განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ქ------–------------–-------------------ე
ბრალდებული: მ----- ნ------------ი, დაბადებული 1----–-–--------სს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--–----------------------–----------–-ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ლ--–-----------–--------–---------------------------------ში.
თარჯიმანი - ვ-----–------------------–------------ი
კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–-----------------ს, დაახლოებით 1----------ზე, ქ.თბილისში, ლ--–-----------–-----------–---------------------------------------------ში მ----- ნ------------მა მეუღლეს ა-–---- ა--------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა მარჯვენა მხარეს ლოყისა და ყბის არეში, ხელი მოჰკიდა მარჯვენა მკლავში და ძალის გამოყენებით მიანარცხა კედელს, რა დროსაც ა-–--- ა--------ამ თავი მიარტყა კედელს და ძირს დაეცა. რის შემდეგაც მ----- ნ------------მა ა-–---- ა--------ას ზურგის არეში წიხლი ერთხელ დაარტყა. აღნიშნულის შემდეგ, მ----- ნ------------მა დატოვა სახლი და ა-–---- ა--------ამ დაკეტა ბინის კარი. რამდენიმე წუთში მ----- ნ------------ი დაბრუნდა და ა-–---- ა--------ას მოსთხოვა კარის გაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ სახეს დაუსერავდა და შრამს დაუტოვებდა. ზემოაღნიშნულის შემდეგ ა-–---- ა--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2----–-–-----------------ს, დაახლოებით 1----------ზე, ქ.თბილისში, ლ--–-----------–-----------–---------------------------------------------ში მ----- ნ------------მა მეუღლეს ა-–---- ა--------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ცემა იგი, რის შედეგად ა-–---- ა--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა
3.3. N------- შეტყობინებით (16.09.2---) დასტურდება, რომ 2----–-–-----------------ს პოლიცის განყოფილებაში მიღებული იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად, თბილისში, ლ--–-----------–--ა, პირველ მ/რ-ში, მოქალაქე ა-–---- ა--------აზე ქმრის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
3.4. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს, პოლიციას, ა-–---- ა--------აზე მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ, შეტყობინებით მიმართა ა-–---- ა--------ას მამამ - ჯ------– ჯ------–ა ო---–-მ.
3.5. შეტყობინების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ა-–---- ა--------ას მიმათ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
3.6. სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით გამოქვეყნდა მოწმე ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს მიერ 2----–-–----------------რს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც, ჯ------– ჯ------–ა ო---–-მ, გარეშე პირის - გ---–------------–---ის თანდასწრებით განმარტა, რომ მას ჰყავს ორი შვილი - ა-–---- ა--------ა და ნ----- ა--------ი. დაახლოებით 18 წელია, რაც ა-–---- ა--------ა ქორწინებაში იმყოფება მ----- ნ------------თან, რომელთანაც აქვს კონფლიქტური ურთიერთობა. მისთვის ცნობილია, რომ მ----- ნ------------ი ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას მის შვილს - ა-–---- ა--------ას. იგი, რა თქმა უნდა, არ ერეოდა მათ ოჯახურ ურთიერთობაში, მაგრამ, როგორც მამას, ყოველთვის გული სტკიოდა, მისი შვილის ასეთი მდგომარეობის გამო. 2----–-–-----------------ს, დაახლოებით1----------ზე, მას დაურეკა მისმა შვილმა - ა-–---- ა--------ამ და უთხრა, რომ მისმა ქმარმა მ----- ნ------------მა სცემა და შველას ითხოვდა. მან მაშინვე დარეკა 112-ზე, ოპერატორს მოახსენა, რომ მ----- ნ------------ი სცემდა მის შვილს ა-–---- ა--------ას და ითხოვა ქ.თბილისი, ლ--–-----------–--ა 1--–-----------------------------------ში პოლიციის მისვლა, შვილის დასახმარებლად. როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი, მისი შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია მისულა მის მიერ მითითებულ მისამართზე და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაუკავებიათ მ----- ნ------------ი. მას, ასევე სმენია ისიც, რომ მ----- ნ------------ი ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა მას ა-–---- ა--------ა ნაცემი არასდროს უნახავს, ვინაიდან ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, საკმაოდ დიდი მანძილის დაშორებით და ამის გამო ვერ ახერხებს შვილთან ხშირ ვიზუალურ კონტაქტს.
3.7. მოწმე ჯ------– ჯ------–ა ო---–-მ (დაზარალებულ ა-–---- ა--------ას მამა) სასამართლოში ჩვენების მიცემისას შეცვალა 2----–-–----------------რს გამოძიებისას გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს, იყო ნასვამი. წინა დღეებში ქალიშვილისგან - ა-–---- ა--------ასგან გაიგო, რომ მეუღლე სცემდა და სიძეზე გაბრაზებულმა, ძველი წყენის გამო დარეკა 112-ზე, სადაც განაცხადა, მიეხედათ მისი ქალიშვილისთვის და გადაემოწმებინათ, სიძე ხომ არ სცემდა. შესაძლებელია კიდევ უთხრა რამე, თუმცა არ ახსოვს. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მის ქალიშვილს და სიძეს, მისთვის უცნობია, რადგან ისინი ცალკე ცხოვრობენ. გამოძიებაში დაკითხვისას რა ისაუბრა, არ ახსოვს. გამომძიებელს უთხრა, რომ ქართული წერა-კითხვა არ იცოდა, რის გამოც მოიწვიეს გარეშე პირი, თუმცა არც ის ესმოდა, რა წაუკითხეს, რადგან მოწვეული პირი საუბრობდა მისთვის გაუგებარი აქცენტით. გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ თარჯიმანი სჭირდებოდა, რადგან იყო საღამო და შინ ეჩქარებოდა. მიუხედავად ამისა, ხელმოწერით დაადასტურა ჩვენება. მას გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ სიძემ მისი შვილი სცემა. თუმცა ქალიშვილისგან იცოდა, რომ ოჯახში ხშირად ჩხუბობდნენ. მას არ ახსოვს გამომძიებელს უთხრა თუ არა, რომ მისმა ქალიშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ქმარმა სცემა და შველას ითხოვდა. მან გამომძიებელს უთხრა დაკითხვისას, რომ 112-ში როცა დარეკა, იყო ნასვამი და გაახსენდა წინა დღეებში ქალიშვილის ნათქვამი, რომ ქმარი სცემდა. მას თავად არ უნახავს, რომ სიძე მის ქალიშვილს სცემდა.
3.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.9. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც მოწმე ჯ------– ჯ------–ა ო---–-მ მართლმსაჯულებას ორი განსხვავებული ვერსია მიაწოდა - ერთი, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში და მეორე - სასამართლოში ჩვენების მიცემისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმი წინასასამართლო სხდომაზე დაშვებული იქნა, როგორც მტკიცებულება და მან შეიძინა სხვა სამხილებთან თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულების ხარისხი. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოხდა ამ ოქმის მხარეთა მონაწილეობით, საჯაროდ გამოკვლევა. შესაბამისად, გამოკითხვის ოქმს სასამართლო იგივე სტანდარტით შეაფასებს, როგორც სხვა მტკიცებულებებს.
3.10. სასამართლომ შეაფასა ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებები და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არის მეტად სანდო და თავსებადი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ვიდრე მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.11. სასამართლოს მეტად არასარწმუნოდ მიაჩნია მოწმის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, თითქოს 2----–-–-----------------ს იგი იყო ნასვამი, ძველი წყენის გამო დარეკა 112-ზე და ,,არჩადენილ“ დანაშაულში ამხილა სიძე. თუმცა ამავდროულად, ვერ გაიხსენა შემთხვევის დღეს ქალიშვილის ზარი, რომელიც შველას სთხოვდა ქმრის ძალადობისგან დასაცავად, რითაც გონივრულად აიხსნებოდა მისი საქციელი. სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ გამოძიებაში ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს გამოკითხვა არ მომხდარა დაუყოვნებლივ 112-ში შეტყობინების მიღებიდან, არამედ, განხორციელდა 2----–-–----------------რს, შემთხვევიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ. გამოკითხვისას მოწმემ კვლავ ცალსახად დაადასტურა, რომ 2----–-–-----------------ს მას დაურეკა ქალიშვილმა, რომელიც შველას ითხოვდა მ----- ნ------------ის ძალადობისგან დასაცავად, რაც მან შეატყობინა სამართალდამცავებს. სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოწმემ ისე დარეკა 112-ზე, რომ არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სწორედ იმ წუთებში, ა-–---- ა--------აზე ქმრის მხრიდან ხორციელდებოდა ძალადობა. 2----–-–-----------------ს, 21--- საათზე, სამართლადამცავების მიერ, დადგინდა, რომ მ----- ნ------------მა, ა-–---- ა--------ას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოძალადე - მ----- ნ------------ისგან, ძალადობის მსხვერპლის - ა-–---- ა--------ას დასაცავად გაიცა შემაკავებელი ორდერი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე ჯ------– ჯ------–ა ო---–-მ, იცრუა სასამართლოს წინაშე, როდესაც განაცხადა, რომ 2----–-–-----------------ს, მისთვის ქალიშვილს შველა არ უთხოვია, მან არაფერი იცოდა იმ წუთებში ქალიშვილის ოჯახში არსებული კონფლიქტის შესახებ და 112-ზე მხოლოდ იმიტომ დარეკა, რომ სიმთვრალეში სიძეზე წარსულში არსებული წყენა გაახსენდა.
3.12. სასამართლოსთვის ასევე არადამაჯერებელია მოწმე ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს განმარტებები გამოძიებაში გამოკითხვის დროს მის მიმართ შესაძლო პროცესუალური დარღვევების თაობაზე, რომელიც თავის მხრივ ურთიერთსაწინააღმდეგოა. კერძოდ: ერთი მხრივ მოწმემ განაცხადა, თითქოს დაუმალა გამომძიებელს, რომ თარჯიმანი ესაჭიროებოდა, რადგან შინ ეჩქარებოდა; ხოლო მეორე მხრივ, დაადასტურა, რომ უთხრა გამომძიებელს, რომ საუბრობდა ქართულად, თუმცა არ იცოდა წერა-კითხვა, რის გამოც მოიწვიეს გარეშე პირი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მისთვის გაუგებარი დიალექტით საუბრობდა. საყურადღებოა, რომ ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის გარემოება, რომ გამოძიებაში, გამოკითხვის ოქმს საკუთარი ნებით მოაწერა ხელი, რაც გაუგებარია იმ მოცემულობაში, როდესაც მოწმის მტკიცებით, მან ვერ გაიგო იმ ჩვენების შინაარსი, რასაც მოგვიანებით მოაწერა ხელი. სასამართლოში დაიკითხა გამომძიებელი დ------------–---–ი, რომლის სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა. მან დაადასტურა, რომ ა-–---- ა--------ას მამის (ჯ------– ჯ------–ა ო---–-) გამოკითხვისას გამოძახებული იქნა აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, თუმცა გამოსაკითხი პირის განმარტებით, მან აზერბაიჯანულზე უკეთ იცოდა ქართული ენა, რადგან დაბადებული და გაზრდილია ქ.თ--–--ში, თუმცა უჭირდა წერა-კითხვა, რისი გათვალისწინებითაც გამოძახებული თარჯიმანი ჩაერთო საქმეში, როგორც გარეშე პირი, რომელმაც ქართულად წაუკითხა მოწმეს გამოკითხვის ოქმი, რასაც იგი დაეთანხმა და მოაწერა ხელი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს საცხოვრებელი მისამართი ნამდვილად არის ქ.თ--–--ი, ს------–-----------–ა, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს გამოკითხვისას არ უხსენებია, რომ 2----–-–-----------------ს იგი იყო მთვრალი და იცრუა 112-ში შეტყობინების გაკეთებისას, რადგან ასეთ ფაქტზე აუცილებლად დაიწყებოდა გამოძიება.
3.13. სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ ჯ------– ჯ------–ა ო---–- სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მოსამართლის და მხარეების მიერ ქართულ ენაზე დასმულ ყველა შეკითხვაზე, პასუხობდა ადეკვატურად. იგი აცნობიერებდა სამართალწარმოების ენაზე დასმული ყველა შეკითხვის შინაარსს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, მოსამართლის არაერთი მოწოდებისა, მოწმეს ესაუბრა მისთვის გასაგებ/სასურველ ენაზე, ჯ------– ჯ------–ა ო---–- განაგრძობდა ქართულ ენაზე ჩვენების მიცემას/კითხვებზე პასუხის გაცემას. სასამართლოს, მიაჩნია, რომ ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს მცდელობა დაერწმუნებინა სასამართლო, თითქოს 2----–-–-----------------ს იყო მთვრალი და ცრუ შეტყობინებით დარეკა 112-ში, ხოლო ამ ფაქტიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2----–-–----------------რს, ხელი მოაწერა ჩვენებას, რომლის შინაარსი არ ესმოდა, ყოველგვარ ობიექტურ საფუძველსაა მოკლებული. ამდენად, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწმე ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს მცდელობას, დაარწმუნოს სასამართლო, თითქოს გამოძიებაში ჩვენების მიცემისას, მან ისე მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს, რომ გაცნობიერებული არ ჰქონდა, გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.14. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ჯ------– ჯ------–ა ო---–-მ, 2----–-–-----------------ს, სწორედ იმიტომ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ თბილისში, ლ--–-----------–--ა, პირველ მ/რ-ში, მოქალაქე ა-–---- ა--------აზე ქმრის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რომ მას დაუკავშირდა ქალიშვილი, რომელმაც მოძალადე ქმრისგან შველა სთხოვა.
3.15. ა-–---- ა--------ას განცხადებით (16.09.2---), ირკვევა, რომ 2----–-–-----------------ს, მოქალაქე ა-–---- ა--------ამ მიმართა პოლიციის განყოფილებას და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა, რადგან მისი მეუღლე - მ----- ნ------------ი სისტემატიურად ძალადობდა მასზე.
3.16. N------ შემაკავებელი ორდერით (16.09.2---) ირკვევა, რომ 2----–-–-----------------ს, ა-–---- ა--------აზე მეუღლის - მ----- ნ------------ის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, გაიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მ----- ნ------------ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
3.17. საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერი მოძალადე - მ----- ნ------------ს არ გაუსაჩივრებია.
3.18. მ----- ნ------------სა და ა-–---- ა--------ას შორის არსებულ კონფლიქტური ურთიერთობაზე ასევე ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიერ წარსულში დამტკიცებული შემაკავებელი ორდერი - მოძალადე - მ----- ნ------------ის მიმართ, მსხვერპლის - ა-–---- ა--------ას დასაცავად. კერძოდ:
3.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (09.12.2---), დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი მოძალადე მ----- ნ------------ის მიმართ, მსხვერპლის - ა-–---- ა--------ას მიმართ განხორციელებული ძალადობისგან დასაცავად და მ----- ნ------------ს მათ შორის აეკრძალა იმ ადგილთან და საცხოვრებელთან მიახლოვება, სადაც ა-–---- ა--------ა იმყოფებოდა. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (13.12.2---), ირკვევა, რომ მ----- ნ------------მა დაარღვია სასამართლოს მიერ დამტკიცებული შემაკავებელი ორდერი, რითაც მ----- ნ------------ს აკრძალული ჰქონდა იმ ადგილთან და საცხოვრებელთან მიახლოვება, სადაც ა-–---- ა--------ა იმყოფებოდა.
3.20. მოწმე დ------------–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებით დასტურდება რომ 2----–-–-----------------ს, ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მყისიერად, იგი შეხვდა და გამოკითხა დაზარალებული ა-–---- ა--------ა. გამომძიებელმა პირადად ნახა მსხვერპლის მძიმე ემოციური მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ თან სდევდა დაზარალებულს. ა-–---- ა--------ამ თავდაპირველად განაცხადა, რომ შეეძლო ჩვენების მიცემა, მაგრამ შემდეგ გახდა ცუდად, შეაწუხა თავის ტკივილმა. ა-–---- ა--------ას ასევე თვალნათლივ ემჩნეოდა სისხლნაჟღენთები ყელის არეში, რომელსაც იტკიებდა. დაზარალებულის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა მ----- ნ------------მა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომლის ექიმს ა-–---- ა--------ამ განუმარტა, რომ თავისა და კისრის არეში დაზიანებები, მიყენებული ჰქონდა ბლაგვი საგნით. დაზარალებულის გამოკითხვა გაგრძელდა მეორე დღეს, რა დროსაც ა-–---- ა--------ამ გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მეუღლის მხრიდან ძალადობის გამო, იგი დაუკავშირდა მამას და სთხოვა დახმარება, რომელმაც დარეკა 112-ზე.
3.21. ამდენად, გამომძიებელ დ------------–---–ის ჩვენებით, ვინც უშუალოდ შემთხვევიდან მალევე პირადად ნახა დაზარალებული, უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–---- ა--------ას თვალნათლივ აღენიშნებოდა სხეულზე ძალადობის კვალი, კერძოდ სისხლნაჟღენთები კისრის არეში და ასევე აწუხებდა ტკივილი თავის არეში. ა-–---- ა--------ამ გამომძიებელს დაუდასტურა, რომ დაზიანებები მეუღლემ - მ----- ნ------------მა მიაყენა.
3.22. სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ დაზარალებულ ა-–---- ა--------ას სხეულზე არსებული ძალადობის კვალი, რაზეც საუბრობდა მის ჩვენებაში მოწმე დ------------–---–ი, ასევე უტყუარად არის დადასტურებული ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტის N--------- დასკვნით (25.12.2---), რომლითაც დადასტურებულია, რომ 2--- წლის 1-------------ს ა-–---- ა--------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2----–-–-----------------ს. ამასთან, ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილში, მითითებულია, რომ ა-–---- ა--------ა შემოწმების მომენტში უჩიოდა თავის ტკივილს. მარჯვენა მხარის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 6-- სმ. ასევე, იმ მოტივით, რომ არ აქვს დაზიანებები, დაზარალებულმა ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. ა-–---- ა--------ამ, პირადი შემოწმებისას განუმარტა ექსპერტს, რომ 2----–-–--------------------------–-------------------ზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის მიდამოში, ასევე ორივე ზემო კიდურზე მოუჭირა ხელი.
3.23. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსზე, რომლის შესაბამისადაც, გამოკვლევის გარეშე (პრეიუდიციად), მტკიცებულებად მიიღება, ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
3.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტის N--------- დასკვნა (25.12.2---), მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსის თანახმად, ვინაიდან მხარეები ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ იქნეს ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულება, ისინი ფაქტობრივად ეთანხმებიან კონკრეტული მტკიცებულების შინაარსს და ეს მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული (მტკიცებულებად) საქმის არსებითად განხილვის დროს და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა-–---- ა--------ას 2----–-–----------------ით დათარიღებული განცხადება, რომლის საფუძველზეც გაიცა შემაკავებელი ორდერი, მეუღლის ძალადობისგან დასაცავად, ასევე მისი შემდგომი ქმედებები, როდესაც მისივე სურვილით ჩაუტარდა ექსპერტიზა ძალადობის კვალის დასაფიქსირებლად, მისი გულახდილი საუბარი გამომძიებელთან და ექსპერტთან, მის სხეულზე არსებულ ძალადობის კვალის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ხაზგასმით მიუთითებს გამოძიების საწყის ეტაპზე ა-–---- ა--------ას მტკიცე სურვილზე ეთანამშრომლა და დახმარებოდა გამოძიებას, თუმცა ვითარება შეიცვალა საქმის სასამართლოში განხილვის დროს და დაზარალებულმა ა-–---- ა--------ამ (ბრალდებულის მეუღლე) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ბრალდებულ მ----- ნ------------ის მამხილებელი ჩვენება. ამასთან, სასამართლო იშველიებს სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, რომელიც 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
3.26. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ა-–---- ა--------ამ გამოიყენა პროცესუალური უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის მ----- ნ------------ის წინააღმდეგ, ა-–---- ა--------აზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული, როგორც მოწმე დ------------–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებით, რომელმაც თვალნათლივ ნახა მსხვერპლის სხეულზე ძალადობის კვალი, ასევე მოგვიანებით ჩატარებული ექსპერტის დასკვნით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმე დ------------–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაზარალებული ა-–---- ა--------ა საგამოძიებო ორგანოში დაიკითხა დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თუმცა ვერ შეძლო ჩვენების გაგრძელება, რადგან ეს უკანასკნელი უჩიოდა თავის ტკივილს და დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ასევე, სამედიცინო ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ს-------–---------------–------------------–------ის პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----დან ირკვევა, რომ ა-–---- ა--------ას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 16.09.2--- წლის 2---- საათზე, იგი უჩიოდა ტკივილს, სხეულის სხვადასხვა არეში. დაესვა დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის სხვადასხვა მიდამოს. სასამართლო, ასევე ითვალისწინებს ექსპერტის დასკვნას, რომლის კვლევით ნაწილში ასევე მითითებულია, რომ ა-–---- ა--------ა შემოწმების მომენტში (17.09.2---) უჩიოდა თავის ტკივილს, ასევე, სხეულზე (მარჯვენა მხრის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით) ეტყობოდა ძალადობის კვალი, რაც ექსპერტის დასკვნით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რაც სასამართლოს გადმოსახედიდან, ცალსახად გამოიწვევდა მსხვერპლში ტკივილს.
3.27. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსხვერპლის საქციელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - თავად მიმართა პოლიციას განცხადებით, მოითხოვა მეუღლისგან ძალადობის აღსაკვეთად შემაკავებელი ორდერის გაცემა, ასევე ჩაიტარა ექსპერტიზა და გულახდილად საუბრობდა, როგორც გამომძიებელთან, ასევე ექსპერტთან მის სხეულზე არსებული ძალადობის კვალის წარმომავლობაზე, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი საქციელისგან, როდესაც არ მისცა ჩვენება სასამართლოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---- ა--------ას ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, სასამართლოსთვის მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ა-–---- ა--------ას შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალური, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (09.12.2---), დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი მოძალადე მ----- ნ------------ის მიმართ, რომელიც წარსულშიც ძალადობდა მეუღლეზე, რაც არ გახდა შემაკავებელი ღონისძიება მეუღლისგან ძალადობის აღსაკვეთად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (13.12.2---), ირკვევა, რომ მ----- ნ------------მა დაარღვია სასამართლოს მიერ დამტკიცებული შემაკავებელი ორდერი. შესაბამისად, ა-–---- ა--------ას აღქმით, ცხადი იყო, რომ პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი არ აღმოჩნდა ის ღონისძიება, რაც სათანადოდ დაიცავდა მას საშიშროებისგან. ამდენად, სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეირტალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს. რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
3.28. ბრალდებულმა მ----- ნ------------მა განმარტა, რომ - ა-–---- ა--------ასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მათ შორის ადგილი ჰქოდა მხოლოდ ხმამაღალ საუბარს. ა-–---- ხშირად ეჩხუბებოდა, როდესაც მას ფულს სთხოვდა სიგარეტისთვის, ან როცა თავად იყო ნასვამი, რა დროსაც იგი ყოველთვის ცდილობდა გარიდებოდა. შემთხვევის დღეს, ა-–----ს სთხოვა ფული ლუდის საყიდლად, რაზეც ა-–---- გაბრაზდა და რადგან გაბრაზებულს ხმამაღლა საუბარი სჩვევია, შერცხვა და გაერიდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, მეუღლე ისევ აღელვებული დახვდა, რის გამოც ახლოს არ მიჰკარებია. კარზე დააკაკუნა, თუმცა ვინაიდან კარი არ გაუღო, ეზოში დაიძინა შვილის ავტომანქანაში. მას არ სურდა, რომ მეზობლები შეეწუხებინა მათი ოჯახიდან გამავალი ხმაურით და არ სურდა შვილები შერცხვენილი ყოფილიყვნენ. მოგვიანებით შვილმა უთხრა, რომ სახლში უნდა მისულიყო, სადაც პოლიციელები დახვდნენ. მათ უთხრეს, რომ მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ბრალდებულის განმარტებით, სიმამრთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ, რაიმე პრობლემა არ ჰქონიათ.
3.29. ბრალდებულ მ----- ნ------------ის ჩვენების შეფასებისას, სასამართლო ასევე იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად, აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
3.30. ამდენად, სასამართლომ შეაფასა ბრალდებულ მ----- ნ------------ის ჩვენება და არ იზიარებს მას ვინაიდან ბრალდებულის ჩვენება აშკარა წინააღმდეგობაშია სასამართლოში გამოკვლეულ არაერთ უტყუარ მტკიცებულებასთან - ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტის N--------- დასკვნასთან, N------ შემაკავებელ ორდერთან (16.09.2---), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებასთან (09.12.2---), N------- შეტყობინებასთან, ა-–---- ა--------ას განცხადებასთან (16.09.2---), მოწმეების ჯ------– ჯ------– ო---–-ს და დ------------–---–ის გამოკითხვის ოქმთან/ჩვენებასთან და შეიცავს სასამართლოს მიერ ცალსახად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო ინფორმაციას, რაც ერთად აღებული უკარგავს მის ჩვენებას სანდოობას. ამასთან, სასამართლოს, სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ არც თავად ბრალდებულმა უარყო მეუღლესთან, ა-–---- ა--------ასთან კონფლიქტური ურთიერთობა, ვინაიდან მისივე მტკიცებით, იგი ერიდებოდა მეზობლების შეწუხებას მათი ოჯახიდან გამავალი ხმაურით, რაც მისი ჩვენების სულისკვეთებიდან გამომდინარე (კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო სიგარეტისთვის მეუღლისთვის ფულის თხოვნა, სასმელის მიღება და სხვა), არაიშვიათ ხასიათს ატარებდა. ასევე საყურადღებოა, რომ ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა მოწმე ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს ჩვენებასთანაც, რომელიც, სწორედ სიძისათვის პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად შეეცადა შეცდომაში შეეყვანა სასამართლო და განმარტა, რომ მ----- ნ------------ზე იყო გაბრაზებული, ვინაიდან ქალიშვილისგან იცოდა, რომ იგი ძალადობდა მის შვილზე, მაშინ, როდესაც თავად ბრალდებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ სიმამრთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ისინი ყოველთვის მხარში ედგნენ ერთმანეთს. ამდენად, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც, სასამართლოს გადმოსახედიდან, ხელოვნურად მოხდა ჯ------– ჯ------–ა ო---–-ს ჩვენების თანხვედრა, მ----- ნ------------ის პოზიციასთან, მაინც თვალშისაცემია ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, სიძე-სიმამრის წარსულ ურთიერთობაზე, რაც გადამწყვეტია იმის შესაფასებლად, თუ რეალურად რამ აიძულა ჯ------– ჯ------–ა ო---–- მიემართა სამართალდამცავებისთვის, რაც გახდა ერთ-ერთი საფუძველი მ----- ნ------------ის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დასაწყებად.
3.31. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ 2----–-–-----------------ს, დაახლოებით 1----------ზე, ქ.თბილისში, ლ--–-----------–-----------–---------------------------------------------ში მ----- ნ------------მა მეუღლეს ა-–---- ა--------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ცემა იგი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა.
3.32. მ----- ნ------------ის მიერ ა-–---- ა--------ას მიმართ 2----–-–-----------------ს განხორციელებული ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები:
3.33. ა-–---- ა--------ას განცხადება (16.09.2---), რომლითაც 2----–-–-----------------ს, მოქალაქე ა-–---- ა--------ამ მიმართა პოლიციის განყოფილებას და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა, რადგან მისი მეუღლე - მ----- ნ------------ი სისტემატიურად ძალადობდა მასზე.
3.34. N------ შემაკავებელი ორდერი (16.09.2---), რომლითაც 2----–-–-----------------ს, ა-–---- ა--------აზე მეუღლის - მ----- ნ------------ის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, გაიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მ----- ნ------------ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
3.35. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილება (09.12.2---), რითაც დამტკიცდა წარსულში ა-–---- ა--------ას მ----- ნ------------ისგან დასაცავად გაცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (13.12.2---), დადასტურებულია, რომ მ----- ნ------------მა დაარღვია.
3.36. მოწმე დ------------–---–ის (გამომძიებელი) ჩვენება, რომლის თანახმად, 2----–-–-----------------ს, შემთხვევიდან მალევე, იგი შეხვდა და გამოკითხა დაზარალებული ა-–---- ა--------ა, რომელსაც თან სდევდა მძიმე ემოციური ფონი. ა-–---- ა--------ამ თავდაპირველად განაცხადა, რომ შეეძლო ჩვენების მიცემა, მაგრამ შემდეგ გახდა ცუდად და ვეღარ შეძლო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. ა-–---- ა--------ას განმარტებით, მეუღლე - მ----- ნ------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდა, რომ სახლში მისვლისას უარეს დღეში ჩააგდებდა. დაზარალებულის გამოკითხვა გაგრძელდა მეორე დღეს, რა დროსაც ა-–---- ა--------ამ დაადასტურა, რომ მეუღლის მიერ მასზე ძალადობის გამო, იგი დაუკავშირდა მამას და სთხოვა დახმარება.
3.37. დაზარალებულმა ა-–---- ა--------ამ (ბრალდებულის მეუღლე), გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოში არ მისცა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება.
3.38. ბრალდებულმა მ----- ნ------------მა განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს, მეუღლეს არ დამუქრებია, მათ შორის ადგილი ჰქოდა მხოლოდ ხმამაღალ საუბარს.
3.39. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მ----- ნ------------ის მიერ ა-–---- ა--------ას მიმართ 2----–-–-----------------ს განხორციელებული ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ბრალდებასთან მიმართებით, არარელევანტურია და სასამართლო მუქარის ბრალდებასთან დაკავშირებით, მათ არ მიმოიხილავს.
3.40. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით (არც ირიბი და არც პირდაპირი), მითუფრო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ----- ნ------------ი 2----–-–-----------------ს ა-–---- ა--------ას დაემუქრა, რომ სახეს დაუსერავდა და შრამს დაუტოვებდა და ზემოაღნიშნულის შემდეგ ა-–---- ა--------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; №37801/97; §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, 19/04/1994; 16034/90; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; /29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას, მიმოიხილავს ბრალდების მხარის ძირითად არგუმენტებს და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ კონკრეტულ ბრალდებასთან მიმართებით.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის - მეუღლე.
5.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მ----- ნ------------ს ედავებოდა, რომ 2----–-–-----------------ს ა-–---- ა--------ას დაემუქრა, რომ სახეს დაუსერავდა და შრამს დაუტოვებდა და ზემოაღნიშნულის შემდეგ ა-–---- ა--------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის ოდენ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება №590აპ.-09) დაზარალებულისთვის აღძრული შიშის საფუძვლიანობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს ისეთ ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიც არის მთლიანობაში ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერობა, ნორმად ქცეული კინკლაობა, ხშირი ჩხუბი და შერიგება, დაზარალებულის ქცევა ქმედების შემდგომ, რომელიც იცინოდა და სურდა ბრალდებულთან ერთად გართობის გაგრძელება. თუმცა სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა, ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა.
5.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2----–-–-----------------ს, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაზარალებული ა-–---- ა--------ა და ბრალდებული მ----- ნ------------ი. აქედან, დაზარალებულმა ა-–---- ა--------ამ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო ბრალდებულმა მ----- ნ------------მა განმარტა, რომ იგი მეუღლეს არ დამუქრებია.
5.7. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიც არის დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა და დაზარალებულის, ბრალად წარდგენილი ქმედების შემდგომი ქცევა, დაადგინოს დაზარალებულზე განხორციელებული მუქარის ფაქტი და მითუფრო შეაფასოს ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულში აღძრული შიშის რეალურობა, თუკი დაზარალებული თავად არ დაადასტურებს იმ განცდას, რასაც მასში შიშისმომგვრელი გრძნობები შეეძლო აღეძრა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, ისეთი მტკიცებულებით, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ექსპერტის დასკვნა, შეუძლებელია, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მარტო მუქარის ფაქტის დადგენა (რაც ასევე ვერ მოხერხდა კონკრეტულ შემთხვევაში), არამედ მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება, თითქმის შეუძლებელია.
5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.11. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ მ----- ნ------------მა მეუღლის, ა-–---- ა--------ას მიმართ განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის მიხედვით დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ----- ნ------------ი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5.13. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.14. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
5.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2----–-–-----------------ს, დაახლოებით 1----------ზე, ქ.თბილისში, ლ--–-----------–-----------–---------------------------------------------ში მ----- ნ------------მა მეუღლეს ა-–---- ა--------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ცემა იგი, რის შედეგად ა-–---- ა--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
5.16. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, ცალსახად დადასტურდა, რომ მ----- ნ------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მ----- ნ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოება, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ----- ნ------------ს, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7.5. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა...
7.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის პირობებში ითვალისწინებს მ----- ნ-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებული ა-–---- ა--------ა შეურიგდა ბრალდებულს და ისინი კვლავ ერთ ოჯახად ცხოვრობენ, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის (დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილების) მიზანს, მითუფრო, როდესაც ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მოკლებულია შესაძლებლობას თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს მას პირობითად.
ამდენად, სასამართლოს, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ----- ნ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სხვა სასჯელი, კერძოდ - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს მ----- ნ------------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისათვის დამაბრკოლებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გასათვალისწინებელი გარემოება.
ამასთან, საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2----–-–----------------იდან - 2----–-–---------------ის ჩათვლით) მ----- ნ------------ს, დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ----- ნ------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. მ----- ნ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2----–-–----------------იდან, 2----–-–---------------ის ჩათვლით) მ----- ნ------------ს, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე