გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
330210118002616958
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25983-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2019 წელი ქ. თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელე - აკ-----–-----–---–ი

წარმომადგენელი -ლე---------–-ა, ლა–--–---–---ე

მოპასუხე -ე--------------–--------ი

წარმომადგენელი- ვა-------–------–--ე

დავის საგანი -ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------- გადაწყვეტილებით (საქმე N2/-------) აკ-----–-----–---–ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 3000 (სამი ათასი) ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–------------ს დაბადებული კე-----–-----–---–ის და 20---–-–------------------ს დაბადებული ან---–-----–---–ის რჩენა- აღზრდისათვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად ჯამში 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან, 2----–-–-----------------დან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

აკ-----–-----–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნა----------–------თან 2----–-–---------–--იდან. ქორწინების პერიოდში, 2----–-–----------------–ს, შეეძინათ შვილი ნუ–---–-----–---–ი. დღეის მდგომარეობით, ისინი ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას.

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2----–-–------------, გადაწყვეტილებით (საქმე N2/-------), აკ-----–-----–---–ს არასრულწლოვანი შვილების - კე--- და ან---–-----–---–ების რჩენა-აღზრდის მიზნით დაე-ისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 1500 – 1500 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე. მოსარჩელის მთლიანი ქონება და ანგარიშები არის დაყადაღებული. აკ-----–-----–---–ი განმარტავს, რომ მისმა შემოსავლებმა საკმაოდ იკლო და ყოველთვიურად, საშუალოდ, შეადგენს 3114.83 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ აკ-----–-----–---–ის საალიმენტო ვალდებულება ყოველთვიურად შეადგენს 3 000 (სამი ათას) ლარს, ბუნებრივია, რომ იგი ვეღარ ახერხებს, ალიმენტის გადახდას და ამჟამინდელი ოჯახის, უშუალოდ მცირეწლოვანი შვილის - ნუ–---–-----–---–ის რჩენა-აღზრდას და აუცილებელ ხარჯების გაწევაში მონაწილეობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე--------------–--------მა სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით აკ-----–-----–---–ი ალიმენტის შემცირებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა, ხსენებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, გაუარესდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ რაიმე გარემოება არ შეცვლილა, მოსარჩელის შემოსავალი არის ცვალებადი. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2----–-–------------, გადაწყვეტილების შემდგომ აკ-----–-----–---–ის ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესებულა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სსიპ შ--------–----------------ს ცნობა, 2----–-–--------------ის თვის მდგომარეობით.

 

2--- წელს მხარეთა ოჯახური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ე--------------–--------მა მოსარჩელეს, არა ერთხელ, მიმართა, ბავშვების აღზრდაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. 2----–-–------------------ს, მხარეები, წერილობითი კომუნიკაციისას, შეთანხმდნენ, რომ აკ-----–-----–---–ი გადაიხდიდა 1600 (ათას ექვსას) ლარს, რითაც ე--------------–--------ს სასწავლებლის და და--რჩენი საჭიროებიდან გამომდინარე ხარჯები უნდა დაეფარა. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, 913.24 აშშ დოლარის ნაცვლად, აკ-----–-----–---–ი წლების განმავლობაში იხდის მხოლოდ 283.33 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარში, რომლის მეშვეობითაც იფარება, მხოლოდ სკოლის ხარჯები. და--რჩენ, ბავშვების რჩენისათვის, აღზრდის და განითარებისთვის ხარჯებს წევს დედა - ე--------------–--------ი.

 

შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო

 

საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ გადაწყვეტილება (საქმე N2/-------), რომლის თა--ხმად, აკ-----–-----–---–ს არასრულწლოვანი შვილების - კე--- და ან---–-----–---–ების რჩენა-აღზრდის მიზნით დაე-ისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 1500 – 1500 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე--------------–--------ს და აკ-----–-----–---–ს თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2-----–-–-------------- დაბადებული კე-----–-----–---–ი და 20---–-–------------------ს დაბადებული ან---–-----–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩა--წერი N------- (ს.ფ. 140);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩა--წერი N----------- (ს.ფ. 141).

 

3.1.2. მხარეები 2--- წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ბავშვები, კე-----–-----–---–ი და ან---–-----–---–ი ცხოვრობენ დედასთან, ე--------------–--------თან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეების ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

 

3.1.3. არასრულწლოვანი კე-----–-----–---–ი და ან---–-----–---–ი სწავლობენ შპს ,,მე------------------------–-–ი“, სადაც წლიურმა სწავლის საფასურმა კე-----–-----–---–ისათვის, 20------- წლებში, შეადგინა 1758 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ან---–-----–---–ისათვის, იმავე სასწავლო წლებში - 1158 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბავშვები ი/მ მ-------------–---–თან დადებული ხელშე-რულების საფუძველზე, იღებენ შესაბამის კვებით მომსახურებას სკოლის სასწავლო დღეებში. მომსახურების ხელშე-რულების შესაბამისად, წლიური მომსახურების ღირებულება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 582 ლარს.

 

საგანმა--თლებლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშე-რულებები დადებულია შპს ,,მე------------------------–--ა“ და ფიზიკურ პირს აკ-----–-----–---–ს შორის. საგანმა--თლებლო მომსახურების გაწევის სა--ცვლოდ, ხელშე-რულებით განსაზღვრულ საფასურს იხდის ზემოაღიშნული პირი.

არასრულწლოვანი კე-----–-----–---–ი და ან---–-----–---–ი ირიცხებიან ა(ა)იპ ქ. თ---–---ს მერიის ,,მ. ცე--–---ის სახელობის ფ---------–--------–-- მზადების ს----------–-–------–ი“, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს - 150 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20---–-–---------–---ს მომსახურების ხელშე-რულება (ს.ფ. 154-156);

 

- 2----–-–---------–---- ხელშე-რულება შპს ,,მ-------------------------–--“ (ს.ფ. 157-

160);

- შპს ,,მ-------------------------–--“ მიერ 2----–-–-----------------–-----–--–----------- და

#4-07 (ს.ფ. 168-169).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.4. ქორწინების მოწმობა N------------ის და აქტის ჩა--წერი N0---------- -ის მიხედვით, ნ-----------–-----მ (პ/ნ 0----------) და აკ-----–-----–---–მა (პ/ნ 0----------) იქორწინეს 2----–-–---------–--ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, N-----------, აქტის ჩა--წერი N0----------. (იხ.ს.ფ. 19)

 

3.1.5. დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩა--წერი N0-----------ის მიხედვით, ნუ–---–-----–---–ი დაიბადა 2----–-–----------------–ს, ქალაქ თბილისში,.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, N0----------, აქტის ჩა--წერი N0----------. (იხ.ს.ფ. 20)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2----–-–------------ გადაწყვეტილებით, ე--------------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე აკ-----–-----–---–ს (პირადი N0----------) დაე-ისრაარასრულწლოვანი შვილების, კე-----–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პირადი N-----------) და ან---–-----–---–ის (დაბადებული 20---–-–------------------ს, პირადი N------------ სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 1500-1500 (ათას ხუთასი - ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–---------------–-დან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2----–-–------------, გადაწყვეტილება. (იხ.ს.ფ. 21-34)

 

3.2.2. სს ,,ს----------–--------–-“ გახსნილ ანგარიშებზე გადარიცხვების ამონაწერით დასტურდება, რომ აკ-----–----–---–ი 2016 წლის დე-ემბრის თვიდან - 201--–-–---------- თვის ჩათვლით ახორციელებდა შვილების, ა-- და კე-----–-----–---–ების რჩენა-აღზრიდს მიზნით, ასევე მათი სასკოლო და საგანმა--თლებლო წრეებში საფასურის გადახდას, კერძოდ ,ფ----------------------------------–----------------–--–------------------------–-------- წრეების და კვების გადასახადს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადარიცხვა ს----------–--------–- გახსნილი ანგარიშებზე, ამონაწერები. (იხ.ს.ფ 35-91)

 

3.2.3. შპს შ--------–----------------ს ცნობის თა--ხმად, 2--------- წლის მდომარეობით, აკ-----–-----–---–ის (პ/ნ 0----------) 0--------- წლიდან - 3--------- წლის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 23 890 ლარი, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 4 778 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს შ--------–----------------ს 2--------- წლის ცნობა (იხ.ს.ფ 92-93)

 

3.2.4. შპს შ--------–----------------ს წლის ცნობის თა--ხმად, 0--------- წლის მდომარეობით, აკ-----–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 0--------- წლიდან 3--------- წლის ჩათვლით, მიღებულ დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 3 935 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 787 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს შ--------–----------------ს 0--------- წლის ცნობა (იხ.ს.ფ 94-95)

 

3.2.5. შპს შ--------–----------------ს წლის ცნობის თა--ხმად, 0--------- წლის მდომარეობით, აკ-----–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 0--------- წლიდან 3--------- წლის ჩათვლით, მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 86717,32 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 17343,46 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს შ--------–----------------ს 0--------- წლის ცნობა (იხ.ს.ფ 96-97)

 

3.2.6. შპს შ--------–----------------ს 2--------- წლის ცნობის თა--ხმად, 2--------- წლის მდომარეობით, აკ-----–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 2018 წელს მიღებული (პ/ნ 0----------) დასაბეგრ შემოსავალი შეადგენს - 25625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 5125 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს შ--------–----------------ს 2--------- წლის ცნობა (იხ.ს.ფ 98-99)

 

3.2.7. შპს შ--------–----------------ს 17-------- წლის ცნობის თა--ხმად, 17-------- წლის მდომარეობით, აკ-----–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 0--------- წელს მიღებული (პ/ნ 0----------) დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 625 ლარი, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 125 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს შ--------–----------------ს 17-------- წლის ცნობა (იხ.ს.ფ 98-99)

 

3.2.8. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება A-----------------ის თა--ხმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თ---–---ს სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------ს აქტით ყადაღა დაედო:

 

აკ-----–-----–---–ის (პ/ნ0----------) მისამართზე საქართველოს, ქალაქი თ---–---, ა---------------------------ში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. აღნიშნულ უძრავ ნივთებზე აუქციონი არ არის დანიშნული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ 102)

 

სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის 105-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცე--- კოდექსი, აწესებს მტკიცების გა--წილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი გა--წილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაე-ისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადა--წილებას არა მარტო საპროცე----სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნაწილობრივ შეიცვალა მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, კე--- და ან---–-----–---–ების რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ნაწილობრივ უნდა შემცირდეს და ნაცვლად 1500-1500 (ათას ხუთას- ათას ხუთასი) ლარისა, იგი განისაზღვროს 750-750 ( შვიდა ორმოცდაათი-შვიდას ორმოცდაათი ლარით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თა--ხმად, მშობლებს თა--ბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თა--ხმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თა--ხმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ ე--------------–--------ს და აკ-----–-----–---–ს თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2-----–-–-------------- დაბადებული კე-----–-----–---–ი და 20---–-–------------------ს დაბადებული ან---–-----–---–ი. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ე--------------–--------ი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად.

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2----–-–------------, გადაწყვეტილებით, ე--------------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე აკ-----–-----–---–ს (პირადი N0----------) დაე-ისრაარასრულწლოვანი შვილების, კე-----–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პირადი N-----------) და ან---–-----–---–ის (დაბადებული 20---–-–------------------ს, პირადი N------------ სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 1500-1500 (ათას ხუთასი - ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–---------------–-დან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლია--დ შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო და--წესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცა--ს ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თა--ხმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი

 

მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თა--ხმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თა--ბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ე-ისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთე--- ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთე--- ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთე--- ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთე--- ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ე-ისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რე-ომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თა--ხმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა გა--თლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რე-ომენდაციის მე-2 პრინციპის თა--ხმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დე-ემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 ა--------დან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თა--ხმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გა--ხორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თა--სწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი

და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თა--დგომას

საჭიროებენ.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თა--ხმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თა--ხმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული

 

პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა

მოხდეს ბავშვის საუკეთე--- ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათა--დოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ კე--- და ან---–-----–---–ები წარმოადგენენ არასრულწლოვნებს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. არასრულწლოვანი კე-----–-----–---–ი და ან---–-----–---–ი სწავლობენ შპს ,,მე------------------------–-–ი“, სადაც წლიურმა სწავლის საფასურმა კე-----–-----–---–ისათვის, 20------- წლებში, შეადგინა 1758 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ან---–-----–---–ისათვის, იმავე სასწავლო წლებში - 1158 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბავშვები ი/მ მ-------------–---–თან დადებული ხელშე-რულების საფუძველზე, იღებენ შესაბამის კვებით მომსახურებას სკოლის სასწავლო დღეებში. მომსახურების ხელშე-რულების შესაბამისად, წლიური მომსახურების ღირებულება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 582 ლარს. არასრულწლოვნები ირიცხებიან ა(ა)იპ ქ. თ---–---ს მერიის ,,მ. ცე--–---ის სახელობის ფ---------–--------–-- მზადების ს----------–-–------–ი“.

 

დადგენილია მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობაც, იგი იმყოფება ქორწინებაში ნა----------–------თან და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი - ნუ–---–-----–---–ი, დაბადებული 2----–-–----------------–ს.

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2----–-–------------ გადაწყვეტილების მიღებისას, მოპასუხე აკ-----–-----–---–ი დასაქმებული იყო ბ---------------------------–---–-----------–----------–-------- პოზიციაზე და მისი შემოსავალი ყოველთვიურად განსხვავებული ოდენობისაა;

სსიპ შ--------–----------------ს გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2----–-–----------ს თვეში - 231.3 ლარს, თ-------–ის თვეში - 5741.3 ლარს, ა-----–-------ში - 281.3 ლარს, მ---------ეში - 187.5 ლარს, ი-----ს თვეში - 10945 ლარს, ი-----ს თვეში - 10920 ლარს, ა--------ს თვეში - 831.3 ლარს, სე---------ს თვეში - 14501.1 ლარს, ო---------ის თვეში - 18016.3 ლარს, ნ-------ის თვეში - 12562.5 ლარს, დე-ემბრის თვეში - 12500 ლარს და 2018 წლის ი------ს თვეში - 12500 ლარს;

 

აღსანიშნავია, რომ შპს შ--------–----------------ს 17-------- წლის ცნობის თა--ხმად, 17-------- წლის მდომარეობით, აკ-----–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 0--------- წელს მიღებულ მა (პ/ნ 0----------) დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა - 625 ლარი,ხოლო დაკავებულმა საშემოსავლომ - 125 ლარი, ამასთან, შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობაც, იგი იმყოფება ქორწინებაში ნა----------–------თან და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი - ნუ–---–-----–---–ი, დაბადებული 2----–-–----------------–ს.

 

შესაბამისად, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელე აკ-----–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობა მისი გაუარესების გზით, შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობაც, რის გამოც სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია ბავშვების ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 1500-1500 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი, ნაწილობრივ სახეზეა სსკ-ის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, აკ-----–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუარესების სახით, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთე--- ინტერესების ხელყოფად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთე--- ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს გა--თლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

მოპასუხე ე--------------–--------ი თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თა--ხმა არასრულწლოვანი კე--- და ა-- ლ-----–---–---ს

 

რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნებისს აღზრდა-განვითარებისათვის სათა--დო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თა--ბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყა--ში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ე-ომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. კე--- და ან---–-----–---–ები არიან არასრულწლოვნები, მათ აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, უმუშევრობის გამო შემოსავლის არქონის ფონზე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვნების საუკეთე--- ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვების ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის 500 ლარის ოდენობით საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით, მით უფრო, რომ უდავოა ბავშვების ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება სტაბილურად ყოველთვიური მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას ტ------–--------–--–-–---–ის უნარები, შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, დედის უმუშევრობა, ის გარემოება, რომ ბავშვები საცხოვრებლად იმყოფებიან შ---------------–---–თან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთა--ც ბავშვები ცხოვრობენ.

 

ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის და--წესს, მაგრამ ეს უკა--სკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თა--ხმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის

 

უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ა--ლიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის ნაწილობრივ შეცვლის, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2----–-–-----------------დან, განისაზღვროს 750-750 (შვიდას ორმოცდაათ-შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

7. საპროცე--- ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ე-ისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიე-უთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არა--კლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თა--ხმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თა--ხმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე აკ-----–-----–---–ის მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის გადახდა. შესაბამისად, ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ე--------------–--------ს აკ-----–-----–---–ის სასარგებლოდ დაე-ისროს ამ უკა--სკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან( 950 ლარიდან) 540 ლარის გადახდა, ხოლო აკ-----–-----–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან (950 ლარიდან) 410 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.აკ-----–-----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. შემცირდეს მოპასუხე აკ-----–-----–---–ისთვის (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილების: კე-----–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პირადი N-----------) და ან---–-----–---–ის (დაბადებული 20---–-–------------------ს, პირადი N------------ რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 1500-1500 ლარიდან 750-750 ლარამდე და აკ-----–-----–---–ს (პ.ნ 00----------) ე--------------–--------ის (პ/ნ.0----------- სასარგებლოდ დაე-ისროს ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილების: კე-----–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პირადი N-----------) და ან---–-----–---–ის (დაბადებული 20---–-–------------------ს, პირადი N------------ რჩენა -აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 750-750 (შვიდას ორმოცდაათი-შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–-----------------დან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

3. ე--------------–--------ს(პ/ნ.0----------- აკ-----–-----–---–ის ( პ.ნ 00----------) სასარგებლოდ დაე-ისროს ამ უკა--სკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან ( 950 ლარიდან) 540 ლარის გადახდა;

 

4. აკ-----–-----–---–ის (პ.ნ 00----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან (950 ლარიდან) 410 ლარი ჩაითვალოს

 

ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების

გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია