განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------
საქმე #---------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების თ-------------–---–ის, ქ----------–------ს და ლ-----------–----ს,ადვოკატ მ-----------–--ის,ბრალდებულ ლ-–-------–-–---–ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–-------------------------–-–---–ის (პ/ნ 0----------) დაბადებულის 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, პ------ გამზირი, მ----------------–-, კორპუსი #-, ბინა #-- - მიმართ, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ლ-–-------–-–---–მა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე, მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ-–-------–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასი - XLR11, JWH307, JWH210, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 2------------–-, დღის საათებში, ქ. თბილისში, პ------ გამზირი, მ----------------–-, კორპუსი #-, ლ-–-------–-–---–ის კუთვნილი ბინა #---ში ჩატარებული ჩხრეკისას.
ლ-–-------–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, წონით - 0,0312 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 2------------–-, დღის საათებში, ქ. თბილისში, კ--------ს ქუჩა #-7--- მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–-------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ-–-------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ლ-–-------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედება. კერძოდ:
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-----------–-–---–-ა სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 2------------–- მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1--- წელს დაბადებული ლ-–-------–-–---–ი უნდა ყოფილიყო კ--------ს N----- მიმდებარე ტეროტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, ასევე ნარკოტიკული საშუალება უნდა ყოფილიყო მის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს პ------ გამზირი მ-------------–-, კორპუსი N-, ბინა N22-ში. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მან დაუყოვნებლივ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
შსს ვ---------------–--- სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–--------–---–-- სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 2------------–- იმყოფებოდა პოლიციის სა----------–-------- განყოფილებაში, რა დროსაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა ა-–---------------–---- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე ლ-–-------–-–---–ს უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულ ინფორმაციის საფუძველზე, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, მოწმის, ა-–---------------–--ას და კ-----–-------–---–ის შემადგენლობით, რომელიც გავიდა კ--------ს ქუჩა #-7--- მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ სპეციალურ ბაზაში მოიძიეს ლ-–-------–-–---–ის ფოტოსურათი და ადგილზე მისვლისას იგი იცნეს. მას ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს საღეჭი რეზინის მომწვანო შეფუთვაში არსებული აბები და აბის ნატეხები. ამის შემდეგ იგი დააკავეს. ჩხრეკის ოქმი შეადგინა ა-–---------------–----, ხოლო ჩხრეკა ჩაატარა კ-----–-------–---–მა. მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა ოქმებს ხელი არ მოაწერა. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე ა-–---------------–---- სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 2------------–- იგი მუშაობდა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამ დროს ის იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ლ-–-------–-–---–ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, იმყოფებოდა კ--------ს გამზირი N----- მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაძლებელია თან ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ასევე მის საცხოვრებელ სახლშიც უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება შენახული. ამის შემდეგ ხელმძღვანელმა მ----------------ემ მას, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ-----–-------–---–ს და დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–--------–---–ს დაავალა, რომ გასულიყვნენ აღნიშნულ მისამართზე. მათ საინფორმაციო ბაზიდან მოიპოვეს ლ-–-------–-–---–ის ფოტოსურათი და დაუყონებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ეს ხდებოდა შუადღეს. ხსენებულ მისამართზე ლ-–-------–-–---–ი იდგა სტუ-ს მ------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას 7--თან. ისინი მივიდნენ მასთან, წარუდგინეს თავი და აუხსნეს საქმის ვითარება. ამის შემდეგ ა-–---------------–--- გამოიტანა დადგენილება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომელსაც დაესწრო ლ-–-------–-–---–ი, მაგრამ მან გაურკვეველი მიზეზით ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ კ-----–-------–---–ის და ი-----–--------–---–ის მიერ ჩატარებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის ჩატარებისას რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის შედეგად ლ-–-------–-–---–ის ჯინსის შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ნივთი მომწვანო ფერის საღეჭი რეზინი „დიროლის“ შეფუთვით, რომელშიც მოთავსებული იყო რამდენიმე აბი და აბის ნამტვრევები ნაფშხვენებთან ერთად. ასევე ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები. ამოღებული ნივთები, კერძოდ საღეჭი რეზინი, მასში მოთავსებული აბით და აბის ნამტვრევებით და ნაფშხვენებით მოთავსებულ იქნა პოლიეთილენის პარკში, რომელიც დაილუქა ადგილზე, ხოლო დანარჩენი ნივთები ერთად მოთავსებული დაილუქა ადგილზე. ლ-–-------–-–---–ი გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს, მაგრამ მასზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე N2 ლუქის ბეჭდით, ლუქზე გაკეთებულ იქნა ხელმოწერები, მაგრამ ლ-–-------–-–---–მა უარი განაცხადა ხელმოწერაზე. ამოღებულ ნივთზე ლ-–-------–-–---–მა განაცხადა, რომ მისი იყო.
ამის შემდეგ ლ-–-------–-–---–ი დაკავებულ იქნა ადგილზევე, მას ა-–---------------–---- განუმარტა უფლებები. დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლ-–-------–-–---–მა თვითონვე განაცხადა საკუთარი მონაცემები, რომლებიც შეტანილი იქნა ოქმში. დაკავების ოქმზე გაკეთდა სამართალდამცავთა ხელმოწერები, ამის შემდეგ ლ-–-------–-–---–ი გადაყვანილ იქნა პოლიციის მ-----------------–---–ი. მოწმემ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები დაადასტურა.
მოწმე კ-----–-------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2017 წლის 2------------–- მუშაობდა ვ---------------–--- სამმართველოს პ---–-–-------- განყოფილებაში, ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ხსენებულ დღეს მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე ლ-–-------–-–---–ი უნდა ყოფილიყო კ--------ს გამზირი N---–-, სტუ-ს მ------ კორპუსის უკან და უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, ასევე მის საცხოვრებელ სახლში უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ პირადი ხელმძღვანელისგან მიიღო დავალება და გამომძიებელ ა-–---------------–--ასთან და ოპერატიულ თანამშრომელ ი-----–--------–---–თან ერთად წავიდა აღნიშნულ მისამართზე. მათ ამოიღეს საინფორმაციო ბაზიდან ლ-–-------–-–---–ის ფოტოსურათი და როდესაც ადგილზე მივიდნენ, დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით დაინახეს აღნიშნული პიროვნება. ისინი ამ დროს სპეციალურ ფორმებში იმყოფებოდნენ. მათ ლ-–-------–-–---–ს წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები, გაარკვიეს იგი სიტუაციაში და დაიწყეს მისი ჩხრეკა. ლ-–-------–-–---–ს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკა დაიწყო მოწმემ. ჩხრეკის შედეგად ლ-–-------–-–---–ის ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღო საღეჭი რეზინი ,,დიროლის“ კოლოფში მოთავსებული ნივთიერებები. მოწმე ამავდროულად გამომძიებელს ანახებდა ამოღებულ ნივთებს, რომელიც ოქმში აფიქსირებდა ყველაფერს. ,,დიროლის“ შეფუთვაში იყო რამდენიმე თეთრი ფერის აბი და დაფშვნილი აბი, რაზეც ლ-–-------–-–---–მა განაცხადა, რომ მისი იყო. ასევე ამოღებული იქნა მისი პირადი მობილური ტელეფონი და მუქი ფერის საფულე. ჩხრეკისას მშვიდი ვითარება იყო. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა. ლ-–-------–-–---–მა დოკუმენტებზე და ლუქზე ხელისმოწერაზე უარი განუცხადა გამომძიებელს. ამის შემდეგ იგი დაკავებული იქნა და ავტომანქანით გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
უბნის ინსპექტორმა გ------------–------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 2------------–- იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილების თანამშრომელმა გ-----------–-–---–-ა მიიღო ინფორმაცია, რომ ლ-–-------–-–---–ი იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რომელიც იმყოფებოდა კ--------ს ქუჩა #-7--- მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ასევე მის ბინაში უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერება. ხელმძღვანელობის დავალებით შეიქმნა ჯგუფი მოწმის და მისი თანამშრომლების - ლ-–--------ას, ა--------------–---–ისა და გ-------------–---–ის შემადგენლობით, რომელიც მივიდა ლ-–-------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის გასაჩხრეკად, მისამართზე: ქ. თბილისი, პ------ გამზირი, მ-------------–-, კორპუსი #-, ბინა #---ში. თავდაპირველად ბინიდან არავინ გამოეხმაურათ, ხოლო შემდეგ ქალმა უპასუხა, რომ თავად იყო ძიძა და მათთვის კარის გაღების უფლება არ ჰქონდა. შემდეგ დაურეკა სავარაუდოდ ლ-–-------–-–---–ის მეუღლეს და უთხრა, რომ პოლიციელებს სურდათ ბინაში შესვლა. რამდენიმე საათის შემდეგ ბინაში მივიდა ლ-–-------–-–---–ის მეუღლე - ქალბატონი ე-----------–---------–ი, რომელსაც გ-------------–---–მა გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ბინის ჩხრეკის შესახებ. მან თანხმობა გამოხატა და ხელი მოაწერა დადგენილებას. სამართალდამცავებმა დაიწყეს ბინის ჩხრეკა. ერთ-ერთი ოთახის ჩხრეკისას ე-----------–---------–თან ერთად კომოდის უჯრაში ნახა წითელ ქაღალდში გახვეული მცენარეული მასა, რომელიც ამოღებული იქნა დადგენილი წესით. ამის შესახებ ლ-–-------–-–---–ის მეუღლემ თავისთვის თქვა: ,,კიდევ არ მოეშვაო?!“ ამოღებული ნივთი გამომძიებელმა დალუქა, რომელსაც ბეჭედი დაერტყა და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. ე-----------–---------–ის თქმით, ეს ოთახი წარმოადგენდა მის და მისი მეუღლის საძინებელ ოთახს. მას არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავს და ჩხრეკის ოქმს მოაწერა ხელი.
მოწმე გ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 2------------–- იგი მუშაობდა შსს ვ---------------–--- პირველ განყოფილებაში. აღნიშნულ დღეს, შუადღის პერიოდში იგი მეგობრებთან იმყოფებოდა მე-2 განყოფილებაში, რა დროსაც ხელმძღვანელებმა სთხოვეს ბინის ჩხრეკაში მიეღო მონაწილეობა. საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად წავიდნენ გ-------------–---–ი, ლ-–--------ა, გ------------–------–---–ი და ა--------------–---–ი. ბინა მდებარეობდა პ------ გამზირზე. თავდაპირველად სახლში ოჯახის ძიძა დახვდათ, რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა ოჯახის წარმომადგენელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ადგილზე მივიდა ქალბატონი ე-----------–---------–ი, რომელსაც სამართალდამცავებმა გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ბინის ჩხრეკის შესახებ, რაზეც მან მოაწერა ხელი. ამის შემდეგ მისი მონაწილეობით დაიწყო ბინის ჩხრეკა. საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც წითელ ქაღალდში იყო მოთავსებული. ქალბატონმა ე----------მ ნახა აღნიშნული ნივთიერება, რაზეც პრეტენზია არ გამოუხატავს, თუმცა აფორიაქებულმა აღნიშნა, ,,როგორ ვერ მოეშვაო“. სავარაუდოდ ამას ამბობდა მის მეუღლეზე. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადო წესით და შედგენილ იქნა ჩხრეკის ოქმი, რომელზეც მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ლ-–--------ამ.
მოწმე ა--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 2------------–-, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ლ-–-------–-–---–ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები. გამოძიებას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ლ-–-------–-–---–ი უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ერთი ჯგუფი წავიდა ლ-–-------–-–---–ის შესამოწმებლად, ხოლო მეორე ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ა--------------–---–ი, გ-------------–---–ი, ლ-–--------ა და გ------------–------–---–ი, გავიდნენ პ------ გამზირზე, ლ-–-------–-–---–ის ბინის გასაჩხრეკად. ადგილზე ქალბატონ ე-----------–---------–ის მონაწილეობით ჩატარდა ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის ნარკოტიკული ნივთიერება. ე-----------–---------–ს არ გაკვირვებია მომხდარი ფაქტი და თქვა, ,,ვერ დაანება თავი ნარკოტიკსო“. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადო წესით. ლუქსა და ჩხრეკის ოქმს ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, მათ შორის ე-----------–---------–მაც. ლუქზე მოწმის ხელმოწერაა ზემოდან პირველი.
პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 2------------–-, 14:10-14:25 საათების პერიოდში, ქ. თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის უკანა მხარეს, კ--------ს ქუა #-7-–-, ჩხრეკა ჩაუტარდა ლ-–-------–-–---–ს, რის შედეგადაც მისი ჯინსის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა საღეჭი რეზინის მომწვანო ფერის შეფუთვა, წარწერით ,,DIROL”, რომელშიც მოთავსებული იყო მოთეთრო ფერის აბები და აბის ნამტვრევები (ტომი II, ს.ფ. 6-9).
ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, 2017 წლის 2------------–-, 14:26 საათზე, ქ. თბილისი, კ--------ს ქუჩა #-7, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის უკანა ადგილას დაკავებული იქნა ლ-–-------–-–---–ი (ტომი II, ს.ფ. 14-17).
ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 2------------–-, 19:08-20:05 საათების პერიოდში, ქ. თბილისი, პ------ გამზირი, მ-------------–-, კორპუსი #-, ბინა #---ში, ლ-–-------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მისი მეუღლის - ე-----------–---------–ის მონაწილეობით ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ერთ-ერთ საძინებელ ოთახში განთავსებული კომოდის უჯრიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ქაღალდი, შიგნით მოთავსებული მცენარეული მასა. მოწითალო ფერის ქაღალდი შიგნით მოთავსებული მცენარეული მასით მოთავსებული იქნა ე.წ. ფაილში და დაილუქა #2 ლუქით, რაზეც დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. ამის შემდეგ გაგრძელდა ლ-–-------–-–---–ის ბინის ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად სხვა რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ნანახი ან ამოღებული არ ყოფილა (ტომი II, ს.ფ. 28-35).
2017 წლის 25 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის #-------------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 2 ცალი ტაბლეტი და 4 ცალი სხვადასხვა ზომის თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი მცირეონდენ ფხვნილთან ერთად, საერთო წონით - 1,5626 გრამი, წარმოადგენს ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, ნატეხებს და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობაა - 0,0312 გრამი (ტომი II, ს.ფ. 55-58).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები თ-------------–---–ი და ს--------–---------ა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას.
2017 წლის 25 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის #-------------- დასკვნის მიხედვით, ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა გამომშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 0,39 გრამი, შეიცავს ნივთიერებებს:ნიკოტინს, XLR11-ს, JWH307-ს, JWH122- JWH210-ს და ნარკოტიკშემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ კანაბინოიდურ კომპონენტებს: ტეტრაჰიდროკანაბინოლს, კანაბინოლს და კანაბიდოილს. აღნიშნულ მცენარეულ მასაში ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონაა - 0,00006 გრამი. ნარკოტიკული საშუალება JWH122-ის წონაა - 0,00065 გრამი. XLR11, JWH307, JWH210 მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. ნიკოტინი კანაბინოლი და კანაბიდიოლი არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ტომი II, ს.ფ. 65-68).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები თ-----------–--ა და ს--------–---------ა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:
მოწმე ე-----------–---------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული ლ-–-------–-–---–ი მისი მეუღლეა. 2017 წლის 2------------–-, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ძიძამ დაურეკა სახლიდან და უთხრა, რომ პოლიციას ბინაში შესვლა და ჩხრეკის ჩატარება სურდა. მან უპასუხა, რომ სანამ არ მივიდოდა, პოლიციისთვის კარი არ გაეღო. დაახლოებით 20-25 წუთში, საღამოს 7 საათისთვის იგი მივიდა სახლში, სადაც სადარბაზოში, კართან 5 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი დახვდა. მათ განუმარტეს, რომ ლ-–-------–-–---–ი ჰყავდათ დაკავებული და ამჯერად მის ბინაში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. მათ დაიწყეს ჩხრეკა, რასაც დაახლოებით 15 წუთი მოანდომეს. მათ მოწმეს უთხრეს, რომ ჩხრეკა დაეწყოთ პატარა ოთახიდან, სადაც მისი შვილი მეცადინეობდა ხოლმე და იმ დროისთვის მის მაზლს დ-----------–-–---–ს ეძინა. ხსენებულ პატარა ოთახში მოწმეს სამი სამართალდამცავი შეყვა. ერთ-ერთმა ტანსაცმლის გადმოღება დაიწყო, რა დროსაც მეორე გამომძიებელმა გვერდიდან იკითხა ,,ეს რა არისო?!“ მოწმე რომ მოტრიალდა, ტუმბოს უჯრა იყო გამოღებული და გამომძიებელს ერთ ხელში მისი მამამთილის ძველი საფულე ეჭირა ხელში, ხოლო მეორეში - მცირე ვარდისფერი საოფისე ქაღალდი. მას ხსენებული ნივთის ამოღების მომენტი არ დაუნახავს. მოწმემ უპასუხა, რომ არ იცოდა თუ რა იყო და ვის ეკუთვნოდა. გამომძიებლის თქმით, აღნიშნული ნივთები უჯრიდან ამოიღო. შემდეგ მიუტანა სავარაუდოდ უფროსს და აჩვენა, რომელმაც თქვა, რომ ეს სავარაუდოდ მარიხუანა იყო, რასაც ექსპერტიზა დაადგენდა, რის შემდეგაც ოთხკუთხედი ქაღალდი ისევ გაკეცეს და ამოდეს ქვეშ. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა სხვა ოთახები ზედაპირულად დაათვალიერეს. მოწმის განმარტებით, მან ოქმი არ წაიკითხა და ისე მოაწერა მასზე ხელი და რეალურად ამოღებული მასა არავის დაულუქავს. სახლში ასევე იყვნენ ძიძა, მოწმის მამა და შვილი. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ვარდისფერ ქაღალდს აუცილებლად აღმოაჩენდა არსებობის შემთხვევაში, რადგან იქ მისი შვილი მეცადინეობდა ხოლმე და ამ ოთახს ხშირად ალაგებდა.
წინა დღეს სახლში დ----- და ლ-–-------–-–---–ები ავიდნენ და ნერვიულობდნენ, რომ პოლიციელები უთვალთვალებდნენ მათ. 2------------–-, 13:25 ან 12:25 საათზე ლ-–-------–-–---–ს ბავშვი ეზოში ჰყავდა ჩაყვანილი და მოწმეს ,,ვაიბერით“ გაუგზავნა მისი სურათი და ჰკითხა თუ რა ეჭმია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ლუქზე არ არის მისი ხელმოწერა დაფიქსირებული, ხოლო ჩხრეკის ოქმზე მისი ხელმოწერაა. 25 თებერვალს გამომძიებელმა გ---–---მ მას რამდენჯერმე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. იგი მოწმესთან სახლში მივიდა და განუცხადა, რომ მისი მეუღლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებდა და აინტერესებდა თუ საიდან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმემ უპასუხა, რომ არ იცოდა ეს ნივთიერება ვის ეკუთვნოდა, ის არ ეკუთვნოდა ლ-–-------–-–---–ს, რადგან ოთახი იყო მისი შვილის, სადაც დ-----------–-–---–ი ცხოვრობდა. შემდეგ გ---–---მ შესთავაზა, რომ ეთქვა, რომ ამოღებული ნივთიერება იყო მისი მეუღლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის ყველა წევრი უნდა გამოეკითხა. მოწმე ამ წინადადებას არ დათანხმდა. შემდეგ კი კვლავ მოაწერინა ხელი ოქმზე, რომელიც არ წაუკითხავს მოწმეს, აღნიშნულ ოქმში ეწერა, რომ ამოღებული ნივთიერება დაილუქა, თუმცა ნივთიერება რეალურად არ დალუქულა და მასზე მოწმეს არ მოუწერია ხელი.
მოწმე დ-----------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული ლ-–-------–-–---–ი არის მისი ძმა. იგი ამჟამად ცხოვრობს ძმასთან, ქ. თბილისი, პ------ გამზირი, მ-------------–-, კორპუსი #-, ბინა #---ში. იქ ასევე ცხოვრობენ მისი რძალი და ძმისშვილები. 2017 წლის 23 თებერვალს მეგობართან იქეიფა. ამ დღეს მან დაურეკა თავის ძმას ლ-–-------–-–---–ს, რომელსაც სთხოვა მიეკითხა და სახლში წაეყვანა. ლ-–-------–-–---–მა მიაკითხა მას. სანამ კორპუსში შევიდოდა, იგი ტაძართან ჩამოვიდა და შემდეგ სადალაქოში აპირებდა მისვლას. ამ დროს მან თავისი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე შენიშნა სამართალდამცავები, რომლებიც სამოქალაქო ფორმით იყვნენ. მისი ვარაუდით ისინი მას და მის ძმას უთვალთვალებდნენ. მან ამის შესახებ უთხრა ლ-–-------–-–---–ს. მეორე დღეს დ----- და ლ-–-------–-–---–ები წავიდნენ სტუ-ს მე-6 კორპუსთან, მეგობართან შესახვედრად. ლ-–-------–-–---–მა 25 მეტრის მოშორებით გააჩერა მანქანა, ხოლო დ-----------–-–---–ი ჩამოვიდა მანქანიდან. რამდენიმე წამში იქვე შემოვიდა ვერცხლისფერი ,,მ-–----–ი“ და შავი ფერის ,,ტ---------------“. აღნიშნული ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ მამაკაცები, რომლებიც მივარდნენ ლ-–-------–-–---–ს და დაუწყეს დაკავება. იქვე ხალხიც მოგროვდა და იყო გარკვეული ჭიდაობა. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ მას დაურეკეს უცნობი ნომრიდან და უთხრეს, რომ ლ-–-------–-–---–ი დაკავებული იყო სსკ 260-ე მუხლით და მის სახლში აპირებდნენ ჩხრეკის ჩატარებას. მოგვიანებით რძალმა - ე-----------–---------–მა დაურეკა მას და უთხრა, რომ მის საძინებელ ოთახში, ძველ საფულეში სამართალდამცავებს უპოვიათ ე.წ. ,,ანაშა“. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ნივთიერება მას არ ეკუთვნოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წარსულში არაერთხელ არის ნასამართლები ნარკოტიკული დანაშაულისთვის, ამ ეტაპზე მას ნარკოტიკებთან არ აქვს შეხება და არც თამბაქოს ეწევა.
მოწმე თ------–------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ბრალდებულის ოჯახში 3 წლის მანძილზე მუშაობდა ძიძად. ბინაში ცხოვრობდნენ ლ-–-------–-–---–ი, მისი მეუღლე - ე-----------–---------–ი, მათი სამი შვილი, ძმა - დ-----------–-–---–ი და სიმამრი - თ-------–---------–ი. 2017 წლის 23 თებერვალს, შუადღეს ლ-–- და დ----- გ----–-–---–ები შეშფოთებულები დაბრუნდნენ სახლში და ამბობდნენ, რომ მათ მანქანით უთვალთვალებდნენ. 2------------–- ლ-–-------–-–---–ს ბავშვი ჰყავდა გაყვანილი სასეირნოდ. შემდეგ დაბრუნდა და დ----- გ----–-–---–თან ერთად გავიდა ნაცნობთან შესახვედრად. ამ დროს სახლში მოწმესთან ერთად იყვნენ ბავშვი და თ-----------–---------–ი. დაახლოებით 18:30 საათზე კარზე დარეკეს ზარი. მოწმის შეკითხვაზე მათ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და მოითხოვდნენ კარის გაღებას, რადგან ჩხრეკის ჩატარება სურდათ. მოწმემ დაურეკა ე-----------–---------–ს და მოახსენა აღნიშნული ფაქტის შესახებ. სამართალდამცავები იყვნენ ხუთნი, რომლებსაც ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ე-----------–---------–ი და დაიწყეს ბინის ჩხრეკა. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ოთახიდან გამოიტანეს ვარდისფერ ქაღალდში გახვეული ნივთიერება. მოწმე ამ დროს თ-------–---------–თან იყო, რომელიც შეუძლოდ გახდა. ერთ-ერთი პიროვნება დაჯდა სკამზე და დაიწყო დოკუმენტების შევსება. სამართალდამცავებს ვარდისფერი ქაღალდის გამოტანის შემდეგ დანარჩენი ოთახები აღარ გაუჩხრეკიათ, მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს. ხსენებული ნივთი დაილუქა თუ არა, მოწმემ არ იცის.
მოწმე თ-----------–---------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული ლ-–-------–-–---–ი მისი სიძეა. ისინი ერთად ცხოვრობენ პ------ გამზირზე. მათთან ერთად ცხოვრობენ ე-----------–---------–ი, ლ-–-ს ძმა - დ-----------–-–---–ი და სამი შვილიშვილი. 2017 წლის 23 თებერვალს დ-----------–-–---–ი აღელვებული დაბრუნდა სახლში და თქვა, რომ მას პოლიციელები უთვალთვალებდნენ. 2017 წლის 2------------–-, საღამოს დაახლოებით 6-7 საათზე მოწმე სახლში იმყოფებოდა წოლით რეჟიმში, რა დროსაც ე-----------–---------–ი მივიდა სახლში და მასთან ერთად სახლში შემოვიდა 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. მათ დაიწყეს სახლის ჩხრეკა. ერთ-ერთი ოთახიდან გამოიტანეს რაღაც წითელ ქაღალდში გახვეული ნივთიერება და დაუდეს მოწმის გვერდით მჯდარ გამომძიებელს. ისინი გავიდნენ სხვა ოთახში და დაიწყეს საუბარი. პოლიციელებმა ამის შემდეგ ზერელედ დაათვალიერეს სხვა ნივთები და წავიდნენ.
მოწმე ა-–-------------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ლ-–-------–-–---–ის ნაცნობი, რომელთანაც აქვს დიდი ხნის ურთიერთობა. 2017 წლის 2------------–- იგი სტუ-ს მე-6 კორპუსთან, ,,რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდა დ----- და ლ-–-------–-–---–ებს. დ----- გ----–-–---–ი წავიდა მანქანის გასაჩერებლად, ხოლო მოწმე და ლ-–-------–-–---–ი ერთად იყვნენ ა-–-------------------ის მანქანაში. შემდეგ ლ-–-------–-–---–ი გადავიდა მანქანიდან, რომ თავისი ძმისთვის დაეძახა. ლ-–- ბ-------იც გადავიდა მანქანიდან, რომ ენახა თუ როგორ დააყენა მანქანა. ამ დროს ლ-–-------–-–---–ი მოწმისგან იყო დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით, როდესაც მას მივარდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები და ჯაჯგურით ჩატენეს მანქანაში, ამ დროს არანაირი ოქმი არ შედგენილა. აღნიშნული მამაკაცები იყვნენ ვერცხლისფერი ,,სუ-------“ და შავი ფერის ,,ტ---------“ ფირმის ავტომანქანებით. საღამოს მოწმეს დაუკავშირდა დ-----------–-–---–ი და უთხრა, რომ ლ-–-------–-–---–ი დაკავებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. შეხვედრის დროს ლ-–-------–-–---–ი ფხიზელი იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ მან მონაწილეობა მიიღო დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაეთანხმა მის ოქმს.
მოწმე ი---------–------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს პ------ ქუჩა #-7--- მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომეთვალყურედ. მან 2017 წლის 25 მარტს მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის ადვოკატის მ-----------–--ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაადასტურა ოქმის სისწორე და დაეთანხმა მას.
ბრალდებულმა ლ-–-------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს პ------ მე-2----------––-----------------–------------ში, მეუღლესთან, სამ შვილთან და ძმასთან ერთად. ზამთარში მათთან ასევე ცხოვრობს მისი სიმამრი თ-------–---------–ი. 2017 წლის 23 თებერვალს მან შეამჩნია, რომ ავტომანქანით უთვალთვალებდნენ მას და მის ძმას. 2017 წლის 2------------–-, მან ბავშვი ჩაიყვანა გარეთ გასასეირნებლად, რა დროსაც საქანელაზე ქანაობის დროს მას გადაუღო სურათი გაუგზავნა მეუღლეს - ე-----------–---------–ს და ჰკითხა თუ რა ეჭმია ბავშვისთვის. ამის შემდეგ იგი შეხვდა თავის ძმას - დ-----------–-–---–ს, რომელსაც უთხრა, რომ უნდა შეხვედროდა მეგობარს - ა-–-------------------ს და სთხოვა გაყოლა, რაზეც იგი დათანხმდა. როდესაც სახლში ძიძა მივიდა, მას დაუტოვა ბავშვი, ხოლო თავად ძმასთან ერთად წავიდა მეგობართან შესახვედრად. 13:50 საათზე მივიდნენ სააკაძის მოედანზე, ,,რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურთან. იქვე მივიდა ა-–-------------------იც, რომელსაც მანქანაში გადაუჯდა ლ-–-------–-–---–ი, ხოლო დ-----------–-–---–მა ავტომანქანა წაიყვანა გასაჩერებლად. როდესაც ლ-–-------–-–---–ი გადავიდა მანქანიდან, მას მოულოდნელად მივარდნენ სამოქალაქო ფორმიანები და ჩატენეს მანქანაში. მას ტელეფონი ჩამოართვეს და არ მისცეს დარეკვის საშუალება. ბრალდებულმა ასევე ილაპარაკა იმ უკანონობებეზე, რაც მის მიმართ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს. ,,დიროლის“ ქაღალდში გახვეული ტაბლეტები მას საგამოძიებო ორგანოში ჩაუდეს. მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.
შპს ,,D-----------”-ის (მის: ქ. თბილისი, პ------ გამზირი, მ-------------–-, კორპუსი #-) დირექტორის ნ-----–------------–--ის 2017 წლის 22 მარტის მიმართვის მიხედვით, ვიდეოკამერებიდან ვიდეომასალის გაცემა საჭიროებს მოსამართლის შესაბამის ბრძანებას. რაც შეეხება 2017 წლის 23-24 თებერვლის ჩანაწერს, ის შენახულია და არ განადგურდება (ტომი I, ს.ფ. 30).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინების მიხედვით, დაკმაყოფილდა ადვოკატ მ-----------–--ის შუამდგომლობა და ქ. თბილისში, პ------ ქუჩა, მ-------------–-ს მე-7 კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული ,-----–------ გრუპიდან გამოთხოვილი იქნა მაღაზიის კუთვნილი ქუჩის გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები 2017 წლის 24 თებერვლის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე (ტომი II, ს.ფ. 141-144).
შპს ,,D-----------”-ის (მის: ქ. თბილისი, პ------ გამზირი, მ-------------–-, კორპუსი #-) დირექტორის ნ-----–------------–--ის 2017 წლის 4 აპრილის მიმართვის მიხედვით, ,,ვიდეო კამერებიდან ვიდეო მასალის გაცემა ვერ ხერხდება დივიარზე 2017 წლის 23-24 თებერვლის ჩანაწერი არ მოიძებნა, წაშლილია“ (ტომი II, ს.ფ. 183).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელიც ჩაატარა ადვოკატმა მ-----------–--ემ დადასტურდა, რომ ლ-–-------–-–---–ის, დ-----------–-–---–ის, ა-–-------------------ის და ი---------–------ის მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თბილისში, პ------ ქუჩა მ-------------–-, სააკაძის მოედანთან არსებული ბენზინგასამართი სადგურის გვერდით კ--------ს ქუჩა #-7--- მიმდებარე ტერიტორია და ვ-–----–----–ას გამზირი, მ-------------–-, 55 კორპუსში არსებული ,,ლიბერთი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია და პოლიციის ვ---------------–--- მე-2 განყოფილების მიდმებარე ტერიტორია, სადაც გამოკითხულმა პირებმა მიუთითეს ბრალდებულის დაკავების ადგილი, ასევე ლ-–- გ--–-–---–მა მიუთითა თუ სად გადაიყვანეს დაკავების შემდეგ (ტომი I, ს.ფ. 42-65).
კომპანია ,,ბილაინი“-დან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 2------------–- ლ-–-------–-–---–ის დისლოკაციის დაახლოებული მდებარეობა არის:
12:20-14:08 საათების პერიოდში - ქ. თბილისი, შ--------------- #-;
14:19-14:24 საათების პერიოდში - ქ. თბილისი, ხ--–-------–-------ა;
14:24-14:42 საათების პერიოდი - ქ. თბილისი, კ--------ს ქუჩა;
14:43 საათზე - ქ. თბილისი, შ--------------- #- (ტომი I, ს.ფ. 128).
2017 წლის 16 მაისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლ-–-------–-–---–ის წარმოდგენილ ქურთუკზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში არსებული დაზიანების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება ფიზიკური ძალის მოქმედებით (მოქაჩვით).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ნ-----------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2017 წლის 18 მაისის ხელწერის ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, დასკვნის გაცემა საკითხზე, ხელმოწერები განლაგებული: ა) 2017 წლის 24 თებერვლის თარიღით შედგენილ #0----------- ლუქზე, რიგით მესამე ხელმოწერა და ბ) 2017 წლის 24 თებერვლის თარიღით შედგენილ #0----------- ლუქზე, რიგით მეოთხე ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ე-----------–---------–ის მიერ შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერების უხარისხობის გამო (შტრიხები შედგება სავარაუდო ასოებისა და უასოო შტრიხებისაგან, რომელსაც გადაკვეთს დამატებითი შტრიხები და დაკარგულია წერითი ნიშნები საიდენტიფიკაციოდ). გამოკვლევას დაქვემდებარებული ხელმოწერა განლაგებულია ა) 2017 წლის 24 თებერვლის თარიღით წარმოდგენილ #0---------- ლუქზე რიგით მესამე ხელმოწერა შესრულებულია ლურჯი ფერის საღებავით ნივთიერებით, რომლის ტრანსკიფცია და გადაბმა ასეთია: ,,სავარაუდო არის ,,ბ“ ფართო ჰორიზონტალური შტრიხით, ხელმოწერა გადაკეთებულია უფრო ვერტიკალური და ჰორიზონტალური შტრიხით“. ბ) ხელმოწერა განლაგებულია 2017 წლის 24 თებერვლის თარიღით შედგენილი #0----------- ლუქზე რიგით მეოთხე ხელმოწერა შესრულებულია ლურჯი ფერის საღებავით ნივთიერებით, რომლის ტრანსკრიფცია და გადაბმა ასეთია ,,სავარაუდო ასო არის ,,გ“ სავარაუდო ასო ,,კ“ ფართო სტრიქონული შტრიხები - ხელმოწერის გადამკვეთი უასოო შტრიხი“.
2017 წლის 28 მარტის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ლ-–-------–-–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლის მიხედვითაც მან 2017 წლის 2------------–- 13:13 საათზე თავის მეუღლეს ე-----------–---------–ს პროგრამა ,,ვაიბერის“ საშუალებით გაუგზავნა თავისი შვილის - გ-------ს სურათი (რომელიც გადაუღო 13:12 საათზე) და 13:27 საათზე მიწერა ,,რა შეჭამონ?“ (ტომი I, ს.ფ. 107).
სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურდა ლ-–-------–-–---–ს ბრალეულობა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას. სასამართლო აღნიშნავს, იმისთვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტს.
სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება შეაფასა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, კერძოდ: დაცვის მხარის თითქმის ყველა მოწმე აცხადებს, რომ წინა დღეს ლ-–-------–-–---–ისთვის ცნობილი იყო, რომ მას სამართალდამცავები უთვალთვალებდნენ. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერების ლუქზე ხელმოწერას არ ადასტურებს მოწმე ე-----------–---------–ი, რომელიც აცხადებს, რომ ამოღებული ნივთიერება საერთოდ არ დალუქულა და მისი ამოღების მომენტი არ დაუნახავს. ამასთანავე, ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლუქზე ზემოდან მესამე ხელმოწერაზე ფიქსირდება ასოები ,------------------- რომლებსაც ცხადია, მოწმე ე-----------–---------–ის გვარი არ შეიცავს.
ასევე დადგენილია, რომ ბინაში ლ-–-------–-–---–თან ერთად ცხოვრობენ მისი მეუღლე ე-----------–---------–ი, მათი სამი შვილი, დ-----------–-–---–ი და თ---------- გ----–-–---–ი, ხოლო ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებული იქნა ლ-–-------–-–---–ის შვილის სამეცადინო ოთახიდან, რომელშიც იმ პერიოდში ცხოვრობდა დ-----------–-–---–ი. ამდენად ეჭვი, რომ ნარკოტიკული ნივთიერება კონკრეტულად ლ-–-------–-–---–ს ეკუთვნის და არა ოჯახის სხვა წევრს, ბრალდების მხარის მიერ გაქარწყლებული არ არის. მოწმეები ე-----------–---------–ი, თ-----------–---------–ი და თ------–------–---–ი აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა იპოვეს აღნიშნული ნივთი, მათ ბინის დანარჩენი ოთახების ჩხრეკა აღარ გაუგრძელებიათ და მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს, რაც სამართალდამცავების ქმედებაში კითხვას ბადებს, თუ რატომ აღარ გააგრძელეს ჩხრეკა. გარდა ამისა, ეჭვებს ამყარებს 2017 წლის 25 თებერვალს გამომძიებელ ა-–---------------–--ას ვიზიტი ე-----------–---------–თან გამოკითხვის მიზნით, რა დროსაც მან გამოკითხა იგი წინა დღეს ჩატარებულ ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებით, შესთავაზა, რომ ლ-–-------–-–---–ის კუთვნილება დაედასტურებინა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე და დააფიქსირებინა პოზიცია ლუქზე ხელისმოწერის შესახებ, თუმცა ე-----------–---------–ი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ არ იცის ვის ეკუთვნოდა ნარკოტიკული ნივთიერება, მას ის მანამდე არ არ შეუმჩნევია ხსენებულ ადგილას, ამოღების შემდეგ არ დალუქულა და მას არანაირ ლუქზე ხელი არ მოუწერია. თავად ლუქზე დაფიქსირებული ხელმოწერებიც იქცევს სასამართლოს ყურადღებას, ვინაიდან ბინის ჩხრეკისა და გამოკითხვის ოქმზე დაფიქსირებული ე-----------–---------–ის ხელმოწერები და ლუქზე დაფიქსირებული ხელმოწერები ვიზუალურად მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აღნიშნული დადასტურდა გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნითაც.
რაც შეეხება პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სასამართლოში დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ოქმების ავთენტურობა, თუმცა თავად ბრალდებული ლ-–-------–-–---–ი, მოწმეები დ-----------–-–---–ი და ა-–-------------------ი აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა იგი მოულოდნელად დააკავეს, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს, რა დროსაც არანაირ ჩხრეკას, უფლებების განმარტებას და ოქმის შედგენას ადგილი არ ჰქონია. ძალადობის კვალზე მიუთითებს ლ-–-------–-–---–ის კუთვნილ ქურთუკზე არსებული დაზიანების კვალიც, რომელზეც მოგვიანებით ჩატარდა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. ასევე აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ლ-–-------–-–---–ი თავის მეგობარს ,,ვაიბერით“ წერდა, რომ მას სამართალდამცავები უთვალთვალებდნენ და ფრთხილად ყოფილიყვნენ, რის შემდეგაც არაბუნებრივია, რომ მას შარვლის ჯიბეში აშკარად შენახული ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. გარდა ამისა, საინტერესოა ბრალდებულის დაკავების დროს მისი დისლოკაციის დაახლოებული მდებარეობა, კერძოდ, 14:19-14:24 საათების პერიოდში - ქ. თბილისი, ხ--–-------–-------ა. ასევე, გამოკვლეული დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2------------–-, 13:00-14:00 საათამდე პერიოდში ლ-–-------–-–---–ი იმყოფებოდა პ------ ქუჩა მ-------------–-,, მე-7 კორპუსის გვერდით მდებარე საბავშვო სკვერში, სადაც საქანელაზე ათამაშებდა უმცროს ვაჟს. მან ამ დროს სურათი გადაუღო შვილს, გადაუგზავნა მეუღლეს 13:27 საათზე და ჰკითხა თუ რა ეჭმია მისთვის. ამ დროს, - 13:30-13:55 საათების პერიოდში ინსპექტორ-გამომძიებელი გ-----------–-–---–ი აძლევდა ჩვენებას ა-–---------------–--ას მასზედ, რომ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ლ-–-------–-–---–ი უნდა ყოფილიყო კ--------ს ქუჩა #-7-–- და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წინააღმდეგობები არსებობს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმს, ბინის ჩხრეკის ოქმს და მოწმეთა ჩვენებებს შორის, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უარყოფილი გონივრული ეჭვი ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ლ-–-------–-–---–ის კუთვნილების შესახებ, რის გამოც ხსენებულ მტკიცებულებებს, როგორც არასანდოს, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
შესაბამისად, ეჭვი სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებები, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები ლ-–-------–-–---–ის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად ვერ მიიჩნია.
საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები პირდაპირ არ მიუთითებენ ლ-–-------–-–---–ს მხრიდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზე არ გვაქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვინაიდან მტკიცებულებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ლ-–-------–-–---–ის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
ასევე, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ ვარაუდია ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ლ-–-------–-–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ლ-–-------–-–---–ის (საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით) მიერ დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში - უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–-------–-–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ-–-------–-–---–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა 8------------------ ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული საშუალებები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი