განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2019
საქმის ნომერი
130100119002809518
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4-2019

№ 038020119003

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15.03. 2019 წელი ქ. ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თეა გოგიძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: დ-------------------------–--ლი დაბადებული 1990 წლის 02 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ხ-–----ში, 09 აპრილის ქ.N 89.

ადვოკატი - კ------------–-----ძე

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 1261-ე მუხლის მე 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. დ------------–---–მა ჩაიდინა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 02 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხ-–----ში, ოქტომბრის ქუჩა N 67-ში მდებარე გ--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - თ------------–---–ის თანდასწრებით, დ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ძმის გ--------------–---–ის მიმართ. კერძოდ, ხელების სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. დ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

1.2. დ------------–---–მა ჩაიდინა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის აპრილის თვეში, ხ-–----ში, გოგებაშვილის ქუჩა N 25-ში მდებარე ყოფილი მეუღლის ნათესავის საცხოვრებელ სახლში, დ------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა ყოფილი მეუღლის - ნ----–-------–-–---–ის მიმართ. მან ჯერ ხელის კვრით იატაკზე წაქცევით, ხოლო შემდეგ სახის არეში ხელის ორჯერ დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. დ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა, დ------------–---–ის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების კ-------------–---–ის, ა---–--------ის, ლ-----–--------ის, მ-------------ის გამოკითხვის ოქმებს, არასრულწლოვანი მოწმის თ------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, დაზარალებულის დამოკითხვის ოქმს, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 000024819 დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა, დ------------–---–ის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების მ-----------–---–ის, მ-----–------ის, მ---------ის, მ------------ის, დ------------ის, მ------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულ ნ----–-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია დ------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ დ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის

 

სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ დ------------–---–ს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ------------–---–მა ჩაიდინა - დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. დ------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, რომელსაც მის მეტი მარჩენალი არ გააჩნია. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და ითხოვენ ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დ------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს დ------------–---–ის მიმართ რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. (თ/აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით).

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დ------------–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, 1 წლითა და 6 თვით თ/აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დ------------–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 02 იანვრიდან.

3. გაუქმდეს დ------------–---–ის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და 2019 წლის 04 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი