განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
190100118002756292
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/856-18

(№012171118001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ზ--------------–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, ს----------–----------–--ე, პირადი №3----------, ს-–----–----------–---თ, ნ----------–--ი, დ------------–ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------–-------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენით ზ--------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 5 აპრილის ჩათვლით.

 

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ზ--------------–--ე დას, ნ--------------–---ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, სახლში სამსახურიდან გვიან დაბრუნების დროს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეძახდა უწესოს. სისტემატურმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია ნ--------------–--ის ტანჯვა.

 

2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ----------–---------------–----------------ში მდებარე სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზ---------------–---მ დას, ნ--------------–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ შეაგინა, ხელი მოუჭირა კისერზე, შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა სახისა და გულ-მკერდის მიდამოში, რის შედეგადაც ნ--------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ----------–---------------–----------------ში მდებარე სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზ---------------–---მ დას, ნ--------------–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ შეაგინა, ხელი მოუჭირა კისერზე, შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა სახისა და გულ-მკერდის მიდამოში, რის შედეგადაც ნ--------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

დაზარალებულმა ნ--------------–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად. ძმასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, ის სულ აგრესიულია მის მიმართ. შემთხვევის დღეს ზ----- ნასვამი იყო და ღუმელზე ჩაიდანით წყლის ადუღების გამო მას და დედას შეეკამათა, იგი აწყნარებდა და შემდეგ თავის ოთახში შევიდა, ზ----- შეყვა და სახეში გაარტყა ხელი, მან გააფრთხილა დაწყნარებული, თუმცა იგი არ ჩერდებოდა, გუდავდა და თავში მუშტი ჩაარტყა, დედამ გააშველა ისინი და ზ----- მაინც აგრძელებდა მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. თვითონ თბილისში სწავლობს და მუშაობს კიდეც, ხშირად გვიან უწევს სახლში მოსვლა და ძმა ამის გამო სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, რაც არ სიამოვნებს და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. დედასთანაც სულ კონფლიქტი აქვს, დარტყმის შედეგად დაზიანებები მიიღო და განიცადა ფიზიკური ტკივილი, თავდაცვის მიზნით უკბინა კიდეც მას.

 

მოწმე ლ-----------–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი შვილია. შემთხვევის დღეს ზ----- სახლში ნასვამი იყო და მან და ნ-----მ იჩხუბეს, თავდაპირველად მან დაარტყა და მერე ნ-----მაც უკბინა. იგი ცდილობდა მათ გაშველებას. როდესაც ზ----- ნასვამია, აგრესიულად იქცევა, ამის გამო ოჯახში ხშირად აქვთ კონფლიქტი, თუმცა მერე ნანობს ხოლმე.

 

ბრალდებულმა ზ--------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ნამდვილად დაარტყა ნ-----ს, თუმცა ისიც ურტყავდა და თავს იცავდა მისგან. რაც შეეხება სისტემატურ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ ნ----- სახლში გვიან ბრუნდებოდა არ ეთანხმება, ვინაიდან ამ მხრივ არასოდეს უქმნიდა დას პრობლემებს და მისი ასაკიდან გამომდინარე, მიესალმება კიდეც, რომ სწავლობს და მუშაობს, ბევრჯერ დახმარებია კიდეც მატერიალურად იმისათვის, რომ გადაადგილებულიყო თბილისში.

 

მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ მოწმეები ნ-----–-----------–---–ი და ზ---------–---ე.

 

მოწმე ნ-----–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს ნ--------------–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. როგორც ნ--------------–---მ განაცხადა, მისი ძმა ზ--------------–--ე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ნ--------------–---ს დაზიანებები აღენიშნებოდა კისრის არეში.

 

მოწმე ზ---------–---ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებას მიმართა მოქალაქე ნ--------------–---მ და განაცხადა, რომ ძმასთან ჰქონდა სისტემატური კონფლიქტი, კერძოდ 16 ნოემბერს, როდესაც სამსახურიდან გვიან დაბრუნდა ძმამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. თავად მივიდა ზ--------------–--ესთან კ-----------–-----------ე, მაგრამ ის სახლში არ დახვდა. მისი დაკავება მოხდა ბ--–----------------------------ის მ/ტერიტორიაზე. დაკავების ოქმის ასლი გადასცეს განყოფილებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებული სადავოდ ხდიდა მისი დაკავების ადგილს და პროცესს, თუმცა მოწმის დაკითხვის დროს, როდესაც ზ---–----მ აღნიშნა, რომ ბრალდებული დააკავეს რ-------ის მ/ტერიტორიაზე, ბრალდებული ნაწილობრივ დაეთანხმა მას და შენიშვნა გამოთქვა იმ ნაწილზე, სადაც მოწმემ მიუთითა, რომ მათ დანახვაზე ბრალდებული გაქცევას აპირებდა. ზ--------------–--ემ აღნიშნა, რომ მას ფეხი აქვს დაზიანებული და ის სწრაფად ვერ დარბის, აღნიშნული კი სასამართლოს არ უქმნის დაკავების ოქმის დაუშვბელად ცნობის საფუძველს და ამ საპროცესო დოკუმენტს დამაჯერებელ მტკიცებულებად მიიჩნევს.

 

2019 წლის 11 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ნ--------------–---ს აღენიშნება ნაჭდევი თავისა და გულმკერდის მიდამოში, სისლხნაჟღენთი გულმკერდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ სემტხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ა-–-------------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დამდგარი შედეგის - ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის დადგენას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ტკივილი შეიძლება ობიექტურად შეფასდეს თუ დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები, ასევე ძალადობის ჩასადენად სხვადასხვა საგნის გამოყენება და სხვა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ცემა და ძალადობა ისეთი ხასიათის მოქმედებებია, რომელიც შედეგად იწვევს ფიზიკურ ტკივილს და თავისი ინტენსივობით მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ფიზიკური ტკივილის შეფასების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე სასამართლოს ამ შემთხვევაში დადგენილად მიაჩნია, რომ კისერზე ხელის მოჭერა, სახისა და გულმკერდის არეში ხელების დარტყმა, ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

ბრალდების მხარემ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებულის ჩვენება და კონფლიქტის შემსწრე ლია ჯანგველაძის ჩვენება, ასევე იმ პირთა ჩვენებები, რომლებმაც საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და მათ სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცეს ამომწურავი ჩვენება. მათი ჩვენებების შეფასებისას, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მხარეთა მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ შეაგინა, ხელი მოუჭირა კისერზე და დაარტყა სახისა და თვის არეში, რის გამოც ნ--------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენება და მასზე არსებული დაზიანებები ასევე დადგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში სრულად იძლევა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის დადგენის შესაძლებლობას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და სასამართლო აღნიშნავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია რამდენჯერმე, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, მაშინ როდესაც პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებასაც, მაგრამ შეურაცხყოფისას დამცირება უფრო უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს კი ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.

 

აღსანიშნავია, რომ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება დასჯადი ქმედებაა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რითაც კანონმდებელი ხაზს უსვამს, რომ თუკი ორი ადამიანი დროის გარკვეული პერიოდი ერთად თანაცხოვრობს, აქვთ ნათესაური კავშირი ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ერთი წევრის მიერ მეორეზე სისტემატური დამცირება, თრგუნავს დაზარალებულს და ყოველდღიურობა მისთვის აუტანელი ხდება, წუხს და განიცდის ტანჯვას, ოჯახის წევრის მხრიდან მუდმივად შეურაცხყოფა და დამამცირებელი მიმართვა ადამიანში იწვევს ნეგატიურ განცდას, უკარგავს საკუთარი თავის რწმენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვერ მიუთითა ის ფაქტები, რაც შეურაცხყოფის სისტემატურ ხასიათზე მიუთითებს. სისტემატურობა, ისევე როგორც სხვა სახის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შემდეგ უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულის ნიშნებს, ასევე საჭიროებს თითოეულ შემთხვევაში ეპიზოდურად, კონკრეტული ინფორმაციის მითითებას, დროის, ადგილის, შემსწრე პირების, მოტივის, გამომწვევი ვითარების და სხვა გარემოებების ჩათვლით. დაზარალებულის მხრიდან იმის განმარტება, რომ ბრალდებული მას სახლში გვიან დაბრუნების გამო ეჩხუბებოდა, საპასუხოდ კი ბრალდებულის ჩვენება, რომ მას ფულიც უსესხებია დისთვის თბილისში სამგზავროდ რომ ემუშავა, ერთობლიობაში არ იძლევა დარწმუნების საფუძველს, რომ სწორედ აღნიშნული მოტივით აყენებდა ბრალდებული მას შეურაცხყოფას, ხოლო ის გარემოება, რომ ნ--------------–---მ განიცადა ტანჯვა, სხვა მტკიცებულებით არ არის დადგენილი. სასამართლომ სისტემატურობის ხასიათი უნდა დაადგინოს და შეაფასოს როგორც ცალკე, ისე მოქმედებათა ერთობლიობით, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------–--ეს ბრალად არ უნდა შეერაცხოს ნ--------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და აღნიშნული ეპიზოდი ვერ დაედება მის მსჯავრდებას საფუძვლად.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ დანაშაულის მოტივს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და შესაბამისად მასზე დაყდნობით მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. გენდერული შეუწყნარებლობის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ბრალდებულის დამოკიდებულება ქალის მიმართ, როგორც მასზე დაბლა მდგომი სუბიექტის მიმართ, მისი ცხოვრების წესისა და მის ინტერესებზე კონტროლის სურვილით. ასევე უნდა დადგინდეს, რომ ძალადობას ადგილი აქვს ქალის მიმართ არათანასწორი დამოკიდებულების გამო.

 

ფაქტების და მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე არ გამოიკვეთა დანაშაულის მოტივი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია. აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება დაზარალებულ ნ--------------–--ის ჩვენებით და არც მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა მტკიცებულებებით. დაზარალებულის განმარტებით, მას ძმა ეჩხუბებოდა და ეუბნებოდა, რომ მისი სახლში ცხოვრება არ უნდოდა, მისი ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ კონფლიქტი ეხებოდა ქონების საკუთრებად მიჩნევის საკითხებს, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იძლევა ქმედების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენის შეფასების შესაძლებლობას. ზ--------------–--ესა და ნ--------------–---ს შორის ურთიერთობა მცდარ ღირებულებებზეა აგებული, სოციალური და ეკონომიური პრობლემების შედეგად დათრგუნული ადამიანების ერთად ცხოვრებაა და არ ქმნის გენდერული ნიშნით ძალადობის დანაშაულის შემადგენლობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ზ--------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია, ხოლო ბრალდების მიხედვით, მან დანაშაული ჩაიდინა ნასამართლობის (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა) პერიოდში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ორდერები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. ზ--------------–--ე წარსულში ნ----------–--ია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის. შესაბამისად, სასამართლომ საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სსკ-ს 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გაუქმების აუცილებლობას და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, თუმცა კანონმდებელი სასამართლოს აკისრებს უფლებამოსილებას, სასჯელის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვროს სასჯელთა შეკრების რომელი წესი უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი უნდა აისახოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას ზ--------------–--ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი მას უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

ზ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი (9 თვე და 14 დღე თ/ა) და საბოლოოდ, ზ--------------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ზ--------------–--ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ნოემბრიდან.

 

3. ზ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე