გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/9143-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელეები - ა-----–----------------------–---–--
წარმომადგენელი: მ-----------------
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი: მ--------------–-–---–--
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი: გ-----------------
მესამე - ა----------–---–--
წარმომადგენელი - ზ----------------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 25.03.2016 წლის №------- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.11.2016 წლის №------ ბრძანება;
1.3. დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თბილისში, ქ-----------------–- უნებართვოდ მიშენებული/დაშენებული ფართის ლეგალიზების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ქ-----------------–- მდებარე სახლთმფლობელობის N----- ნაგებობის პირველ სართულზე მიშენება და მანსარდის სართულის დაშენება განორციელებულია 2007 წლის 1 იანვრამდე, რასაც ადასტურებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დ------------–-–---–-- 2016 წლის 3 თებერვლის N-- ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ქ-----------------–- მდებარე სახლთმფლობელობის N---- ნაგებობის პირველ სართულზე მიშენების და მანსარდის სართულის დაშენების განხორციელების სავარაუდო თარიღია 2005-2006 წლები. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია უსაფუძვლოდ და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი;
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი;
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირის - ა----------–---–-- წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი;
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქ-------–--–------------------------–- მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) მესაკუთრეები არიან ა----------–---–-, მ--------------–---–- და ა-----–------ ა----------–---–- ეკუთვნის 5---- ნაწილი; მ--------------–---–- 2-----ის ¼ ნაწილი და ა-----–------ 2-----ის ¾ ნაწილი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 253-254);
4.1.2. 2014 წლის 14 აპრილს მოსარჩელე ა----------–---–-- სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ა-----–------ და მ--------------–---–-ს მიმარათ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2015 წლის N2-------- გადაწყვეტილებით ა----------–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთზე, მდებარე ქ-------–--–------------------------–- (საკადასტრო კოდი: #0---------------), ა----------–---–--, ა-----–-----ს და მ--------------–---–-ს საზიარო უფლება გაუქმდა ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მესაკუთრეებს შორის გადანაწილდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად (ა----------–---–- 5---- ნაწილი; მ-------------–---–- 2-----ის ¼ ნაწილი და ა-----–------ 2-----ის ¾ ნაწილი). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2016 წლის N2---------- წლის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.04.2018 წლის Nა---------------- წლის განჩინებით ა-----–-----ს და მ--------------–---–-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.12.2015 წლის N2-------- გადაწყვეტილება. (ს.ფ. 224-229);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2016 წლის N2---------- წლის განჩინება; (ს.ფ. 230-240);
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2018 წლის Nა---------------- წლის განჩინება. (ს.ფ. 240-252);
4.1.3. 2015 წლის 26 იანვარს ა-----–------ და მ--------------–---–-- NA-------- განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ქ-----------------–- (ს/კ 0---------------) მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებე სახლზე უნებართოდ მიშენება დაშენების ფართის ლეგალიზება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ--------------–---–-ს და ა-----–-----ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, ქ-----------------–- უნებართვოდ მიშენებული/დაშენებული ფართის ლეგალიზება. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში დაცული აეროფოტოგადაღების მონაცემების შესაბამისად არ დადასტურდა ობიექტის მშენებლობის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანება. (ს.ფ. 135-136);
ადმინისტრაციული წარმოების მასალა(ს.ფ.137154)
4.1.4. 2016 წლის 26 თებერვალს ა-----–------ და მ--------------–---–-- NAR1------ განცხადებით განმეორებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ქ-----------------–-, ( ს/კ 0---------------) მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებე სახლზე, უნებართვოდ მიშენება/ დაშენების ფართის ლეგალიზება.
მ--------------–---–-ს მიერ 2016 წლის 26 თებერვლის NAR1------ განცხადების წარდგენისას ახალ გარემოებად მიეთითა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დ------------–-–---–-- 2016 წლის 3 თებერვლის N-- დასკვნა, თადართული ფოტომასალით.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დ------------–-–---–-- 2016 წლის 3 თებერვლის N-- დასკვნით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ქ-----------------–- მდებარე სახლთმფლობელობის N----- ნაგებობის პირველ სართულზე მიშენება და მანსარდის სართულის დაშენება სავარაუდოდ განხორციელებულია 2005-2006 წლებში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N2------ ბრძანება. (ს.ფ.11-13);
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დ------------–-–---–-- 2016 წლის 3 თებერვლის N-- დასკვნა; ფოტომასალა. (ს.ფ. 14-25);
4.1.5. სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N2------ ბრძანებით განმცხადებელებს უარი ეთქვათ NAR1------ განცხადების განხილვაზე, იმ საფუძლით, რომ აღნიშნული საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა და მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანება) საკითხის განმეორებით განხილვისას განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N2------ ბრძანება. (11-13);
4.1.6. 2016 წლის 3 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას N1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ--------------–---–-ს და ა-----–-----ს წარმომადგენელმა და მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N2------ ბრძანების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 3 მაისისN1-------- ადმინისტრაციული საჩივრი.(ს.ფ. 55);
5.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 27 მაისს N1-------- ადმინისტრაციული საჩივრითან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი. (ს.ფ. 50-53);
ადმინისტრაციული წარმოების მასალა. (ს.ფ.54-59);
5.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.11.2016წ. №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ--------------–---–-ს და ა-----–-----ს წარმომადგენლის N1-------- ადმინისტრაციული საჩივრი იმ საფუძვლით, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანება). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა კანონის იმპერატიული მოთხოვნით შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, კერძოდ მაშინ, როდესაც არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ფაქტობრივი/სამართლებრივი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში, განმცახდებლის მიერ დამატებით წარდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დ------------–-–---–-- 2016 წლის 3 თებერვლის N-- დასკვნა არ ადასტურებს ისეთ გარემოებას, რომელიც შეძლებდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანების გამოცემის საფუძვლის გაქარწყლებას, რადგანაც ხსენებული დოკუმენტი არ ადასტურებს ობიექტის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულების ფაქტს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.11.2016წ. №------ ბრძანება. (ს.ფ. 26-30);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მათ მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. 7. სამართლებრივი შეფასება: 7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 25.03.2016 წლის №------- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.11.2016 წლის №------ ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 7.2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 78.1 მუხლის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ 3.1 მუხლის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. ნ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა; გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში - ობიექტის აზომვითი ნახაზი; ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--------------–---–-- და ა-----–------ 2016 წლის 26 თებერვალს № AR1------ განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვეს ქ. თბილისში, ქ-----------------–- (ს/კ 0---------------) მათ საკუთრებაში არსებულ ინდივიდუალურ სახლზე უკანონოდ მიშენებული/დაშენებული ნაგებობის ლეგალიზება. 7.3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ--------------–---–-ს და ა-----–-----ს განცხადება, ქ. თბილისში, ქ-----------------–-(ს/კ 0---------------) უნებართვოდ მიშენებული/დაშენებული ფართის ლეგალიზების თაობაზე. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურში დაცული აეროფოტოგადაღების მონაცემების შესაბამისად არ დადასტურდა ობიექტის მშენებლობის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულების ფაქტი. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა. ასევე დადგენილია, რომ მ--------------–---–-- და ა-----–------ 2016 წლის 26 თებერვალს NAR1------ განცხადებით განმეორებით მიმართეს სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, ქ-----------------–- (ს/კ 0---------------) მათ საკუთრებაში არსებულ ინდივიდუალურ სახლზე უკანონოდ მიშენებული/დაშენებული ნაგეგობის ლეგალიზების მოთხოვნით, რაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N2------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. 7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე“. გასაჩივრებულ სადავო აქტთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანებით). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა კანონის იმპერატიული მოთხოვნით შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, კერძოდ მაშინ, როდესაც არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ფაქტობრივი/სამართლებრივი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. კერძოდ, საქმის მასალებით, მათ შორის ორთოფოტოებით არ დგინდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ობიექტის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულების ფაქტი. ხოლო განმცხადებლის მიერ წარდგენილ 2016 წლის 3 თებერვლის N-- ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ აღნიშნული არ ადასტურებს ისეთ გარემოებას, რომელიც შეძლებდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანების გამოცემის საფუძვლის გაქარწყლებას, რადგანაც ხსენებული დოკუმენტი არ ადასტურებს ობიექტის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულების ფაქტს. 7.5. სამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამეთუ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა იმ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას. კერძოდ, საქმის მასალებით, მათ შორის ორთოფოტოებით არ დგინდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ობიექტის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულების ფაქტი. ხოლო განმცხადებლის მიერ წარდგენილი 2016 წლის 3 თებერვლის N-- ექსპერტიზის დასკვნა არ ქმნის ისეთ გარემოებას, რომელიც შეძლებდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 თებერვლის N1------ ბრძანების გამოცემის საფუძვლის გაქარწყლებას, რადგანაც ხსენებული დოკუმენტი უტყუარად არ ადასტურებს ობიექტის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N2------ ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ მიმართებით სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვათ მ--------------–---–- და ა-----–------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. 6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 9. საპროცესო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი : სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მ--------------–---–-სა და ა-----–-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი