განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002703830
N1/234-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
01.04.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ -ლილი ნინოშვილის
ადვოკატ -მაია უტიაშვილის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023220918002)
ბრალდებული: ლილი ნინოშვილი;
მამის სახელი: შოთა;
დაბადებული: 09.10.1958 წელს;
პირადი ნომერი: 13001007141;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონის სოფელი ვაზისუბანი.
ფაქტობრივად მცხოვრები:ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. N4
1. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ლილი ნინოშვილს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შამტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:
2017 წლის ოქტომბრიდან, ლილი ნინოშვილი, ქ. გურჯაანში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა 29.06.2002 წელს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს მარიამ ნინოშვილს, რომელსაც 2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე ტანისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, მოქაჩა თმები და უკბინა კისრისა და ორივე ხელის არეში. ლილი ნინოშვილის აღნიშნული ქმედებების შედეგად მარიამ ნინოშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ლილი ნინოშვილი 2018 წლის 23 სექტემბერს 08:10 საათზე დააკავეს და 2018 წლის 24 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ლილი ნინოშვილი 2018 წლის 25 სექტემბერს პატიმრობიდან განთავისუფლდა გირაოს თანხის გადახდის შემდეგ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
2. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის ოქტომბრიდან, ლილი ნინოშვილი, ქ. გურჯაანში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა 29.06.2002 წელს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს მარიამ ნინოშვილს, რომელსაც 2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე ტანისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, მოქაჩა თმები და უკბინა კისრისა და ორივე ხელის არეში. ლილი ნინოშვილის აღნიშნული ქმედებების შედეგად მარიამ ნინოშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა, რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მოუსმინა მოწმეებს, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულ ლილი ნინოშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თავალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და რომელიც საკმარისია ლილი ნინოშვილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე ბრალდებულის ოჯახის წევრმა/ ახლო ნათესავმა, ბრალდებულის შვილმა, დაზარალებულმა მარიამ ნინოშვილმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და როგორც ბრალდებულ - ლილი ნინოშვილის ახლო ნათესავებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
4.2. მოწმე თამარ კაპანაძის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში და მუშაობს ქ. გურჯაანში რეგიონალურ გაზეთ ,,სპექტრში''. 2018 წლის 22 სექტემბერს იმყოფებოდა ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქ. N8-ში მდებარე ნიკორას მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაიგონა ჩხუბის ხმა. ჩხუბობდნენ დედა-შვილი ლილი და მარიამ ნინოშვილები. ლილი ნინოშვილი სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მარიამს. იქ მყოფი ხალხი აშველებდა მათ. მარიამს რაღაც ეჭირა ხელში, ეუბნებოდა ლილის თავი დამანებეო თორემ თავი უნდა მოვიკლაო. ლილი ნინოშვილი მარიამ ნინოშვილს ეუბნებოდა უნამუსო ხარო. რაღაც გამოსტაცა ხელიდან ლილიმ და ამბობდა გადააგდეთო. მარიამს მხარზე ეტყობოდა ნაკბენი და იგი ტიროდა. მარიამმა დაარტყა თუ არა ლილი ნინოშვილს არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა, რომ ლილიმ ხელი გარტყა სახეში და მარიამი ცდილობდა თავის დაღწევას. მათი ჩხუბი ნახევარი საათი გრძელდებოდა, ხალხმა გააშველა და მერე პოლიციამ წაიყვანა მარიამი.
4.3. მოწმე ემზარ სისაურის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი ტაქსის მძღოლია და შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მაღაზია ნიკორას მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით იქნებოდა 17:00 საათი. გაიგონა ლილი ნინოშვილის და მისი შვილის მარიამ ნინოშვილის ჩხუბი. ხშირად შესწრებია დედა-შვილის ჩხუბს. ლილი ნინოშვილმა ე.წ. რეიკა მოუქნია მარიამს, მაგრამ მოხვდა თუ არა არ იცის. ლილიმ სამჯერ დაარტყა მარიამს და უკბინა. მარიამი ტიროდა. იქ მყოფებმა გააშველეს და მერე მარიამმა დარეკა პოლიციაში. ლილი ნინოშვილი სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდა მარიამს. მოწმეს არ დაუნახავს მარიამს რაიმე ეჭირა თუ არ ხელში.
4.4. მოწმე ზაზა ლაზაშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: მოწმე იცნობს ბრალდებულსა და დაზარალებულს. ფართი სადაც მაღაზია ნიკორა მდებარეობს არის მისი საკუთრება. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე და შეესწრო დედ-შვილის ჩხუბს. ლილი ნინოშვილი სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მარიამ ნინოშვილს, ესწოლა ფიცარი, მაგრამ მოხვდა თუ არა არ იცის. ლილი ნინოშვილმა რამდენჯერმე დაარტყა მარიამ ნინოშვილს და ერთხელ უკბინა. მარიამ ნინოშვილს ლილი ნინოშვილისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
4.5. მოწმე იზა მახარაშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: მოწმეს ქ. გურჯაანში თავისუფლების ქ. N8-ში აქვს ყვავილების მაღაზია. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მაღაზიაში, რა დროსაც გაიგონა ჩხუბის ხმა, მაგრამ გარეთ არ გამოსულა, რადგან დედა-შვილი მარიამ და ლილი ნინოშვილები ყოველდღე ხუბობენ. იმ ტერიტორიაზე დგანან ტაქსის მძღოლები და მოჩხუბრები მათ გააშველეს. დაინახა, რომ ლილიმ მარიამს მორი მოუქნია. ლილიმ უკნინა მარიამს, რომელიც ცდილობდა გაქცეოდა. შემთხვევის დღეს მარიამმა რაიმე დაუშავა თუ არა ლილი ნინოშვილს არ დაუნახავს. მარიამი ხშირად შედის მასთან მაღაზიაში და უყვება, რომ ლილი ნინოშვილი როცა თვრება არ აძინებს და ეჩხუბება, ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან ერთხელ ექიმთანაც წაიყვანა მარიამი, მისივე თხოვნით.
4.6. მოწმე დავით დანელიშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და როგორც გამომძიებელი ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმე იზა მახარაშვილი, ემზარ სისაური, მოახდინა ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება, ბრალდებულს გააცნო ბრალი და დაკითხა. დაზარალებული გამოკითხა გამომძიებელმა ბექა ახალაურმა. ბრალდებულ ლილი ნინოშვილი დააკავა, მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაზარალებულს მარიამ ნინოშვილს დახმარება აღმოუჩინეს საავადმყოფოში. ასევე მოწმემ აჩვენა, რომ მოახდინა შპს ,,ლენდოჯი"'-ს კუთვნილი გარე ვიდეო ხედვის კამრების ამოღება ქ. თბილისში მდებარე სადაო ოფისიდან. ამოღებული დისკი დაილუქა ამავე ორგანიზაციის თანამშრომოლის თანდასწრებით. ამოღებული იქნა ორი დისკი და ერთი ასლი გადაეცა ბრალდებულ ლილი ნინოშვილს.
მოწმისათვის უცნობია რა ვითარებაში დაზიანდა სისხლის სამართლის საქმის მასალებში მტკიცებულებად დართული შპს ,,ლენდოჯი"'-ს გარე ვიდეო ხედვის კამერიდან ამოღებული დისკი, მაგრამ მისი ზუსტი ასლი გადაცემული აქვს ბრალდებულს.
4.7. მოწმე ზაქარია სამადაშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი 2015-2018 წლებში მუშაობდა შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. ბრალდებული ლილი ნინოშვილი ხშირად აყენებდა შვილს მარიამ ნინოშვილს შეურაცხყოფას და შედგენილი აქვს შემაკავებელი ორდერები. 2018 წლის 23 სექტემბერს დააკავა ბრალდებული ლილი ნინოშვილი მშვიდ ვითარებაში.
4.8. ბრალდებულ ლილი ნინოშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: მას აქვს ყვავილების მაღაზია ქ. გურჯაანში და ვაჭრობს. ჰყავს ერთი შვილი მარიამ ნინოშვილი, რომელიც ამჟამად მინდობის აღზრდაშია. 2018 წლის 22 სექტემბრის იცინდენტამდე, მარიამი 7 დღე იყო დაკარგული, და როგორც შემდეგ შეიტყო წასული ყოფილა ქ. თბილისში, იზა მახარაშვილის ხელისშეწყობით. იზა მახარაშვილი ყველენაირად ცდილობს, რომ ჩემი შვილი მე არ დამეხმაროს მაღაზიაში და უბიძგებს ცუდ გზაზე. მოწმემ ვრცლად ისაუბრა, რომ მისი შვილის ხასიათს იყენებენ იზა მახარაშვილი, ზაზა ლაზაშვილი და განაწყობენ დედის წინააღმდეგ. პოლიციაც ყველაფერს აკეთებს, რომ მისი შვილი ასცდეს გზას. ერთხელ წაიყვანეს მინდობით აღზრდაში და გაუპატიურებული მოუყვანეს, ეხლაც მინდობით აღზრდაში არის გადაცემული.
2018 წლის 22 სექტემბერს, იგი იმყოფებოდა მაღაზიაში, სადაც ცხოვრობს კიდევაც. მარიამი მოვიდა სახლში და სახლის მეორე სართულიდან მას ესროდა წყლის ბოთლებს. შემდეგ ჩამოვიდა დაბლა და გამოეკიდა დანით, მან მოახერხა გაქცევა. ლილი ნინოშვილმა მარიამ ნინოშვილს ერთხელ უკბინა მხარზე, იმიტომ რომ მარიამმა ხელი წაუჭირა ყელში და ახრჩობდა და კბენით გააშვებინა ხელი. მას არასოდე უცემია თავისი შვილი და არც სიტვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია.
4.9. სასამართლო სდომაზე გამოკვლეული ვიდეო დისკით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს ქ. გურჯაანში, ბრალდებულ ლილი ნინოშვილის კუთვნილ ყვავილების მაღაზიასთან ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბრალდებულმა ლილი ნინოშვილმა და დაზარალებულმა მარიამ ნინოშვილმა. ისინი ერთმანეთს სცემდნენ ხელებით სხეულის სხვადასხვა ადგილას. ბრალდებული ლილი ნინოშვილი გაიქცა, მას გამოეკიდა მარიამ ნინოშვილი. დაეწია და დაუწყო ხელებით რტყმა. შემდეგ კვლავ გაიქცა ლილი ნინოშვილი და იქვე მდგარ ავტომობილში ჩაჯდა. მეორე მხრიდან მიუახლოვდა მარიამ ნინოშვილი და კარები გააღო, მაგრამ არ ჩანს რას აკეთებს. შემდეგ ბრალდებული გადმოდის ავტომობილიდან და დედა-შვილი ისევ ხელებით ეჭიდებიან ერთმანეთს. მარიამ ნინოშვილი ზურგის მხრიდან ხელებით ბოჭავს ლილი ნინოშვილს და ლილი ნინოშვილი თავს ინთავისუფლებს მარიამისაგან. მარიამი იქვე ავტომობილთან ჩაიმუხლავს და ტირის, ხელს იდებს მხარზე. ბრალდებული ლილი ნინოშვილი ჯდება იქვე მდგარ ავტომობილში და მიდის.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან". მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით განხილვაზე ბრალდებულ ლილი ნინოშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მარიამ ნინოშვილის დაბადების მოწმობა, მარიამ ნინოშვილის და ლილი ნინოშვილის მიმართ სასამართლო - სამესდიცინო ექსპერტიზის დასკვნები, 2015-2016 წლების შემაკავებელი ორდერები ლილი ნინოშვილის მიმართ და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
4.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით". ამავე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშაველ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა''. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა", სსსკ-ის 3-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლილი ნინოშვილმა ჩაიდინა მისთვის შერაცხული დანაშაული
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზირებულია ოჯახური ძალადობა, სისტემატური შეურაცყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატა: ა) ძალადობაში. ბ). სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: სუბიექტთა წრე, რაც მდგომარეობს, იმაში რომ დაზარალებული უნდა იყოს ბრალდებულის ოჯახის წევრი: ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება, როგორიცაა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება; აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი, როგორიცაა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ არსებით სდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოჯახური ძალადობის დანაშაული გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, მას არ ჰყავს შემსწრე, გარდა დაზარალებულისა, რომლებიც არიან ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები და გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, იყენებენ, რა კანონით მინიჭებულ უფლებას, აღარ იძლევიან სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებას.
5.6. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა მარიამ ნინოშვილმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება თავისი დედის ბრალდებულ ლილი ნინოშვილის წინააღმდეგ. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ბრალდებულის და დაზარალებულის ჩხუბს. საქმეში არის ექსპერტიზების დასკვნები, რომებითაც დასტურდება, რომ ბრალდებულსაც და დაზარალებულსაც აქვთ ფიზიკური დაზიანებები და ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის დროს.
მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, მათი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
5.7. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, რომ მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რაც მისი უფლება იყო, მაგრამ სასამართლო ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე საქმეების სპეციფიურობას, სირთულეს და მიაჩნია, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოახდინოს სწორი და ადექვატური რეაგირება ყოველ ასეთ ფაქტზე, რათა მოხდეს აღნიშნული სახის დანაშაულთა პრევენცია და მაქსიმალური გამოვლენა, შემდგომში ამ დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით. ხშირია შემთხვევები ამ სახის დანაშაულის დროს დაზარალებულთა მხრიდან ბრალდებულის შეცოდების და პატიების შემთხვევბი, რომელთაც ზოგჯერ მოსდევს სავალალო შედეგი დაზარალებულის მიმართ, ამიტომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მაქსიმალურად იქნას დაცული პიროვნების ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ბრალდებულის ყველა უფლების ასევე მაქსიმალურად დაცვით. ასეთ საქმეებში ყველა მტკიცებულება, მათ შორის ირიბი მტკიცებულება, უნდა იყოს თანმიმდევრული და ერთმანეთთან შესაბამისი.
5.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ რადგან დაზარალებულმა ისარგებლა, რა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ბრალებულის მიერ, შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. აღნიშნული სასამართლოსათვის ვერ გახდება ბრალდებულის გამართლების საფუძველი, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებები, რომლების ადასტურებენ ლილი ნინოშვილის ბრალეულობას ჩადენილ დანაშაულში და ბრალდებულის განცხადება, რომ მის შვილზე ცუდ გავლენას ახენენ სხვა ადამიანები, ვერ გახდება მისი მხრიდან ძალადობის გამართლების საფუძველი.
5.13. ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლილი ნინოშვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და სისტემეტური შეურაცხყოფა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლილი ნინოშვილის მიმართ დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებაბი არ დგინდება.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსსსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ფარგლებში დადგენილი სასჯელი, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
7.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მქედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა დაჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. (2018 წლის 24 სექტემბერს მოქმედი რედაქცია).
7.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ლილი ნინოშვილს სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულთან, მან ხელყო ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება. ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლილი ნინოშვილის არის საპენსიო ასაკის და ჰყავს მოხუცი დედა, რომელიც მის კმაყოფაზეა.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლილი ნინოშვილის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები;
ლილი ნინოშვილს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლილი ნინოშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. ლილი ნინოშვილის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება- გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შოთა ჩუგოშვილს ( პ/ნ 13001010933) სრულად დაუბრუნდეს ლილი ნინოშვილის (პ/ნ 13001007141) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად 2018 წლის 25 სექტემბერს გადახდილი თანხა 3000(სამი ათასი ლარი) ლარი. სისხლის სამართლის საქმე N023220918002, სალაროს შემოსავლის ორდერი -1/36592.
3. ლილი ნინოშვილს სასჯელის მოხდაში, მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 სექტემბრის 08:10 საათიდან 2018 წლის 25 სექტმბრის ჩათვლით.
4. მსჯავრდებულ ლილი ნინოშვილის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში მეთვალყურეობა დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობითმსჯავრდებულმა.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე