გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.04.2019
საქმის ნომერი
020310019002830299
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №02031001-002830299 (3--7-1-)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი, 201- წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - მარ-------------–--ი

 

მოპასუხე - მ-------------–----–---------------

წარმომადგენელი - ლა---------–---ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მ-------------–----–--------------- 201- წლის 03 ი------- №3-- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.2.მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მარ-------------–--ის მ-------------–----–---------------- ზ------------–--------------------------------–----------------–-------------------–------------–---–-----------------–---ს მ---------------------------------------------–---–----ის ვა--------- პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.3.მ-------------–----–---------------ში არსებულ ვაკანსიაზე გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე მარ-------------–--მა.

 

კონკურსის პროცედურის შედეგად მოსარჩელე მ-------------–----–---------------- საჯარო მოხელეთა შესარჩევი, საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა, როგორც კარგად განვითარებული, რის საფუძველზეც კ--------------–-–-----------------------------------–-------–----- მ-------------–----–---------------- ზ------------–--------------------------------–----------------–-------------------–------------–---–-----------------–---ს მ---------------------------------------------–---–----ის ვა--------- პოზიციაზე დასანიშნად რეკომენდაცია გაეწია მარ-------------–--ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-03.1-.2--- წლის №1 საოქმო გადაწყვეტილება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.03.2----–-–--------------–-----------------ი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მ-------------–----–--------------- 2----–-–------------------------------- არ იქნა გათვალისწინებული მ-------------–----–---------------- საჯარო მოხელეთა შესარჩევი, საკონკურსო კომისიის 03.1-------–-–--------------------–-------–---თ გაწეული რეკომენდაცია და მარ-------------–--ი არ დაინიშნა მ-------------–----–---------------- ზ------------–--------------------------------–----------------–-------------------–------------–---–-----------------–---ს მ---------------------------------------------–---–----ის ვა--------- პოზიციაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - №3-- ბრძანება გამოიცა ასეთი აქტის გამოცემისათვის კანონით დადენილი წესების დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც იგი დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-03.0--201- წლის №3-- ბრძანება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.03.2----–-–--------------–-----------------ი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმებთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დასაბუთებულობისა და საფუძვლიანობის შესამოწმებლად შეფასების საგანს წარმოადგენს გარემოება, კერძოდ, რამდენად იქნა დაცული მოპასუხის მიერ მოსარჩელის შრომითი უფლებები სადავო აქტის გამოცემისას. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნეს შემდეგი სამართლებრივი ნორმები:

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული საერთაშორისო აქტით - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით (სტრასბურგი, 15.X.1-85, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004 წლის N 515 – IIს დადგენილებით), რომლის მე-6 მუხლის შესაბამისად, უფრო ზოგადი საკანონმდებლო დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ თავიანთი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი მისადაგება ადგილობრივ საჭიროებებთან და უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური მართვა; თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მოხელეთა სამსახურის პირობები უნდა იძლეოდნენ იმის საშუალებას, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავება დამსახურებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე...

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მაღალკვალიფიციური პერსონალის დასაქმების დემოკრატიულ პრინციპს წარმოადგენს მოხელის შერჩევა კონკურსის წესით. კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილის თანახმად, პირი მოხელის ვა--------- თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალური წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

იმავე ნორმატიული აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კონკურსის (ღია კონკურსი ან დახურული კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია, რომელიც 41-ე მუხლის მიხედვით, აფასებს კანდიდატის ვა---------ი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანამიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შერჩევისა და სამსახურში მიღების პროცესის ყველა ეტაპზე. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი პროფესიული ცოდნის ვა---------ი თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას.

 

აღნიშნულის პრინციპის საფუძველზე, 42-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, საკონკურსო კომისია მოხელის ვა--------- თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე, ხოლო 43-ე მუხლით, საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს მოხელის თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.

 

მოცემულ ვითარებაში, შეფასდა რა მარ-------------–--ი, როგორც კონკურსანტი საუკეთესო კანდიდატად, საკონკურსო კომისიამ რეკომენდაცია გაუწია მას მ-------------–----–---------------- ზ------------–--------------------------------–----------------–-------------------–------------–---–-----------------–---ს მ---------------------------------------------–---–----ის ვა--------- პოზიციაზე, რაც დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა მოპასუხემ. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხე თავის პოზიციას ძირითადად ამყარებს მის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, მოცემულ დავაზე ფართოდ უნდა განვითარდეს მსჯელობა აღნიშნული უფლებამოსილების შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. აღნიშნულ ნორმას შინაარსობრივად ავსებს იმავე ნორმატიული აქტის მე-6 მუხლი, რომლითაც კანონმდებლის მიერ რეგლამენტირებულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

იმავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ხოლო 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას; ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

აღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს ამ უფლებამოსილების განხორციელებას კანონით დადგენილ ფარგლებში საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, რაც ნიშნავს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ერთი მხრივ, კონკურსის პრინციპებისა და სხვა მოთხოვნების დაცვით კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, უნარ-ჩვევების შეფასებას და მხედველობაში მიღებას, მეორე მხრივ, თითოეული მოქალაქის ძირითადი უფლებებით დაცული ინტერესების გათვალისწინებას.

 

დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლევის შედეგად საფუძვლად დაუდო საკუთარ გადაწყვეტილებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში 03.0--201- წლის ბრძანებაში ადგილი არა აქვს. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის დასაბუთების მოთხოვნა ემსახურება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს, რამდენადაც ის იძულებული ხდება, დასაბუთების ჩამოყალიბების პროცესში თავისი გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით ზუსტად მოიაზროს და გაამაგროს. ადმინისტრაციული აქტის დასაბუთება, მეორე მხრივ, აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას, და ბოლოს, ის ხელს უწყობს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილს, რომლითაც განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. სახელდობრ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან №3-- ბრძანება არ არის დასაბუთებული, ეს გარემოება ზემოთმითითებულ სხვა გარემოებებთან ერთად წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

 

6.3.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავო ადმინისტრაციული აქტის მართებულობას ასაბუთებს მხოლოდ სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რამდენადაც მოპასუხემ საქმის განხილვისას ვერ მიუთითა ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტი იმის შესახებ, თუ რის გამო ეთქვა მოსარჩელეს თანამდებობის დაკავებაზე უარი, მოპასუხე ვალდებულია გაითვალისწინოს საკონსკურსო კომისიის საოქმო გადაწყვეტილება და მოსარჩელე მარ-------------–--ი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 54-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნოს მ-------------–----–---------------- ზ------------–--------------------------------–----------------–-------------------–------------–---–-----------------–---ს მ---------------------------------------------–---–----ის ვა--------- პოზიციაზე.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის სოციალური ქარტია (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის N 1876 – რს დადგენილებით) სოციალურ საკითხად განიხილავს შრომითი ურთიერთობებს. შესაბამისად, სოციალური დაცვის სფეროში ექცევა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით აღძრული სარჩელები, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი მათზე არ გადაიხდება. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია მოპასუხე მხარეც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-1--13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მოსარჩელე მარ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი მ-------------–----–--------------- 201- წლის 03 ი------- №3-- ბრძანება მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2.მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელე მარ-------------–--ის მ-------------–----–---------------- ზ------------–--------------------------------–----------------–-------------------–------------–---–-----------------–---ს მ---------------------------------------------–---–----ის ვა--------- პოზიციაზე დანიშვნა;

 

2.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №1-).

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა