გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე № 3/5010-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
6 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - შპს კ------–----------ა
წარმომადგენლი - უ--------ა
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირი - შპს ს---------ი
დავის საგანი: აღმასრულებლის ქმედების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 ივლისის NA1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს სარჩელთან დაკავშირებით პოზიცია არ წარმოუდგენია.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 25 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა შპს ს---------ის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ.
განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2- ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N2/3-----17 სამოქალაქო საქმეზე. ასევე დაუწრებელი გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის N2/3-----17 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ს---------ის სარჩელის დაკმაყოფილდა. მოპასუხე - შპს კ------–----------ას მოსარჩელე შპს ს---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5-------–– დოლარის გადახდა. მოპასუხეს - შპს კ------–----------ას მოსარჩელის - შპს ს---------ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4--- ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დამოწმებულია, შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ს---------ის განცხადება, თანდართული მასალით (ს.ფ. 178-188);
4.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეს - შპს კ------–----------ას, მის.: თბილისი, ა---–-------–-------------, დირექტორი შ--–---------- მის.: თბილისი, გ-----------–------–---------, ბინა 9-, 2018 წლის 27 ივლისის NA---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. წინადადების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იმყოფება აღსრულების ქვემდებარე აქტი (გამცემი ორგანო: თბილისის საქალაქო სასამართლო, გამოცემის თარიღი: 2-.0--2-------ტის N2/3-----17). სააღრულებო წარმოების ნომერია: A--------; კრედიტორი (–------------------------- განცხადებისა და აღნიშნული აქტის მიხედვით მოვალეს დაეკისრა 5------–– დოლარისა და 4--- ლარის გადახდა. მოვალეს ამავე წინადადებით განემარტა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.07.2018 წ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 190-196);
4.3. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის თანახმად, წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შპს კ------–----------ას გზავნილში მითითებულ მისამართზე ვერ ჩაბარდა. გზავნილი ჩაბარდა შპს-ს დირექტორის ოჯახის წევრს გზავნილში მითითებულ მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საფოტო გზავნილის ჩაბარების დასტური (ს.ფ. 197-198);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;
ამავე კანონის მე-183 მუხლის ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 ივლისის NA1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე, რომელიც თავისი შინაარსით სააღსრულებო მოქმედებაა და მისი კანონიერება უნდა დადგინდეს სააღსრულებო წაროებათა შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს კონსტიტუციის და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებთან მიმართებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო წინადადების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამავე კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. ამავე კანონის მე-17 მუხლში მოცემულია აღმასრულებლის უფლებამოვალოებები, მათ შორის აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში (მე-7 პუნქტი).
ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად: 1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. 2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ?? ??????? ??-18 ?????? დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა შპს ს---------ის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ. განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2- ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N2/3-----17 სამოქალაქო საქმეზე. ასევე დაუწრებელი გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილ იქნა იძულებით აღსრულების დაწყება გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხებზე.
დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეს - შპს კ------–----------ას, მის.: თბილისი, ა---–-------–-------------, დირექტორი შ--–---------- მის.: თბილისი, გ-----------–------–---------, ბინა 9-, 2018 წლის 27 ივლისის NA---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. წინადადების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იმყოფება აღსრულების ქვემდებარე აქტი (გამცემი ორგანო: თბილისის საქალაქო სასამართლო, გამოცემის თარიღი: 2-.0--2-------ტის N2/3-----17). სააღრულებო წარმოების ნომერია: A--------; კრედიტორი (–------------------------- განცხადებისა და აღნიშნული აქტის მიხედვით მოვალეს დაეკისრა 5------–– დოლარისა და 4--- ლარის გადახდა. მოვალეს ამავე წინადადებით განემარტა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
საქმის მასალების შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის აღმასრულებლის რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მიეღო სააღსრულებო წარმოებათა კანონით დადგენილი ყველა ზომა სასამართლო გადაწყვეტილების იმ ფარგლებში აღსასრულებლად, რაც თავად ამ გადაწყვეტილებით იყო დადგენილი. აღმასრულებელი არ არის უფლებამოსილი შეაფასოს სასამართლო გადაწყვეტილების მიღების რაიმე პროცედურული საკითხი. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული სააღსრულებო მოქმედება სრულად შეესაბამება სააღსრულებო წარმოებათა კანონით დადგენილ ნორმებს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 ივლისის NA1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას. მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა სამოქალაქო დავის ფარგლებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის ფაქტს, რომელიც აღმასრულებლის მოქმედების კანონიერების შეფასების კუთხით დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 331-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს კ------–----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე