუხლი ადგენდა, რომ ტოპოგრაფიული გეგმის ასლზე ნაჩვენები უნდა იყოს ზედაპირის რელიეფი, გეოდეზიური საყრდენი ქსელის წერტილები, სასარგებლო წიაღისეულის ბუდობების ზედაპირზე ან აყარის ქვეშ გამოსავალი, არსებული სამთო გვირაბების (ჭაურების, შტოლნების, შურფების, ჭაბურღილებისა და სხვა) პირები; სასოფლო-სამეურნეო და ტყის სავარგულების კონტურები, მიწათსარგებლობის და მიწათსაკუთრების, მიწის მინაკუთვნის საზღვრები ლიცენზიის შესაბამისი სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის კუთხეთა წერტილების კოორდინატებისა და სამთო სამუშაოთა მავნე ზეგავლენის საზღვრების აღნიშვნით. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია მხოლოდ დ--------–--–----ოს გამგეობის წერილობითი წინასწარი თანხმობა წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწით სარგებლობისათვის. რაც შეეხება მიწის მინაკუთვნს, ლიცენზიის ეს ნაწილი დატოვებულია ღიად, მასში მითითებული არ არის რაიმე სამართლებრივი აქტით მიწის მინაკუთვნის გამოყოფის ფაქტი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ლიცენზიის დანართის სახით დაცულ ტოპოგრაფიულ რუკაზე დატანილი გეოგრაფიული კოორდინატები ასევე ადასტურებს წიაღით სარგებლობისათვის მიწის მინაკუთვნის გამოყოფას და ხსენებული კოორდინატების მიხედვით უნდა გაიცეს მიწის მინაკუთვნით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ შპს ფ-----------------------------იაზე გაცემული ლიცენზიაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილია ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება, რომ შპს ფ-----------------------------იამ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდინოს მიწის მინაკუთვნის გამოყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (იხ. ლიცენზია, ტ. 2, ს.ფ. 84-86); თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტული მიწის მინაკუთვნის გამოყოფის ფაქტი არც ლიცენზიის შესაბამის გრაფაში და არც ტოპოგრაფიული რუკის მაჩვენებლებში მოცემული არ არის. ტოპოგრაფიული გეგმა შეიცავს მე-12 ბლოკის საბადოების მიხედვით №--------------------- წერტილების არეალის კუთხეების გეოგრაფიულ კოორდინატებს, რომლებიც მოცემულია გრძედისა და განედის მაჩვენებლებით. ასევე, ლიცენზიით გამოყოფილი საბადოების მახასიათებლებს, კერძოდ მე-18/მე-12 ჰორიზონტის საფუძვლისკენ, შირაქის ფორმაციაში. ასევე აღნიშნულია, რომ საბადოების საზღვრები ლატერალურად შემოსაზღვრულია უმდაბლესი ცნობილი ზეთებით (იხ. ტოპოგრაფიული გეგმა, ს.ფ. 94).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წიაღით სარგებლობის მიზნით გეოლოგიური/სამთო მინაკუთვნის დადგენა თავისთავად არ გულსხმობდა მიწის მინაკუთვნის გამოყოფას იმავე გეოგრაფიულ კოორდინატებში, ვინაიდან ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობების (ნავთობისა და გაზის საბადოების აღდგენა და მოპოვების გაზრდა, ტერიტორიის გეოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლა, ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება და ექპლუატაციაში შეყვანის მიზნით) მიხედვით, მიწით სარგებლობის დადგენა და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის გამოყოფა, ლიცენზიის გამცემი ორგანოს ჩართულობით, უნდა მომხდარიყო ჩამოთვლილი სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით. კერძოდ, წიაღით სარგებლობის უფლების განხორციელება საჭიროებს იმ გარემოების დადგენის აუცილებლობას, კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით, რომელი სახეობა, რა ოდენობის და რომელი მიწის ნაკვეთით სარგებლობას მოითხოვს გამოყოფილი სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის შესაბამისად. სწორედ ამიტომ, მიწის მინაკუთვნის შესაბამისი გეოგრაფიული კოორდინატის წერტილები დასმული არ არის ლიცენზიის გაცემის დროს შედგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაზე და იგი, სამომავლოდ, შესაბამისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა დადგენილიყო.

 

7.2. წიღის შესახებ საქართველოს კანონში 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1--- - სსმ I კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“.

 

ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონის აღიარებს არსებული ხელშეკრულებების მართლზომიერებას ამ კანონის ნორმებთან მიმართებაში.

 

ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „წ-ხ“ ქვეპუნქტის თანახმად: წ) სამთო მინაკუთვნი არის ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ჭ) გეოლოგიური მინაკუთვნი არის ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული წიაღის ნაწილი, რომელიც გამოიყენება შესაბამისად გეოლოგიური შესწავლის მიზნით. გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ხ) მიწის მინაკუთვნი არის ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია. მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად.

 

ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით სააგენტო იმავდროულად გადასცემს ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ, მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

 

ამავე კანონის მე-81 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქევპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-11 მუხლში მოცემულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებას დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების/ნაგებობების, საკადასტრო მონაცემთა ბანკში აღრიცხული უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის/საკადასტრო ნომრის შესახებ, ასევე ამ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს N-----6 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონითა და მის შესასრულებლად გამოცემულ ნორმატიულ აქტით მიწის მინაკუთვნის შეზღუდული უფლებით რეგისტრაცია არ წარმოადგენდა სააგენტოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო აქტის ამგვარი განმარტება არ შეესაბამება ნავთობისა და გაზის შესახებ კანონის მოთხოვნებს. თუმცა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტის ყოველი უსწორობა არ იწვევს მისი ბათილად ცნობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, არსებით დარღვევად მოაზრებულია კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის წერილითა და შემდეგ, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, თუ რა კოორდინატებით გამოეყო მიწის მინაკუთვნი შპს ფ-----------------------------იას მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის შესაბამისად. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის იხედვით საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა შეადგენდა 9---- უძრავ ნივთს (მიწის ნაკვეთს). მომზადდა სიტუაციური ნახაზი (ტ. 2, ს.ფ. 222-223); აღნიშნული სიტუაციური ნახაზი მოიცავს მ--------–ის, გ-------ანის, ს-------ოს, გ---------ის, ს-------ის, დ--------–--–----ოსა და ა-----ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებს (რიგ შემთხვევაში ტერიტორიის ნაწილს). აღნიშნული სიტუაციური ნახაზი ემთხვევა ლიცენზიის ფარგლებში მომზადებული ტოპოგრაფიული რუკის შესაბამისად, შპს ფ-----------------------------იას დაკვეთით მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს (ტ. 2, ს.ფ. 130). ამასთან, ლიცენზიის დანართის სახით დაცულ ტოპოგრაფიულ რუკაზე დატანილ გეოგრაფიულ კოორდინატებში შესულია რამდენიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიწის საზღვრები, რომლებიც მოიცავს როგორც სახელმწიფო ისე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებს, რომელთა მიწის მინაკუთვნის სახით გამოყოფის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტები სსიპ ნავთობის ეროვნული სააგენტოს 17.05.2016 წ. წერილს არ ერთვოდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შპს ფ-----------------------------იაზე გაცემული ლიცენზია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს მიწის მინაკუთვნის გამოყოფა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ?? ???????? VI ????? გათვალისწინებული დებულებანი.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით სწორად შეფასდა საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით სახეზე არ არის კანონის იმგვარი დარღვევა, რაც საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს N-----6 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, მისი გამოცემისას არ დარღვეულა რაიმე წესი, რის გამოც მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს N-----6 გადაწყვეტილება გამოცემულია სადავო ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასების შედეგად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე. მოცემულ ეტაპზე, სანამ უფლებამოსილი ორგანოს - სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, კანონით დადგენილი წესით არ განისაზღვრება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის შესაბამისად განსახორციელებელი საქმიანობების მიხედვით მიწის მინაკუთვნი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას შპს ფ-----------------------------იაზე გასცეს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

8. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 24--ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ფ-----------------------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე