გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/419-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 თებერვალი, 2--9 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - ბმა ,,ჭ------------------’’;
წარმომადგენელი - მ-----–------------------–--------–---–--------------------------
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ--------–----
მოპასუხე - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - ს--–--------------
მესამე პირი - შპ ,,მ------------’’ (ასკ. 16.2);
წარმომადგენელი - ვ-----------------------------------------
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური (ასკ. 16.1);
წარმომადგენელი - თ--------–----
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--7 წლის 16 აგვისტოს N1----- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--8 წლის 7 მარტის N6- ბრძანება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--8 წლის 23 მარტის N8- ბრძანება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--7 წლის 16 აგვისტოს ბრძანება N1-----, ლახავს ბმა ,,ჭ-------------------ის“ წევრების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ბმა „ჭ------------------“ კორპუსსა და ხ-----–---–--------–--------–------ შორის მდებარეობდა სპორტული მოედანი, რომლის პრივატიზაციაც მოხდა გაურკვეველ ვითარებაში. ქ. თბილისის მერიამ 2--1 წელს აღნიშნულ ნაკვეთზე (ს.კ. 0-.1------------- სამშენებლო კოეფიციენტი (კ2) 3,5-დან დაუსაბუთებლად 5,5-მდე გაზარდა, რაც იწვევდა ბმა ,,ჭ-------------------ის“ მესაკუთრეების, ცალმხრივად განათებული ბინების ფანჯრებიდან რამდენიმე მეტრში 67 მეტრის ყრუ კედლის მშენებლობას და საცხოვრებელი ფართების სრულ დაბნელებას, აგრეთვე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. მერიის აღნიშნული ბრძანების უკანონობა ერთხელ უკვე დაადასტურა სასამართლომ 2--- წლის 26 აგვისტოს გაწყვეტილებით საქმე #--------, რის შედეგადაც გაუქმდა ქ. თბილისის მერის ბრძანება, გაუქმდა კოეფიციენტი (კ2) 5,5 და დაევალა მერიას ხელახლა განეხილა კ2 დაკავშირებით საკითხი. მერიამ, მას შემდეგ რაც აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს ზემდგომმა ინსტანციებმა კანონიერ ძალაში დატოვეს, ჩაატარა სხდომა, რის შემდეგაც დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა აღნიშნულ ნაკვეთზე კ2-ის მომატებაზე. დაინტერესებულმა პირმა გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის უარი. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღიშნული საქმე #3-------- და 2--7 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა მერიის დადგენილება კ2-ის არ გაზრდასთან დაკავშირებით. სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრდა აპელაციის წესით და ამჟამად საქმეს იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო. ზუსტად ამ დროს ხდება გაუგონარი უკანონობა. იგივე საბჭომ და იგივე მერმა, რომელმაც ერთხელ უკვე უარი უთხრა დაინტერესებულ პირს ნაკვეთი 0-.1-------------ზე კ2–ის გაზრდაზე, კვლავ გაუზარდა კოეფიციენტი 5,5–მდე, მაშინ როცა ამ საქმეზე სასამართლო არ დამთავრებულა. ამ განხილვის დროს მერიამ ამხანაგობის წარმომადგენლები არ მიიწვია. ნაკვეთზე თუ არ შეიძლება კოეფიციენტის გაზრდა და უარი ეთქვა ამის შესახებ დაინტერესებულ პირს, მაშინ ხელმეორედ იგივე ნაკვეთზე თანხმობის მიცემა შეუძლებელია, რადგანაც კ2–ის გაზრდას არეგულირებს იგივე საკრებულოს 2--- წლის 1---- დადგენილების 21-ე მუხლი. აღნიშნული მუხლი არ გულისხმობს პროექტის კორექტირებას ან ფასადის შეცვლას. ასე რომ აღნიშნულ შემთხვევაში კ2–ის გაზრდა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მოხდებოდა სტიქიური უბედურება, დაინგრეოდა ირგვლივ ყველა ნაგებობა და მოხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ხელახლა დაგეგმარება, რაც საბედნიეროდ არ მომხდარა ამ ორ გადაწყვეტილებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ დავა განსახილველად გადაცემული აქვს სასამართლოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--7 წლის 17 აგვისტოს N3------ წერილით, გაიცა თანხმობა დაინტერესებული პირისათვის ქ-------–---------------------------------- (ს.კ. #0-.1------------- სამშენებლო კოეფიციენტის (2) ისევ 5-5-მდე გაზრდის თაობაზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის ბრძანება N3------, ქ. თბილისის მერიის 2--8 წლის 7 მარტის ბრძანება #6- და 2--8 წლის 23 მარტის ბრძანება N8-, აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები ლახავენ ბმა „ჭ-------------------ის“ წევრების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. მოპასუხემ სსიპ არქიტექტურის სამსახურმა, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით, მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-.1------------- შეათანხმა მშენებარე სახლის არქიტექტურული პროექტი და გასცა მშენებლობის ნებართვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ნებართვა გასცა ექსპლუატაციაში მყოფი, მაღალი წნევის გაზგამანაწილებელი სადგურიდან ერთი მეტრის სიახლოვეს, რითაც უგულებელყო ქვეყანაში მოქმედი უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები. მოქმედი სტანდარტებით (მთავრობის დადგენილება #1-- C--- 2.0-.0--8-) დაუშვებელია მშენებლობა ამ ტიპის სადგურიდან 10 მეტრზე ახლოს, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ თვითონვე გააუქმა ამ ნაკვეთზე გაცემული წინა მშენებლობის ნებართვა, ვინაიდან მიიჩნია, რომ დაირღვა უსაფრთხოების სტანდარტები, ხოლო შეთანხმებული პროექტი არღვევდა ბმა "ჭ-------------------ის" კუთვნილი ნაგებობის მიმართ სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს, ისე რომ არანაირი ახალი ფაქტობრივი გარემოება არ შეცვლილა, შეითანხმა იდენტური მასშტაბის ნაგებობა, იმავე ზომებით და მდებარეობით. მოპასუხემ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი კერძო ექსპერტის, ვ----------------- დასკვნა საკმარისად მიიჩნია დაერღვია უსაფრთხოების ნორმები, რაც ცალსახად უკანონოა და ადმინისტრაციული აქტის გაუქმების საფუძველია. წარმოდგენილი დასკვნის აბსურდულობას ადასტურებს შპს "გ--------------–--" მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ზუსტად აღწერს მოპასუხის მიერ დაშვებული დარღვევის ბუნებას და სამშენებლო ობიექტზე შექმნილი სიტუაციის სირთულეს. მოპასუხემ წარმოდგენილი პროექტის შეთანხმებით დაარღვია ისეთი არქიტექტურული სტანდარტები, როგორიცაა სიმაღლის განმსაზღვრელი სხივების ნორმები, გამწვანების სტანდარტები და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები. მოპასუხემ ასევე უხეშად დაარღვია სზაკ-ით დადგენილი პროცესუალური ნორმები. კერძოდ, შეთანხმებულ პროექტს საფუძვლად დაედო გაპი, რომელიც გაიცა 2--1 წელს. აღნიშნული გაპის გაცემამდე ნაკვეთს მიენიჭა სპეციალური კოეფიციენტი კ-2 5-5, რის საფუძველზეც დადგინდა გაპის ეს პირობა. მოგვიანებით სასამართლოს სამივე ინსტანციამ სპეციალური კოეფიციენტი გააუქმა, შესაბამისად გაუქმდა აღნიშნული გაპის სამართლებრივი საფუძველიც. მართალია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--7 წლის 16 აგვისტოს უკანონო N1----- ბრძანებით, ნაკვეთს ისევ მიენიჭა კოეფიციენტი კ-2 5-5, მაგრამ ვინაიდან მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობა, ქ. თბილისის საკრებულოს 2--- წ. 24 მაისის N1---- დადგენილებით, უკვე რადიკალურად არის შეცვლილი, ავტომატურად პროექტის შეთანხმება 2--1 წლის გაპის საფუძველზე არის ცალსახად უკანონო. მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობით ამ მასშტაბის და გაბარიტების ნაგებობის აღნიშნულ ნაკვეთზე შეთანხმება არის დაუშვებელი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირი - შპს ,,მ-------’’ 2--- არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.2. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქ. თბილისის მერის 2--1 წლის 10 ოქტომბრის N2--- განკარგულებით, ქ. თბილისში, ი------------------------------–-- მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-.1------------- განაშენების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება 5,5=კ2 კოეფიციენტის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული განკარგულება ბმა ,,ჭ-------------------ის’’ მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 26 აგვისტოს (საქმე N3-------) გადაწყვეტილებით, ბმა ,,ჭ-----------------0--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2--1 წლის 10 ოქტომბრის №2--- განკარგულება ,,ქ. თბილისში, ი-–----------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0-.1------------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ და ქ. თბილისის მერიას (მერს) დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ი--------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №0-.1------------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--5 წლის 6 მაისის განჩინებით 2--- წლის 26 აგვისტოს (საქმე N3-------) გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 12 იანვრის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 26 აგვისტოს (საქმე N3-------) გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 28 აპრილის N1---- ბრძანება, რომლითაც შპს ,,მ-------------ს’’ უარი ეთქვა ქ. თბილისში, ი------------------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ.0-.1---------- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის, ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების მიზნით სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემაზე.
2--- წლის 28 აპრილის N1---- ბრძანება შპს ,,მ-------------ის’’ მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2--7 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი და 2--- წლის 28 აპრილის N1---- ბრძანება დარჩა ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 341-342, ტ. II);
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 26 აგვისტოს (საქმე N3-------) გადაწყვეტილება. (ს.ფ. 19-52, ტომი IV);
4.1.2. ქ. თბილისის მერის 2--1 წლის 2 ნოემბრის N1--- ბრძანებით დადგინდა ქ. თბილისში, ი------------------------------–-- შპს ,,მ-------------ის’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-.1------------- სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 3-7, ტომი II);
4.1.3. 2--3 წლის 5 ივლისის მიმართვით თ---------- რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თანხმობა განაცხადა, თბილისში, ი------------------------------ში ნაკვეთი 0------ზე აშენდეს 67 მეტრი სიმაღლის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საელჩოს მხარეს ფანჯრებითა და აივნებით იმ პირობით, თუ აღნიშნული შენობა დაშორებული იქნება საელჩოს ბაღის ღობიდან სულ მცირე 7 მეტრით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ---------- რესპუბლიკის ელჩის 2--3 წლის 5 ივლისის მიმართვა (ს.ფ. 145, ტ. I);
4.1.4. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9----- ბრძანებით შეთანხმდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
ქ. თბილისის მერიის 2--3 წლის 19 დეკემბრის N2--- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ბმა ,,ჭ-------------------ის’’ 2--3 წლის 4 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9----- ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 3-7, ტ. II);
- ქ. თბილისის მერიის 2--3 წლის 19 დეკემბრის N2--- განკარგულება (ს.ფ. 370-378, ტ. II);
4.1.-- სა---------–-----–----------------------------–--------------------------–--ს 2--3 წლის 26 დეკემბრის N1----- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭ---------------------------ში შპს ,,მ-------------ის’’ კუთვნილ მიწაზე დაგეგმილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიმეტრის სამ გვერდზე არსებული ნარგავი შედგება საშუალო ასაკის მარადმწვანე ხე-მცენარეებისგან. 1. ხ-----–---–--------–--------–-----ს მხრიდან, მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიის გასწვრივ, სწორხაზოვნად მწკრივში დარგულია პირამიდული კვიპაროსები. დაწყებული მშენებლობით დარღვეულია მწვანე ნარგაობის მიმართ არსებული ნორმები, რომლის თანახმად სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს მცენარეებიდან 4 მეტრის დაშორებით. ხოლო მშენებლობის დაშორება ნარგავებიდან არის 1,5 მეტრი. ასეთ შემთხვევაში მომავალში მცენარეები დაიღუპებიან. 2. კლინიკის მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მშენებლობის გასწვრივ მწკრივში დარგულია აღმოსავლური ბიოტა. ამ შემთხვევაში ნარგაობის მშენებლობიდან დაშორების ყველა ნორმა დარღვეულია, რომლიც დადგენილია ეკოლოგიის გამწვანებისა და საქალაქო სამსახურის მიერ. მშენებლობა დაწყებულია ზედ მცენარეების გასწვრივ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით და დაზიანებულია აღმოსავლური ბიოტას ნარგაობები, უმეტესი მათგანის ფესვები ჰაერშია მოქცეული, რაც გამოიწვევს მცენარეების ხმობას. 3. დაგეგმილი მშენებლობის პერიმეტრის აღმოსავლეთით დგას საშუალო ასაკის, კარგად განვითარებული ელდარის ფიჭვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სა---------–-----–----------------------------–--------------------------–--ს 2--3 წლის 26 დეკემბრის N1----- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 86-88, ტ. I);
4.1.6. შპს ,,----------------–------–---------------------’’ 2--- წლის 2- იანვრის N-- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2--- წლის 2- მარტის N4--- გადაწყვეტილების მუხლი 19-ის მე-18 პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისში, ი----------------------------- (ნაკვეთი 0------ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) შეადგენს 3,5-ს. ქ. თბილისის მერიის 2--1 წლის 10 ოქტომბრის N2--- განკარგულებით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) გაზრდილია 5,5-მდე. დედაქალაქის ქალაქთმშენებლობითი და არქიტექტურული, აგრეთვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები, ან რაიმე საკომპენსაციო ზომები, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო ან საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, წარმოდგენილი არ არის, რის გარეშეც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებლის გადამეტება წარმოადგენს ქ. თბილისის საკრებულოს 2--- წლის 2- მარტის N4--- გადაწყვეტილების 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,----------------–------–---------------------’’ 2--- წლის 2- იანვრის N-- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 54-56, ტ. IV);
4.1.7. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 4 მარტის N1------ ბრძანებით შეთანხმდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 3-7, ტ.II);
4.1.8. 2--- წლის 7 აპრილს ბმა ,,ჭ-------------------ის’’ წევრებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანეს N1------------- ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9----- ბრძანების ბათილად ცნობა.
2--- წლის 2 ივნისს ბმა ,,ჭ-------------------ის’’ წევრებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანეს N1----------17 ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 4 მარტის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 3-7, ტ. II)
4.1.9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 1 მაისის N6-4/0--21/შ წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, ი----------------------------- საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, განთავსებული საშუალო წნევის გაზგამანაწილებელი პუნქტის სიახლოვეს (რომელიც ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს საცხოვრებელ კორპუსებს და თ---------- რესპუბლიკის საელჩოს), მიჯრით ამოთხრილია ღრმა ქვაბული, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი გენ-გეგმის მიხედვით, განკუთვნილია 2--სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, რაც საფრთხეს უქმნის გაზგამანაწილებელი პუნქტისა და მილსადენის მდგრადობას, რომლის ჩამოქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ავარია და უბედური შემთხვევა. გარდა ამისა, მშენებარე საცხოვრებელი სახლის განთავსება ვერ აკმაყოფილებს მოქმედი გ---------------- სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი საშუალო წნევის გაზგამანაწილებელ პუნქტამდე დაცილებული უნდა იყოს არა ნაკლებ 10 მეტრით, სქემის მიხედვით კი აღემატება ერთ მეტრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 1 მაისის N6-4/0--21/შ წერილი (ს.ფ. 65, ტ. I);
4.1.10. სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ’’ 2--- წლის 0- მაისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ი---------------------------------–--------- კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი: №0-.1------------- მიმდებარედ არსებული გაზმარეგულირებელი სადგურის კედლიდან 10 (ათი) მეტრ მანძილზე ახლოს შენობა-ნაგებობის მშენებლობა-განთავსება არღვევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 1------ (1--0-.2--- წ.) ბრძანების მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 6 მაისის N0-------- დასკვნა (ს.ფ. 45-49, ტ. I);
4.1.11. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 28 ოქტომბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ნ------–---–----------–ი ჩატარებული შპს ,,მ------------“ ის მშენებარე საცხოვრებელი სახლის ორიენტაციის პირობების ვიზუალური საინჟინრო-ტექნიკური კვლევისა და სათანადო აზომვების შესრულების შედეგად შეიძლება დადგინდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ამჟამად მოქმედი ნორმების (С--- 2.0-.85, 2.0-.0--8-) თანახმად, ხანძარსაწინააღმდეგო რეგლამენტი არ არის დარღვეული.
სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------’’ 2--- წლის 0- ივლისის ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ირკვევა, რომ ქ. თბილისი, ი. ჭ------------------------------–- 1243,00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი №0-.1------------- მიმდებარედ არსებული გაზმარეგულირებელი პუნქტის (კაპიტალური შენობა) მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.0-.0----* (გ---------------) თავი მე-5 ,,გაზმარეგულირებელი პუნქტები (გმპ) და გაზმარეგულირებელი დანადგარები (გმდ), პუნქტი 5-3. ტექნიკური მოთხოვნების თანახმად: ცალკე მდგომი გაზმარეგულირებელი (გმპ) (საყრდენებზე მოწყობილი კარადული ტიპის ჩათვლით) პუნქტების განთავსების ადგილიდან საცხოვრებელი სახლის კედლამდე მანძილი განისაზღვრება ამავე თავის მე-10 ცხრილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელიც ადგენს, რომ შემყვანებზე 0.6(6)-მდე მეგპა (კგძ/სმ2) გაზის (საშუალო წნევა) წნევის შემთხვევაში მინიმალური მანძილი (ჰორიზონტალურად, სიოში) შენობა-ნაგებობამდე უნდა იყოს 10 (ათი) მეტრი. პუნქტი 5-6. ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, დაიშვება კარადული ტიპის გმპ-ს საცხოვრებელი შენობის გარე კედელზე დაყენება თუ გაზის შემავალი წნევა არის 0.3 მეგპა(3კგძ/სმ2) -მდე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2--0 წლის 14 აპრილის №1------ ბრძანება ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, თავი მე-5, პუნქტი 5- ტექნიკური მოთხოვნის თანახმად ,,სამშენებლო და მიწის სამუშაოების წარმოება გაზსადენის დასაცავი ზონის (1- მ-ზე ახლო) ფარგლებში დასაშვებია გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით. ამავე ბრძანების 23-ე დანართის (მინიმალური მანძილი ცალკე მდგომი გაზმარეგულირებელი სადგურიდან, პუნქტიდან, კარადული დანადგარებიდან შენობა-ნაგებობამდე) ცხრილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შემყვანებზე 0,6(6)-მდე მეგპა (კგძ/სმ2) გაზის (საშუალო წნევა) წნევის შემთხვევაში მინიმალური მანძილი (ჰორიზონტალურად, სიოში) შენობა-ნაგებობამდე უნდა იყოს 10 (ათი) მეტრი. მშენებლობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე განხილული ნორმებიდან, რომელი ნორმა არის უპირატესი, განეკუთვნება სამართლებრივი რეგულირების სფეროს და სცილდება ინჟნერ-ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებს.
მოქმედი, სამშენებლო ნორმები და წესები C--- 2.0-.0----* (გ---------------) თავი 5- ,,გაზმარეგულირებელი პუნქტები (გმპ) და გაზმარეგულირებელი დანადგარები (გმდ) , პუნქტი 5-6. ტექნიკური მოთხოვნების თანახმად: ,,დაიშვება კარადული ტიპის გმპ-ს საცხოვრებელი შენობის გარე კედელზე დაყენება თუ გაზის შემავალი წნევა არის 0.3 მეგპა (3კგძ/სმ2)-მდე, ხოლო ხსენებული გაზმარეგულირებელი პუნქტის კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტად შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შედის გაზმიმწოდებელი კომპანიის კომპეტენციაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 28 ოქტომბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 193-195, ტ.I);
სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------’’ 2--- წლის 0- ივლისის ექსპერტიზის დასკვნა №0-------- (ს.ფ. 21--217, ტ. I);
4.1.12. შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 24 ივნისის №------------- წერილით შპს ,,მ------------“-ის დირექტორს 2--- წლის 0- ივნისის №0-/0- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ი. ჭ------------------------------–- განთავსებული კაპიტალური გაზმარეგულირებელი პუნქტის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა შპს,,ყ--------------------–----“ მიერ განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით (ტექნიკური და ქონებრივი მიზანშეწონილობა). ამასთან ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში ჭ--------------------------------ში მდებარე გმპ-ს მდებარეობა არ არის შემზღუდველი აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, როგორც ტექნიკური ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების (2.0-.0---- ,,გ---------------’’ ცხრილი N10) თანახმად განსაზღვრული მინიმალური დაშორება შეეხება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ხოლო შპს ,,მ------------’’ მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობა არათუ არ ფუნქციონირებს, არამედ ჯერ არც იყო აშენებული. კაპიტალური გმპ-ს გადაკეთება კარადული ტიპის გმპ-თი ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, არსებული გმპ-ს რეკონსტრუქციის შესაძლებლობა დამოკიდებული იყო გარკვეულ ტექნიკურ და ქონებრივ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც იმ ეტაპისთვის არ ესახებოდა შპს ,,ყ--------------------–---’’ მიზანშეწონილად, ვინაიდან იმ პერიოდისათვის იმყოფებოდა სპეციალურ მართვის რეჟიმში. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,მ------------“-სა და შპს ,,ყ--------------------–---“ შორის დაიწყოს კონსულტაციები შპს ,,მ------------“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე კარადული ტიპის ახალი გაზმარეგულირებელი პუნქტის (არსებული გმპ-ს ანალოგიური სიმძლავრის) მოსაწყობად ადგილის შერჩევისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.
შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 25 აპრილის №0--0---8- წერილით შპს ,,მ------------“-ის დირექტორს 2--- წლის 1- აპრილის №2--- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ი. ჭ------------------------------–- დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების წარმოება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ნაკვეთის მიმდებარედ გამავალი გაზსადენები და წნევის რეგულატორი არ დაზიანდება და არ მოყვება შენობა-ნაგებობაში.
შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 0- ივლისის N------------- წერილის თანახმად, შპს ,,მ-------ს 2---“-ის დირექტორს 2--- წლის 0- ივნისის N0------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში ი------------------------------ში განთავსებული კაპიტალური გაზმარეგულირებელი პუნქტის (გმპ) მდებარეობა ამ ეტაპზე არ არის შემზღუდველი აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,მ------------“-ის მიერ წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების (2.0-.0---- ,,გ---------------“, ცხრილი N10) თანახმად განსაზღვრული მინიმალური დაშორება შეეხება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ხოლო აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობა არათუ არ ფუნქციონირებს, არამედ ჯერ არც აშენებულა.
შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 17 ივლისის N------------- წერილის თანახმად, შპს ,,მ-------ს 2---“-ის დირექტორს 2--- წლის 17 ივლისის N0-/0- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ი. ჭ------------------------------–- განთავსებული კაპიტალური გაზმარეგულირებელი პუნქტის (გმპ) მდებარეობა არ არის შემზღუდველი და ხელისშემშლელი ფაქტორი ამავე მისამართზე (ნაკვ. N0------ განსათავსებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, როგორც საპროექტო, ასევე მშნებელობის სტადიებზე. ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების (2.0-.0---- ,,გ---------------“, ცხრილი N10) თანახმად განსაზღვრული მინიმალური დაშორება შეეხება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ფუნქციონირებენ. ამასთან ეცნობათ, რომ მათ მათ მიერ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების წარმოება მოითხოვს დროის საკმაო პერიოდს (შესაძლოა 2-3 წელს). შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2--0 წლის 14 აპრილის N1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა თანახმად, შესაძლებლობა აქვთ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები იმ პირობით, თუ შპს ,,ყ--------------------–--–-“ მათ მიერ წარდგენილი იქნება შესათანხმებლად სამუშაოების წარმოების გეგმის პროექტი, ხოლო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებული გაზსადენები და გაზმარეგულირებელი პუნქტი სამუშაოების წარმოების პროცესში არ დაზიანდება და უზრუნველყოფილი იქნება მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია. შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მომენტისთვის, შესაძლებლად მიაჩნიათ შპს ,,მ------------“-ის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე კარადული ტიპის ახალი გაზმარეგულირებელი პუნქტის (როგორც არსებული გმპ-ს ალტერნატიული გაზგამანაწილებელი წყაროს) მოწყობის საკითხის დადებითად გადაწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს ,,ყ--------------------–----“ 24.0-. 2--- წ. N0--09-0-/1169 წერილი. (ს.ფ. 148-149, ტ. I);
შპს ,,ყ--------------------–----“ 25-0-. 2--- წ. №0--0---8- წერილი (ს.ფ. 1-5, ტ. I);
შპს ,,ყ--------------------–----“0-.0-. 2--- წ. N------------- წერილი (ს.ფ. 1-4, ტ.I);
შპს ,,ყ--------------------–----“ 17.0-.2--- წ. N------------- წერილი (ს.ფ. 1-2-1--, ტ.I);
4.1.1-. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2--- წლის 2- მაისის N8--/0--21/შ პასუხის თანახმად, შპს ,,მ-------ს 2---“-ის დირექტორს 2--- წლის 2- მაისის N0---- წერილის პასუხად, რომელიც ეხებოდა ქ. თ---–--–------------------------- მიმდებარედ განთავსებული, ცალკე მდგომი ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის ტექნიკური უსაფრთხოების საკითხს, რომლის სიახლოვეს დაგეგმილია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ეცნობა, რომ აღნიშნული მოწყობილობა განკუთვნილია ბუნებრივი გაზის წნევის დასაწევად და დაგეგმილ დონეზე შესანარჩუნებლად. საქართველოში მოქმედი გ---------------- სამშენებლო ნორმებისა და წესების (2.0-.0----), 5-2. პუნქტის მიხედვით, ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის განთავსების წესი დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე და ტექნიკურ მიზანშეწონილებაზე და შესაძლებელია მოეწყოს, როგორც ცალკე მდგომ შენობაში, ისე ცეცხლგამძლე კარდაში, რომელსაც გააჩნია ცალკე მდგომი საყრდენები. ამავე სამშენებლო ნორმების და წესების 5-6. პუნქტის თანახმად, თუ კარადული ტიპის ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის შემსვლელი წნევა არ აღემატება 3კგძ/სმ.კვ-ს, მაშინ მისი დაცილება საცხოვრებელი სახლის შენობის კედლიდან, თუ ის ხანძარმედეგია და არ გააჩნია ღიობი, არ რეგულირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2-.05 2--- წ. N8--/0--21/შ პასუხი (ს.ფ.1-6.ტ. I);
4.1.1-- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 0- მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში ჭ-------------------------------–- შპს ,,მ------------“-ის მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ერთი მეტრის სიახლოვეს არსებული გაზის მარეგულირებელი პუნქტის (გმპ), ნორმებით გათვალისწინებულ მანძილზე გადატანის ან კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტად გადაკეთების შემდეგ, რა დროსაც გაზსადენის დაცვის ზონაში სამუშაოს წარმოება დასაშვებია გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით. სამშენებლო ნორმების და წესების 0-.0---- ,,გ----------------“ 5-6. პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლების კედელზე დასაშვებია გაზმარეგულირებელში 0,3 მეგაპა-მდე შემავალი წნევის გაზის მქონე კარადული გაზმარეგულირებლის განთავსება. ამდენად სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.0-.0---- ,,გ----------------“ მოთხოვნათა გათვალისწინებით ტექნიკური თვალსაზრისით დასაშვებია 0,3 მეგაპამდე შემავალი გაზის წნევის მქონე გაზმარეგულირებელის გადაკეთება კარადული ტიპის გაზის მარეგულირებელ პუნქტად. ქ. თბილისში ჭ-------------------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ 0-.-----------0-) განთავსებული, გაზის მარეგულირებელ პუნქტსა (გმპ) და მის მიდებარედ არსებულ შენობებს შორის არსებული მანძილი რომ შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებით და წესებით და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საჭიროა აღნიშნული გაზის მარეგულირებელი პუნქტი გადატანილ იქნეს ნორმების მოთხოვნით გათვალისწინებულ მანძილზე ან გადაკეთებული იქნეს კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 0- მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 197-2-3, ტ. I);
4.1.1-. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 0- მარტის N1------ პასუხის თანახმად, ბატონ დ------------------ კანდიდატურა სამინისტროს მიერ შეთანხმებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების პროექტების კოსტრუქციული და ტექნოლოგიური ნაწილების საექსპერტო სამუშაოების განსახორციელებლად.
დამოუკიდებელი ექსპერტის დ------------------ 2--8 წლის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭ--------------------------------- მიმდებარედ (ს.კ 0-.1------------- მშენებარე მრავალსართულიანი სახლის მიმართ მის სამხრეთით ერთ მეტრში განთავსებული გაზის მარეგულირებელი პუნქტიდან მომავალი რისკები ნულის ტოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 0- მარტის N1------ პასუხი (ს.ფ. 2--, ტ. I);
დამოუკიდებელი ექსპერტის დ------------------ 2--8 წლის დასკვნა (ს.ფ. 2-5-210, ტ. I);
4.1.16. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ა-----–---------–---–-- და პროფესორ ა-–--------------–-------- 2--- წლის 11 აპრილის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭ----------------------------ში მიმდებარედ არსებული ტუიები 4- წლის წინათ არის დარგული, როგორც ბუჩქები და ამ ხნის განმავლობაში არც გაკრეჭილა და გაზრდილები არიან, როგორც დეგრადირებული (ტუია არის საბუჩქე მცენარე, როგორც ჩვეულებრივ ხეს სწორი ღერო არ ეზრდებათ, ერთ ძირ ბუჩქზე რამდენიმე ღერო აქვს გაზრდილი, ამიტომ არიან დეგრადირებული ფორმის). რაც შეეხება ტუიების დაზიანებას: არც ერთ ტუიას მთავარი ფესვის ღერო არ აქვს დაზიანებული და არანაირი ხმობის ნიშნები არც ერთ ძირს არ გააჩნია, ასევე საპნის ხეებს. აღნიშნული ნარგაობები ძირში თუ არ გადაიჭრა ან სპეციალურად არ ამოიძირკვა, არანაირი გახმობის საშიშროება არსებული მდგომარეობით არ ემუქრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ა-----–---------–---–-- და პროფესორ ა-–--------------–-------- 2--- წლის 11 აპრილის დასკვნა (ს.ფ. 228-229, ტ. I);
4.1.17. დამოუკიდებელი ექსპერტის - ნ---------------ს 2--- წლის 5 ივნისის წერილის თანახმად, 2--სართულიანი შენობის მშენებლობის პერიოდში მოსალოდნელია ამჟამად არსებული დაბალი წნევის 2-0 მმ-იანი და საშუალო წნევის 100 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენების, მათ წინ არსებული საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა გ---------------- საკადასტრო სარეგულატორო დანადგარის, გაზმარეგულირებლის დაზიანება და გაუთვალისწინებელი ავარიული სიტუაციის შექმნა გამოუსწორებელი შედეგებით. როგორც პროექტიდან ჩანს, მშენებარე შენობის აღმოსავლეთ მხარეს გადაწყობილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 100 მმ-იანი გაზსადენი, რომელიც 4 მეტრით უნდა იყოს დაშორებული ქვაბულიდან, დაშორებულია დაახლოებით 1,5 მეტრით, რაც არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უსაფრთხოების ნორმებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დამოუკიდებელი ექსპერტის - ნ---------------ს 05-0-.2--- წლის წერილი (ს.ფ. 50, ტ. I);
4.1.18. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2--- წლის 19 ივნისის N---- განკარგულებით დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივრები და არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9----- და 2--- წლის 4 მარტის N1------ ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი, ვინაიდან არ იყო დაცული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 1--0-.2--0 წ. N1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები’’.
აღნიშნულ განკარგულებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი გასწორდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2--- წლის 30 ივნისის N1--- განკარგულებით. 2--- წლის 19 ივნისის N---- და 2--- წლის 30 ივნისის N1--- განკარგულებები შპს ,,მ-------------ის’’ მიერ გასაჩივრდა სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 3-8, ტ. II);
4.1.19. შპს ,,ს------------–---–--------–----------------------------–------’’ 2--- წლის 18 ივლისის N2-- თანხმობის მიხედვით, კლინიკა თანხმობას აძლევს შპს ,,მ-------------ს’’ მასზედ, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-.144.1----------, საპროექტო შენობის დასავლეთ ფასადზე, რომელიც კლინიკის სამეზობლო მიჯნაში იმყოფება, განთავსდეს ვიტრაჟი, ნახაზის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს ,,ს------------–---–--------–----------------------------–------’’ 2--- წლის 18 ივლისის N2-- თანხმობა (ს.ფ. 25-, ტ. II);
4.1.2-. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 31 ივლისის N1------------- წერილის მიხედვით, მცენარის ძირითადი ვარჯის განშტოება არის 3,5 მეტრი, ამავე დროს გასათვალისწინებელია ქარის დროს მცენარის გადახრის ამპლიტუდა - 1,5 მეტრი, ამდენად, მწვანე ნარგავებიდან სამშენებლო კედლამდე დაშორება უნდა შეადგენდეს 5 მეტრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 31 ივლისის N1------------- წერილი (ს.ფ. 85, ტ. I);
4.1.21. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 2--- წლის 1 ოქტომბრის N0-/------ წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, ჭ-----------------------------–- მდებარე ს.კ. 0-.1------------ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობა არღვევს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებს. მშენებარე და მიმდებარედ არსებულ მაღლივ შენობებს შორის არ არის დაცული არსებული შენობის კედლიდან სავალი გზის კიდემდე 8-10 მეტრიანი მანძილი. ამას დამატებული 6-მეტრიანი საავტომობილო გზის სიგანე, რაც ჯამში შეადგენს არანაკლებ 14 მეტრს. აღნიშნული მანძილი აუცილებელია სახანძრო სპეც. ტექნიკის (50 მეტრიანი ავტოამწის) მანევრირებისთვის, რომლის დანიშნულებაა შენობების ზედა სართულიდან ხალხის ევაკუაცია და მეხანძრეთა ყველა ბინაში მისადგომობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 2--- წლის 1 ოქტომბრის N0-/------ წერილი (ს.ფ. 6-, ტ. I);
4.1.22. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტირების და ექსპერტიზის ცენტრის 2--5 წლის 5 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ჭ---------------------------ში მშენებარე კორპუსი არსებული საცხოვრებელი სახლის მიმართ არღვევს სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, საგანგებო სიტუაციაში სახანძრო მანქანას საშუალება არ ექნება მოახდინოს ფანჯრის ღიობებიდან ადამიანების ევაკუაცია და მათი გადარჩენა თავისუფალი ადგილის სიმცირის გამო, (არის 9-10 მ, ნაცვლად სავალდებულო 14-16 მეტრისა) არსებულ კორპუსსა და სავარაუდო მშენებლობას შორის
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტირების და ექსპერტიზის ცენტრის 2--5 წლის 5 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 69-76, ტ. I);
4.1.23. ვაკის მეწყრული უბნის მდგომარეობის 2--5 წლის 25 თებერვლის საინჟინრო-გეოლოგიური შეფასების თანახმად, დაუშვებელია როგორც მეწყრული სხეულის, ასევე სახიფათო ზონის დამატებითი ტექნოგენური დატვირთვა ყოფილი მე-9 საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 0-.1-------------. მეწყერის გააქტიურება დიდ ზიანს მიაყენებს არა მარტო მშენებარე 2--სართულიან კორპუსს, არამედ მის მომიჯნავედ არსებულ საცხოვრებელ შენობასაც (ი-----------------------------), მათ შორის ჭ------------------------------------------------–-------–-----–---------------–--------------–--ც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვაკის მეწყრული უბნის მდგომარეობის საინჟინრო-გეოლოგიური 2--5 წლის 25 თებერვლის შეფასება ხ-----–---–-----–------ მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 6--64, ტ. I);
4.1.24. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--5 წლის 14 დეკემბრის (საქმე N3--------) გადაწყვეტილებით შპს ,,მ-------------ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის 2--- წლის 19 ივნისის N---- და 2--- წლის 30 ივნისის N1--- განკარგულებები და თბილისის მერიას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვენლობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--- წლის 16 სექტემბრის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--5 წლის 14 დეკემბრის (საქმე N3--------) გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენასი სასამართლოს 2--7 წლის 9 მარტის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--5 წლის 14 დეკემბრის (საქმე N3--------) გადაწყვეტილება (ს.ფ. 380-4--, ტ. II);
- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 3-8, ტ. II);
4.1.25- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ი----------------------------- (ნაკვეთი 0------, ს.კ. 0-.1------------, საკუთრების უფლებით 2--- წლის 2- ივნისიდან აღრიცხულია შპს ,,მ-------------ის’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2-.0-.2--- წ. (ს.ფ. 1--, ტომი I);
4.1.26. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N2--------) დაკმაყოფილდა შპს ,,მ-------------ის’’ სარჩელი, შპს ,,ყ--------------------–----’’ მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. შპს ,,ყ--------------------–---’’ დაევალა შპს ,,მ-------------თან’’ შეთანხმებით, შპს ,,მ-------------ის’’ ფინანსური ხარჯებით, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 1 მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ჭ---------------------------ის მიმდებარედ განთავსებული გაზის მარეგულირებელი პუნქტი (გმპ) გადააკეთოს კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N2--------) (ს.ფ. 1-8-169, ტომი I);
4.1.2-. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის 19.0-.2--7 წ. N6------ს, 26.0-.2--7 წლის N- რეკომენდაციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 26.0-.2--- წ. N2- სხდომის ო---ს გათვალისწინებით, დადებითი რეკომენდაცია გაეწია შპს ,,მ-------------ის’’ კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების საკითხს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2--7 წლის 10 აგვისტოს N3- სხდომის ო---ს გათვალისწინებით შპს ,,მ-------------ის’’ კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის 5-5-მდე გადამეტების საკითხმა მიიღო დადებითი რეკომენდაცია.
სსიპ არქიტექტურის სამსახურის, ზონალური საბჭოს 2--7 წლის 09 აგვისტოს N3------ გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა ქ-------–--–----------------–-----–----------------------------------–- არსებულ ნაკვეთზე (ს.კ. N0-.1------------- მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე. არსებული ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა კ2=5-5-
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის 26.0-.2--7 წ. N- რეკომენდაცია (ს.ფ. 1---1-4, ტ. IV);
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის 19.0-.2--7 წ. N6------ (ს.ფ. 1-7-171, ტ. IV);
მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 343, ტ. II);
სსიპ არქიტექტურის სამსახურის, ზონალური საბჭოს 2--7 წლის 09 აგვისტოს N3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 30--30-, ტ. II);
4.1.28. 2--7 წლის აგვისტოში, შპს ,,მ-------------ის’’ თხოვნით შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში, ჭ------------------------ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ უბანზე ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია. დასკვნით დადგინდა, რომ ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით. ცალკეული შენიშვნები ავტორის მიერ მიღებულ იქნა და შეტანილია სათანადო კორექტივები. წარმოდგენილი ანგარიში იმსახურებს დადებით შეფასებას და შეიძლება დაედოს საფუძვლად მშენებლობის პროექტს საინჟინრო გეოლოგიურ ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის - გ-----------–------------- (ს.ფ. 311-312, ტ. II);
4.1.29. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--7 წლის 16 აგვისტოს N1----- ბრძანებით, ქ. თ---–--–----------------–-----–-- ჭ---------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-.1-------------, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ2=5-5-
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--7 წლის 16 აგვისტოს N1----- ბრძანება (ს.ფ. 303-30-, ტ. II);
- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 344, ტ. II);
4.1.30. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--7 წლის 22 სექტემბრის N3------ ბრძანებით (გაზრდილი კ2-ის შესაბამისად) შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
აღნიშნული ბრძანება 2--7 წლის 1- ოქტომბერს ბმა ,,ჭ-------------------ის’’ წევრების მიერ გასაჩივრებულ იქნა N1--------------0- ადმინისტრაციული საჩივრით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--7 წლის 25 ოქტომბრის N1----- ბრძანებით შეჩერდა არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის სამსახურის 2--7 წლის 22 სექტემბრის N3------ ბრძანების მოქმედება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--7 წლის 22 დეკემბრის N3- ბრძანებით დაკმაყოფილდა ბმა ,,ჭ-------------------ის’’ ადმინისტრაციული საჩივრები და ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9-----, 2--- წლის 4 მარტის N1------ და 2--7 წლის 22 სექტემბრის N3------ ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--7 წლის 22 დეკემბრის N3- ბრძანება (ს.ფ. 35-- 369, ტ. II);
- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა (ს.ფ. 3-9, ტ. II);
4.1.31. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანებით, შეთანხმდა, ქ-------–--–------------------------–-- ჭ---------------------------ში, (ნაკვეთი 0------ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-.1------------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2--8 წლის 1 თებერვლიდან 2-2- წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
ბრძანების თანახმად, დამკვეთს განემარტა, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით მათ შორის: სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთების კვლევა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის N-7 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის N-7 დადგენილების 61-ე მუხლის და ,,მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2--- წლის 28 მარტის N6- დადგენილებით) მოთხოვნათა შესაბამისად; კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან; მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა; მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა; სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის N-7 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.
ბრძანების თანახმად, დამკვეთი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნათა დარღვევის გარეშე; აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით. უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანება (ტ. III, ს.ფ. 11-14);
4.1.3-. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანება ბმა ,,ჭ-------------------ის’’ მაცხოვრებლების მიერ გასაჩივრდა 2--8 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--8 წლის 7 მარტის N6- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ბმა ,,ჭ-------------------ის’’ წევრების 2--8 წლის 7 თებერვლის N19-------------0- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--7 წლის 22 სექტემბრის N3------ ბრძანება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--8 წლის 23 მარტის N8- ბრძანებით, გასწორდა ბმა ,,ჭ-------------------ის’’ წევრების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და 2--8 წლის 7 მარტის N6- ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ძალაში დარჩეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცესების მოკლე აღწერილობა. (ს.ფ.34-, ტ. II);
თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--8 წლის 7 მარტის N6- ბრძანება (ს.ფ. 23-36, ტ. I);
თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--8 წლის 23 მარტის N8- ბრძანება (ს.ფ. 2--21, ტ. I);
4.1.3-. ქალაქთმგეგმარებელი - ზ---------------- 2--8 წლის 31 მარტის ქალაქთმშენებლობითი საექსპერტო დასკვნის მიხედვით, თბილისში, ი------------------------- (ყოფილი ი-----------------------------, თ---------- საელჩოს, ხ-----–---–--------–--------–------ა და ზ-----------–-–---–-- ქუჩებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 0-.1------------- გამოყენება სამშენებლო თვალსაზრისით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით არ შეესაბამება გონივრულ ქალაქგანვითარებას, აუარესებს საზოგადოებრივი სივრცისა და მეზობელი ნაკვეთების მომხმარებელთა საარსებო პირობებს და ამით აუფასურებს ამ უკანასკნელთა უძრავ ქონებას, აგრეთვე, უაღრესად აღრმავებს სატრანსპორტო პრობლემებს. ხსენებული ნაკვეთისთვის სამშენებლო პირობების გაცემისას, დაშვებულ იქნა უხეში ქალაქგეგმარებითი შეცდომა. ნაკვეთის კონფიგურაცია და მისი უშუალო სიახლოვე არსებულ საცხოვრებელ სახლთან არ იძლევა საშუალებას, მიწის ამ ნაკვეთის ისეთი სამშენებლო გამოყენებისა, რომ დაცულ იქნას როგორც მისი, ასევე მეზობელი ნაკვეთების მომხმარებელთა უფლება ჯანსაღ საარსებო გარემოზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქთმგეგმარებელი - ზ---------------- 2--8 წლის 31 მარტის ქალაქთმშენებლობითი საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 54-5-, ტ. I);
4.1.34. შპს ,,გ--------------–--’’ დასკვნის თანახმად, 2--8 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, ქ. თბილისში, ჭ--------------------ე-ს მიმდებარე ტერიტორიაზე (ნავკეთის ს.კ. 0-.1------------- რაიმე სახის მშენებლობა ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედი სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,გ--------------–--’’ 03.0-.2--8 წ. დასკვნა (ს.ფ. 38-39, ტ. I);
4.1.35- შპს ,,ა--------------’’ 2--8 წლის 19 აპრილის დასკვნის მიხედვით, შპს ,,მ-------------ის’’ მშენებლობის შეჩერებით, მისი ყოველთვიური ზარალი შეადგენს 22845 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და 1- 000 ლარს, რაც დასკვნის დღეს არსებული კურსით შეადგენს 70 460 ლარს ყოველთვიურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს ,,ა--------------’’ 2--8 წლის 19 აპრილის დასკვნა (ს.ფ. 218-22-, ტ. I);
4.1.36. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 18 მაისის N3------ გადაწყვეტილებით, დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ი-----------------------------, შპს ,,მ-------------ის’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაზის წნევის მარეგულირებელი კვანძის I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 18 მაისის N3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 25--254, ტ. I);
სამოტივაციო ნაწილი
5- შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
6.1. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 24 მაისის №1---- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №5- დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--7 წლის 16 აგვისტოს N1----- ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--8 წლის 7 მარტის N6- და 2--8 წლის 23 მარტის N8- ბრძანებები, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანება წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--7 წლის 16 აგვისტოს N1----- ბრძანების ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
7.3. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა („თანაბარი შესაძლებლობების სივრცე)“.
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება „განაშენიანების ძირითადი დებულებებითა“ და „განაშენიანების რეგულირების წესებით“.
სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, იქნა მიღებული 2--- წლის 24 მაისის ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ №1---- დადგენილება, რომელიც არეგულირებს ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
7.4. სასამართლო ასევე მოიხმობს ქ. თბილისის საკრებულოს 2--- წლის 05 დეკემბრის N 1---- დადგენილებას (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ'', რომლის თანახმადაც განსაზღვრულია და დამტკიცებული საბჭოს სტრუქტურა და კომპეტენციები. საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, რომლებიც შეისწავლიან და ამზადებენ რეკომენდაციებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიენების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონების შეთანხმების, ასევე ცალკეულ შემთხვევებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გაუშენებელი ტერიტორიების განაშენიანების საკითხებზე შესაბამის დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალების გაცემისათის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება. საბჭო თავის მხრივ წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს კანონისა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ'' და სხვათა შესაბამისად. მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომის ო---თ დადებითი შეფასების შემთხვევაში, ქალაქის მერი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს დადგენილების პროექტს და შესაბამისად ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება ძირითად აქტში.
სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2--- წლის 24 მაისის ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ №1---- დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში – განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 1- იანვრის №5- დადგენილების (შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
7.-- სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 24 მაისის №1---- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა შესაძლებელია, თუ: ა) ცვლილებას მოითხოვს დედაქალაქის ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული (სოციალური, ეკონომიკური, ფორსმაჟორული და სხვა მსგავსი) მიზეზები; ბ) ცვლილება წონასწორდება ან კომპენსირდება იმგვარი ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას; გ) ცვლილებას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება დასაშვებია ერთჯერადად თუ ამ დადგენილების ამოქმედებამდე არანაკლებ სამი წლით ადრე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით, საპროექტო ტერიტორიაზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობის დასრულება ვერ ხერხდება გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო. ხოლო, მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტების საკითხს, საბჭოს მიერ საკითხის განხილვამდე, განიხილავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2--- წლის 6 აპრილის №1-.0-.2-- განკარგულებით შექმნილი კომისია.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2--- წლის 26 აგვისტოს (საქმე N3-------) გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ბმა ,,ჭ-------------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2--1 წლის 10 ოქტომბრის №2--- განკარგულება ,,ქ. თბილისში, ი-–----------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0-.1------------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ და ქ. თბილისის მერიას (მერს) დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ი--------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №0-.1------------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტით არ იყო დასაბუთებული და ვერც სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა მოპასუხე - ქ. თბილისის მერიამ და მესამე პირებმა - სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ, ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ი-–----------------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0-.1------------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის ქალაქმშენებლობის პარამეტრების გაზრდის მიზნით წარდგენილი საპროექტო წინადადების განხილვისას რამდენად იქნა დაცული ქალაქ თბილისის საკრებულოს 2--- წლის 2- მარტის №4--- გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, არ არის დასაბუთებული დედაქალაქის ქალაქმშენებლობით და არქიტექტურული, აგრეთვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული რა განსაკუთრებული მიზეზები იყო სახეზე, რამაც განაპირობა არსებული ტერიტორიის განაშენიანებისათვის დადგენილი ინტენსივობის კოეფიციენტის (კ 2=3,5) გაზრდა და მის განსაზღვრა 5,5-ით.
დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 28 აპრილის N1---- ბრძანება, რომლითაც შპს ,,მ-------------ს’’ უარი ეთქვა ქ. თბილისში, ი------------------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ.0-.1---------- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის, ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების მიზნით სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,მ------------“-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა კომისიას კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტებაზე, იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ართმევს პირს უფლებას განმეორებით მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს იმავე საკითხზე, თუ სახეზეა ისეთი ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებზეც ის აფუძნებს თავის მოთხოვნას, რაც შესაძლებელს ხდის მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშულს შპს ,,მ------------“-ის წარმომადგენელი ამყარებდა იმ ფაქტს, რომ მოქმედი კანონმდებლობის გათვალისიწინებით კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების საკითხი, პირველ რიგში უნდა განიხილოს კომისიამ და შემდეგ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ იმსჯელა და დაადგინა, რომ არ არსებობდა შემაფერხებელი გარემოება აღნიშნული საკითხის ხელახლა განხილვისათვის.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--7 წლის 19 ივლისის N6------ს, 26.0-.2--7 წლის N- რეკომენდაციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 26.0-.2--- წ. N2- სხდომის ო---ს გათვალისწინებით, დადებითი რეკომენდაცია გაეწია შპს ,,მ-------------ის’’ კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების საკითხს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2--7 წლის 10 აგვისტოს N3- სხდომის ო---ს გათვალისწინებით შპს ,,მ-------------ის’’ კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის 5-5-მდე გადამეტების საკითხმა მიიღო დადებითი რეკომენდაცია.
სსიპ არქიტექტურის სამსახურის, ზონალური საბჭოს 2--7 წლის 09 აგვისტოს N3------ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ თანხმობა მიეცა ქ-------–--–----------------–-----–----------------------------------–- არსებულ ნაკვეთზე (ს.კ. N0-.1------------- მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე. არსებული ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა კ2=5-5-
დადგენილია, რომ სწორედ ამის შემდგომ, ქ. თბილისის მერის 2--7 წლის 16 აგვისტოს №1----- ბრძანებით, ქ.თბილისში, ი-–----------------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0-.1-------------, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ2=5,5-
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 24 მაისის №1---- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების პარამეტრებიდან შეცვლას ექვემდებარება: სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით – კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლები. ხოლო ამავე წესის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გაცემის ნებისმიერ სტადიაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტების საკითხს პირველ რიგში განიხილავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია, ხოლო შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომისიამ საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე დადებითი რეკომენდაცია მისცა შპს ,,მ-------------ის’’ კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების საკითხს, ვინაიდან ქ. თბილისში, ი-–----------------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0-.1-------------, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია 2--- წლიდან. ამასთან, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მესამე პირის (შპს ,,მ------------“-ის) რეალურ მიზანსაც კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდასთან მიმართებით წარმოადგენდა სწორედ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაუმთავრებელი მშენებლობის სტიმულირება და მშენებლობის დასრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--7 წლის 16 აგვისტოს N1----- ბრძანებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს რეკომენდაციები.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ ფარგლებს წარმოადგენს ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.
საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--7 წლის 16 აგვისტოს №1----- ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესამე პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (სადავო ბრძანების საფუძველზე დაწყებულია მშენებლობა), სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნების ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე უდავოდ არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.
7.6. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანების ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
7.7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნული სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.
ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას.
მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
7.8. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №5- დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
7.9. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 30 დეკემბრის №2----4 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ხოლო ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №5- დადგენილების 3--ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
7.10. საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №5- დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ხოლო 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიებია: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მე-4 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით IV კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. მე-3 ნაწილი ითვალისწინებს, რომ IV კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე. მე-5 ნაწილით გათვალისწინებულია, რომ IV კლასის შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ საპროექტო ობიექტი მიეკუთვნება IV კლასის შენობას, სადაც მშენებლობა დასაშვებია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №5- დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და რაც ნიშნავს იმას, რომ IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელმა პირმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს და აცნობოს მის მიერ განზრახული IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ, რომელზეც ნებართვის გამცემი ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის თაობაზე.
დადგენილია, რომ შპს ,,მ------------’’-მა საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №5- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ შესაბამისად, 2--8 წლის 0- იანვარს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს წარდგენილი პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოთხოვნით, ხოლო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანებით, შეთანხმდა, ქ-------–--–------------------------–-- ჭ---------------------------ში, (ნაკვეთი 0------ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-.1------------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2--8 წლის 1 თებერვლიდან 2-2- წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
ბრძანების თანახმად, დამკვეთს განემარტა, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით მათ შორის: სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთების კვლევა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის N-7 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის N-7 დადგენილების 61-ე მუხლის და ,,მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2--- წლის 28 მარტის N6- დადგენილებით) მოთხოვნათა შესაბამისად; კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან; მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა; მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა; სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის N-7 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. ბრძანების თანახმად, დამკვეთს მიეთითა, რომ ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნათა დარღვევის გარეშე; აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით. უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება.
სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2--1 წლის 2 ნოემბრის N 1--- ბრძანებით, ქ. თბილისში, ი------------------------------ში შპს „მ------------“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ Nო0-.1------------- დადგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9----- ბრძანებით, ქალაქ თბილისის მერის 2--1 წლის 10 ოქტომბრის N2--- განკარგულებით დადგენილი პარამეტრების გათვალისწინებით, ქ. თბილისში, ი------------------------------ში შპს „მ------------“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: Nო0-.1------------- შეთანხმდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 4 მარტის N1------ ბრძანებით, ქ. თბილისში, ი------------------------------–-- შპს „მ------------“ -ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: N0-.1------------- შეთანხმდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დადგენილია, რომ 2--- წლის 7 აპრილს ბმა ,,ჭ-------------------ის’’ წევრებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანეს N1------------- ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9----- ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე ბმა ,,ჭ-------------------ის’’ წევრებმა 2--- წლის 2 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანეს N1----------17 ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 4 მარტის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2--- წლის 19 ივნისის N---- განკარგულებით, დაკმაყოფილდა აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრები და ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9----- და 2--- წლის 4 მარტის N1------ ბრძანებები. ზემოაღნიშნული ბრძანებაში, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის №9----- ბრძანების და 2--- წლის 4 მარტის №1------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ - შპს ,,მ------------’’-ის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სამშენებლო ობიექტს და გაზმარეგულირებელ სადგურს შორის დაშორება 10 მეტრ მანძილზე ნაკლებია, შეადგენს ერთ მეტრს, აღნიშნულით დაცული არ არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2--0 წლის 14 აპრილის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები“, მათი დაუცველობა კი წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპის დარღვევას და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--5 წლის 14 დეკემბრის (საქმე N3--------) გადაწყვეტილებით შპს „მ------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის 2--- წლის 19 ივნისის N---- და 2--- წლის 30 ივნისის N1--- განკარგულებები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ბმა „ჭ------------------“-ის 2--- წლის 7 აპრილს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სრულყოფილად არ ჰქონდა გამოკვლეული და დასაბუთებული, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას მოქმედებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2--0 წლის 14 აპრილის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები“, თუ იმ პერიოდისათვის დასახელებული კანონქვემდებარე აქტი ძალადაკარგული იყო და მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2--- წლის 22 იანვრის №1-- დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ’’ და გ---------------- სამშენებლო ნორმები და წესები (C--- 2.0-.0---8-*), რომლითაც დადგენილია გ---------------- დაბალი, საშუალო და მაღალი წნევის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2--5 წლის 17 აპრილის №----- წერილით ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2--0 წლის 14 აპრილის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები’’ დღეის მდგომარეობით ძალადაკარგულია, ამჟამად მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2--- წლის 22 იანვრის №1-- დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ’’ და გ---------------- სამშენებლო ნორმები და წესები (C--- 2.0-----------
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ შესაბამისი შეფასება არ მისცა შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 26 ნოემბრის №1------------ წერილს, რომლითაც შპს ,,მ------------“-ის დირექტორს ეცნობა, რომ მომზადებულია მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გაზსადენის გადალაგების საპროექტო დოკუმენტაცია და რომ შემდგომში გადალაგებული გაზსადენი უსაფრთხოების მიზნით ხელს არ შეუშლის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, შეფასება არ მისცა შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 25 აპრილის №0--0---8- წერილს, რომლითაც შპს,,მ------------“-ის დირექტორს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ი. ჭ------------------------------–- დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების წარმოება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ნაკვეთის მიმდებარედ გამავალი გაზსადენები და წნევის რეგულატორი არ დაზიანდება და არ მოყვება შენობა-ნაგებობაში. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია ასევე იმ გარემოებებზე, რომ ამ ეტაპზე გმპ-ს მდებარეობა არის თუ არა შემზღუდველი შპს ,,მ------------’’-ის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, როგორც ტექნიკური ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად განსაზღვრული მინიმალური დაშორება შეეხება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ხოლო შპს ,,მ------------“-ის მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობა არათუ არ ფუნქციონირებს, არამედ ჯერ არც აშენებულა. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმაზე, სახეზე არის თუ არა კანონმდებლობის ნორმათა დარღვევა და ამასთან კონკრეტულად, დღეის მდგომარეობით მოქმედი რომელი საკანონმდებლო ნორმა იქნა დარღვეული შპს ,,მ------------’’-ის მიერ, აღნიშნული დარღვევა რამდენად არსებითი სახის არის და ამ ეტაპზე წარმოადგენდა თუ არა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის №9----- ბრძანების და 2--- წლის 4 მარტის №1------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--5 წლის 14 დეკემბრის (საქმე Nო3--------) გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბმა „ჭ------------------“-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--- წლის 16 სექტემბრის განჩინებით (საქმე Nო3--------) ბმა „ჭ------------------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--- წლის 16 სექტემბრის განჩინება (საქმე Nო2ბ/-----6) ბმა „ჭ------------------“-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის 2--7 წლის 9 მარტის განჩინებით (საქმე N---------------- ბმა „ჭ------------------“-ის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--5 წლის 14 დეკემბრის საქმე N3--------) გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--7 წლის 16 აგვისტოს N#1----- ბრძანებით, ქ. თბილისში, ჭ---------------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N0-.1------------- განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომლითაც კ-2 განისაზღვრა 5,5-ით.
არქიტექტურის სამსახურის 2--7 წლის 22 სექტემბრის N3------ ბრძანებით ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის მერის 2--7 წლის 16 აგვისტოს N1----- განკარგულებით დადგენილი პარამეტრების გათვალისწინებით, ქ. თბილისში, ი-–-----------------------------------ში (ნაკვეთი: N0------, შპს ,,მ-------–2---"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N0-.1------------- შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
2--7 წლის 1- ოქტომბერს ბმა „ჭ------------------“-ის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინეს N1--------------0- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს არქიტექტურის სამსახურის 2--7 წლის 22 სექტემბრის N3------ ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე ბრძანების მოქმედების შეჩერება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--5 წლის 14 დეკემბრის (საქმე N3--------) გადაწყვეტილების აღსრულებისა და ბმა „ჭ------------------“-ის წევრების: დ--------------------- და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრებთან დაკავშირებით გამოცემულ იქნა ვიცე-მერის 2--7 წლის 22 დეკემბრის N3- ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა ბმა „ჭ------------------“-ის წევრების: დ---------------------, მ----------–-----–---–--------------–---- და სხვათა 2--- წლის 7 აპრილის N1-------------, ბმა „ჭ------------------“ ის თ----------------------–------------- 2--- წლის 2 ივნისის N1----------17 და ბმა „ჭ------------------“-ის წევრების, დ--------------------- და სხვათა 2--7 წლის 1- ოქტომბრის N1--------------0- ადმინისტრაციული საჩივრები და ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N9-----, 2--- წლის 4 მარტის N1------ ბრძანებები და არქიტექტურის სამსახურის 2--7 წლის 22 სექტემბრის N3------ ბრძანება. ამავე ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გაზმარეგულირებელი პუნქტის კარადულ ტიპად გადაკეთების ორგანიზების პროექტში გათვალისწინების პირობით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--7 წლის 25 ივლისის N--------------------------------------- წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ 2--- წლის 12 მაისს ამოქმედდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომლის 56-ე მუხლის თანახმად, „ტექნიკური ნორმის შემცველი, შესასრულებლად სავალდებულო ყველა აქტი მიღებულ უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტის ფორმით“, ხოლო 58-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად „ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით“. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც შინაარსობრივად ტექნიკური რეგლამენტია, ექვემდებარება ამ კოდექსის 5--ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ფორმით გამოცემას და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციას, ხოლო 1---ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2--- წლის 1 იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის N1------ ბრძანება თავისი შინაარსით წარმოადგენდა ტექნიკური ნორმის შემცველ შესასრულებლად სავალდებულო აქტს, იგი დაექვემდებარა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 103-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით (ტექნიკური რეგლამენტის სახით) დამტკიცებას, ამავე კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, 2--- წლის 22 იანვარს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის N1-- დადგენილება.
დადგენილია, რომ ვიცე-მერის 2--7 წლის 22 დეკემბრის N3- ბრძანებით არქიტექტურის სამსახურის 2--3 წლის 11 ოქტომბრის N99-----, 2--- წლის 4 მარტის N1------ ბრძანებებისა და არქიტექტურის სამსახურის 2--7 წლის 22 სექტემბრის N3------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის N1-- დადგენილების წესების დარღვევა და C---: 2.0-.0-----ის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობა.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს მთავრობის N1-- დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, „გაზის სისტემების ზოგადი მოთხოვნების რეგლამენტი ვრცელდება: გაზმარეგულირებელ სადგურებზე, პუნქტებსა და დანადგარებზე.“ ამავე რეგლამენტის 30–ე მუხლის 21–ე პუნქტის მიხედვით, „მინიმალური მანძილი ცალკე მდგომი გაზმარეგულირებელი სადგურიდან, პუნქტიდან, კარადული დანადგარიდან შენობა-ნაგებობებამდე განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტებით.“ შესაბამის სტანდარტებში იგულისხმება აღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტთან ერთად C-----------------
C--- 2.0------------ მეხუთე თავით დაწესებულია მანძილის შეზღუდვა შენობა-ნაგებობიდან გაზმარეგულირებელ პუნქტამდე და დადგენილია, რომ მათ შორის მინიმალური დაშორება უნდა შეადგენდეს 10 მეტრს. მოცემულ შემთხვევაში კი, არქიტექტურის სამსახურის III და IV კლასის ნაგებობების სანებართვო განყოფილების სპეციალისტის 2--- წლის 2- მაისის ახსნა-განმარტების მიხედვით, საპროექტო ობიექტის მომიჯნავედ მდებარე გაზმარეგულირებელ სადგურსა და საპროექტო ობიექტის კედელს შორის მინიმალური დაშორება შეადგენს ერთ მეტრს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მითითებული ნორმატიული აქტებით 10 მეტრიანი მანძილის შეზღუდვა არ მოქმედებს კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტთან დაკავშირებით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 24 ივნისის №0----------- წერილზე, რომლითაც შპს ,,მ------------“-ის დირექტორს 2--- წლის 0- ივნისის №0-/0- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ი--------------------------------–- განთავსებული კაპიტალური გაზმარეგულირებელი პუნქტის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა შპს,,ყ--------------------–----“ მიერ განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებლი გარემოებების გათვალისწინებით (ტექნიკური და ქონებრივი მიზანშეწონილობა). ამასთან ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში ჭ--------------------------------ში მდებარე გმპ-ს მდებარეობა არ არის შემზღუდველი აღნიშნული ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, როგორც ტექნიკური ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების (2.0-.0---- ,,გ------------------–-----–-----) თანახმად განსაზღვრული მინიმალური დაშორება შეეხება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ხოლო შპს ,,მ------------’’ მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობა არათუ არ ფუნქციონირებს, არამედ ჯერ არც იყო აშენებული. კაპიტალური გმპ-ს გადაკეთება კარადული ტიპის გმპ-თი ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, არსებული გმპ-ს რეკონსტრუქციის შესაძლებლობა დამოკიდებული იყო გარკვეულ ტექნიკურ და ქონებრივ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც იმ ეტაპისთვის არ ესახებოდა შპს ,,ყ--------------------–---’’ მიზანშეწონილად, ვინაიდან იმ პერიოდისათვის იმყოფებოდა სპეციალურ მართვის რეჟიმში. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,მ------------“-სა და შპს ,,ყ--------------------–---“ შორის დაიწყოს კონსულტაციები შპს ,,მ------------“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე კარადული ტიპის ახალი გაზმარეგულირებელი პუნქტის (არსებული გმპ-ს ანალოგიური სიმძლავრის) მოსაწყობად ადგილის შერჩევისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.
შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 25 აპრილის №0--0---8- წერილით ირკვევა, რომ შპს,,მ------------“-ის დირექტორს, 2--- წლის 1- აპრილის №2--- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ი--------------------------------–- დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების წარმოება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ნაკვეთის მიმდებარედ გამავალი გაზსადენები და წნევის რეგულატორი არ დაზიანდება და არ მოყვება შენობა-ნაგებობაში.
დადგენილია, რომ შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 0- ივლისის N------------- წერილით შპს ,,მ-------ს 2---“-ის დირექტორს 2--- წლის 0- ივნისის N0------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში ი .ჭ---------------------------ში განთავსებული კაპიტალური გაზმარეგულირებელი პუნქტის (გმპ) მდებარეობა ამ ეტაპზე არ არის შემზღუდველი აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,მ------------“-ის მიერ წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების (2.0-.0---- ,,გ---------------“, ცხრილი N10) თანახმად, განსაზღვრული მინიმალური დაშორება შეეხება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, ხოლო აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობა არათუ არ ფუნქციონირებს, არამედ ჯერ არც აშენებულა.
დადგენილია, რომ შპს ,,ყ--------------------–----“ 2--- წლის 17 ივლისის N------------- წერილით შპს ,,მ-------ს 2---“-ის დირექტორს 2--- წლის 17 ივლისის N0-/0- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ი. ჭ------------------------------–- განთავსებული კაპიტალური გაზმარეგულირებელი პუნქტის (გმპ) მდებარეობა არ არის შემზღუდველი და ხელისშემშლელი ფაქტორი ამავე მისამართზე (ნაკვ. N0------ განსათავსებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, როგორც საპროექტო, ასევე მშნებელობის სტადიებზე. ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების (2.0-.0---- ,,გ---------------“, ცხრილი N10) თანახმად განსაზღვრული მინიმალური დაშორება შეეხება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ფუნქციონირებენ. ამასთან ეცნობათ, რომ მათ მათ მიერ დაგეგმილი სამსენებლო სამუშაოების წარმოება მოითხოვს დროის საკმაო პერიოდს (შესაძლოა 2-3 წელს). შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2--0 წლის 14 აპრილის N1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა თანახმად, შესაძლებლობა აქვთ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები იმ პირობით, თუ შპს ,,ყ--------------------–--–-“ მათ მიერ წარდგენილი იქნება შესათანხმბელად სამუშაოების წარმოების გეგმის პროექტი, ხოლო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებული გაზსადენები და გაზამარეგულირებელი პუნქტი სამუშაოების წარმოების პროცესში არ დაზიანდება და უზრუნველყოფილი იქნება მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია. შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მომენტისთვის, შესაძლებლად მიაჩნიათ შპს ,,მ------------“-ის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე კარადული ტიპის ახალი გაზმარეგულირებელი პუნქტის (როგორც არსებული გმპ-ს ალტერნატიული გაზგამანაწილებელი წყაროს) მოწყობის საკითხის დადებითად გადაწყვეტა.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებას (საქმე N2--------), რომლის თანახმად, შპს „მ------------“-ის სარჩელი, შპს „ყ--------------------–----“ მიმართ ხელის შეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა და შპს „ყ--------------------–---“ დაევალა შპს „მ------------“-თან შეთანხმებით, შპს „მ------------“-ის ფინანსური ხარჯებით, სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 1 მარტის N0-------- ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ქ. თ---–--–------------------------------ 3--ის მიმდებარედ განთავსებული გაზის მარეგულირებელი პუნქტი გადააკეთოს (გმო) კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტად.
საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N2----- 1-) შევიდა კანონიერ ძალაში და მისი აღსრულების მიზნით, 2--7 წლის 9 ოქტომბერს სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--7 წლის 22 დეკემბრის N3- ბრძანებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება, რომლის შესრულება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს მხარეთა ვალდებულებას, ვერ გახდება მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელების გარანტი, ვინაიდან, იგი ავალდებულებს შპს „მ------------“-ს გაზგამანწილებელი პუნქტის კარადულ ტიპად გადაკეთებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია მშენებლობის დასრულების შემდეგაც, სასამართლო გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში გაზმარეგულირებელი პუნქტიდან მომავალი საფრთხის, მათ შორის, გაზმარეგულირებელი პუნქტის აფეთქების ალბათობის გამორიცხვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვიცე-მერის 2--7 წლის 22 დეკემბრის N3- ბრძანებით, ნებართვის გამცემ ორგანოს დაევალა ახალი წარმოების ფარგლებში გამოეკვლია გაზმარეგულირებელი პუნქტის არსებობის პირობებში მშენებლობის განხორცილების შესაძლებლობა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე. ასევე, დადგენილი უნდა ყოფილიყო მშენებლობის პროცესში გაზმარეგულირებელი პუნქტის კარადულ ტიპად გადაკეთების შესაძლებლობა, რომლის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული გადაკეთების სამუშაოები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ორგანიზების პროექტში. ამავე ბრძანების მიხედვით, არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმეში ჩაერთო შპს „ყ--------------------–---“ და აღნიშნული საკითხების მცოდნე სპეციალისტები. არქიტექტურის სამსახურს ასევე დაევალა, მოეთხოვა დამკვეთისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის დასკვნა, რომელიც შეისწავლიდა მშენებლობის პროცესში არსებული გაზმარეგულირებელი პუნქტიდან მომავალ საფრთხეებს.
საქმეში წარმოდგენილი ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 0- მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ქ. თბილისში ჭ-------------------------------–- შპს ,,მ------------“-ის მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ერთი მეტრის სიახლოვეს არსებული გაზის მარეგულირებელი პუნქტის (გმპ), ნორმებით გათვალისწინებულ მანძილზე გადატანის ან კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტად გადაკეთების შემდეგ, რა დროსაც გაზსადენის დაცვის ზონაში სამუშაოს წარმოება დასაშვებია გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით. სამშენებლო ნორმების და წესების 0-.0---- ,,გ----------------“ 5-6. პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლების კედელზე დასაშვებია გაზმარეგულირებელში 0,3 მეგაპა-მდე შემავალი წნევის გაზის მქონე კარადული გაზმარეგულირებლის განთავსება. ამდენად, სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.0-.0---- ,,გ----------------“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით დასაშვებია 0,3 მეგაპამდე შემავალი გაზის წნევის მქონე გაზმარეგულირებელის გადაკეთება კარადული ტიპის გაზის მარეგულირებელ პუნქტად. ქ. თბილისში, ჭ-------------------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ 0-.-----------0-) განთავსებული, გაზის მარეგულირებელ პუნქტსა (გმპ) და მის მიდებარედ არსებულ შენობებს შორის არსებული მანძილი რომ შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებით და წესებით და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საჭიროა აღნიშნული გაზის მარეგულირებელი პუნქტი გადატანილ იქნეს ნორმების მოთხოვნით გათვალისწინებულ მანძილზე ან გადაკეთებული იქნეს კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 0- მარტის N1------ პასუხის თანახმად, ბატონ დ------------------ კანდიდატურა სამინისტროს მიერ შეთანხმებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების პროექტების კოსტრუქციული და ტექნოლოგიური ნაწილების საექსპერტო სამუშაოების განსახორციელებლად.
დამოუკიდებელი ექსპერტის დ------------------ 2--8 წლის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში ჭ--------------------------------- მიმდებარედ (ს.კ 0-.1------------- მშენებარე მრავალსართულიანი სახლის მიმართ მის სამხრეთით ერთ მეტრში განთავსებული გაზის მარეგულირებელი პუნქტიდან მომავალი რისკები ნულის ტოლია.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2--7 წლის 22 დეკემბრის N3- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემულ არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 1 თებერვლის N3------ ბრძანებას საფუძვლად დაედო დამოუკიდებელი ექსპერტის დ------------------ 2--8 წლის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც, როგორც უკვე აღინიშნა, შესწავლილ იქნა არსებული გაზმარეგულირებელი პუნქტიდან მომავალი საფრთხეები და დადასტურდა მშენებლობის მიმდინარეობისას მისი კარადულ ტიპად გადაკეთების შესაძლებლობა. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ აღნიშნული ასევე გათვალისწინებულია დამკვეთის მიერ წარდგენილ მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკში, რომლის მიხედვით, გმპ-ს კარადულ ტიპად გადაკეთება უნდა განხორციელდეს შენობაზე კარ-ფანჯრების დაყენების შემდეგ, მშენებლობის წარმოების მე-12 თვეს. რაც შეეხება აღნიშნულის განხორციელებამდე არსებულ საფრთხეებს, ხსენებული საექსპერტო დასკვნის მიხედვით ასევე დგინდება, რომ N0-.1------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალსართულიანი სახლის მიმართ, მის სამხრეთით ერთ მეტრზე განთავსებული გაზმარეგულირებელი პუნქტიდან მომავალი რისკები ნულის ტოლია.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 18 მაისის N3------ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ი-----------------------------, შპს ,,მ-------------ის’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაზის წნევის მარეგულირებელი კვანძის I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - 2--8 წლის 0- თებერვლის N3------ ბრძანება. მოსარჩელემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--8 წლის 0- თებერვლის N3------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.11. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, კერძოდ მოსარჩელე მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ სადავო ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის სიმაღლის განმსაზღვრელ სხივების ნორმებთან, გამწვანებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებთან.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აქტების გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. ამდენად, არსებულ ვითარებაში, სასამართლო ვერ იმსჯელებს სამომავლო სავარაუდო ფაქტებზე და განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ვერ შეაფასებს სადავო აქტების კანონიერებას სამომავლო აბსტრაქტული და სავარაუდო საფრთხის წარმოშობასთან მიმართებით, არამედ ხელმძღვანელობს არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გაირკვეს, გასაჩივრებული აქტი ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, როგორ უნდა შემოწმდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა, კერძოდ, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი. ამ პირობებში თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამგვარი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში გადის აღმჭურველი აქტი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო აქტების ფარგლებიდან, რამდენადაც ადგილი აქვს საჯარო ინტერესების არსებითად დარღვევას. ამასთან, არსებითი ხასიათის დარღვევა მაშინაა სახეზე, თუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.
„ადმინისტრაციული აქტი, როგორც გენერალური მოწესრიგების, სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს, მიუხედავად აქტის აღმჭურველი თუ ამკრძალავი ხასიათისა, რამდენადაც ერთი პირისათვის აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლოა მესამე პირების უფლებების შეზღუდვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--0 წლის 3 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-2---195 (კ-09)).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მესამე პირის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტის მიმართ უდავოდ დადგენილია, რადგან გასაჩივრებული აქტების საფუძველზე დაწყებული იყო მშენებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საპროექტო ტერიტორიის განლაგების მიხედვით მიიჩნევს, რომ არ იკვეთება მოსარჩელის კანონით დაცულ ინტერესთა და უფლებათა იმგვარი ხელყოფა, რომელიც სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას განაპირობებდა. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში ადგილი ექნება მიწის მშენებლობის მწარმოებელი პირისთვის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს, განსხვავებით მოსარჩელეებისაგან. მოსარჩელეებისთვის მიყენებული ან/და მოსალოდნელი ზიანის დადგომის ფაქტი განსახილველი დავის ფარგლებში არ დგინდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №5- დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის” 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, მესამე პირის მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევა, მათ შორის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 24.03.2--- წლის N-7 დადგენილების 35-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების უგულებელყოფა, წარმოადგენს დამკვეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
7.8. მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--8 წლის 7 მარტის N6- და 2--8 წლის 23 მარტის N8- ბრძანებების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60--ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2---ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--8 წლის 7 მარტის N6- და 2--8 წლის 23 მარტის N8- ბრძანებების (აღნიშნული ბრძანება განხილული უნდა იქნეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--8 წლის 7 მარტის N6- ბრძანებასთან ერთად) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 60- მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-.1-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლო თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 3--ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 25--ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბმა ,, ჭ------------------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი